სიმპათიური სტუმარი ( 1, 2, 3, 4, 5 თავი)
ხვალ აუცილებლად დავდებ მეექვსე თავს. შემიფასეთ *** 1 თავი უკვე აგვისტოა... ღმერთო, როგორ არ მინდა სკოლის დაწყება. სესილი–ეს არის ჩემი სახელი. 17 წლის ვარ. დიახ, მომავალი აბიტურიენტი. „აბიტურიენტობა არეტიანებსო“ – მართალია. ჯერ არ ვარ აბიტურიენტი, მაგრამ უკვე ღამეეს ვათენებ ეროვნულებზე ფიქრით. არც ზაფხულია ისეთი მშვენიერი, როგორიც აქამდე იყო. წესიერად ვერ ვისვენებ, ვერც ვერთობი. ორ დღეში მეგობრები ჩამოდიან მეზობლად. როგორ მინდა გავერთო და თუნდაც ერთმა დღემ მაინც ჩაიაროს ეროვნულებზე ფიქრის გარეშე. *** მეგობრები ჩამომივიდნენ!.. ახლა მომწერეს ჩამოვედითო. ვემზადები გასასვლელად. ჯინსის შორტი და ტოპი ჩავიცვი, ქონვერსები ამოვიცვი და გასასვლელისკენ გავემართე. – დე ჩამოვიდნენ და გავდივარ მე – გავძახე სამზარეულოში მყოფს. – კარგი დე, ჭკვიანად – დამარიგა როგორც სჩვევია ხოლმე. თქვენთვის ჯერ არ მითქვამს რომ სოფელში ვცხოვრობ, სვანეთში. ალბათ, თვალწინ კოშკები დაგიდგათ, მაგრამ არა. აქ არ არის კოშკები, ერთიც კი. სახლში შევედი და ბაბუა მოვიკითხე. – ახალჩამოსულები სად არიან? – ვკითხე ღიმილით. – ოთახში არიან, გენაცვალე – მიპასუხა და გამიღიმა. ვგიჟდები მაგ კაცზე. მისი დადებითი ხასიათი ყოველთვის გადამდებია. რამდენი რამ გადაიტანა, ცოლი და ერთადერთი გოგო ერთდროულად დაკარგა, სწორედ იმ გოგოს შვილია მარიც. ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა დილაადრიან რომ ტირილის ხმა მომესმა, გავედი და ეს ამბავი გავიგე. მაშინვე მარის განადგურებული სახე დამიდგა თვალწინ. დიდი ტრაგედია იყო. დღესაც ვნანობ რომ მძიმე წუთებში მარის გვერდით ყოფნა ვერ მოვახერხე. ამ ამბავის მერე ორი წელი არ ჩამოსულა სვანეთში. ალბათ, უჭირდა აქ ყოფნა, მაგრამ შემდეგ ჩამოვიდა. შევამჩნიე რომ ჩვენს ბავშვობის მეგობრობაში ბზარი იყო გაჩენილი. მაგრამ ნელ–ნელა ეს ბზარი ისევ ამოვავსეთ. ოთახში შევედი და მაშინვე მარიას მივვარდი. სურნელიც კი მომნატრებოდა. შემდეგ ანა და რეზი მოვიკითხე. ოთახი ლუკა– რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობს და ორი უცნობი ბიჭი იყო, რომელთაგანაც ერთ–ერთმა ჩემი ყურადღება მიიპყრო. ძალიან სიმპატიური იყო. კარგი აღნაგობა, არც ძალიან დაკუნთული და არც სუსტი, ზუსტად ისეთი როგორიც მე მომწონდა. ნაცრისფერი თვალები, ლამაზი ფორმის თავი ოდნავ წამოზრდილი თმებით და მსხვილი ტუჩებით, რომლებიც დარწმუნებული ვარ ძალიან გემრიელი იქნება. მალევე გამოვერკვიე და მარის კითხვით სავსე მზერა ვესროლე. – სესი, გაიცანი ლევანი და გაბრო, რეზის ძმაკაცები. „სასიამოვნო“–თი შემოვიფარგლე და მეგობრებს მივუბრუნდი. წამით მომეჩვენა, რომ გაბრო მათვალიერებდა, ჩავთვალე რომ მომეჩვენა და უდარდელად გავაგრძელე მეგობრებთან საუბარი. კარტი ვითამაშეთ, ვისაუბრეთ, ვიცინეთ, ვიმხიარულეთ. ღმერთო, როგორ მომნატრებია ეს ყველაფერი. ათისთვის დავიშალეთ. – ხვალ შეგეხმიანები და გადავწყვიტოთ ტბაზე წასვლის ამბავი. – ოქეეი – სიცილით შემომაგება მარიამ. გამოვემშვიდობე ყველას და სახლისკენ გადავუხვიე. “ გაბრო... გაბრო ... რა სიმპატიურია... არა, სესილი გამოფხიზლდი, ასე არ გამოვა. “ თავი გადავაქნიე ფიქრების გასაფანტად და სახლში შევაბიჯე. – მოვედი დე – ჩემი ჭკვიანი, გაერთე? – აუ კიი. ისე ორი ბიჭი შემოგვემატა, რეზისთან არიან– მივხვდი არ ესიამოვნა დედას. არ მოსწონს უცნობ ბიჭებთან ჩემი ყოფნა.– კაი რა, დე, ახლა ამის გამო ხომ ვერ შევწყვეტ მარისთან სიარულს . – კაი, ოღონდ ჭკვიანად იყავი ხოლმე მათთან, არავის არაფერი აფიქრებინო. – კაი, ოთახში შევალ და ჩამოვწვები ცოტახანს. „დორიან გრეის პორტრეტი“ ავიღე და ჩამოვწექი. თვალს ვაყოლებდი მაგრამ ვერაფერს ვიგებდი. სულ მასზე მეფიქრებოდა. ბოლოს გადავწყვიტე მარიასთვის მიმეწერა და ჩემთან დარჩენაზე დამეყოლინიებია. ტელეს გადავწვდი და მარიას მივწერე. – ‘ მარიაა, ამო რა, ჩემთან დარჩი . ფლიზზ...’ – ‘ გოგო შუაღამეა უკვე რა ამოვიდე’ – ‘ აუუ... ფლიზზ... ‘ – ‘ ხო კაი ამოვალ ხუთ წუთში ‘ – ‘ მიკახააარრ ‘ – ‘ ვიცი და მეც ‘ – ‘ მიდი ჩქარა ამოირბინე ‘ – ‘ ხო, კაი გოგო მოვდივარ ვაა... ‘ ორი წუთში მარიამაც შემოაბიჯა ოთახში. – მოდი, წუწუნა, მომიწექი გვერდზე. – აუ ნუ მეძახი ამ წუწუნაას– დამიბღვირა და ტუჩები სასაცილოდ გამობურცა. – ხო კაი მოდი ჩემთააან. გვერდით მომიწვა. როგორ მომნატრებია ჩემი წუწუნა. – სეს... – გისმენ – მომენატრე – მეც დიდად გულჩვივები არცერთი არ ვიყავით, მაგრამ ამ მომენტში მონატრებამ მაინც თავისი ქნა. ორივეს ცრემლი გადმოგვივარდა, ერთმანეთს ჩავეხუტეთ დასამშვიდებლად. ამ მომენტში მთელი ჩვენი საერთო მოგონებები ერთბაშად ამომიტივტივდა. წელიწადში მხოლოდ ერთი თვე ვიყავით ერთად მაგრამ მაინც სულიერი მეგობრები ვიყავით. დამშვიდებულებს მალევე ჩაგვეძინა. *** 2 თავი დილით რომ ავდექი მარი აღარ იყო ოთახში, როგორც ყოველთვის. სულ ასე ჩვევია. – ‘ ოჰ, არ მოვიშალეთ ეს ჩვეულება’ – ‘ ვა გაღვიძება ვიკადრეთ, ქალბატონო?! ისე ტკბილად გეძინა არ გაგაღვიძე ‘ – ‘ გოგო ტბაზე გავიდეთ? ‘ – ‘ კი, მივწერ სხვებსაც და გამოგივლით’ – ‘ ოქეიი... გელოდებით ‘ მოვემზადე სასაუზმოდ გავედი. – დე დღეს ტბაზე გავდივართ. – კაი, დე, ჭკვიანად. მოსამზადებლად ოთახში დავბრუნდი. – რა ჩავიცვა? – ამოვილუღლუღე და ცისფერ საცურაო კოსტიუმებს დავავლე ხელი. – აჰა, ეს ვარგა. მოვემზადე, საჭირო ნივთები ავიღე და უკვე მზად ვიყავი, მაგრამ არ ჩანდნენ. – ‘ სად ხართ გოგო? დავბერდი ქალი ‘ – ‘ შენ რა დაგაბერებს გოგო! კაი, მოვდივართ უკვე. ‘ – ‘ შუსტრიდ , შუსტრიდ ‘ – ‘ შენც გამოიხედე ერთი გარეთ, იქნებ რა ხდება’ მივხვდი რომ მოსულები იყვნენ და მაშინვე გავედი. მივესალმე ყველას ერთად, მათ შორის ჩემ გაბროსაც და გზარ გავუდექით. „ ჩემ გაბროსაც? სესილი რას სულელობ. ვერა ხარ რაა... „ – აუ სეს, დღეს მინდორზე გვინდა გასვლა და ხო წამხვალ?– უკნიდან მომაძახა ანიმ და საცოდავი თვალები შემომანათა. – აუ არ ვიცი ზუსტად მოვახერხებ თუ არა. – აუუ... – კაი, გავახერხებ რამეს და წამოვალ– ჰაეროვანი კოცნა გავუგზვნე და წინ გავიჭერი გაბროსთან ახლოს რომ არ ვყოფილიყავი. ცოტა გავცურეთ, გავირუჯეთ და წამოსვლამდე ერთხელაც გადავწყვიტე შესვლა. ავდექი და ტბისკენ გავწიე. გაბრომ თვალი გამომაყოლა და ირონიულად ჩაიცინა, გავღიზიანდი,მაგრამ არ შევიმჩნიე. ტბაში შევედი, უცბად სველ ქვაზე ფეხი დამიცდა და გავიფიქრე ახლა გავიშხლართები–მეთქი და ვიღაცის ძლიერი მკლავები ვიგრძენი წელზე. რა ხდება? არა აშკარად არ ვგდივარ მიწაზე. რა მოხდა? მალევე გამოვფხიზლდი და ის „ირონიულად ჩამცინავი“ დამნათოდა ზემოდან.გავიმართე და ხელები გავაწევინე. შინაგანად ვიწოდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი და ოსტატურად ვმსახიობობდი. –მადლობა– მინდოდა თავაზიანად გავცლოდი მაგრამ ვინ დამაცადა. – სიარული თუ არ იცი დაეტიე ხოლმე სახლში– ისე უხეშად მომაყარა გაშეშებული ვიყავი. მაგრამ სწრაფადვე გამოვფხიზლდი. – უკაცრავად, შემდეგში თქვენ მოგაკითხავთ სიარულის მოწმობის ასაღებად– უხეშადვე ვუპასუხე და გავეცალე. „ იდიოტი... დამპალი... ყეყეჩი... “ ტბიდან გამოვედი და ქვებზე წამოვწექი. ცოტა ხანში უკან წამოვედით. გაბრო ისე იქცეოდა, თითქოს და არაფერი მომხდარიყო. აბა რა მეგონა? პირველივე შეხვედრაზე მეტყოდა რომ მოვწონდი და ა.. შ.. ? ვერ ეღირსები სესილი. ის თბილისელი „კაი ბიჭია“, მე კი... მე კი სოფლის ერთი ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც არც ბრენდულად ჩაცმა იცის და არც გარეგნულად გამოირჩევა. მგონი ჩემს გარეგნობაზე არაფერი მითქვამს. მაღალი, არც ისე გამხდარი. გრძელი ყავისფერი თმით,ყავისფერი ფართო თვალებით, საშუალო ზომის ტუჩებითა და ოდნავ დიდი ცხვირით. არ გიკვირთ ხომ ყურადღებას რომ არ მაქცევს. არც მე. – ჰეი, სესი!– უცბად გამოვერკვიე და მარიას გადავხედე რომელიც ხელს მიფრიალებდა სახესთან– აქა ხარ? – კი, უბრალოდ ჩავფიქრდი. – ააა..– საეჭვო თვალით გამომხედა რეზიმ. – რეზიი, ნუ ხარ დამპალი– ვკარი და ჩავიცინე. – მე მაპატიეთ– ხელებ აწეული დამიდგა რეზი. – მიპატიებია – დავეჯღანე და ჩავიცინეთ. ყოველთვის მომწონდა ეს ბიჭი. მხიარული და საყვარელია. უკვე ჩემი სახლის ღომესთან ვიყავით, როცა მარი მომიბრუნდა. –აუ, სეს,მომწერე რა ამ საღამოს რას გადაწყვიტავ. ოქეი? – ოქეი– გავიცინე და დავემშვიდობე – მოვედი დე – კაია,ვნერვიულობდი. უფფ.. ამის უსაფოძლო ნერვიულობამ ტვინი შეჭამა რაა... – აბაზანაში შევალ გადავივლებ. შხაპის ქვეშ ყოველთვის ვმშვიდდები, ახლაც ასე მოხდა,მაგრამ უცაბედად გაბრო გამახსენდა. მაშინვე მომექუფრა ხასიათი. ასეთ რეაქციებს არ ველოდი. თან ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი, რომ შევეპასუხე. აბა, რა ეგონა, მის ნათქვამზე თვალები ამიცრემლიანდებოდა და სახლში გამოვიქცეოდი? იოცნებოს! გადავწყვიტე მინდორზე გასვლაზე უარი მეთქვა, თავის ტკივილს მოვიმიზეზებდი. აბაზანიდან გამოვედი და მარის მივწერე. – ‘ აუ მარ, ვერ წამოვალ რა მინდორზე, თავი მისკდება ‘ – ‘ გოგო ვის ატყუებ შენ . რა ხდებაა არ მეტყვი? ტბაზეც არ გამოიყურებოდი კარგად ‘ არა რა ეს გოგო ყოველთვის ხვდება თუ რამე არაა კარგად, ამიტომაც მიყვარს ასე. – ‘ მარია, მართლა თავი მტკივა ‘ – ‘ გოგო! გინდა ამოვიდე და ვილაპარაკოთ? ‘ – ‘ აუ, არა იყოს. დასვენება მინდა. მერე მოგიყვები. პაკა. მოპილურს ვთიშავ. მიკახაარ. ‘ გავთიშე ტელე და იქვე მივაგდე. საწოლზე გავიშხლართე, დაღლილობისგან მალევე ჩამეძინა. *** რომ გავიღვიძე უკვე ღამის 10 საათი იყო. ტელე ჩავრთე. შეტყობინება დამხვდა. – ‘ იცოდე ვერ მომიცილებ. ხვალ შეგეხმიანები ‘ არ ვარ დარწმუნებული რომ უნდა მოვუყვე მარის, ჯერჯერობით მაინც. კომპიუტერი ჩავრთე და ფილმის არჩევა დავიწყე. დრამა მინდოდა. „ ბედის ვარსკვლავის ბრალია“ ვარჩიე და ყულაბას შევუდექი. ფილმის ბოლოს ცრემლიც ჩამომიგორდა. არ ვარ მგრძნობიარე მაგრამ მაინც ვტირი ხოლმე ფილმის ყურების დროს. კომპი გამოვრთე და მისაღებში გავედი. არავინ დამხვდა სახლში. კარში მამაჩემმა შემოაბიჯა. – მა დე სადაა? – ეზოშია რაღაცეებს ალაგებს – გამიღიმა და უკან გაბრუნდა. დედაჩემის ხმა მომსმა, მგონი მე მეძახდა. აივანზე გავედი და გავშეშდი. ეზოში რეზი და მისი ძმაკაცე იდგნენ. ვერ შემამჩნია. ლევანს ელაპარაკებოდა ცალკე, რეზი კი დედაჩემთან იგდა. გამოვფხიზლდი და დედას მივუბრუნდი. – გისმენ, დე. “ აჰა შემომხედა. ჰმ... “ შინაგანად ჩამეცინა ისევ რომ მიტრიალდა. – დე, კარადაში რომ შავი პარკი რომ დევს, გამომიტანე. – ახლავე. გამოვუტანე, დედას მივაწოდე, რეზის მივესალმე და სწრაფად შევბრუნდი. “ სესილი, რა გჭირს? ასე არავისთვის შეგიხედია, ახლა რა ხდება? რატომ არ შემიძლია მასთან უბრალოდ ყოფნა? ნუთუ შემიყვარდა? ვაიმე, არა შეუძლებელია ასეთი დამპალი შემყვარებოდა, გარეგნულად ვერაფერს დავუწუნებ, მაგრამ ხასიათი– ვერაა. “ ჩემს აზრებზე გამეცინა და ჩემს ოთახში შევბრუნდი. საღამოს მსუბუქად ვივახშმე რომ დამძინებოდა და დასაძინებლად მოვემზადე. გადავწყვიტე, რომ ხვალ ჩვეულებრივად მემოქმედა რომ მარისთან საუბარს თავი ამერიდებინა. მალევე ჩამეძინა. *** 3 თავი დილით რომ ავდექი უკვე 12 საათი იყო. ტელეს დავხედე და შეტყობინება დამხვდა. რათქმაუნდა მარიასგან. – ‘ გაიღვიძე მზეთუნახავო ‘ – ‘ დილა მშვიდობისა ‘ – ‘ რა გეგმები გვაქ დღეს? ‘ – ‘ თქვენი ამბავი რომ ვიცი უკვე გექნებათ რამე იდეა ‘ – ‘ ჩამო ჩემთან და გაგაცნობთ ჩვენ გეგმებს. ყველა აქ ვართ ‘ – ‘ ოქეი’ მოვემზადები და ჩამოვალ ‘ – ‘ გელოდებით ‘ ყველაფერი მოვაგვარე, გავემზადე და დედასთან ჩავედი ეზოში. – დილამშვიდობისა– მივედი და ლოყაზე ვაკოცე – გაიღვიძე მზეთუნახავო? დილამშვიდობისა – დღეს ყველა მზეთუნახავს რატომ მეძახით? – მარიამ გითხრა კიდე ხო? – ხო– მივუგე და ჩავიცინე – დე მე მარისთან ჩავდივარ, არ ინერვიულო. შეიძლება იქიდან სადმე გავიდეთ სათამაშოდ. – კაი დე, ოღონს შემატყობინე სად გადაწყვეტთ წასვლას. – კაი დე დაგირეკავ მერე სახლიდან გამოვედი და გზას გავუდექი. თუმცა, რაღა გავუდექი, ორი ნაბიჯი გადავდგი და უკვე მარიას სახლთან ვიყავი. – დილამშვიდობისა ბაბუ. როგორ ხართ? – კარგად, შვილო. მარი ოთახშია– კითხვა არ დამაცადა ისე მიპასუხა. გავუღიმე და მარიას ოთახისკენ წავედი. ალბათ, გიკვირთ მარი და მარია რომ წერია. მე პატარეობიდანვე მარიას ვეძახი. მასაც მოსწონს და ვართ ასე შეხმატკბილებულად. – პრივეტებიი– წამოვიძახე როგორც კი ოთახში შევედი. – ვა, მოვიდა მზეთუნახავი– წამოიძახა ლევანმა და ჩაიცინა. – ვაა, შეთქმულებაა თუ რა ყველა ამას მეძახით დღეს – ვუპასუხე და საწოლზე ჩამოვჯექი მარისთან. – კაი აწი ურჩხულს დაგიძახებთ (რეზი) – ბიჭო, რა გითხარი შენ,ნუ ხარ დამპალი– ვუპასუხე და დავეჯღანე. იმ იდიოტმა ენა მოიჭრა თუ რა ხდება? – კაი აბა რა გეგმები გვაქ? აჰა ამოიღო ხმა. აბა, მე ვინ გამახარებდა. – მოკლედ – დაიწყო მარიამ– ოთხ საათზე წავალთ სოფლის ცენტრისკენ,სტადიონზე. დავბრუნდებით ცხრა საათამდე და მერე ჩვენს ადგილას გავჩერდებით– ეს თქვა და მე შემომხედა. ჩვენი ადგილი– ეს არის მდელო რომელიც შემაღლებულია და ორ მთას შორისაა. მარცხნივ გაიხედები მთაა, მარჯვნივ გაიხედები ისევ მთაა, წინ კი სოფლის ერთი ნაწილი ჩანს. აქ ხშირად დავდივართ ახალგაზრდობა, კოცონს ვანთებთ, ვისვენებთ და თან ვერთობით. და ხო, კიდე სიმინდებს ვწვავთ. – შესანიშნავია – ვთქვი და მარიას ხმაურით ვაკოცე ლოყაზე. – კარგი, როდისთვის გავდივართ? (ანი) – სამზე გავიდეთ ხო? (ლუკა) – კი, ბატონო (მარია) – ე მოიცა, ჩვენ ადგილას რომ ვჩერდებით სიმინდი არ გვინდა? (ლუკა) – აუ ხოო ეს არ გამახსენდა (მარია) – მოვიპაროთ– წამოვიძახე და გავიკრიჭე. – რაა? (რეზი) – ხო მოვიპაროთ. – არა რა რა მოვიპაროთ (გაბრო) – აუ ესენი რა მშიშრები ყოფილან ეე... – მე? – ორივემ ერთად წამოიძახა და ორივემ საჩვენებელი თითი მიიდო გულზე.ყველას სიცილი აგვიტყდა. – თუ მშიშრები არა ხართ, შევევჯიბროთ. – როგორ შვეჯიბროთ (რეზი) – ორ ჯგუფად გავიყოთ. ერთ ჯგუფში მე, მარია და ანა, მეორეში რეზი, გაბრო და ლუკაც რო არ დაიკარგოთ. ლევანი ადგილზე იქნება რომ დაგვაფიქსიროს. ვინც უფრო მალე მოიპარავს გამარჯვებულიც ის იქნება. დამარცხებულ გუნდს კი ერთი სურვილი ექნებათ შესასრულებელი. აბა? – არაა პრობლემა – გაიჯგიმა რეზი. – აუ მე მეზარება (ანი) – ე მოიცა ესენი ლევანს მოისყიდიან და უსამართლოდ წავაგებთ. (მარია) – კაი მაშინ ანი და ლევანი დავტოვოთ ადგილზე, თან ანი ისედაც ეზარება. – ხო კაი იდეაა – წამოიძახა ანიმ. მის რეაქციაზე ყველას გაგვეცინა. მე და მარიამ ხელები მივარტყით ერთმანეთს ერთიანობის ნიშნად. – მეზარება მარა რა გაეწყობა (ლუკა) – კაი თუ გინდა დარჩი, არაა პრობლემა გავიკვლევთ გზას ჩვენით (რეზი) – და რო დაიკარგოთ ? (მარია) – კაი რა დავიკარგოთ, ღადაობ? (გაბრო) – ნება თქვენია (მარია) – ოქეიი, მაშინ დავიშალოთ. სამზე ყველა აქ ვართ. – კაი სეს. წავედიით (ანი) დავიშალენით. სახლში მოვედი და მარიას მივწერე რომ ამოსულიყო. რაღაც გეგმა უნდა მოგვეფიქრებინა. – ‘ მარ ამოდი ჩემთან ‘ – ‘ ხო გოგო, რამე გეგმა შევადგინოთ’ – ‘ ოხ შენ რა მაიმუნი ხარ’ – ‘ ეხლა არ მითხრა რომ შენც ამისთვის არ მეძახდი ‘ – ‘ ჩემს ფიქრებს როგორ კითხულებ ეეე... ‘ – ‘ დროის ამბავია მაგი’ – მარიას მონაწერზე გამეცინა– ‘ მოვდივარ’ ცოტა ხანში მარიაც გამოჩნდა. „ბევრი“ ვითათბირეთ. ბოლოს გეგმაც მოვამზადეთ. მარია სახლში გაბრუნდა მოსამზადებლად. დრო მალე გავიდა და უკვე სამი იყო, ყველა მარიასთან ვიყავით. – აბა დავიძარით (ლუკა) გზაში მაგრა გავერთეთ. მომეჩვენა რომ გაბრო მაკვირდებოდა, მაგრამ ვიფიქრე მართლა მეჩვენებათქო და ჩვეულებრივად გავაგრძელე სვლა.მალე სტადიონზე ვიყავით. – ბურთი არა გვაქ ჯერჯერობით და რა ვითამაშოთ? – მგელობანა! (მარია) – კაი რა, ბავშვები ხო არ ვართ. (ლევანი) – ხო, ეს ხანშიშესულია და არ მოსწონს ესეთები. ეს რომ ვთქვი მაშინვე ჩემსკენ გამოიმართა წარბშეკრული ლევანი. ადგილს მოვწყდი, ლევანიც გამომეკიდა სიცილით. ბოლოს დამიჭირა , ორივემ ძირს მოვადინეთ ტყაპანი. ორივეს ისტერიკული სიცილი აგვიტყდა. ბოლოს სხვებს რომ გავხედე ყველა ჩვენ დაგვცინოდა, გარდა გაბროსი, რომელიც არ ვიცი რატომ მაგრამ არასასიამოვნოდ გვიყურებდა. ყურაღება არ მივაქციე და მათკენ გავეშურე. მალე ერთად დავიწყეთ თამაში. გაბრომ უარი განგვიცხადა თამაშზე და გავიდა სტადიონიდან. ცოტა ხნის შემდეგ შეუმჩნევლად გავედი გარეთ, გაბრო ქუჩის ბოლოში იჯდა და სივრცეს ჩაფიქრებული გაჰყურებდა, თან ეწეოდა. არ მენახა ადამიანი, რომლსაც ასე უხდებოდა სიგარეტიც კი. სასაუბროდ მივუახლოვდი. – რა გინდა? – შემომხედა და ცივი ტონით მკითხა. – არაფერი, უბრალოდ სუფთა ჰაერზე გამოვედი.– ვუპასუხე და სივრცეს გავხედე. – მერე სხვა ადგილი ვერ ნახე ?– წამით, მის თვალებში მისი ცივი ტონის საპირისპირო დავინახე, მაგრამ მისი სიტყვების შემდეგ ასეთი ვერაფერი შევნიშნე,ამოტომ ვიფიქრე რომ მომეჩვენა. – უკაცრავად შეწუხებისთვის – ცივი ტონითვე ვუპასუხე და შემოვბრუნდი. – სესილი– მისი მხრიდან ჩემი სახელი პირველად გავიგე, ვაღიარებ რომ მესიამოვნა მაგრამ მაინც ცივი გამომეტყველებით შემოვბრუნდი – მაპატიე ცივად რომ გელაპარაკები. – არაფერია, უკვე მივეჩვიე ქალაქელებისგან აგდებულად საუბარს. – ცივად ვუთხარი და თავაწეული გავეცალე. სტადიონში შევბრუნდი. მაშინვე სითბო ჩამეღვარა სხეულში, როცა დავინახე როგორ დარბოდნენ და იცინოდნენ. უკვე ჩემს მეორე ოჯახად ვთვლიდი მათ.მათი ყურებისას მეღიმებოდა. უცბად გვერდზე ვიღაცამ უხეშად გამკრა და მათკენ გაიმართა. ჰმ... ისაა „მისტერ მაპატიე“. ცოტა ხანში მეც მათკენ წავედი. – ე ბურთი მოიტანეეს (მარია) იმ მხარისკენ გავემართეთ საითაც მარია იშვერდა ხელს. სტადიონში გუნდი შემოვიდა.თითქმის ყველას ვიცნობდი. მათკენ გავემართე და გადავკოცნე ნაცნობები. დანარჩენებიც გამაცნეს. – აუ ძაან გამიხარდა შენი ნახვა – მეც მიშიკო– ვუთხარი და გავუღიმე. – ისინი შენთან არიან? – მითხრა და ჩემებზე მიმითითა. – კი ჩემთან არიან. გინდა ერთად ვითამაშოთ ფრენბურთი? – იციან თამაში? – მოიცა ვკითხავ. ჩემებს მივუბრუნდი და თანხმობაც მივიგე. მე , მარია, ლუკა, ლევანი, გაბრო და რეზი ვიყავით ერთად.ანის ისევ ეზარებოდა. – თანახმა არიან – კაი დავიწყოთ (მიშა) თავიდან გავხურდით, მაგრამ კარგადაც ვითამაშეთ. მე პადაჩაზე ვიდექი. რეზი და გაბრო შიგადაშიგ ჩარტყმებსაც აკეთებდნენ. – დამაყენე რა ჩარტყმაზე – შენ? – მკითხა და ირონიულად ჩამიცინა „მისტერ მაპატიემ“ გავბრაზდი და ლუკასკენ გავემართე რომელიც აწევაზე იდგა, მოველაპარაკე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ერთი ორი ბურთის მერე ლუკამ გაბრო გააფრთხილა ახლა შენსკენ რომ ვისვრი არ აიღოო. გაბროს გაუკვირდა მაგრამ დათანხმდა. პადაჩაც ისროლეს მოწინააღმდეგეებმა, ბურთი ჩემსკენ მოდიოდა, ლუკას გადავუწოდე ბურთი, ლუკამ ჩემსკენ მაღალი გადმომიგდო, ავხტი და „ზონა“ ჩავარტყი ისე ძლიერად რო მოწინააღმდეგებმა აღება ვერ გაბედეს.ყველა გაშტერებული მომაჩერდა მე კი გამარჯვებულის სახით გადავხედე „მისტერ მაპატიეს“. – ვა სესოო (რეზი) – ხო რეზიკუნა – ვუთხარი და ყველას გაგვეცინა. ამის შემდეგ ჩარტყმაზეც დამაყენეს, მაგრამ ნურას უკაცრავად გაბრომ არა რეზიმ დამაყენა. კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ კიდეც. გაბრომ ხმა არ ამოიღო. ზოგჯერ ჩარტყმებსაც აკეთებდა. ერთი ძალიან მაგარი ჩაარტყა, არაფერი ვუთხარი, უბრალოდ გავუღიმე,მან კი არაფრის მთქმელი მზერა შემომაგება.ამის შემდეგ მასთან შეხება არ მქონია. გამარჯვების შემდეგ სახლისკენ გამოვემართეთ. მალევე მივუახლოვდი „ჩვენს ადგილს“. –აბა გავიყოთ ჯგუფები (მარია) ორივე ჯგუფმა თითო–თითო ყანა ჩავიბარეთ. – ანი იცოდე არ მოგისყიდონ ამათმა. – ვუთხარი და თან საჩვენებელ თითს ვუქნევდი. – ნუ გეშინია ჩვენ მხოლოდ ღირსეულ გამარჯვებას ვკადრულობთ – მითხრა რეზიმ და გაბროს ჩაუკლა თვალი. – ხო მართლა მინიმუმ 7 სიმინდი უნდა წამოიღოთ. (ლევანი) – არის უფროსო! – ყველამ ერთად წამოვიძახეთ და სიცილი დავიწყეთ. უკვე ბნელოდა. ტელეს ფანრები ჩავრთეთ და ყანებისკენ გავემართეთ. მცირე გზის განვლის შემდეგ ჩვენი გზები იყრებოდა საპირისპიროდ. – აბა სასიამოვნოდ ჩაფლავებას გისურვებთ – გვითხრა და ირონიული ღიმილიც შემოგვაგება გაბრომ. – ბალიშსაც მოგიტან, ჩამოწექი და ბარემ ისე იოცნებე, არ დამეღალო– ირონიული ღიმილით მივუბრუნდი გაბროს. მაშინვე გავეცალეთ სანამ პასუხს დაგვიბრუნებდნენ. მცირე მანძლის გავლის შემდეგ ჩვენი გეგმის განხორციელებას შევუდექით. – იღბალს გისურვებ! (მარია) – მეც ასევე – წავედით. ფანრები ჩავაქრეთ და მოწინააღმდეგეების ყანისკენ დავიწყეთ სვლა. რომ მივედით სირბილისგან დაღლილებს დამშვიდება მოგვიწია ჯერ. – აბა გეგმის განხორციელების დროა. (მარია) – წარმატება მისურვე. – წარმატებას გისურვებ! (მარია) ორივეს გაგვეცინა. უცბად სახე დავასერიოზულე და ყანისკენ გავემართე. მათ ანთებულ ფანრებს ვხედავდი, საპირისპირო მხრიდან მივდიოდი. უცბად ყვირილი დავიწყე ამ ყანის პატრონის ხმით. ბიძაჩემი იყო პატრონი ამიტომ არ გამჭირვებია. – აატ, თქვე ყაჩაღებოო... როგორ ბედავვთთ... გაეთრიეთ ლაწირაკებოო... მე ჩემსას ვაგრძელებდი, მათი ხმა კარგად მესმოდა. – დავახვიეთ დროზე (რეზი) – 7 სიმინდი არ გვაქ (გაბრო) – მაგისთვის მცხელა ახლა? ჩქარა გასასვლელისკენ. (რეზი) მესმოდა მათი ნაბიჯების ხმა, მე კი ჩემსას ვაგრძელებდი. ბოლოს რომ დავრწმუდი მათ წასვლაში მარიას დავუბრუნდი რომელიც ხის ძირში იდგა და ისტერიკულად იცინოდა. მას რომ შევხედე მეც ისტერიკული სიცილი ამიტყდა. რამოდენიმე წუთი ასე ვიცინოდით და ხმას ვერ ვიღებდით. ბოლოს მუცელზე მიდებული ხელებით მივუბრუნდი ერთმანეთს. ერთმანეთის მდგომარეობას რომ შევხედეთ ისევ სიცილი აგვიტყდა. რამოდენიმე წუთში საბოლოოდ დავმშვიდდით. – კაი გოგო მოვკრიფოთ ახლა სიმინდი და დავბრუნდეთ (მარია) – ოქეეი, ჩემო ჭკუის კოლოფო.– ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე და ყანისკენ გავემართე.– ვაიმე! – რა მოხდა? – გოგო გზად სხვა ყანაში რომ გაევლოთ? ახლა მისულები იქნებიან. – ვაიმე, სწრაფად ავაგროვოთ და გავიქცეთ. მალევე ავაგროვეთ 7 სიმინდი და დანიშნული ადგილისკენ გავემართეთ. ჩვენდა საბედნიეროთ ამ დებილებს ვერ მოუტვინიათ სხვა ყანაში შესვლა და პირდაპირ აქეთ გამოქცეულან 5 სიმინდით. თურმე ანისთვის,ლუკასთვის და ლევანისთვის უთქვამთ დავუთმეთ, თავიდანვე ასე გვინდოდაო. ეს ყველაფერი ანისგან გავიგეთ, მაგრამ სინამდვილეში მომხდარზე არაფერი გვითქვამს. – ისე ჩემი წინადადება ისევ ძალაშია – მივუბრუნდი გაბროს ირონიული ღიმილით. არაფერი უთქვამს მხოლოდ გაბრაზებული მზერა შემომაგება. გვერდზე გავედი და დედას ტელეზე გამოველაპარაკე. რომ დავასრულე ვიგრძენი რომ უკან ვიღაც იყო. სწრაფად შემოვბრუნდი და „მისტერ ბალიში მინდა“ შემრჩა ხელში. უცბად, გავაანალიზე რომ ახლოს იდგა. ტუჩები უცბად ყურთან მომიაახლოვა. – თუ ეს ჩვენი საერთო ბალიში იქნებოდა, უარს არ ვიტყოდი.– ყურთან ჩაიჩურჩულა. თბილი ჰაერი კანზე მეფრქვეოდა, მესიამოვნა. უცბად, მომშორდა თვალებში ჩამხედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. თვალები, მისი ღრმა და ნაცრისფერი თვალები... თვალი ვერ მოვწყვიტე მის თვალებს. მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე შრამი წარბთან, რომელიც საოცრად უხდებოდა. მისი სახის ნაკვთებს ვაკვირდებოდი, როცა მომშორდა და ირონიულად ჩაიცინა. „ ე მოიცა, რა თქვაა??? თავხედი... იდიოტი... თავი ვინ გონია? ან მე ვინ ვგონივარ? მისი მორიგი ნაშა? ოხ გაბრო, ამისთვის გაზღვევინებ „ მეგობრებს დავუბრუნდი და ვცდილობდი არაფერი შემემჩნია, მაგრამ არ გამომდიოდა. როცა გადავერთვებოდი, მაშინვე მახსენდებოდა და ფიქრს ვიწყებდი. გაბრო გამომხედავდა ხოლმე და ისევ ირონიულად ჩაიცინებდა. ნელ–ნელა აღმოჩნდა რომ მხოლოდ მე და მარია ვიყავით კოცონთან. – სესი, აქ ხარ? (მარია) – ა? კი რა მოხდა? სად არიან? – შეშაზე გავიდნენ. – აა. – სესი, ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ხარ ჩაფიქრებული, არ მეტყვი რა ხდება? – მარია, არ ვიცი, მეც არ ვიცი რა ხდება. გთხოვ, არ მინდა ამაზე ლაპარაკი. თავის დროზე მოგიყვები ყველაფერს. – კაი სესი. მაგრამ იცოდე რომ რაც არ უნდა მოხდეს შენს გვერდით ვიქნები. – მიკახარ!– ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. მანაც ხმაურით მაკოცა ლოყაზე. სხვებიც დაბრუნდნენ. – ჰა იჭორიკნეთ გოგოებმა? – გამოგვძახა რეზიმ და თვალი ჩაგვიკრა. – ვა, შენ აქა ხარ? მეგონა ვიღაცის ხმას გაიგებდი და გაიქცეოდი. ეს რომ ვთქვი რეზიმ და გაბრომ ერთმანეთს გაკვირვებულებმა გახედეს, მე და მარია კი ჩუმად ვიცინოდით. – რაა? (გაბრო) – კაი დაკეტე პირი თუ ძმა ხარ, ბუზი არ შეგიფრინდეს (მარია) ეს თქვა მარიამ და მაშინვე ისტერიკული სიცილი აგვიტყდა.ერთი– ორი წუთი ასე ვიცინოდით, გაბრო და რეზი კი კიდევ ისე გაკვირვებულები გვიყურებდნენ. – აუუ, რა გამოცანებით ლაპარაკობთ, ეეე... ახსენით ახლა ვინმემ რა ხდება (ლუკა) – რა ხდება ძმაო და... ამ შენმა ძმაკაცებმა ვიღაცის მიბაძვის ხმა გაიგეს და თავქუდმოგლეჯილი გამოიქცნენ, მერე კი მოვიდნენ თქვენთან და გითხრეს დავუთმეთო გამარჯვება – ეს ვუთხარი და მე და მარიამ ისევ სიცილი დავიწყეთ. – მოიცა , ის თქვენ იყავით? (რეზი) – დილა მშვიდობისა! – ე ეს რა წესია! ჩვენ გამოვდივართ გამარჯვებულები (გაბრო) – ოჰ მომინდომა ბიჭმა! წესებზე არაფერი თქმულა ამიტომ ჩუ! (მარია) ლევანიმ და ანიმ მხოლოდ ახლა გაანალიზეს ყველაფერი და სიცილი აუტყდათ. – კაი ბიჭო, შენც? – თვალები დაუბრილა ლევანს გაბრომ. – შანსი არაა, რო არ გავიცინო მოვკვდები – ეს თქვა და ისევ ისტერიკული სიცილი დაიწყო. მალევე დავიშალეთ. რეზი და გაბრო არავის გველაპარაკებოდნენ, მხოლოდ ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. – ვიღაცეები გაიბუტნენ! (მარია) – ე, კაი რა ბიჭებო, ხან წააგებთ, ხან წააგებთ. ეს ვთქვი და ჩემდა გასაკვირად გაბრო გამომეკიდა. მეც ადგილს მოვწყდი. ისევ ჩემდა გასაკვირად, სიცილით გამომეკიდა. უკან მოვიხედე და მარია უკვე ხელში ეჭირა რეზის. მთელი ძალით გავიქეცი მაგრამ მაგრამ მაინც დამეწია და მაგრად დამიჭირა, ისე რომ ვეღარ ვინძრეოდი. ირგვლის მიმოვიხედე დახმარების სათხოვნელად მაგრამ აღარავინ იყო. „ვაიმე, სესილი საით გაიქეცი. რა დებილი ხარ“ გაბროს გავხედე რომელიც თვალებში ჩამშტერებოდა. მათში სითბო ამოვიკითხე, მაგრამ ეს შეუძლებლად ჩავთვალე. – სესილი– ყურთან ჩამჩურჩულა. მგონი ჩემი სახელი ასე ნაზად ჯერ არავის უთქვამს. ტუჩები ისევ ჩემს ყურთან ჰქონდა, მისი სუნთქვის და გულისცემის ხმა მესმოდა. გამოფხიზლდი სესილი! ეს ყველაფერი არ უნდა ხდებოდეს. ხელი მივარტყი და მოვიცილე, მივხვდი რომ არ მოელოდა. სიტყვის უთქმელად შევბრუნდი და წასვლა დავაპირე, მაგრამ ხელში მწვდა და შემომაბრუნა. არაფერი მითქვამს, თვალებში ამაყად ჩავხედე, მათში სინანული დავინახე, მაგრამ ხელი გავაშვებინე და მოვცილდი. მეგობრებს დავეწიე და არაფერი შევიმჩნიე, ისე მოვიქეცი თითქოსა გამოვექეცი. თუმცა, მართლაც გამოვექეცი. ცოტა ხანში გაბროც შემოგვიერთდა.ვცდილობდი არ შემეხედა და არც ჩემი აფორიაქება გამემხილა.მთელი გზა ამაზე ვფიქრობდი. ბოლოს ყველას გამოვევმშვიდობე უკვე ღამის 12 საათი იყო. ბოლოს მე და მარი დავრჩით. – სესო ხომ გახსოვს ჩვენი საუბარი – კი მარია, მახსოვს და მიყვარხარ. – ერთმანეთს ჩავეხუტეთ – მეც მიყვარხარ– დავემშვიდობეთ და ჩვენ–ჩვენ სახლებში დავბრუდით. მშობლებს ტკბილი ძილი ვუსურვე და დასაძინებლად წავედი. საწოლში ჩავწექი. მეგონა მომხდარზე ფიქრით არ დამეძინებოდა, მაგრამ გრძნობებისგან გართულს მალევე ჩამეძინა. *** დილით რომ გავიღვიძე, წინა ღამის ამბები ამომიტივტივდა. ცხრა საათი იყო, ერთი საათი ვკოტრიალობდი და მომხდარზე ვფიქრობდი. „ ეს რატომ გააკეთა? მეარშიყება? ვერ ვხვდები რა უნდა. მხოლოდ ის ვიცი რომ ახლოს არ უნდა მოვუშვა. ალბათ, ახლა რეზის და ლევანს უყვება შელამაზებულად და დამცინის. იცი რა სესილი, ფეხებზე დაიკიდე. თუ ასეთი იდიოტია, ეს მისი პრობლემაა. „ ავდექი და მომზადების შემდეგ მშობლებთან გავედი. – დილა მშვიდობისა – ვუთხარი და ორივე გადავკოცნე. – დაიღალე ხო გუშინ (მამა) – აუ კი, ბევრი ვირბინე. ისე არ მითქვამს ხო სიმინდი რომ მოვიპარეთ? – ეს რომ ვუთხარი ორივეს გაეცინა. – რომელ უბედურ ყანაში იყავით? (დედა) – ორი ჯგუფი შევეჯიბრეთ ერთმანეთს. ერთი ბიძიას და მეორე ბაბუს ყანაში. – ოჰ დაესიეთ ნათესავებს? (მამა) – ხო– მის ნათქვამზე სიცილი ამიტყდა.– ისე მე და მარიამ მოვიგეთ. გაბრო და რეზი შევაშინეთ და გავაქციეთ ცარიელები.– გუშინდელი ამბები უფრო ნათლად რომ გამახსენდა ისტერიკული სიცილი ამიტყდა. – კაი, გოგო არ დაიხრჩო – სიცილითვე მიპასუხა დედამ. – კაი გავალ ვისაუზმებ. სამზარეულოში გავედი და ორი ცივი ყავა გავაკეთე. მარიას მივწერე რომ ამოსილუყო და ერთად გვესაუზმა. ათ წუთში ადგილზე იყო. მაგიდაზე ცივ ყავასთან ერთად “პრიანიკები” დავაწყვე და მაგიდას მივუჯექი. – გოგო გუშინ გაბრო რომ გამოგეკიდა რა მოხდა? – არაფერი ბოლოს დამიჭირა მაგრამ მაინც გამოვექეცი და დაგეწიეთ.– ვუთხარი უდარდელი ხმით. მარიამ ეშმაკური თვალებით გამომხედა. ვიცოდი რასაც ნიშნავდა ეს გამოხედვა, ამიტომ სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი. – და დღეს რას ვაპირებთ?– მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს მაგრამ მაინც არაფერი შეიმჩნია და ჩვეულებრივად გააგრძელა. ამიტომაც მიყვარს ეს გოგო ასე ძალიან. ყოველთვის ხვდება როდის როგორ უნდა მოიქცეს, და თავის მობეზრება არ იცის. – აუ მგონი არაფერს. იმ იდიოტ რეზის არაფერი მოუწერია – ნაწყენი ხმით თქვა და გამიღიმა. ალბათ, იფიქრეთ რომ მარიას და რეზის ერთმანეთი მოსწონთ, მაგრამ ასე არაა. დიდი ხანია მეგობრობენ და მართლა და–ძმასავით არიან. – აუ გოგო ანი მწერს სად ხარო და ამოვიდეს? – კი მისწერე ამოვიდეს. მე მანამდე ცივ ყავას გავუკეთებ. ანი მალევე ამოვიდა. ოპაა, აი აქ გაიჭორება ახლა მთელი ქვეყანა. – აუ გოგო გაიგეთ კალანდაძე რო შეყვარებულს დაშორდა? (ანი) – უფ, ახალი ამბავი! კაი ხანია ვიცოდი მე ეგრე რო მოხდებოდა. – არადა უხდებოდნენ ერთმანეთს (მარია) – გარეგნულად კი მარა, ხო იცი როგორი ძერსკი და მომაბეზრებელია კალანდაძე. არ მიკვირს რომ ვერ გაუძლო იმ ბიჭმა. – აუ ხო, ის შემთხვევა გახსოვთ? რო ჩამოეკიდა. ეგონა დაიჭერდა და ორივემ მიწაზე მაოდინეს ტყაპანი. (ანი) – რაა ? – ხო გოგო, უი შენ არ იყავი. ეგრე იყო. ყველა მათ დასცინოდა.(მარია) – ბოლოს მაგრა წაიკივლა სიბრაზისგან (ანი)– ამის წარმოდგენაზე ყველას სიცილი აგვიტყდა. – აუ ახალი ამბავი უნდა გითხრათ. (ანი)– ინტერესის თვალები მივანათეთ მე და მარიამ.– მე და ლევანს ერთმანეთი მოგვწონს– ისე სხაპასხუპით თქვა რომ ძლივს გავიგონეთ. მოსმენილის გასაანალიზებლად ორი წუთი ხან ანის ვუყურებდით მე და მარია, ხან ერთმანეთს. – ჰა თქვით ეხლა რამე! – როდის მოასწარით გოგო? ან როგორ გამოგვაპარეთ? – რა გოგო? ეს რას ნიშნავს. ანუ ორმხრივია ეს მოწონება? (მარია) – კი ორმხრივია– ბედნიერმა ჩაილაპარაკა ანიმ.– თავიდანვე მოგვწონდა ერთმანეთი მაგრამ გუშინ საღამოს შეშაზე რომ ვიყავით, მარტო ავღმოჩნდით და მითხრა რომ მოვწონვარ. მეც არ დავაყოვნე და მეც მომწონხარ–თქო ვუთხარი.– უცბად გავაწყვეტინე. – ერთი წუთი ანი, ეხლა სიმართლე მითხარი, მართლა მოგწონს თუ ცადე? – რა ვცადე გოგო მართლა მომწონს– განაწყენებულმა დამიბრუნა პასუხი– არ გაგიხარდათ. არ უნდა მეთქვა საერთოდ რა. – რა არ გაგვიხარდა გოგო! გაუფრინე? (მარია) მივვარდით და ლოყები დავუკოცნეთ. – აუ რა მაგარია! კაი ბიჭია ლევანი. – აუ კიი... –ბედნიერმა წამოიძახა ანიმ. მის რეაქციაზე მე და მარიას გაგვეცინა– რა გაცინებთ, მოგეწონებათ თქვენც ვინმე და ნახავთ მერე ჩემგანაც დაცინვებს. – გვითხრა და დაგვეჯღანა. – ხო, შენ მაგას ელოდე და მანამდე გაგიფრინდება შენი ლევანიც– ვუთხარი და დავეჯღანე. – არსადაც არ გამიფრინდება– თქვა და ენა გამომიყო. – აუ გოგოებო რაღაც იდეა მაქვს მაგრამ არ ვიცი როგორ მოხდება. (მარია) – აბა ჩამოარაკრაკე (ანი) მარიამ გაგვაცნო გეგმა. უნდოდა მის ბიძიას და რეზის მანქანით წავეყვანეთ ზღვეზე. მაგრა გაგვიხარდა . ახლა ბიჭების დაყოლიება იყო მთავარი. – აუ გოგო მე მშობლებიც უნდა დავიყოლიო ჯერ. – კაი ახლა ჩვენ წავალთ. ორ საათში ჩამოგვიარე და ბიჭებს მივადგეთ.– თვალი ჩამიკრა მარიამ და თავიანთი სახლებისკენ გაემართნენ. მე მშობლებთან მივედი. – აბა რა შვრებით? – აბა რა გინდა? (მამა)– ყოველთვის ხვდება რომ რაღაც მაწუხებს და მინდა. – არაფერი, უბრალოდ მოგიკითხეთ. – სესო, ყოველთვის როცა ასე იწყებ რაღაც გინდა და რა გინდა მითხარი? – აუ, ბავშვები მიდიან ზღვაზე და მეც წავალ რა? – ვინები? (დედა) – მარიას ბიძას და რეზის მიყავთ მანქანით მარია, ანი, გაბრო, ლუკა და რეზი. გავყვები რაა? – რამდენი ხნით მიდიან? – დილით ადრე გავდივართ და ღამე გამოვუდგებით. – დედ–მამამ ერთმანეთს გადახედეს. მერე მამა მე მომიბრუნდა. – მპირდები რომ ჭკვიანად იქნები? – კიი – მაშინ წადი (დედა) – აუ რა კარგები ხაართ! – ორივე გადავკოცნე – კაი მე მარიასთან ჩავდივარ ვახარო უნდა ამბავი. – კაი წადი, წადი. ოთახში რასაც ჰქვია შევფრინდი და გამოვიცვალე. ათ წუთში მარიასთან ვიყავი. – გამომიშვეეეს– ყვირილით შევვარდი ოთახში. ყველა აქ იყო მარიას ბიძის– გიორგის თანხლებით. მარიას ინტერესის თვალები მივანათე. – დათანხმდნენნ– წამოიყვირა და ხელები აწია. – ურაა... ურაა... – გიორგისთან მივირბინე და ლოყაზე ვაკოცე. ახალგაზრდა იყო ამიტომ ძმასავით გვყავდა ყველას. – ე, მოიცა ჩვენ არ გვინდა ლოყაზე კოცნა? (ლუკა) – მოიცა რაა, ვიღაცამ არ იეჭვიანოს.– ლევანს და ანის გავხედე, რომელიც მთლიანად წითელი იყო. რა ადვილად წითლდება ეს გოგო! – ე მოიცა, რაა? (გიორგი) – უი არ გითქვამთ? – არა არ გვითქვამს. (ლევანი) გიორგი რაღაცას გეტყვი ოღონდ არავის უნდა უთხრა. მე და ანის ერთად ვართ, და ძაან გთხოვ არ გვინდა აფიშირება. – ვაა, აქ რა ამბები ყოფილა – სიხარულით წამოიძახა გიორგიმ და ანი ჩაიხუტა– თუ ძმა ხარ არ იეჭვიანო– ლევანს გახედა გიორგიმ. მის ნათქვამზე ყველას გაგვეცინა. მალევე შევთანხმდით რომ მეორე დილით გავიდოდით. ლევანს და ანას ერთად უნდოდათ ყოფნა მანქანაში, გიორგიმ კი უეჭველი ჩემთან უნდა იყონო ესენი, ლუკამაც მათთან მოინდომა (ლუკა ანის ბიძაშვილია),ამიტომ გადაწყდა რომ მე და მარია გაბროსთან ერთან წავიდოდით რეზის მანქანით. – აბა, წავიდა სამზადისი! (რეზი) – კი, ბატონო! აბა დავიშალეთ ყველანი, მაცადეთ მეც მომზადება კაცო! (მარია) ყველამ სახლებისკენ გავწიეთ. – დე მოვედი, ხვალ დილით გავდივართ, უნდა მოვემზადო და ადრე დავწვე. – კაი დე რამეს გამოგიცხობ საგზლად. – ოქეიი..– ლოყაზე ვაკოცე და ოთახში შევედი. ლოგინზე დავენარცხე და უმაგრეს ხვალინდელ დღეზე დავიწყე ფიქრი. *** 4 თავი შვიდ საათზე გავდიოდით. ანაკლიისკენ წასვლა გადავწყვიტეთ ამიტომ არ ვჩქარობდით. ექვსე გავიღვიძე. ნახევარ საათში გავებზადე და შვიდს თხუთმეტი აკლდა მარისთან რომ ჩავედი. ანის და ლუკას გარდა ყველა აქ იყო. – დილა მშვიდობისა – რა დილა მშვიდობისა, შუა ღამე მშვიდობისა უფროა – მითხრა ნამძინარევი ხმით მარიამ. – აბა, ვინ ხართ თანახმა ეს გოგო გამოვაფხიზლო? – თქვა რეზიმ და ცივი წყლით სავსე ჭიქა აიღო. – არ გაბედო – წივილი მორთო მარიამ რეზი რომ გაეკიდა ჭიქით. – კაი გაჩერდით, შვიდი შესრულდა, მოვეწყოთ და გავუაროთ ანას და ლუკას. (გიორგი) – რა სერიოზული მყავხარ მოკლედ რა– ლოყაზე აკოცა მარიამ გიორგის. ვგიჟდებოდი ამ ორზე. ორი სხვადახვა თაობა იყო, მაგრამ მაინც საუკეთესო მეგობრები. – გადანაწილება რომ შევცვალოთ არა? ამათ რა აიტანს მთელი ორი საათი?– თქვა და ჩემზე და მარიაზე მიუთითა გაბრომ. – აუ, ძაან არ შემიწუხდე რაა (მარია) გაბრომ მხოლოდ გაგვიღიმა. საოცარი ღიმილი ჰქონდა. რომ იღიმოდა ლოყა ეჩხვლიტებოდა. წარმოვიდგინე როგორ ვკოცნიდი ჩაჩხვლეტილ ადგილს და სიამოვნებისგან გამბურძგლა. „ რაზე ფიქრობ სესილი! 24 საათის წინ ამ ბიჭს იდიოტს და ყეყეჩს უწოდებდი და ახლა რა შეიცვალა? არც არაფერი! „ ლუკას და ანის გავუარეთ და გზას გავუდექით. მანქანებში განლაგება ისე იყო როგორც წინა საღამოს შევთანხმდით. საჭესთან რეზი იჯდა, მის გვერდით გაბრო, უკან კი მე და მარია. მე და მარიამ თავიდან წამოვუძინეთ, მაგრამ ხმამაღლა აწეულმა „ Душа бандита „– მ ორივე გაგვაღვიძა. – აუ რა არის ეს, რა დამპლები ხართ, ძილი მაინც გვაცადეთ. – გაიღვიძეთ მძინარე მზეთუნახავებო! (გაბრო) დღეს ამ ბიჭს რატო ვერ ვცნობ?! – რეზი შენ ძმაკაცს უთხარი მოკეტოს და ტვინს ნუ ბურღავს. გაბრომ მხოლოდ ჩაიცინა. – აუ ვიმღეროოოთ. (მარია) – რომელი მომღერალი მე მნახე გაფიცებ. – კაი რა გამხიარულდი სეს. (რეზი) – უფრო აუწიეთ მუსიკაას. რეზისაც ამის მეტი რა უნდოდა, ბოლო ხმაზე აუწია სიმღერას. მე და მარიაც ავყევით ტექსტს, რეზიც შემოგვიერთდა. გაბრო მხოლოდ იცინოდა ჩვენს „ყროყინზე“. Мои дороги везде. Я парень сам по себе. Не стар и не молодой, и следую за судьбой. Наверно такая карма. Прости меня, милая мама - Прости, прости! ... ყველა მანქანიდან ჩვენ გვიყურებდნენ. ფეხებზე გვეკიდა ყველა, ჩვენ ჩვენსას ვუბერავდით. არ გავჩერებულად სანამ სიმღერა არ დასრულა. დასრულებისთანავე ყველას ისტერიკული სიცილი აგვიტყდა. ბოლოს ისევ გაბრო დამშვიდდა. – კაი ბიჭო გზას უყურე. (გაბრო) – ე, ბიჭო როდიდან გეშინია სიჩქარის? (რეზი) გაბროს მხოლოდ გაეცინა. უკნიდანაც რა ლამაზად ჩანდა მისი სიცილი! „ გიჟი ხარ სესილი. გიჟი! „ რეზის ტელეფონი განათდა, ლევანი რეკავდა. გაბრომ სპიკერზე დააყენა. – გაუფრინეთ ? – ლევანის სიცილნარევი ხმა და ანის კისკისი მოგვესმა. – ჩვენ კარგად ვართ აქ, და თქვენ რას შვრებით? ჟღურტულებთ გვრიტები? – მესმის (ანი) – ოჰ, კაი ერთი, არ ვიცოდი. ყველას სიცილი აგვიტყდა. – არა აშკარად არ იყო კაი იდეა თქვენი ერთად წამოსვლა, ოთხი გიჯი შეხვდა ერთმანეთს. (ლუკა) – შენი იდეა იყო ლუკიტოო... (მარია) – ჯერ ერთიდა სამი გიჟი ვართ, ერთი უჟმურიც აქაა. – ვთქვი და გაბროსკენ გადავატრიალე თვალები. – ჩავალთ ჩვენ ამ მანქანიდან – მითხრა სიცილნარევი ხმით და სჩვენებელი თითი ამიფრიალა. არა აშკარად სხვა გაბროა ეს! – არ დაიმხოთ ქუჩები და ჭკვიანად (გიორგი) ეს თხვა გიორგიმ და მაშინვე გააქროლა რეზიმ და წინ გადაუსწრო. – რა ვთქვი ბიჭო მე! შეანელე სვლა თორე მოგაბრუნებთ უკან! (გიორგი) – კაი ჰო! აჰა. – თქვა და სვლა შეანელა. გიორგის მანქანამ ისევ გადაგვისწრო. მალე ჩავედით ანაკლიაში. ჯერ ზღვაზე გასასვლელად ადრე იყო, ამიტომ კაფეში შევედით. შოკოლადის ნამცხვარი და ცივი ყავა შევუკვეთეთ და დავსხედით. ერთი საათი კაფეში ვიყურყუტეთ, მერე კი ზღვაზე გასვლა დავაპირეთ. გოგოებმა ტანსაცმელი საპირფარეშოსი შევიტანეთ და გამოვიცვალეთ. შავი კუპალნიკები ჩავიცვი და თხელი, ყავისფერი მოსასხამი გადავიცვი. – ო, რა გოგოები მოდიაან – წამოიძახა რეზიმ და მხარზე ხელი გადამიდო. ზღვისკენ გავწიეთ. გავირუჯეთ, ვიცურავეთ, წყალბურთიც ვითამაშეთ. ისე ვიცინოდით და ვმხიარულობდით რომ მთელი სანაპირო ჩვენ შემოგვყურებდა. – აუ რეზ. მანქანის გასაღები მომე, რა. ტელე დამეცალა და დავტენი, თან დავიღალე და ცოტას დავისვენებ. – დაიჭი! გასაღები დავიჭირე და მანქანისკენ წავედი. ტელე შევაერთე და და თვალები დავხუჭე. მანქანის კარები დაკეტილი მქონდა. მინაზე კაკუნის ხმამ გამომაფხიზლა, გავიხედე და გაბრო დამნათოდა ზემოდან.ბუზღუნით გავსწორდი და კარები გავუღე. – ყოველთვის შენ როგორ უნდა მაღვიძებდე – ვუთხარი და ისევ დასაძინებლად მოვემზადე. – კაი რა გასწორდი, ვილაპარაკოთ. – აუ, რა ვილაპარაკოთ, დამაძინე რა. – მიდი, მიდი, აღიმართე. გავსწორდი და უკმაყოფილოდ შევხედე. მივხვდი რომ ცოტა ხანიც ისევ ვერ მოვშორდებოდი მის თვალებს ამიტომ სწრაფად მოვაშორე მზერა და ზღვას გავხედე. დავინახე როგორ დარბოდნენ ანი და ლევანი, გამეღიმა. – საყვარელი წყვილია– საუბარი წამოიწყო გაბრომ. – კი , ძალიან– გაღიმებულმა ვუპასუხე, ისე რომ მათთვის თვალი არ მომიშორებია. – გინდა გავისეირნოთ? – მანქანით? – ხო – რეზი არ გვიწყენს? – არა დავურეკავ და ვეტყვი. ტელე აიღო და რეზის დაურეკა. – ბიჭო მე და სესილი მანქანით გავისეირნებთ. – მისი მხრიდან ჩემი სახელი კიდევ ერთხელ მესიამოვნა. – ... – ხო „ჩვენი ადგილი“ მინდა ვანახო. – ... – კაი წავედით ჩვენ. ტელე გათიშა და უკანა სავარძელზე მიაგდო. – „ჩვენი ადგილი“ ?– ინტერესით სავსე თვალები მივაპყრე გაბროს. – ხო, ეს ადგილი მხოლოდ მე, რეზიმ და ლევანმა ვიცით. ნუ, შეიძლება კიდევ იციან მაგრამ ჩვენ ასეთს არავის არ ვიცნობთ. არავისთვის არ გვიჩვენებია ეს ადგილი. შენ პირველი ხარ. – საინტერესოა. – წავიდეთ? – წავიდეთ. როგორც კი ვთქვი მანქანა ადგილს მოსწყვიტა და სწრაფად გააქროლა თითქმის ცარიელ ტრასაზე. – იმედია სიჩქარის არ გეშინია? – არა პირიქით, მსიამოვნებს ადრენალინი. – კარგიი... ამის გაგონებაზე უფრო უმატა სიჩქარეს. მსიამოვნებდა, არ ვიცი რატომ მაგრამ ადრენალინი ასე არასოდეს მომწონებია. თავს ბედნიერად ვგრძნობდი, ამ ერთმა წვრლინმანმაც კი გამაბედნიერა, „ ბედნიერება წვრილმანებშიაო“ ნათქვამია. სანამ მე ფიქრებში ვიყავი, იმ ადგილს უფრო მეტად მივუაახოვდით. მანქანა ნელნელა შეანელა.გარეთ რომ გავიხედე, მხოლოდ ხეები და მცენარეები იყო. არცერთი შენობა.თითქოსდა აქ ადამიანი არასდროს ყოფილაო. უფრო ზევით გადავინაცვლეთ. მანქანა რომ გააჩერა წინ გავიხედე. ულამაზესი ხედი იყო. ანაკლიის ხედი და უსასრული ზღვა. თვალები გამიფართოვდა. – გადავიდეთ– მითხრა გაბრომ. მე მხოლოდ თავი დავუქნიე. მანქანიდან გადავედი. არ ვიცი რატომ მაგრამ ამ ბიჭს ბოლომდე ვენდობოდი. სხვა რომ ყოფილიყო არა მგონია ასე შორს გავყოლოდი. – ულამაზესია!– წინ წავედი. კლდე იყო. ბოლომდე გავედი. ხელები გავშალე, თვალები დავხუჭე და სუფთა ჰაერით კვება დავიწყე.ქარი თმას და კაბას მიფრიალებდა. გაბროს მზერას ვგრძნობდი და ზურგი მეწოდა მაგრამ არ ვიმჩნებდი. უბრალოდ გაღიმებული ვიდექი. გაბროს მოახლოება ვიგრძენი. ხელები ჩამოვუშვი, თვალები გავახილე და სივრცეს გავხედე. გაბრო გვერდზე დამიდგა. – მოგეწონა აქაურობა? – ძალიან! – მივუგე აღტაცებულმა. – მიხარია.– უბრალოდ გავუღიმე. – გაბრო – გისმენ – რატომ მაჩვენე ეს ადგილი? შენ თქვი რომ აქამდე არცერთს არავისთვის გიჩვენებიათ ეს ადგილი. რატომ მე? – უბრალოდ ასე მომინდა – ეს ვიცი, მე მაინტერესებს რატომ მოგინდა. – უბრალოდ გაიღიმა. და ლოყა ჩაეჩხვლიტა. უცბად შემოტრიალდა და მეც მისკენ შემომატრიალა. თვალებში ჩამხედა. მისი თვალები... ოჰ... ლამისაა ჩავიძირო მის თვალებში. ღრმა, სევდიანი და ამავდროულად მხიარული. ზოგჯერ მუქდება, ზოგჯერ კი ისევ ნაცრისფერია. – ბიჭები ერთმანეთს დავპირდით რომ აქ მხოლოდ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს მოვიყვანდ... – წინადადება არ იყო დასრულებული რომ ჩემმა ტელეფონი მანქანაში აწკრიალდა. მივხვდი რომ დედა იქნებოდა ამიტომ საჩქაროდ მანქანისკენ გავიქეცი და ყურმილი ავირე. – ‘ ხო დე. ‘ – ‘ სად ხართ დე?’ – ‘სანაპიროზე. – გაბროს ეშმაკური მზერა დავიჭირე და ვანიშნე რომ ჩუმად ყოფილიყო– მე მანქანაში ვარ, ტელე დამეცალა და დასატენად ჩავრთე. ‘ – ‘ მარტო ხარ?’ – ‘ ხო, ნუ გეშინია მანქანის კარები დაკეტილია ‘ – ‘კაი დე, ჭკვიანად’ – ‘კაი დე წავედი მარია მეძახის’ – ‘კარგად დე’ ტელე გავთიშე და გაბროსკენ შევბრუნდი. უკვე მოახლოებულიყო. – არ მომწონს მშობლებს რომ ატყუებ. – რა მეთქვა, ოთხი დღის გაცნობილ ბიჭთან ანაკლიის ხედს გავყურებ– თქო? – ჩემი მაინმუნი გოგო! – შენი? – წარბები მაღლა ავწიე. – წავედით– შუბლზე მაკოცა და მანქანისკენ წავიდა. მისი ტუჩების სიმხურვალეს რამოდენიმე წამი ისე ვგრძნობდი. მალევე გამოვფხიზლდი და მანქანაში ჩავჯექი.როგორც მოვედით, იგივე სიჩქარით მივდიოდით. საოცარი იყო. მართლა, ბედნიერი ვიყავი. თან მომხდარზე ვფიქრობდი. – გაბრო – გისმენ – მადლობა – რისთვის? – ეს ადგილი რომ მაჩვენე. მართლა ძაან ლამაზი იყო.–გაბროს ჩაეცინა. – არაფრის– მხრები აიჩეჩა და ისევ გზას გახედა. მალევე მივაღწიეთ ჩვენებთან. ყველანი ერთად ნაყინის საჭმელად წავედით. ბევრი ვიცინეთ. ვინ ვის უსმევნა ნაყინს ცხვირზე, ვინ–ვის. რეზიმ ერთი კარგად მომითხუპნა სახე. ყველა მე დამცინოდა, მხოლოდ გაბრომ გამომიწონდა ცხვირსახოცი ღიმილით. არ მე დავრჩი რეზის ვალში. ორი წუთის მერე როცა ყველას დავიწყებული ჰქონდა ეს შემთხვევა მივეპარე და მთელი ნაყინი სახეზე მივათხლიშე. ყველას ისტერიკული სიცილი წასკდა, გარდა რეზისა რომელიც დაბღვერილი შემომყურებდა. ამაზე ცალკე მოვრთეთ სიცილი. ყველა ჩვენ გვიყურებდა. ჩვენც მეტი რა გვინდოდა, უფრო და უფრო ვგიჟობდით. – ე, მარია რაღაც დაგვავიწყდა! – რაა? (მარია) – ჩვენი სურვილი! – ეეე. რა კაი რაღაც მოვიფიქრეე– ერთმანეთს ეშმაკურად გადავხედეთ და ბიჭემისკენ გავემართეთ. – ბიჭებოო! (მარია) – რას ყვირიხარ გოგო! (გიორგი) – ო მოიცა რა! ე. გაბრო, რეზი , ნუ მოკლედ ყველამ შემომხედეთ ეხლა რაღაც უნდა გაცნობოთ. (მარია) – აბა! ბრძანეთ დიდო ბრძენო!– სასაცილოდ აიქნია ხელი ლუკამ. მარია დაეჯღანა და გააგრძელა. – მოკლედ, ვიღაცეებს ერთი სურვილის ასრულება დაავიწყდათ. (მარია) – აუუუ... (რეზი) – რა აუ! მოკლედ, ახლა გახვალთ თქვენ ორი და თითო– თითოზე თითო გამვლელ გოგოს აუხსნით სიყვარულს. – რა ? გოგო გაგიჯდი? (რეზი) – არა! საღ ჭკუაზე ვარ. – რაღაც არ გეტყობა(გაბრო) – ნუ ლაყბობთ! მიდი დროზე აასრულეთ სურვილი.(მარია) – ჰე, ხომ დაგვითმეთ, ახლა სურვილიც აგვისრულეთ. – წავედით ძმაო, თორე არ მოგვეშვებიან.(გაბრო) – პირველი რეზი იქნება! (მარია) – კარგი (რეზი)– ეს თქვა და ერთი ქერა გოგოსკენ წავიდა. ყველანი დავიშალეთ და სხვადასხვა მხრიდა შემოვუარეთ რომ გაგვეგო ლაპარაკი. მივიდა და საუბარი დაუწყო. ნუ მოკლედ რომ ვთქვათ სიყვარული აუხსნა. მხოლოდ დაჩოქება აკლდა. გოგო გაშტერებული უყურებდა. ყველანი ვფხუკუნებდით ჩუმად. ბოლოს გოგომ „უკაცრავადო“ და მოგვშორდა. – რაო თეთრი რაში გაკლიაო? – რეზიმ წარბშეკრულმა გადმომხედა. – გაბროს ჯერია!(მარია) – წავედი– ერთი შავგვრემანი გოგოსკენ წავიდა. არა, ვაღიარებ გემოვნება ჰქონია. მივიდა დაუჩოქა და სიყვარული აუხსნა. ის გოგოც ვიღაც გიჯი ყოფილა. ააყენა, მიესალმა და უთხრა გამიხარდება შენთან ურთიერთობა, გაბროც არ დაიბნა და ტელეფონის ნომერი გამოართვა, დაგირეკავო. შემდეგ კი ჩვენსკენ გაჯგიმული წამოვიდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც არ მესიმოვნა მათი ქცევა, შეიძლება ითქვას რომ გული დამწყდა. მაგრამ არ ვიცი რატომ. – ე ბიჭო შენ რაები გცოდნია ეე. არა, კი ვიცოდი რომ ბაბნიკი იყავი მარა ასე ადვილად თუ გამოგივიდოდა არ მეგონა. (ლუკა) ბაბნიკი?.. რა ბაბნიკი?.. არადა საერთოდ არ გავს მასეთს... – კაი გავუდგეთ ახლა გზას. (გიორგი) იგივე თანმიმდევრობით ჩავსხედით მანქანებში და სახლისკენ გზას გავუდექით. ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ დავიძინე. მომხდარზე ვფიქრობდი. გაბროს ასეთ გარდასახვაზე, მის სიტყვებზე. „ მოიცა... რა თქვაა?.. დედა სანამ დარეკავდა რა თქვა?..“ – საყვარელი ადამიანი... – ჩუმად ამოვილუღლუღე და გაბროს გავხედე სარკეში. მიღიმოდა, მე კი გაშტერებული ვუყურებდი და გონს ვერ მოვდიოდი. გაბრომ მზერა მომაშორა და ფანჯარაში გაღიმებულმა გაიხედა. მეც შევეცადე დამეძინა და დამეძინა კიდეც. სახლში მისულს გამაღვიძეს. ყველა ისე დაღლილი იყო, მხოლოდ დავემშვიდობეთ და დავიშალეთ. სახლში რომ მივედი მშობლებს ვუთხარი რომ ხვალ ველაპარაკებოდი.მიხვდნენ რომ დაღლილი ვიყავი და დასაძინებლად გამიშვეს. მალევე ჩამეძინა ისე *** 5 თავი დილით, ვიღაცის რხევამ გამაღვიძა. ვიღაცა მარყევდა. თავი გადავწიე და ცალი თვალი ძლივსძლივობით გავახილე. ვინ იქნებოდა თუ არა მარია. – ვაიმე, მარია, დამაძინე...– ჩავიდუდუნე და ისევ გადავაბრუნე თავი. – გოგო, რა გაძინებს? სამი საათია. – ვაიმე, ექვსამდე მე არ ვარსებობ.– ამოვილუღლუღე და დასაძინებლად მოვემზადე, როცა ფხუკუნი მომესმა. თვალი ვჭყიტე და რას ვხედავ. მთელი რაზმი კარებთან იდგა და ფხუკუნებდა, მათ შორის გაბრო.დენდარტყმულივით წამოვვარდი, მაგრამ მალე გავაანალიზე რომ ბრიტელებიანი მაისურის ამარა ვიყავი და ისევ ჩავწექი. მარიას საყვედურით სავსე თვალებით გავხედე, მან კი მხოლოდ მხრები აიჩეჩა. – აბრძანდი, მზეთუნახავო!( რეზი) – ოოო... თქვენ ხო არავის არაფერს არ დააცდით რაა..– ჯგუფს გავხედე, რომელიც ადგილიდან არ იძვროდა– ჰა, მოახერხეთ და მოტვინეთ ეხლა, რომ უნდა გახვიდეთ. – გელოდებით (მარია) ყველანი გავიდნენ. ცოტა ხანი ისევ საწოლზე ვიჯექი. მინდოდა სანამ გაბროს ვნახავდი გუშინდელზე მეფიქრა. „ საყვარელი ადამიანი... ეს რას ნიშნავს? რა მიმახვედრა ვერ ვხვდები, რომ ვუყვარვარ? არაა, არამგონია“ უცბად ლუკას ნათქვამი გამახსენდა. „ ბაბნიკიი... რათქმაუნდა მეშაყირება. უნდა რამენაირად ჩამითრიოს და მერე გული მატკინოს როგორც სხვებს.“ მართალია, ეს ჩემი ნებით დავასკვენი, მაგრამ მაინც შინაგანად გული ჩამწყდა. არა, არ მივცემდი უფლებას თავი შემაყვაროს, შემდეგ კი გული მატკინოს. არ მივცემ უფლებას! მალევე მოვემზადე და მისაღებში გავედი. დედას უკვე მოესწრო ლევანის და გაბროს გაცნობა, და კარგადაც ეჭიკჭიკებოდა. მივხვდი რომ მოეწონა ეს ბიჭები. სანამ მივუალოვდებოდი შეუმჩნევლად ჩავიცინე და ანის გვერდზე მივუჯექი. – აბა, რა არის თქვენი ასეთი გრანდიოზული სტუმრობის მიზეზი? – დე, ეს რა საუბარია. გესტუმრნენ, რა მოხდა მერე! – კაი, რა დე. შენ თუ არა მე მაინც კარგად ვიცნობ ამათ. ასე უბრალოდ არ მოვიდოდნენ დილაადრიან. – რა დილაადრიან გოგო, სამი საათია. (მარია) – ამწუთას სამი საათი ჩემთვის დილაა.– ყველას ჩაეცინა– ჰე ეხლა ამოღეღავთ ვინმე? – მოკლედ... (ლევანი) – აჰა დე ხო გითხარი– ვთქვი და დედას გავხედე მომღიმარი სახით. – გოგო მაცადე თქმა , ვაპირებთ რომ ლაშქრობა მოვაწყოთ. კარვებს რეზის მამა ჩამოგვიტანს დღეს. სხვა ყველაფერი გვაქ. ყველა თანახმა ვართ და შენ რას იტყვი? – რავი აბა... – ვთქვი და დედას გავხედე კითხვანარევი თვალებით. – მგლების საშიშროება რომაა? (დედა) – ნუ ნერვიულობთ. იარაღები გვაქ თუ რამე.– ოხ გაბრო ეს რამ გათქმევინა, ახლა საერთოდ გადაიფიქრებს დედაჩემი ჩემს გაშვებას. საშინლად ეზიზღება და ეშინია დედას იარაღების. – კაი დე წადი.– გაშტერებული მივაჩერდი დედა. არა ეს ჩემი დედა არაა... რა უქენით ჩემ დედას?! მიშვებს? ამათთან და იარაღთან ერთად. არ არსებობოს! – სერიოზულად?– ვკითხე გაფართოებული თვალებით და ეჭვშეპარული ხმით. – კი დე წადი. – აუუ, რა კაი მყავხაარ– მივედი და ლოყები დავუკოცნე. ამ ზაფხულს ვერ ვცნობდი დედას. ერთი მხრივ მიხაროდა ასეთი გარდასახვა, თან ეჭვს მიჩენდა. „ მოიცა დაველაპარაკები დღეს მე მაგას“ მეგობრები მალე წავიდნენ. ხვალინდელი დღისათვის მზადება დავიწყე. პირველ რიგში, დედაჩემი მივიმწყვდიე ჩემს ოთახში. – დე რაღაცა უნდა ამიხსნა. – რა ხდება, დე? – ასე ადვილად როგორ გამიშვი? მე არ ვარ წასვლის წინააღმდეგი, მაგრამ ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ. ყველაფერზე ადვილად მთანხმდები, აქამდე ასე არ იყო. – დე, უბრალოდ მივხვდი.– მითხრა და სევდიანი თვალებით შემომხედე. – ლელას (ჩემ დას) არ ჰონდა კარგი და ლაღი ბავშვობა ჩემი სიჯიუტის გამო, არ მინდა შენთანაც ასე მოვიქცე. ყველაფერს მოკლებულიხართ, ყველაფერი გაკლიათ რაც სხვა გოგოებს აქვთ, გართობა, მხიარული მეგობრები, ნივთები... მინდა რომ გამოვასწორო. დღეიდან არ ვიქნები ისეთი როგორიც აქამდე ვიყავი. თან შენებს ვენდობი. მართლა, ძაან მომეწონნენ ლევანი და გაბრო. თავაზიანები, კარგად აღზრდილები. გაბრო სიძედაც კი მომეწონა, – მის ნათქვამზე გამეცინა– მაგრამ, ახლა რ იფიქრო რომ ნებას გრთავ ეგრევე ცოლად გაჰყვე! – დე ... მიყვარხარ!– მაგრად ჩავიხუტე. აქამდე ასეთი კავშირი არ გვქონია. ცრემლებიც ჩამოგვიგორდა. – კაი დე არ გვინდა ტირილი. მიდი, ბნელდება უკვე. გავამზადოთ შენი ბარგი. – ცრემლები მოვიმშრალე და თავი დავუქნიე. შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. მხოლოდ, ახლა გაანალიზე რომ ლელასთვის რამოდენიმე დღე არ დამერეკა, ვერც დავურეკავდი. ალბათ, სულ კონფერენციები ჰქონდა, ამ დროს კი ყოველთვის გამორთული აქვს ტელე. მაინც ვცადე დარეკვა. გავიდა. – ხო სესი. როგორ მომენატრეთ! როგორ ხართ? – ბედნიერი ვარ, ლელა, ბედნიერი! – რა მოხდა?– წიკვინი დაწყო ტელეფონში. – დედა შეიცვალა. დალაპარაკება მინდოდა. ამ ბოლო დროს ყველაფერზე მთანხმდებოდა. იცი წინა დღეს მეგობრებთან ერთად მინდოდა ზღვაზე წასვლა. დამთანხმდა, წამოგიდგენია? დღეს ორ დღიან ლაშქრობაზე დანახმდა მარიას. გამიკვირდა და ვკითხე. მითხრა რომ შეიცვალა. ლელასთან შეცდომები დავუშვი არ მინდა შენთანაც ასე მომივიდესო. – სესი, ვერ წარმოიდგენ როგორი გახარებული ვარ. მიხარია! მიხარია რომ შენთან გამოასწორა ეს ყველაფერი. ერთი სული მაქ გნახოთ მაგრამ ხო იცი ვერ ვახერხებ. – ვიცი, ვიცი. და ამაზე ნუ ნერვიულობ. არ გვწყინს რომ ვერ გვნახულობ. ეს შენი ცხოვრებაა. უნდა მიხედო საქმეებს. კაი ახლა წავედი ხვალინდელი დღისთვის უნდა მოვემზადო. – კაი პაკა, გადამიკოცნე დედ–მამა ჩემს მაგივრად. – პაკა.– ყურმილი საოცრად ბედნიერმა დავკიდე. „ხვალინდელი დღე... ო რა მხიარულებ მელოდე ხვაალ...“ გადავწყვიტეთ ადრე არ გავსულიყავით. თორმეტზე გავუდეგით გზას. ოთხ საათში დანიშნულების ადგილამდეც მივაღწიეთ. ეს იყო მდელო, საიდანაც მთელი ჩვენი სოფელი მოჩანდა. არ იფიქროთ, რომ სოფელი მხოლოდ ჩემი და ჩემი სამეზობლოს სახლებისგან შედგებოდა, არა. აქ დაახლოებით 100– მდე ოჯახი იყო. თითქმის მთელი სოფელი ჩანდა. შესანიშნავი იყო. ხოლო, რაც შეეხება მე და გაბროს. ვცდილობდი მასთან მარტო დარჩენისგან თავი ამერიდებინა. ზოგჯერ, თვალს არ მაშორებდა, ეს კი მე მაკომპლექსებდა. საბედნიეროდ, არცერთს არაფერი შეუმჩნევია. მხოლოდ ერთხელ შევნიშნე რეზი, როგორ უყურებდა გაბროს ეშმაკური გამოხედვით. ოდნავი დასვენების შემდეგ ვითამაშეთ, ხან ფრენბურთი ვთაბაშობდით,ხან ფეხბურთი. რაც მთავარია ანი ავამოძრავეთ. მიკვირდა, ფიზიკურად აქტიური არ იყო, მაგრამ მაინც ძალიან გამხდარი იყო. ამასობაში დაგვაღამდა. კარვები გავშალეთ. კოცონი დავანთეთ, თან წამოღებული სასუსნავები ამოვალაგეთ. ვიხსენებდით სხვადასხვა ამბებს, მუცლის ტკივილამდე ვიცინეთ და დასაძინებლად მოვემზადეთ. გოგოები ერთად ვიყავით კარავში, ბიჭები კი ორად გაიყვნენ. ყველას მკვდარივით ჩაგვეძინა. გამეღვიძა. გოგოებს გადავხედე, ორივეს გაღიმებული სახით ეძინათ. არ მინდოდა მათი გაღვიძება, იქნებ და ტკბილ სიზმრებს ხედავდნენ. საათს დავხედე, ღამის 4 საათი იყო. სუფთა ჰაერი მომინდა და გარეთ გავედი. კოცონთან ახლოს ჩამოვჯექი. „ ნეტა ძინავს? თუმცა ოთხი საათია, როგორ არ ეძინება. „ კითხვებზე პასუხი მჭირდებოდა, რომ ჩემს თავშიც გავრკვეულიყავი. – რატო არ გძინავს? – ზურგს უკან მისი ხმა მომესმა, სხეულში სითბო ჩამეღვარა. გავხედე. ირონიული მზერითა და ღიმილით დამნათოდა თავზე. – გამეღვიძა.– ჩუჩულით ვუპასუხე და თითქმის ნაკვერჩხლებს მივაშტერდი. უხმოდ ჩამოჯდა ოდნავ დაშორებით.მაღიძიანებდა მისი ირონიული შემოხედვა, მაგრამ მაინც არაფერს ვიმჩნევდი და მეც ირონიულად შევხედავდი ხოლმე. – და შენ რატომ გღვიძავს? – შენ შეგეკითხო როდის დავიძინო?– თქვა ცივი ტონით და ირონიულად ჩატეხა ტუჩის კუთხე. ანაკლიაში მომხდარის შემდეგ, ასეთ ქცევას არ ველოდი.ვბრაზდებოდი, ლამის იყო წამოვხტარიყავი, თან გულიც დამწყდა მის საუბრის ტონზე, მაგრამ მაინც მოჩვენებითა უდარდელობით ვაგრძელებდი საუბარს. – არა, უბრალოდ ვიფიქრე ზრდილობის გულისთვის ვკითხავ–მეთქი, მაგრამ შენ ხომ არაფერი გაგეგება თავაზიანი ქცევების. – ვთქვი და კარვისაკენ გავემართე, როცა მისი ხმა წამომეწია. – ფუჭი იმედები გაიქარწ.... – გაფართოებული თვალებით ვიდექი ერთ ადგილზე და შებრუნებაც არ შემეძლო, მხოლოდ თავი შევაბრუნე მისკენ, ისე რომ ჩემი აწყლიანებული თვალები ვერ დაენახა.შევამჩნიე როგორ ჩაიცინა ირონიულად, ზურგი მაქცია და მისი კარვისკენ წავიდა. დაბნეული და გულნატკენი ვუყურებდი მის კარავს, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ მატკინა გული მისმა სიტყვებმა . იქნებ მართლა მქონდა იმედი, რომ ჩემს მიმართ რაღაცას იგრძნობდა?! კარავში ჩუმად შევიპარე და ჩემს ადგილს დავუბრუდი, ვიცოდი რომ თუ მარია გაიღვიძებდა არ მომეშვებოდა სანამ არ ამახსნევინებდა ყველაფერს. იმ საღამოს კიდევ ერთხელ დავდე პირობა, რომ საკუთარ თავს არ მივცემდი მისი შეყვარების უფლებას. დილით რომ გავიღვიძე კარავში არავინ დამხვდა. რომ გავედი ყველა ბალახზე გაშლილ სუფრასთან ისხდა. მე შევუერთდი. – დილა მშვიდობისა– ისეთი სახე მივიღე თითქოს და გუშინ საღამოს არაფერი მომხდარიყო და მივესალმე. – დილა მშვიდობისა– რამდენიმე ხმა შემომეგება. – სეს, უნდა წავიდეთ, რეზის მამამისმა დაურეკა, სასწრაფოდ იხმო, საქმე მაქვსო და დახმარება მინდაო. ბარემ ჩვენც დავბრუნდეთ. (მარია) მივხვდი რომ რეზი ამის გამო თავს უხერხულად გრძნობდა და მას მივუბრუნდი. – არაა პრობლემა. ისე მეც მქონდა რაღაც საქმე და აქეთ წამოსვლისას გადავდე, ახლა იმასაც მოვაგვარებ– ვიცრუე რეზის გასამხნევებლად და გავუღიმე. მალე გამოვუდექით. გაბროს ერთხელაც არ შემოუხედავს, არც მე ვაქცევდი ყურადღებას.დაღმართზე სიარული უფრო ადვილი იყო ამიტომ ორ საათში სახლებს მივუახლოვდით. – აუ მაგრა მეძინება, დავიშალოთ ახლა და საღამოს შევიკრიბოთ „ჩვენს ადგილზე“. ყველას მოგვეწონა ლუკას იდეა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლებში დავბრუნდით. – მოვედი დე– დედასთვის არ მითქვამს რომ წამოსვლას ვაპირებდით. ძაან გაუკვირდა ჩემი ნახვა. – დე რამე მოხდა? ასე ადრე რატო წამოხვედით? – არაფერი დე, რეზის ჰქონდა წამოსასვლელი და ჩვენც წამოვედით. მაინც კარგად გავერთეთ– დედას ლოყაზე ვაკოცე და ჩემს ოთახში შევედი. ცოტა დაიკოს წავეჭორავე, გაბროზე ფიქრის თავი არ მქონდა და საკუთარ თავს ძილინებისა ვუსურვე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.