შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი ნარკოტიკი (თავი 1)


24-12-2016, 17:19
ავტორი Anuki_
ნანახია 1 574

მთელი ჩემი ცხოვრება იმ დღეს შეიცვალა. „ის“ რომ არ გამოჩენილიყო ალბათ ახლა უკვე როგორც ხსვებს ერთი უაზრო ოჯახი მექნებოდა. მეყოლებოდა ბავშვობაში ნანატრი ძაღლი და თუ ბედი გამიმართლებდა შვილიც. მის გამოჩენამდე რატომღაც ამ ცხოვრებაზე ვიყავი დაშურებული. იქნებ ასეც იყოს. უმეტესობა ვერ არიდებს თავს ასეთ ცხოვრებას. იქმნიან იმ ილუზიებს რომ ყველაზე ბედნიერები იქნებიან, მაგრამ ბოლოს რაა? მხოლოდ სიცრუე და თავის შეკვლა, ყველაფერს „რაღაც გაგებით“ ჩამოშორებულები. ბევრს უყვარს ასეთი ცხოვრება, მაგრამ მე არა. მე რაღაც სხვისთვის ვიყავი შექმნილი, ამას კი მხოლოდ მისი გამოჩენის შემდეგ მივხვდი...
იმ დღეს დილიდანვე ვიყავი გარეთ გამოსული. ჯერ უნივერსიტეტში უნდა გავსულიყავი. შემდეგ კი გასაუბრებაზე. უნივერსიტეტში მისვლის თანავე მახარეს რომ ლექცია გვიცდებოდა და სხვა რა გზა მქონდა, გავეშურე მაქნქანისკენ. სანამ პარკინგს მივუახლოვდებოდი ტროტუარზე, მოტოთი ერთი გადარეული ამოვარდა და რომ არ მოვრიდებოდი ალბათ გამიტანდა... მივხვდი რომ ვიღაც გადარეული იყო ამიტომაც არაფერი მითქვამს გზა ისე გავაგრძელე. იმედია მთელი დღე ასე იმედგაცრუებით არ ჩაივლის. როგორც იქნა მივაღწიე პარკინგამდე და ჩემი მანქანის უკან სწორედ ის მოტოციკლი იყო გაჩერებული რომელმაც „სასიკვდილოდ“ გამიმეტა.... სხვა რა გზა მქონდა უნდა დავლოდებოდი პატრონს...
ალბათ დილის თორმეტი საათი იქნებოდა, გასაუბრება კი ორზე მქონდა. ლოდინი რამდენ ხანს მომიწევდა არ ვიცოდი, ამიტომ მანქანაში ჩავჯექი.
ჩაიარა პირველმა საათმა, ორმა, სამმა, ოთხმა, აპრილის მიწურული იყო და მალე ცაც მოიბურა... ჯანდაბა, მოტოციკლის მძღოლი მაინც არსად ჩანდა... რაღა მე? ან რაღა ჩემი მანქანის წინ? ნუთუ მთელი ღამე აქ უნდა გამათენებინოს? მხოლოდ ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში, ალბათ რვა საათი იქნებოდა უკნიდან რაღაც ხმა გავიგე... გადმოვედი მანქაიდან და სანამ რამეს ვეტყოდი დამცინავი ტონით დაიწყო:
-დიდხანს გალოდინე? ბოდიში
-რომ არ ჩავთვალოთ ის ფაქტი რომ აქ რვა საათი გელოდეე და ასევე რვა საათი გავიყინე, არაუშავს ბოდიში რა საჭიროა? -ვუპასუხე გაბრაზებულმა
-ოუ ჯანდაბა ურთიერთობის არაჩვეულებრივი დაწყება....
-და ვინმემ ახსენა რომ შენთან ვაპირებ ურთიერთობის დაწყებას?
-უპს პატარა ლამაზმანი გავაბრაზეე...
-შეგიძლია მომარიდო მოტო და აღარ შეგაწუხებ საერთოდ
-ლამაზმანები არავის არ აწუხებენ ცნობისთვის- მითხრა და გასაღები ხელში დაატრიალა
-ანი მქვია და არა ლამაზმანი
-მე გიორგი...
-კარგი ახლა შეგიძლია გამიშვაა?
-კი კი მაპატიე
დაჯდა თავის მოოტოზე და გვერდით გადააყენა.. მეც ჩავჯექი მანქანაში და როგორც იქნა მოვშორდი იმ ადგილს... შემდეგ „ფრესკოში“ შევედი სახლისთვის რაღაცეები ვიყოდე და სალაროსთან რომ მივედი ნაცნობი ხმა გავიგე... მივიხედე და „ჩემი იდუმალი ბაიკერის“ დანახვამ არც თუ ისე გამახარა
ყურადღება არ მიმიქცევია გადავიხადე ფული და გარეთ გამოვედი, ჩავჯექი მანქანაში, მაგრამ თავს კიდევ ერთი უბედურება დამატყდა... მანქანა აღარ იქოქებოდა... არასდროს მოსვლია ასეთ რამ თან მეც აარაფერი გამეგებოდა მანქანის... გადმოვდი და ჩემს დასთან დარეკვა ვცადე მაგრამ სანამ ნომერს ავკრეფდი ხმა გავიგე:
-მანქანა გაგიფუჭდა?
-კი...
-მერე სახლში რითიი აპირებ წასვლას?
-ნაცნობს დავურეკავ და წავალ
-სანამ მოვა აქ უნდა გაიყინო?
-დღეს უკვე შევეჩვიე გაყინვას ნუ ღელავ
-რატომ ასე მკაცრად?
-სულაც არაა მკაცრი
-მე გაგიყვან წამოდი, მანქანით ვარ
-არ მინდა მაგრამ მადლობა შემოთავაზებისთვის...
-წამოდი წამოდი აღარ მათქმევინო - ეს მითხრა და ხელი ჩამავლო
- მაცადე მანქანა მაინც დავკეტო - გამეცინა ისე ვუპასუხე
ჩავკეტე მანქანა და გავყევი სრულიად უცნობს, ერთი დღის გაცნობილ ბიჭს, მანქანამდე გამიძღვა ჩავჯექი და სანამ რამეს მეტყოდა დავასწარი:
-აქ რა გინდოდა?
-უნდა განმსაჯო იმის გამო თუ რამინდოდა თითქმის ყველაზე მოთხოვნად სუპერმარკეტში?
-რაღა ეხლა?
-გგონია უკან დაგყვები?
ცოტაოდენი დუმილის შემდეგ ვუარყავ პასუხი...
-გასაგებიაა გგონია რომ უკან დაგდევ? -ღიმილით ჩაილაპარაკა - თუმცა რატომაც არ უნდა გეგონოს შენნაირ გოგოს უკან რატომაც არ უნდა გავყოლოდი
-არა ეგ არ მიგულისხმია
-უბრალოდ ამ პარკინგზე მყავდა გაჩრებული მანქანა და იმიტომ აღმოვჩნდი აქ
-აჰაამ გასაგებია- ღიმილთ შევაგებე პასუხი
გზაში უფრო ახლოს გავიცანი. საინტერესო ადამიანი ჩანდა. მალევე მივედი სახლთან... დიდი მადლობა მოვხადე.... ლაპარაკით ისე გამაბრუა ნომერიც გამომართვა შემდეგ კი გაყინული ავედი სახლში....
წყალი გადავივლე და პირდაპირ ოთახში შევედი, გადავათვალიერე სოციალური ქსელები და ფოსტაში ზუსტად იმ ფირმის წერილი იყო მოსული რომელთანაც გასაუბრება მქონდა დაგეგმილი... მეგონა მისაყვედურებდნენ იმის გამო რომ არ მივედი მაგრამ პირიქით გამახარეს... ჩემი გასაუბრება იქით კვირისთვის გადაუტანით...
დავწექი... ნახევრად ჩაძინებული კი გიორგის მესიჯმა გამომაღვიძა...
-„ხვალ გეგმავ რამეს?“
-კი
-„რას?“-წამშივე მომდის პასუხი
-საქმეებს.. -ვცდილობ რაც შეიძლება მოკლე პასუხები გავცე
-„ჩემთვის ვერ მოიცლი?“
-არამგონია
-„აბა როდის მოიცლი?“
-ჩააჩნია რისთვის უნდა მოვიცალო?
-„ჩემთვის..“
-მარტო შენთვის?
-„ოუ ეგ უკვე სიურპრიზია“
-მიყვარს სიურპრიზები
-„დადებით პასუხად ჩავთვალო თუ...“
-კარგი ხოო
-„როდის?“

-კვირის ბოლოს
-„ძალიან კარგი“-ამ წერილზე პასუხის გაცემა საჭიროდ აღარ ჩავთვალე და იმის გაცნობიერებაში ჩამეძინა თუ რა მოხდა დღეს. ასეთი რაღაცეები სხვებთანაც დამმართნია მაგრამ იმ დღეს რაღაც სხვა იყო... თუმცა რატომღაც გადავწყვიტე შემეწყვიტა მასზე ფიქრი ის ხომ ერთი უბრალო ბიჭი იყო რომლის ცხოვრების გზიდან ჩამოშორება მჭირდებოდა... კვირის ბოლოს დაპირებას ავუსრულებდი -შევხვდებოდი და შემდეგ მორჩებოდა ყველაფერი.... -ამ ფიქრებში როგორც იქნა ჩამეძინა



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

კარგიაა...

 


№2  offline წევრი Ana Imnadze

მომწონს <3

 


№3  offline წევრი Anuki_

nawkas12345
კარგიაა...

heart_eyes მადლობაა

Ana Imnadze
მომწონს <3

heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent