შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედის შუქი / light of hope თავი 13


28-12-2016, 02:28
ავტორი ანობანო
ნანახია 1 647

ცოტა დამაგვიანდა დადება ბოდიში, იმედია მოგეწონებათ კარგი იქნება შეფასებები კომენტარებში გელოდებიიით... მადლობთ რომ კითხულობთ მგონი კარგი თავი გელით

4 მარტი 11:07
ძვლივს ვაღწევ ძილს თავს თვალებს ვახელ, უჩვეულო სითბო დგას ოთახში, ამინდის გასაგებად ფანჯრისკენ ვიხედები არც მიკვირს თავქარიანი და არეული მარტისგან თან წვიმს თან მზეა , ოღონდ აი ისე გაზაფხულს რომ შეესაბამება,ფრთხილად ვდგები და ფანჯარასთან მივდივარ ჩემს წინ კი საოცრად ლამაზი ხედი იშლება, სიმწვანეში ჩაფლულა ქალაქი,სახლთან ორი ატმისხეაა აყვევბულიყვნენ, მათი ვარდისფერი ყვავილების დანახვისას სული მითბება, იქ სადღაც შორს მოსჩანს აყვავილებული ხეები
თუმცა წვიმის ხმას გონს მოვყავარ ოხ ეს მარტი
ბექას ძინავს ისეთი სიმპატიურია,საბანს ვუსწორებ ხალათს ვიცმევ და ქვემოთ ჩავდივარ,არც ირაკლია სახლში და არც ნინა
სამზარეულოდან წვენი გამომაქვს და ისევ ოთახისკენ მივდივარ ისე მივფრატუნებ
არ გამიკვირდება ჩემი ჩუსტების ხმას გაეღვიძებინა ბექა,ოთახში შევედი და აი ხომ ვამბობდი,ჩემს პრინც თვალები გაეხილა
- დილამშვიდობისა
-დილამშვიდობისა. ამბობს გაბუსხული და გაბურძგნულ თმაზე ხელს ისმევს, წვიმს?
- ხო, თუმცა მზეცაა
- შენ რაღაც კარგ განწყობაზე ხარ
- რატომ არ უნდა ვიყო? გაზაფხულია მე შენთან ერთად ვარ
- არ უნდა ჩამეხუტო მერე
მეც მეტი რა მინდოდა მივუახლოვდი და ორივე ხელი მოვხვიე, ვგრძნობ რომ ჩემია და მეღიმება
- დილაც აი ასეთი უნდა
მე ხმას არ ვიღებ, ვტკბები ამ წამებით
- დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი კიდევ მთელი დღე ასე ჩემო სიცოცხლევ კუჭი რომ არ მეწვოდეს
- აირჩიე ბექა ან მე ან საჭმელი
- შენთან ერთად საუზმე
- კარგი კარგი ჰო წავალ გავამზადებ
სიცილით გავდივარ ოთახიდან სამზარეულოში ჩავდივარ და საუზმეს ვამზადებ შემდეგ ყველაფერს ლანგარზე ვაწყობ და ოთახში ამაქვს, ბექა უკვე ამდგარიყო და ჩაეცვა
- საუზმე ამოგიტანე
- ასეც ნუ მანებივრებ
ჩემს სამეცადინო მაგიდასთან დავსვი და ყველაფერი წინ დავუწყვე გაოცებული ვარ მისი ოსტატობით
- იციი აღარ წვიმს
- კარგია
- შეგვიძლია გავისეირნოთ '
- მარიამ საჭირო არ არის, მე მიჩვეული ვარ სახლში ჯდომას
- გინდა მითხრა რომ არმაქვს უფლება ჩემს შეყვარებულთან ერთად გავისეირნო?

ბექა
ამ სიტყვების გაგონების შემდეგ, როგორ არ უნდა დავთანხმებოდი, თუმცა ვიცი ამას იმიტომ აკეთებს რომ თავი უკეთ ვიგრძნო,ცდილობს ეს ტკივილი შემიმსუბუქოს
ერთფეროვანი დღეები გააფერადოს
- კარგი კარგი გაემზადე
- მიყვარხარ
გახარებული მკოცნის ლოყაზე და ალბათ კარადაში თავით ძვრება, წარმომიდგენია როგორ იზომავს სარკის წინ ტნსაცმელებს,რით დავიმსახურე მისი თავი? ის უნიკალურია
- სამ კვირაში 18 წლის ვხდები'
- ჩემი დიდი გოგო იქნები?
- დიახ დიახ
- არა,შენ სულ ჩემი პატარა ფერია იქნები
ალბათ ახლა იღიმის,
- მზად ვარ
- ასე სწრაფად?
- მე სხვა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს არ ვგავარ
- ეგ ვიცი შენ ჩემი საუკეთესო ხარ, წავედით?
- ჰო წავიდეთ
- ქურთუკის ჩაცმაში დამეხმარე
- სად არის?
- საკიდზე
ორ წუთში ხელს მაშლევინებს და ქურთუკს მაცმევს ელვა შესაკრავს მონდომებით კრავს
ძალიან მზრუნველი მეუღლე მეყოლება, მაგრამ არვიცი ეს როგორ მოხერხდება
სიცივე რომ მეჯახება მთელ ტანზე ვხვდები რომ გარეთ ვარ
ნელი ნაბიჯებით მივდივართ, ალბათ არ უნდა დისკომფორტი შემიქმნას
გაუჩერებლად საუბრობს
- ბექა გზაზე აქა იქ გუბეებია, ფოთლებზეც შემორჩენილია წყლის წვეთები,გზაზე მოძრაობა გადატვირთულია,მე ყავისფერი ქურთუკი მაცვია სულ 4 ღილი აქვს,იცი ახლა ჩვენს წინ მსუქანი ბავშვი მიდის და შოთის პურს ჭამს'
- ოო ცომის გუნდა
- ბექა
- რახდება
- აი ცისარტყელა
- სად? ვეკითხები ისე თითქოს მისი დანახვა შემეძლოს
- აი იქ მარჯვნივ,მაბრუნებს მარჯვნივ და მეც თავს ზემოთ ვწევ
სულ სამი ფერისაა წიყელი,ნარინჯისფერი და ყვითელი
ნელნელა ბუნდოვანი ხდება მალე გაქრება
აღარ ჩანს
- არაუშავს კიდევ იწვიმებს და ისევ გამოჩნდება ცისარტყელა, უფრო დიდი და ლამაზი
ვეუბნები მარიამს რომ ხასიათზე მოვიდეს, ეტყობა რომ მოიწყინა
ხელს მკიდებს მხარზე თავს მადებს და ისევ ვაგრძელებთ სიარულს
- გააგრძელე გთხოვ
ვეუბნები რომ ისევ გააგრძელოს, ყოველი წამი რომ ამიღწეროს,ახლა ის ხომ ჩემი თვალებია, ჩემი თვალისჩინი,მე მისით ვხედავ ბუნებას,არ უღლება რომ ყველაფერი დეტალურად ამიღწეროს, ხე მთა მინდორი ქუჩა მდინარე ღრუბელი წვიმა ცისარტყელა თავისი ჩაცმულობაც კი ყველაფერი რასაც ხედავს, მაგრძნობინებს რისი დანახვაც არ შემიძლია ანუ ყველაფერს,

18 მარტი
დღეს ჩემი ფერიას დაბადების დღეა, ალბათ ბევრი ადამიანი მიულოცავს, ნინა ტორტს გამოაცხობს,ეკა პირველი მიულიცავს, კლასელები ოთახში ბუშტებს ჩამოკიდებენ
ალბათ ერეკლე რაიმე ძვირფას აჩუქებს და ლამაზ სიტყვებს ეტყვის
Facebook- ი მისალიცი პოსტებით ალრელდება
ალბათ სასაფლაოზეც მივა და მერე საღამოს ყველა ერთად ტორტს გაჭრიან,
აქ მე ჩემი თავი არსად მიხსენებია, არადა ვთქვი რომ ჩემი ფერიას იუბილეა ჩემი პატარა გოგოს

მარიამი
ჯერ ღამეა არ მეძინება,უკვე მივიღე პირველი მოლიცვა ეკასგან, ნეტავ ბექას ძინავს?
ალბათ დილით როგორც კი გაიღვიძებს მომილოცავს
იქნებ არ ახსოვს რიცხვი?
ძვლივს ვიძინებ?დილით ტელეფონის გადაბმული ზარის ხმა მაღვიძებს,
- ალო,მადლობა ძაან დიდი მადლობა...გამახარე ბიძია
აუცილებლად,ლალი ბიცოლა მომიკითხე,დროებით
ტელეფონი გავთიშე და ბექას გადავხედე
ისევ ძინავს,როდის გაიღვიძეებს ნეტავ რას მეტყვის?
საწოლში ვეღარ ვისვენებ და ვდგები
მალევე ვწესრიგდები ჩანთას ვიღებ და ქვემოთ ჩავდივარ, მისაღებდმში ნინა მეგებება
- გი ლო ცაავ
მეხუტება და ხმა რომ არ ამომეღო ალბათ გამგუდავდა
- მად ლობა
- ჩემო სიციცცხლევ უკვე 18 წლის ხარ, ჩემო ლამაზო მინდა ბედნიერი და წარმატებული ქალი იყო, ჩემო ერთადერთო
დედა ისევ მიხუტებს ცოტაც და ალბათ ვიტირებდი
სკოლაში დედას მივყავარ, ოთახში შესვლამდე ღრმად ვისუნთქავ და ვემზადები რადგან ვიცი რაღაც ექნებათ ჩაფიქრებული
ოთახში შევდივარ თუ არა ყველა სიმღერას იწყებს ჭერზე უამრავი ბუშტია გამოკიდული, დაფაზე happy birthday dear mariam ეწერა, ყველა სათითაოდ მეხვეოდა და მილოცავდა, საღამოს ყველა ჩემთან დავპატიჟე,გაკვეთილების შემდეგ გარეთ გამოვედი
კარგი ამინდი იყო ამიტომ ფეხით წამოვედი
გავიგონე როგორ დაატორმუზეს მანქანა ჩემს ზურგს უკან, საბურავების სუნიც კი ვიგრძენი, მაგრამ არ მივიხედე სანამ ჩემი სახელი არ გავიგონე
- მარიამ ერთი წუთით
უკან ნელა შევტრიალდი, ერეკლე იდგა გახარებული ჩანდა,ხელში დიდი თეთრი ვარდებსი თაიგული ეჭირა და კიდევ რაღაც სასაჩუქრე შეფუთვაში
- გამარჯობა მარიამ დაბადების დღეს გილოცავ, კიდევ მინდა გითხრა რომ ძალიან მიყვარხარ, იმ ბრმას გაუმართლა
მის სიტყვებზე მივიღუშე თითქოს სისხლი კისერში მომაწვა
- რაა?
მან საიდან გაიგო?
- გაუმართლა რომ გიყვარს, არც მიკვირს შენ საიცრება ხარ, ანგელოზი სიმართლე
მითხარი ის გიყვარს თუ გეცოდება?
ამ სიტყვების გაგონება საბოლოოდ უსვამს ხაზს ერეკლეს ჩემს გულში,ამ წამიდან ვეღარ ვიტან
- მე ის მიყვარს, რადგან ღირსეული მამაკაცია, ის ჩენთვის საუკეთესოა
ვტრიალდები და განვაგრძობ სიარულს, ვცდილობ აღელვება არ შემეტყოს ნაბიჯებს
არ ვუჩქარებ, ცრემლებს ძვლივს ვაკავებ, არც უკან ვიხედები მიკვირს რომ არ ცდილობს შემაჩეროს
მე ბექა მიყვარს, ჩენთვის ვინეირებ გონებაში, საკმაოდ რომ ვშირდები სკოლის ტერიტირიას დედას ვურეკავ და ვეუბნები რომ საღამოს ბავშვები მოვლენ
მე კი სასაფლაოზე მივდივარ

- მაა,ისევ მივედი, ვიცი რომ მოლოცვა გინდა და მაგიტომ მოვედი, კიდევ ძალიან მომენატრე
საფლავთან ვჯდები, მახსენდება 11 წლის რომ გავხდი, სახლში უჩვეულო სიჩუმე იყო
თითქოს ყველა სულიერს შეეწყვიტაარსებობა
ოთახიდან გამოვედი მისაღებში სიბნელე იყო, შემეშინდა სწრაფად მივირბინე ჩარმთველთან და შუქი ავანთე უკან მივტღიალდი
და ჩემს სიხარულს საზღვარი არქონდა მამას დიდი ტორტი ეჭირა ხელში დედა კი მღერიდა,ოთახი საზეიმით მოერთოთ ჩემი ყველა მეგობარი იქ იყო
ბოლოს მამამ ტორტი წინ დამიდგა
დაიხარა და ჩამჩურჩულა
- მიდი ჩემო ფერიავ სურვილი ჩაიფიქრე, რაც გულით გინდა აუცილებლად აგისრულდება
მე ჩავიფუქრე რომ ბედნიერი ოჯახი ვყოფილიყავით, სულ ერთად ჩვენ სამნი მე მამა და დედა,სული შევუბერე და ყველა სანთელი ერთდრიულად ჩავაქრე
მამამ ხელში ამიყვანა და მატრიალებდა
- მე ყველაზე მაგარი გოგო მყავს
მეც ვიცინოდი და ხელებს მთელი ძალით ვულერდი მეშინოდა სიმაღლის'
- მე მინდა რომ ყოველთვის ბედნიერი იყო,იღიმიდე და გიხარიდეს ყოველი წამი,
- მადლობა მააა

ცრემლები მოვიწმინდე და საფლავის ქვას ხელი გადავუსვი
- მადლობა მამა
ავდექი და ეს ჯოჯიხეთური ადგილი დავტოვე, უკვე მოსაღამოვებული იყო სახლში რომ დავბრუნდი, ნინა სუფრას აწყობდა, ოთახი უკვე მოერთო
- დეე
მასთან მივედი და ხელები მოვხვიე
- ბოდიში რომ ვერ მოგეხმარე, მამასთან ვიყავი,
- მივხვდი , მაგაზე არიდარდო შეგიძლია ახლა მომეხმარო გამზადებაში
მალევე მოვრჩით,ბავშვებიც ნელნელა მოდიოდნენ, ყველა მაგიდას მივუჯექით ბავშვობას ვიხსენებდით,ბევრი ვიცინეთ გვიხაროდა ისევ ერთად რომ ვიყავით
ეკა და გიო ერთად იჯდნენ ძალიან ბედნიერები ჩანდნენ, მათი ცქერა კარგ გუნებაზე მაყენებდა, თვალები კიბეებისკენ გამირბოდა ველოდი მაგრამ არჩამოვიდა
დავთვერით და ბევრიც ვიცეკვეთ
აი ტორტიც შუქი ჩააქრეს და ნინამ დიდი ტორტი გამოიტანა სამზარეულოდან
ბავშვები მღეროდნენ, სურვილი არ ჩავიფიქრე,ვიცი არ ახდება მაინც
სანთლები ჩავაქრე და ყველამ ერთად შემოკრეს ტაში,კიდევ ერთხელ მომილოცეს და სათითაოდ გადმომცეს საჩუქრები,
მააინც მაკლდა რაღაც, არა ბექა,გული დამწყდა რომ არ ჩამოვიდა ჩემს გვერდით რომ არიყო,
ყველა წავიდა კარები დავხურე და ძვლივსღა ვიდექი ფეხზე დაღლილობისგან
ნინას საცოდავი სახით გადავხედე და მიმიხვდა'
- კარგი ყველაფერს მე მივხედავ,დაისვენე შენ,
მეც მაშინვე ოთახისკენ ავიღე გეზი,წამით შევჩერდი და მისკენ მივტრიალდი
- ნინა
- რაიყო?
- ყველაფრისთვის დიდი მადლობა
კიბეები ზლოზინით ავიარე,ოთახში შევედი შუქი ავანთე და ლამის გული გამისკდა ჩემ წინ ასვეტებული ბექა რომ დავინახე

ბექა
როგორც კი ნაბიჯების ხმა გავიგონე კარისკენ წავედი, ოთახში შემოვიდა ალბათ შუქი
აანთო და ჩემს იქ დგომას არ ელოდა რადგან წამოიკივლა '
მის აჩქარებულ სუნთქვას ვგრძნობდი ალბათ ძალიან ახლოს ვდგავარ
- შემაშინე
- ბიდიში
- უნდა დავწვე ბექა დავიღალე
წასვლას აპირებდა რომ შევაჩერე
- გილოცავ ჩემო ფერიავ
შეჩერდა ისევ ჩემს წინ დადგა ვიგრძენი
- რატომ ახლა?
- მინდა მიხვდე რა განსხვავებაა ჩემს და მათ მოლიცვას შორის
- ჰო მივხვდი შენ დაგაგვიანდა მოლოცვა
- მე მთელი გულით გილოცავ მთელი გრძნობით მთელი სულით, მათ ყავთ სხვა ადამიანები, მათ დაბადების დღეებზეც წავლენ მათაც იგივე ფრაზებით მიულიცავენ და მსგავს საჩუქრებს აჩუქებენ,მე... მე კი მხოლოდ შენ მყავხარ,ერთადერთი და ყველაზე ძვირფასი,ხელებს წინ ვწევ და მხრებზე ვკიდებ
შენ ჩემი გოგო ხარ,ჩემი პატარა ფერია და ყველაზე მეტად მე მიყვარხარ
ხელები მის კისერზე გადამაქვს
გილოცავ და გისურვებ ყოველთვის, სამუდამიდ სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიყოთ,
ხელებს ლოყაზე ვანაცვლებ რომლებიც მლაშე თბილ სითხეს დაუსველებია
მარჯვენა ჯიბეში ყუთი დევს ამოიღე
ვგრძნობ როგორ ეხება ჩემს ჟაკეტს როგორ უკანკალებს ხელები, როგორ იღებს პატარა ყუთს
გახსენი
ალბათ ხსნის, უკვე ხმით ტირის მეც ვეღარ ვიკავებ თავს, თითებს ტუჩებს ვადებ ახლოს ვწევ და ნაზად ვკოცნი თითებს თმაში მიცურებს და ისე ვნებიანად მკიცნის როგორც 18 წლის სრულწლივან გოგოს შეეფერება, თითქოს მასში გაქრა ყველაფერი ბავშვური, ნელ-ნელა ვაშორებ ბაგეებს და ვიხუტებ,ხელებს მაგრად ვუჭერ, თითქოს მეშინია არსად წავიდეს არ დამტოვოს...



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Auuuu. Ra magari xar. Dzalian momewona es tavi. Momewona rom emocia saocrad moitane chemamde pirdapir gulit vgrdznibdi maf grdznobebs. Da kide mex 18 marts var dabadebuli da magrad gamiswordaaaaa!!!!! velodebi shemdegs!!!!

 


№2  offline წევრი ანობანო

nawkas12345
Auuuu. Ra magari xar. Dzalian momewona es tavi. Momewona rom emocia saocrad moitane chemamde pirdapir gulit vgrdznibdi maf grdznobebs. Da kide mex 18 marts var dabadebuli da magrad gamiswordaaaaa!!!!! velodebi shemdegs!!!!

მადლობა
--------------------
ანოსია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent