მთებს იქით სიყვარულია! 4
თვალებს ვახელ და საათის ისარი რვას უჩვენებს. გარეთ ბარდნის და მთებთან საამო ნოსტალგიას ქმნის. ლელას გადავხედე. ჯერ კიდევ სძინავს. ავდექი, კარადსთან მივდივარ და თბილ ტანსაცმელს ვიღებ. გარედან ქურთუკს ვიცვამ და თოვლიან მიწაზე გავდივარ.ტყისკენ მივდივარ. იქ ხომ ადვილად შემიძლია, სიმშვიდემ და საკუთარმა მემ ადგილი ვპოვოთ. -ნინა!-გვერდიდან ხმა მესმის. ვიხედები და ალექსანდრეს ვხედავ. -თქვენ? -შეშას ვჩეხავდი.-მეუბნება ის.-არ მეგონა ამ დროს ტყეში, რომ გნახავდი. -არც მე, თუმცა ძნელი წარმოსადეგი არაა. მთის შვილი დილაადრიან ტყეში, რომ ნახო არაა ძნელი წარმოსადეგი. -დღეს წამოხვალთ ხომ დასათვალიერებლად? -რათქმაუნდა. ალექსანდრე დაღლილი ჩანს და დაბლა ჯდება. მეც ამოსვლისას დავიღალე და მეც მას ვბაძავ. ორიოდე წუთი სიტყვებს არაფრად ვაგდებთ და შემდეგ ისევ მე ვიღებ ხმას: -მთებს, რომ უყურებ რას გრძნობ?-ვეკითხები მე. ჯერ იღიმის მერე კი მპასუხობს. -ამ თემაზე ლაპარაკის დროს სიტყვები ფუჭია. თუმცა, მავიწყდება ყველა ის უაზრო რამ, როდესაც რამოდენიმე წლის წინათ ვიყენებდი, როდესაც ქალაქში ვცხოვრობდი. მობილური, ინტერნეტი, გრძნობების გარეშე სიტყვები... -მეუბნება და მთას თვალს არ აცილებს, ორი ნაძვის შუა, რომ მოსჩანს. -და შენ რას გრძნობ?-მეკითხება ალექსანდრე. -სიტყვებით არ ღირს გადმოცემა.-ვპასუხობ და თან ვიღიმი. რამოდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოწვა, სიჩუმე კი ყველაზე კარგია, როდესაც თვლი, რომ სათქმელი არაფერია. მაგრამ ერთი დღის გაცნობილ ბიჭს გვერდზე მაინც უხერხულად ვგრძნობ თავს/ -ჩემი წასვლის დროა.-ვდგები და შარვალს ვიფერთხავ. -კარგი დროებით, გამოგივლით მერე მე და ვაჟა და წავიდეთ დასათვალიერებლად. -დროებით!-ვეუბენბი და თოვლზე ფრთხილად ჩავდივარ. ალექსანდრე კი შეშის ჭრას აგრძელებს. *** -ნინა სად იყავი? მოვკვდი ნერვილობით!-შესულს ლელას საყვედურებით ავივსე. -რა იყო, ტყეში ვიყავი, შენ კიდევ გეძინა! -კარგი ხო!-მეუბნება ის.-დღეს მივდივართ ხო? -მივდივართ! ალექსანდრე შემხვდა ტყეში და გამოგივლით მე და ვაჟაო.-პატარა სარკეში ვიხედები და ჩემს გაბრწყინებულ ტვალებს ვეჩეხები. -თქვენ უკვე დილაადრიან ხვდებით ერთმანეთს? არა, ვფიქრობდი რა, მივხდი, რომ მოგეწონათ ერთმანეთი.-ლელა მეხვევა და თმებს მიჩეჩს. -რა დაინახე? ნუ გამოგაქვს ნაადრევი დასკვნები! არაფერიც, არ მომხდარა, უბრალოდ დყეში შევხდით ერთმანეთს. დააწყო ოსასიყვარულო გეგმები გოგომ!-გაბრაზებული ვეუბნები ლელას და კაკაოს ვაკეთებ. -რაიყო ხო არჩეიძლე უბრალო ვთქვა ჩემი აზრი?-ნაწყენი მოდის ჩემთან და ლოყაზე მკოცნის. -რაც არ იცი არა!-ვეუბენბი და მეც ლოყაზე ვკოცნი, იმის საპასუხოდ, რომ აქ საწყენი არაფერია. ფინჯანს ვაწვდი ლელას და ჩანთიდან წიგნს ვიღებ. ერიხ მარია რემარკის ,,სამიკ მეგობარი". ამ წიგნის კითხავს სანამ დავიწყებდი, ბანალური მეგონა. ყველა მისი ფრაზებით საუბრობდა, მისი სიტყვები ეკერათ მარტო პირზე. ახლა კი როდესაც ამ წიგნის კითხვა დავიწყე მივხვდი, რომ მწერლის ნათქვამი შთამბეჭდავია, ადამიანების ნათქვამი კი ფუჭი და მხოლოდ არარაობას ხდის. ------------------------------------------------------- მეტი ვერ დავწერე ბოდიშით! ველი თქვენს შეფასებას! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.