შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Siempre Staccato 3


27-12-2016, 02:59
ავტორი Suicide_Blonde
ნანახია 4 399

მასპინძელი მისაღები ოთახისკენ მიმიძღვება და სავარძელზე მანიშნებს. თავს ვაიძულებ, მის იდეალურობაზე ფიქრს შევეშვა და საქმეზე გადავერთო, მაგრამ ინსტიქტებს ვერაფერს ვუხერხებ და თვალს ვერ ვწყვეტ.
_ახლავე დავბრუნდები! _ ჩემს მზერას იჭერს და როგორც ვხვდები, ჩასაცმელად გადის. ალბათ, დამცინის, თითქოს აქამდე არ შეუმჩნევია, რომ ნახევრადშიშველი დგას.
მარტო დარჩენილი ბინის თვალიერებას ვიწყებ. კედლები ღია ფერებშია, დიზაინში აშკარა მინიმალიზმი იგრძნობა_არაფერი ზედმეტი. მისაღები სამზარეულოსგან მინი ბარითაა გამოყოფილი. მოკლედ, აღსანიშნავი, ფაქტობრივად, არაფერია. ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული ვარ. რატომღაც მეტ ორიგინალობას ველოდი. ერთადერთი, რაც ამ ბინაში ხელოვანის არსებობას ადასტურებს, ელექტრონული ფორტეპიანო და სანოტო რვეულის დაკუჭული ფურცლებია, რომელთა რაოდენობითაც თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, დღეს მუზა არ სწყალობდა.
მალევე ბრუნდება, ამჯერად ჩაცმული, თუმცა პერანგის ღილებს სადისტურად ნელა იკრავს. უკვე ლამის ფიზიკურ ტკივილს მანიჭებს მისი ყურება.
_რამეს დალევ?_აშკარად მოვალეობის მიზნით მეკითხება და უარის მიღებისთანავე ჩემს პირდაპირ მდგარ სავარძელში ეშვება._გისმენ, რიტა სკიტერ!
_ბატონო?_სულაც არ მსიამოვნებს ამ ინტრიგან პერსონაჟთან შედარება, თუმცა ,,ფრთიანი ფრაზების'' კალამი ნამდვილად არ მაწყენდა.
_მაპატიეთ, ნატალი!_ხელებს ,,დანებების ნიშნად'' მაღლა სწევს და არც კი ცდილობს იმის დაფარვას, რომ დამცინის. თუმცა მე უკვე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, თამაშში არ ავყვე და თავი სრულიად სერიოზულ მიჭირავს.
_კარგი... როგორც ბენდის წევრები ამბობენ, როცა საქმე სამუშაოს შეეხება, ზედმეტად პერფექციონისტი ხარ და ზოგჯერ რთულიც კია შენთან თანამშრომლობა, ეთანხმები მათ მოსაზრებას?_ვსვამ ერთადერთ კითხვას, რომელიც იმ წუთას მახსენდება.
_სიმართლე გითხრა, ეს პირველად შენგან მესმის...მომიწევს ამის განხილვა._კვლავ სიცილით ამბობს. _კითხვას რაც შეეხება, თუკი პერფექციონისტობა იმას ნიშნავს, რომ როცა ორ საათში კონცერტი გაქვს, არ გინდა, დაბოლილი დადიოდე, შეგიძლია გაცილებით უარესი ეპითეტითაც მომიხსენიო.
_ანუ გართობის მსგავს საშუალებებთან არ მეგობრობ?
_ცდები, ხშირად ძალიან ახლო მეგობრებიც ვართ, მაგრამ ჩემს გულშემატკივარს პატივს ვცემ, ეს არის და ეს. ჩემს ბინაში რას გავაკეთებ, ცალკე თემაა_თვალს ცარიელი ბოთლებით დატვირთული დახლისკენ აპარებს._მაგრამ სცენაზე გულის არევა საერთოდ არ არის ,,კაი ტიპობა''. _ ასე მგონია, ფრთების ადგილი ექავება! ნეტა, ეს მართლა ის ალექს დადიანია, ტაბლოიდები რომ გართობაზე გაგიჟებულ, ნარკოდამოკიდებულ და ერთჯერადი ურთიერთობების მოყვარულ ,,დონ ჟუანად'' ახასიათებენ?_ისე კი, ჩემთვის ყველაზე დიდი კაიფი ურთიერთობაა._პასუხს ზედმეტაე გამომწვევი ტონით აბოლოვებს. კიდევ კარგი, ეს მაინც აღიარა, თუმცა კარგი რა არის?
_გასაგებია და, რატომ ,,ობლივიატე''? ერთხმად აღნიშნეს, რომ ბენდის სახელიც შენი იდეა იყო.
_ოდესმე თავი დაგიკარგავს? _ მოულოდნელად როლს ცვლის. იმედი მაქვს, რიტორიკული შეკითხვაა და რაკი უპასუხოდ ვტოვებ, თვითონვე განაგრძობს._ თუკი ერთ დღეს გაღვიძებულს გეგონება, რომ ცხოვრება შეგიცვალეს და ირგვლივ ყველაფერი უცხოდ მოგეჩვენება, დაფიქრდი, ჯადო გაგიკეთეს თუ უბრალოდ, არასწორი ადამიანებით ხარ გარშემორტყმული._ვაცნობიერებ, რომ, თანდათან ჩემსკენ იწევა და ლამის მის სუნთქვას ვგრძნობ._,,ობლივიატე'' ჩემთვის თავდავიწყებაა, სხვა სამყაროში გადასვლა, სხეულისგან გათავისუფლება...
_ნირვანა!_დაუფიქრებლად მცდება.
_Genau!_ღიმილით ამბობს და მადლობა ღმერთს უკან იხევს, მე კი ამოსუნთქვის საშუალება მეძლევა._რა ჩემი ბრალია, თუ ,,იმათ'' დაბადება დამასწრეს.
_იმედია, დასასრულიც ,,ისეთი'' არ გინდა...
_მიხარია, თუ ეს გადარდებს!_ჯანდაბა, ეს რამ მათქმევინა?_არა, არ მინდა, მაგრამ არა მგონია, წინასწარ ვინმეს ჰქონდეს დაგეგმილი. სიმართლე თუ გინდა, ხელოვანი რომ ,,მარტოსული და დეპრესიული ტიპი'' უნდა იყოს, ყველახე იდიოტური სტერეოტიპია.
_ანუ ასეთი ,,ტიპების'' არსებობა შენში დადებით დამოკიდებულებას არ იწვევს?
_თუ ეს შინაგანი სამყაროდან მოდუს_კი, თუ მხოლოდ იმიჯის ნაწილია_არანაირად... თუმცა, ყველას თავისი
ცხოვრება აქვს.
_კარგი, ევროვიზიას რაც შეეხება..._კითხვას ზარი გვაწყვეტინებს. დადიანი კარის გასაღებად დგება და რამდენიმე წუთში ოთახში დაახლოებით ჩემი ასაკის გოგონასთან ერთად ბრუნდება. გასაგებია, ვისაც ელოდებოდა.
_გამარჯობა!_ეს უკანასკნელი ,,გულწრფელად'' მიღიმის, თვალებში კი ეჭვის ნაპერწკლები უჩნდება.
_გამარჯობა!_ამაყად ვპასუხობ და ვაკვირდები, თუმცა ვერაფრით ვიხსენებ, ის ,,ფანატკაა'' თუ არა. ნეტა რა მნიშვნელობა აქვს?
_უკვე ვამთავრებდით, ჩემს ოთახში შედი, ახლავე მოვალ!_არაფერსაც არ ვამთავრებდით, მაგრამ ისეთი ხმით ეუბნება, ,,გახდილი დამხვდის'' რომ ნიშნავს. გოგონაც მაშინვე ემორჩილება.
ვგრძნობ, რომ უკვე ზედმეტი ვარ და მიკვირს, ოლიმპიური სიმშვიდის შენარჩუნებას როგორ ვახერხებ. მგონი, ბოლო ორ დღეში ზედმეტად დავიცალე ემოციებისგან და აღარაფერიდამრჩა.
_გაგაცილებ!_არ იმჩნევს, რომ წამოდგომას განგებ ვაჭიანურებ.
თავხედობას საზღვარი არ აქვს, ფაქტობრივად, სახლიდან მაგდებს. შეკითხვების 80%-ის დასმა ვერც კი მოვასწარი, თუმცა, საკუთარ თავთან მაინც ვაღიარებ, რომ სტატია ფეხებზე , უბრალოდ ვეჭვიანობ.
_მაპატიე!_უხერხული ხმით მეუბნება, სანამ ჰოლში მიმყვება. ისეთი გულწრფელი მეჩვენება, წამით სერიოზულად ვფიქრობ, რომ ამ ადამიანში ორი ურთიერთსაპირისპირო პიროვნება ცხოვრობს. _მართლა საინტერესო იყო შენთან საუბარი, მაგრამ...
_საუბარი არა, ინტერვიუ._ჩემდა გასაკვირად შესაშური კატეგორიულობით ვაწყვეტინებ. _ სამწუხაროა, რომ ბევრი კითხვა დარჩა უპასუხოდ, მაგრამ ეს შენი საქმეა.
_რამე მოიფიქრე, ნიჭიერი გოგო ჩანხარ? _ეს რა, კიდევ დამცინის?
_ვერ გავიგე?
_თავად გაეცი პასუხები, ნებას გაძლევ!..
_დარწმუნებული ხარ?
_კი, როგორც გინდა, ისე მოიქეცი! _ ,,ოღონდ ახლა აქედან მოშორდი''?
_გასაგებია, კარგად!_ სადარბაზოში გავდივარ და ვერ ვაცნობიერებ, შვებას ვგრძნობ თუ დამწუხრებული ვარ.
_კარგად და იცოდე, დაპირება, არ დამვიწყებია! _ სიტყვებს სწრაფად ვხარშავ და მექანიკურად ვტრიალდები, მაგრამ კარს ცხვირწინ მიჯახუნებენ.
თავს ვარწმუნებ, რომ ყველაფერი კარგადაა, თავს ვარწმუნებ, რომ ისეთი არაფერი მომხდარა, თავს ვარწმუნებ... მცდელობა დასაწყისშივე განწირულია, მშვენივრად ვიცი, რომ აფეთქების ზღვარზე ვიმყოფები. ვიცი, რომ ასეთ მდგომარეობაში მიღებულ გადაწყვეტილებასაც მალევე ვინანებ, თუმცა უკვე შევეგუე იმედგაცრუებას.
_მიიღებ რიტა სკიტერს, რაკი ასე ძალიან გინდა!_იმ ფურცლებს, სადაც მისი პასუხები მაქვს ჩანიშნული, ნაკუწებად ვაქცევ.


დიდი მადლობა ყველას, ვინც საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებთ გმირებზე თუ ზოგადად, ნაწარმოებზე. ეს თავი ნამდვილად არაა ისეთი, როგორიც მინდოდა, მაგრამ შესაძლოა ვერ შევძლო რამდენიმე დღის განმავლობაში დადება და არ მინდოდა, ძალიან უპასუხისმგებლოდ გამომსვლოდა.



№1  offline წევრი Suicide_Blonde

ღამის სამ საათზე ატვირთული ახლა გამოქვეყნდა და მეორე გვერდზეა უკვე, საინტერესოა, თუ ნახავს ვინმე :)
სურათი შეცვალეთ, გემუდარებით, ეს არ დამიდია აშკარად :D

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

დღეს რაღაც ხდება გვიან იდება .
მე ძაან მომწონს და მაინტერესებს. ცუდია რომ დაგაგვიანდება შემდეგი ავეის დადება მაგრამ არაუსჰავს გელოდები!!!!!!1

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

მომწონს და ველი შემდეგს bowtie

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent