გისოსებს იქით 2
ანასტასიას ხმა უფრო და უფრო მძაბავდა,ანერვიულებულს ხელჩანთა გარეთ დამრჩა,თავად კიბეებზე ქაჯივით გავექანე.ოთახებს დაწყევლილივით ვუვლიდი,ყველა კარს ვხსნიდი და ვიხედებოდი შიგნით. უეცრად შეწყდა ყველანაირი ფაჩუნი,ყველაფრის ხმა. ანასტასიას ოთახიდან ახლად გამოსული საპირფარეშოში გავექანე,მხოლოდ ის კარი იყო გადარაზული კარგად შიგნიდან.კარის ქვევიდან ცარიელი ადგილი იყო,იმ ადგილიდან სინათლე მოჩანდა,სინათლეს კი სისხლი გამოყვა ცოტა ხანში.ქურტუკი შევიხსენი და გვერდით ვისროლე,ენა ჩავარდნილი მქონდა,ვეღარ ვვაზროვნებდი იმ ქვეყნად.კარი იმავე ხერხით შევამტვრიე და შიგნით შევვარდი,ტვალეტის ნიჟარასთან ნასიამოვნები იჯდა ჩემი მსხვერპლი,როგორც შემდეგ გაირკვა გუჯა ერქვა. ჯერ კიდევ შეხსნილი ქამრიდან მოუჩანდა ტრუსის ზოლი,ურცხვად ძირს დავარდნილ ანასტასიას აჩერდებოდა და ტუჩებს ვნებიანად ილოკავდა.ჩემი და კი თეთრ კაფელზე დანთხეული ეგდო ყელ გამოჭრილი.კონტროლი დავკარგე და მჯდარს კისერში წავწვდი,მისი სიმშვიდე მაგიჟებდა საშინლად,უბრალოდ თვალებში მიყურებდა და მწყევლიდა იქიდან.ნიჟარის ზევით კარადა გვქონდა,წამლებს და საკუჭნაოს ნივთებს ვინახავდით ხოლმე,გამოვაღე და გადმოვყარე ყველაფერი კარადიდან.ხელში მაკრატელი შემრჩა,თავიდან არ მიფიქრია არაფერზე,შემდეგ კი ჭკუაში დამიჯდა მისი სისხლიდგან დაცლა.ძირს დავაგდე და ზევიდან გადავაჯექი,ვაგინებდი,ვლანძღავდი მაგრამ ხმას მაინც არ იღებდა,ერთი ორი მუშტით ვუთავაზე სახეში,ტანსაცმელი შემოვახიე სხეულზევე,მაკრატელი თითებ შორის მოვიქციე და ცოტა ხანს დავდუმდი..ღირდა კი მისი მოკვლა? .. ღირდა ! მაკრატელი გავშალე და ჯერ მუცელში ვუთავაზე,ბედნიერი სახით მომჩერებოდა მაშინაც,ამოვაცალე სხეულიდან და მერე პირდაპირ გულში ჩავასე,მთელი ძალით რაც კი გამაჩნდა.ხელი გავუშვი მაკრატელს და გვერდით მივჯექი,ორ გვამს ვუყურებდი ერთდროულად.. იმ წამსვე ვინანე ჩემი საქციელი მაგრამ უკვე გვიან იყო,წამოსულ ცრემლებს ვერ ვიკავებდი,შიშველ ანასტასიას ასე ვერ ვუყურებდი.მივუახლოვდი და ხელში ავიტაცე,ქალივით ავქვითინდი,გულში ჩავიკარი და მიდი შიშველი მკერდი ვიგრძენი,მასში ჩემი სისხლო აღარ ჩქებდა.ჩემი პატარა და ხელში მკვდარი მეჭირა და ჯერაც არ მჯეროდა ამ ყველაფრის,შემომტვრეული კარის გამო სახლში აფორიაქებული დედაჩემი შემოვარდა.ტუალეტში ამ სცენის დამახვა და მისი ძირს დავარდნა ერთი იყო,იმ წამს არაფერი მანაღვლებდა. მოაშორეთო ყვიროდა ჩემზე,პოლიციას თავად გამოეხმურა,თავად მომიჩინა სასჯელი.მე ამას ვიმსახურებ,არ ვნანობ არც ახლა .. ფიქრებიდან ისევ უცნობ ბიჭს გამოვყავარ,მხარზე ხელს მავლებს და თავისკენ მატრიალებს -გიორგი ძმაო-თვალებს ვახამხამებ და ისე ვუღიმი თითქოს დიდი ხნის ნაცნობი იყოს-წამოდო ჭამის დროა,ბიჭებს გაგაცნობ-მეუბნება და საკნიდან გადის.უკან მივყვები მეც,ცხოვრებაში პირველად მივდივარ ციხის ბუფეტამდე ჩემი ფეხით.ჩამწკრივებული მაგიდებია,ყველა მაგიდასთან ოთხი კაცი ზის,ერთ მაგიდასთან კი ორი ადგილი ჯერ კიდევ არის -შენ დაჯექი მე ავიღებ საჭმელს და მოვალ-მეუბნება და თავით მაგიდისკენ მიმითითებს.მეც მივდივარ და ვჯდები -ახალი ?-წარბს ზევით სწევს ჩემს წინ მჯდარი დიდი კაცი,ასე ორმოცი წლის,წვერ-ულვაშით და მჟავე გამომეტყველებით. -არა-ვპასუხობ და ვცდილობ სუსტი არ გამოვჩნდე მათთან -აქამდე არ დამინახიხარ-ამბობს მეორე და მიღიმის -საკანში არ ვმჯდარვარ -ძაღლებმა ადგილი მიგიჩინეს ?-ირონიულად იღიმის მამაკაცი და გვერდით იყურება -კი მიუჩინეს ძაღლურად -ჩემს გვერდით თეფშებით ხელში ჯდება ჩემი ახალი მეგობარი-ძმაო მე არ მითქვამს ჩემი სახელი ხო ასეა? -ასეა -ჯაბა-მიცინის და თეფშს მიდგამს წინ -თქვენ რისთვის ზიხართ?-ვეკითხები ჯერ კიდევ უცნობებს მეგობრულად -მე გუგა ვარ,ნარკოტიკული ნივთიერებებით ვვაჭრობდი-მეუბნება შუა ხნის მამაკაცი და ტუჩებს ბრიცავს -მე ქურდობისთვის ძმაო-მხრებს იჩეჩავს მეორე და არასასიამოვნობ აგრძელებს ჭამას..გამხმარ პიურეზე უკეთესი მეღირსა დღეს,მაკარონს ვჭამ ყველში. გემრიელად დანაყრების შემდეგ საკნებში ვბრუნდებით,მაგრამ შია გზაში ოფიცერი მაჩერებს -რა ხდება?-სახეს ვღუშავ და დაბღვერილი ვუყურებ ოფიცერს -მნახველი გყავს-რატომღაც დღეს ეს ოფიცერი საკმაოდ ბევრჯერ მაოცებს -და ვინ არის?-გახარებული ხელებს ვუსვამ ერთმანეთს -არ ვიცი-ხელს მკიდებს და სადღაც მივყავარ..ამდენი წელია ვისჯები და ციხის გზეს დღეს პირველად ვეხნობი,რაღაც ოთახში შევყავარ და ვშეშდები..შუაში ხის მაგიდა დგას,გვერდები გაცრეცილი აქვს,დაბნეული მაგიდასთან მჯდარ ადამიანს არც ვუყურებ.ოფიცერს მივყავარ და მაგიდამდე და თავად ოთახიდან გადის,სკამზე ვჯდები და ახლაღა ვაჩერდები მნახველს. -გიგა?-ვიცინი და პირს ვაღებ მოულოდნელობისგან -როგორ ხარ გიო? ძალიან შეცვლილხარ-წარბებს ათამაშებს და მოღუშული მიყურებს -კარგად ვარ მე შენ..თქვენ როგორ ხართ?- -კარგად ვართ ნუ ღელავ,დედამ მოგიკითხა-ირონიულად ვიღიმი ამ ფრაზის გაგონების თანავე,უხეშად ვყლაპავ ნერწყვს და თვალება ვატრიალებ მობეზრებით -არ მაინტერესებს-მკაცრად ვამბობ მაგიდას ხელს ვურტყამ -კიდევ დიდ ხანს უნდა იყო გაბრაზებული მისი საქციელის გამო? -სამუდამოდ გიგა ! მე კი ვიცი რომ ღირსი ვარ,ვიცი რომ ჩემი უნდა მომეხადა მაგრამ.. -გავა დრო და აპატიებ,ვიცი-მეგობრულად მიღიმის და ხელზე ხელს მკიდებს -არ ვიცი..არ ვიცი.. -ლარგი დაივიწყე,აქ იმისთვის არ ვარ ხასიათი რომ წაგიხდინო -არაუშავს ძმაო,შენი დანახვა ყველაფრად ღრის -გიო,ნატალია არ შეგხმიანებია?-სახის მიმიკა ეცვლება -ყოველი კვირის ბოლოს წერილებს მიგზავნის-ამაყად ვპასუხობ და თვალს ვუკრავ -მართლა?-არ ვიცი რატომ,მაგრამ ისე იკვირვებს თითქოს არ იცოდეს ნატალია ჩემთვის რასაც ნიშნავს -ხო,რა იყო?-დაეჭვებული წინ ვიწევი და თვალებს ვჭუტავ -არა არაფერი დაივიწყე-რატომღაც არ მჯერა მისი სიტყვების -შეგიძლია უთხრა რომ მოვიდეს? -ნატალიას? -ხო ნატალიას ძმაო აბა სხვა ვის? -კი..კი შემიძლია..კი-კიდევ ერთხელ იბნევა.. -გეყოფათ-შიგნით ისევ ოფიცერი შემოდის და ხელს მავლებს ხელზე,ისე მაყენებს სკამიდან თითქოს მისი პატარა ბავშვი ვიყო.დაეჭვებული ვაჩერდები თვალებში გიგას, ვიცი რომ ჩემს ძმას ტყუილის თქმა არ შეუძლია,მის თვალებში სიმართლე იკითხებოდა მუდამ და ახლაც,რაღაც მაეჭვებს მისი გამომეტუველება.ოთახიდან გავყავარ და საყვარელ საკანში მაბრუნებს,იქ კი ჯაბა მოუთმენლად მელის ვიცი.. დაუკვირვებლობის გამო ოფიცერს ფეხს ვადგამ ფეხსაცმელზე -ოე-იხეშად ხელს მკრავს და მეორე მხარეს მაქანებს,კედელს ვეჯახები და თავს გემრიელად ვუბრახუნებ -რა? -ფეხი დამაბიჯე?-ხელჯოხს ათამაშებს და ჩემკენ მოდის -არა..არაფერი გამიკეთებია-დაბნეული ვპასუხობ და ვიშმუშნები.ვამჩნევ ჩემი პასუხი ნაკლებად აინტერესებს,აზრი არ აქვს ახსნას და ნამდვილად ვიშლები ჭკუიდან-ანდაც..დაგაბიჯე ხო-ვიღიმი და ვსწორდები,სანამ ერთს კარგად შემომკრავს თავის ხელჯოხს იქანდე სახეში მუშტის დარტყმას ვასწრებ. კუთხეში მიმწყვდევს და ხელებს თავზე ვიფარებ,ხელჯოხს შეუძლია გამიტეხოს კიდეც თავი,ვცდილობ ნაკლებად დავეხმარო ამაში.ნასიამოვნები რტყმას ამთავრებს და წელში მეფესავით სწორდება,მეც ვსწორდები მაგრამ ახლა მუშტს სახეში მოირტყამს,ტუჩიდან წამოსულ სისხლს ენას ვუსვამ და ღრმად ვიწყებ სუნთქვას. უხეშას მხარა ვკრავ და ჩემი საკანისკენ ჩემითვე მივდივარ, შიგნით შევდივარ და საწყევლილ კარს მთელი ძალით ვაჯახუნებ -გიორგი რა მოხდა-ჯაბა ფეხზე ხტება და მათვალიერებს -ეს მჭირს -სახეზე ვიდებ თითს -იმ ახვარმა ოფიცერმა გაგიკეთა ეს ხომ?-თავს აქნევს -რა იყო შენც გასინჯე მაგ ოფიცრის ხელჯოხი და მუშტი? -ძალიან ბევრჯერ -მპასუხობს და მის სახეზე სიცილს ვერ ვიკავებ,საწოლზე ვჯდები და სისხლს ხელით ვიწნენდ.. -არ შერჩება-განრისხებული ვლუღლიღებ -რა? -არაფერი-ვუღიმი დ ყურადღება სხვა რამეზე გადამაქვს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.