შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვითელი სახლი(სრულად)


25-12-2016, 00:37
ავტორი likuna12345
ნანახია 3 353

მშვიდი ვარ, ისე როგორც ზღვა. ცარიელი, როგორც დაცლილი ჭიქა, მე ვეღარაფერს ვგრძნობ. ყველგან შენ გხედავ და ყველგან შენ გეძებ იცი? არცერთი ქუჩა მეცნობა, ყველაფერი თან გაგატანე.
მიპოვე....
ყველა ის ადგილი ნახე, სადაც ჩემი პოვნა შეიძლება.
იქნებ უბრალოდ ყველაფერი დამთავრდა და შენც გაქრი?
დაბრუნდი რა...
ვგიჟდები!
არ მიეჩვიო, არ მიეჩვიო!
არ გინდა! არ გინდა!
არ მიეჩვიო წარსულზე ფიქრს!
არ მიეჩვიო გაქცევას!
არ მიეჩვიო მას!
იატაკზე ვწვები და ფეხებს კედელს ვადებ, მზერას არ ვაშორებ ერთ ამოჩემებულ წერტილს და სიმწრით ვიცინი.
თითქოს აქაურობას ვეთიშები, სხეულს ჩემი მწვანე სული ტოვებს და საწყალ, სიბრალულით სავსე მზერით მიყურებს. გვერდით მიჯდება და თმაზე მეფერება, შემდეგ ჩერდება და სადღაც უჩინარდება.
შენი სხეული ნაწილებად იშლება მე კი არ შემიძლია შენი დახმარება.
და ვგრძნობ, რომ აღარ ვარ მშვიდი. ვბობოქრობ.
ყველაფერი მაშინებს, უ შენ ოდ ყველა ფერი შავია. გამოჩნდი, გამოჩნდი და ერთად გავაფერადოთ სამყარო.
ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს, ვიღაც მახრჩობს. და გიჟივით ვიწყებ ყველაფრის დამტვრევას.
მოულოდნელად, შენს სურნელს ვგრძნობ, ვსწორდები მაგრამ ვერ გხედავ. სული მეხუთება, ხველება მიტყდება დაპროგრამებულივით დავასრიალებ ხელებს სხეულზე და მე აღარ ვარ.
აივანზე გავდივარ, იქვე ვჯდები შენს ნაჩუქარ მოსაცმელს ვიცვამ და მოპირდაპირე აივანს ვადევნებ თვალს.
და შენ იქ ხარ!
ფილმის კადრივით შეშდება ყველაფერი და შენ ისევ უჩინარდები. მე კი იმდენი ძალაც კი აღარ შემომრჩა გამოგეკიდო.
სადა ხარ?
მე ვეღარაფერს ვიხსენებ, ჩემი გონება ყვითელი ფერის სახლად აქციე.
მაგიჟებს იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება გამოგიგონე და შენს შეხებას ვგრძნობ.
-„გადამარჩინე“
ამბობ და აივანი ყვითელი ფერფლით ივსება, მე კი ისევ სკამზე მიჯაჭვული ვზივარ და გაფუჭებული კასეტასავით ვატრიალებ ერთი და იგივეს.
რაც უფრო გადის დრო, მით უფრო წყდება კავშირი ჩემსა და შენ შორის.
„დამიმახსოვრე“
და ვგრძნობ
მე ამას ვგრძნობ
რომ მანადგურებ მანადგურებ და...
და უსასრულობა ხარ ჩემს სხეულში!
უსასრულობა უსასრულობამდე
ვგრძნობ როგორ ეხება
ჰაერი ჩემს სხეულს და
მე აღარაფერს ვგრძნობ.
მის მაგივრად შენ წარმოგიდნენ და შიში მიპყრობს, ხომ გესმის?
მეშინია! ჩემი სიგიჟის მეშინია შენი სახელი რომ ქვია უსასრულობიდან უსასრულობამდე.
შეშინებული და მარტოსული ვარ, თუმცა აღარც სულია ჩემთან.
-„გადარჩები!
-გადამარჩენ?“
უკან ვიხევ, ისე რომ შენს ნაწილსაც არ ვეხები და სირბილით ვტოვებ სახლს. წარმოდგენა არ მაქვს სად მივდივარ. მგონია, რომ აქ ხარ სადღაც, ან სულაც გვერდით დგახარ და მე მომყვები.
„როდის მოხვალ ისევ?“
მომეცი ძალა, რომ მოვიდე შენთან
მომეცი ძალა, რომ...
ნაბიჯს ვუჩქარებ შემდეგ კი მივრბივარ და ჩემს წინ ყვითელი ფერის სახლია. ისეთი, როგორიც ჩემი გონება.
შენ რა შიგნით ხარ?
ჯერ წრეს ვარტყავ სახლს მერე კარებთან ვჩერდები და ვიცი რომ შიგნით ხარ.
ნაზად ვეხები კარებს და შიგნით შევდივარ. აქეთ-იქით ვიყურები მაგრამ ვერ გხედავ. მელოდიის ხმა მესმის, და ჩემი სხეულიც იქით მიიწევს.
ოთახში შევდივარ, იქაურობა შენი სურათებითაა სავსე მაგრამ ერთზე...
-„ ჩემზე ფიქრები მოგიყვანს ჩემთან“
ისევ კარეთ გავდივარ, თუმცა ახლა გზის მაგივრად ლამაზი ბაღია, ყვავილებით სავსე. თითქოს რაღაცას მეუბნებიან, ჩურჩულებენ მაგრამ მათი არ მესმის.
საქანელაზე ვჯდები, ვიცი რომ მიყურებ.
უკვე აღარაფერს ქონდა აზრი რა მნიშვნელობა ქონდა რამე სხვას როცა ის იყო!
გხედავ.
ვდგები და ნელა მოვიწევ შენსკენ რომ არ დაგაფრთხო. შენ კი თავს კედელს ადებ და ელოდები როდის მოვალ შენთან. მე კი ვცდილობ, რაც შეიძლება მეტად გავწელო დრო...
მიღიმი!
გრძელ ლამაზ თითებს ჩემს სახეზე დაატარებ და თან ყველა ჩემს მოქმედებას აკვირდები. გაყინულ ხელებით ჩემს ტუჩებს ეხები და...
ჩემს გარშემო ისევ ხალხია, შენ რა დამცინი?
და მაინც ხანდახან მგონი რომ იმდენად ძლიერ მიყვარს, იმდენად მყავს გათავისებული მთელ სხეულში, იმდენად მიყვარს მისი სიყვარული, რომ ალბათ არ ვიცი როგორ დავასრულო.
ვეღარ იტევს შენ ყვითელ სახლს ჩემი გონება, იქნებ წახვიდე?
ძვირფასო, მე შენ ვეღარ გცნობ. ნუღარც შენ მიცნობ, დავასრულოთ.
ყველაფერს მოვრჩეთ...
მაგრამ შენ ეგოისტურად აღარ თმობ ადგილს და საპასუხო დარტყმას მაყენებ, მე ისევ შენს სამყაროში გადმომიყვანე.
ვსუსტდები.
ან სულაც სუსტი ვარ და ვეღარ ვუძლებ.
მოდი გამოიკეტე ერთ-ერთ ოთახში, მე კი გასაღებს დავკარგავ. გამოუმშვიდობებლად გაგიშვებ და შენზე ფიქრებს გამოგაყოლებ.
სახლში ვარ,მაგრამ არ ვიცი როგორ. სიმართლე,რომ ვთქვა შენი გამოჩენის შემდეგ აღარაფერი მიკვირს.
ლოგინზე ვწვები და ვიცი რომ გვერდით ადგილს შენ იკავებ, შეხებას ვგრძნობ თითებზე და ტირილს ვიწყებ.
იღიმი.
ვიცი, რომ იღიმი!
ეგოისტო !
-„ვერ გამიშვებ“
საიდანღაც ისმის მისი ხმა
-„ვერ გამაქრობ“
იმეორებს ისევ ის.
-„დაიღალე?“
არ წყვეტს საუბარს
-„პასუხები შენშია ეძებე ისინი. მაგრამ შენ რა მართლა გამიშვებ?“
ვიცი როგორ უნდა გაგიშვა!
ვხედავ როგორ იფარება თეთრი კაბა წითელი ფერის სითხით, ღიმილიანი სახით აქეთ-იქით ვიყურები.
თავისუფალი ვარ!
თავისუფლებას ვგრძნობ, თანაც უშენოდ.



№1  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ეცადე,მაგრამ ვერ გამოგივიდა
ძალიან ზერელედ გადამაკითხინეე
ეს არ ყოფილა ყვითელი, არვიცი რა ფერის იყო
მაგრამ ვიცი,ყვითელი არ იყო
ეცადე,მაგრამ საერთოდ არიყო
სათაური კარგი აქვს
ისე არვიცი,როგორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent