შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსური გრძნობები (13)


25-03-2015, 00:43
ავტორი nia_93
ნანახია 3 761

დიმა და ელოს შორის საინტერესო არაფერი მომხდარა რამდენიმე დღის განმავლობაში.დიმა ყველანაირად ცდილობდა თავი აერიდებინა.თვალებში შეხედვისიც რცხვენოდა.თავის თავს ვერ პატიობდა ამ საქციელს. ასე როგორ დაეცა?როდის იყო მთვრალზე ასე გაუცნობიერებლად მოქმედებდა?არც არასდროს.პრინციპში არც არასდროს სვამდა იმ ზომამდე,რომ თავისი სახელი დავიწყნოდა. ამ ერთხელ კი შეცდა.
-როდემდე უნდა მარიდო თავი დიმა?-ერთ საღამოს დივანზე მოკალათებული დახვდა ელო და დიმას ელოდებოდა.
-არ გარიდებ-მშრალად უპასუხა
-როგორ არა,მარიდებ და ორივე მშვენივრად ვხვდებით ამას.ამხელა ტრაგედიას რატომ ქმნი ამ ამბით დიმ?-დივნიდან წამოდგა და დიმასთან მივიდა-დავიჯერო ასე ვერ მიტან?-ხელები კისერზე შემოხვია და დიმას კისერი დასუნა.დიმამ განზე გაწია
-რა შუაშია რომ ვერ გიტან?უბრალოდ ჩემს საქციელს ვერ ვამართლებ.უსაზიზღრესად მოვიქეცი და მთელი ცხოვრება ვერ ვაპატიებ ამას ჩემს თავს-უთხრა და სამზარეულოსკენ წავიდა.ელოც უკან მიყვა
-რა იყო, ქალთან,რომელიც არ გიყვარს სექსი პირველად გქონდა?-ირონიულად კითხა ელომ-თუ უბრალოდ ჩემთან არ მოგეწონა?
-მორჩი ელო-დაუყვირა დიმამ-საერთოდ ვერ ხვდები არა რა მაწუხებს და რატომ განვიცდი ამ ამბავს ასე?-საშინლად გაღიზიანებული იყო დიმა
-ვერა,ვერ ვხვდები. მართლა არ მესმის ასე რატომ განიცდი-მშვიდად მიუგო ელომ-ისე ხარ გეგონება ქალიშვილობა შენ დაკარგე და მაგას მისტირი-დაცინვით უთხრა და სკამზე ჩამოჯდა
-შენთან სერიოზულად ლაპარაკი არ შეიძლება ხო?-მობეზრებულმა მიუგო დიმამ
-გააჩნია რა საკითხში-გაუღიმა-აუ როგორ ვგიჟდები შენს სუნზე-თვალები დახუჭა და თითქოს რაღაცას ყნოსავდა ისე ამოისუნთქა-სულ შენი სუნამოს სუნი ტრიალებს ამ სახლში
-ელო,ნორმალური არ ხარ?მე სულ სხვა რაღაცას გეუბნები და შენ სულ სხვა რამეს ამბობ-ნერვები მოუშალა დიმას ელოს არასერიოზულობამ
-მე მართლა მიყვარს შენი სუნი-გაბუტულმა მიუგო.დიმამ ხელი აიქნია და ოთახიდან გავიდა.
რა არასერიოზული გოგოა მაინც?საერთოდ არაფერზე დარდობს.ესეთი არავინ უნახავს.დიმას უკან მიყვა ელო
-დიმ-გააჩერა-მართლა არ მოგწონვარ ხო?სულ სულ ცოტათი მაინც?-თვალები მოჭუტა.დიმამ გაკვირვებულმა შეხედა,მერე თავი უბრალოდ გააქნია,რადგან უკვე მიეჩვია ამ გოგოსგან მსგავს უცნაურობებს
-უკვე იცი,რომ ქერები არ მომწონს-მოკლედ მიუგო და პულტს დასწვდა
-ანუ ქერა თმები რომ მაქვს იმიტომ არ მოგწონვარ?-გვერდით მიუჯდა
-ეგეც არის-მხრები აიჩეჩა
-უტაქტო ხარ. ვერც კი მალავ რომ არ მოგწონვარ.წესის გამო რამე კომპლიმენტი მაინც მითხარი.უჟმურო-მხარზე ხელი მიკრა და გაბრაზებულმა დაუწყო ტელევიზორს ყურება
-ტყუილები არ მიყვარს-უემოციოდ უპასუხა დიმამ,ისე რომ ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია
-კაი,ჯანდაბას,თმის ფერი არ მოგწონს გასაგებია,მაგრამ ჩემს ტანს მაინც რას ერჩი?დავიჯერო არ მოგწონს?-გამომწვევად წამოდგა ფეხზე და დიმას წინ დატრიალდა,თან მოკლე კაბა კიდევ უფრო მაღლა აქაჩულიყო და გასწორება არც უფიქრია.დიმამ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.ნუ,რაც არ უნდა არ მოწონდეს ეგ გოგო,შესაშური სხეული აქვს,ისეთი,დორბლებს რომ გადმოგაყრევინებს
-ტანს არაუშავს რა-შეეცადა უემოციოდ ეთქვა და თვალი მოაცილა მის სხეულს
-არ მიკვირს 27 წლის რომ ხარ და არავინ რომ არ გყავს. შენნაირ უჟმურს ვინ შეხედავს-ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწა-ნუუუ..ჩემს გარდა-ბოლო სიტყვები გაწელვით წარმოთქვა და გაეცინა.დიმამაც ვერ შეიკავა ღიმილი
-არა,რატომ, არიან გოგოები,რომლებიც სიამოვნებით იქნებოდნენ ჩემს გვერდით,მაგრამ ეს მე არ მინდა არც ერთი-მხრები აიჩეჩა დიმამ
-ხო,რა თქმა უნდა.შენ მხოლოდ ელენე გიყვარს-მაინც ვერ მოითმინა და დაბოღმილმა უთხრა.დიმას თვალები მრისხანებით აევსო.ელო მიხვდა რომ ეს არ უნდა ეთქვა,მაგრამ ღირსია.
-ენას ამოგაძრობ ერთ დღეს-ძლივს მოთოკა ნერვები დიმამ და ისე მიუგო-კიდევ ერთხელ მიხსენებ ჩემს გრძნობებზე რამეს და ვერ გადამირჩები-თითით გააფრთხილა. პულტი დივანზე მოისროლა და თვითონ საძინებელში წავიდა
-უჟმური-ჩაიბურტყუნა ელომ-მაგრამ ძალიან სიმპათიური-გაეღიმა და თავი დივნის საზურგეს მიადო.
ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღე.თითქმის არ საუბრობდნენ,მაგრამ თუ საუბრობდნენ,სულ კამათობდნენ ხოლმე.მერე დიმა გაერიდებოდა და მარტო ტოვებდა.ელოს ნერვები ეშლებოდა,უკვე აღარ იცოდა რა გაეკეთებინა,როგორ მოეწონებინა დიმასთვის თავი.ფაქტია,რომ ეს უჟმური ზედაც არ უყურებს,რაზეც ძალიან წუხს ელო.ერთხელ ერთმა იდეამ დაარტყა თავში და კმაყოფილმა ჩაიღიმა.
შაბათ დღეს სალონს მიაკითხა და თმები შავად შეიღება.
მართალია,თავისი ქერა თმები ძალიან მოწონდა და ძლივს შეელია,მაგრამ ეხლა საქმისთვის ესე აჯობებს.იმედია ეგ გეგმა გაამართლებს და დიმას ოდნავ მაინც მოეწონება. ელენემ კმაყოფილმა გაუღიმა თავის თავს სარკეში და ახალი იმიჯით აღფრთოვანებულმა დატოვა სალონი. ქერა თმები ხომ ძალიან უხდებოდა,მაგრამ შავად რომ შეიღება სულ სხვა ეფექტი აქვს. შავი თმები და მწვანე თვალები. საოცრებაა! მართლა რომ ძალიან მოუხდა. სულ სხვანაირი გახდა.იმდენად მოეწონა ახალი იმიჯი,ნეტავ აქამდე რატომ არ მომაფიქრდა თმის შავად შეღებვაო. სახლში მისულს დიმა არ დახვდა. გადაწყვიტა რამე მოემზადებინა და დიმასთვის ვახშამი დაეხვედრებინა.ასეც მოიქცა. კარტოფილი შეწვა ხორცთან ერთად.მართალია ხორცს ვერ იტანს და ხელით შეხებაც არ შეუძლია,მაგრამ დიმას გამო მზადაა აიტანოს ხორცის უსიამოვნო სუნი.
თავისთვის ბოსტნეულის სალათი გაიმზადა როგორც ყოველთვის.მერე მაგიდა გააწყო.დარწმუნებული იყო,რომ დიმა მალე მოვიდოდა. არც შემცდარა.დაახლოებით ნახევარ საათში დაბრუნდა დიმა სახლში.ჯერ შხაპი მიიღო,მერე ტანსაცმელი გამოიცვალა და მერე შევიდა სამზარეულოში.იქ შესულს თვალები გაუფართოვდა ვიღაც,შავგრემანი ქალის დანახვაზე,რომელიც გაზქურასთან იდგა,დიმასგან ზურგშექცევით და რომელიც საშინლად სექსუალური იყო. მოკლე, შავი ტანზე მოყვანილი ქვედაბოლო ეცვა,ზემოთ ყვითელი თავისუფალი სტილის ტოპი,რომელიც ცალ მხარზე გადმოვარდნილი ქონდა.დიმამ უცხო ქალის დანახვაზე ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა.ჯერ ვერ მიხვდა ვინ იყო,მერე რატომ იყო აქ და რას აკეთებდა მის სამზარეულოში.მერე გაიაზრა რომ უკვე კარგა ხანია აკვირდება ქალს და დროა გაიგოს ვინ არის.ხმამაღლა ჩაახველა და ელოს ლამის გული გაუსკდა.არ ელოდა ვინმე თუ იყო სამზარეულოში მის გარდა და შეშინებული მიბრუნდა დიმასკენ.დიმას დანახვაზე უცებ დამშვიდდა.აი დიმას კი ენა პირში ჩაუვარდა,როდესაც ამ,,ვიღაც ქალში’’ ელო ამოიცნო.
პ.ს პატარა თავის გამო ბოდიშს გიხდით. დღეს მართლა ვერ მოვახერხე მეტის დაბეჭდვა



№1  offline წევრი Heartbeat

ძალიან მომწონს და ვგიჟდები შენს ისტორიებზე ყველა წაკითხული მაქვს და დღითიდღე ვრწმუნდები შენს ნიჭიერებაში...წარმატებები...ვიცი ასე რომ უქნება მაგრამ,მაინც..არაჩვეულებრივი მწერალი ხარ...მიყვარხარ!!!❤️❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№2 სტუმარი xatia

Opaa chvenn dimas nelnelaa erxevaa :-D

 


№3 სტუმარი likuna

xatia
Opaa chvenn dimas nelnelaa erxevaa :-D
თუ უკვე არ დაერხა:-D:-D:-D მაინტერესებს რა მოხდება♥♡♥ ჩემი ნიჭიერი გოგო ხარ შენ♥♡

 


№4  offline მოდერი nia_93

Heartbeat
ძალიან მომწონს და ვგიჟდები შენს ისტორიებზე ყველა წაკითხული მაქვს და დღითიდღე ვრწმუნდები შენს ნიჭიერებაში...წარმატებები...ვიცი ასე რომ უქნება მაგრამ,მაინც..არაჩვეულებრივი მწერალი ხარ...მიყვარხარ!!!❤️❤️❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა <3 მიხარია თუ ასე ფიქრობ <3 ❤️❤️

 


№5  offline წევრი nini...))

ძალიან მაგრად მომწონს<3

 


№6  offline წევრი Tlikina

dzan momewona yvela tavi ertaf wavikitxe <3 dimas da elene wyvili ufro momwons imedia yvelaferi gamouva elenes da tavs sheayvarebs codoa dima amdenixani uimedod uyvarda exla egec iyos bednieri :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent