შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშობაო ზღაპარი (სრულად)


24-12-2016, 23:53
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 6 656

14: 11: 2016
-დღეს ღამე სუპერ მთვარე იქნება, გაიგეთ?- დაჯის ხმა ექოსავით გაისმა ცარიელ მუზეუმში.
-მთელი მსოფლიო ამ "უნიკალურ" მოვლენზე საუბრობს, რა თქმა უნდა, ვიცი,- უპასუხა მამაკაცმა და მაშინვე გამოვიდა დიდ დარბაზში,- კიდევ ის ვიცი, რომ დღეს მისი იდეალურობა,- ამრეზით გამოჰყო ეს სიტყვა,- მოდის ჩვენთან შესამოწმებლად.
-ჩვენ ამას გადავიტანთ,- ვერ დაფარა ზიზღი გოგონამაც.
ბატონი ზაზა, მუზეუმის მთავარი რესტავრატორი, ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც დაჯიმ ანდო თავისი საიდუმლო. ეს საიდუმლო დაკავშირებული იყო მამამისის კომპანიონთან, ახალგაზრდა მისტერ იდეალურობასთან, ლევან დადიანთან. დაჯი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო იმაში, რომ კომპანიონს მამამისის მოკვლა სურდა. ამაში იმდენად იყო დარწმუნებული, რომ შიში უკვე ზიზღში გადაეზარდა და უკვე მერამდენე წელი იყო, ცხოვრებას ურთულებდა მამაკაცს.
-გამარჯობა,- მეხის გავარდნასავით გაისმა მუზეუმში ჩამოვარდნილ სიჩუმეში ხმა, რომელიც გოგონას ღამის კოშმარებშიც კი აკრთობდა.
-გამარჯობა,- უპასუხა ცივად ბატონმა ზაზამ.
დაჯიმ შეხედვის ღირსადაც არ ჩათვალა მამის კომპანიონი, ამიტომაც ბიჭმა ჩაახველა, რათა ჯიუტი გოგონას ყურადღება მიექცია.
-თუ გაციებული ხართ, სჯობს სახლში დარჩეთ და ბაცილები არ გაავრცელოთ,- უთხრა უხეშად გოგონამ.
-არ ვარ გაციებული,- ცოტა დაიბნა ლევანი.
-აბა რატომ ახველებთ?- ჰკითხა დამცინვად დაჯიმ და რესტავრირებული ნიმუშისკენ წავიდა. მამაკაცმა თვალები დაქაჩა და უკან გაჰყვა, ხოლო როდესაც თვალი მოჰკრა აღდგენილ სურათს, აღფრთოვანებულმა ტაში შემოჰკრა.
-ბატონო ზაზა, ნამდვილი ჯადოქარი ხართ,- შეხედა კაცს და გაუღიმა. რესტავრატორმა თავი ვეღარ შეიკავა და საპასუხო ღიმილი აჩუქა.
-მამა კმაყოფილი იქნება,- თქვა ნანახით მონუსხულმა დაჯიმ. ამ სიტყვებზე უკვე მის გვერდით მდგარი ახალგაზრდა მამაკაცი შეკრთა.
არავინ იცოდა თუ რად უჯდებოდა ლევანს თავის შეკავება. რაც უფრო ცოტა დრო რჩებოდა მისი გეგმის დასრულებამდე, მით უფრო უჭირდა კეთილი და გულისხმიერი ადამიანის თამაში, განსაკუთრებით კი დავით ჭილაძისა და მისი გათავხედებული ნაშიერის წინ. ეს გოგო ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან და გამონაკლისს არც მუდამ გაწონასწორებული და მშვიდი ლევან დადიანი წარმოადგენდა.
საკუთარ თავზე შეყვარებული და განუზომლად ამბიციური არსება ახერხებდა ახალგაზრდა მამაკაცში ნამდვილი მხეცის გაღვიძებას. ლევანს რამდენჯერმე სურვილიც კი გაუჩნდა უბრალოდ მიეხრჩო გოგო და ეთქვა, რომ ასე იყო თავიდანვე. ახლაც გამოიყვანა წყობილებიდან თავისი უაზრო კომენტარებით და ხელი უკანკალებდა, ისე უნდოდა თითები მყარად შემოეხვია მის თხელ კისერზე და გადაეკეტა სიცოცხლისთვის აუცილებელი ჟანგბადი. თუმცა იმ წუთს, როდესაც ღრმად ჩაისუნთქა და შეხედა დაჯის იდეალურ პროფილს, კუპრივით შავ თმას, თეთრ კანს და აღფრთოვანებისგან შეღებულ ბაგეებს, ერთადერთი სურვილი გაუჩნდა, რაიმე მოსვლოდა გოგონას, რათა სამუდამოდ შერჩენოდა ეს გამომეტყველება მის იდეალურ სახეს. გოგონა პირველად ჰგავდა ადამიანს და არა უსულო თოჯინას, რომელიც თავის ჭკუაზე ათამაშებს ყველას თავის გარშემო.
ლევანი და ბატონი ზაზა საუბარს შეჰყვნენ და უცებ ვერც მიხვდნენ თუ რა მოხდა. ძლიერმა ბიძგებმა მოიყვანა გონს ორივე.
-მიწისძვრაა,- იყვირა ლევანმა და გაქცევა დააპირა, მაგრამ დაჯის შეშინებულმა თვალებმა ერთ ადგილს მიაჯაჭვეს. გოგონას თვალებში ისეთი შიში იდგა, რომ ლევანი ერთი წამით დაიბნა კიდეც. ეს ერთი წამი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რესტავრირებულ სურათთან მდგარი რკინის კიბე წაქცეულიყო. ბიჭი ამას უყურებდა თითქოს შენელებულ გადაღებაში. წაქცეული კიბე, დაჯის კივილი, ბატონი ზაზას ყვირილი და წითელი ლაქა, რომელიც მის თეთრ პერანგზე გაჩნდა.
მიწისძვრა ისევე მალე დასრულდა, როგორც დაიწყო. 
მერე იყო ზარი სასწრაფოში და დავით ჭილაძესთან.
ადგილზე მისული თეთრხალათიანები და პოლიციელები.
კითხვები.
და სურათი, თუ როგორ აფარებდნენ თეთრ ზეწარს გოგონას, რომლის სახესაც ისეთივე მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, როგორც რამდენიმე წუთის წინ.
-ჩემი ბრალია...

14:11:1623
-ქალბატონო, სჯობს ჩამობრძანდეთ,- ხელი გაუწოდა ჩოხა-ახალუხში გამოწყობილმა, იდეალური აღნაგობის მქონდე ახალგაზრდა მამაკაცმა ლაჟვარდისფერ კაბაში გამოწყობილ ქალიშვილს.
-ჩემი საქმრო მელოდება,- მოკრძალებულად აარიდა თვალები უცნობს გოგონამ, თუმცა გამოუცდელი ქალიშვილის გული ძლიერად აძგერდა მიმზიდველი მამაკაცის დანახვისას. მისი ძლიერი ხელის შეხებამ კი, სისუსტე აგრძნობინა ფეხებში.
-მშვენიერო ასულო, ბიძაჩემი დღეიდან თქვენთვის მხოლოდ ნათესავი ხდება, მე კი ამიერიდან თქვენი მეუღლე ვარ,- მამაკაცმა თავი დაუხარა მშვენიერ არსებას,- სამეგრელოს მთავარი, ლევან დადიანი.
ქალიშვილი შეშინებული აცეცებდა თვალებს და დამფრთხალი შველივით ეძებდა უკან დასახევ გზას. როგორც არ უნდა მოსწონებოდა სამეგრელოს მთავარი, მშობლებმა მისი თავი სხვას გადაულოცეს.
-ნუ შეშინდები, მშვენიერო ასულო. დღეიდან შენ სამეგრელოს დედოფალი გახდები, თუმცა შენი მშვენების პატროს სამყაროს დედოფლობა დაგამშვენებდა.
უბრალო თავადის, დავით ჭილაძის ასული, ნესტან-დარეჯანი, ჯერ სულ მთლად გამოუცდელი იყო სასიყვარულო საქმეებში. მამამისმა ის გიორგი ლიპარტიანს მიათხოვა და სწორედ ქმრის ოჯახისკენ მიემართებოდა ამალით, როდესაც მათი პატარა ქარავანს გზა გადაუღობეს, მებრძოლები გაკოჭეს, ქალები კი ერთად შეჰყარეს და გაჩუმება უბრძანეს. ქალიშვილს მეთაურის დანახვისას გული აუჩქროლდა და სისხლი მაშინვე მიაწვა სახეზე. ხოლო მისი სიტყვები გამოუცდელ გულზე თითქოს დაღით იწერებოდა.
-გთხოვ, მშვენიერო ქმნილებავ, ნუ დამიბნელებ მზეს, მომეცი ხელი და ნება მიბოძე შენს ფეხებთან დავაგო ჩემი გული და მასთან ერთად მთელი ჩემი სამთავრო.
-მე... დღეიდან ჩემს ქმრად მიმიღიხართ,- დახარა თვალები გოგონამ. იმ წუთს ზეციდან მოვლინებულ ანგელოზს ჰგავდა, მანდილი ოდნავ გადაეწია და შავი თმები დაეფინა კეკლუცად მოშიშვლებულ მხრებზე,- ჩემი გული თქვენთვის მომინდია.
ბიჭმა ბედნიერებისაგან ძლიერად მოჰხვია ხელი წელზე და გულში ჩაიკრა სირცხვილისაგან აალებული გოგონა, მაგრამ მაშინვე ხელი გაუშვა, მიხვდა რომ მისი მომავალი მეუღლისათვის ეს უხეში კომპრომატი იქნებოდა.
მისი ბრძანებით ამალა გაათავისუფლეს და გზა განაგრძეს, უბრალოდ ლიპარტიანების სახლის ნაცვლად, გეზი დადიანების მამულისკენ აიღეს.
გიორგი ლიპარტიანს სისხლის აღება სურდა მოტაცებული საცოლისათვის, მაგრამ გიორგი III-ის ჩარევით საქმე მშვიდად მოგვარდა. თუმცა ყველა კარგად ხვდებოდა, რომ ლევან დადიანს ღვარძლიანი ბიძა ასე მარტივად არ შეარჩენდა არაფერს.
ასეც მოხდა...
ქორწილიდან 10 დღის თავზე სტუმრად ეწვია ახლად დაქორწინებულებს, რომლებიც შუშაბანდში ისხდნენ. გოგონა წიგნს კითხულობდა, მამაკაცს კი თავი მის კალთაში ედო და ტკბებოდა თავისი მშვენიერი მეუღლის სასიამოვნო ხმით. თავადი მათ მართლა მოსალოცად ეწვია, მაგრამ ოჯახურმა იდილიამ მასში შური გააღვიძა. ახლად შექმნილი ოჯახის იდილია დაარღვია ჰაერში ისრის გასტყორცნის ხმამ. ლევანი მაშინვე წამოხტა, მაგრამ ხმალი თან არ ჰქონდა, ამიტომაც მოუწია მოეხმო მსახურები. იმდენად გაერთო დამნაშავის ძიებაში, რომ მაშინვე ყურადღება არ მიუქცევია საეჭვოდ მიჩუმებული მეუღლისათვის.
როდესაც მსახურები მათთან მიცვივდნენ, მისი გამზრდელის კივილმა გააყრუა არემარე. ლევანმა შეხედა თავის ახალგაზრდა მეუღლეს და მაშინვე მუხლი მოეკვეთა. ისარმა, რომელმაც სიმყუდროვე დაურღვია ახლადდაქორწინებულებს, გოგონას გული სამუდამოდ გააჩერა.

20:11:2016
კაშკაშა თეთრი შუქი. ის თითქოს ყველგან იყო. თვალებს ტკენდა საწოლში მწოლიარეს, რომელიც ისედაც სისუსტეს გრძნობდა მთელს სხეულში. გოგონას საკუთარი წამწამებიც კი მძიმედ ეჩვენებოდა, რადგან უჭირდა თვალების გახელა. აზრები გაურბოდა ჭიანჭველებივით და წარმოუდგენელი იყო კონცენტრირება. მხედველობის პერიფერიებზე შეამჩნია რაღაც მოძრაობა:
-დაჯი, შეგიძლიათ უფალს მადლობა შესწირო, რადგან მეორე სიცოცხლე გაჩუქა. თითქმის მთელი კვირა უგონოდ იყავი. ახლა როგორ გრძნობ თავს?- გაიგო მამაკაცის ხმა.
თეთრხალათიანმა საიდანღაც უცნაური ნივთი ამოიღო, რომლისგანაც შუქის წვრილი სხივი იღვრებოდა და გოგონას პირდაპირ თვალში შეანათა. დარეჯანი ვერ ინძრეოდა შიშისგან. მის გარშემო ყველაფერი უცნაური და გაუგებარი იყო. გოგონას ისიც კი მოეჩვენა, რომ სხვა სამყაროში აღმოჩნდა. მაგრამ, განა ასეთი რამ შესაძლებელია?
-შოკური მდგომარეობა გადატანილი სტრესის შედეგად,- საკუთარ თავს უფრო ელაპარაკებოდა მამაკაცი,- რა გქვიათ?
 -ნესტან-დარეჯანი,- უპასუხა გაჭირვებით გოგონამ. ცოტა აღიზიანებდა თავადის ქალს ასეთი მიმართვები.
-უცნაურია, მამათქვენმა გამაფრთხილა, რომ მხოლოდ "დაჯით" მომემართა,- რომელი თვეა ახლა?- განაგრძო დაკითხვა.
-გიორგობისთვე,- უპასუხა მაშინვე დაჯიმ. თეთრხალათიანმა გაოგნებული მზერა შეანათა.
-მე... მე მოვკვდი?- ვერ მოითმინა გოგონამ და დასვა კითხვა, რომელიც ასე ძალიან აწუხებდა.
-შენ მკვდარი იყავი, ჩემო გოგონა. შენი გული არ ცემდა 20 წუთი,- მამაკაცმა შეანათა თვალები, რომელთაც ასაკის ლიბრი გადაჰკვროდა,- მაგრამ მერე სასწაული მოხდა. ცოტა ხანში მამათქვენი მოგაკითხავთ, იქამდე კი დაისვენეთ, ძალები აღიდგინეთ,- უთხრა მამაკაცმა, ხმაამოუთებლად ჩაიწერა უცნაურ პერგამენტზე რაღაც, რაც ამოიკითხა თეთრ ყუთზე, რომელიც მონოტონურ ხმებს გამოსცემდა. ამის მერე გოგონამ შეამჩნია მილი, რომელშიც წყალი წვეთობით ჩადიოდა. თვალი გააყოლა და მისდა გასაოცრად ეს მილი მის ხელზე იყო მიერთებული. დარეჯანმა წამოდგომა სცადა, მაგრამ ტკივილისგან გონება დაკარგა.
აზრზე მოსულმა მაშინვე ნაცნობი სახე დაინახა:
-მამა,- თქვა ჩურჩულით გოგონამ. მის წინ მამამისი იდგა, მაგრამ უცნაურად ჩამცული და აბსოლუტურად ცივი მზერით. სად იყო მისი თბილი მამა?
-როგორ გრძნობ თავს, დაჯი?
-და... დაჯი?- გოგონას გაოცებისგან ენა დაება.
-რამ გაგაოცა?- მამამ წარბი აზიდა და გაოცებულმა შეხედა თეთრხალათიან მამაკაცს.
-ვფიქრობთ რომ დროებითი ამნეზია აქვს.
-მალე გამოჯანმრთელდება?- იკითხა მამამ გულგრილად,- სამსახურში როდის შეძლებს დაბრუნებას?
გოგონას უნდოდა ეყვირა და ეკითხა სად გაქრა მისი მამა, რომელიც ანებივრებდა და ყველა სურვილს უსრულებდა. მამა, რომელიც ნატკენი თითის გამოც კი ექიმბაშს იხმობდა.
უეცრად კარზე კაკუნი გაისმა, მერე კი კარში ლევან დადიანის სახე გამოჩნდა.
-შეიძლება?- იკითხა ხმდაბლა.
-ლევან,- მის დანახვაზე გოგონა საწოლიდან ისევ წამოიწია, ექიმი მისკენ დაიხარა, მაგრამ ლევანი უფრო სწრაფი აღმოჩნდა და ხელი შეაშველა, თუმცა გოგონა მაინც გადავარდა საწოლიდან პირდაპირ ბიჭის მკლავებში.
პალატაში მუნჯი კინოს სცენა გათამაშდა:
ექიმი გაწეული ხელებით
ბატონი დავითი გაფართოებული თვალებით
იატაკზე ლევანი, დარეჯანი მის მკლავებში და ინერციით შეწებებული ტუჩები

14: 11: 1623
-მოვკლავ,- ლევან ბატონიშვილს სამი კარგად მოსული გლეხი აკავებდა,- არ ვაცოცხლებ.
-ჩემო გოგო,- დასტიროდა გოგონას უსულო სხეულს მისი გამზრდელი, რომელსაც საკუთარი შვილი არ ჰყოლია, რათა არავისთვის გაეყო აღსაზრდელისათვის განკუთვნილი სითბო და სიყვარული.
-ცოცხალია,- ლევანის ნათლულის ხმამ გადაფარა საერთო გლოვა და ბატონიშვილის ცხოველური ღრიალი.
ყველამ ახალგაზრდა ქალბატონს შეხედა. გოგონა მართლა გაინძრა. მგლოვიარეებიდან უმეტესობამ პირჯვარი გადაიწერა სიტყვებით "ღმერთო დაილოცოს შენი განგება" და "ფუი ეშმაკს". აღმზრდელმა გონება დაკარგა. ლევანმა როგორც იქნა თავი გაითავისუფლა და თავისი ახალგაზრდა მეუღლის წინ ჩაიმუხლა. გოგონას ცივი ხელი ხელებში მოიქცია და ნაზად აკოცა თითებზე.
-დარეჯან, ჩემო დედოფალო, თვალი გაახილე, გთხოვ,- თითქოს ამ სიტყვებს ელოდაო, გოგონამ თვალები გაახილა. ჯერ კიდევ უჭირდა მზერის ფოკუსირება, მაგრამ მაინც მოახერხა იმ ერთადერთი ადამიანის დანახვა, ვისაც მთელი არსებით ვერ იტანდა. ხოლო როდესაც იგრძნო, თუ როგორ შეეხო მამაკაცის ბაგეები მის თითებს, მაშინვე წაართვა ხელი. ლევანმა დაბნეულმა შეხედა. გოგონამ კი თვალები დახუჭა და მშველელ სიზმარს მისცა თავი.
მისი შემდეგი გაღვიძებაც ისეთივე მტკივნეული და უცნაური იყო. ლევანი ისევ მის წინ იჯდა და სიყვარულით და სინაზით სავსე მზერას არ აშორებდა. მის გარშემო უამრავი უცნაურად ჩაცმული ადამიანი ირეოდა. რაც მთავარია ის არავის მიჰყავდა საავადმყოფოში და გრძელდებოდა უაზრო ცირკი მის გარშემო. დაჯი გულში ფიქრობდა, რომ ამ უნიჭო დადგმისთვის ყველას სასამართლოში უჩივლებდა და დააჭერინებდა ან უკაპიკოდ დატოვებდა თითოეულ მონაწილეს.
უკეთესობა რამდენიმე დღეში იგრძნო. საათი არსად იყო, უბრალოდ აზრზე მოსვლისას ხედავდა დღე-ღამის ცვალებადობას. სახეები იცვლებოდა, აი ლევანი კი სულ სასთუმალთან ეჯდა.
-წყალი,- ეს იყო პირველი სიტყვა, რაც თქვა მომჯობინებულმა. ლევანმა მაშინვე ჩამოუსხა უცნაური, ანტიკვარული ჭურჭლიდან წყალი და ბაგეებთან მიუტანა. გოგონამ სიხარულით გამოცალა მაცოცხლებელი სითხე,- აქ რა ხდება?- იკითხა, როგორც კი ჭიქა მოაშორეს.
-ბიძაჩემმა შენი მოკვლა სცადა,- უპასუხა ლევანმა და მზერა აარიდა.
-რაში ჭირდებოდა ბიძაშენს ჩემი მოკვლა? გააფრინა?- დაიბნა გოგონა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად შეაშფოთა მის წინ მჯდომის რეაქციამ.
-გააფრინა?- დაიბნა ლევანი. მის წინ ისევ მისი სათნო და ნაზი მეუღლე იწვა, უბრალოდ ის სხვა იყო... უბრალოდ სხვა. ბიჭი ამას კარგად გრძნობდა.
-ხო რა მოხდა, რაიმე არ მოგწონს ჩემს საუბარში?- უთხრა ამრეზით გოგონამ,- და საერთოდ რა ცირკი მოაწყვეთ აქ? რა გაცვია ან საავადმყოფოში რატომ არ წამიყვანეთ?
ბიჭმა უღონოდ შეხედა ოთახში მყოფთ. გოგონა თითქოს ქართულად მეტყველებდა და ამავე დროს აბსოლუტურად გაურკვევლად საუბრობდა.
-დარეჯან...
-ვინ მოგცა უფლება სრულ სახელს რომ მეძახი?- იფეთქა გოგონამ,- დასაერთოდ, სად ჯანდაბაშია მამაჩემი? შენ რატომ ხარ ჩემთან?
-მე ხომ..შენ ხომ... ჩვენ ხომ შევფიცეთ ღმერთს და...
-რა შევფიცეთ დადიანი? მგონი სამკურნალო ხარ. წადი ფსიქიატრს გაესინჯე,- არ ჩერდებოდა გოგონა, რომლის ყურდღებაც მიიქცია ოთახში შესულმა მამამ, რომელიც აბსოლუტურად არ ჰგავდა საკუთარ თავს. არა, გარეგნულად ისეთივე იყო, მაგრამ თვალები... მისი მზერა სითბოთი იყო სავსე. ის შვილის გამო ღელავდა. მას თავისი ქალიშვილი უყვარდა.
-დარეჯან,- მამას  სახეს ღიმილი გადაეფინა, როდესაც გონებაზე მყოფი შვილი დაინახა.
გოგონამ მხოლოდ მაშინ მიაქცია ყურადღება გარშემომყოფთა უცნაურ ჩაცმულობას, მათი საუბრის მანერას და ნივთებს.
-რომელი წელია ახლა?- იკითხა საკუთარი აზრებისგან გაოცებულმა დაჯიმ.
-ქრისტეს შობიდან გასულია თექვსმეტი საუკუნე და ოცდასამი წელი,- უპასუხა ლევანის ნათლულმა, რადგან ყველა სხვა დანარჩენი უბრალოდ დააბნია ამ კითხვამ.
-მეღადავები?- აღმოხდა გოგონას, მაგრამ როდესაც ბიჭის გაოცებული მზერა დაიჭირა, მიხვდა რომ მან ამ სიტყვის მნიშვნელობა არც კი იცოდა.
``წარსულში მოვხვდი... ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია? განა ეს მხოლოდ შეშლილი ფანტასტიკის მოყვარულების გამოგონილი არაა? როგორ აღმოვჩნდი აქ? ან როგორ უნდა დავბრუნდე ჩემს დროში? რამდენი კითხვაა და არც ერთი პასუხი. ინტერნეტი... ჯანდაბა, რა ინტერნეტი, მეჩვიდმტე საუკუნე გარეთ. ამათ ისიც კი არ იციან ტელეფონი რა არის. როგორ ცხოვრობდნენ ამ დროში ყველაფრის გარეშე. კარგი, დაჯი, დამშვიდდი... თავი ხელში აიყვანე.``
-რა მოხდა, აქ რატომ ვარ?- ეცადა რაც შეეძლო ნაზად ეთქვა.
-ნუთუ არაფერი გახსოვს?- ჰკითხა ლევანმა. გოგონამ თავი გააქნია,- ბიძაჩემმა ისარი გესრულა და შიგ გულში მოგხვდა,- უპასუხა კბილების ღრჭიალით მამაკაცმა. ``საწყალი ბიძამისი, ალბათ შარშია. ამ იდიოტს ძალიან უყვარს ის, ვის სხეულშიც მე აღმოვჩნდი``.
მერე კი გაახსენდა - მუზეუმი, მიწისძვრა და ტკივილი მკერდის არეში.
-რა უშავს, ჩემო დედოფალი, მთავარია შენ ისევ ჩემთან ერთად ხარ და ახლა აღარავის, გესმის? აღარავის მივცემ უფლებას რაიმე დაგიშავოს,- გოგონას მისი სიტყვებისგან ცრემლი წასკდა. უკვე ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მის წინ ლევანი იჯდა, უფრო სწორად მისი წინა ცხოვრების განკაცება და მას ვიღაც იმდენად უყვარდა, რომ ამ სიყვარულს ფრთების შესხმაც კი შეეძლო.
დაჯი ჭილაძეს პირველად შეშურდა სხვა ადამიანის.

07: 01: 2016
დარეჯანი საავადმყოფოდან გაწერეს, რადგან გოგონა უკვე ვეღარ ჩერდებოდა ერთ ადგილას. მან ბევრი ახალი გაიგო სამყაროზე სადაც აღმოჩნდა, ექიმები, მამა და მეგობრები ამნეზიას აბრალებდნენ თითოეულ მის აღფრთოვანებულ შეძახილს. მე-17 საუკუნეში დაბადებული გოგონასათვის კი ყველაფერი ახალი და უცნაური იყო. ის ინტერესით ათვალიერებდა ყოველ ახალ აღმოჩენას და ყველაფერს გულისყურით იმახსოვრებდა. ერთადერთი რასაც ვერ იგებდა, იყო ხალხის გაუცხოება და სიცივე ერთმანეთის გაჭირვების მიმართ. საავადმყოფოს ფოიეში კი ბევრი მსგავსი მაგალითი ნახა. მაგალითად ექიმის უარი დახმარებოდა პაციენტს ანაზღაურების გარეშე, ან უცნაურ მოწყობილობებს ჩაშტერებული ახალგაზრდები, რომლებიც ყურადღებასაც არ აქცევდნენ მოხუცს, რომელიც მათ გვერდით იჯდა და უმწეოდ ცდილობდა მათთან საუბრის გაბმას. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა გაწერეს და ძალიან უნდოდა თავი დაეღწი იმ შენობისათვის, დარეჯანი მაინც დაუჯდა გვერდით და გაიგო, თუ როგორ დაეღუპა მოხუცს შვილი, რძალმა კი პატარა შვილიშვილი დაუტოვა და სახლიდან წავიდა. მოხუცს მარტოს უწევდა პატარასთან გამკლავება. გოგონა იმდენად შეძრა ამ ამბავმა, რომ პალატაში შებრუნდა და მამის მიერ დატოვებული ფული (მისი მნიშვნელობა უკვე კარგად იცოდა) მთლიანად მოხუცს მისცა.
-ამდენს ვერ ავიღებ,- უთხრა მოხუცმა.
-აიღეთ ქალბატონო, გთხოვთ,- ისეთი ხმა ჰქონდა, რომ მოხუცმა უარი ვერ უთხრა.
-ყველას ვერ დაეხმარები,- უთხრა ცივად ექიმმა, რომელიც ამ სცენას შეესწრო.
-ვისაც შემიძლია მას დავეხმარები,- უთხრა ცივად გოგონამ და საავადმყოფო დატოვა. ლევანი, რომელიც ამ სცენას შეესწრო, კედელს მიეყუდა და ღრმად ჩისუნთქა. ეს გოგონა მისი უფროსის ქალიშვილი არ იყო. მას ჰგავდა, მისი სახე ჰქონდა, მისი ჩვევები, მაგრამ მისი მზერა, მისი საუბარი და ქცევა... ბიჭმა გაუცნობიერებლად ბაგეებზე მოიკიდა ხელი.

...

ახალი წლის არდადაგების მერე დაჯი სამსახურში გავიდა. 7 იანვარი არც ისე კარგი დღე იყო სამსახურში მისასვლელად, მაგრამ გოგონამ დაიჩემა. იცოდა, რომ იქ არავინ იქნებოდა და სურდა გარკვეულიყო ყველაფერში. ის სწავლობდა ახალ სამყაროში ცხოვრებას. შეეჩვია იმ აზრს, რომ ი მოუწევდა ცხოვრება. იქამდე გოგონამ თითქმის ყველაფერი გაიგო თანამედროვე ტექნიკაზე და მათი ხმარებაც ისწავლა. მისთვის დიდი შოკი აღმოჩნდა, როდესაც გაიგო, რომ 2016 წელს აცილებდნენ. მეორე შოკი  აღმოჩნდა დუში, მერე ტელეფონი და ტელევიზორი.
-გამარჯობა,- მიესალმა ლიფტში შესულ ლევანს. ბიჭი მხოლოდ ერთხელ ნახა ბოლო თვის მანძილზე, ისიც მაშინ, როდესაც ხელშეკრულება მიუტანა ბატონ დავითს სახლში ხელმოსაწერად.
საბედნიეროდ მამაკაცი სახლში არ იყო, ხოლო ინტერესის გამო გადაკითხულ ხელშეკრულებაში გოგონამ შეუცდომლად აღმოაჩინა ის, რასაც ასე ელოდა ლევანი. არასწორად ჩაწერილი ციფრი, რომელიც მარტივად გააკოტრებდა გოგონას მამის ფირმას. მაშინ არაფერი უთხრა მამას, კონტრაქტი უბრალოდ დახია. შემდეგი ეგზემპლარი, რომელიც ბიჭმა მიიტანა, სწორი იყო.
როდესაც ლიფტი დაიძრა, გოგონამ მაშინვე გაჩერების ღილაკს დააჭირა, ეს ტრიუკი ერთ-ერთი მეგობრისგან ისწავლა.
-რატომ?- ჰკითხა პირდაპირ. ბიჭი მაშინვე მიხვდა რასაც გულისხმობდა გოგონა. მაშინ ნათლად დაინახა გოგონას რეაქცია შეცდომით დაწერილ ციფრზე.
-მამაშენის გამო მამაჩემმა თავი მოიკლა,- უპასუხა ბიჭმა დაუფარავად.
-გინდა მე გამოვისყიდი მამაჩემის ცოდვას?- ჰკითხა გოგონამ,- აქვე შენს წინ მოვიკლავ თავს.
-არ მინდა...- უპასუხა ბიჭმა.
-რატომ?- აუწია ხმას დარეჯანმა.
-შენ სხვა ხარ,- უთხრა ბიჭმა და მზერა აარიდა,- ალბათ სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ შენ აღარ ხარ ის ცინიკოსი და უემოციო გოგო, ვინც იყავი. აღარ მინდა შურისძიება, მინდა მეც შენსავით შევიცვალო... შენთვის შევიცვალო.
-დღეს შობაა,- თქვა მისი სიტყვებით გულაჩუყებულმა დარეჯანმა,- მინდა ჩვენი მომავალი ამ დღიდან იშვას. ჩვენი საერთო მომავალი, სადაც ერთად გავუმკლავდებით ყველაფერ ცუდს და ბოროტს ერთმანეთში.
-მადლობა დაჯი... მადლობა.

07:01:1624
-მომწყდი თავიდან, დადიანი,- გოგონას ხმა ექოსავით ისმოდა ცარიელ სახლში. თავადიშვილი კვლავ ეჩხუბებოდა მეუღლეს, რომელიც აბსოლუტურად შეიცვალა მას მერე, რაც ``საიიოდან`` დაბრუნდა. არაფერი დარჩა იმ მორიდებული, ნაზი, სათუთი და ალერსიანი გოგოსგან. ახალი ნესტან-დარეჯან შერვაშიძე იყო გაუხედნავი ცხენივით ველური. პირდაპირვე იძახდა ყველაფერს რასაც ფიქრობდა და ახლოს არ უშვებდა ქმარს, რომელზეც მზე და მთვარე ამოდიოდა ადრე. თუმცა ვერავინ ხვდებოდა, რომ ეს თავდაცვითი რეაქცია იყო და ამით ცდილობდა თავიდან და გულიდან მოეშორებინა ის, ვისაც ვერ იტანდა მთელი თავისი ცხოვრება... წინა ცხოვრება.
-არასოდეს,- გაეცინა მამაკაცს. ის კარგად ხვდებოდა, რომ მის წინ მდგარი გოგო, სულაც არ იყო მისი ცოლი, მაგრამ ის გრძნობა, რასაც მის მიმართ განიცდიდა, იყო აბსოლუტურად სიგიჟის ზღვარზე,- არასოდეს არ გაგიშვებ. შენ, მე უკვე სამჯერ გადამარჩინე. ერთხელ, როდესაც გველმა მიკბინა, მეორედ, როდესაც წისქვილს ცეცხლი წაეკიდა და მესამედ, როდესაც არ გამიშვი აჯანყებულებთნ... მე არ ვიცი საიდან გაიგე, რომ იმ დღეს მეფის არმია დააცხრებოდა მათ თავს,-``მადლობა თქვი ისტორიას რომ ვსწავლობდი``, გაიფიქრა დაჯიმ,- მაგრამ ამით შენ მე დამიცავი,- ``და ისტორია შევცვალე, იმედია ცუდი არაფერი ჩავიდინე``,- შენ ჩემი საჩუქრი ხარ და აღარასოდეს გაგიშვებ ხელს.
-ამიტან ასეთს როგორიც ვარ?- ჰკითხა ის, რაც ყველაზე მეტად ადარდებდა.
-მთავარია ჩემთან იყო...
-შენ ჩემი საშობაო სასწაული ხარ,- ჩასჩურჩულა გოგონამ ყურში და მის ბაგეებს დაეწაფა.



№1  offline წევრი HeeChul-ah

ეს არის ყველაზე უშინაარსო ისტორია რაც კი დამიწერია და ამისთვის დიდ ბოდიშს გიხდით. იმედია მაპატიებთ რადგან სამსახური და უნივერსიტეტი უკანასკნელ ძალებს მართმევს. მენდეთ, ჩანაფიქრი იყო სრულიად განსხვავებული და მართლაც საინტერესო, მაგრამ დრო არ მეყო Т.Т აუცილებლად გადავწერ ამ ისტორიას და უფრო დეტალურად მივყვები ქრონოლოგიას...

რაც შეეხება ისტორიულ მოვლენებს - პერსონაჟების სახელები აღებულია ისტორიიდან, ისევე როგორც მონახაზი. დანარჩენი ავტორის ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფია •.•
--------------------
Nico nico nii

 


№2 სტუმარი Guest ანა

HeeChul-ah
ეს არის ყველაზე უშინაარსო ისტორია რაც კი დამიწერია და ამისთვის დიდ ბოდიშს გიხდით. იმედია მაპატიებთ რადგან სამსახური და უნივერსიტეტი უკანასკნელ ძალებს მართმევს. მენდეთ, ჩანაფიქრი იყო სრულიად განსხვავებული და მართლაც საინტერესო, მაგრამ დრო არ მეყო Т.Т აუცილებლად გადავწერ ამ ისტორიას და უფრო დეტალურად მივყვები ქრონოლოგიას...

რაც შეეხება ისტორიულ მოვლენებს - პერსონაჟების სახელები აღებულია ისტორიიდან, ისევე როგორც მონახაზი. დანარჩენი ავტორის ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფია •.•

ნამდვილად ემჩნევა,რომ ნაჩქარევად დაწერილია,საკმაოდ მძიმე წასაკითხია,დავიტანჯე. როგორც ასეთი ჩანაფიქრი საინტერესოა და ფენტეზისაც შეიცავს კარგად,ამიტომ დიდი ხანი უნდა მუშაობას,მხატვრული ხერხებით აღჭურვას და აზრის მსუბუქად და ლამაზად გადმოცემას. წარმატებებს გისურვებ,ოღონდ შობის ღამე აქ საკმაოდ ულამაზოდ ჯდება.

 


№3  offline ადმინი ano23

მართლა მომეწონა, აშკარაა ,რომ ძალიან ნიჭიერი ხარ,მაგრამ საახალწლო ისტორიას მსგავსისიუჟეტი ნაკლებად შეეფერებოდა ... წარმატებები და ახალ ისტორიებს ველი შენგან ❤

 


№4 სტუმარი Guest სალი

მართალი ხარ, კარგი იქნება თუ გაავრცელებ უფრო, მითუმეტეს საინტერესო იქნება საკმაოდ.
პ.ს. შენს წინა ისტორიას რას უშვები? აღარ აგრძელებ?

 


№5  offline წევრი HeeChul-ah

Guest სალი
მართალი ხარ, კარგი იქნება თუ გაავრცელებ უფრო, მითუმეტეს საინტერესო იქნება საკმაოდ.
პ.ს. შენს წინა ისტორიას რას უშვები? აღარ აგრძელებ?


აუცილებლად განვაგრძობ •.•

ano23
მართლა მომეწონა, აშკარაა ,რომ ძალიან ნიჭიერი ხარ,მაგრამ საახალწლო ისტორიას მსგავსისიუჟეტი ნაკლებად შეეფერებოდა ... წარმატებები და ახალ ისტორიებს ველი შენგან ❤


რაც ჩაფიქრებული მაქვს დავწერ და იმედი მაქვს წაიკითხავთ. იქ ავხსნი სუპერ მთვარის და შობის დღის კავშირს ჩემს წარმოდგენაში •.•
--------------------
Nico nico nii

 


№6  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

რა კარგი იყო^-^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent