ნუცასი 2
მარჯვენა მხარეს მიწვავდა მზერა.თავის შეტრიალება მეშინოდა, თან ძალიან. რატომ არ ვიცი. კეშე.. კეშეს ღიმილი. კეშეს ნათქვამი სასიამოვნოა. რაღაცნაირია ეს ბიჭი, სხვანაირი. მესამე, მეხუთე თუ მეასე თვალით ვხედავდი, როგორ მიყურებდა. მერე ისიც დავინახე, როგორ ადგა ჯერ ერთი და მერე მეორე სილუეტი. ნუცა გაგიჟდა. ნუცამ გააფრინა. რაღაც უნდა ქნას. არა, გამორიცხულია. არ შეუყვარდება. მაგრამ რაღაც აინც უნდა ქნას, ასე არ გამოვა. ხო და აი, ასე მარტივად ადგა და გაგიჟდა ჩვენი ნუცა. მიხვდა სადაც იქნებოდნენ გიგა და კეშე. ნეკას უთხრა ტუალეტში გავალო, სიგარეტი აიღო, მობილური მაგიდაზე დატოვა და ვერანდისკენ აიღო გეზი. ლაპარაკობდნენ. სანამ გიგა მობრუნდებოდა მოასწრო რაღაცეების დაჭერა. ჟურნალისტია მაინც და პროფესიამ თავისი ქნა. -რა სახით უყურებ კეშე?! -კაი რა . -დაგევასა ბიჭო? -აუ რავი ძალიან ლამაზია. -კი, ულამაზესია. თან ისეთია რა, დასტოინი. არ გავს დღევანდელ გოგოებს. -ძალიან მომწონს. რაღაცნაირია უბრალო. გიგა მობრუნებას იწყებდა, ნუცას თავი არ უნდა დაეწვა. კარი შეაღო და აივანზე გავიდა. -უი, აქ ხართ ბიჭებო? ხელს ხო არ შეგიშლით? ვიქნები რა, თავი ძაან ამტკივა. -არა ღადაობ? რა ხელს შეგვიშლი. თან შესვლას ვაპირებდი, შემცივდა რაღაც, ჰო და კეშე არ მიშვებდა, მარტო არ დამტოვოო. გაბარებ და მიხედე. ჩამეღიმა. კეშეს თვალი ჩაუკრა და გავიდა. -კარგი ამინდია, ჰო? სრულიად უაზროდ დაიწყო დიალოგი და გამეცინა. თვითონაც გაეცინა. -აუ არ მინდოდა დედას ვფიცავარ, დავიბენი უცებ. -კაი არაუშავს, კარგი ამინდი კი არა გრადუსია,მგონი. შენს ძმაკაცს კიდე შეცივდა. ისევ გაეცინა. მეც გამეცინა. -აუ მგონია რო არაკომფორტულად ხარ აქ და ჩვენთან. -ჰო მაგაში მართალი ხარ არაკომფორტულად ვარ, მაგრამ თქვენ არაფერ შუაში ხართ. არ მიყვარს ხმაური და ზოგადად მსგავსი ადგილები. უბრალოდ ნეკა დღეს მართლა ვერ მოვიშორე. -დიდი ხანია ხო დაქალები ხართ? -კი, 10 წლიდან და შემიკლა უკვე ხელში. აღარ შემიძლია. -ეჭვი მაქვს ჩემი ძმაკაცი მოგაშორებს, ცოტათი მაინც. -მერამდენეა იცის შენმა ძმაკაცმა? -უთქვამს ბევრი შეყვარებული მყავდაო, მაგრამ ზუსტი რაოდენობა არ იცის. -ხო და მე გეტყვი, ოღონდ შენ გეტყვი. კახის არ უთხრა, არ მინდა გულმა დაარტყას იმ ბიჭს. გაეღიმა. -კაი მითხარი, არ ვეტყვი. -39-ეა ეგ შენი ძმაკაცი. - არ არსებოოოოოოოობს!!! სიცილი ამიტყდა. -აუ ღადაობ ტო? -არა, არ ვღადაობ. წარმოგიდგენია რა შარში ვარ? -ვაიმე კი და ისიც წარმომიდგენია ჩემი ძმაკაცი რა შარში გაიჩითა. -აუ კარგია რა ჰაერი. დავიღალე იმ ხმაურში. -არც მე მიყვარს დიდად კლუბები.ამათ აქვთ აჩემებული. ამ ლაპარაკში მესამე ღერს ვუკიდებდი უკვე. -რამდენს ეწევი ნუცა. -ჰო,ყველაზე მეტად ეს არ მომწონს ჩემში. -არა და გიხდება. პროსტა ჯანმრთელობისთვისაა ცუდი. -შენ არ ეწევი? -გაგიკვირდება და არა. ფეხბურთელი ვარ. -უუუჰ, რას მოწევ აბა. -შენ? გამეცინა. -კი, მე ვეწევი. თვითონაც გაეცინა. -არა, მაგას არ გეკითხები.პროფესია ვიგულისხმე. -ააა უი, ჟურნალისტი ვარ. -უხ,როგორ არ მევასებით. -ხო ცოტა ინტრიგნები ვართ, მაგრამ ბოროტები არა. -აუ გავისეირნოთ არ გინდა? თუ შენც არ გიყვარს კლუბები და ხმაური.. არა, რავიცი თუ არ გინდა. -კარგი აზრია იცი? ძაან დავიღალე აქ მართლა. გავიდეთ ჩანთას ავიღებ, ნეკას ვეტყვი და წავიდეთ. -ნეკ არ აკივლდე ახლა და ყურადღებით მომისმინე. -არ მითხრა, რომ მიდიხარ. -კი ოღონდ მარტო არა. -არ არსებობს! -ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით, თორე მიხვდა ყველაფერს. მე და კეშე მივდივართ, გავისეირნებთ. შენ თუ გინდა ადი ჩემთან დარჩი თუ არა და დილით გამოდი არ ვმუშაობ. -გკოცნი. -ჭკვიანად. -მგონი გაუკვირდა ჰო ნეკას? -კი,თან ძალიან. -და რატომ? შენთვის 28-ე ვარ ვითომ? -ცოტა გიკლია. სიბნელეშიც კი დავინახე, როგორ აელეწა სახე. -ანუ? -ანუ პირველი ბიჭი ხარ, ვისაც კლუბში ამდენი ველაპარაკე და პლიუს მაგას ღამის 2 საათზე სასეირნოდ გამოვყევი. -და ანუ? -რა ანუ კეშე? გამეცინა. -მოიცა შეყვარებული არ გყოლია. -არა, არასდროს. -კაიიიი?! - არ მყოლია და რა ვქნა ახლა. ვიღიმი. -ნუ იღიმი. ვერ ვხვდები. -რა? -ნუ იღიმი. -რატომ? -უფრო ვიბნევი. თემა უნდა შემეცვალა სასწრაფოდ. -აუ,ნაკრებში იცნობ ვინმეს? -იმენა ფეხბურთის აზრზე არ ხარ ხო? -არა. -კაი ეგ არაფერი, მოგიწევს თამაშებზე სიარული. -კაი მართლა იცნობ ვინმეს? ერთის ნომერი მინდა. -ნუცა... -ჰო -ნაკრებში ვთამაშობ. -კაიიიიი?! -ვთამაშობ და რა ვქნა ახლა. -ნუ მბაძავ! -ვინ გაინტერესებს ან რატომ მითხარი და დავფიქრდები. -ინტერვიუ უნდა ავიღო,ზოგადად მეზიზღება ეგ ამბავი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. -და რომლისგან? -აუ, ვიღაც ვაკოო. გვარი არ მახსოვს. სიცილი აუტყდა, ღამის ორ საათზე შუა ქუჩაში გაწვა და გიჟივით იცინოდა. -გვარი როგორ არ გახსოვს გოგო? -აუ,უცებ ჩავწერე და გამოვვარდი რედაქტორის კაბინეტიდან. რა იყო? ბევრი ვაკოა? -არა, ერთადერთი ვაკოა ნაკრებში. -ჰო და აბა რაღა გინდა. დამეხმარები? -ჩემი სახელიც არ იცი ხო? ისევ იცინის. -კაააააააააიიიიიი?!!!!!!!! -კი,კი ეგაა რაც გგონია. ვაკო კეშელავა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი. პანიკა ბიჭი. არ ყვარებია არავინ. გოგოები?! უფ,იცოცხლე. მთელი თუ არა ნახევარი თბილისის გოგოები ზედ აკვდებიან. ნუცა არაფერი იცის. ნუცა გოგოა, რომელიც წერს. წერს ყველაფერზე, წერს მისთვის საინტერესოზე და არ ეკარება ფეხბურთს. იმდენი ილაპარაკეს და ისე მაგრად გრძნობდნენ თავს ერთად,ისე დაათენდათ, ვერც გაიგეს. 7 იყო დაწყებული ლესელიძეზე ფეხით,რომ მივიდნენ. -ოჯახობა არ გაგიტრაკებს? -მაქსიმუმ ნეკას ეძინოს ჩემს ლოგინში. მარტო ვცხოვრობ. -მშობლები? -მამა 8 წლის წინ დაიღუპა. დედა ესპანეთსი გათხოვდა. -მაპატიე. -თუ ამოხვალ ყავას დაგალევინებ -მერე არ გეშინია ღამე უცხო ბიჭი, რომ აგყავს სახლში? -გათენდა უკვე, თან უცხოც აღარ ხარ. კეშეს მხარზე თავი დაადო, კეშემ ხელი გადახვია. ჩაეძინათ. 2 ხდებოდა ნუცას, რომ გაეღვიძა. გაეღიმა. არც განძრეულა. კარგად გრძნობდა თავს.მიხვდა ასე გემრიელად,რო არ სძინებია დიდი ხანია. ვაკო. ვაკო კეშელავა. დაერხა ნუცას?! აშკარად. შეუყვარდა?! არ არსებობს! არა და არსებობს! ნეკა გაგიჟდება. თავს იმშვიდებდა,რომ ერთ ღამეში ვერ შეუყვარდებოდა. არა, არ გიყვარს ნუცა. გიყვარს ნუცა, გიუვარს! ერთხელ მაინც აღიარე, ის,რასაც გრძნობ. ეუბნებოდა მეორე მე. არა და მორჩა! არ უყვარს. ამ ფიქრებში იყო,როცა ვაკომ გაიღვიძა. -ჩაგვეძინა? -ფაქტია. ორივეს ეღიმება. -კარგად მეძინა. -მეც. დიდი ხანია ასე არ მძინებია. ვაკო საათს უყურებს. -ნუცა, საათი მეჩვენება? -არა 2ია უკვე. რა ხდება? -აუ შენი, უნდა წავიდე რა . მაპატიე ვერჯიში მაქვს. გაეცინა ნუცას. ჩაეხუტა. გაუშვა. არ უნდოდა. სხვა გზა არ ქონდა. გაიგო კარი როგორ გაიკეტა ვაკომ, 2 წუთიც არ იქნებოდა გასული, ისევ გაიღო. სამზარეულოში შევარდა. შუბლზე აკოცა და წავიდა. ისე წავიდა არაფერი უთქვამს. გაშტერებული იდგა ნუცა. გ ი ყ ვ ა რ ს ! არ მიყვარს, დამანებე თავი. დანებდი ნუცა. შეგიყვარდა. მ ი ყ ვ ა რ ს! ნეკა, ნეკა გვჭირდება სასწრაფოდ! სადაა ნეკა?! -ნეკ. -მძინავს ნუცა. -მეც მძინავს ყოველ დილით,მაგრამ ვუსმენ შენს დაუსრულებელ ისტორიებს. - ეს ნამიოკია?! -კი ნამიოკია. -ტაქსი გამომიძახე სასწრაფოდ. ვიცვამ. კივილით შევარდა ნეკა. -აბა რა ქენით? რა ხდებოდა? სექსი გქონდათ? როგორი ბიჭია? ყველაფერი მოყევი დაწვრილებით ნუცა! -ნეკა მშვიდად. ვერ დავიმახსოვრე და ცალ-ცალკე რო მკითხო არა?! -კაი არ გეკითხები არაფერს, შენთვითონ მოყევი. -აუ რავი, ძაან ბევრი ვისეირნეთ და იმდენი ვილაპარაკეთ ვერც წარმოიდგენ. 7 იყო დაწყებული ფეხით ამოვედით ლესელიძეზე და მერე ვუთხარი ყავას დაგალევინებ ამოდითქო. ჰო და ამოვიდა. -ააააააააააააარა?! -ნეკა!!! -ჩუმად ვარ. -ამოვიდა და ჩამეხუტა. ჩახუტებულებს გაგვეღვიძა დღეს დილით. მერე გავარდა ვარჯიში მაქვსო. ჰო და არ ვიცი,რავი. -არ მჯერა ელბაქიძე, რომ შენ მიყვები ამას. -აუ ნეეეკ! -ჰოუ -მიყვარს მგონი. -ააააააააააარა?!!!!!! -აუუუუუ ნეკა! -ღმერთო მერვე საოცრება! პ.ს. დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის ვინც ელოდებოდით. დიდი მადლობა იმ რამდენიმე ადამიანს, ვინც სტიმული მომცა წერა გამეგრძელებინა. შეაფასეთ რა გთხოვთ. მითხარით რა არ მოგწონთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.