ორი გაჩერება (ნაწილი პირველი)
ორი გაჩერება არვიცი რამდეს უცდია, მაგრამ ხანდახან სახლიდან უმიზეზოდ უნდა გახვიდე, მითუმეტეს თუ ხელოვანი ხარ და თუ უცხო პორტრეტს ეძებ... ადრე გამოვედი სახლიდან ლექციებამდე კიდევ ორი საათი მქონდა, სწრაფად ჩავირბინე სადარბაზო და ქუჩაში გავედი, პორტრეტის დახატვა თუგინდა აუცილებლად მეტროში უნდა ჩახვიდე, იმდენ სახეს ხვდები, იმდენ დიალოგს რაც მთავარია არსად გეჩქარება და უყურებ ხალხს შეპარული მზერით ისმენ სხვადახვა ისტორიას პრობლემას და დამახასიათებელ ნაკვთებს, ჩემს გვერდით ვიღაც საშუალო ხნის კაცი დაჟინებოთ იყურებოდა მუქი სათვალიდან აშკარა იყო წინ მჯდომ დეკოლტეს მიაშტერდა... შევნიშნე, ალბათ იმიტომ რომ მეც იმ დეკოლტეს მივაშტერდი არავითარი ვნება უბრალოდ ლამაზი იყო, სიმრგვალე და ქალის დახვეწილობა... ორი გათლილი ნესვი იდო იისფერ დეკოლტეში, სწრაფად ავარიდე თვალი არავინ შემნიშნოსთქო. ისევ პორტრეტის ძებნა დავიწყე, არც ახალგაზრდა და არც ასაკოვანი უბრალოდ დამახასიათებელი სახე მინდა, დიდიხანია მინდა დავხატო რაღაც ისეთი ჯერ რომარ დამიხატავს... ხასითი მინდა ერთის მხრივ ნატურის მეორეს მხრივ ჩემთვის, მჭირდება ემოცია, ჩვეულებრივ ხასიათზე ჩვეულებრივ ნიმუშს ქმნი არაფრითაა განსაკუთრებული თუგინდა რაიმე დიადი შექმნა აუცილებლად დეპრესიაში უნდაიყო ან რაღაც ძალიან გიხაროდეს აი თუ გარდამავალი მომენტი გაქ ხო საერთოდ, უხდება ხელოვნებას დეპრესია, მეტად მგრძობიარეს გხდის და მეტი ემოციით მუშაობ ტილოზე ზოგადად ადამიანურ ტკივილს განიცდი როგორც ჩოხელი იტყოდა ‘’სიცოცხე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა,, ერთი გაჩერება გავიარე, ხალხის ნაკადი ჯგუფად გავიდა და შემოვიდა, თითქოს ძველ აპარატში ფირი შეცვალეს, სხვა სახეები ზოგი ჩვეული და ზოგიც უცხო და ისიყო კარი უნდა დაკეტილიყო, ოცი, ოცდაორი წლის გოგო შემოვიდა წითელი ყელსახვევით რომელიც მუქ ზედას ძალიან უხდებოდა, კარებთან ვაგონის სახელურს მიეყრდნო და გვირაბისსიბნელეში დაიწყო ყურება... ეგარის, გავიფიქრე და კარისკენ წავედი თითქმის ჩემი სიმაღლის იყო მუქი ყავისფერი თმა უკანიყო გადაწეული და მოწესრიგებულად ჩაწნული,შარფის სიღრმეში იმალებოდა, მეც გვირაბის სიბნელეში გავიხედე და კარების მინიდან შევხედე, მისი მზერა შემრჩა... თვითონაც მინის ანარეკლში მიყურბდა უცბათ ვაგონი დღის სინათლეზე გავიდა და ორივემ სიბნელეს მიჩვეული თვალები მოვჭუტეთ ახლა პირდაპირ შევხედე, ჭორფლები ჰქონია რომელიც თეთრ სახეზე ძალიან უხდებოდა, თმა ყავისფერი კიარა თითქმის სპილენძის ფერი იყო... წამიერად შემომხედა მობილურზე გაასრიალა ხელი და სადღაც დარეკა: -რას შვრები? - ... -ლიკა ვარ! - ... -ლექტორს უთხარი რომ შველიძეს აგვიანდება! კიდევერთხელ შემომხედა, ლურჯი თვალები ჰქონია გავიფიქრე და უაზროდ მივაჩერდი იატაკს... ეგარის ჩავილაპარაკე ჩემთვის, ნეტავ ფოტოს გადაღება შემეძლოს... ისევ გაიღო კარი და გავიდა თვალი გავაყოლე სანამ დანარჩენ მგზავრებს შეერეოდა, ვაგონი ერთხელ შექანდა და დაიძრა. ბოლოში აკორდეონის დაკვრა დაიწყო ვიღაცამ , ,,ყვავილების ქვეყანა, ჩოქვით შემოვიარე“... ჩახლეჩილი ხმა მოდიოდა ჩემსკენ, ვიცი ეს კაცი ადრეც მინახვას - ბრმაა, ძველი ტანსაცმელი აცვია ძირითადად და პატარა აკორდეონზე უკრავს, ერთი სიტყვით მოწყალებას ითხოვს ნახევრად გადაჭრილი პლასტმასის ბოთლი ქურთუკის თასმაზეაქ მიბმული ჯიბესთან და რომარწაიქცეს ვაგონის რყევას რიტმულად მიყვება, ზოგი იცინოდა ზოგი ხურდას უყრიდა... კიდეკაი ბრმაა გავიფიქრე ჩემთვის, თუმცა იქნებ ჩემზე მეტს ხედავს, მოკლედ ცუდი სურათი იდგა, გაჩერებისთანავე გამოვედი ვაგონიდან ისევ იმ გოგოზე დავიწყე ფიქრი: ლიკა შველიძე... იქნებ ფეისბუქზე მაინც ვნახო. სახლში გვიან დავბრუნდი მაშინვე კომპიუტერთან დავჯექი, ისიყო რასაც ვეძებდი რამდნი ხანია ასეთი სახე აღარ შემხვედრია, იმავე სახელით და გვარით რამდენიმე გვერდი ვნახე და ბოლოს მივაგენი, გაჩერებულ კადრებში ბევრად უფრო ლამაზი მეჩვენა, რამდენიმე ჩანახატი გავაკეთე და ერთი ბოლომდე დავასრულე ფანქარში... ნახატს ფოტო გადავუღე და გავუგზავნე ტექსტით რომ ზრუნავდა თავისი გარეგნობით, შემექმნა ჩემთვის სასურველი ფანტომი ფერწერაში. პასუხსაც არ დაუყოვნებია, გაუხარდა: მეგონა თავს დაიფასებდა როგორც ძირითადად ჩვევიათ, მოკლედ შევთანხმდით რომ დროს გამონახავდა და შევძლებდი უშუალოდ მემუშავა მასთან ერთად პორტრეტზე. კვირას რუსთაველზე შევხვდი: -როგორ ხარ? -კარგად! თავად? -ხომ შევთანხმდით, რომ გიორგის დამიძახებდი და ოფიციალურ უხურხულობასაც მოვხსნიდით? -კი შევთანხმდით გიორგი... სად მივდივართ? -აკადემიაში ავიდეთ! -კვირას არისვენებენ? -როგორც წესი კი... სახელოსნოს გასაღებიმაქ და ხშირად უქმეებზეც მივდივარ, თან სიწყნარე იქნება და ხელსაც არავინ შეგვიშლის. მომიყევი შენზე რამე ლიკა... თუ როგორ გირჩევნია? - კი, ლიკა! ყველაფერს მირჩევნია რასაც მეძახიან.(ოდნავ გაეღიმა) რაგაინტერესებს? -რავიცი სად სწავლობ? რასუსმენ? და ასე შემდეგ... -იურიდიულ ფაკულტეტზე ვსსწავლობ და ბითლზს ვუსმენ კიდევ ჯაზი მიყვარს შენ? -მე... აკადემიაში ქანდაკების კათედრაზე, დროდადრო ფერწერა მიტაცებს. ჰო კიდევ ფრანგული მუსიკა მომწონს! -საინტერესოა... ხელოვანი ხან ანუ? -ვცდილობ. -და რასელი? -ხელოვნებიდგან? -ჰო? -თავისუფლებას, სიმშვიდეს, უფროსწორად მოუსვენრობას სიმშვიდეზე მეტად, მუდმივ ძიებას და ალბათ ყველაფერს რაც ადამიანს ჭირდება. -რომ გითხრა, მშრალ ხიდზე მყოფი ხელოვანებიც იგივეს ელოდნენ თქო გეწყინება? -არა არმეწყინება! საინტერესოა ახლა რასელიან? (სიცილით ვუპასუხე, თუმცა მერე ხშირად ჩავფიქრდი მის სიტყვებზე.) -ალბათ მყიდველს ( თვითონაც გაეცინა) მგონი ყველაზე მეტად გამართლებას უნდა ელოდეთ ხელოვანები, ასევთქვათ უნდა გაგიმართლოს კარიერაში. -იქნებ ადამიანებშიც? -ხომ მითხარი არმეწყინებაო? -არც მწყენია! ხელი მკლავში გამიყარა და ისე ავუყევით აღმართს აკადემიისკენ, თამამი ჩანდა... - ისე რომიცოდე, მამაჩემი მშრალ ხიდზე მუშაობს ასერომ,წეღან რომ გითხარი ისინიც იგივეს ელოდნენ თქო, ირონიით არმითქვას. - არცმიფიქრია რომ ირონიით იტყოდი! - იმედია! (გაიღიმა და უფრო მეტად მომეკრა მხარზე) - მამაშენი მხატვარია? - იყო! ახლა ჩარჩოებს აკეთებს... მცირე ბიზნესს ეძახის. - იცი ვინარის ნამდვილი მხატვარი? - ვინ? - ,,ვინც აღარ ხატავს“ - ლევან ფარჯიანი? - კი! ვიწრო ლიფტში შევედით, თავისთავს სარკეში უყურებდა თითქოს ღელავდა რაღაცაზე... დერეფანი ზერელედ მოათვალიერა სანამ კარებს გავაღებდი რამდენიმე წარწერამ გაახალისა კედლებზე. - ეს შენი სახელოსნოა? - ჩემი და კიდევ ჩემი ორი ჯგუფელის. - კარგი ხედია აკადემიიდან... - ჰო, ვერაფერს იტყვი. მოლბერტი გავშალე, რამდენიმე ფერი გამოვწურე ტყვიის ფლაკონიდან, ჩემგან ორი მეტრის მოშორებით დავსვი მაღალ ტუმბოზე, ვეცადე ტანსაცმელი რაც შეიძლება ბუნებრივად ჰქონოდა დატალღული და ის წითელი შარფი ვერ წარმოიდგენთ როგორ უხდებოდა, თმა ლოყასთან ისეთ ჩრდილებს იკეთებდა... და ტიროდა საღებავით გაჯერებული ფუნჯი ტილოზე, დროდადრო ლეპტოპში მუსიკას ვცვლიდი რიტმს მივყვებოდი და თითქოს ლიკაც ამ რიტმს მიყვებოდა... - ეგ ფოტო მილანშია გადაღებული? - კი, რაცარუნდა გაგიკვირდეს გამოფენა მქონდა... -ანუ საფრანგეთში ნამყოფიხარ! -ჰო ძირითადად სხვის გამოფენებზე. - მეც ვარ ნამყოფი საფრანგეთში, ექვსი თვე სტრაზბურგში ვიყავი უნივერსიტეტის პროგრამით... -ჰო, ვნახე შენს ფეისბუქზე. (გამეცინა და ლიკაც ამყვა) - რამდენ იმფორმაციას ფლობს ეს ფეისბუქი... -რის უფლებასაც აძლევთ იმდენს ფრობს, ხომარ დაიღალე? ცოტა შევისვენოთ... - კარგი! - ყავას დალევ? -კი. - ფრთხილად, ცხელია! -იცი რას ეძახდნენ ადრე გოგოებს რომლებსაც შენი ფერის თქმ ჰქონდა? -ვენერა ისიაას. -მედეას დას გულისხმობ? ოქროს საწმისიდან? -დიახ! ვენერა ისიაა აიეტოვნა... (კარგ ხასიათზე ვიყავი) -ბევრი ამოგყავს აქ, ჩემსავით? -როგორც წესი არა... ეფექტი მოახდინე მეტროში! -როგორ? -ჩვეულებრივ, განსხვავებულად მომეჩვენე იმ გარემოში... როგორც ბუკოვსკის : ,,ყველაზე ლამაზი გოგო ქალაქში“ -შენც გიყვარს, ეგ ჩანაწერი? -კი, იუთუბზე ვუსმენ ხოლმე... ერთხანს ჩუმად ვიდექით ფანჯარასთან, ხელში ცხელი ყავის ჭიქა გვეჭირა და შემოდგომაში გახვეულ თბილისს ვუყურებდით. თბილისი ყოველთვის გელამაზება განსაკუთრებით შემოდგომით. - უხდება შემოდგომას სიცივე, სიცივე და სიჩუმე რასიტყვი? -ალბათ ლიკა, ალბათ ... (ღრმად ამოვისუნთზე და ლიკას თვალების გავლით უფრო ღრმად გავიხედე ქალაქის სივრცეში) -რომანტიკოსი ხარ ?! ხელოვანები რომანტიკოსები ხართ// -კი ვარ, თუ პაემანზე ვარ. -და იქნებ ახლაც პაემანზე ხარ! აღარაფერი გვითქვამს უბრალოდ ძალიან ახლოს ვიდექით და დაჟინებით ვუყურებდით, მისი სუნთქვა ვიგრძენი ტუჩებთან… ისევ მომეყრდნო. -უნდა წავიდე... ხომარ გეწყინება -არა... არმეწყინება -და ნახატი? -ჯერ სველია, მაინც ვერ გავაგრძელებთ ცოტა უნდა შეშრეს. -გამაცილებ? -რათქმაუნდა. დინჯად გადავატრიალე სახელოსნოს გასაღები ამჯერად კიბით ჩამოვედით, ისევ რუსთაველის მეტროსკენ წავედით -რასიტყვი? -რაზე? -დღევანდელ დღეზე... -ნაყოფიერი იყო, იმედია კიდევ შევხვდებით... -რათქმაუნდა, იმ ნახატს ერთ დღეში ვერდავამთავრებ.(კარგ ხასიათე ვიყავი და ლიკაც როგორც ჩანდა) მეტროსთან დავემშვიდობეთ ერთმანეთს. -კარგი ლიკა, წავედი და მადლობა, კარგი გოგო ხარ... -ნახვამდის, გვიან მოგწერ. როგორც კი ესკავატორზე დავდექი დაღლა ვიგრძენი, ახლა დასვენების მეტი არაფერი მინდოდა, ვიაზრებდი ყველა მომენტს რაც დღეს მოხდა კმაყოფილების ჟრუანტელი მივლიდა... ,,მომწონს, კარგი გოგოა“ ჩავილაპარაკე ჩემთვის და ვაგონში შევედი ისევ ხმაურით შექანდა ვაგონი და დაიძრა, ბოლოდან ისევ გაისმა აკორდეონის ხმა და ისევ ამღერდა ვიღაც... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.