შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ისევ შენთვის (2)


27-12-2016, 15:11
ავტორი სატი
ნანახია 2 009

ჩვეულებრივად წავედით, მოვაწერეთ ხელი, ჩემი მეჯვარე ჩემი მეორე დაქალი თამთა იყო. მასთანაც ახლოს ვიყავი მაგრამ ძირითადად მე და ქეთა დავდიოდით ხოლმე... მაგრამ მაგის სახელი აღარც ახსენოთ ჩემთან. ირაკლიმ შემდეგ რესტორანში წამიყვანა. იქ მისი ძმაკაცები იყვნენ, ანდრო, თემო, ნიკა, ოთო და საბა. ამათგან ოთო იყო მისი მეჯვარე. თამთა იჯდა ჩემ გვერდით, ევა ვერ მოვიდა რადგან მერვე თვეზე იყო. კოტეს ვუთხარი რა უნდა გააკეთო დარჩი სახლში თქო და დარჩა ევასთან. თამთას გარდა კიდევ ორი ჩემი დაქალი ლიკა და კატო იყვნენ. ეგენიც მაგრა ერთობოდნენ და მე უბრალოდ ვიჯექი და ველოდებოდი როდის დამთავრდებოდა ყველაფერი, უცებ ლიკამ დაუფიქრებლად სასმელი შემომთავაზა და ირაკლიმ მკვლელი სახით გადახედა, შემდეგ უცებ შეცვალა გამომეტყველება, გაიღიმა და ლიკას გამოართვა ბოთლი. ის ჩემ მარცხნივ იჯდა და დრო და დრო მეკითხებოდა ხომ კარგად ხარო. ცოტახანში გიორგი მოვიდა, ძალიან გამიხარდა რატომღაც მისი მოსვლა. ავდექი და ისე გადავეხვიე როგორც არავის არ ჩავხუტებივარ, ირაკლი კი გაგიჟებული მიყურებდა, შემდეგ თამთას გვერდით სკამი დავდგი და ისიც ჩემთან დავისვი. იქ ყველას იცნობდა მარა მე მელაპარაკებოდა,რატომღაც გიორგის კარგად ვუგებდი.
-აუ გიო ცვეტში სუ მაგ თემაზე მეკამათებიან ხოლმე.
-არა, მე მაგრა მევასება ეგ წიგნი მარა მართლა საკამათო თემაა რამდენად იყვნენ გმირები და რამდენად არა.
-ხო, ნუ სხვადასხვანაირი ჭორები დადის რო ტერორისტები იყვნენ და მიაბრიდეს ვიღაც თვითმფრინავში, ის გააკეთეს, ეს გააკეთეს და არ ვიცით რა არის სიმართლე და რა არა. იქ ვინც იყო მარტო იმან იცის და უნდა იტყვის სიმართლეს უნდა არა.
-მარა წიგნი მართლა ძააან მაგარი გამოვიდა.
-მაგაში გეთანხმები, ზუსტად 2საათში დავამთავრე მაშინ კითხვა და ორასჯერ წავიკითხე თავიდან.
-მეც ზუსტად ეგრე ვიყავი, მაგრა დამევასა წიგნი, მერე პერსონაჟები და ვაფშე პირველი წიგნია რომლის აღწერებიც მაგრა დამევასა. იმენა რეალურად ჰქონდა გადმოცემული ყველაფერი. ვაფშე გეგა და თინა ხო ძაან მაგარი ტიპები იყვნენ. მარა მაგ თემაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ ხოლმე იმიტო რო მე იქ არ ვყოფილვარ და არაფერი არ ვიცი, თავს ვიკავებ ხოლმე აზრის გამოთქმაზე.
-მეც. კიდე რა გაქ წაკითხული?
უცებ გიორგის ტელეფონზე დაურეკეს.
-მოვალ ეხლავე-მითხრა და გავიდა
***
-ალო?
-გიორგი სად ხარ ტო?-გიორგის ძმაკაცი ურეკავდა.
-ჩემი ძმის ასე ვთქვათ ქორწილში.
-ვა გილოცავ, მისმინე კაროჩე ბარბარე გაიჩითა ვიღაც ტიპთან უბანში.
-რაა? ვისთან?
-ვიღაც ყ**სთან ერთად, აი მემგონი სანდრიკას ბიძაშვილთან.
-მერამდენედ!! მაგას მ****ავ დედის მ****ლს! მოვდივარ
***
ნეტა სადაა ამდენხანს, აი მოვიდა.
-გიო? რა მოხდა?
-რაღაც საქმე მაქ-გიო იმდენად გაბრაზებული ჩანდა რომ ირაკლიზე უარესად გამოიყურებოდა. გიო გიჟივით გავარდა და ირაკლიც გაეკიდა, რატომღაც მეც გავყევი, შემეშინდა რამე არ მომხდარიყო.
-სად მიდიხარ?-ჰკითხა ირაკლიმ.
-შენი საქმე არაა!-დაუყვირა გიორგიმ.
ირაკლი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა გიოს და გააჩერა.
-გიორგი, რა მოხდა?-ისეთი წყნარი ხმით უთხრა რომ კინაღამ გავაფრინე.
-გოგო რომელიც მაგრა მევასება გაიჩითა ვიღაც ს***თან და ეს პირველად არაა რა.
-ვინ გოგო?
-ბარბარე.
-რომელი ბარბარე?
-აი თემოს ბიძაშვილის დაბადების დღეზე რო იყო ძაან ლამაზი გოგო.
-აა, მაგის დაქალი. ეგ გევასება? მერე რა იყო?
-მივაბრიდავ იმ ს***ს.
-კაი დაწყნარდი არ გინდა არ წახვიდე ეხლა, საღამოს მეც გამოგყვები.
-არ მინდა მეთითონაც მოვაგვარებ.
-კაი რა გიო, არ მინდა მარტო გაგიშვა, რამე შარს აიკიდებ.
-არ ავიკიდებ!
გიორგი გიჟს გავდა, ირაკლიმ სახეზე მოკიდა ხელები და შემდეგ ჩაეხუტა.
-არ ღირს ვიღაც გოგო ამდენ ნერვიულობად, საღამოს გპირდები გამოგყვები და ერთად მივაბრიდოთ.
-კაი, ეხლა ბიჭებთნ გავალ ცოტახანი რა.
-ჩემი მოტყუება რაღად გინდა გიო? ძაან კარგად გიცნობ მე შენ.
გიორგი უსიტყვოდ გაეცალა ირაკლის. ირაკლის სხვა გზა აღარ ჰქონდა და ჩემკენ შემობრუნდა. ისევ დასერიოზულდა და გაუხეშდა.
-შედი შიგნით გაცივდები-ხელი გადამხვია და შიგნით შემიყვანა. რატომღაც გიორგის გამო ნერვიულობა დავიწყე, ყველა ისევ ერთობოდა ბოლო დონეზე და მე გაყუსული ვიჯექი. რაღაც არ მასვენებდა, მაწუხებდა, გული მიგრძნობდა რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა და ზუსტად ვიცოდი რომ ირაკლიც იგივეს გრძნობდა უბრალოდ ამას არ მანახებდა. ცოტახანში ვეღარ მოვითმინე და ყურში ჩავჩურჩულე.
-ირაკლი ცუდად ვარ-ეს სიტყვები საკმარისი იყო იმისთვის რომ ირაკლის ყველა გაეყარა.
-ერთი წუთით მომისმინეთ, მართლა მადლობა რომ მოხვედით ყველა, ძაან დაგვიგვიანდა და თან მაშა ცოტა ცუდადაა, როცა გინდათ მერე ისევ შევიკრიბოთ ყველაფერი ჩემზე იყოს პროსტა ეხლა დავაი სახლებში რა-ფული დატოვა, ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა-რა მოხდა
-არ ვიცი, გიოზე ვნერვიულობ.
-გიო დიდი ბიჭია და მიხედავს თავის თავს.
-ძაან გთხოვ დაურეკე რა-ანერვიულებულმა ავხედე ირაკლის.
-კაი, ჩაჯექი მანქანაში არ გაცივდე-მანქანაზე მიმითითა და მეც უხმოდ დავემორჩილე. გიორგის 3ჯერ თუ 4ჯერ დაურეკა და რომ არ აიღო მანქანაში ჩაჯდა და მე შემომხედა.
-რა?
-არ იღებს.
-იქნებ რამე დაემართა.
-არ ვიცი, მოკლედ სახლში დაგტოვებ და უბანში გავალ გავიგებ რა ხდება.
-არა, მეც შენთან ერთად წამოვალ.
-არა, საშიშია შენი იქ წამოსვლა.
-გთხოვ.
-ვერ გაიგე რაც გითხარი?
-გევედრები გიორგი ძალიან მიყვარს.
-მანქანიდან ფეხს არ გადმოადგამ.
-მადლობა.
უცებ დაქოქა მანქანა და უბანში გამიყვანა. ცოტახანში ერთ ბნელ ეზოს მივადექით, ბესეტკასთან ბიჭები იდგნენ და ვიღაცას გამეტებით ურტყამდნენ, უცებ ირაკლი გიჟივით გადავარდა მანქანიდან, მე ვერ მოვწვი რა ხდებოდა. ირაკლიმ დანა გააძრო და ერთ-ერთს მოარტყა მუცელში, მაშინვე სახეზე ავიფარე ხელები და დავიყვირე. ვიღაცა ჩემკენ გამოიქცა და მანქანის კარი გააღო მაგრამ უკნიდან სროლის ხმა გაიგო და გაიქცა. ყველა მოშორდა ირაკლის და მხოლოდ დასისხლიანებული გიორგი გამოჩნდა რომელიც უგონოდ ეგდო მიწაზე. ირაკლი ჩაიკუზა და თავი ხელებში ჩარგო. მაშინვე გადავედი მანქანიდან და გიორგის მივვარდი.
-ირაკლი! დამეხმარე ავაყენოთ!
-რატო გადმოხვედი მანქანიდან-მემგონი ცრემლი მოიწმინდა და წამოდგა. გიორგი ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა, მაშინვე საავადმყოფოში წავედით, გიორგი რეანიმაციაში შეიყვანეს. გიორგის 1ძმაკაციც დაჭრილი იყო (ლაშა) ორივე რეანიმაციაში იყო. ირაკლი უბრალოდ სკამზე იჯდა და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. ზუსტად 3საათი ესე იჯდა, რა არ ვცადე, ყავა მოვუტანე, საჭმელი მაგრამ არაფერი არ გამომივიდა. უბრალოდ იჯდა და არაფერს არ ამბობდა, მე არ ვიცოდი რა გამეკეთებინა დამერეკე თუ არა გიორგი მშობლებისთვის, ვინმესთვის და ბოლოს მეც ჩამოვჯექი და ექიმის გამოსვლას დაველოდე. როგორც იქნა ისიც გამოვიდა და ირაკლი წამოხტა.
-ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ გიორგი გადაგვერჩინა, დანარჩენი უკვე ღმერთზეა დამოკიდებული. მისი ტრამვები ძალიან ძლიერია, ორ ადგილას არის დაჭრილი, სხეულზე უამრავი სინიაკი აქვს, ნაკაწრები, სისხლჩაქცევები... მოკლედ მდგომარეობა ძალიან მძიმეა, იგივე ლაშაზე. ორივე უგონოდ არის.
-რამე გადარჩენის შანსი არის?
-გიორგისი 30პროცენტი სამოცდაათზეა. ლაშასი კი ორმოცდაათი ორმოცდაათზე.
ექიმი წავიდა. ირაკლი შოკში იყო, ხმა არ ამოუღია. გარეთ გავიდა და სიგარეტი ამოიღო. მე არ გავყევი რადგან მივხვდი მანქანსთან არ მიდიოდა. ვიღაცას დაურეკა.
-ოთო?
-ირაკლი რა მოხდა?
-გიორგი მაგრა ცემეს ვიღაც ყ***მა საავადმყოფოშია... გეხვეწები მოდი და წაიყვანე მაშა რა, არ უნდა ინერვიულოს და მე ნამდვილად არ მაქვს მაგის სიჯიუტის თავი. უცხოსთან არ დაიწყებს ჯიუტობას და მოდი რა.
-რაზეა ლაპარაკი ეხლავე გამოვდივარ, არ ინერვიულო შენ. დანარჩენებსაც დავურეკავ რო მოვიდნენ-თქვა და გათიშა. ცოტახანში მართლაც მოვიდა ოთო. ჯერ ირაკლის ელაპარაკა და მერე ჩემთან შემოვიდა.
-მაშ, წავედით.
-გიორგის არ დავტოვებ.
-გიორგი ჯერ არ გამოფხიზლდება, წამო რა თან ირაკლის ნერვები აქვს აშლილი, ნუ დაუმატებ რა. ეხლა შენ აქ ვერაფრით დაეხმარები, ვიცი უყვარხარ მაგრამ ეხლა არაფერზე არ შეულია ფიქრი. ჩვენ აქ ვიქნებით და მივხედავთ.
-მაგრამ
-მაშ, ნუ გაჯიუტდები ეხლა ნამდვილად არ აქვს მაგას შენი თავი.
-კაი-ოთომ ხელი გადამხვია და მანქანაში ჩამსვა. სახლში მიმიყვანა და ბოლომდე ამაცილა. ოთახში რომ შევედი მაშინვე ლოგინზე დავეგდე და ტირილი დავიწყე. არ უნდა წასულიყო, არ უნდა გაეშვა ირაკლის, რომ მოკვდეს... ღმერთო გევედრები არ მოკვდეს...
***
ირაკლი აქეთ-იქით დადიოდა და ვერ წყნარდებოდა, გიჟს გავდა. არ ჭამდა, არც სვამდა... უკვე ზომბს გავდა. გიორგის გვერდით იჯდა და მორჩა, ეს იყო რასაც აკეთებდა. რა არ სცადეს მაგის ძმაკაცებმა და ვერაფრით ვერ გაიტყუეს საავადმყოფოდან. გიორგის მდგომარეობა კი უცვლელი რჩებოდა, ის უბრალოდ აპარატზე იყო შეერთებული, ექიმებმა შესთავაზეს მის ორგანოებს ამოვიღებთ და სხვას გადავუნერგავთო რადგან ის უკვე ფაქტიურად გარდაიცვალაო, მაგრამ ირაკლიმ გინებით გაისტუმრა. მაშას კი უბრალოდ სახლში ტოვებდა, მალე გიორგის და ირაკლის და უნდა ჩამოსულიყო. მაშა სახლში იყო გამოკეტილი რადგან ირაკლი არ აძლევდა მის მშობლებს მაშას სახლიდან გაშვების უფლებას, ისიც იტანჯებოდა და მაშაც. ოთოს შეეცოდა მაშა და ირაკლის დის დასახვედრად წაიყვანა აეროპორტში. ანი ირკალიზე ერთი წლით დიდი იყო, 24ის. თბილი გოგო იყო... ახლობლებთან. მაშას იცნობდა მაგრამ საუკეთესო ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ.
-ოთო როგორ არიან?-გზაში ეკითხებოდა ანი.
-არ ვიცი რა... შენი მშობლები ჭკუიდან იშლებიან, ირაკლი ვაფშე ცუდადაა. არ ჭამს, არ სვამს... კაროჩე მალე ეგეც მიუწვება გიორგის რა... ვერ ვშველით ვერაფერს. მაშა კიდე ხო ხედავ რა დღეშია...
-მივხედავ მე... ირაკლისაც გამოვიყვან და მშობლებსაც. გიორგი მალე გამოჯანმრთელდება.
-ექიმებმა უკვე ოცი პროცენტია ოთხმოცზე რომ გამოფხიზლდესო.
-თმებით სათრევია ის ბარბარე.
-მოსული იყო საავადმყოფოში მაგრამ ირაკლიმ ლამის ცემა ის გოგო. არ ვიცი რა... გოგოს გამო ესეთი რა იჩხუბა გიორგიმ, ეტყობა მაგრა უყვარდა.
-არა ვიპოვი იმ ბარბარეს და მაგრა დავბრიდავ!
მაშას გადმოსახედიდან.
ცოტახანში მე გადმომხედა უკან.
-შენ როგორ ხარ?
-რავი.
-ექიმთან იყავი?
-ჯერ მეორე თვეზე ვარ.
-შენთვის ნერვიულობა არ შეილება, ოთო მე საავადმყოფოში მიმიყვანე და მაშა თავისიანებთან მიიყვანე, თავის სახლში. მარტო არ მინდა იყოს ჩვენთან. მაშა არც გაბედო შეწინააღმდეგება.
არც მიცდია რადგან ვიცოდი ჩემი აზრი აღარავის აინტერესებდა. შიგნიდან მთლიანად გაუბედურებული ვიყავი, გიორგის სიკვდილს ვერ გადავიტანდი, ირაკლის ნერვიულობაც მკლავდა, მენატრებოდა. მის გარეშე ამდენი ხანი არ შემეძლო გაძლება. ცოტაც და ალბათ მალე მე, ირაკლის და გიორგის გვერდიგვერდ დაგვმარხავდნენ. ბავშვი მეცოდება, ვერ ვჩერდები, ყოველდღე ვტირივარ. მუხლებზე დამხობილი ვევედრები ღმერთს რომ გიორგი გადაარჩინოს, უშველოს რამე, მაგრამ არაფერი არ გამოდის... რა გავაკეთო აღარ ვიცი... კოტეშემომთავა წავსულიყავი, ევა საავადმყოფოში მიყავდა, მალე ელოდებოდნენ უკვე ბავშვს. მეც დიდი სიამოვნებით გავყევი, გულს გადავაყოლებდ... თან იმავე საავადმყოფოში იწვა გიორგი. ლუკამ ტვინი წაიღო მეც წამიყვანეთო და ჩვენც დავთანხმდით. იქვე დააწვენდნენ, კოტეც რჩებოდა და მე ალბათ დამაბრუნებდნენ სახლში და ისვე მარტო დავრჩებოდი, მაგრამ ისევ მოაწყობიდა კოტემ რომ ყველა დავეტეოდით პალატაში. ირაკლიმ არ იცოდა იქ რომ ვიყავი. საავადმყოფოს ეზოში გავედი და ინსტიქტურად სიგარეტს დავავლე ხელი, მოვუკიდე და უბრალოდ შევხედე, შემდეგ კი ჩაქვრა, ისვე როგორც იმედი იმისა რომ გიორგი გადარჩებოდა. ძალაუნებურად ცრემლები წამომივიდა თვალებიდან, რომ შევბრუნდი და პალატასთან მივედი ლუკა დამხვდა, ცრემლები მოვიწმინდე და მის წინ ჩავიკუზე.
-რას აკეთებ აქ?-ძლივს დავილაპარაკე ნორმალური ხმით რომ ის არაფერს მიმხვდარიყო, მან კი8 მისი პაწაწინა ხელი დამადო სახეზე.
-რატო ტირიხარ?-ისეთი ხმით მითხრა რომ ვერ შევიკავე ცრემლები და ავტირდი. ლუკა ჩამეხუტა, იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ჩავიხუტე. იქვე ჩამეძინა, ვიღაც მოვიდა და ჯერ ლუკა შეიყვანა ოთახში და შემდეგ ჩემი ჯერი რომ დადგა მე გამეღვიძა და ფართხალი და ყვირილი დავიწყე, ჰორმონები უკვე მაგიჟებდნენ, კოტემ პირზე ამაფარა ხელი და ჩამიხუტა.
-დაწყნარდი, არ იტირო. ყველაფერი კარგად იქნება-ისე მაგრად ჩამეხუტა რომ ვერ ვმოძრაობდი, ვეღარც ვკანკალებდი, ცოტათი დამაწყნარა და შემდეგ შიგნით შემიყვანა. გვერდით დაწვა და ესე დამეძინა, ჩემი ხელები ეკავა რადგან სულ ვკანკალებდი, მიუხედავად იმისა რომ მციოდა, ვერ წარმომედგინა ირაკლი რას გრძნობდა მე თუ ესე ვიყავი. რატომ მქონდა ესეთი რეაქცია გიორგის ინციდენტზე ვერ ვხვდებოდი, მემგონი ირაკლის გამო უფრო ვიყავი ესე. დილით ყველა თითისწვერებზე დადიოდა რომ მე არ გავეღვიძებინე. მალევე ავდექი, შედარებით კარგ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ თვალები სულ ჩაწითლებული მქონდა, ყავის აპარატთან მივედი და ყავა ავიღე. ისევ საავადმყოფოს ეზოში გავედი და ცოტახანში მიშკამ დამირეკა.
-ალო?
დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი და 10წუთში ჩემთან გაჩნდა. ეზოში ვიჯექით, ესე უბრალოდ ჩუმად. მაგრამ მალე ლაპარაკი ისევ მიშკამ წამოიწყო.
-როგორ ხარ?
-რა გითხრა, არ ვიცი. გიორგიზე ვინერვიულო, ირაკლიზე, ბავშვზე თუ ევას ბავშვზე... ლუკაზე... მოკლედ ყველაფერზე.
-და შენ თავზე რო ინერვიულო არა? ბოლოს როდის ჭამე ვაფშე?
-არ ვიცი... ალბათ გუშინ წინ.
-და მერე ეგ ნორმალურია ბავშვისთვის?
უცებ ირაკლი, ანი, ოთო და საბა დავინახე რომლებიც ახალი მოსულები იყვნენ საავადმყოფოში.მანქანიდან გადმოვიდნენ და მე შემომხდეს, ისეთი გაკვირვებულები მიყურებდნენ... მხოლოდ მერე მიხდი რატომ, იმიტომ რომ თვალები და მთლიანი სახე ტირილისაგან დასიებული მქონდა. ირაკლი ჩემკენ წამოვიდა.
-რას აკეთებ აქ? მე ხო გითხარი სახლიდან არ გახვიდე თქო-თავი მეორე მხარეს მქონდა მიბრუნებული არ მინდოდა დავენახე ესეთ მდგომარეობაში. მიშკას ეკავა ჩემი ხელები და ჩემ დამშვიდებას ცდილობდა, მაგრა მიჭერდა და გამოუვდა კიდეც.
-მაშა?-ირაკლიმ სახე მისკენ შემაბრუნებინა და შეკრთა. მიშა დამემშვიდობა და წავიდა. ირაკლიმ ჩემ წინ ჩაიკუზა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია-რა განერვიულებს ჩემო ცხოვრება?
-გიორგი.. შენ.. ლუკა... ყველაფერი...
-ჩემო სიცოცხლე... მაპატიე... ეს დღეები ყველანაირად ჩაგკეტე და მეთითონაც ჩავიკეტე, მაგრამ გპირდები ყველაფერი შეიცვლება. მალე ყველაფერი გამოკეთდება მაგრამ მე დრო მჭირდება. რომ შევეგუო...
-არაფერს არ უნდა შეეგუო! გიორგი არ მოკვდება.
-რას აკეთებ აქ?
-ევას მალე ბავშვი ეყოლება.
-ვაა, რა მაგარია.
-ხო...
ირაკლი ჩამეხუტა, აი მაშინ დავწყნარდი ყველაზე მეტად. ეს მჭირდებოდა, ეს იყო ჩემი წამალი, ამან დამამშვიდა, მიშველა, ირაკლი ჩემი ტკივილგამაყუჩებელი იყო და მე მისი. ცოტახანში შიგნით შევედით და ექიმების ჯგრო დაგვხვდა გიორგის პალატასთან, ირაკლი მაშინვე მათკენ გაიქცა, გული კინაღამ გამისკდა. ცოტახანში კი ისე შემოირტყა ხელი თავში რომ მეგონა გიორგი მოკვდა მაგრამ გახარებული გამოტრიალდა, ანისკენ გაიქცა და ხელში აიტაცა სიხარულისგან, რაღაც უთხრა ანის და მან სიხარულისგან ლამის კივილი დაიწყო. შემდეგ ირაკლი ჩემგან გამოიქცა და გიორგის პალატაში შემათრია, გიო გამოფხიზლებულიყო. ანი და ირაკლი მაშინვე მას ეცნენ და ჩაეხუტნენ. შემდეგ გიომ ჩემკენ რომ გამოიხედა თვალები გაუფართოვდა.
-მაშაა... ეხლა... არ მითხრა რომ ჩემ გამო იტირე-ძლივს გაეცინა გიორგის, მე მასთან მივედი და ჩავეხუტე.
-ძაან მიყვარხარ გიო-ჩავჩურჩულე ჩუმად, რათქმაუნდა როგორც ირაკლის ძმა.
-მეც მაშინკა-ისიც ჩამეხუტა.
-დაგბრიდავ გიორგი მეორეჯერ ესეთი რამე რო გაგვიკეთო-უთხრა ირაკლიმ.
ცოტახანში ექიმიც შემოვიდა.
-არ ვიცი რა ვთქვა, არავის არ ჯერა რომ შენ ცოცხალი ხარ გიორგი. რაღაც საოცრება ხარ, მოსიარულე საოცრება!-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ექიმი.
-როდის წავიყვანთ?-ჰკითხა ირაკლიმ.
-არ ვიცით ჯერ, ალბათ ერთი კვირა მინიმუმ აქ უნდა იყოს, ნდა შევამოწმოთ მისი მდგომარეობა, სიარული შეულია თუ არა და... ზოგჯერ პაციენტები სიკვდილამდე უცებ უკეთ ხდებიან და...
-ეგ მეორეჯერ რო გაიმეოროთ ბატონო ექიმო, თქვენ მოკვდებით-თითი დაუქნია ირაკლიმ ექიმს და ის გავიდა.
-კაროჩე დამტოვეთ ეხლა გიოსთან ყველამ-ყველა გაგვაგდო ირაკლიმ და მარტო თვითონ დარჩა. ცოტახანში კი ლაშას პალატაში შევიდა.
ირაკლი.
-ლაშ, გიორგი არ მეუბნება ვინ გცემათ.
-გამოფხიზლდა?
-კი.
-თვითონ თუ არ გუებნება მეც ვერ გეტყვი-აუ რა ჯიუტები არიან, თუ დაშინებულები. ვინ დააშინა ესე
-რა გოგოა ესეთი რომ ამდენი ადამიანი გადაგგკიდათ ერთმანეთს, ან შენ რაღას დაიწყე ჩხუბი.
-რა რატო, გიო ჩემი ძმაკაცია.
-კაი, მიდი გეხვეწები მითხარი ვინები იყვნენ რა და ბავშვს გეფიცები გიო ვერაფერს გაიგებს.
-ირაკლი, როგორ წარმოგიდგენია ეხლა რომ მე მაგას გეტყვი
-არ მეტყვი და ჩაგასიკვდილებ, კაი რა გოგოსავით იქცევი საიდუმლობანას თამაშობთ შენ და გიო? მიდი რა კაცი ხო ხარ? დაგაშინეს?
-არა რა დამაშინეს... ისა, მაშა იცნობს ერთ ტიპს სანდრო ქვია, ხოდა მაგის ბიძაშვილის ჩადენილია რა და მაგის ძმაკაცების. იცოდნენ რო გიოს მაგრა ევასება ეს ბარბარე, გიო კაროჩე მთელ უბანში რაღაც ბალშაია შიშკა იყო და რო მობეზრდათ ამის ნერვების აშლა გადაწყვიტეს და ამ ბარბარეს მიადგნენ რა. ყველამ გავაფრთხილეთ გიო რო დაანაბე თავი ეს გოგო ბევრ კარგს არაფერს მოგიტანს თქო და არ დაგვიჯერა რა.
-სანდრო რა გვარია?
-მეტრეველი. მაგის ბიძაშვილს კიდე ლუკა ქვია.
-ვიცი ეგ ტიპი, ეგ ის არაა სვასტიკასთან რო იყო ქორწილში?
-ეგაა. რო დათვრა გიჟივით და ყველას თავი აცემინა, კაკრას გიომ ცემა მაშინ და ეტყობა შური იძია.
-კაი მადლობა ლაშა, დაისვენე.წავედი მოკლედ.
მაშა.
როგორც იქნა ევა სამშობიაროში შეიყვანეს. მე კიდე ლუკა მყავდა დატოვებული კოტე მას შეყვა. მე და ლუკა ვთამასობდით, ის სახეზე იფარებდა ხელებს და ვითომ აღარ ჩანდა. ამაზე სიცილისგან ვიხრჩობოდი ხოლმე.
-ლუკა, ისაუზმე დილით?
-არა... არაფერი.
-უი... გშია?
ბავშვმა ძაღლივით დამიქნია თავი.
-ეხლავე, მოვალ. საავადმყოფოს კაფეტერიაში ჩავალ და რამეს ამოგიტან კაი?
-კაი.
-არ წახვიდე!-კარი გამოვიხურე და ექთანს ვთხოვე სულ 5წუთით მიაქციეთ ყურადღება თქო. ჩავედი ქვემოთ და წამოვუღე ფაფა და ხაჭაპური, ზა ადნო წვენიც ვუყიდე. ამ დროს თამთამ დამირეკა.
-ხო თამთა?
-გოგო, როგორაა?
-აუ რავი გამოფხიზლდა.
-რა კაია, რაო ექიმებმა?
-აუ არ ვიცით საოცრებაა ან კიდე ეს ის შემთხვევაა როდესაც პაციენტი უკეთ ხდება სიკვდილმადე და მერე ისევ.... მოკლედ მთლიანად წყვეტს სხეული მოქმედებას და მოკვდებაო რა. არ ვიცით მოკლედ ისევ მაღალია რისკი იმისა რომ შეილება მოკვდეს.
-კაი არ დაუჯერო, რაღაცეებს ბოდავენ.
-სამაგიეროდ ეხლა ევა არის სამშობიაროში და მალე ბავშვი ეყოლებათ.
-ეე რა მაგარია, მოვიდეთ?
-ხო, თორე უკვე დეპრესია მემართება ირაკლის ოჯახის გარდა ვერავის რო ვერ ვხედავ, ეგ კი არა ჩემ მშობლებთან უნდა ჩავიდე კახეთში, ვერ მოვაბი თავი.
-მაშინ ხო უნდა ჩამოსულიყო დედაშენი?
-არა, მერე გიოს ამბავი რო მოხდა დავურეკე აღარ გინდა თქო და მერე ჩამოვალო.
-კაი, არ ინერვიულო მთელი კამანდა მოვდივართ! მიშკაც მოგვყავს!
-ხო, აბა მიშკას გარეშე თქვენ მოკვდებით და ზა ადნო მეც.
-მოვდივაართ!-და გამითიშა. ჩემი გიჟები. გამეცინა და ზემოთ რო ავედი ირაკლის შევეჯახე, გაცოფებული იყო.
-შენ სად დაეთრევი გოგო ხო არ გააფრინე? მთელ საავადმყოფოში გეძებ!!!!
-რა იყო რა გაყვირებს?-მკლავში ჩამავლო ხელი და გარეთ გამიყვანა.
-სად იყავი დროზე მითხარი?
-სად უნდა ვყოფილიყავი, კაფეტერიაში ვიყავი ლუკას საუზმე ამოვუტანე, იმდენს იზამ გამაგდებინებ!
-ვინაა სანდრო მეტრეველი?
-შენ რაში გაინტერესებს?
-მოკლედ ვინაა მეტყვი?
-ჩემი ბავშვობის ძმაკაცი.
-გაქვს ურთიერთობა?
-კი.
-მაგის ბიძაშვილი?
-ლუკა? ძაან მაგარი ტიპია, ვგიჟდები. ძმასავით მიყვარს. რათ გინდა?
-არა ისე... სად ცხოვრობენ?
-ეგ რაღათ გინდა?
-მაშა, მითხარი სად ცხოვრობენ.
-არა.
-რა არა?
-არა, რადგან დაგაინტერესა მაგ ადამიანებმა ესე იგი რაღაცას უზამ. არ არსებობს.
-მაშა ლუკამ ცემა გიო.
-არ არსებობს, შანსი არაა.
-არი.
-არა, გეშლება. ლუკა ეგეთი ტიპი ვაფშე არაა.
-გამოდის რო არ იცნობ ეგრე კარგად.
-მაცადე, ჯერ მე დაველაპარაკები.
-ლაპარაკით რას იზამ? გიორგის გამოაჯანმრთელებ?
-ჯერ გავიგებ სიმართლეა თუ არა და მერე ბავშვს ვფიცავარ მოგცემ მისამართს.
-არა, ეხლავე მეტყვი მისამართს.
მივხვდი რომ ვერაფერს ვერ გავხდებოდი და აუცილებლად უნდა გამეკეთებინა რამე. ტყუილი მისამართი ვუთხარი.
-ზუსტად არ ვიცი მარა პეკინზე ბუკიას ბაღთან რაღაც გოლიათებია და მანდ დადიან ხოლმე, იოსებიძეზე.
-კაი. შენ აქ იყავი.
-ისედაც აქ ვარ, ევას მალე ბავშვი ეყოლება.
-ვა, რა მაგარია. მიულოცე ჩემგან, მოვალ მერე მე-მაკოცა და წავიდა... მოიცა მაკოცა? გააფრინე? სულ გაგიჟდა? აქ რომ ყოფილიყო სახეში გავარტყამდი. დამპალი... ამის დედა მ****ნ. უცებ უკნიდან თამთა და გოგოები მომახტნენ.
-რას აკეთებთ კინაღამ გამაგდებინეთ ხელიდან ყველაფერი-გამეცინა ძალაუნებურად.
-მოგვენატრე გიჟოო-ხტუნვა-ხტუნვით მოვიდა ჩემთან ლიკა.
-ცანცარა.
-მე ბავშვს ვასწავლი როგორ უნდა იცანცაროს.
-აბა კიი.
-დაიბადა უკვე?-მკითხა თამთამ.
-არა, ჯერ. მალე დაიბადება ალბათ. უკვე 2საათია შესულები არიან.
-ლუკა?
-ვაიმე ლუკა!-დავიყვირე და გავიქეცი პალატისკენ მაგრამ იქ ლუკა აღარ დამხვდა. სად წავიდა! ბავშვი როგორ დავკარგე!!! ღმერთო ჩემო! ყველა ექთანს ვკითხე მაგრამ არსად არ უნახავთ... ცოტახანი კოტე გამოვიდა სამშობიაროდან და მას შევეჩეხე.
-ლუკას პატარა ძმა დაებადა.
-აუ რა მაგარიაა.
-ლუკა სადაა?
-აუ კოტე... არ მომკლა..
-რა?
-ლუკას ვერ ვპოულობ ვერსად.
-რაააა?
-სულ ორი წუთი კაფეტერიაში ჩავედი რო საუზმე ამომეტანა და აღარსად არააა...
-აუ ჩემი!-მაშინვე გიჟივით გავარდა დაცვასთან და კამერების ოთახში შეიყვანეს. ამის მერე რა დედა უნდა ვიყო... ღმერთო... 4წლის ბავშვს ვერ მოვუარე და ახალდაბადებულს როგორ მოვუვლი... უცებ ტირილი დავიწყე, ისტერიული სიცილიც მივაყოლე... უკვე გიჟს ვგავდი. უცებ ავდექი და მთელი სიჩქარით გავიქეცი სააავადმყოფოდან. რამდენი ხანი ვირბინე ვერ გეტყვით მაგრამ უცებ დავეცი, არა იმიტომ რომ გული წამივიდა ან იმიტომ რომ ნრამეს წამოვკარი ფეხი... არა ეს რაღაც სხვა იყო. უცებ დავინახე სისხლი. მემგონი მუცელი მომეშალა, არა ოღონდ ეს არა. უცებ გავითიშე... თითქოს მიწა გამომაცალეს და უსასრულობაში გადავვარდი. ვეღარაფერს ვერ ვხედავდი,არ მესმოდა, ვხედავდ ირაკლის სახეს რომელიც მეხვეწებოდა არ დამტოვოო, მაგრამ ვერ ვპასუხობდი,მანჯღრევდა და ვერ ვინძრეოდი. შემდეგ... საშინელი ტკივილი ვიგრძენი და გავითიშე. ვერ გეტყვით რამდენი ხანი ვიყავი გათიშული, მაგრამ რამდენჯერაც თვალს გავახელდი ვხედავდი ირაკლის, დედაჩემს, მამაჩემს, კოტეს და ლუკას ჩემ გვერდით, ხან მხოლოდ ირაკლის. ბოლოს როგორც იქნა გავახილე თვალები და ყველა მე შემომეხვია. უცებ ექიმი შემოვიდა, რაღაცა უთხრა ჩემებს და შემდეგ ჩემთან მოვიდა. თვალებში რაღაც ჩამანათა, რატომღაც თვალები დავხუჭე.ექიმმა ისევ რაღაც გაიმეორა და ყველა გავიდა.
-გე...ს ჩემ..?-სიტყვები ნაწილ-ნაწილ მესმოდა. მე მივხვდი რისი თქმაც უნდოდა და თავი გავაქნიე. მან ჩემი საწოლი რაღაც პულტით ოდნავ წამოწია და თითქმის ვიჯექი.
-როგორ ხარ?-ეხლა რატომღაც უკეთ გავიგე.
-ცუდად ვხედავ... სუსტად ვარ. ბავშვი ცოცხალია?
-ჯერ დანამდვილებით არაფერი ვიცით...
-როდის გაიგებთ?
-ცოტა მოძლერდით და გაგიკეთებთ ექოს.
-არ მინდა მოძლიერება, ეხლავე გამიკეთეთ.
-მაგრამ...
-არანაირი მაგრამ! ჩემი ბავშვი შეილება მკვდარია და თქვენ აქ დ******ლ ძალაზე მელაპარაკებით? მოიყვანეთ წესიერი ექიმი!!-იმხელაზე დავიყვირე რომ მემგონი ირაკლის ვაჯობე ღრიალში. ისიც გიჟივით შემოვიდა შიგნით, ექიმს ყურში რაღაც ჩაჩურჩულა და გვერდით დამიჯდა. სანამ ექიმი კარს დახურავდა დავინახე ჩემები რომლებიც ტიროდნენ, ლუკას სახე მთლიანად აწითლებული ჰქონდა, დედაჩემიც ეგეთ დღეში იყო. ირაკლიმ შეამჩნია რომ მათი ყურების გამო ტირილს ვიწყებდი და კარი მიხურა.
-არ გინდა. ნუ იტანჯავ თავს, ყველაფერი კარგად არის.
-არ არის, 4წლის ბავშვს თუ ვერ მოვუარე ახალდაბადებულს როგორ მოვუვლი?!!!
-მე დაგეხმარები.
-არა, ვერ მოვუვლი. არ გამოვა.. წაიყვანე... შენ მოუარე, გენდობი. მე არ მიმაკარო.
-ნუ ლაპარაკობ ეგრე მაშა თორე შემოგცხებ-გვერდით მომიწვა და ხელები დამიკავა-არ გაიმეორო ეგ მეორეჯერ, ორივე კარგად მოვუვლით.
-კოტე ჩემზე გაბრაზებულია?
-არავინაა გაბრაზებული შენზე, პირიქით შენები კახეთიდან ჩამოვიდნენ როგორც კი გაიგეს.
-როგორ გაიგეს? რამდენი ხანი ვიყავი გათიშული?
-6საათი თუ ცოტა ნაკლები. დაღლილი იყავი და არც გიჭამია დიდი ხანი, ჰემოგლობინი დაბალი გაქვს. რო მოგიყვანეთ ვაბშე ეჭვი ეპარებოდათ ცოცხალი გადარჩებოდი თუ არა.
-რატო?
-ჯერ ერთი სუსტად იყავი თან ძაან, ბევრი სისხლი დაკარგე, ნერვების გამოც და მერე ბავშვი იყო ძაან ცუდად.
-იყო?
-ჯერ არ ვიცით, ეხლა როგორც კი შემოვა ექიმი გავიგებთ ცოცხალია თუ არა.
და მართლაც შემოვიდა ექიმი. დაიწყო ექოსკოპიის გაკეთება, ირაკლის ვთხოვე დარჩენილიყო და ასეც მოიქცა.
-ბავშვის გულის ცემა ძალიან სუსტია, ისევე როგოც შენი. შენი ადგომა ბავშვსაც მოკლავს და შენ კიდე უფრო დაგასუსტებს. დიდიხნის განმალობაში მოგიწევს ლოგინში წოლა, თუ გინდა რომ ბავშვი გადარჩეს.
-რამე ნაკლით ხო არ დაიბადება?
-არა, ყოველ შემთხვევაში ეგეთი რამ არაფერი არ ჩანს ეხლა.
-როგორ გირჩევნიათ კლინიკაში რომ იყოთ თუ სახლში?-რას მეკითხება, ნეტა კლინიკაში თქვან, ნეტა კლინიკაში!მოიცა მე დავასწრებ.
-კლინიკაში!
-სახლში-არ დამაცადა ირაკლიმ.
-კლინიკაში!
-მოილაპარაკეთ, აი გამოწერის ფურცელს აქ დავდებ-თქვა ექიმმა და გავიდა.
-ირაკლი სახლში არ მინდა, ჩემი სახლი კოტესთანაა.
-რომელსაც მეორე შვილი შეეძინა. მორჩა ამაზე ლაპარაკი, ზეგ შენ და გიორგი მოდიხართ სახლში.
-არა!
-უკაცრავად შენ ვინმემ გკითხა? ისევ ჩხუბს ვიწყებთ?
-არა-ჩუმად ვთქვი და გავჩუმდი. ამ დროს მიშკა შემოვიდა და გადამეხვია-გული გამიხეთქე დედას ვფიცავარ, ცუდად გავხდი. როგორ ხარ?
-რავი ვარ რა, გამოკეტილი ვყავარ ამას როგორც რაპუნზელი.
-მე გავალ სახლიდან რაღაცეებს გამოგიტან და მოვალ. მიშა აბა შენ იცი-თქვა და გავიდა ოთახიდან.
მთელი დღე ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, ხან ვინ შემოდიოდა, ხანაც ვინ. ბოლოს დედაჩემი დარჩა ჩემთან.
-დედა, რამე თუ მოგინდება მითხარი. აქ კარგად გამოგკვებავენ, შენ არაფერზე ინერფვიულო. ყველ;აფერი კარგად იქნება. ბავშვისთვის რაც კარგი იქნება ის უნდა გააკეთო, ირაკლი კაი ადამიანია. ნუ ეჩხუბები ხოლმე ესე ხშირად.
-გავიგე დედა მაგრამ თვითონ რომ მეჩხუბება კარგია ხოლმე?
-დედა უყვარხარ და იმიტო გეჩხუბება, რო ეჯიუტები სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა რომ გეჩხუბოს და მხოლოდ ესე შეგაგნებინოს რამე. მე ვხედავ რომძალიან უყვარხარ და შენც არ ხარ მის მიმართ გულგრილი, აბა რაღარტო ეჯიუტები ესე სასტიკად?
-დე მართლა ძალიან დავიღალე და ხვალ რო ვილაპარაკოთ ამაზე არა?
-კარგი დე, ჩვენ კოტესთან და ევასთან ვრჩებით ღამით, სანამ ესენი სამშობიაროში იქნებიან.
-ისე რა მაგარია ყველა აქ რო წევს, ირაკლის ოჯახიც, მეც, ევაც...
-რაა გოგო მაგარი ხო არ გააფრინე?!
-ვიღადავე დე, კაი მიდი.
-ძილინებისა-გადამკოცნა და წავიდა. მეორე დღეს დილით ისევ გოგოებმა გამაღვიძეს, ჩემოცვივდნენ გიჟებივით და ჟრიამული ატეხეს, თან მიშკა და სანდრო ახლდათ. ღმერთო სანდროს დანახვაზე ყველაფერს ვფიცავარ შევხტი, ისე შემეშინდა... მეგონა ირაკლიმ რამე გაუკეთა ლუკას და ისიც აქ შურის საძიებლად მოვიდა, გადასაკოცნად რომ მოვიდა რატომღაც უკან გავიწიე.
-რა ხდება?-მკითხა გაკვირვებულმა.
-არაფერი...-ძლივს ამოვიბლუყუნე.
-არა რაღაც მოხდა სახეზე გეტყობა-მითხრა სანდრომ.
-გოგოებო ორი წუთით დაგვტოვეთ მე და სანდრო.
-რა იყო?-მკითხა ცნობისმოყვარე ლიკამ.
_გოოგო ყველაფერში ცხვირი კი არ უნდა ჩაყო ცხვირი-დაუცაცხანა თამთამ ლიკას, შემდეგ კი სამივე გავიდნენ ოთახიდან.
-სანდრო ეხლა არ მომატყუო და სიმარტლე მითხარი შენ გიორგის ინციდენტთან რაიმე კავშირი გაქვს?
-ჰა?-გაიკვირვა სანდრომ.
-გიორგი რო ცემა შენმა ბიძაშვილმა ლუკამ. არანაირი კავშირი გაქვს მაგასთან?
-ლუკამ ცემა გიორგი“? ერთი წუთით ამიხსნი რაზეა ლაპარაკი?
-მოკლედ გიორგიმ და ლკუკამ იჩხუბეს ვიღაც გოგოს გამო, გიორგი მაგიტო მოხვდა საავადმყოფოშიუ კიდე არ იცი რაზე ვლაპარაკობ?
-მაშ, შენ თავს ვფიცავარ პირველად მესმის ეგეთი რამე. დარწმუნებული ხარ რომ ჩემ ლუკაზეა საუბარი?
-კი, ზუსტად ვიცი.
-არ ვიცი რა გითხრა, მოვკლავ ჩემი ხელით მაგ იდიოტს, როგორ გაბედა. როგორაა გიორგი?
-სიკვდილს ძლივს გადაურჩა, ცუდადაა ჯერ კიდე. არ ვიცით სიარულს შეძლებს თუ არა.
-მაშ, მე მართლა ბოდიშს ვიხდი ლუკას მაგივრად არ ვიცოდი..
-ირაკლი მთხოვს თქვენი მისამართის მიცემას.
-მე დაველაპარაკები აქაა?
-კი გიოს პალატაში, ექიმებს კითხე და გეტყვიან სადაა.
-კაი... მარა შენ როგორ ხარ?
-მე კარგად ვარ.
-დარწმუნებული ხარ?
-ალბათ... ერთი ის ვიცი რო ირაკლი 24/7ზე მაკონტროლებს რა.
-რატო?
-თავიდან ბავშვზე დავუმალე და ქეთასგან გაიგო, ხოდა მაგის ემრე ეტყობა ეშინია რომ ბავსვს დაკარგავს, ორასი რამ შევთავაზე ლიჟბი ერთად არ გვეცხოვრა, მან კი ხელი მომაწერინა და ახლა მისი ცოლი ვარ, ზა ადნო მაგასთან ვცხოვრობ და სუნთქვაც არ შემილია მისი ნებართვის გარეშე.
-კაი ეგერე საშინლადაც არ იქნება ყველაფერი.
-დამიჯერე არის.
-კაი უყვარხარ.
-ყველა მაგას რატო ამბობს, რო ვუყვარდე ისეთ რამეს არ ჩაიდენდა...
-რას?
-არაფერს....
-რის გამოც დაშორდით?
-შენ იცი?
-არა, უბრალოდ მივხვდი მიზეზს.
-აა. სან, დამიჯერე ირაკლისთან გარიგება ძალიან ძნელია როდესაც საქმე მის ოჯახს ეხება შეილება ყველა მოკლას. ხო ხდევას მე რას მიშვება, ფრთხილად იყავი
-მეც არ ვიხევ უკან როდესაც საუბარი ჩემ ოჯახზეა-თქვა სანდრომ-შეილება ლუკამ დააშავა, მაგისთვის მოხვდება კიდეც გპირდები , მაგრამ ირაკლის არ მივცემ იმის უფლებას რომ რამე დაუშავოს.
-რო არ ჩაერიო?
-ირაკლი რატო ერევა?
-იმიტო რო გიორგი ვერ ჩაერავ დაინვალიდდა!!
-მაშ, მოდი არ გვინდა ამაზე ლაპარაკი.
-გვიანია.
-რათქმაუნდა...-სანდრო ადგა და კარი გაიჯახუნა. გოგოები შემოცვივდნენ და სათითაოდ მომაყარეს კითხვები.
-რა მოხდა?
-რა ელაპარაკე?
-რატო გაიქცა ესეთი გაბრაზებული?
-არაფერი ისეთი, მოდი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
-ბავშვის სქესზე-ინტუზიაზმით წამოხტა ლიკა.
-გამარჯობა, ბავშვი ჯერ მეორე თვეზეა, ძლივს.
-ხო... მაშინ... შენ და ირაკლი რას აპირებთ ბავშვზე? ერთად ზრდით?-ღმერთო რა საშინელ კითხვებს მისვამენ.
-არ ვიცი. ბავშვი ჯერ არ დაბადებულა.
-აუ გოგო ეს ნიკა რა სიმპატიურიაა, შეყვარებული ყაავს?-იკითხა თამთამ.
-და ვაფშე ოთო? ოთოც რა მაგარიააა. ან ლეოო, ძაან სიმპატიური ძმაკაცები ყავს მას-არ გამორჩეთ ამათ არავინ.
-არ ვიცი ყავთ თუ არა შეყვარებულები რა იყო თქვენები აღარ გყოფნით?-რატომღაც უხეშად გამომივიდა.
-მე დავშორდი კეკეს-მაშინევ სახე შეეცვალა თამთას.
-რატო?
-ნინიმ ამახია, ბ***-გაბრაზდა თამთა.
-კაი დაიკიდე, გავიგებ ლეოზე და ოთოზე, ან ნიკაზე-ვუთხარი და ვცადე გამომესწორებინა ჩემი უხეში პასუხი.
-აუ ჩვენ რო გვეჩქარება? უნდა ავიდეთ მიშკასთან, ვირუსი აქვს.
-მაგასთან ეხლა ანუკი იქნება(მიშკას შეყვარებული) აცადეთ ცხოვრება-მოკლედ ესენი ისე ეკრობონიან მიშკას რომ მემგონი ეგეც ევასებათ.
-აუ არ მევასება ეგ ანუკი, მემგონი მიშკა კიდია-თქვა ლიკამ. მემგონი საცოდავად იჯდა კატო და ხმას არ იღებდა რადგან მას თავისი ლევანიც ყოფნიდა ბედნიერებისთვის. ლევანი ირაკლიზე კატასტროპა იყო, აბსოლიტურად ყველაზე ეჭვიანობდა ვინც ბიჭს გავდა ან ბიჭი იყო :დ
-კატ, რას შვებით შენ და ლევანი?
-რავი აბა, ვიჩხუბეთ.
-რაზე?
-დამღალა, გუშინ მიშკასთან ერთად დამინახა და მეჩხუბა რას აკეთებ მაგასთანო? მაგიტო გაგიშვი საავადმყოფოშიო? მოკლედ ერთ ამბავს ტეხავს რა. ამომივიდა ყელში და დავშორდი.
-კაი რა შერიგდებით, ხო იცი როგორ უყვარხა-თამთა და ლიკა არ მისმენდნენ, მათ კატო დიდად არ ეხატებოდათ გულზე, ვერ ვხვდებოდი რატომ. ცოტახანში ესენიც წავიდნენ დავრჩი მარტო. ველოდებოდი ირაკლის, ან ჩემ მშობლებს, ან თუნდაც კოტეს. მათი შვილი ხო მაინც ვერ ვნახე. გახსოვთ სანდრო? რომელზეც ირაკლიმ მკითხა და მოვატყუე ჩემი კურსელია თქო, ეს ის სანდროა ლუკას ბიძაშვილი. რო გაიგოს დაბრიდავს მაგ საცოდავს. ძაან დავიღალე წოლით და უნდა გავსულიყავი სადმე, ექთანს დავუძახე და ეტლში ჩამსვა, შემდეგ კი გიოს პალატაში გამიყვანეს.
-როგორ ხარ?-გიოს ჩემ დანახვაზე თვალები გადმოუცვივდა.
-რატო ადექი?!!
-ესე შეილება.
-ირაკლი ან მე დამბრიდავს ან შენ.
-დაიკიდე. რას შვები?
-რავი კარგად ვარ, ერთი სული მაქვს როდის წავალ აქედან.
-იგივენაირად ვარ მეც. არავინ არ მაკითხავს და საცოდავად ვზივარ ოთახში-სევდიანი სახე მივიღე, მაგრმა სიმართლეში არ მადარდებდა რომ არავინ მნახულობდა, უბრალოდ მოწყენილი ვიყავი და ვერაფერს ვერ ვაკეთებდი-აუ მიდი აბა გამართე.
-გიცეკვებდი პროსტა მერე ირაკლი გვამღერებს ნოტებზე.
-აუ ხოო, იმენა ირაკლი არის ჩვენი მამა.
-მომენტი დამაჭერინა რომ მეც ეგრე ვუბრძანო რაღაცეები-გადაბჟირდა გიო.
-თან რო ტიპობს ეგ მაგარია ხოლმე. მოკლედ შენ ხო ყველაფერს გეუბნები, ხოდა ერთი ტიპია რა რომელსაც მაგრა ვევასები და ირაკლიმ პროსტა სახელი იცის მაგ ტიპის, ზუსტად 2თვეა დამსდევს და არ მანებებდა თავს, ეხა რატომღაც გაჩერდა. მოკლედ ნახა გუშინ და ისე მიესალმა როგორც არაფერი და ეს გაშტერებული იდგა.
-ვინაა ეგ ტიპი?
-არა მგონია იცნობდე. მისმინე აქ კარგად გაჭმევენ? მაინტერესებს ამათი საუზმე.
-გესაუზმა და გაიგებდი.
-დამეზარა.
-მაშ, მართლა მიხარია რო შემოიარე მარა ცვეტში გათიშული ვარ და ეხლა რო არ დავიძინო მემგონი შუა საუბარში ჩამეძინება რა. ხო გესმის არა?
-კი, შენც დამაპაშოლე ხო-ისევ სევდიანი სახე მივიღე-არავის ვუნდივარ მე-ბოლოში ენა გამოვუყავი და ისე დავბრუნდი ოთახში. მთელმა დღემ ისე ჩაიარა რომ არავის არ დაურეკავს, ერთადერთი საღამოს შემოვიდა ცოცხალმკვდარი კოტე ისიც დედამ თხოვა სუპი მიუტანეო. აი სუპი და კოტე ყველაზე საშინელებაა რაც შეილება დაგატყდეთ თავზე, დამიჯერეთ. კოტე იმ მასწავლებელს გავს ვინც ბაღში სადილის დროს შემოდის და სუპს გაძალებს, არ დაუჯერებ და გადაგასხამს თავზე. ეხლაც ეგ მომენტი იყო, დაეზარა დეეჩემს ჩემთან ომი და გამოაგზავნა რთული არტილერია. შემოვიდა და გვერდით დამიჯდა, უსიტყვოდ ამოიღო სუპი და დამიდო. ეტყობა მელოდებოდა როდის შევჭამდი, თან სკამზე ეძინებოდა.
-როგორაა ლიკა?
-ლიკა ვინაა?
-ფუ.. ევა...
-კარგად.
-კოტე?
-რა?
-ცოცხალი ხარ?
-აუ მაგარი დაღლილი ვარ.
-გინდა დაიძინე?
-ივახშმე თუ რაც არის და ბაზარი არაა.
-შენ არ გშია?
-ვჭამე.
-ააა... კაი დაიძინე აქ თუ გინდა.
-არა, ლუკა მყავს ბაღიდან გამოსაყვანი.
-რომელზე?
-6ზე.
-მერე ეხლა რომ 7ის ნახევარია?
-რააა? დედა შ****. გავიქეცი მაშ-უცებ მაკოცა და გაიქცა. ღმერთო როდის გაიზრდება :დ ორი შვილის მამაა უკვე და კიდე თინეიჯერს გავს. ეხლა სუპის გადასხმა რო მინდოდა? როგორ გადავასხა თუ ადგომა არ შეილება.... ოო დედიკო ჯერ არ დაბადებულხარ უკვე პრობლემებს მიქმნი...ჯანდაბა. მშია. ოხრობა... მშიააა... ოჰ... მობრძანდა ვაჟბატონი. ოთახში შემოვიდა თუ არა ისევ ის უაზრო გამომეტყველება მიიღო როგორიც ყოველთვის ეკერა ხოლმე, ვითომ და სერიოზული.
-როგორ ხარ?-მარტო ამას მკითხავ? ეხლა მე გეტყვი კარგად შენ? შენ იტყვი მეც კარგად და რას შვების მკითხავ მე გეტყვი არაფერს შენ? შენც არაფაერს მიპასუხებ და ამით დამთავრდება ჩვენი ლაპარაკი. რატო შემოვიდა ვაბშე? ისევ ნერვები რო ამიშალოს?.. ჰმ.... ჩემ თავთან დებატებისგან ისევ ირაკლიმ გამომიყვანა-რთული შეკითხვა დაგისვი?
-არა... ისა... რა გინდა?
-რა არ მაქ უფლება ჩემი ცოლი ვნახო?
-როდის გამომწერენ?
-ხვალ დილით, შენ. ზეგ გიორგის.
-დადის?
-ჯერ ჭრილობების გამო სიარული არ შეილება მარა ფეხს ამოძრავებს.
-კარგი.
-ივახშმე?
-არა, რაღაც სუპი მომიტანეს მარა ტოქსიკოზი მაქ და არ მინდა.
-მიდი, მიდი. ბავშვს ესიამოვნება ცხელი სუპი.
-არ ესიამოვნება. მე მყავს ბავშვი მუცელში და ვიცი რა უნდა. აი შენ რო გააჩენ ბაზარი არაა რაც გინდა ის აჭამე, ვაბშე კაცები რატო არ აჩენთ?
-აუ რა მოწიე დედას გაფიცებ, იმენა დარეხვილი ხარ.
-დარეხვილი მე რატო ვარ უკაცრავად?
-კაი მართლა ცოტა მიდი რამე ჭამე რა ბავშვზე მაინც ინერვიულე შენი თავი თუ გკიდია.
-მოკლედ ბავშვი როცა დაიბადება მე თავს დამანებებ სუ რო ვკვდებოდე?
-არ გიპასუხებ იმიტომ რომ ორივე პასუხის შემთხვევაში რაღაცას მესვრი.
-არა, მართლა გეკითხები.
-ბავშვი რო დაიბადება ორივეს მოგხედავთ, არცერთს არ დაგიკიდებთ. გაწყობს ესეთი პასუხი?
-არა, რაღაც სრულ პასუხს არ გავს.
-კაი კითხვა გაიმეორე?
-ბავშვი რო დაიბადება მე თავს დამანებებ თქო? ანუ ისე კი არა რო ყურადღებას არ მომაქცევ და რაღაცას აი ძაან ცუდ რამეს რო ჩავდიოდე ან შემჯდარი ვიყო ნარკოტიკებზე, ეგრე დამიკიდებ?
-იასნია რო არა.
-აბა რეაბილიტაციის ცენტრში შემჩურთავ რო მერე პოლიციაში წამიყვანონ?
-ერთი წუთით თუ ნარკომანობას აპირებ პირდაპირ მითხარი რა ნამიოკებით მელაპარაკები.
-პროსტა მაინტერესებს.
-არ წაგიყვან რეაბილიტაციაზე, თავიდან ვეცდები ტვინი გამოგირეცხო, ორგანიზმიანად და ერთი 3დღე საწოლს მიგაბავ და მერე გავა ნელ-ნელა ორგანიზმიდან ნარკოტიკები და მე გიმკურნალებ. არ გამოვა და რა ვქნა წაგიყვან ექიმთან.
-ჰმ... ანუ ეხა მარტო ბავშვის გამო არ ზრუნავ ჩემზე?
-აი რატო მეკითხები?
-პროსტა.
-არ იცი რო მიყვარხარ?
-ვიცი.
-ხოდა რაღა მეტი პასუხი გინდა? მაშ, რამე თუ ხდება დროზე მითხარი რა.
-არა, არაფერი არ ხდება პროსტა მინდოდა რაღაცეები დამეზუსტებინა იქამდე სანამ ბავშვი დაიბადებოდა რომ მორალურად მოვმზადებულიყავი რა , ხო ხვდები.
-ვერ მივხვდი, კაი დაიკიდე. ეს საუბარი წამოვიდა სუპიდან.
-და მაინც ვერ დაგავიწყე ეს დე**********ი სუპი? ჯანდაბას თუ ესე ძაან გადარდებს ეს სუპი შევჭამ. ოღონდ ერთი პირობით.
-მე არ უნდა მადარდებდეს ეგ სუპი, შენ არ შეჭამ და გახსოვდეს რო პირველ რიგში ჩვენ ბავშვს ვნებ რა. ამის მერე თუ კიდე მოგინდება სიჯიუტე ბაზარი არაა თავში ქვა გიხლია.
-კაი, ხო. უიმეე. გამიფუჭე ხასიათი-მოვკიდე კოვზს ხელი და ჩავიტენე პირში ეს დებილი სუპი. არადა გემრიელია... :დ ეს დებილი კიდე აქ რატომ ზის ვინმე ამიხსნის? სანამ ბოლომდე არ დავამთავრე იქამდე გვერდით მეჯდა. მერე გვერდით გადავდე და რომ შევხედე მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ მიყურებოდა. ისე მაშტერდებოდა რომ ახლა ადგომის უფლება რომ მქონოდა გავიქცეოდი. შემეშინდა რასაც ქვია.
-მაშა... გამახსენე იმ სანდროს გვარი რომელიც შენი კურსელია და შენ ევასები?-ოპააა, ცვეტში ისეთი სახე მიიღო რო დამერხააა. იქით რო ვეღარ ვატერორებ... კარგი მაშინკა შეინარჩუნე სიწყნარე.
-არ ვიცი, რა ვიცი. ბევრს სანდროს ვიცნობ, ბევრს ვევასები და ბევრიც კურსელი მყავს.
-აი მე რო მგავს, რო გევასებოდა, შენი კურსელი როა და სანდრო რო ქვია.
-ააა... ვერ ვიხსენებ ეგეთს.
-ტელეფონი მომეცი შენი და უცებ გაგახსენებ.
-არა იყოს.
-მაშ, რამეს ხო არ მიმალავ შემთხვევით?
-საიდან გაარკვიე?-პირდაპირ ვკითხე, აღარ შემეძლო უკვე ესე ტანჯვა, უეჭველი აღარ მომეშვებოდა.
-რაც არ უნდა დამიმალო მაინც გავიგებ რა, დროის საკითხია ეგ უფრო.
-კაი და რა შეიცვალა იმით რომ ჩემი კურსელი არაა?
-ბევრი! ის ტიპი შენ გკერავდა გუშინ რო მოეთრა და მე საყვარლად გამარჯობა ვუთხარი!!!თ**** ტიპი. მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა აქ მოსვლა და ჩემი ცოლის კერვა! მაგას გავუპობ მაგ თავს!!!(გახსედებათ ეს სიტყვები? :დ ჩცდ).
-ვაიმე რა დაგემართა, აღარ მოვა. ვიჩხუბეთ.
-რაზე იჩხუბეთ?!
-არაფერი, გიორგიზე ვკითხე.
-ერთი წუთით რატო კითხე ხო გითხარი გააჩუმე ენა თქო? აუ ჩემი. ენა დააყენე ვააა, ეხლა გადამალავენ იმ ლუკას ცხრა მთას იქით დედა****ლ რუსეთში და მიდი და სდიე მაგას და მაგის თ*** ოჯახს რაა.
-კაი, ირაკლი ნუ იგინები ყოველ მეორე სიტყვაზე.
-როდის ელაპარაკე?
-გუშინ საღამოს.
-მოკლედ მე წავედი და შენ უბრალოდ საწოლიდან არ ადგე თორე რო დავბრუნდები მიგაბრიდავ!!!-დაიღრიალა და მთელი სიმწრით გაიჯახუნა არი. ამჯერად რაღა გავაფუჭე, ჩვენი საუბარი სულ ჩხუბით როგორ უნდა მთავრდებოდეს, ან ისე რომ რომელიღაცა ჩვენგანი ნაწყენი რჩებოდეს?
***
<3 ამის მერე ერთი ან ორი ნაწილი იქნება და მერე დამთავრდება.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ეეე ძაან მაგარია. მომწონს სიამოვნებით ვკითხულობდიიიი
ველოდები შემდეგს

 


№2  offline მოდერი სატი

nawkas12345
ეეე ძაან მაგარია. მომწონს სიამოვნებით ვკითხულობდიიიი
ველოდები შემდეგს

მადლობა heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent