შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინა 53 6 თავი


24-12-2016, 05:11
ავტორი martoshen
ნანახია 2 638

დილა საოცრად დაიწყო თმებზე ფერებამ გამაღვიძა და ცოტა ხანს არც შევიმჩნიე რომ მეღვიძა. დიდი ტორები დაცოცავდა ჩემს ზურგზე და მეორე ხელით თმებზე მეფერებოდა გულში ვნატრობდი რომ შემძლებოდა ასე დიდხანს გავჩერებულიყავი თუმცა თვალი იძულებით გავახილე და პირდაპირ მის მზერას შევეჩეხე წამით სირცხვილი ვიგრძენი თუმცა როცა ცხვირზე მაკოცა ყველაფერი დამავიწყდა
- დილამშვიდობის ჩემო დედოფალო
- ახალგაღვიძებულს როგორი სასიამოვნო და ბოხი ხმა გაქვს გეგა გამეღიმა
- შენ ყოველ დილით ჩემთან გაიღვიძე და მზად ვარ ეს ხმა სულ გესმოდეს
- ამას დავიმახსოვრებ მაგრამ ეს ერთხელაც შეცდომა ხომ არ იყო ნეტა?
- შენ რაც გინდა ის დაარქვი ლელე მაგრამ ასეთი კარგი შეცდომა ჯერ მე არ დამიშვია
- დარწმუნებული ვარ ბევრჯერ დაგიშვია წავკბინე ჩემებურად
- სხვათაშორის შენ თურმე პირველად
- კარგი რაა რაზე ვსაუბრობთ საერთოდ
- იმაზე რომ პირველი მამაკაცი ვარ თურმე შენთვის და ბოლო.
- არ ელოდი ხო
- სიმართლე გითხრა ?
- ყოველთვის სიმართლე მითხარი
- ამაზე არ მიფირქია პირველი ვიქნებოდი თუ არა მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. სულ სხვანაირები არიან დღეს ქალები
- შენ ძალიან გამოცდილი ხარ გეტყობა
- არ დაგიმალავ და კი რაღაცეები მესმის ამ სფეროში
- გესმოდაა ხაზგასმით ვთქვი და ხელზე რომელშიც ჩემი და მისი თითები ერთმანეთთან ახლართულიყვნენ გულიანად ვაკოცე
- როგორი მესაკუთრე გოგო მყოლია და არ ვიცოდი
- როგორ ახერხებ რო ესეთი იყო გეგა?
- როგორი ? დამხედა ზევიდან და ჩემი თითებით თამაში წამით შეწყვიტა
- ხან ისეთი მზრუნველი ხარ ხან ძალიან მკაცრი და ცივი მომხიბვლელი და რაღაცნაირად დამაბნეველი
- მეჩვენება თუ კომპლიმენტებს მეუბნები
- გეკითხები არაფერს არ გეუბნები გეგა გამეცინა
- არ ვიცი შენ მცვლი ალბათ ვერ გეტყვი პატარა მაკოცა თავზე და საუბარი განაგრძო
-როგორ მინდა იცი მთელი დღე ასე გავატარო
- სადმე აპირებ წასვლას ?
- დღეს საღამოს ფრენა მაქვს სამსახურის საქმეზე მივდივარ პატარა
- მალე ჩამოხვალ ?
- ერთ კვირაში
- გეგა შეიძლება რაღაც გკითხო?
- გისმენ
- გუშინ საბა რომ გეუბნებოდა რაღაცას და შენ უთხარი ,უარი ვუთხარიო რა თემაზე საუბრობდით ?
- სამსახური შემომთავაზეს გერმანიაში ერთ წლიანი და უარი ვთქვი
- მიზეზი?
- შენ ხარ მიზეზი, ჩემი სუნთქვის , არსებობის და ცხოვრების მიზეზიც წამში მომიქცია მის მკლავებ ქვეშ და გამაბრუებელი სიტყვებით ცდილობდა დავეტყვევებინე
- ავდგეთ თორემ შუა დღე მოვიდა და ჩემებთანაც არ დამირეკავს ჯერ ვცადე თავის დაძვრენა
- ძაან გენატრებიან არა ეგ ჭინკები ?
- შენ არც კი იცი როგორ ძალიან
- როდის ჩამოვლენ
- ჯერ ალბათ არა არადა ვიცი ძალინ უნდათ წამოსვლა დედაჩემმა კი მიზეზი მოიდო ჯერ ფული არ მაქვს და არც მცალიაო ალბათ ორი კვირა კიდევ დაიტოვებს არადა ძაან მენატრებიან
- გასაგებია არ იდარდო მალე ნახავ მხურვალე კოცნა მაჩუქა და ძლივს დავუსხლტი ხელიდან
- აბაზანიდან უკვე ჩაცმული და მოწესრიგებული გამოვედი საწოლიც კი გასწორებული დამხვდა და სამზარეულოში მაგიდაც გაშლილი გეგა არსად ჩანდა და სახლში შევაკითხე როგორც სჩვევია ხოლმე პირსახოც შემოხვეული გამოვიდა აბაზანიდან რომ დამინახა გამიღიმა
- მომასწარი ?
- სულ როგორ ახერხებ რომ გამაოცო
- რამ გაგაოცა აბა მომახსენენ მოვიდა და ზედ მიმიკრო
- ჩემთან საწოლი ალაგებული და მაგიდა დამხვდა გაშლილი
- მგელივით მშია და იმიტომ გავშალე ჩამიცინა და მაკოცა. ჩავიცმევ და გავიდეთ დამელოდე
- მე გავალ და მერე ჩაიცვი უხერხულობისგან სწრაფად ვაქციე ზურდი და ოთახი დავტოვე
- ჩემი გადარეული გავიგე როგორ მომაძახა

მალე მაგიდასთან ვისხედით და ვსაუზმობდით
- იცი როგორ მინდა ზაფხული გეგა ?
- შენი დაბადების დღის გამო თუ ისე
- არა ისე
- მე ზამთარიც მიყვარს
- შენ საიდან იცი ჩემი დაბადების დღე. გამიკვირდა უცებ
- მე შენზე ყველაფერი ვიცი 25 ივლისი ეს თარიღი ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია
- ჯერ კიდევ შვიდი თვე დარჩა
- დაიმახსოვრე ამ რიცხვში შენ კიდევ ერთხელ გახდები ჩემი
- რას გულისხმობ
- მეტს არაფერს გეტყვი ეს თარიღი სხვანაირადაც მოინიშნება შენს კალენდარში კითხვები აღარ დამისვა
- კარგი ჩუმად ვარ
- ეხლა წავალ პატარავ სამსახურში უნდა მივიდე . ფრენამდე აუცილებლად შემოვირბენ სახლში და გნახავ კარგი?
-კარგი. ისე ყველა ისვენებს და შენ რატომ მუშაობ?
- მე სხვანაირი სამსახური მაქვს ლელე ჩემთვის გრაფიკი არ არსებობს მაგრამ გპირდები შენ ყოველთვის მეტ დროს დაგითმობ უბრალოდ ეს ერთი კვირა მაპატიე პატარავ მაკოცა და წავიდა მე ბავშვებს ველაპარაკე სახლის საქმეებს მივხედე და ნინუცასთან გავედი ყავის დასალევად დიდხანს ვიკავე თავი ბოლოს კი მაინც ამოვღერღე
- ნინი ვიცი მომკლავ ამდენ ხანს რომ არ გითხარი მაგრამ მაინც გეტყვი
მე და გეგა ერთად ვართ
- რაა ?წამოიკივლა გაოცებულმა
- ხო დიდი ხანი არაა ოღონდ
- არა კი ვამჩნევდი რაღაცას მარა ესე მალე არ ველოდი
- რაღა მალე გოგო სამჯერ ვუთხარი უარი
- ბოლოს სიყვარულმა გაიმარჯვა ??ახარხარდა თავისებურად ბარემ ისიც მითხარი რომ ... ჩაახველა უხერხულად
- გითხარი. ვთქვი და თავი ჩავხარე
- არ არსებობს ? ერთად იწექით ?
თავი უხმოდ დავუქნიე
- ჰა აბა მოყევი როგორია სიყვარული? არ წყვეტდა სიცილს
- ეგ შენ ჩემზე ადრე გაიგე და შენ მითხარი. წავკბინე სიცილით რამდენი ხანი გავიდა არც კი ვიცი. ჭორაობაში გართულმა ძლივს გავიგე ტელეფონის ზარი
- გისმენთ
- ლელე სად ხარ პატარა
- გიგი ნინისთან ვარ შენ სად ხარ
- სახლში რომ არ დამხვდი მივხვდი აქ რომ იქნებოდი და სადარბაზოსთან გელოდებიდა ჩამოდი თუ გცალია რათმაუნდა
- კი კი ახლავე ჩამოვალ
- კი კიი ახლავე ჩამოვალ გამომაჯავრა სიცილით ნინიმ
და კარამდე მიმაცილა ქვევით ჩასულმა ადვილად მივაგენი ნაცნობ მანქანას
- არ მაკოცებ ?? მკითხა გაოცებული სახით და მეც მის ნებას დავყევი
- სამ საათში უნდა ვიყო აეროპორტში და სად წავიდეთ რა ვქნაათ?
- არ ვიცი რაც გინდა ის ვქნათ ჩავჭიდე ხელი
- მე რაც მინდა სამი საათი იმას არ ეყოფა
- კარგი რა გეგა ასეთ რაღაცეებს ნუ ამბობ ხომ იცი მცხვენია
- მე კინოში წასვლა ვიგულისხმე. ამას უყურეთ ერთი რეებზე ფიქრობს
აუტყდა სიცილი მე კი გამწარებულმა მუჯლუგუნი ვკარი და ნაწყენმა გავაბრუნე თავი ფანჯრისკენ
- ეხლა გაჩერდი თორე მაგ გაბუტულ ტუჩებზე იმდენს გაკოცებ წამში შემოგირიგებ
- არ შეგირიგდები ჩავიფრუტუნე ჩემთვის და მანქანაც დაიძრა
- მაგასაც ვნახავთ ჩაილაპარაკა თავისთვის და მალე ისევ გააჩერა მანქანა უსიტყვოდ გადავიდა მანქანიდან და უკან ათ წუთში ორი მოზრდილი ყუთით ხელში დაბრუნდა
- გახსენი ზაფხულის პატარა ნაწილი მოგიტანე გამიღიმა და ყუთი გამომიწოდა
- შიგნით კი ექვსი სახის ნაყინი იყო მეორე ყუთს თვითონ მოხადა თავი და იქაც ამდენივე რაოდენობის სილამაზები იდო
- არ ვიცოდი რომელი გიყვარდა და ყველა წამოვიღე. ვიცი რო ნაყინები გიყვარს ძალიან და ხომ შემირიგდები
- აბა რას ვიზააამ ისე ტკბილად ვაკოცე მგონი სულ მოუნდება ჩემთვის ნაყინის ყიდვა
- ეხლა წავიდეთ და სახლში დაგტოვებ თორე წასვლას გადავიფიქრებ ძლივს მომწყვიტა ტუჩები მე კი ნაყინების დეგუსტაცია დავიწყე
- მე არ გაგაცილო?
- არ მინდა პატარავ ჯობს სახლში წახვიდე თორე მერე უფრო გამიჭირდება შენი დატოვება
- მომენატრები
- რამდენიმე დღის წინ არც კი ვიფიქრებდი რომ ამ სიტყვებს მეტყოდი ლელე
- იმედი მაქვს იშვიათად მომიწევს
ერთ საათში უკვე სახლიდან გეგა გავაცილე და ფილმი ჩავრთე ველოდებოდი როდის დამირეკავდა და ჩამეძინა დილით უცხო ნომერმა გამაღვიძა და გეგა აღმოჩნდა. დიდხანს ვილაპარაკეთ და ძლივს დავემშვიდობეთ ერთმანეთს სამი დღეც ძალიან უაზროდ გავიდა და მკლავდა მონატრება ცალკე ტყუპების და ცალკე გეგასი ვერც კი მოვასწარი გააზრება ისე შემიყვარდა გული გონება სხეული ყველაფერი მისით იყო მოცული. მთელ დღეებს სახლში ვატარებდი ხან ბავშვებთან ხან გეგასთან და ხანაც ნინისთან ჭორაობაში ქეთო დეიდა სულ გასული იყო და მარტო ვიყავი საღამომდე მეხუთე დღე იყო უკვე და კინაღამ შევიშალე დილით მისმა ზარმა რომ არ გამაღვიძა და მერე საღამომდე ვერ დავურეკე გიჟივით დავდიოდი ოთახებში ხან წიგნი წავიკითხე ხან ფილმს ვუყურე და კარზე ზარი იყო მეგონა ქეთო დეიდა მოვიდა მაგრამ შევცდი
- გეგაა??? ამათ რაღა უნდათ შენთან ?? ვაიმეე რა ხდებაა??
- სიურპრიზიი დაიწყეს კივილი ბავშვებმა და მეც ავყევი
- სახლში შევიდეთ პატარებო თორე ჩამოგვიხტნენ მეზობლები. მოგვმართა გეგამ
- ლელეე გეგამ ჩამოგვიყვანა თურმე მანდ იყო სამსახურიდან. ანა
- იცი რამდენი რამე გვაჩვენა? ძაან მაგარი იყო - ანდრეა
- უჩემოდ გაინავარდეთ ესეიგი
- არა ძაან გვენატრებოდი ხო ბავშვებო ? ჩამიკრა თვალი ვაჟბატონმა და თავით მანიშნა გამოდიო
გეგა სახლში აღარც შემოსულა ერთმანეთი რომ მოვისიყვარულეთ მე და ტყუპებმა მულტფილმის საყურებლად წამოწვნენ და მეც დრო ვიხელთე ჩუმად გავიპარე და გეგას მივუკაკუნე. კარი გაღებული არ იყო ისე სწრაფად შემითრია სახლში და კედელს მიმაკრო თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი
- ისე მომენატრე სიტყვებით ვერ აგიხსნი მიჩურჩულა და თმებში ჩამირგო თავი
-მეც ძალიან მომენატრე
პასუხად მხურვალე კოცნა მივიღე სწრაფად ამიყვანა ხელში და საძინებლის კართან რომ ვიყავით სიყვარულით გაბრუებული მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს
- გეგა ბავშვები მარტო არიან უნდა გავიდე
- კარგი კარგი ,მაპატიე თავი ვერ შევიკავე ძირს ჩამომსვა მაგრად მოვეხვიე და ბავშვებს შევუერთდი რომლებსაც უკვე ჩასძინებოდათ მეც მათთან ერთად მიმეძინა დილა კი ჩემი გამზადებული საუზმით დაიწყო მხიარულად შემოვუსხედით მაგიდას და ქეთო დეიდასთან ერთად მივირთმევდით კარზე რომ დააკაკუნეს. მე ავდექი გასაღებად და კარში გეგა დამხვდა
- ეს რა გაცვია გოგო ამ სიცივეში ამაჭედა მზერა მოკლე პიჟამო შორტებზე
- დილამშვიდობისა გეგაა ოდნავ ხმამაღლა წარმოვთქვი
- დილამშვიდობისააა მანაც ამავე ტონით მითხრა და ჩურჩულით მოაყოლა ასე რომ დაგინახე ხომ ხედავ ყველაფერი დამავიწყდა
- მოდი მოდი გეგა დაგვეწვიე ნახე როგორი გოგოა ჩემი ლელე რა საუზმე გააკეთა
- მსმენია უკვე და აბა ერთი დავაგემოვნო ინტერესით მიუჯდა მაგიდას მე კი თეფში დავუდგი და გვერძე მივუჯექი
- ძალიან გემრიელია ლელე ყოჩაღ შემაქო პატარა ბავშვივით
მადლობის თქმაც არ მაცადა ქეთომ ისე მოყვა ჩემს ქებას
- მე ესეთი წესიერი გოგო არ მინახავს შვილი 23 წლისაა და ჯერ არ გათხოვილა წარმოიდგინე ვის ოჯახშიც ეს შევა რა ბედნიერები არიან
- მადლობთ ქეთო დეიდა მადლობთ გაეღიმა გეგას და მაგიდის ქვეშ ფეხიც დავადგი
- რისი მადლობა შვილო
- საუზმისთვის აკოცა ხელზე ქალბატონს ამასობაში ჩემი პატარებიც მორჩნენ ჭამას
- ქეთო ბებო კახეთში როდის წაგვიყვან ?
- გოგო ძლივს ჩამოსულხარ სახლში რადროს სადმე წასვლაა დავუბღვირე დაიკოს
- კარგი რაა ლელე შენც წამოდი
- ესეც რო აყვა ერთი ნახეთ რაა
- ხვალ მივდივარ ბავშვებო და თქვენც წაგიყვანთ აუცილებლად
- არა ქეთო დეიდა რას ამბობთ ისედაც როგორ წუხდებით
- შენც გელოდებიან დედიკო ჩემები ვწუხდები კი არა რო არ წავიყვანო ისენი შემაწუხებენ მეე .
- მე არ ვარ დაპატიჟებული გაოცებით იკითხა გეგამ
- აბა რა შვილო ერთად წავიდეთ ყველა
- მე სამსახური მეწყება ორ დღეში ასე რომ არ გამოვა ეს ამბავი ჩავშალე გეგმები
- იქიდან წამოგიყვანთ ჩვენ და ერთი-ორი დღეც დავრჩებით გამოასწორა სიტუაცია გეგამ რამც ყველა გაახარა .
დედიკო რეკავსო და ჩემები საძინებელში გავიდნენ სალაპარაკოდ ქეთომაც მალე დაგვტოვა და მაგიდასთან მე და გეგა შემოვრჩით
- აბა როდის დავამთავროთ ჩვენი წამოწყებული საქმე
- გეგა ხომ გთხოვე არაა ასეთ რაღაცეებს ნუ მეუბნებითქო
- გოგო კინოში წასვლაზე გითხარი რა გემართება აუტყდა სიცილი და მუჯლუგუნიც მიიღო
- ვერ წამოვალ ხომ იცი ამათ ვერსად დავტოვებ
- მერე ვინ გითხრა რომ უნდა დატოვო
- პაემანზე მეპატიჟები ორ გიჟ ბავშვთან ერთად გეგა ?
- კი პაემაზე ვეპატიჟები სამ საოცარ არსებას
აქეთ- იქეთ გავიხედე სწრაფად ვაკოცე და მაგიდის ალაგებას შევუდექი
- ისე სახლში მაინც რატომ მალავ ლელე
-გამიგე ძალიან გთხოვ არ ვიცი როგორ მიიღებენ ჩემები ამას პატარები არიან და შეიძლება თავი დაჩაგრულად და მიტოვებულად იგრძნონ. ისედაც ამდენი გადაიტანეს
- ლელე ნუ ცდილობ ჭურში მოექცე მე არაფერს დაგაძალებ მაგრამ ნუ იზღუდები გთხოვ. ეხლა სამსახურში წავალ საღამოს დაგირეკავ და სადმე გავიდეთ პატარავ სწრაფად მაკოცა და უკვე კარიდან ჩუმად მომაძახა
- უკვე მიყვარს ეს პიჟამოები
მთელი დღე ნინუცასთან ვიყავით მე და ბავშვები და სახლში რომ მივედით უკვე ექვსი საათი იყო და გეგას მოსვლამაც არ დააყოვნა მთელი გზა არ გაჩერებულან არცერთი ანდრეა წინ ჩაისვა გეგამ მე და ანა კი უკან ვისხედით იმდენს მღეროდნენ თავი ამხადეს და კიდევ კარგი რომ მალე მივედით ვუყურეთ ანიმაციას და აჟიტირებული და გახარებული ბავშვები თავისი ენერგიის დასახარჯად ატრაქციონებზე შეუშვა გეგამ. ეს საღამო ალბათ არასდროს დამავიწყდება იმდენად კომფორტულად გრძნობდნენ მასთან თავს ბავშვები გაოცებული ვიყავი. არასდროს დამავიწყდება ანას მოციმციმე თვალები გეგამ რომ დიდი თოჯინა უყიდა. წამოსვლა არავის გვინდოდა მაგრამ უკვე გვიანი იყო და მოგვიწია.ბავშვები რომ დავაძინეთ მე და გეგამ ისევ ფარული პაემანი მოვიწყვეთ
- მადლობა ესეთი დღისთვის გეგა
- ნუ სულელობ პატარავ რა მადლობა
- არასდროს დამავიწყდება ეს დღე
- არც მე ჩემოო მაკოცა და ისევ მოვახერხე მისგან თავის დაძვრენა
მეორე დილით ქეთო და ბავშვები გავაცილეთ და ორივე სამსახურებში წავედიით. მომავალი ხუთი დღე ისეთ რეჟიმში მოუწია გეგას მუშაობა ერთი საათით თუ ვნახავდით ერთმანეთს ესეც გვიხაროდა სოფელში წასვლის წინა საღამოს ორანჟერეაში ჩახუტებულები ვისხედით და ვსაუბრობდით
- მთელი კვირაა უკვე თითქმის სულ ვერ გნახულობ. მაკლიხარ პატარავ
- მეც მენატრებოდი ხოლმე გეგა
- ხვალ რომ წავალთ ერთი ღამე დავრჩეთ თორე სერიოზული საქმე მაქვს ლელე
- კარგი მაგრამ ხომ მშვიდობაა??
- კი პატარა შენ არ იდარდო უბრალოდ ძალიან სერიოზულ საქმეს ვხსნით და ბოლო დეტალებიღაა გასარკვევი
- იცი ზოგჯერ როგორ მეშინია?
- რისი?
- შენი სამსახურის
- რაც არ უნდა მოხდეს სულ გახსოვდეს რომ შენთან ვარ და ვიქნები.არასდროს არაფრის არ შეგეშინდეს

დილით ჩემს საწოლში გამეღვიძა სამზარეულოში სადილი დამხვდა და გეგაც ორანჟერეედან შემოვიდა
- დილამშვიდობისა როგორ გეძინა?
- ძალიან კარგად , ისე შენ ამ საუზმეებით ძალიან მანებივრებ
- ეს იმიტომ რომ მეერე შენ გამანებივრო
-აი თურმე რაში ყოფილა საქმე
- ყოველი საუზმის სანაცვლოდ ვითხოვ კოცნას და ჩახუტებას
- მაგიდის ალაგებაც შედის თქვენს მომსახურებაში
-მაგაზე თუ გინდა საძინებელში დავილაპარაკოთ ამკრა ცხვირზე თითი და შუბლზე მაკოცა
-ყველაფერი ძალიან გემრიელია მე წავალ გამოვიცვლი და წავიდეთ
- ჰო.ჰო მიდი მალე გავიდეთ
ნახევარ საათში უკვე მანქანაში ვისხედით და სიმღერებით ვირთობდით თავს,ჩარკვიანი მანქანაშიც მეფობდა და უთოვლო თბილისიდან დათოვლილ კახეთამდე მივყავდით უსასრულო გზებს. დაახლოებით სამი საათი ვიყავით გზაში და მალე სახლსაც მივაგენით კარში ბავშვები შემოგვეგებნენ ქეთო და კიდევ ორი ქალბტონი ძალიან თბილად დაგვხვდნენ გეგამ მანქანიდან გზაში ნაყიდი საჩუქრები დიასახლისს გადააბარა
- ნანა გაიცანი ესენი ჩემი საყვარელი მეზობლები არიან ლელე და გეგა, ეს ჩემი დაა ნანა ეს კი მისი დედამთილი ნინელი
-ძალიან სასიამოვნოა შვილო შეგვიძღვენ ორსართულიან ძალიან მყუდრო სახლში ქალბატონები
- ჩვენთვისაც
როგორც ქართველ მასპინძლებს სჩვევიათ მალევე სუფრა გაშალეს და გარშემო შემოგვკრიბეს
- ბავშვები არც კი მეკარებიან როგორ შეაყვარეთ თავი
- შენ ის თქვი ჩვენ როგორ შეგვიყვარდა შვილო ქეთო რო წავა მერეც უნდა ჩამოიყვანო ხოლმე აუცილებლად იცოდე
- ხომ არ ცელქობდნენ?
-ცელქობდნენ კი არა აგე ამ მოხუც ქალს ისე ეხმარებიან თითქოს თავიანთი ბებია იყოს. კარგად გყავთ გაზრდილი და ეგაა მთავარი. ქეთო რო სახლში დატოვე მანდ გამოჩნდა რა ადამიანი ხარ მაგრამ ამ ბავშვებს რომ ვუყურებ ხოლმე მილიონჯერ მაღლდები ჩემს თვალში
- დიდი მადლობა
- ასე რომ კარგი გოგო გიპოვია ბიჭო გაიცინა ნინელიმ
- აბა რას ამბობ ქალო უბრალოდ მეზობლები არიან წამოენთო ქეთო
- მეზობლები რა იმნაირია ეს ბიჭი ? ესეთი გოგო მარტო მეზობლად დაიყენოს ? წარმოთქვა თავისებური აქცენტით მოხუცმა, ისე გამეცინა ლუკმა გადამცდა
- მე და შენ ვიცით, ბებო მე და შენ ,ჩაუკრა მოხუცს თვალი გეგამ ორივე ხელში მოიქცია დანაოჭებული ხელი და თბილად აკოცა
- წავედი ეხლა მე წყალი ჩამოვიტანო თორე ყავას ვერ გავაკეთებ წამოდგა ნინელი
- აბა რას ამბობ მე რისთვის ვარ აქ მანქანით ჩამოვტან უცებ
-ვერ ახვალ დედიკო მანქანით აღმართია ძალიან
- ფეხით წავალ რა პრობლემაა
- მეც წამოვალ თან სოოფელს დავათვალიერებ
- წაით მაშინ და გაისეირნეთ სულ პირდაპირ იარეთ და მერე დაღმართზე ჩადით ბაღნებო. მიგვასწავლა გზა ბებომ გეგამაც მალევე მოაგროვა ჭურჭელი და გზას დავადექით
- ლამაზი სოფელია არა?
-შენსავით
- მოდი ვიგუნდაოთ
- ჯერ წყალი მივიტანოთ და მერე ლელე გაიცინა გულიანად
- რას დამცინი? იმხელა აღმართი იყო მალევე დავიღალე და ძლივს ვკითხე
- აბა რა გუნდაობა პატარა ხო არ ხარ
- შენ რა უჟმური ბიჭი ხარ
- ძლივს მოდიხარ და შენ მე უნდა მეგუნდაო?
- გადავიფიქრე აღარ მინდა. ამ ჩხუბში სოფლის ბირჟას მივადექით სავსე იყო ახალგაზრდა ბიჭებით და მოთამაშე კაცებით
- ძმებო აქ წყარო სადაა იკითხა გეგამ
- მარჯვნივ დააღმართს დაუყევი სტუმარო
- მადლობა მოვუხადეთ და გზა გავაგრძელეთ ხელი მომკიდა და თავის წინ დამაყენა წინ იარეო
- რა დაგემართა გეშინია გუნდა არ გესროლო ? ამიტყდა სიცილი
- მიდი მიდი სწრაფად იარე
- არ მეტყვი რა მოგივიდა?
- რაღა რა მომივიდა შეგჭამეს თვალებით
- შენ რა მაგის გამო მიმათრევ წინ?
- აბა რა გინდა გიყურონ?
- გეგა შენ მემგონი ძალიან ეჭვიანი ხარ
- ეჭვიანი არა მესაკუთრე
- განსხვავებას ვერ ვხედავ
ზურგი ვაქციე და სწრაფად დავეშვი დაღმართზე ნელა იარეო არ ჰქონდა დამთავრებული რომ ფეხი ამიცურდა და მართლა არ ვიცი რა მომივიდოდა რომ არ დავეჭირე, ისე სწრაფად ჩამავლო ხელი მაჯაში და თავისკენ შემატრიალა თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი ვიდექი შეშინებული და ვეკროდი ღობეს
- შენ მომკლავ მე უეჭველი
- ძალიან კარგსაც ვიზამ
- გამებუტე?
-დიახაც
-ნუ ჯიუტობ ლელე
- არ ვჯიუტობ მინდა და გებუტები მორჩა
- ანუ ყველამ ის ვქნათ რაც გვინდა?
- დიახაც ხმას არ გცემ
- სუ არ არის საჭირო ხმის გაცემა ეს თქვა ხელი გაშლილ თმაში შემიცურა თავისკენ მიმიზიდა და მაკოცა. ტანში ჭიანჭველების ბუდე ამიფეთქდა და სულ დამავიწყდა სად ვიყავით ძლივს გაჩერდა შუბლი შუბლზე მომადო და ვითომც არაფერიო ისე გააგრძელა გზა წყალი ავავსეთ და სახლშიც ჩაავედით ოღონდ უკვე სხვა გზით რომელიც უფრო გრძელი იყო.საღამოს ნინელიმ დაიჟინა ყავაში უნდა ჩაგიხედოთო და არც შევეწინააღმდეგე
-ცოტა სიფრთხილე გმართებთ თქვენ ორივეს მხოლოდ ეს გვითხრა და წამოდგა
- წავედით ლოგინები გავშალოთ ქეთო
- სად უშლი დედა წამოდგა ქეთოს და
- შენ გაარჩიე მაგი ლობიო ზევით გავუშლი სტუმრების ოთახების მეტი რა არის
-რომ გავიგე მრავლობითი ფორმა ამოვისუნთქე და გარეთ გავედი ხელის დსაბანად. გრძელ ვერანდას ერთი ნათურა კარგად ვერ ანათებდა და სიბნელეში რომ მძიმე ხელმა კედელს ამაყუდა კინაღამ შიშისგან გავსკდი
- რა ნაცნობი სიტუაციაა გეგა ?
- ხოდა ნუღარ მალავ ამ ჩვენს ამბავს და კედელ კედელ კი არა ცივილურად აგიხსნი სიყვარულს
- თვითონ მაშინებ და კდევ მე გამოგყავარ დამნაშავე ხომ?
- მომენატრე
- რა მოგენატრე აქ არ ვარ? განვაგრძობდით ჩურჩულს
- სხვა მონატრებაზე გეუბნები ლელე
- გეგა ძალიან გთხოვ ხომ იცი მცხვენია
- რატო გცვენია შეყვარებული ხარ ჩემი გამეცინა ასე რომ მითხრა და ამან გააკვირვა
- რა გაცინებს ასე არა?
- არვიცი
-მე ვიცი ლელე და მგონი ბუნებრივია ჩემი მონატრება რომელსაც თურმე შენ არ გრძნობ
-ზოგჯერ მეშინია რომ არაფერი გამოვა, მიყვარხარ ამაში დარწმუნებული ვარ მაგრამ მგონი იმ დღეს ორივე არასერიოზულად მოვიქეცით
- მე არ ვიცი რატომ ამბობ ამას თან უკვე მეორედ ლელე ჩვენი ურთიერთობა ხუმრობა არაა ჩამოყალიბდი რა გინდა ძალიან გთხოვ შუბლზე მაკოცა და მეორე სართულე ავიდა მე კი ტყუპენთან მივედი რომლებსაც ქეთო აძინებდა
- აქ რატო დააძინე ქეთო ?
- იქ უფრო ცივა შვილო მოდი შენ დაუწექქი და მე ავალ ზემოთ
- არა , არა იყავით წავალ მე
ბავშვებს ვაკოცე და ზევით ავედი პიჟამოები ჩავიცვიდა სწრაფად შევწექი ცივ ლოგინში
რამდენიმე წუთში ტელეფონის ზარმა შემაფხიზლა რომელიც ჩემი არ იყო და ძალიან თხელი კედლების გამო მთელი სატელეფონო ზარი მოვისმინე
- ხო მარიამ ხო მშვიდობაა რატო რეკავ ასე გვიან
-მერე რა რა განერვიულებს?
- კიდევ დიდხანს ვერ მნახავს სანამ აზრს არ შეიცვლის
-კაი წავედი თავს მიხედე
ალბათ დიდ ხანს ვიტრიალე საწოლში ცოტა ვიხმაურე კიდეც რომ მიმხვდარიყო ავედი თუმცა არ გამომეხმაურა და ცოტა მეწყინა კიდეც მეორე დილით ბავშვებმა გამაღვიძეს ქვევით ჩავედი და თვალებით ვეძებდი ვაჟბატონს თუმცა არსად ჩანდა არც ის და არც მანქანა კინაღამ გული გამისკდა ქეთომ რომ მითხრა დილიდან არ დამხვდაო მაგრამ არ შევიმჩნიე იმ წამს ის ვიფიქრე ეწყინათქო თავი მოვიწესრიგე და მანქანა რომ ეზოში შემოვიდა დავწყნარდი
-გეგას იმდენი წყალი მოუტანია კიდევ ძალიან დიდხანს გვეყოფა დედიი ქოტქოთობდა ნინელი
- დილამშვიდობისა გეგა
- დილამშვიდობის ისე მითხრა ჩემსკენ არც შემოუხედავს ბავშვებს პარკები გაუწოდა და ორივეს ბევრი აკოცა საუზმეზე მიგვიწვიეს მასპინძლებმა და მალევე კარში დაუკაკუნებლად ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა მივხვდი ის იყო გზა რო გვასწავლა
- ნინა ბებო წყალი ჩამოგიტანე
- მადლობა ლადო აღარ შეწუხდე ხოლმე გეგამ იმდენი მოგვიტანა მარაზიიდან გვეყოფა კარგა ხანს შეეგება კარში ქალი
- კარგი აბა წავალ მე გააგრძელეთ
- შემოდი რატო არ შემოდიხარ
-ეხლა მეჩქარება ნინა ბებო საღამოს გამოგივლი
- კარგი წამო გაგაცილო
კრები ღია დარჩა ბებოს და ყველამ გავიგეთ რაზე ლაპარაკობდნენ ლადო და ნინელი
- რა კაი გოგო ჩამოგსვლია სტუმრად გუშინდელი დღიდან ვეძებ ვისთან არი მეთქი საღამოს მოვალ გამაცანი
-სწრაფად მოსცილდი ბიჭო აქაურობას გაეცინა ბებოს მარტო არაა ეგ გოგო აქ შე გადარეულო შენა
გეგამ ჭამა შეწყვიტა და მაგიდიდან დგებოდა მუხლზე ხელი რომ დავადე და გავაჩერე აშკარად გაბრაზებული იყო
- ნახევარ საათში გავიდეთ კარგი ? წამოვაყენე წინადადება სიტუაციის განსამუხტად
- როგორც გინდა გამიღიმა გეგამ
მართლაც მალევე გავემზადეთ და წამოვედით მთელი გზა ზედაპირულად მექცეოდა გეგა ბავშვებს ძალიან თბილად და განსაკუთრებულად ეპყრობოდა ის კი არა რიგრიგობით საჭესთანაც კი დაისვა ორივე მე და ქეთო შეშინებულები ვუყურებდით ამ სამის გიჟობებს და ასე ჩავედით სახლამდე.ნამგზავრი და დაღლილი ნინუცასთან გავედი და იქიდან უარესად დაღლილი გვიან დავბრუნდი ბავშვები დავაძინე და აბაზანაში შევედი არ ვიცოდი რითი გამეყვანა დრო, დავიწყე ფილმის ყურება და გული ვერ დავუდე წიგნიც მალევე გადავდე გვერძე და უკვე პირველი საათი იყო ხალათი არც გამიხდია ისე გავედი თავზე პირსახოც წაკრული მეზობელთან და მანაც კარის გაღება არ დააგვიანა
- ხო კარგად ხარ ლელე რამე მოხდა? მკითხა გაოცებულმა
- მინდა შეცდომა გამოვასწორო, ვუთხარი და ვაკოცე გაკვირვების მიუხედავად მალევე მოეგო გონს და თვითონაც ამყვა ისევ მის მკლავებში აღმოვჩნდი , ისევ ისეთი უძლური აღმოვჩნდი ჩემი გრძნობების წინაშე და დილით ისევ მასთამ ჩახუტებულს გამმეღვიძა ამჯერად მე გავიღვიძე პირველმა და დილით საუზმეს ვამზადებდი ზურგიდან რომ მომეპარა ყელში მაკოცა და ხელის ერთი მოძრაობით შემომსვა მაგიდაზე
-დილამშვიდობისა მსოფლიოში საუკეთესო ქალბატონს
- როგორ გეძინა ვაჟბატონო
- ყველაზე კარგად . მაკოცა შუბლზე
- წადი ისევ საიდანაც მოხვედი და მოვალ მეც მალე
- საწოლში უნდა მომართვა? გაეცინა
- აუცილებლად
რამდენიმე ხანში მართლაც ლანგრით მივედი და ჯილდოდ კოცნა მივიღე
- მოდი აქ მომიწექი
ალბათ დიდხანს ვიწვებოდით ასე რომ არა მესიჯი მის ტელეფონზე
- პატარავ მე ერთ საათში რომ წავიდე ხომ არ გეწყინება?
- არა მაგრამ ხომ არაფერია ისეთი?
- არა ცუდი არაფერი გახსოვს რომ გითხარი საქმე გავხსენითთქო ? დღეს ვასრულებთ და უნდა წავიდე აუცილებლად თორე არ დაგტოვებდი
- საშიში არაა ანუ ?
-ისეთი არაფერია ნუ გეშინია
- ანუ არის გეგა
- საშიში ის იქნება მამაჩემს რომ გაგანობ ამ დღეებში და ყველას ყველაფერს ვეტყვით
-რა ოსტატურად შემიცვალე თემა
- კარგი ვხუმრობ არც ერთი არაა საშიში
- შენი სამსახური არ ვიცი მაგრამ ეს მეორეე აშკარად საშიშია გავიცინე
- ნუ სულელობ. აბაზანაში შევალ მე და შენ არსად წახვიდე სანამ მე არ წავალ იცოდე რომ ბოლომდე გიყურო. მაკოცა და ოც წუთში უკვე ჩაცმული იყო და მიდიოდა
- ეს წაიღე და თან გქონდეს.ხელში მამას და მისი ნაჩუქარი კულონი ჩავუდე მაგრად მოვეხვიე ბევრჯერ ვაკოცე და გავაცილე...


ბოდიში დაგვიანებისთვის მაგრამ მიზეზი მქონდა დამიჯერეთ :* იმედია მოგეწონებათ და ვინმე მაინც კითხულობთ მომიტევეთ შეცდომები რომლებიც სავარაუდოდ არის იმიტომ რომ დილის ხუთ საათზე ვწერ... კიდევ ერთხე; მდლობა რომ კითხულობთ და გამიხარდება თუ დაწერთ თქვენს აზრს



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

მონეწონა რომელია.ძალიან საინტერესოა.იმედია რამე არ მოუვა გეგას.
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent