ნინი and დამიანე ( lll ნაწილი)
დილით ზარის რეკვამ გამაღვიძა, ძლივს ავდექი და კართან მივედი, გავაღე, იქ კი მარი და დამიანე დამხვდნენ. მარი ჩამეხუტა, დამიანეს კი უბრალოდ მივესალმე და სახლში შევიპატიჟე. გაოცებულებმა მოათვალიერეს მისაღები ოთახი, ღიმილით ვუყურებდი მათ სახეებს და თან ზეპირად ვიმახსოვრებდი, რომ არ დამვიწყებოდა და დამეხატა. ყველა ოთახი, რომ მოათვალიერეს მხოლოდ ერთი ოთახი იყო დარჩენილი. -ეს რატომაა ჩაკეტილი? -მანდ შესვლა აკრძალულია. -რატომ? -ჩემი მშობლების ოთახია. -მშობლები სად არიან? -აღარ არიან._თავჩაღუნულმა ვუთხარი და გამათბობელს მივეყრდენი ზურგით. მარი გვერდით მომიჯდა, დამიანე კი სავარძელში ჩაჯდა და თვალს არ მაშორებდა. -რამდენი ხანია? -9 წელი. -მე ვერც კი წარმოვიდგენდი მაგას, გუშინ ისეთი მხიარული იყავი. -უბრალოდ არ ვსაუბრობ მაგ თემაზე და სხვას არ ვახვევ თავს ჩემ პრობლემებს._მარი ჩამეხუტა. -ჩემი თბილი გოგო._ჩემმა ტელეფონმა დარეკა, მათე იყო. -გისმენ მისტერ სიმპატიურო. -სად ხარ ჩემო ალქაჯო? -ჩემთან, რა ხდება? -ხვალინდელზე მინდა დალაპარაკება. -კაი, მოდი აქ ვარ._ყურმილი დავკიდე. -ყავას დალევთ? -მე კი, ოღონდ უშაქრო. -არ თქვა, რომ დიეტაზე ხარ თორემ დაგახრჩობ._გაბრაზებულმა შევხედე. -არა არ ვარ, უბრალოდ ტკბილი არ მიყვარს. -ჰა?_გაოცებულმა გავხედე. -ხო ტკბილეულს არ ვჭამ. -დამიანე შენი და მეღადავება? -არა, ეგრეა. -და რატომ? -დიეტაზეა. -ხო გითხარი დაგახრჩობ-მეთქი. -კაი რა, ნახე როგორი მსუქანი ვარ. -რაო? როგორც მე არ მჭირდება ბარში მუშაობა, ისე შენ არ გჭირდება დიეტა. -კაი ხო არ მცემო. -სიამოვნებით ვიზავდი მაგას._სამზარეულოში გავედი, ყავაში შაქარი ჩავუყარე, მხოლოდ ერთი კოვზი, შოკოლადის ნამცხვარი დავჭერი და თეფშებზე დავაწყე. მისაღებში გავედი და ყველაფერი მაგიდაზე დავდე. მარიმ ნერწყვი გადაყლაპა ნამცხვრის დანახვისას და ბოლო ხმაზე გადავიხარხარე. -ვითამაშოთ ეხლა მატარებელი და თვითმფრინავი თუ თავად მიირთმევ?_გავუცინე მარის, დამიანეს გაეცინა და ყავა მოსვა. იდიოტი ამ ყინვაში, რომ გარეთ მალოდინა არ სცხვენია მაინც? -ჩემით ვიზამ._თეფში აიღო და ნამცხვარი დააგემოვნა. -მე გამოვაცხე._დამიანეს ხველება აუტყდა და მითხრა: -იმედია არ მოვიწამლები. -საავადმყოფოში მოგინახულებ არაუშავს._თვალი ჩავუკარი და ყავა მოვსვი. -აუ ძალიან გემრიელია.(მარი)_დამიანემაც გასინჯა და ჩუმად იჯდა. -აბა მოიწამლე? სასწრაფო ხომ არ გამოვიძახო?_სიცილით ვუთხარი. -არა, მართლა ძალიან გემრიელია. -მადლობა._კარზე დააკაკუნეს. -მათე ღიაა შემოდი._გავძახე, ისიც უცებ გაჩნდა მისაღებში, უკან სალომე მოჰყვა და შემდეგ აკო. -აუ ნიინ მეც მინდა ნამცხვარი._კატის თვალებით შემომხედა სალომ. -მოგიტან ჩემო სიხარულო._ფეხზე წამოვდექი. -ჯერ მოდი ჩემთან._მითხრა აკომ და ხელები მომხვია. -მომენატრე._ყურთან ვუჩურჩულე და უფრო მაგრად ჩავეხუტე. -მეც ჩემო ციცქნა. ეს ბიჭი ესე რატომ მიყურებს? -ესე როგორ? -მტრულად._ჩამეცინა. -მარის ძმაა, რამე არ მიქარო იცოდე._ამ საუბარში ვიყავით მათეს ხმა, რომ გავიგეთ. -ცალკე მაინც გადით ეეე._აკოს მოვშორდი და მათეს მივუბრუნდი. -შენ ერთი გუნდა არ გეყო მგონი._ენა გამოვუყავი და აკოს ჩავეხუტე. -ყავას გამიკეთებ? -კი, მაგას რათ უნდა კითხვა. -ჩემი გოგო, მეც მოგეხმარები._თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და სამზარეულოში გავედით. შევედით თუ არა, აკომ ხელი მომხვია და თავისკენ მიმაბრუნა. -აბა პატარა ქალბატონო მომიყევი. -რა მოგიყვე? -იმ ბიჭზე. -და რა მოგიყვე, რა გინდა?_გავიოცე ვითომ ვერ ვხვდებოდი რაზე მეკითხებოდა. -ხო იცი ვერ მომატყუებ. -მართლა, ჯერ არაფერი არ ხდება. უბრალოდ ახლოს როა გული მიჩქარდება. -ჩემი გოგო, დამშვიდდი გულის შეტევა არაა საჭირო._გამიცინა და ლოყაზე მაკოცა. მისაღებში ყავით და ნამცხვრით დავბრუნდით. აკო გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია, მათე ხან მე შემომხედავდა და ხან დამიანეს. დამიანეს იმიტომ, რომ თვალს არ მაშორებდა, მე კი უხერხულად ვიყავი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ეს სიტუაცია ისევ მათემ გამოასწორა. -აბა ხვალ რას ვაკეთებთ? -არავინ არ უნდა მიულოცოს ხვალ, ეგ იცოდეთ. -და რა ხდება ხვალ?_(მარი). -ავთოს დაბადების დღეა და სიურპრიზს ვუწყობთ. -აჰა გასაგებია.(მარი) -ხვალ დაპატიჟებული ხარ და დამიანე შენც თუ გინდა მოდი. -თუ მეცლება მოვალ._ნეტავ ვერ მოიცალოს, გულში გავიფიქრე და ისევ ბავშვებს მივუბრუნდი. -მოკლედ, ბიჭებო თქვენ ავთოს გაიტყუებთ სახლიდან, ბიჭებსაც ეტყვით, რომ არ მიულოცონ. სახლში ჩვენ მოვაგვარებთ, მოვრთავთ და რაღაც ეგეთები. -რაღა დარჩა?_გამიცინა აკომ. -ალექსანდრე და თოკო ჩემთან იქნებიან, რომ მომეხმარონ. სახლში, რომ მოვა და ერთი ჭიქა მაინც ჰქონდეს დალეული თქვენ ვერ გადამირჩებით, გასაგებია?! -დიახ უფროსო._ჩაიხითხითა მათემ. -ჯერ არაფერს გეუბნები._თვალი ჩავუკარი და მარის მივუბრუნდი. -მარუს ხო დაგვეხმარები? -მაგას კითხვა რათ უნდა ნიინ? -რავი, ჩემთან გამოიპრანჭე მერე მაკიაჟი ჩემზე იყვეს. -ხელოვანის ხელით გაკეთებული მაკიაჟი, უკვე საინტერესოა._გამიღიმა. -არ მივხედოთ საქმეებს?(აკო) -კი, კი წავიდეთ.(მათე) -აუ მარი... -ხო.. -ეს შენ წაიღე რა. -რა არის? -ავთოს საჩუქარი და ეხლა, რომ მივიტანო სახლში მიხვდება. ხვალ, რომ წამოხვალ წამოიღე და არ დაგრჩეს. -კარგი. დავიშალეთ, აკომ სახლში წამიყვანა და სალოც ჩემთან წამოვიდა. ავტოს უჩუმრად გავაკეთეთ ყველაფერი, დავითი და მარინა ბიცოლაც დავითანხმეთ, რომ არ მიელოცათ. სესილი და გიო ეგრევე დაგვთანხმდნენ ჩემთან წაყვანა, რომ ვუხსენე. ჩანთა ავიღე და სამსახურში წავედი. ფორმა ჩავიცვი და ჩვეულ გარემოში დავიწყე ტრიალი, ერთ-ერთ მაგიდასთან შეკვეთის ასაღებად მივედი, არც შემიხედავს პირდაპირ ვკითხე: -რას ინებებთ? -შენთან საუბარს._მომესმა სასიამოვნო ბარიტონი, გაეგნებულმა შევხედე დამიანეს, მას კი გაეცინა. -რას ინებებთ?_გაბრაზებულმა გავუმეორე კითხვა. -გუშინდელი უნდა აგიხსნა. -ასახსნელი არაფერია, უბრალოდ არ მოხვედი. -მიზეზი მქონდა და დამაცადე აგიხსნა. -მერე ამიხსენი, ვმუშაობ ეხლა. -კარგი, დაგელოდები და სახლში წაგიყვან. -კარგი. სამუშაო დრო დასრულდა, გამოვიცვალე და ბარიდან გავედი. დამიანე მანქანასთან იდგა და მელოდებოდა, რომ დამინახა მანქანის კარი გააღო და მანიშნა ჩავმჯდარიყავი. მის სურვილს დავემორჩილე, საჭესთან თავისი ადგილი დაიკავა და მანქანა დაძრა. -ასე ჩუმად მიხსნი შენ საქციელს?_ვუთხარი მისი სიჩუმით გაღიზიანებულმა. -მისმინე, მოვდიოდი. მართლა მოვდიოდი, მაგრამ გზაში გამაგებინეს, რომ ჩემი ძმაკაცი დაჭრეს და იქ წავედი. -ხო შეგეძლო დაგერეკა მერე? -მართალი ხარ და არც ვიმართლებ თავს. უბრალოდ მინდა ბოდიში მოგიხადო. -კარგი არაუშავს._ჩემი ხელი თავისაში მოიქცია, გული ამიჩქარდა და სახე ამიხურდა. -რატომ დამელოდე? -არ ვიცი, უბრალოდ ასე მინდოდა. -ცივი ხელები გაქვს._ხელზე მაკოცა. -როცა ვნერვიულობ ასე მემართება. -და რატომ ნერვიულობ?_მზერა გამისწორა. -ჯობია გზას უყურო._მზერა ავარიდე, ხელი კი ვერ გავითავისუფლე. მაგრამ საშინლად მსიამოვნებდა მისი შეხება და მასთან ყოფნა. მაინც მიყურებდა და თან იღიმოდა. -აი მოვედით._მანქანა სახლთან გააჩერა. -მადლობა._გადასვლა დავაპირე მაგრამ მას ისევ ჩემი ხელი ეჭირა თავისაში. -იქნებ ხელი გამიშვა? -აუ ბოდიში._ხელზე მაკოცა და გამიშვა. -კარგად. -ძილინებისა. -შენც ასევე._სანამ სახლში არ შევედი იქ იდგა. პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი და საწოლზე მივეგდე, ყველანაირად დაღლილი ვიყავი, პირველ რიგში კი ემოციურად. მე ის მომწონს, რთულია არ მოგეწონოს ასეთი კარგი ტიპი, მხოლოდ გარეგნობას არ ვგულისხმობ. განსხვავებულია ამას ვგრძნობ და თვითონაც მაგრძნობინებს. მასზე ფიქრში ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.