ცინიკოსი (თავი 1 )
არ ვიცი როდის შეიცვალა ყველაფერი უარესობისკენ,ერთბაშად მოხდა ყველაფერი თუ ეტაპობრივად,მაგრამ ფაქტი ერთია,ყველაფერი მშობლების გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.მაშინ არც ისე პატარა ვიყავი,მერვე კლასის მოსწავლეს უკვე კარგად მქონდა გააზრებული რომ მშობლების დაკარგვა მოუშუშებელ ტკივილთან ერთად უამრავ პრობლემას შემიქმნიდა.იმ საზარელი ავტოავარიის შემდეგ დავრჩი ბებოს მხოლოდ მე,მე კი ის.ჩვენ თითქოს დანაკლის ვუვსებდით ერთმანეთს,მართალია ეს შეუძლებელი იყო,მაგრამ ჩვენ გულმოდგინეთ ვცდილობდით. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა,სწორედ ამ ცვლილებების გამო მომიხდა უზარმაზარი სასახლის წინ,სიცივეში დგომა იმ იმედით რომ ამჯერად მაინც გამიმართლებდა და ვიშოვნიდი ნანატრ სამსახურს.როგორი რთული და დამამცირებელია როდესაც სხვის იმედად ხარ,სხვისი მოსამსახურე...არა იმას კი არ ვამბობ რომ სხვისი სახლის დაგვა,დასუფთავება სათაკილოა?!არა მაგრამ ეს არ არის ნამდვილად სასიამოვნო,მე სულ სხვანაირ ცხოვრებას ვინატრებდი,ისეთს რომელიც ზღაპრებშია და არა რეალურ ცხოვრებაში. რეალობაში არ არსებობს პრინცები,სასწაულები და ა.შ,აქ არიან მხოლოდ ეგოისტი ხალხი და აუტანელი ტკივილი,რეალობა ისაა რომ არავინ დაგაფასებს თუ ლამაზი არ ხარ ან მდიდარი. სილამაზეს ნამდვილად არ ვუჩივი აი სიმდიდრის რა მოგახსენოთ,ჩემი სიმდიდრეც ქონებაც და სიხარულიც ჩემი ერთ ოთახიანი ბინა და ბებოა. -შემოდი შვილო,მომიკვდეს თავი სულ კანკალებ-ფიქრებიდან ქალის აღელვებულმა ხმამ გამომაფხიზლა,სწრაფად მოვეგე გონს და ქალს ყალბად მაგრამ ფართედ გავუღიმე,ქალმა ხელით მანიშნა შემოდიო მეც დავყევი მის ნებას და ეზოში შევედი,ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა ულამაზეს ბაღს მოვავლე თვალი,ვიღაცას ძალიან მოენდომებინა მისი გალამაზება.უამრავი ფერადი ყვავილი და სრულიად უცხო ხეები დაერგათ,რომლებიც აქამდე არასდროს მენახა.ქალმა მისაღებში შემიძღვა აქ კი ვერ დავმალე აღდრთოვანება და ეთი კარგად წავუშტვინე.ჩემს საქციელზე ფანჯარასთან ზორგით მდგომი ქალი გაღიზიანებული სახით მობრუნდა და ამრეზით შემომხედა.უსიამოვნოთ გამკრა გულმა. -შენ ხარ ის გოგო მარინამ რომ მირჩია ზუსტად ის არის ვინ თქვენ გჭირდებათო?-ქალი ეჭვნარევათ მიყურებდა,მისი მზერა მაბნევდა და მაფორიაქებდა -დიახ-ნირწამხდარმა უფრო წამოვიხავლე ვიდრე ვთქვი."მორჩა წასულია შენი საქმე ნიკოლ,ეს ქალი შენი ამყვანი არაა სამსახურში,შიმშილით ამოგხდება სული" -მარინას დიდი ხანია ვიცნობ და დარწმუნებული ვარ მის გადაწყვეტილებაში,თუ იგი თვლის რომ ჩვენ შენ გვჭირდები,ეს ასეც იქნება,თუ არადა შენი გაშვება პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს.-მართალია ქალი გამაღიზიანებლად ლაპარაკობდა,მაღიზიანებდა მაგრამ აშკარად იგრძნობოდა მისი არისტოკრატული წარმომავლობა,ყველაფერში ეტყობოდა მიხვრა-მოხვრა,საუბრის მანერა,თლილი თითები და უზადო სახის ნაკვთები,მოკლედ ძალიან დახვეწილი.მისმა სიტყვებმა იმედი მომცა,ის კი არა უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ ამიყვანდა,ისიც მარინას ხათრით.ნამდვილად საოცარი ქალია ისე დამეხმარა თანაც ისეთ დროს როცა ყველაზე მეტად მიჭირდა. -ანუ?-მოუთმენლობამ შემიპყრო -ანუ აყვანილი ხარ!შენს მოვალეობაში შედის სახლის დაგვა დალაგება,ბაღში ყვავილების მიხედვა. ხომ არა სწავლობ? -ეჭვნარევად შემომხედა -სამწუხაროდ არა-მეწყინა შეკითხვა,რაზე შემატყო რომ არ ვსწავლობდი? -ძალიან კარგი!-შესძახა გახარებულმა-დილით ათზეზე მოხვალ და რვამდე აქ იქნები.თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდება,მაგალითად სტუმრები,წვეულება და ასე შემდეგ გვიანობამდე მოგიწევს დარჩენა ანაზღაურებაზე არ იდარდო დამატებით საათებზე დამატებით ვასამრჯელოს მიიღებ,ახლა შეგიძლია წახვიდე და ხვალ ათზე აქ იყავი,არ მიყვარს დაგვიანება! ისეთი კატეგორიული იყო!მაგრამ ისე გარკვევით და გასაგებად ამიხსნა ყველაფერი კითხვაც არ გამჩენია.გახარებული გამოვარდი ქუჩაში,სულაც არ მანაღვლებდა მონური ჯაფა რომ მომიწევდა ავიტანდი!მთავარი იყო სტაბილური სამსახური მქონოდა,მხოლოდ ასე შევძლებდი თავის გატანას და ბებოსთვის აუცილებელი წამლების შეძენას. * * * ვგრძნობდი ლამრო გულნატკენი იყო ასე რომ მოხდა,რომ მომიწევდა ვიღაცის ბრძანებებზე სიარული,მაგრამ ხვდებოდა სხვა გზა არ იყო.მართალია ბებოს ჩემი სამუშაოს შესახებ ნათელ ფერებში მოვუყევი,მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა მან ზუსტად მიხვდა რაც მელოდა. "ბედისგან დაჩაგრულოო" ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ნაზად გადამისვა თავზე ხელი.გული მეკუმშებოდა ვიცოდი როგორ სტკიოდა გული მას ჩემთვის უკეთესი მომავალი უნდოდა,ბევრჯერ უაცნებია ჩემს ნათელ მომავალზე მაგრამ უკვე ვთქვი რომ ოცნებები არ ხდება! ცხოვრება სასტიკი და ულმობელია. დილაადრიან წამოვხტი არ მინდოდა პირველივე დღეს სამსახურში დამეგვიანა.არც დამიგვიანებია ზუსტად სამუშაო დროს იქ ვიყავი,ის კი არა ორი წუთით ადრეც კი.არ მეგონა საქმე ასეთი რთული აღმოჩნდებოდა ისე მოვიდა შვიდი საათი ვერც შევამჩნიე,იმდენად დამღლელი იყო უზარმაზარი სახლის დაგვა,იატაკის მოწმენდა,მტვრის მოშორება ავეჯიდან. ქანც გამოცლილი მივეგდე დივანზე ოთახში დალი შემოვიდა,ისიც მოსამსახურე იყო მაგრამ აშკარად ჩემზე მეტად გაუმართლა,თითქმის ოჯახის წევრივით იყო. -ნიკოლ ქვევით ჩამოდი გეგამ სტუმარი მოიყვანა და შენ უნდა მიემსახურო-თანხას დაგიმატებთო დაამატა ჩემი შეშფოთებული სახე რომ დაინახა სხვა გზა მაინც არ მქონდა პირველი სართულისკენ ზლაზვნით დავეშვი.მაინტერესებდა ვინ იყო გეგა და მისი სტუმრები მისაღებ ოთახში შესული ადგილზე გავშეშდი,მის ნახვას ნამდვილად არ ველოდი,ფიქრებმა შორს წამიყვანა და გული საშინლად ამეწვა,ძალა გამომეცალა და ალბათ იქვე ჩავიკეცებოდი გეგას ცინიკურ ხმას რომ არ გამოვეფხიზლებინე -ეს არის ახალი მოსამსახურე დედა?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.