შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავალზე ყველა ფიქრობს(6)


10-04-2015, 00:04
ავტორი konkia
ნანახია 1 701

- არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა, დიტო ვფიქრობ ეს შეცდომა იყო...
- კი, დიდი შეცდომა იყო შენთან შეხვედრა, შენზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა, მეგონა კიდევ ერთხელ შემიყვარდა ად ახლა ყველაფერი იქნებოდა, ოჯახი მექნებოდა, მაგრამ შენი სისულელის გამო შვილიც დავკარგე და აღმოჩნდა, რომ არაადამიანი მიყვარდა - გაცოფებულ დიტოს რეზიმ შეაწყვეტინა საუბარი, რომელმაც აშკარად ყველაფერი გაიგო, ნიოცა ვერ ხვდებოდა შვილი რა შუაში იყო? ვინ შვილი?
- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, რაც გინდათ ის გააკეთეთ იმდენად მაღიზიანებს თქვენი აქ ყოფნა უარს ვამბობ მის დასრულებაზე, დილით აქ აღარ დამხვდეთ.
გაშეშებული ვიდექი, ვერაფერს ვხვდებოდი, ასე დიდხანს ვიდგებოდი ალბათ საშინელი ჯახუნის ხმა რომ არ გამეღო, ეს დიტო იყო და კარის ხმა.
გათენდა, ნეტა არც გათენებულიყო, როდის ჩამეძინა ვერც გავიგე, ნორა დეიდასთან გასაუბრებაც ვცადე თუმცა ბავშვის ოთახიდან არც გამოსულა. ვერაფერს ვხვდებოდი, გარდა იმისა, რომ უნდა წავსულიყავით, ახლა კი მართლა მჯეროდა ყველაფერი, გუშინ მივხვდი, რომ მას შეუძლია იყოს მოძალადე, იყოს მკვლელი.
თბილისისკენ მომავალი, მთელი გზა ვფიქრობდი რა იქნებოდა მომავალში. არააა, რა სისულელეა იმაზე კი არ ვფიქრობ, რომ ქალიშვილი არ ვარ, უბრალოდ არ ვიცი შევძლებ თუ არა ზაზასთან ურთიერთობის გაგრძელებას, ამაზე საფიქრელად მხოლოდ ის დრო მაქვს რაც თბილისამდე ჩასასვლელად დამჭირდება.
-ჩემო პრინცესა, როგორი დაღლილი სახე გაქვს, როგორი გამხდარი ხარ რა იყო არ გაჭმევდნენ, ვერარ გავძლებ ამდენ ხანს უშენოდ, ძალიან მომენატრე - იმდენს მკოცნიდა შუა ქუჩაში მორიდებისგან სად გავმქრალიყავი არ ვიცოდი. მივხვდი რეზის იდუმალი მზერის მიზეზს და ახლაღა გამახსენდა, რომ მან ყველაფერი იცის, არაა ნიცა არა თითქმის ყველაფერი. ნეტა როგორ მოიქცევა? იქნებ არ გაუგია? ცუდ დღეში ხარ ნიცა.
- მთელი გზა ჩუმად იყავი, ცხელი ჩაი გინდა?
- არა ზაზ, არაფერი მინდა ისეთი დაღლილი ვარ.
- ეს ნახე - და დივანზე რაღაც ქაღალდები დამიყარა.
- ეს რეებია?
- ნახე, მაინტერესებს რომელი მოგეწონება.
- აა მოსაწვევები, საიდან გაქვს?
- დედაჩემმა გამოგზავნა აარჩიეთო.
- ეს კარგია სალათისფერი არა?
- აი ამიტომ ხარ ჩემი ოქრო გოგო, ნიცა ყველაფერში ერთნაირები ვართ, უკვე მეშინია - ვუყურებდი, როგორ იცინოდა ზაზა, ბედნიერი იყო, ვუყვარდი ისე, როგორც ალბათ არასდროს, ეს აქამდეც ვიცოდი, მაგრამ იმედები მაინც გავუცრუე, ახლა მტავარია მოვიფიქრო ეს როგორ ვუტხრა, ან საერთოდ შევძლებ კი ვიყო მასთან ერთად?
- ზაზ გძინავს?
- არა, შენ რატო არ გძინავს - ვიგრძენი როგორ გადმობრუნდა ჩემკენ ვიგრძენი მისი სხეული, სულ მიკვირდა, როგორ ძლებდა ასე ჩემთან ერთად ყოფნას და არ უნდებოდა სექსი? ნუთუ ეს პატივისცემის ზედმეტი სიყვარულსი გამო? რატომ არაფერს ვგრძნობ? მინდა ახლა მის მაგივრად დიტო იყოს?
- ზაზა
- გისმენ ფერია- ბნელოდა მაგრამ ვგრძნობდი მის გამჭოლ მზერას.
- ქორწილი არ გინდა დავაჩქაროთ?
- რა? რატომ? მე საერთოდ მეგონა, რომ გადადება გსურდა
- ანუ, მინდა მარტო ჩვენ ვიყოთ, არ მინდა ეს ხალხმრავლობა, უბრალოდ დედაშენსი მერიდება ძალიან.
- მისმინე ისე იქნება, როგორც შენ გსურს.
- მაგრამ დედაშენი ისე ...
- დედაჩემს დაანებე თავი, ის ყველაფერს ისე აკთებს, როგორც უნდა, შენ გგონია მე მსურს ეს აყალმაყალი, ძალიან კარგი იდეა მომაწოდე.
- ზაზა იმედი რო გაგიცრუო? არ გეშინია? მგონი ზედმეტად მენდობი
- შენ? მე იმედი გამიცრუო? დარწმუნებული ვარ ეს არ მოხდება, არაფერი ცუდი არ მოხდება, ღმერთი ჩვენს ამ შესანიშნავ სიყვარულს ასე არ გაწირავს.
- იდეალური ხარ, მე კი არ გაფასებ ისე, როგორც საჭიროა...
- ნიცა რა ხდება? ასეთი არასდროს ყოფილხარ - დავაპირე თქმა, პირი გავაღე მაგრამ ბღერები გაქრნენ, გონება გაითიშა, გული კი კვლავ ყვიროდა დიტოს სახელს, ენატრებოდა დიტო, რა ბედნიერებაა, რომ გულის არავის ესმის, რომ გულს საუბარი არ შეუზლია. წარმოიდგინეთ გულს საუბარი, რომ შეეძლოს? ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა,, აღარ იარსებებდა ტყუილი, ორპირი ადამიანები, რომლების პირში სხვას გეუბნებიან ზურგს უკან კი სამარეს გითხრიან.
- დავიძინოთ გთხოვ ძილი მომერია, რა უნდა მჭირდეს, ალბათ, როგორც ყველა გოგოს მეც ნერვულობა მეწყება.
აი გათენდა ეს თითქოს ლამაზი დღეც, როგორ ოცნებობენ გოგოები ამ დღეზე, მეკიდე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ როდის გაიგებს ზაზა, რომ ჩემთვის პირველი მამაკაცი არ არის. ცოტახნსი წინ სამუდამოდ შევფიცე მას ცოლობა, ისე, რომ დღემდე მიყვარს სხვა, უი უი უი, ყველაზე მთავარი გამომრჩა , ვიცი ყველას გაგახარებთ ეს ამბავი. აბა თუ გამოიცნობთ რა ამბავი? უი ყველას ორსულობა რატომ გეგონათ? ჩემი ისტორია ყველას კი არ გავს, არც ისეთი ბანალურია. ნუთუ დაგავიწყდათ დიტო უშვილოა, როგორ მიჭირს ამის გახსენება ვერც წარმოიდგენთ. არა უფრო კარგი ამბავი მაქვს, კარგიც და თან ცუდიც, ან როგორც ყოველთვის არ ვიცი, კარგი თუ ცუდი.



№1  offline წევრი lamazmani

აუ სად გაწყვიტე მალე დადე თორე გავაფრენ

 


№2  offline წევრი aDa

დიტოსთან დატოვე რააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent