საშობაო ზღაპარი
საშობაო ზღაპარი იწყება შენი ფანტაზიიდან და მთავრდება იქ, სადაც შენი წარმოსახვა წყვეტს არსებობას. * * * კაფიდან გამოვდივარ და თოვლიან ქუჩებში ცოტა არ იყოს გაბრუებული ნაბიჯებით მივდივარ და ჩემი მოთხრობის დასასრულზე ვფიქრობ, რომელსაც უკვე თითქმის ერთი თვეა ვაჭიანურებ. არც კი ვიცი რა არის მიზეზი? ის რომ, სათანადრო დასასრულს ვერ ვპოულობ თუ ის, რომ არ პერსონაჟებთან გამომშვიდობება მიჭირს. ჯანდაბა! არადა რექტორმა მკაცრად გამაფრთხილა, რომ შობის მერე უნდა მივიტანო ნაწერი, თორემ სამუდამოდ დავემშვიდოებები უნივერსიტეტის გაზეთში რაიმეს დაბეჭვდას. უსამართლობაა, მათ არ იციან, როგორ მიუდგნენ მწერლებს. გავაცნობიერე, რომ საკუთარი თავი მწერლებში ვიგულისხმე და ღმერთო, რა ლამაზად ჟღერს! ამ სიტყვების მერე მაინც მეღიმება და საშობაო სამზადიშში ჩართულ პარიზს ვაკვირდები და ვფიქრობ, რომ პარიზში შობა ნამდვილი დღესასწაულია, იმიტომ, რომ თავად პარიზია დღესასწაული. სახლში შესვლისთანავე ნაძვის ხისა და ძველი სათამაშოების სურნელს ვგრძნობ და ვხედავ როგორი საქმიანი იერით უთითებს ჩემი პატარა და დედაჩემს სად დაკიდოს მოსართავები. -ჟიზეეელ! - კივილით მორბის ჩემსკენ, როგორც კი მხედავს. მეც ხელში ამყავს და ვეხუტები. და, როცა მისი მარწყვის შამპუნის არომატს ვგრძნობ, აი მაშინ მავიწყდება ყველა პრობლემა. - ელ, შენ არ მორთავ ნაძვის ხეს? -იცი რა ფიბ? ვფიქორბ ეს საქმე შესანიშნავად გამოგდის და მე ხელს არ შეგიშლი. -ნაძვის ხესთან ვსვავ და ვცდილობ ისეთი სახე მივიღო, თითქოს წმინდაწყლის სიმართლე მეთქვას. დედაჩემს ეცინება და ხვდება, რომ ვცდილობ თავი დავიძვრინო. ფიბი იჯღანება, მაგრამ აშკარად უხარია, რომ მთლიანი ნაძვის ხე მის განკარგულებაშია. - ახლა კი წავალ და ცოტას დავიძინებ. შობას ენერგიული უნდა შევხვდე. - და აი ისევ, ჩემი მორიგი საცოდავი თავის დაძვრენის მეთოდი. - შენ კი პატარა ქალბატონო, საღამოს ნაძვი ხე მორთული დამახვედრე. - არის კაპიტანო. - ამბობს ჩვეული ღიმილით და ლოყაზე ფოსოები უჩნდება. ოთახში შევდივარ, გახდილ ტანსაცმელს უაზროდ ვყრი სკამზე და საწოლში ვწვები. ვწრიალებ და ისევ ჩემი მოთხრობაზე ვფიქრობ. თითქმის ძილ-ბურანში მყოფიც კი ვხვდები, როგორ მიჭირს იდეალური დასასრულის შექმნა. გამოღვიძებულს ოთახი სრულიად ჩაბნელებული მხვდება და დროის განსაზღვრას ვცდილობ. საათს დავხედე რვა სრულდება. გამიკვიდა, რომ არ გამაღვიძა ფიბიმ აქამდე და კიდევ უფრო გამიკვირდა ხუთი საათი როგორ მეძინა. ჩემს წითელ კაბას ვიცვამ და ოთახიდან გავიდვარ. ნაძვის ხის მორთვა დაუსრულებია და ის მართლაც მშვენივრად გამოიყურება. თუმცა სახლში არავინაა. მეც ერთი ადგლი მახსენდება,სადაც ის განწყობა შემექმნება, რომელიც წერაში მეხმარება, ამიტომ მათი არ ყოფნით დრო ვიხელთე და გაპარვა გადავწყვიტე. ფურცელს და კალამს ვიღებ და ვწერ „გავდივარ და მალე დავბრუნდები“ ფურცელი მაცივარზე მივაკარი და სახლიდან გავედი. პარიზი უჩვეულოდ ჩუმია ამ დროისთვის. მხოლოდ რესტორნებიდან ან კაფიდან გამოსული ხმა არღვევს სიჩუმეს. მიკვირს, ნუთუ უკვე დაიწყო ხალხამა შობის აღნიშვნა. თუმცა, უნდა ვაღიარო, „მიტოვებული“ ქუჩები მეტად ლამაზი და ჯადოსნურია. იმ შობას გავს ზღაპარში, რომ მოხვდები და თავის დაღწევა არ გსურს. მონმარტრზე ვუხვევ, რომელიც უამრავი ვარსკვლავითაა განათებული. ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს, ცა ჩამოხსნეს და მონმარტრს მიამაგრეს, მისი დიდებულებისთვის. ეს ქუჩა ხომ, მართლაც საოცარია. იმის წარმოდგენაზეც კი, რამდენი მხატვარი და მწერალი ყოფილა აქ ჟრუანტელი მივლის. მონმარტრზე ერთი მყუდრო კაფეა, რომელიც უაზროდ ამოვიჩემე და მუდმივად აქ დავდივარ. შუადღეს ლუსისაც აქ შეხვედრაზე შევუთანხმდი. კაფეში შევდივარ და ქურთუკს საკიდზე ვკიდებ. იქაურობა უჩვეულოდ ცარიელი მხვდება. ალბათ შობის გამო. როგორც ყოველთვის, ახლაც ამერიკანოს ვუკვეთავ და ჩემს ჩვეულ ადგილს ვიკავებ ფანჯარასთან, საიდანაც საშობაოდ გამზადებული პარიზი შესანიშნავად ჩანს. ჩანთიდან სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ ამოვიღე. ვერც კი დავითვლი უკვე მერამდენედ ვკითხულობ. მაგრამ, იმ დორს როცა გადაწყვეტლების მიღება მიჭირს სულ მეხმაარება. არ ვიცი, მეთვითონ შთავაგონე საკუთარ თავს და ერთგვარი „ფსიქოლოგია შევიქმენი“ თუ ეს მართლაც ასეა, მაგრამ ფაქტია ის ყოველთვის ამართლებს. “ხოდა, ჰოლდენ ეხლაც უნდა დამეხმარო. დამეხმარე მოთხრობის დასრულებაში.“ ვფიქრობ ჩემთვის და თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ წარმოვიდგონო, როგორ მედავება ჰოლდენი ამა თუ იმ ვარიანტზე. -სელინჯერი ყოველთვის კარგი არჩევანია. - მაფხიზლებს ბიჭის ხმა. დაბნეულმა ავხედე, ვერც კი მივხვდი როდის მოვიდა ჩემს მაგიდასთან. -უკაცრავად, აშკარად ფიქრში შემოგეჭერით. - მეუბენბა ღიმილით და მისი გაღიმებისას, ლურჯ თვალებში ვარსკვლავები იწყებენ თამაშს, ამის შემხედვარეს სულ მავიწყდება ჩემი მოთხრობაც, ჰოლდენიც და შობაც. -არაუშავს - ვეუბნები და ვცდილობ გავუღმო, რომ უხეშად არ გამომივიდეს. -შეიძლება? - და სკამზე მითითებს. ჰმ, რატომაც არა?! - დიახ. - ვეუბნებ მას. ის ჯდება და ხელს მიწვდის. - ენდრიუ. - ამბობს და მის ლაპარაკს ახლაღა შევამჩნიე ბრიტანული აქცენტი. ხელს ვართმევ. -ჟიზელი. - არადა, ვიფიქრე ჯეინს მეტყოდი. - ჯეინი რატომ? - ვეკითხები გაკვირვებული - ჯეინ გალაჰარი. - მეუბნება დ წიგნზე მანიშნებს - მე კი გეტყოდი, რომ ჰოლდენი ვარ და იმ სიყვარულის ისტორიას შევქმნიდით, რომელიც სელინჯერმა არ დაწერა. -ვფიქრობ, სელინჯერმა მათი სიყვარულის ისტორია არ განავრცო, რადგან არ უნდოდა ზედმეტი ურთიერთობებით გაეფუჭებინა ეს გრძნობა. -ამ საკითხზე თავად ჯერის ელაპარაკე? -მეკითხება ძალით დასერიოზულებული სახით და ცდილობს არ გაეცინოს. -კი თავად სელინჯერს და ჰოლდენმაც დამიდასტურა მისი სიმართლე. - მეც მოჩვენებით სერიოზულობაში ავყევი და ისე ვუპასუხე. - ანუ თქვენ სამივე თვლით, რომ სიყვარულს ზედმეტი ურთიერთობა აფუჭებს? - არა, უბრალოდ არსებობს ამბები, რომელთაც საიდუმლოება და ის სიშორე უხდება, რომელიც თან ახლავს. ჯეინის და ჰოლდენის ამბავი ზუსტად ასეთია. - ამ საკითხში ვეღარ შეგედავები. - თქვა ღიმილით. მომწონდა მასთან საუბარი, რაც იშვიათია ჩემთვის. როგორც წესი ადამიანები, უცხოებთან ურთიერთობა არ მხიბლავს და ადამიანთა უმრავლესობა დისკომფორტს მიქმნის, სწორედ ამიტომ არ მყავს ბევრი მეგობარი. - ისე, შობის საღამოს ვინ მოდის ლიტერატურულ კაფეში? - ისევ მან წამოიწყო საუბარი. - ის, ვისაც წერისთვის შესაფერისი გარემო სჭირდება. - მწერალი ხარ? - ცოტა ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ კი ვწერ, უბრალოდ ახალ მოთხრობას ვერ ვასრულებ. - რატომ? - მკითხა და მის ხმაში აშკარა ინეტრესი ვიგრძენი. - არ ვიცი, მიჭირს გოგოს და ბიჭის მეგობრობაზეა, მაგრამ.. -მაგრამ, მათ მეგობრობას დაღამება უშლის ხელს -მაწყვეტინებს სიცილით. მეც მეცინება, თითქმის ადვილად მიაგნო პასუხს. - არა, უბრალოდ ვეღარ ხვდებიან მათი ურთიერთობა რა ეტაპზეა და დაღამებას კვშირი არ აქვს და საერთოდ, ამ სიტყვებში გოეთეს არ ვეთანხმები. - გოეთეს არ ეთანხმები, მაგრამ უშვებ ფაქტს, რომ შეიძლება შენი წიგნის გმირებს ერთმანეთი უყვართეთ? - მათ უყვართ კიდეც ერთმანეთი, ერთად თავს კარგად გრძნიბენ, უბრალოდ ორივეს ეშინია, რომ თუკი ამას სიყვარულის სახელი დაერქმევა ურთიერთობა გაფუჭდება. -რატომ გგონია, რომ სიყვარული ყველაფერს აფუჭებს? -მკითხა მან, მოულოდნელი იყო. არ ვიცოდი რა მეპასუხა - ასე არ ვფიქრობ, უბრალოდ მათ ურთიეღტობას გააფუჭებს. - მაპატიე, მაგრამ სისულელეა. ორივეს ტყუილ ილუზიას უქმნი, რომ მეგობრობენ, ჩემი აზრით სჯობს მიახვედრო, რომ ერთმანეთი უყვართ და დააცადო ერთად ბედნიერები იყვნენ. უბრალოდ მიახვედრე და ამით დაამთავრე. მკითხველს კი ინტერესი გაუჩნდება წაკითხვის შემდეგ და იფიქრებენ მათ სხვანაირად გაგრძელებულ ურთერთბაზე. - მისმა პასუხმა თითქოს მაპოვნინა სწორი დასასრული. - ეს ინტრიგასავითაა, რომელიც მკითხველში უნდა გამოვიწვიო. - ვეუბნები და მადლიერების გრძნობა მიჩნდება მის მიმართ, რადგან ახლა მართლა ვიცი, როგორ დავასრულებ ჩემს მოთხრობას. - რა თქმა უნდა, მწერალი ინტრიგის გარეშე, იგივეა რაც შემოდგომა ფოთოლცვენის გარეშე. - თვალს მიკრავს და იღიმის. მეღიმება და მის მიმართ, უჩვეულო გრძნობა მიჩნდება. ვერ ვხდები რა ქვია ამ გრძნობას, მოწონებას გავს , მაგრამ მასზე უკეთესია. შეიძლება პიროვნული ქიმიაა უცხო ადამიანის მიმართ, რომელთანაც ასე ადვილად შემიძლია საუბარი და რაც მთავარია, მომწონს ეს. მისი მოთამაშე ვარსკვლავებიც მომწონს თვალებში, სწორი ცხვირი და გამოკვეთილი ყვრილამებიც. საკუთარ თავზე ვბრაზდები, სექსუალურ მანიაკს ვგავარ, რომელიც საგულდაგულოდ აკვირდება თავის მსხვერპლს. - შენ რას საქმიანობ? - ვეცადე მასზე გამეგო რამე - სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობ, მხატვარი ვარ, რაც არ უნდა ხმამაღლა ჟღერდეს ვამბობ. - და მივხვდი ამით ჩემს სიტყვებს გამოაჯავრა. - ვან გოგივით? - ახლა მე ვცადე მისი გამოჯავრება და გამეცინა. და ტან ყურადღება მის თითებზე გადავიტანზე. ვიფიქრე საღებავით ექნება დასვრილი, როგორც მხატვრებს სჩვევიათ-მეთქი, მაგრამ შევცდი. დახვეწილი და ლამაზი თითქბი ჰქონა, რომელსაც საერთოდ არ ეტყობოდა საღებავის კვალი. - ოღონდ ორივე ყურით და ნეკლები შიზოფრენიით. და რადგან თითქმის მიაგენი შენი მოთხრობის დასასრულს, იქნებ შობისთვის მომზადებულს პარიზში გავისეირნოთ? - კარგი. - დაუფირებლად ვთანხმდები, რადგან მინდა კიდევ მეტი დრო გავატარო მასთან. თოვლიან და ლამაზად განათებულ ქუჩებში ახლა უკვე მასთან ერთად მივდივარ და თავს რატომღაც ბედნიერად ვგღძნობ. ვერ ვხვდები მოთხრობის დილემის გადაწყვეტიითაა და ენდრიუმ მოახდინა გავლენა, მაგრამ არც ვუღრამვდები ამას, მთავრი ის გრძნობაა, რომლითაც კმაყოფილი ვარ. -შენი მუზა, როგორია? - მეკითხება ენდრიუ და სახეზე მაკვირდება. - ჩემი მუზა ზღვისთვალა თავნება ბიჭია. - დაუფქრებლად წამოვროშე სიტყვები და მერეღა გამახსენდა, რომ მასაც ლურჯი თვალები აქვს. - შენი მუზა ვარ? მეკითხება და ჩერდება. სხვას, რომ ეკითხა ალბათ ძალიან გამაღიზიანებდა, მაგრამ მას ეს გრძნობა არ გამოუწვევია ჩემში. - რატომ იფიქრე ? - ლურჯი თვალებიო და - მითხრა ღიმილით და თვალები შემმომანათა, თითქოს იმ ფაქტზ მიმანისნებდა, მე რომ ვერ მივხვდი. - ლურჯი თვალები მომწონს. - ანუ შეუძლება მოგეწონო? - მეუბენბა და უფრო ახლოს მოდის ჩემთან. ვიბნევი. - შენ ახლა მეფლირტავები. - გაცნობის წუთიდან მაგას ვცდილობ. მეუბენბა და ჩვენ შორის მანძილს უფრო ამცირებს. ჩემთან ზალიან ახლოს დგას და მე კი საერთოდ არ ვცდილობ თავის დაღწევას, პირიქით უნდა ვაღიარო, რომ მომწონს ეს. მის ცივ სუნთქვას ვგრძნობ, რომელსაც პიტნის და ნუშის ყვავილის არომატი დაჰკრავს. მინდა, რომ მაკოცოს და მის თითქოს გამოქანდაკებულ ყვრილამებს სევეხო, მაგრამ უეცრად ჩემი სახელი მესმის. - ჟიზეეელ..ჟიზეეელ! - ვერ ვაცნობიერებ, რატომ მესმის ჩემი დის ხმა და რატომ ცვლის პიტნის და ნუშის არომატს, მარწყვის სურნელი. - ჟიზეელ გაიღვიძეეე! - დამჭყივის ჩემი და და თვალებს ვახელ. ვერ ვხვდები, რა მოხდა. უეცრად თოვლიანი პარიზის ქუჩებიდან, ჩემს საწოლში ვინაცვლებ. -ეელ- მაჯანჯღარებს ჩემი და- ნაძვის ხეს არ ნახავ? - საწოლში გაოცებული წამოვჯექი და სასრაფოდ ტენეფონს დავხედე. ჯერ შვიდიც არ იყო. ჯანდაბა! ეს ყველაფერი მესიზმრა? - ვნახვ- ვეუბენბი და სიზმრით გაოგნებული აბაზანაში შევდივარ. წყალს ვისხამ სახეზე და ვცდილობ გამოვფხიზლდე. რეალური იყო, ძალიან რეალური. ვბურტყუნებ და ისევ გამოფხიზლებას ვცდილობ. აბაზანიდნ გავდვარ და ტანსაცმელს ვიცვამ. ფიბის ნაძვის ხეს ვუყურებ და ხასიათგაფუჭებული ზალით ვცდილობ მის შეფასებას. შემდეგ ისევ ოთახში ვბრუნდები და ჩანთაში ჩემი წიგნის მოძებნას ვცდლობ. მაგრამ სელინჯერის წიგნი ის არ არის. „დილით დამრჩა კაფეში“ . გავიფიქრე და თან მანტო შემოვისხი. -კაფეში წიგნი დამრჩა და უნდა მოვიტანო.- ვეუბნები დედაჩემს და სახლიდან სწრაფად გავდივარ. გულდაწყვეტილი ვარ, რომ ყვეაფერი სიზმარი იყო. მაგრამ, ერთი კარგი ამაბვი, მაინც არის მოთხორბის დასასრული ვიპოვნე, სიზმაღში მაგრამ მაინც ვიპოვნე. მონმარტრზე კაფეში შევდივარ და ბარმენს ვუახლოვდები : - იცით დილით აქ წიგნი დამრჩა სელიჯერის, ხომ არ გინახავთ? -დიახ ახლავე მოგცემთ. - იგი წიგნით ხელში ბრუნდება. ვართმევ და მადლოვას ვუხდი. უეცრად სიზმრისეული ნაცნობი არომატი ვიგრძენი და მისმა ხმამხც არ დააყოვნა: -სელინჯერი ყოველთვის კარგი არჩევანია. - დენდარტყმულივით ვბრუნდები მისკენ და ნაცნობი ლურჯი თვალები მეჩეხება, რომელშიც ვარსკვლავები ისევ ციმციმებს. ოღონდ ეს სიზმარი აღარაა. რეალობაა და ბიჭი, სიზმრებიდან მართლაც ჩემს წინაშე დგას. და ამის მერე თუკი იტყვიან, რომ შობას სასწაულები ხდება, დავეთანხმები, რადგან სიზმრისეული სასწაული ახლა ჩემს წინაშეა მთელი თავის რეალობით და იმ ვარსკვათვალებით, რომლებაც თავიდანვე მიიქცია ჩემი ყურადღება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.