შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 13


28-12-2016, 02:04
ავტორი katiusha
ნანახია 3 780

თამუნამ გაბრაზებულმა დატოვა რესტორანი. უხმოდ გავიდა გარეთ. ქუჩაში რომ აღმოჩნდა აქეთ-იქით გაიხედ გამოიხედა რომ გაერკვია საიდან მოვიდა. მაგრამ ცუდი მახსოვრობის გამო გზა ვერ გაიგნო. ამიტომ საითაც მოეწონა იქით წავიდა. დათა უკან გაეკიდა და აგერ უკვე ნახევარ საათზე მეტი იყო უკან დასდევდა. გოგო ხვდებოდა რომ ბიჭი უკან მიჰყვებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. ჯიუტად მიიწევდა წინ.
-კარგი რაა. როდემდე უნდა ვიაროთ ასე? ნახევარ საათზე მეტია მოგდევ და ძლივს გეწევი.
-მერე ვინ გითხრა გამომეკიდეო?-არც კი მოუხედავს ისე ჰკითხა თამუნამ.
-იმიტომ რომ დაიკარგები და თან ღამეა. არ მინდა რამე დაგმართოს და მერე ვინერვიულო ამის გამო.
-რატომ უნდა ინერვიულო?კარგი რაა. -ჩაეცინა მას.
-გაჩერდი მეთქი. -ხმას აუწია დათამ.
-რაო დათა ბატონო?ასე მალე იღლებით? ასე უცებ დაიღალეთ ჩემი დევნით?-შეჩერდა და მისკენ მობრუნდა თამუნა.
-მე ასე ადვილად არ ვიღლები. უაზრო სიარულით დავიღალე. თან მე გოგოებს არ დავდევ აქეთ დამდევენ და მეკიდებიან კისერზე.
-აჰაა ეეგი მეც იგივე უნდა გავაკეთო ხომ?ძალიან დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვთ საკუთარ თავზე?
-მე არა. შენ უფრო.-ჩაეღიმა ბიჭს და თვალი ჩაუკრა.
-იცი რას გეტყვი?საერთოდ არ ხარ სიმპატიური. საერთოდ არაფრად მიმაჩნიხარ და შესაბამისად საერთოდ არ ვაპირებ შენს დევნას. არ ჯდები ჩემს გემოვნებაში.
-აბა როგორი მამაკაცები ჯდებიან შენს გემოვნებაში?
-ეგეთი ჯერ არ არსებობს. თამუნა ისევ წასვლას აპირებდა როცა დათამ შეაჩერა.
-კარგი არ გვინდა ეს კამათი და ჩხუბი. მოვრჩეთ და მოდი სადმე ჩამოვსხდეთ ან უკან დავბრუნდეთ და იქ დაველოდოთ.
-მოვკლავ სოფოს. ვერ გადამირჩება ასეთ დღეში რომ ჩამაგდო და ახლა შენი ატანა მიწევს. დაიმუქრა გოგო და მერამდენედ აკრიფა მეგობრის ნომერი, მერამდენედ ისმენდა ოპერატორის ხმას რომ აბონენტს ვერ დაუკავშირდებოდა დროებით.
-არ მგონია ასე მალე გამოჩნდნენ.რადგან ასე დაგვტოვეს ან სპეციალურად მოგვიწყვეს ან თვითონ უნდათ მარტო ყოფნა და მოდი ხელი არ შევუშალოთ დავაცადოთ.
-კარგი მაშინ აქ დაველოდები. ტროტუარზე ჩამოჯდა და ტელეფონი აიღო. მასში ჩაეფლო და დათას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას.ისიც გვერდით მიუჯდა და უხმოდ დაუწყო ყურება. მის ყველა ნაკვთს სწავლობდა. სახეს ოდნავ უნათებდა ლამპიონების სუქი. მის ნაკვთებს სწავლობდა. დაჟინებით აკვირდებოდა და თითქოს რაღაც ამოუცნობის ამოხსნას ცდილობდა, რომელიც მასში დაინახა.
-რამდენჯერ გითხარი ასე ნუ მიყურებ-თქო.უთხრა თამუნამ ისე რომ ტელეფონისთვის თვალი არ მოუშორებია
-ვაა ისე ვერ შემოგხედე რომ შენ არ გაიგო. ვანგა ხარ თუ ჯადოქარი?საიდან ხვდები რომ გიყურებ?-გულწრფელად გაუკვიდა დათას
-უბრალოდ ვხვდებ და მორჩა. გირჩევ პირი დახურო თორემ ბუზი შეგიფრინდება. ასე პირდაღებულმაც არ უნდა მიყურო.
-შენ ნუ დარდობ, მოვინელებ როგორმე
-არ ვდარდობ. მეტი საქმე არ მაქვს რომ ამაზე ვიდარდო.-შეხედა თამუნამ და ენა გამოუყო
-შენ ფრთხილად იყავი თორემ დარჩები სხეულის რაღაც ნაწილების გარეშე. როგორც ჩანს არ გეტევა ეგ ენა პირში.-არ დაუთმო დათამ.-ერთით ერთი.
-არა ორით ერთია. მე გიგებ.
-ეგ როგორ?
-ჩვენი შეხვედრის დღის ამბებს თუ გავიხსენებთ მე წინ ვარ.
-ასეთი ჯიუტი რომ ხარ იმიტომ ხარ მარტო და იმიტომ გაგირბიან მამაცები. იმიტომ ვრ ჩერდებიან შენთან.-უცებ დათამ ენაზე იკბინა, მიხვდა ზედმეტი წამოროშა.
-შენ რა იცი მე როგორი ვარ ან ვინ ვარ?ან საერთოდ მარტო რატომ ვარ?იქნებ დაკავებული ვარ? იქნებ მე არ მინდა მათ გვერდით ყოფნა?შენ არაფერი არ იცი ჩემზე. მოიღრუბლა გოგო და საპირისპირო მხარეს გაიხედა რომ ბიჭს თვალზე მომდგარი ცრემლი არ შეემჩნია..-ანგარიში გამითანაბრე.გილოცავ. ჩაილაპარაკა ოდნავ გასაგონი ხმით.
-მაპატიე არ მინდოდა ასე გამოსულიყო. სინდისის ქეჯნა იგრძნო დათამ და მიხვდა რომ გოგო თავის მარტოობას ძალიან განიცდიდა. და სწორედ რომ მტკივნეულ ადგილს შეეხო.
-მოდი შევრიგდეთ, წამოდი სახლში წაგიყვან. ჩემ ძმაკაცს კარგად ვიცობ და ვიცი რომ აღარ მოვლენ. ალბათ ახლა უკვე სახლისკენ მიჰყვას სოფო და ერთმანეთის ახლოს ყოფნით ხარობენ
-არ გელაპარაკები მე შენ, ზედ არ უყურებდა გოგო
-კარგი რა თამოო. პირველად მიმართა სახელით და ისეთი სითბო გაურია რომ გოგოს წამით გული მოულბა, მაგრამ მაინც არ გატყდა ბოლომდე
-მაპატიე გთხოოვ. ვიცი ზედმეტი მომივიდა, თავი ვეღარ გავაკონტროლე. მეორე დღეა რაც იცნობ და უკვე იმდენჯერ მომიშალე ნერვები რომ რაც კი ქალები მყოლია ყველა რომ შეკრიბო ერთად და გავიხსენო არც ერთს არ მოუშლია ასე. ვერც ერთი მოვა შენთან
-ხოდა მიხედე იმ ქალებს ფეხქვეშ რომ გეგებიან, მე კი ჩემს თავს მივხედავ.
-როგორც გინდა ჯიუტო, მე წავედი და შენ აქ იყავი. უკვე ღამის თერთმეტი საათია და აქ არავინ არ გამოივლის რომ წაგიყვანოს. შეიძლება რომელიმე ცხოველი გამოჩნდეს და მერე რა უნდა ქნა?
დათა მობრუნდა და ეშმაკურად ჩაეცინა. ნელ-ნელა წამოვიდა. იცოდა ეს გოგოზე იმოქმედებდა.
-მასხარა. მატყუარა. უტაქტო ხეპრე...ბურტყუნედა გაბრაზებული და თან აქეთ-იქით იყურებოდა. მისი ნათქვამის გადამოწმებას ცდილობდა. მართლა საშიშად მოეჩვენა ყველაფერი. სიბნელეც იყო. უცებ რაღაც ხმაური მოესმა. და ისე წამოხტა შეშინებული და დათასკენ გავარდა რომ ბიჭმა გააზრებაც ვერ მოასწრო, ზურგზე მოახტა და მოეხვია. ხელები კისერზე ისე ძლიერად მოხვია კინაღამ დაახრჩო
-იქ რაღაცაა ნახე. ნახე მოძრაობს.- თითს იშვერდა იქით სადაც რამდენიმე წამის უკან იჯდა
-დამშვიდდი ნუ დამახრჩე. კატაა, უბრალოდ კატა. სცადა მისი დაწყნარება და მოშორება რომ სუნთქვა დეწყო.-ასე წამაქცევ ხელი გამიშვი და ჩემი ზურგიდან ჩამოდი. წავიდა უკვე ნახე წავიდა
-არ მატყუებ?-დაეჭვებულმა ჰკითხა გოგომ
-არ გატყუებ კატა იყო. თამუნას ისეთი სახე ჰქონდა რომ ბიჭს ახლა უფრო მეტად შეეცოდა.
-წამოდი სწრაფად გავეცალოთ აქაურობას.
დათას გაეცინა და გვერდით ამოუდგა რომ უფრო ახლოს ეგრძნო მასთან თავი..
*********************

მომდევნო რამდენიმე დღე სოფომ რეზოს გარეშე გაატარა. ბექაურს მოულოდნელად მოუხდა გამგზავრება სასტუმროს ამბებზე ქალაქში და დამშვიდობებაც ვერ მოასწრო. ტელეფონზე დაურეკა და აუხსნა ყველაფერი. სოფომ მოიწყინა და მოღუშული სახით დადიოდა. თამუნა მასზე გაბრაზებული იყო თუმცა დიდხანს ვერ გაძლო მის გარეშე. მითუმეტეს როცა მეგობარი ასეთ დღეში დაინახა.
ისევ წარსული გაახსენდა. თითქოს ეს იყო მისი ბედი. ყველა გარბოდა მისგან. თითქოს კეთროვანი ყოფილიყო. მითუმეტეს იმის მერე რაც თავის ამბების შესახებ მოუყვა ბიჭს. ათასი ფიქრი აერია თავში და ისე აიბურდა რომ ბოლო არ უჩანდა. ფიქრობდა რომ ბიჭი გაურბოდა და თავს არიდებდა.
-არ მინდა ვიფიქრო რომ ისევ ზაზას გამო ხარ ამ მდგომარეობაში.გვერდით მიუსკუპდა თამუნა.
-არა,- ყრუდ უპასუხა სოფომ
-აბა რა მოხდა?ჩემზე ხარ გაბრაზებული?
-არა
-მაშინ რა მოხდა?
-რეზო წავიდა.
-რას ქვია წავიდა?
-ქალაქში დაბრუნდა. მითხრა საქმეები ამქვსო.
-მერე ამაზე ნერვიულობ?იქნებ მართლა საქმეები აქვს და ამის გამო ასე უნდა იყო ახლა? მოაგვარებს ყველაფერს და დაბრუნდება.
-იმედია. ისე ხშირად აღარ მირეკავს რაც ჩემი ამბავი მოვუყევი.ალბათ თავს მარიდებს და ასე ნელ-ნელა დამშორდება, როგორც მაშინ მოხდა მასთან.
-ეხლა გავგიჟდები და გადავირევი. შენ იმ არაკაცს ადარებ ამ კაცს?ნორმალურ, ჩამოყალიბებულ. შემდგარ ადამიანს. რომელმაც იცის ცხოვრებაში რა უნდა და ვიღაცის ფულებს არ გაკიდებია.-ვეღარ მოითმინა თამუნამ და ცოტა ხმას აუწია რომ აზრზე მოეყვნა სოფო
-ნუ დაიწყე რაა გეხვეწები.
-არ უნდა ნუ დაიწყე. არ მოგცემ უფლება რომ ისევ ისე ინერვიულო და იდარდო. ხომ გირეკავს?? ხომ გეხმიანება? ხომ ისე გამოხატავს სითბოს და გრძნობებს და რა გინდა რატომ ემდური? ?ამდენი საქმე აქვს და დააცადე მოაგვაროს ყველაფერი.
-ვაცდი ადამიანო ვაცდი.-მოთმინეაბ გამოელია სოფოს.
-დამშვიდდი კარგი. და ახლა კიდევ არ გამაბრაზო.
-კარგი. მშვიდად ვარ. მაპატიე კარგი რაც იმ დღეს მოხდა და მარტო რომ დაგტოვე.
-მარტო კი არა იმ იდიოტთან ერთად. ოო როგორ მიშლის ნერვებს. ასე ჯერ არავის გავუბრაზებივარ. ხეპრე...
-რას ერჩი მშვენიერი ბიჭია. მართალია მე ჯერ ახლოს არ ვიცნობ კი არა თითქმის არ ვიცნობ მაგრამ მასზე ცუდი შეხედულების არ ვარ. არც ასეთი ლაპარაკი არ გინდა. ვიცი რომ სწორედ ასეთი მამაკაცები მოგწონს შენს ჭკუაზე რომ ვერ დაგყავს.-გაეცინა სოფოს.
-რა სისულელეა. -მხრები აიჩეჩა თამომ
-აბა ის პერანგი რატომ გარეცხე და რატომ გიდევს საწოლთან.
-აბა ისე როდემდე იქნებოდა?
-ოჰ როგორ გიყვარს ადამინების წვალება რააა.
-როგორმე მიხედავს თავის თავს და არ ჭირდება შენი დაცვა.. ჩაეცინა თამუნას და თავის დასაღწევად ტელეფონში თამაში დაიწყო.
-პატარ ბავშვივით ხარ რაა. ვერ გაიზარდე...
-ვისთან როგორ.-უპასუხოდა არ დატოვა მაინც მგეობარი.
****************

"მთელი კვირა სოფომ ტირილში გაატარა. ვერ ეგუებოდა მისი საყვარელი ადამინის დაკარგვას. როგორც კი დროს გამონახავდა მაშინვე განმარტოვდებოდა და ტირილს მორთავდა . თავიდან თამუნა ვერ ამჩნევდა ამას. მაგრამ მერე მიხვდა და მაგრად ეჩხუბა. თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო. მიუხედავ იმისა რომ დაშორდნენ თითქმის ყოველდღე ხედავდა ზაზს. ბიჭი გამიზნულად თუ შემთხვევით ყოველთვის მის სიახლოვეს ჩნდებოდა და
თითქოს ჭრილობას არ აძლევდა მოშუშების საშუალებას.
კვირის ბოლოს თამუნა სახლში მიადგა სამსახურში რომ არ გამოცხადაა.
-რომ დაგინახო კიდევ ტირიხარ გეფიცები მაგრად გცემ.
სოფომ ხმა არ გასცა და გვერდი იცვალა.
-ადექი მოიწმინე ეგ ცრემლები და მოემზადე. დღეს განყოფილების გამგეს დაბადების დღე აქვს და დაპატიჯებულები ვართ.
-არ მინდა წამოსვლა.
თამუნამ საბანი გადახადა და თითქმის ძალით წამოაყენა.წინ ჩამოუჯდა და უთხრა.
-ღირსი ხარ რომ მიგატოვა და წავიდა.აქამდეც უნდა წასულიყო. ასე გაგრძელე შენ და ნახავ რაც მოგივა. შენ თავს დაიავადმყოფებ,ან რამეს დამართებ. ის კი ბედნიერი იქნება სხვა ვინმესთან ერთად. რა გინდა?გინდა რომ ეცოდებოდე ხალხს?გინდა რომ მასაც შეეცოდო?ხომ იცი რომ შენ მასზე მეტი ხარ?ადექი და დაანახე რომ შენ მასზე კარგი ხარ და დაანახე ის რომ შეცდომა იყო შენი მიტოვება. უყვირა თამუნამ და თითქმის ძალით შეიყვანა სააბაზანოში. ცივი წყალი მოუშვა და შხაპის ქვეშ შეაგდო.
-გელოდები დიდხანს არ მალოდინო.
რომ გამოვიდა წითელი სადა კაბა დაახვედრა. საწოლზე მიეფინა ფეხსაცმელებიც იქვე მიეწყო და მას ელოდა. თმა ფენით შეიშრო და გრძელი კუკულები ცალ მხარეს ჩამოიყარა. მაკიაჟი თამუნამ გაუკეთა და სახლიდან გავიდნენ. რესტორანში თითქმის ყველა შეკრებილიყო. მაშინვე მიიქციეს ყურადება როგორც კი მივიდნენ.. იუბილარი მოძებნეს მიულოცეს დ მათთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავეს..... მერე იყო სადღეგრძელობი.. გართობა.. მხიარულება..იუბილარს ტორტი მიუტანეს და მისალოცი სიმღერაც მიუძღვნეს...ბოლოს ფეიერვერკი და საღამოს დასასრულს ზარი... ზარი რომელმაც ის დღე დაასრულა...
-გარეთ გელოდები. საქმე მაქვს მაგრამ მარტო გამოდი
გული აუჩქარდა. ძველებურად აუკანკალდა მუხლები, მუცელში პეპლები აფართხალდნენ. ადრენალინი მოაწვა და კინაღამ იკივლა... მაშინვე მიხვდა რომ ბიჭი შესარიგებლად მივიდა... იცნობდა, ძალიან კარგად იცნობდა.. ეს ხომ ზაზა იყო მისი ზაზა.
ბიჭი მანქანას მიყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა. სოფო რომ დაინახა ასფალტზე დააგდო და ფეხით გასრისა. ნერვიულობდა. სოფოს ხმა არ ამოუღია უბრალოდ ნელა მიაუხლოვდა. ზაზამ გულში ძლიერად ჩაიკრა. გოგომ მოიშორა მიუხედავად იმისა რომ ამაზე ოცნებობდა.
-არასოდეს არ მოგატოვებ. სულ შენთან ვიქნები. არასოდეს იფიქრო რომ სხვის შეყვარებას შევძლებ.
მან არაფერი უპასუხა. მივიდა და გვედრით დაუდგა. ხელი მოხვია და ცხვირი მის თმებში ჩარგო.სოფო ატირდა. ჩუმად ისე რომ მას არ დაენახა.ზაზას სისველე მოხვდა სახეზე.
-არ იტირო რა გთხოვ. მე არ ვიმსახურებ შენს ცრემლებს. მაპატიე. შეევედრა ბიჭი.... ის დღე ალბათ ყველზე კარგად დასრულდა სოფოსთვის. სამთვიანი უთანხმოების და დაშორების შემდეგ პირველად გაატარეს ისევ ვნებიანი ღამე ერთად...მთელი ღამე უმეორებდა ბიჭი რომ უყვარდა და მისთვის ერთადერთი იყო. ..."

**************************
ის დღეები რაც რეზომ და დათამ თბილისში გაატარეს დაუსრულებლად გაიწელა. ორივე ჩაფიქრებული და შეცვლილი იყო და ეს უფროსმა ბექაურმაც შეამჩნია. წინ დაისვა და ჰკითხა.
-იმედია ასე სამყაროს იმიტომ არ ხართ მოწყევეტილები რომ საქმე იქ ცუდად მიდის.
-არა მამა. პირიქით ყველაფერი კარგადაა და მალე სასტუმროს გავხსნით.
-აბა რა ხდება? რაშია საქმე?
-არაფერი ნათლია. ისე უბრალოდ.
-თქვენ მე პატარა გამოუცდელი ბავშვი გგონივართ?მეტყვით რა ხდება?მკაცრად უხრა კაცმა.
-არაფერი მამა. გახსოვს ადრე რომ გითხარი ერთი გოგო მომეწონა თქო ხოდა მასზე ვფიქრობ. გამოტყდა როგორც იქნა რეზო.
-ამას რას მოვესწარი?აღიარე და უკვე სერიოზულადაცაა საქმე?-მიუბრუნდა დათა,
-ხო აბა რა გეგონა.გაეღიმა რეზოს.
-კაი მე მის გამო ვარ ასე და შენ რაღა გჭირს ?არ მითხრა რომ იმ ქალბატონის გამო ხარ ასე ?ხომ გეუბნებოდი გამოჩნდება ვინმე ვინც კისერს მოგიგრეხავს-თქო
-იმ გადარეულზე მეუბნები?ნმდვილი გიჟია ვერაფერი გავიგე. ხან იცინის, ხან ტირის, ხან მებუტება.
-ხოდა მაგიტომაც ხარ ასე ვერაფერი რომ ვერ გაუგე.
-ახლა ორივემ მომისმინეთ აღარ ხარ იმ ასაკში რომ ისევ გართობაზე იფიქროთ. ორივეს მოგიწევთ ჩამოაყალიბდეთ. აზრზე მოხვიდეთ და საქმეს მიხედოთ. ასე გამოლენჩებულებმა როდემდე უნდა იაროთ?ან გაარკვიეთ ყველაფერი ან დაანებეთ იმ ქალებს თავი. ახლა კი მორჩა ადექით წადით საქმეს მიხედეთ.-მკაცრად უთხრა კაცმა და კაბინეტიდან გავიდა.
-ადექი ჩვენც წავიდეთ.-წამოდგა რეზო.-მეჩქარება უკან დაბრუნება
-სულ გაგიჟებულხარ რეზო ბექაურო. შეყვარებული ხარ და როდის უნდა აღიარო ეს?
-რაღა აღიარება უნდა?ისედაც ხომ მიხვდი უკვე. შენ შენს თავზე იდარდე აი ნახავ ჩემზე უარეს დღეში შენ იქნები. დაიმახსოვრე ეს დღე კარგად. თითი დაუქნია რეზომ და მანქანის კარი გამოაღო...

სოფო მაღაზიას კეტავდა როცა მანქანის შუქმა თვალი მოსჭრა. დღეს მარტო იყო თამუნა სახლში დარჩა დავიღალე და მარო ბებოსთან ერთად გავატარებ დღესო. ცოტა შეშინდა. მანქანა მის სიახლოვეს შეჩერდა და მაშინვე იცნო ვინც იყო სანამ გადმოვიდოდა. ბედნიერმა ღიმილმა გადაუარა სახეზე და უნებურად თმა შეისწორა. ბექაური უკვე მას უახლოვდებოდა.
-ძალიან ხომ არ მოიწყინე უჩემოდ?
-ცოტა. გაუღიმა სოფომ
-მხოლოდ ცოტა?სამწუხაროა იმიტომ რომ მე ძალიან მოვიწყინე უშენოდ და ძალიან მომენატრე
-მორჩი ყველაფერს?მოაგვარე შენი საქმეები?
-კი ყველაფერი მოგვარდა. თუ ასე წავიდა საქმე მალე სასტუმრო გაიხსნება.
-ძალიან მიხარია. კარგი ამბებია ნამდვილად.
-შენ რაღაც არ მომწონხარ. ვერ ხარ ძვეელებურად მხიარული. რა მოხდა?ჰკითხა რეზომ და გვერდით დაუდგა.
-არაფერი ისეთი.
-გთხოოვ მითხარი
-იცი მე მეგონა რომ ჩემგან წახვედი და თავს მარიდებდი.-თავი დახარა გოგომ.
-არასოდეს გესმის ეგ არასოდეს არ იფიქრო.-ნიკაპში მოჰკიდა ხელი, სახე აუწია და თვალებში ჩახედა.
-შეყვარებული ვარ შენზე სოფო გიგაურო და ასე ადვილად ვერ დაიძვრენ ჩემგან თავს ასე ადვილად ვერ მომიშორებ....ის იყო უნდა ეკოცნა რომ მამაკაცის ხმა შემოესმათ
-მაპატიეთ ხელი შეგიშალეთ მაგრამ მგონი ამ გოგოს უნდა ვიცნობდე უკვე არა ძმაო?
-მართალი ხარ. რეზო სოფოს ამოუდგა გვერდით.-ეს ჩემი მეგობარია დათა, ეს კი სოფო.
-მიხარია შენი გაცნობა. როგორც იქნა პირადად გავიცანით ერთამენთი.
-ხო ჩემზე ადრე ჩემმა მეგობარმა მოასწრო შენი გაცნობა.-გაუღიმა გოგომ.
-აი ეგ არ გამახსენო.-გაცინა მასაც.-კარგია რომ გაცანი. ეს ვაჟბატონი სულ შენზე მელაპარაკება, სულ შენს გვერდით ყოფნა უნდა და სამსახურსაც კი ვეღარ უდებს გულს.
-მთლად ასეც არაა.
-მოკლედ კარგი ვიცი რომ ბევრს ვლაპარაკობ. თქვენ კი ერთად ყოფნა გინდათ. მოდი მე წავალ ისედაც ძალიან მშია თქვენ კი დატკბით ერთად ყოფნით.
-მოიცადე დათა არ წახვიდე. ჩემთან გეპატიჟებით ორივეს. სახლში გემრიელი ვახშამი მაქვს ბებომ მოამზადა და იქ ვივახშმოთ. თან მეც ძალიან მშია.
-ოოო ეს საინტერესაოა. როგორც ჩანს საღამოს კარგად გავერთობით. განსაკუთრებით იმას მოვუშლი ნერვებს.-ხელები მოიფშვნიტა დათამ
-მე არ გაგაშველებთ.-ჩაერთო რეზო.
-არც მე-ხელები ასწია სოფომ
-კარგს იზავთ თუ არ ჩაერევით, ანაგარიში თანაბარია და იმ გადარეულს საკუთარ მოედანზე გავუტან დღეს გოლს.დათას წინადადების დასრულებას სამივეს ხმამაღალი სიცილი მოჰყვა, მერე კი მანქანში ჩასხდნენ და სოფოს სახლისკენ გაემრთნენ.



№1 სტუმარი Guest ketu

აუ კარგი იყო....რაღაც ისეთი რა..... მომწონს ძალიან...ველოდები მოკლედ.... არ დააგვიანოოოო..... კარგი ხარ.

 


№2  offline წევრი davinna

Ip io es rakai ikoo ^^ male dade shemdegi..es ori gadareuli dzalian momwons..rezo da sopo ki dzaaan sakvareli wkvilia..imedia moushuhdeba iarebi sopikos da mshobliur dedaqalaqshi dabrundeba..velo shemdegs

 


№3  offline წევრი tamuna.s

au rodis dadeb axal tavs?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent