შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 11


25-12-2016, 23:57
ავტორი katiusha
ნანახია 4 225

11
როცა ვინმეს უყვარხარ სხვანაირი ხდები. ცხოვრებას სხვანაირად უყურე. თითქოს თავდაჯერებულობა გემატება. ამატი ხდები...ხოლო როცა შენც გიყვარს და გრძნობა ორმხრივია უკვე იცვლები. თვალებში ვარსკვლავები იწყებენ ციმციმს. ბედნიერებას ასხივებ, გინდა სამყაროს გაანდო შენი სიხარული, ყველას გაუზიარო...
სიყვარულამდე ჯერ კიდევ აკლდა სოფოს, მაგრამ მაინც სხვანირად გრძნობდა თავს. უკვე სხვანაირად ფიქრობდა და აზროვნებდა...
მიუხედავად იმისა რომ გვიან დაიძინა, დილით პირველს მაინც მას გაეღვიძა. ბედნიერი გაიზმორა საწოლში და მაშინვე ტელეფონს ეცა. რეზოს უკვე დაეტოვებინა მისთვის შეტყობინება
"-დილა მშვიდობის დედოფალო. უკვე მენატრები" გული აუფანცქალდა და ტელეფონი გულში ჩაიხუტა.
-ნეტავ ვიცოდე ასე იდიოტივით რატომ გეღიმება?-ცალი თვალი გაახილა თამომ და ისე გახედა მეგობარს. მერე დახუჭა და ძილის გაგრძელება მოინდომა, მაგრამ სოფოს ნასროლი ბალიში თავში მოხვდა და ამის საშუალება არ მიეცა.
-სულ ასე უნდა მაწვალო?წავალ იცოდე.-უთხრა უკმაყოფილომ და საწოლში წამოჯდა.
-შენ დილიდანვე უნდა დაიწყო წუწუნი?ნერვები არ მომიშალო იცოდე.- თითი დაუქნია სოფომ
-საკითხავია ვინ ვის უშლის ნერვებს.
-ადექი ახლა ჩაიცვი თორემ მაროს ხაჭაპურები გაუცივდება. დილით ადრე ადგა რომ ჩვენთვის საუზმე მზად დაეხვედრებინა.
-რაღა დილა გოგო?უკვე თორმეტი ხდება. ამ დროს გერმანიაში უკვე შუადღის შესვენება მეწყებოდა.
-გერმანია...გერმანია... უნდა შემჭამო ეხლა შენი გერმანიით?-სოფო ადგა და ფანჯარა გამოაღო ოთახი რომ გაენიავებინა. ჰორიზონტზე კავკასიონის ულამაზესი, ჯერ კიდევ მწვანედ აბიბინებული მთების ნაწილი გამოჩნდა. გრილი ჰაერი მაშინვე შემოიჭრა ოთახში.
-რომელი გემანია ან რომელი ქვეყანაა ამაზე ლამაზი მითხარი? შეხედე შორს ჯერ კიდევ თოვლი შერჩენია მწვერვალებს. უფრო ახლოს და უფრო ქვემოთ კი მწვანედ ყვავის ისევ ყველაფერი. ერთდროულად ზამთარიცაა და ზაფზულიც.
-ნუ დაიწყე დილიდანვე ფილოსოფობა და პოეტობა?რომ არ მყვარებოდა ჩემი ქვეყანა ახლა აქ კი არ ვიქნებოდი ,იქ დავრჩებოდი,-გაეცინა თამუნას და შარვალში გაყო ფეხი.
-გავალ მე და გელოდები. ვერანდზე გამოდი, ოღონდ მალე. შენებურად არ მალოდინო ეხლა.
-კარგი მალე მოვალ მეც,
მოხუცს უკვე გაეშალა სუფრა და მათ ელოდა. სოფო რომ დაინახა ისევ სამზარეულოში გაუჩინარდა. უკვე სუფრას უსხდნენ გოგოები როცა ისიც გამოჩნდა. ხელში განიერი თეფში ეჭირა რომელზეც ახალამოყრილი ხინკალი ელაგა და მადისაღმძვრელად გამოყურებოდა.
-ეს რომ არ ვჭამო ახლა ნამდვილად გავგიჟდები,-ხელები მოიფშვნიტა თამუნამ და ცხელ ხინკალს დასწვდა.
-ოო როგორ მომნატრებია ამის გემო. -თქვა და ტუჩები გაილოკა.
-ასე თუ გააგრძელე ბებო მალე ორივე გავსუქდებით.
-ხო ხო რა ჭამოთ არა არაფერი. დაჯექით იმ რაღაც დიეტაზე თუ რა ჯანდაბას ეძახით თქვენ ქალაქელები და დარჩებით ცარიელი ძვალი და ტყავი. ვის რად უნდა მერე მასეთი ქალი.-ავიშვიშდა მოხუცი.
-კარგი ბებო მოდი მშვიდად ვისაუზმოთ.-უთხრა სოფომ
-ისე ხინკალზე რამდენი რამე გვაქვს არა გასახსენებელი-.გაეცინა თამუნას და კიდევ ერთი ხინკალი გადაიღო თეფშზე.
-ხო ძალიან ბევრი. მაგრამ ყველაზე მეტად მე ერთ-ერთი ბოლო გართობა მახსენდება.
-ხო მაგ დღეს ბევრი სიგიჟე ჩავიდინეთ.....


"სოფო მთელი დღე ნერვიულობდა. მეორე დღეს მნიშვნელოვანი ოპერაცია ჰქონდა ჩასატარებელი და ემზადებოდა. კომპიუტერთან უჯდა და თანამედროვე მედიცინის სიახლეებს ეცნობოდა. ბოლო პერიოდში ზაზასთანაც არეული ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ თავს არ უტყდებოდა. არ უნდოდა იმის დაჯერება რომ ბიჭი უბრალოდ მექალთანე აღმოჩნდა და ქალებთან გართობას არ იკლებდა.ხანდახან სოფოს გვერდით იყო მაგრამ მაინც დაუწყია სხვა ქალთან არშიყი. სოფო კი ამას ჩუმად უყურებდა. ურეაქციოდ. არ უნდოდა ისტერიკები მოეწყო და ეჭვიან ცოლს დამსგავსებოოდა ამოსუნთქვის საშუალებას რომ არ აძლევდნენ კაცებს....მაგრამ ფაქტი სახეზე იყო. არც იმის დაჯერება უნდოდა რომ ბიჭი მას გამოიყენებდა და მერე მიატოვებდა, სხვა გოგოსთან გადაინაცვლებდა....
ფიქრებში იყო წასული. აანალიზებდა მათ ურთიერთობას და დეტალებს და ვერ მიხვდა როდის მივიდნენ აქამდე ან როგორ... მობილურმა დარეკა. თამო იყო.
-სამსახურს მოვრჩი და არ გინდა სადმე გავიდეთ
-არა მეზარება. ხვალისთვის ვემზადები.
-ვიცი რომ ახლა ნერვიულობ და განიცდი, მაგრამ იქნებ დაურეკო და გაარკვიოთ ყველაფერი. ასე გაგრძელება არ შეიძლება ან უნდა დაშორდეთ ან სახელი უნდა დაარქვათ ამ ურთიერთობას.
-მეშინია თამო. წყალწაღებულივით ვარ და თითქოს ხავსს ვებღაუჭები. თითქოს იმედი მაქვს რომ ყველაფერი შეიცვლება და ისევ ისე იქნება როგორც ადრე.
-თვითონაც კარგად ხვდები რომ ყველაფერი ისე აღარ იქნება როგორც იყო. აღარ ხარ პატარ გოგო. მას ყველაფერი შესწირე და ვეღარ დაიბრუნებ უკან. ყველაფერი წარსულია და ის ან უნდა იქ დატოვო ან ერთად უნდა დაგეგმოთ თქვენი მომავალი.
-მოდი არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. დღეს მინდა რაღაც გავაკეთო. რაღაც ისეთი რომ გავმხირულდე ცოტა.
-მეგობრები ბარში მივდივართ და წამოდი შენც.
-სად იქნებით?
-ძალიან გვშია და სავარაუდოდ ჩვენს ადგილზე წავალთ,
-მალე მოვალ,თქვენ შეკვეთეთ და შემოგიერთდებით მეც. სოფომ ტელეფონი საწოლზე მიადგო. , მერე ტანსაცმელი გამოიცვალა, ჩანთა აიღო და წასავლელად მომეზადა.
-დეე სად მიდიხარ?ვახშამზე არ დარჩები?
-არა დეე. გოგოებთან ერთად გავდივარ და ცოტა გვიან დავბრუნდები. არ დამელოდოთ.
-კარგი შვილო ჭკვიანად, თავს გაუფრთხილდი.-დედამ შვილს სიყვარულით სავსე თვალები გააყოლა და იქამდე უყურებდა სანამ თვალს მოეფარებოდა, მერე მობრუნდა და სამზარეულოში შევიდა, სუფრის გაშლა დაიწყო ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის....
გზაში ზაზამ დაურეკა. რაღაც ცივი ეჩვენა, საუბრის მიზეზეს ვეღარ პულობდნენ. აქამდე თუ შეეძლოთ ნებისმიერ რამეზე ელაპარაკათ,ნებისმიერ სისულელზე და ეს ჩვეულებრივად მიეღოთ, ახლა სასაუბრო თითქოს აღარაფერი ჰქონდათ. მოკლე კითხვები და მოკლე პასუხები...
-სად მიდიხარ?ვისთან ერთად იქნები?-ჰკითხა ზაზამ მერე.
-გოგოებთან ერთად ვიქნები ბარში.
-არ წახვალ. სახლში დაბრუნდი. არ მინდა მთვრალმა მამაკაცებმა ყურება დაგიწყონ და მერე აგეკიდონ.
-მე მიზეზს არავის ვაძლევ და შენ კარგად იცი რომ შენს გარდა არავინ არ მინდა.და თუ ძალინ ნერვიულობ ჩემზე წამოდი ჩემთან ერთად.
-ახლა არ შემიძლია. საქმეები მაქვს.
-შენ და შენი საქმეები.ყველასთვის იცლი ჩემს გარდა. შენთვის ბოლო პლანზე გადავიწიე. ასე აღარ შეიძლება.მითხარი გიყვარვარ ისევ თუ არა?
ზაზა გაჩუმდა. პასუხის გაცემა გაუჭირდა. დუმდა.
-გასაგებია ყველაფერი.დაიჩურჩულა სოფომ და ტელეფონი ხელიდან გაუვარდა.იმის წარმოდგენა რომ ყველაფერი მორჩა თავზე მეხის დაცემის ტოლფასი იყო. ბოლო ხმაზე აღრიალდა. ტელფონის გათიშვაც დაავიწყდა.
-რა ხდება შვილო ხო მშვიდობააა?-ჰკითხა ხანში შესულმა მძღოლმა.
-მალე მივალთ?-დაუბრუნა კითხა
-მოვედით უკვე.
სოფომ ფული გადაუხადა და მანქანიდან გადავიდა. გრილი ჰაერი ესიამოვნა. რამდენიმე წუთი გაჩერდა. მერე ცრემლი მოწმინდა. თავი ხელში აიყვანა და ბარში შევიდა. გოგოები უკვე იქ იყვნენ და მხიარულობდნენ. სოფო მათკენ წავიდა. თამუნამ როგორც კი შეხედა მაშინვე მიხვდა რომ ყველაფერი ცუდად იყო. გვერდით მოისვა და უჩურჩულა
-მშვიდობა გაქვს?
-არა. მოუჭრა მოკლედ.-დავლიოთ დამისხი რააა. -მაშინვე დაავლო მის ჭიქას ხელი და სულმოუთქმელად გამოცალა ბოლომდე კონიაკი.
-რა გჭირს?რას დაეტაკე ამ სასმელს არ იტყვი?-ახლა ლიკუნამ ჰკითხა. ისიც მისი დიდი ხნის მეგობარი იყო.
-მოკლედ გოგოებო დღეს ჩემი სიყვარული მოკვდა. მისი სადღეგრძელო უნდა დავლიო. დაასხით რააა.-სოფო უკვე გაუაზრებლად იქცეოდა. ზედიზედ მეორე ჭიქა გამოცალა
-ასე დათვრები. დადგი და მოყევი რა მოხდა. თითქმის ძალით გამოსტაცა ჭიქა თამუნამ
-მოკლედ მე და ზაზა დვშორდით.-თქვა სოფომ და აღრიალდა
-რას ქვია დაშორდით?ასე არ ხდება?ეტყობა რაღაც ვერ გაიგე?
-არ უყვარვარ, გაიგე? აღარ ვუყვარვარ. რაში სჭირდება ჩემნაირი მახინჯი და პრობლემებით სავსე გოგო?არ ვჭირდები არაა..
-ადექი გამომყევი.-თამუნამ ძალით წაიყვანა ტუალეტისკენ, რომ აზრზემოეყვანა.
მაშინვე ცივი წყალი მოუსვა სახეზე. ცრემლები მოწმინდა
-აბა ახლა დაწვრილებით მომიყევი რა მოხდა.
-არაფერი ისეთი. ასე მარტივად დავშორდით. ვიკამათეთ არ წახვიდეო. შენც წამოდი თქო და არ მცალიაო. მერე ვკითხე გიყვარვარ თუ არა-თქო და არაფერი უთქვია. ხმა არ ამოუღია. დუმდა. აღარ ვუყვარვარ.თორემ არ გაჩუმდებოდა. აქამდე სულ ყოველ წუთს, ყოველ წამს მიმეორებდა რომ ვუყვარდი და გამოხატავდა. ბოლო პერიოდი კი ვერ ვცნობ. სხვა ზაზაა. თითქოს შეცვალეს,
-შეცვალეს ?იქნებ ასეთი იყო და შენ ვერ ხედავდი?შეყვარებული ქალი ხომ ვერ ხედავს საყვარელი კაცის ნაკლოვანებებს?
-არ ვიცი. უკვე აღარაფერი აღარ ვიცი.
-მომისმინე ახლა შენ დამშვიდდები, თავს ხელში აიყვან.გავალთ დარბაზში და დღეს კარგად გავერთობით. არასოდეს არ იფიქრო ის რომ შენ ცუდი ხარ. რომ შენ მახინი ხარ ან რამე ნაკლი გაქვს. შენ ძალიან მაგარი ადამიანი ხარ.ყველაზე კარგი მეგობარი, ყველაზე კარგი ექიმი და უბრალოდ მიმზიდევლი ქალი და აღარასოდეს იფიქრო რომ ვინმე შენზე რამით მეტია.
-კი არიან თამო და ხომ იცი შენ ეს?მე უკვე ცოდვილი ვარ. შეცდომები დავუშვი. ჩემი სიამაყეც და აპატიოსნებაც დავკაგე, მას ყველაფერი მივუძღვენი.
-მომისმინე ახლა დამშვიდდი. ხვალ დაილაპარაკებთ და ყველაფერს გაარკვევთ. ყველაფერი მოგვარდება.ასე ვერ მიგატოვებს და ვერ წავა, შენ ნივთი არ ხარ გამოგიყენოს და მერე ისე მიგაგდოს უკან არც მოიხედოს. არ შევარჩენთ. ჩვენ შენს გვერდით ვართ.მოკლედ აბა ახლა გაიღიმე და წავედით.
სოფომ ღრმად ჩაისუნთქა სახე ცივი წყლით მოიბანა და დარბაზში დაბრუნდნენ.
-იმ დღეს ცოტა ხნით საერთოდ დაივიწყა ზაზა. რამდენიმე ჭიქა დალია.სასმელი მოეკიდა,უკვე გათამამდა. ცეკვაც დაიწყო. მამაკაცების ყურადღება მიიქცია. რამდენიმემ მასთან ცეკვის სურვილიც გამოთქვა, მაგრამ არ დაჰყოილია მათ სურვილს.მეგობრებთან ერთად იცეკვა და კარგადაც გაერთო...
იქიდან რომ გამოვიდნენ თამუნასთან ერთად გვიანობამდე დასეირნობდა თბილისის ქუჩებში ფეხით. იცინოდნენ და ბავშვობის ამბებს იხსენებდნენ. იმ დღეს სახლში დარეკა დ დედას უთხრა რომ თამუნასთან რჩებოდა. აღარ უნდოდა მოეტყუებინა . აქამდე ხომ არაერთხელ გაუკეთებია ეს როცა ზაზასთან ერთად ატარებდა ღამეებს...."

-სოფოო რა დაგემართა?-ხელი წაჰკრა გოგომ.-სად წახვედი?
-ბოდიში ჩავფიქრდი.
-ხო ისე ჩაფიქრდი რომ ჩვენ სუფრაც ავალაგეთ და აი ყავაც კი მოვადუღე.
-შენ მოადუღე?-გაეცინა მას
-ხო რა იყო შენ გგონია ვერ ვისწავლიდი? სულაც არ ყოფილა რთული.
-ნუ ეხლა ყავაის მოდუღება თუ ისწავლე ამაზე მეტი რაღა უნდა ისწავლო?-გააჯავრა სოფომ
-გოგოო შენ ასე ნუ მიყურებ?მედიცინა ვისწავლე და ყავის მოდუღებას ვერ ვისწავლიდი?
-მარო ბებო ჩაიწერე ყავის მოდუღების რეცეპტი თამუნასგან. ავიღოთ ერთი კოვზი ყავა. ჩავყაროთ ჩაიდანში. დავუმატოთ თეთრი ფხვნილი, რასაც ვიპოვით სახლში., სახლში რაა სამზარეულოში, დავასხათ ორი ჭიქა წყალი და ავადუღოთ. ყავაც მზადაა... სოფომ გულიანად გადაიხარხარა.
-ისევ ვერ ივიწყებ ხო მაგ ამბავს?-გაიბუსხა თამო
-მოიცა ეს რა უცნაური რეცეპტია.-გაუკვირდა მოხუცს
-ამ ბოთემ ყავის მოდუღება არ იცოდა. ერთ დღეს ატყდა მე მოვადუღებ, თან ვისწავლიო და წარმოიდგინე ერთი კოვზი ყავა ჩაყარა მადუღარაში და შაქრის მაგივრად სოდა ორი კოვზი
- ტეტრი ხო იყო და რა ვიცოდი ის შაქარი თუ არ იყო. აჰყვა თამოც
-ასე მოადუღა თამუნამ პირველად ყავა.კიდევ კარგი არ დავლიე თორემ არ ვიცი რა დამემართებოდა.
-არაუშავს ყველაფერს ისწავლის ადამიანი თუ მოინდომა. დაარიგა მარომ.-აი შენ რომ ჩამოხვედი არ იცოდი არაფერი და ხომ ისწავლე? არ გახსოვს შენ რა ჩაიდინე?
-არ თქვა,თორემ ამას რა გადაურჩება.
-აუ მომიყევით რააა.- შეეხვეწა თამო.
-რა ქნა და ნახევარი მოსავალი გაანადგურა. სარეველა მეგონაო და ერთიანად გაგლიჯა სულ.
-აჰაა გამოგიჭირე. ესეც მე ვარ ხოოო. დასცინა თამომ
-კარგი გვეყო ახლა წამოდი გავისეირნოთ, აქაუობა დავათვალიეროთ. საღამოს კი ქვემოთ ჩავიდეთ ქალაქში, ჩემი მაღაზია მოვინახულოთ, მერე კი ერთი კარგი რესტორანი ვიცი და იქ ვივახშმოთ.
-კარგი. დროებით მარო ბებო, არ მოიწყინოთ უჩვენოდ კარგი?
-წადი შვილო წადი. მიხარია შენი ჩამოსვლა, რადგან ამას გაართობ და ცოტა საქმეს მოწყდება.

ჯერ ეზოს მოიარეს, დეკორატიული მცენარეებით იყო მოწყობილი და გაფორმებული. ლამაზი ქვებით იყო გაკეთებული ვიწრო ბილიკები და ორივე მხრეს სწორედ ეს დეკორატიული მცენარეები ჩამწკრივებული. მერე ორანჟერია და ყვავილების ბაღი მოინახულეს, თამუნა გაოცებული იყო ამ სილამაზით. ულამაზესი ყვავილები ყვაოდნენ და საოცარი სურნელი იდგა. .
-ეს სკებია ჩემო თამო. სადაც ფუტკრები თაფლს ამზადებენ,-გაეცინა სოფოს.-აი აქეთ კი ეს შენობებები სათბურებია, სადაც სხვადასხვა ბოსტნეული მომყავს. განსაკუთრებით ზამთარში ვიყენებ მათ.
-ვაუუ, ძალიან მაგარია. წარმომიდგენია რა რთული იქნებოდა ამ ყველაფრის შექმნა.
-კი ბევრი შრომა დამჭირდა და უამრავი ადამიანის დახმარება, მაგრამ ამად ღირდა.ამ ყველაფერს რომ ვუყურებ ვმშვიდდები, ვწყნარდები..
-რა გამშვიდებს და გაწყნარებს გოგო?მიწაზე მუშაობა?თოხნა თუ მოსავლის მოკრეფა? ასე თუ შეიცვლებოდი ვერ წარმოვიდგენდი.
-ერთიც მამშვიდებს, მეორეც და საერთოდ ყველაფერი.
-სოფლელო...მიაძახა თამუნამ და გაეცინა.
-სოფლელი იქნება ეხლა ამ მიწაში რომ ჩაგმარხავ ისე რომ ვერავინ მოგაგნებს...
-ბოროტი გამხდარხარ შენ.იცი როგორი?აი ისეთი ქვეშევრდომები მის დანახვაზე შიშით რომ კანკალებენ.
-ჩემი მუშები არ კანკალებენ,პირიქით ძალიან ვუყვარვარ ყველას. ხომ იცი მე რა კარგი გოგო ვარ.
-დავიღალე უკვე.-თამუნა მინდორში ჩამოჯდა, მწვანე ბალახში და სელფების გადაღება დაიწყო.
-ვაიმე თამო გველი.-დაუძახა სოფომ და ეშმაკურად აუციმციმდა თავლები. ამის გაგონება იყო და გოგო კი არ წამოხტა წამოფრინდა და კინაღამ ზურგზე შეახტა. მისმა კივილმა იქაურობა გააყრუა.
-კაი გეხუმრე დამშვიდდი. მოგატყუე. ამშვიდებდა სოფო როცა მისი სახე დაინახა.
-მართლა მეხუმრე?არ არის?-დაეჭვებული ეკითხებოდა და ისე იყო აკრული სოფოს რომ გოგო კინაღამ დაახრჩო. ნელ-ნელა გაუშვა ხელები და დამფთხალი იყურებოდა აქეთ-იქით.
-კარგი გეხუმრე. მართლა შენ თავს გეფიცები.
-ერთხელაც იქნება გულს გამიხეთქავ და დარჩები მერე მეგობრის გარეშე. ამოსიუნთქა თამომ
-წამო ეხლა ჩემს მაღაზიაში წავიდეთ.საქმე მაქვს იქ და მერე ქალაქშივე ვივახშმოთ. პატარა, მაგრამ მყუდრო კაფეეებია და ძალიან მომწონს.
-მთავარია აქაურობას მოვშორდეთ და სადაც მეტყვი იქ წამოვალ.-უპასუხა თამუნამ და უკან აედევნა თან უკან იყურებოდა ხომ არაფერიაო...

მაღაზიაში ლია თბილი ღიმილით შეეგება სოფოს. მერე უცხო გოგო შეამჩნია და ცოტა დაიმორცხვა.
-ეს ჩემი მეგობარია თამუნა, ეს კი ლია ჩემი დამხმარე მაღაზიაში. წარუდგინა ერთმანეთს.
-ძალიან სასიმოვნოა.-უპასუხა ქალმა.
-ჩემთვისაც.-Xელი ჩAმოართვა თამუნამ და გაუღიმა
-შენი ქმარი როგორ არის ლია?უშველა წამლებმა?-ჰკითხა სოფომ და სამუშაო კაბინეტისკენ წავიდა.
-ახლა კარგად. მადლობ სოფო. ყველაფერი შენი დამსახურებაა. არ ვიცი ამ სიკეთეს როგორ გადავიხდი.
-მე არ მჭირდება სიკეთისთვის გადახდა. მთავარია რომ ყველაფერი კარგადაა. თამო აქ იქნები თუ შემოხვალ კაბინეტში?
-აქ ვიქნები. დავათვალიერებ აქაუობას, მერე გვერდით მაღაზიებს, საინტერესო სამკაულების მაღაზია დავინახე.
-კარგი ოღონდ შორს არ წახვიდე არავინ მოგიტაცოს გოგო.-გაეხუმრა სოფო
-ნეტავ ეგ ვინმემ გააკეთოს თორემ დავრჩები გასათხოვარი და ეგაა.-ჩაეცინა თამუნას. ამ დროს კარში იდგა ზურგით და ვერ დაინახა როგორ ჩაიარა ახლგაზრდა ყმაწვილმა. თუმცა მაშინვე შეჩერდა და კარგად გაიგონა გოგოს ნათქვამი. მერე ცოტა მოშორდა იქაურობას და შორიდან უთვალთვალებდა, რომელიც მალე გამოვიდა მაღაზიიდან და გვედრით მაღაზიაში შევიდა.....

-ლია მითხარი ამ თვეში შემოსავალი როგორი იყო?
-კარგი. იმაზე მეტად მოიმატა ვაჭრობამ ვიდრე წინა თვეში. აი ანგარიშები და შემოსავალ-გასავალი. მარტო დაგტოვებ და მაღაზიას მივხედავ მე. ლიამ წინ საკმაოდ სქელი საქაღალდე დაუდო. და იქაურობა დატოვა. სოფომ გადაშალა და მათი შემოწმება დაიწყო. ფინანსური მდგომარება დამაკმაყოფილებელი ჩანდა. ამას არ ელოდა.
-ხვალ ბანკში წავალ და ჩემს ანგარიშებს შევამოწმებ,ჩემებს უნდა დავეხმარო,- ჩაილაპარაკა და საქაღალდე ახურა...

თამუნამ ჯერ სოფოს მაღაზია დაათვალიერა. დიდად საინტერესო არ აღმოჩნდა მისთვის ხილ-ბოსტნეულის და სოფლის პროდუქტების ნახვა. ამიტომ პირდაპირ გვერდით მაღაზიისკენ წავიდა. სამკაულები და სხვადასხვა სუვერინები მისთვის უფო საინტერესო იყო. ისე შეიყოლა ამ ყველაფერმა და იმდენად მოეწონდა რომ ვერ ამჩნევდა როგორ მიჰყვებოდა უკან ვიღაც. სუვერინებთან შეჩერდა და ხელში საინტერესო ორნამენტებით გაწყობილი ლარნაკი აიღო.
-ისევ შევხვდით. ამჯერად ჩემს მოედანზე.-ჩასჩურჩულა ვიღაცამ ყურთან იმდენად ახლოს რომ მისი სუნთქვა იგრძნო და რაღაცნაირად შეკრთა. კინაღამ ხელიდან გაუვრდა ლარნაკი. ბიჭმა შეაშველა ხელი და მასთან ერთად ხელებიც მის ტორებში მოიქცია.
-იდიოტი ხარ. როგორ შემაშინე. მოეგო გონს. ხელები გამოსტაცა და ლარნაკი უკან დააბრუნა თაროზე.
-აბა გარეცხეთ ჩემი პერანგი?ველოდები.
-ოხ საწყალი. უპერანგოდ ხომ არ დარჩით?-არ დაუთმო მან
-არა. მაქვს კიდევ, მაგრამ მე ეგ მინდა.-გაჯიუტდა ბიჭი
-თქვენთვის არავის დაუძალებია გაიხადეთო. გოგომ ზურგი შეაქცია და წამოვიდა. ბიჭი აედევნა და წინ გადაუგა.
-მოვითხოვ დამიბრუნო თან გარეცხილი და გასუფთავებული.
-შენ ვერაფერს მოითხოვ. -საჩვენებელი თითი მკერდზე მიადო თამუნამ და მსუბუქად უბიძგა გამატარეო. მაგრამ ბიჭი ჯიუტად იდგა ერთ ადგილზე.
-შენთვის შეხების უფლება არ მომიცია.
-ნებართვა არ მჭირდება. დოინჯი შემოიყარა გოგომ
-გატუტუცებული გოგო ხარ. თვითონაც არ იცოდა რატომ უთხარა ეს
-შენ კი საკუთარ თავში დარწმუნებული იდიოტი. თვალები დაუბრიალა თამუნამ
-მომისმინე თამარ, ჩემი პერანგი დაისვარა მაშინ როცა შენი მანქანის შეკეთებას ვცილობდი. ჩემი ვალი გაქვს,ამიტომ მოგიწევს რომ ის გარეცხილი და სუფთა ჩამაბარო.
-რას გადაეკიდე მაგ პერანგს?სხვა ხომ გაქვს?
-მე ეგ მინდა.
-პატარა ბავშვივით ჯიუტობ.
-შენც სხვათაშორის.
-მოისმინე დათა ხარ თუ ვინც ხარ. პერანგს ვერ ეღირსები. ის ჩემი საკუთრება გახდა და სხვათაშორის შენი ნებით ჩამაბაარე. ასე რომ მას დაემშვიდობე. თამუნამ ხელი ჰკრა და გვერდი აუარა. გასასვლელისკენ წავიდა. დათა უკან უნდა ადევნებოდა, მაგრამ ტელეფონმა დაურეკა და შეჩერდა
-სამაგიეროდ შენ გახდები ჩემი.- ჩაილაპარაკა და ტელეფონს უპასუხა....

**************
-სად დაიკარგე?რა სახე გაქვს?-ჰკითხა სოფომ როცა თამუნა დაბრუნდა უკან
-არაფერია. უბარლოდ დავიკარგე კინაღამ და ცოტა შემეშინდა. იცრუა მან
-მე მოვრჩი საქმეებს. წამოდი ახლა ვივახშმოთ. უკვე საღამოა ჩვენ კი მთელი დღე აქეთ-იქით სიარულში გავატარეთ.
ფეხით გაუყვენენ ქუჩას. სასიამოვნოდ გრილოდა. მალე სოფოს რეზომ შეტყობინება მისწერა და სოფომაც დაუბრუნა პასუხი. ჩაეღიმა და გზა გააგრძელა.

რეზო და დათა სასტუმროს ბარში ისხდნენ და შეკვეთის მოლოდინში საუბრით ირთობდნენ თავს. მალე მიმტანმა სუფრა სხვადასხვა საჭმელებით აავსო და სასმელიც მოიტანა.
-დათა იმ გოგოსთან შენი შეხვდრა როგორ დასრულდა?-ჰკითხა რეზომ
-არ გამახსენო. ერთი გატუტუცებული ქალაქელი გოგოა. ნერვები მომიშალა. თქვა დათამ და ლუდი მოსვა.
-მეტი არაფერი?არაფერი მოხდა დავჯერო?
-ოო რას ჩამაცივდი. დამანებე თავი რაა. ნერვები მომიშალა და ახლა შენც იგივეს აკეთებ.-გაბრაზდა დათა.
-კარგი ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ მანქანაში პერანგის გახდა რამ მოგაფიქრა?-გაეცინა რეზოს
-რაა?-ლუდი გადასცდა დათას და ხველა აუტყდა.-ეგ საიდან იცი?
-ვიცი ჩიტმა მ-მიტანა ამბავი.
-საიდან გაიგე მეტყვი?
-საიდან და ეგ გოგო ახლა შენს უკან ზის იმ გოგოსთან ერთად რომელიც მე მომწონს და სავარუდოდ ახლო მეგობრები არიან.-ჩაეცინა რეზოს.
ამის გაგონებაზე დათა სწრაფად მოტრილდა კინაღამ სკამიდან გადავარდა
-რა დაბნეული ხარ?რა გჭირს?-ჰკითხა რეზომ ისე რომ მის დაბნეულობას ხაზი გაუსვა.
-არა არაფერი. დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას ბიჭი.-ახლა მიხვდი საიდან გაიგე ეგ ყველაფერი ისე მაგრად კი გამომივიდა. ისეთი სახე ჰქონდა რომ გავიხადე ის პერანგი.-გაეცინა მერე დათასაც.
ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს მერე რეზომ რაღაცნაირად მოახერხა ცოტა ხნით გასვლა დავრეკავო. სოფომაც დრო იხელთა ეს რომ დაინახა გასული და უკან გაჰყვა ისე რომ თამუნას არ ეეჭვა არაფერი. ბარის უკან იდგნენ და ჩუმად უყუირებდნენ მათ რეაქციას როცა აღმოაჩენდნენ რომ მარტო დატოვეს...
ერთ ხანს ელოდა დათა რეზოს მაგრამ არადა არ ჩანდა, ხანდახან თამუნასკენ გააპარებდა თვალს. აღმოაჩინა რომ მარტო იყო ისიც და მაშინვე მიხვდა რომ ეს მათი შეთანხმება იყო და სპეციალურად მოაწყვეს ასე. რაღას იზავდა. ანგარიში გაასწორა და წამოდგა. ჯერ იფიქრა წავალ და რეზოს ჩანაფიქრი წყალში ჩაიყრებაო, მაგრამ მერე სულმა წასძლია გოგოსკენ წავიდა.
-როგორც ჩანს ლატარიაში მერგეთ.-უთხრა და წინ დაუჯდა თამუნას, რომელიც გაოგნებული იყურებოდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა იქნებ ვინმემ მიშველოსო. მშველელში სოფოს გულისხმობდა მაგრამ ის არ ჩანდა. ვერ მიმხვდარიყო მეგობრის ასეთი ქცევის მიზეზს რატომ წავიდა ან მარტო რატომ დატოვა..
-მე კი არა შენ მერგე ლატარიაში.-უთხრა თამუნამ და ჭამა განაგრძო. ცდილობდა სიმშვიდე შენარჩუნებინა.
-უკვე მეორედ შევხვდით..
-მესამედ-შეუსწორა თამუნამ
-აუტანელი ხასიათი გაქვს, მაგრამ მე მომწონს შენნაირი გოგოები. გაუხედნავი ცხენივით რომ არიან, მაგრამ არ უშავს შენც მოგარჯულებ.
-რაა?ცხენს შემადარე?ფუუ რა საზიზღარი ხარ. ნამდვილი ხეპრე.-გამწარებულმა უპასუხა სოფომ და ჭამა შეწყვიტა.
-შესწორებას შევიტან სოფლელი არ ვარ. ნამდვილი ქალაქელი, ვერელი ბიჭი ვარ.-გაეცინა დათას
-ვაიმე არ შემიძლია. გულზე ხელი დაილაგა თამუნამ და ტუჩები დაპრუწა.-ვსვეტობთ და რამე.
-შენ რაც გინდა ის დაარქვი.
-მერე ვინ გითხრა რომ მე შენზე ნაკლები გოგო ვარ?შენ თუ ვერაზე ცხოვრობ მე საბურთალოზე ვცხოვრობდი. და ახლახანს დავბრუნდი გერმანიიდან. ასე რომ არ გვინდა ხაზის გასმა იმაზე ვინ სად ცხოვრობს, სადაურია ან რა მიღწევეი აქვს, თორემ მე გაჯობებ იცოდე.-სერიოზულად უპასუხა თამუნამ
-კარგი. ალამს ვწევ. შენთან ზავის დადება ჯობს როგორც ჩანს.-ჩაეღიმა დათას.
-ნამდვილად კარგი იქნება.
-მაგრამ მაინც აუტანელი ხასიათი გაქვს.
-ისევ იწყებ?
-კარგი კარგი.ხმას აღარ ვიღებ ერთი პირობით. წამო გავისეირნოთ და მშვიდად ვილაპარაკოთ.
-სალაპარაკო გვაქვს რამე?
-გამოვნახავთ რამე თემას. გაიცინა დათამ და წამოდგა. მაგიდაზე რამდენიმე კუპიურა დატოვა და თამუნას გაუღიმა
-წამიდეთ?
-წავიდეთ.მაგრამ სოფოს მოვკლავ ამ ყველაფრისთვის. დაიმუქრა და უკან აედევნა დათას...
-ვინ იცის ახლა სად არიან ის და რეზო. ალბათ ახლა გულიანად დაგვცინიან
-მოიცა ვინ რეზო?
-ჩემი ძმაკაცია. სოფო მოსწონს
-ესეგი ეგ ბიჭია ჩემი მეგობარი რომ გადარია?
-გადარია?ვინ ვინ გადარიაეგ ჯერ კიდევ საკითხავია.-გაეცინა დათას.-ასეთი შეყვარებული რეზო ჯერ არ მინახავს. გიჟდება ამ გოგოზე,
-ეგ გოგო ჩემი ბავშვობის მეგობარია
-ეგ ბიჭი კი ჩემი. ასე რომ მგონი ხშირად მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა.
-ასე გამოდის.-ჩაეღიმა დათას....
-ოღონდ სოფო იყოს ბედნიერი და მის გამო შენც კი აგიტან.-უპასუხა თამუნამ და ხმამაღლა გაეცინა...



№1  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

კარგობაა^ დამაინტერესა^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent