შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Siempre Staccato 1 ექსპოზიცია


24-12-2016, 20:26
ავტორი Suicide_Blonde
ნანახია 1 710

_წვიმს!_მესმის ჩემიანების გადალაპარაკება.
შესამჩნევი სითბოს მიუხედავად მაჟრჟოლებს და საწოლში კიდევ უფრო ვიკუნტები, მაგრამ ცდუნებას ვერ ვუძლებ და რამდენიმე წამში უკვე რაფაზე ვარ მოკალათებული. ხელს წვეთებს ვუშვერ და გრილი შეხების შეგრძნებაზე იდიოტივით ვიღიმი, თუმცა შედარება სრულიად უადგილოა, ამ შემთხვევაში აშკარა დიაგნოზთან გვაქვს საქმე. სხვაგვარად როგორ შეიძლება იმის ახსნა, რომ ადამიანს უყვარს ის, რაც მასში ყველანაირ უარყოფით ემოციას აღძრავს? არის ამაში რაღაც საშინლად მაზოხისტური.
_დო...რე...მი..._მოწყვეტით ვღიღინებ და რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც ზუსტად იმავეს აკეთებს.
_ჭკუას ვერასოდეს ისწავლი, ,,ფანატკა''!_ვუბრაზდები ,,ალექსდამოკიდებულ'' ნახევარს, რადგან ვგრძნობ, რომ მისი თითების წარმოდგენაზეც კი სუნთქვა მეკვრება.
_გააღე, ნინა!_საბედნიეროდ, დედაჩემის ხმას და კარზე ბიძგს მალევე გამოვყავარ არასასურველი ფიქრებიდან. ფანჯარას სწრაფად ვხურავ და ვცდილობ, ნამძინარევი გამომეტყველობა მივიღო. ჰო, ალბათ, წამლის მიღების დროა.
***
_აუ, კიდე იყვნენ რა!_გაწუწული ელენე მთელი ძალით გარბის და მეც მიმაქანებს.
_ვერ გადამირჩები, რომ არ მომეწონოს!_ჩხუბით მივდევ და დროდადრო ატალახებულ ფეხებზე ვიხედები. ჯანდაბა, რაღა დღეს ჩავიცვი საშინლად მოკლე კაბა!_ასე მგონია, ყველა ჩვენ გვიყურებს.
_გრძელი ფეხების ბრალია, ,,ბლონდი''!_სიცილით მეძახის და უკვე მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეებზე ჩარბის. მეც ნაბიჯს ვუჩქარებ და ბოლოს და ბოლოს, დაწევას ვახერხებ.
_პროსტა, მოუსმინე, რა!_დემონსტრაციულად შლის ხელს და სახით მანიშნებს, ხომ გეუბნებოდიო.
_არ არსებობს!_ნაცნობი მელოდიის გაგონებაზე ადგილზე ვშეშდები და მექანიკურად ვამოწმებ, რომ ყურსასმენები მოხსნილი მაქვს. არა, არ მეჩვენება, ვიღაცები გვირაბში Uprising-ს უკრავენ და...უნდა ვაღიარო, არც ისე ცუდად.
_აქეთ!_ელენე წინ მიმიძღვება მეც მონუსხული მივყვები. ერთი სული მაქვს, როდის დავინახავ ჩემი საყვარელი ბიჭების თბილისურ ვერსიებს.
,,სცენასაც'' მალე ვუახლოვდებით, თუმცა მიახლოება გადაჭარბებული ნათქვამია, იქაურობა სავსეა ჩემი ასაკის გოგონებით, რომლებიც, სავარაუდოდ, მუსიკოსებით უფრო არიან დაინტერესებული, ვიდრე ხელოვნებით...რა ვქნა, ზედმეტად ამპარტავანი ვარ იმისთვის, რომ დავიჯერო, ბევრს აქვს ისეთი კარგი გემოვნება, როგორიც მე.
ცოტა არ იყოს, განხიბლული ვრჩები. ესეც დედისერთობის ყველაზე დიდი ნაკლი. არ მსიამოვნებს, როცა ყველაფერი ჩემს ირგვლივ არ ტრიალებს. არ ვარ მიჩვეული და იმიტომ. ახლაც ვერ ვეგუები, რომ ეს მუსიკა მხოლოდ ჩემთვის არ უკრავს. მიუხედავად ამისა, ელენეს კმაყოფილი ვუმზერ და ვანიშნებ, რომ მშვენიერი სიურპრიზი გამოუვიდა.
_უნდა დამიჯერო ხოლმე!_ამაყად იჯგიმება, თანაც ფრთხილად მიარღვევს აჟიტირებული ,,ფანატების'' ნაკადს და მეც მიყოლებს. მალევე წინა რიგში ვექცევით და ახლოდან ვხედავ მუსიკოსებს, რომლებიც უკვე ,,While your lips are still red''–ს ასრულებენ.
ჯერ გიტარისტს ვაკვირდები_ქერათმიანი ბიჭია, ხორბლისფერი კანით, მონაცრისფრო თვალებითა და თავდაჯერებული ღიმილით. მოკლედ, ჩვეულებრივი ,,კარგი ტიპია''...უფრო სწორად, საკმაოდ...არა, ძალიან კარგი ტიპია, ჩემთვისაც კი.
ჩემს სუსტ წერტილს ბოლოსთვის ვიტოვებ და მზერა ვოკალისტზე გადამაქვს, რომელიც პიანისტობასაც ითავსებს, გადამაქვს და...ორ წამში არც დრამერი მახსოვს, აღარც გიტარისტი და საერთოდ, სუნთქვაც მავიწყდება_ჩემს წინ ყველაზე დამატყვევებელი ადამიანი დგას მათ შორის, ვინც ოდესმე მინახავს. ვუყურებ მის მხრებამდე ჩამოშლილ ყორანივით შავ თმებს, ღამესავით ბნელ თვალებს, თხელ, უსასრულოდ გრძელ თითებს(კიდევ ერთი სუსტი წერტილი) და იმის გაცნობიერებაზე, რომ ეს სასიამოვნო ხმაც მას ეკუთვნის, ვგრძნობ, რომ წამში ვეწერები ,,ფანატკების'' რიგში, თანაც, პირველ ნომრად.
_ღმერთო!_გაუცნობიერებლად ვამბობ და გონზე მოსული ვიმედოვნებ, რომ არც ისე ხმამაღლა გამომსვლია.
დამშვიდებას ვცდილობ. სულაც არ მინდა, ასეთი აღფრთოვანება აშკარად შემეტყოს, ნამდვილად ვერ გავიმეტებ ამისთვის ჩემს სიამაყეს, არ ვიცი, ამ დროს რაში მჭირდება და ვის დაჰკარგვია, მაგრამ მაინც.
ყურადღების გადასატანად მელოდიას ტანს ნაზი მოძრაობებით ვაყოლებ და ფიქრებში მივდივარ, რეალობაში ელენეს მუჯლუგუნი მაბრუნებს.
_რა იყო?_უცოდველი ბავშვივით ვუყურებ და ვამჩნევ, რომ სიმღერა დასრულებულია და ,,ფანატკებით'' გარშემორტყმული მუსიკოსები ინსტრუმენტებისგან მოშორებით დგანან.
_რაღა რა იყო, გეტყობა, ვიღაცის წითელ ტუჩებს გამალებით კოცნიდი ოცნებებში._სიცილს ვერ იკავებს.
_ნუ სულელობ!_ტუჩები არ ვიცი და ცხოვრებაში პირველად, მგონი აღელვებისგან ლოყები მიწითლდება.
_სხვათა შორის, თვალს არ გაცილებდნენ!_ჩურჩულით ეუბნება და სამეულისკენ(ჩემთვის_ერთეულისკენ) მანიშნებს.
_რომელი?_სწრაფად ვკითხულობ და ჩემს თავზე ნერვები მეშლება, ასე რომ ვღელავ. თითქოს თხუთმეტი წლის გოგო ვიყო, რომელიც პირველად შეამჩნიეს. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ იმ ასაკშიც საკმაოდ განებივრებული ვიყავი კომპლიმენტებით.
_რომელი არა!
_კარგი, ერთი!_გულგრილი ხმით ვამბობ, გულის სიღრმეში კი სამმაგ სალტოს ვაკეთებ. ვის არ სიამოვნებს ყურადღება, როგორ ხშირადაც არ უნდა გრძნობდეს.
უკან ვიხედები და რამდენიმე წამის განმავლობაში ,,ერთეულთან'' აშკარა მზერით კონტაქტს ვამყარებ. რა ვქნა, თავიდან ვერ ვიგდებ მის იდეალურობაზე ფიქრს. შეიძლება, მეჩვენება ან ძალიან მინდა ასე იყოს, მაგრამ მის გამოხედვაში დაუფარავ გამოწვევას ვკითხულობ, რომელსაც სიამოვნებით მივიღებ...დი.
მოულოდნელად ,,ფანატკების'' რიგს ვიღაც არღვევს და ,,ერთეულს'' კისერზე ეკიდება, ისიც თმას უწევს და ხარბად კოცნის.
დიდი სურვილის მიუხედავად, ეს ,,ფანატი'' ძალიან უშნო არ არის...სულაც არ ჩანს უშნო...კარგი ჰო, საკმაოდ ლამაზია(მე ვერ შემედრება, მაგრამ მაინც).
მის კისერში ტუჩებჩარგული ,,ერთეული'' ჩემსკენ იხედება და თვალს მიკრავს.
ესეც, ჩვენი პირველი სტაკატო!
ვგრძნობ, რა სიჩქარით განიცდის ჩემი სიამაყე თავისუფალ ვარდნას და სანამ მიწაზე დაენარცხება, ელეს წუწუნის მიუხედავად, იქაურობის დატოვებას ვცდილობ.
კიბესთან მისულს ვიღაც ბიჭი მეწევა და შლაპას მაწვდის. როგორც ჩანს, ცეკვისას მომძვრა. სწრაფად ვართმევ და სანამ მადლობას ვუხდი, ვამჩნევ, რომ ქუდი ცარიელი არაა. აკანკალებული ხელით ვიღებ დაკეცილ მოსაწვევს და გაკრული ხელით გაკეთებულ მინაწერს ამოუსუნთქავად ვკითხულობ:
,,მე რომ შენი ღმერთი ვიყო, ბნელ ოთახში ჩაგკეტავდი, მოდურ ტანსაცმელს შემოგახევდი და ფრთების გარეშე ცხოვრებას გასწავლიდი!''
_რა არის?_ელე ცნობისმოყვარე მზერას მაგებებს.
_აა...არაფერი!_ფურცელს ჯიბეში ვაგდებ და ვცდილობ, სიბრაზით გამოწვეული კანკალი შევაჩერო.
_ხომ იცი, ყველა კაცი ერთნაირია, მაგრამ ზოგიერთი უფრო ერთნაირია!_რა თქმა უნდა, აღელვების მიზეზს ხვდება და ,,სიბრძნეს'' აფრქვევს.
_ელენე ორუელი!_სიცილს ვერ ვიკავებ.
_დამცინე, ჰო!_ტუჩებს სასაცილოდ ბუსხავს და ზუსტად იმ დროს, ყველაზე ლამაზია.
_სხვათა შორის, რომელიმე სტატიის სათაურად გამოდგება, დავფიქრდები._სრული სერიოზულობით ვეუბნები და ვიხუტებ._შენ ხარ წვიმაში ტალახზე მეტი!_კისკისით ვამატებ და სახლისკენ გავრბივართ.
***
,,სელფის'' ვიღებ და ელენეს ვუგზავნი. კმაყოფილი ვუყურებ, როგორ ცდილობს სიცილის შეკავებას და ლექტორზე კონცენტრირებას. არც ის მრჩება შეუმჩნეველი, რა მონდომებით აპარებს თვალს მისი მობილურისკენ ძნელაძე. დავიჯერო, ჰგონია, მაგაზე ვსაუბრობთ?
მოულოდნელად ჩატი იხსნება და რედაქტორის არც ისე სასიამოვნო შეტყობინება მხვდება. ინტერნეტს სასწრაფოდ ვთიშავ და ვცდილობ, თავის გამამართლებელი საბუთი მოვიფიქრო. ამ დროს ისეთი კრეატიული ვხდები ხოლმე, სტატიებში რომ ვიყენებდე მის ნახევარს, ალბათ, აქამდე დამაწინაურებდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე, როგორც ამბობენ, არც ისე ცუდად ვწერ.
ზარი ისე სწრაფად ირეკება, გონზე მოსვლას ვერ ვასწრებ, ჩანთას სწრაფად ვალაგებ და კართან ძნელაძესთან ერთად მდგარ ელენეს ვუახლოვდები.
_როგორ ხარ?_ღიმილით მეკითხება სანდრო და თმაზე ხელს ისვამს. სასიამოვნოა იმის დანახვა, როგორ ქრება ,,ყველაზე პოპულარული ბიჭის'' თავდაჯერებულობა ჩემთან შეხვედრისას.
_კარგად!_მოვალეობის მოხდის მიზნით ვკოცნი და მეგობრისკენ ვტრიალდები._წავედით?
_ჰო!_მექანიკურად მპასუხობს, მაგრამ აზრს ,,რატომღაც'' სწრაფად იცვლის._ნანას რაღაც უნდა ვკითხო, დაგეწევით. ტყული აშკარად ვერ ვასწავლე, როდის აქეთ დაინტერესდა მეცხრამეტე საუკუნის ჟურნალისტიკის ისტორიით!
_როგორც გინდა!_მხრებს ვიჩეჩავ და სანდროსგან შეუმჩნევლად ,,მერე მოგივლი'' სახით ვუყურებ, ის კი თვალს მიკრავს.
ძნელაძე მთელი მონდომებით ცდილობს, საუბარში ამიყოლიოს. უნდა ვაღიარო, მრავალმხრივ საინტერესო ადამიანია და ამასთან, ზედმეტად სიმპატიურიც(,,ც'' იმიტომ, რომ ქართულში გაძლიერების ნიშანია და არა_დამცრობის, როგორც ბევრი მიიჩნევს.), მაგრამ ისე ვარ გართული სამსახურზე ფიქრით, მისი ლაპარაკიდან ერთ სიტყვასაც ვერ ვგებულობ და შეუძლოდ ყოფნის მომიზეზებით თავს ვაღწევ. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ სახლში წაყვანაზე ვერ დამითანხმა და ყურსასმენგარჭობილი გზას მშვიდად მივუყვები.
როცა ,,ნაცნობ'' გადასასვლელს ვუახლოვდები, საკუთარ თავს კვლავ იმ შავგრემან დორიან გრეიზე ფიქრში ვიჭერ, თუმცა დარწმუნებული ვარ, აქ არ დამხვდება. მიუხედავად ამისა, იმედგაცრუება, რომელიც ბოლო ერთი თვის მანძილზე ჩვევად მექცა, მაინც მიპყრობს.
ფიქრებიდან ზარს გამოვყავარ. თამარია, ამჯერადაც რომ არ ვუპასუხო, მინიმუმ ჩამოხრჩობა და მაქსიმუმ დახვრეტა არ ამცდება(ვგიჟდები იუმორზე).
_გისმენ!_უხალისოდ ვპასუხობ და თითებს ვაჯვარედინებ.
_გვიკადრა მისმა უდიდებულესობამ..._დაიწყო ჩვეული საუბარი და რაკი მოსმენის თავი არ მქონდა, ყურსასმენები გამოვიძრე. როცა ჩავთვალე, რომ მონოლოგი დასრულებული ექნებოდა, უკანვე დავაბრუნე და ჩავახველე.
_საერთოდ მისმენ?
_კი...მაპატიე, არ ისმოდა კარგად, რა თქვი?
_რა და, შაბათს მაგიდაზე მექნება შენი სტატია ან სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება.
_აბა, რა, დაწყებული მაქვს უკვე მუშაობა.
_ოჰ, და რაზე ან ვიზე წერ, თუ საიდუმლო არაა?
_რაზე და..._ჩანთას სწრაფად ვხსნი და დაკუჭულ მოსაწვევს ვხსნი._ჯგუფი ,,ობლივიატე'' გაგიგია?
_გაგიგიაო? შენ რა, ტელევიზორს საერთოდ არ უყურებ?_უკმაყოფილო ხმა წამში შეეცვალა.
_რა იყო, ,,ნიჭიერი'' მოიგეს?_სიცილი ვერ შევიკავე. ნებას თუ მომცემდნენ, სიამოვნებით გავასწორებდი მიწასთან მსგავს შოუებს.
_საქართველოს წარადგენენ ევროვიზიაზე, ,,ვსეზნაიკა''!_გაოცებისგან ენა მივარდება._მაგათ ინტერვიუს თუ დაითრევ, პრემიაც ჩემზე იყოს.
_ჰო, მაგრამ...
_აბა შენ იცი, შაბათამდე._დამშვიდობებასაც არ მაცლის და თიშავს.
როცა ვიაზრებ, რა შარში გავყავი თავი, ჩემს ენას, რომელიც სულ გონებას უსწრებს, ვწყევლი. რას წარმოვიდგენდი, ჩემს ჯინაზე როკი და ევროვიზიაც თუ დამეგობრდებოდნენ.
მეორე მხრივ, მშვენიერი შანსი მეძლევა ოდნავ შელახული თავმოყვარეობის აღსადგენად.
_მე შენ გაჩვენებ, ვინ არის ღმერთი!_კმაყოფილი და დამშვიდებული ვამბობ, როცა უკვე დაზეპირებულ ტექსტს მეათასედ ცკითხულობ.
***
ინტერნეტ-გამოძიება არც ისე წარმატებულად სრულდება. ფაქტობრივად, მშრალი ცნობების და რამდენიმე ვიდეოს გარდა ვერაფერს ვპოულობ. როგორც ჩანს, ჯადოქარი მუსიკოსები ჟურნალისტებს დიდად არ სწყალობენ. ალბათ, ამიტომაც დამპირდა თამარი პრემიას. არა უშავს, მე ხომ საკუთარი ცნობათა ბიურო მყავს. ელენესთან ვრეკავ და მალევე ვარკვევ, რომ ბენდის დრამერი ძნელაძის დეიდაშვილია. ეს უკანასკნელიც, ჩვეულებისამებრ, საღამოს მწერს და ზეგინდელ საღამოზე თავს ტექნიკურად ვაპატიჟებინებ. თან მპირდება, რომ ეცდება, ბიჭები ინტერვიუზე დაითანხმოს. სანდროს დაპირება კი, ფაქტობრივად, გარანტიაა.
კმაყოფილი ვემშვიდობები და გეგმებს ვაწყობ. მოძიებულ ინფორმაციას დეტალურად ვეცნობი და დაახლოებით ვსაზღვრავ, ინტერვიუ როგორ უნდა წარვმართო. ისეთი აღელვებული ვარ, თითქოს ამას პირველად ვაკეთებდე. ეკრანიდან ალექს დადიანის ფოტო ,,შემომცქერის'' და თითქოს მაფრთხილებს, ცეცხლს ნუ ეთამაშებიო. ჰო, მგონი უკვე ვიწვი, მაგრამ საკუთარ თავთანაც კი მეშინია ამის აღიარების.
_Game on!_ნერვიული ღიმილით ვამბობ და ლეპტოპს ვხურავ.



№1  offline წევრი Ana Imnadze

რა კარგად წერ :O
საინტერესო სიუჟეტია და თან კარგადაც იკითხება <3
ც - ზე ჩართვას აუცილებლად გავითვალისწინებ,არ მეგონა'ეგ' მნიშვნელობა თუ ჰქონდა.

 


№2  offline წევრი Suicide_Blonde

გამიხარდება თუ გამოხატავთ აზრს (დადებთს თუ უარყოფითს) ^

 


№3 სტუმარი Mtvareula

Kargia, kargia, kargiaaa.
Aii, dzaalian momewona.
Velodebi shemdegs.
Dasawyisis monakvetis azrs, rom chavwvdi guli damwyda ucnaurad, ratomgac.
Vigrdzeni.
Titoeuli nawarmoebic, xom imistvisaa, rom ragac igrdzno.
Ase rom, komplimentad chatvale.

Velodebi shemdegs. <3 .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent