შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერთა ქაოსი (3)


26-12-2016, 01:04
ავტორი elene tetruashvili
ნანახია 1 237

- ჰეი , ნუციი.... -უკნიდან დაბოხებული ხმა მომესმა და მეც მაშინვე მივიხედე , თავიდან ვერ გავარჩიე მერე კი ეგრევე წამოვაყლანტარე .
-დიმა ? ეს შენ ხარ ? რამდენი ხანია არ მინახიხარ . მომენატრე ! -მივვარდი და გადავეხვიე საუკუნის უნახავ მეგობარს .
დიმა ?
წყალივით მოლიპლიპე , მოკამკამე ფერის ცისფერი თვალები ; დაბალი წვერი და ნახშირივით შავი , გაბურძგნული თმები , რომლებზეც სულ ვეთამაშებოდი , მივვადებოდი თმებში ხელებს შევუცურებდი და გამოვუცურებდ ... ასე გრძელდებოდა საუკუნე ... ჰაჰ !
-რას შვები აბა შენ , შენ რა გინდა ახლა . უი , გავიგე შენი ამბები და ....
-ვიცი , მადლობა დიმა . მე ? რავიცი აბა , ახლა უკვ ჩემი დის ადგილი დავიკავე . მთლად არა რათქმაუნდა სამსახურში .
-ვაუ ! მაგარია ! ახლა შენც ცნობილი დეტექტივი აბაშიძე ხარ არა ?
-დიახ სწორედ ასეა და შენ რას შვები ?
-მე ჟურნალისტი ვარ .
-მაგარია ! კარგი ახლა უნდა გავიქცე . საქმე საქმე და მხოლოდ საქმე ... -ვიცინი მე , დიამს ვკოცნი და ჩანთაში მანქანის გასაღებს ვეძებ .
ასე რომ 28 წლის ნუცა აბაშიძე მთლად შეიცვალა .
აღარ ვიყაი ის პატარა გოგო რომელსაც ისევ ჯინსის დახეული შარვალი და კეტები ეცვა .
ახლა უკვე მაღალ ქუსლებზე შემდგარი , კლასიკური სტილის ნამდვილი ქალბატონი ვარ .
მერე ?
მერე ჩემს ნაცრისფერ მერსედესში ჩავჯექი , თავზე ჩამოშლილი ხვეული თმის ღერი გავისწორე და პედალს მივაწექი . დედა ამბობს რომ მამასგან მხოლოდ ეს ერთი ნაწილი გამომყვა , პატარა ხვეული თმის ნაწილი ,რომელიც სულ თვალებში მებლანდება და რაც არ უნდა ვასწორო , მაინცარ იღებს ჩვეულ ფორმას .
-ჯანდაბა უკვე 7 საათია , დაღამდა . - უყმაყოფილოდ ვამბობ მე და თავს აქეთ-იქით ვაქნევ .
გრძელი , უაზრო ქუჩები , რომლებსაც მაინც მიყავხარ დიდ ქალაქში . როგორ მინდა რომ ეს გზები უსასრულო იყოს , არასდროს მომბეზრდება მიყრუებულ ადგილებში სეირნობა , სხვისთვის ეს უაზროა , ამგრამ ჩემთვის არა . ყოველგვარი იდუმალი სულ მომდევს და ჩემში ზის , ამჯერად კი უბრალოდ სიამოვნებაა ...
უსასრულო , უზარმაზარი გზები , რომლებშიაც მიტოვებული შენობების ნარჩენებია . ვინ იცის რამდენ ისტორიას იტოვებს ამ ქალაქის ნარჩენები . თბილისის ისტორიას , საქართველოს ისტორიას ... მაგრამ ისინი ამინც იცოცხლებენ დიდხანს , ჩვენზე დიდხანს იცოცხლებენ , მთავარია ჩვენს რას შევმატებთ მას , ჩვენ რითი გვექნება მაზე ამაგი ...
-შენ ვის უბედავ ბიჭო ! -მესმის გარედან უცნობების საუბარი .
-შენ ვაფშე გაჩუმდი , შენი &&&&& .
მანქანას ვაჩერებ , გადმოვდივარ , მაგრამ ისინი ამას არც კი ამჩნევენ , მაიგნორებენ და თავისას განაგრძობენ . მე კი ვდგავარ დაყუდებული წეროსავით .
-გაფრთხილებ , ხელი მეორეჯერ არ დააკარო !
-შენ ვის აფრთხილებ ! -ეობნება ოდნავ ჭაღარა კაცი , ახალგაზრდას და ,მთელი ძალით უქანებს მუშტს მუცელში , მერე კი კედელთან აგდებს და ამბობს -ფუი !შენი დედა &&&&&&&& .
გავშეშდი , მერეღა მივხვდი რომ ეს ყველაფერი ჩემი სახლის წინ ვითარდებოდა , ჩემი სადარბაზოს წინ . ეს კი რეფლექსი იყო , რომ გავჩერებულიყავი სახლის წინ .
ჭაღარა კაცი წავიდა . მეორე კი ჩაკუზული დარჩა და ვეღარც დგებოდა .
უბრალოდ მუშტი ამოსცხო ?
არა !
მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ მუშტი კი არა იმ გაიძვერა კაცმა მეორე დანით დაჭრა .
-ეი ! - აფორიაქებული მივვარდი კაცს და ჩავიმუხლე . - ჯანდაბა , ჭრილობა დიდია , დამუშავება გჭირდება .
-თავი გამანებე ჩემს თავს მეთვითონ მივხედავ . -ამაყად თქვა მან და ადგომას ეცადა .
-ჰეი! მე შენს დახმარებას ვცდილობ , თანაც ჭრილობა დიდია , არ ვაპირებ ვუყურო როგორ კვდება ადამიანი ...ისევ .
-უბრალოდ შენს გზაზე წადი !
-გაიგნორებ ! -ვთქვი მე და კაშნე მოვიხსენი , მალევე შევუხვიე და წამოყენება ვცადე .
-ახლა რაღას აკეთებ ? არ გინდა უბრალოდ წახვიდე ?
-არაფრის ! -ირონიულად ვპასუხობ მე და სახლში ამყავს .
დივანზე ვაწვენ და სამზარეულოდან "წამლების ყუთი " გამომაქვს . 15 წუთიანი სისხის და ტკივილის შემდეგ დაღლილ დაქანცულმა ნუცა აბაშიძემ (ანუ მე ) "ოპერაცია " დაასრულა .
-მისმინე , ვინ იყო ის კაცი , ვინც დაგჭრა ? -ვეკითხებ მე მას და პასუხის მოლოდინში თითებს ვისრისავ .
-...-ის დუმს სწორედ ისე როგორც ჩემი მშობლები ერთ დროს .
-იცი მე დეტექტივი ვარ და თავისუფლად შემიძლია პოლიციას მის შესახებ ვუთხრა უბრალოდ შენ უნდა ...
-ის მამაჩემია . -ამბობს ის და იღიმის ,მაგრამ ეს სიმწრის ღიმილია .
-...-ახლა კი მე ჩამივარდა ენა , თითქოს ყელში რაღაც დიდი ბურთულა გამეჩხირა და ნებასარ მაძლევს რომ რამე ვთქვა ,ანდაც იქნებ ეს იმის ბრალია ,რომ მეშინია რაღაც ცუდი არ ვთქვა .
-ყველაფერი რიგზეა , ის ჩემი ბიოლოგიური მამა არაა... ასე რომ დიდად არ მადარდებს ,თუმცა არ მინდა რომ თამარი მარტო დარჩეს . ის ჩემი დედობილია ,კარგი ქალია და გთხოვ რომ ...
-მესმის ,და ამის შესახებ არავის ვეტყვი . ვიცი როგორიცაა საყვარელი ადამიანის დაკარგვა , მაგრამ უარესი იმის გაგებაა ,რომ მან გიღალატა .
-კარგი ,ახლა მე წავალ . კარგად ვარ და სიარულიც შემიძლია .
-რახან ასე ამბობ ! -ვამბობ მე და ბიჭს კარებამდე ვაცილებ .
-ისა-ბიჭი შეჩერდა , შემობრუნდა და ჩახლეჩილი ხმით მითხრა -ხომ ,მე ბექა მქვია ბექა ფაცურია .
-ქეთა , უბრალოდ ქეთა ...- ხელს ვართმევ და კარებს ვხურავ .
ისევ ის უაზრო ფილმები , საათობით რომდავჯდებიდა მარტო ვიყურებ .ესეც მომწონს , მომწონს მარტოობა ,სიმშვიდე ,სიწყნარე . არაფრის ხმა არ ისმის , ჩამი-ჩუმიც კი , სიწყნარეს მხოლოდ ლამაზი და მელოდიური მუსიკები არღვევს ამ სულელური ფილმებიდან ,რომელთა ყურებაც არასდროს მომბეზრდება .
***************************
დიდი ბოდიში აქამდე რომ ვერ დავდე . როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა ანტიკომენტარობაა , ცუდ კომენტარებსაც ნუ მოერიდებით მინდა დავინახო შეცდომები .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent