შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა რომლისაც არასოდეს მჯეროდა


22-10-2016, 01:35
ავტორი It Girl
ნანახია 1 895

ყველას ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი ადამიანი რის შედეგადაც სხვანაირი ხდები. არ აქვს მნიშვნელობა ის დიდ ბედნიერებას მოგიტანს თუ დიდ ტკივილს, მაგრამ ისეთი როგორიც იყავი ვეღარასდროს იქნები.

ზოგჯერ ვერ ვსუნთქავ მის გარეშე . ზოგჯერ არც მადარდებს ისევ შევხვდებით თუ არა. აქ საქმე მორალში არაა, საქმე იმაშია, თუ რამდენის გადატანა შეუძლია ადამიანის გულს, ჩემს გულს.
როცა ერთად ვერთ , რამდენი რამე შეიძლება ვიფიქრო მასზე, როდესაც ცალ-ცალკე , მხოლოდ ერთი რამ, რომ მენატრება.

ოჰ, საოცარი თვალები ჰქონდა
სულ ერთი წუთით.
მე და ის .
ერთმანეთის საპირისპიროდ.
სულ ერთი წუთით მიყვარდა მე ის.
და ზუსტად ვიცი , მისი ღიმილი ამას რომ გრძნობდა.
შემდეგ წავიდა.
და ხურდასავით გავაყოლე ყველა ის გრძნობა, რაც ერთ წუთში შეიძლებოდა ჩატეულიყო.
წახვედი, მაგრამ მე არ დამვიწყებიხარ, ყოველთვის ვფიქრობ შენზე, რგოორც მიტოვებულ სახლზე, რომელშიც აღარასდროს შევაღებ კარს.

ახლა არავისთან ლაპარაკი არ მინდა,არც ვინმეს დანახვა მსურს. უბრალოდ მინდა ვიჯდე აივანზე, მოვუსმინო მუსიკებს და გავიხსენო ის პერიოდი როდესაც ისე როგორც არასდროს და არავინ შენ მედექი გვერდში.
მადლობელი ვარ შენი , რადგან ჩვენი ერთად გატარებული დრო გახდა ჩემი, როგორც პიროვნების საფუძველი, ჩვენი ურთიერთობა ერთ უდიდეს გამოცდილებად იქცა. უბრალოდ ვერ დაგივიწყებ შენ ხარ მიზეზი იმისა თუ ვინ ვარ მე ახლა.
ერთი შეხედვით, სრულიად უმნიშვნელო შემთხვევას შეუძლია უღრმესი და თავდაუღწეველი სიყვარული დაბადოს. და საერთოდ , სიყვარული მუდამ ასეთ უბრალო და შეუმჩნეველ დეტალებზე აღმოცენდება ხოლმე.

ჩვენ ურთიერთობას მხოლოდ მოხდენა აკლდა, ყველაფერი მხოლოდ უნდა მომხდარიყო. ორივემ ვიცოდით, მაგრამ მაინც არ არწყო.
ვიცი ყველაფერი თავიდან დაიწყება, ვარსკვლავები ისევ შენი სახელის ყვირილს დაიწყებენ და ვიცი მე მხოლოდ მთვარე გამიგებს.

და რამდენადაც ბანალურად ეს არ უნდა ჟღერდეს, ჩვენს შორის მთელი მარასიდობა გაირბენს და მაინც გაგიხსენებ, როგორც ბედისწერას , რომლისაც არასოდეს მჯეროდა.



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent