შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნამდვილი სიყვარულის მოკლე ისტორია


29-12-2016, 02:26
ნანახია 3 944

-ვაპროტესტებ ბატონო მოსამართლე! დაცვის მხარე მოწმეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს.
-პროტესტი მიღებულია, დაცვის მხარეს ვთხოვ შეცვალოს დაკითხვის ფორმატი.
ასე იწყება ჩემი დილა.
დიახ, მე პროკურორი გახლავართ, „უგულო ადამიანი“ - როგორც სხვები მეძახიან.
ჩემი საქმიანობა ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს, დიდი ადრენალინი სასამართლო დარბაზში, პროტესტები, რეპლიკები, სერიოზულობა... რაც შეეხება უკანასკნელს, რეალურად მე ალბათ ყველაზე მხიარული ადამიანი ვარ, მაგრამ როდესაც სასამართლო დარბაზში შევდივარ, ყველაფერი იცვლება, მათ შორის - მეც.
რაც შემეხება მე და არა ჩემს პროფესიას, გეტყვით რომ მე ვარ კატო დევდარიანი, 24 წლის, ვცხოვრობ მარტო და მყავს ორი საუკეთესო დაქალი: ტასო და ნატალია. „აძინოკი ვოლკი“ ვარ და დიდად არც მაწუხებს ეს ამბავი. 6 წლის წინ დავშორდი შეყვარებულს, რომელსაც ვაღმერთებდი, მაგრამ გერმანიაში წავიდა სასწავლებლად ისე, რომ მე არც კი მითხრა! დამშივიდობებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია... წარმოიდგინეთ შეყვარებულის სხვა ქვეყანაში წასვლის შესახებ, რომ სხვისგან გაიგებ... მას შემდეგ 6 წელი გავიდა და არც კი მოვუკითხივარ...
გამოვდივარ სასამართლოდან ბედნიერი, ყველა პროცესის მოგება ბავშვივით მიხარია, ვჯდები ჩემს მანქანაში და გოგოებთან შესახვედრად კაფეში მივდივარ. როგორც იქნა მივაღწიე, სკამზე დაღლილი დავეშვი და პიცა შევუკვეთე.
-რას შვებით აბა?-იკითხა ნატალიამ ინტერესით.
-პროცესები და სასამართლოები, სხვას რას უნდა ვშვებოდე, ტას რა ქენი ნახე ის ბიჭი?
-კი და ნეტა არ მენახა-თვალებს ატრიალებს ტასო-გამოუსწორებელი ნარცისი, შევეშვი უკვე.
-ვაიმე თქვენ არ იცით ვინ დაბრუნდა თბილისში?-თვალებს გვიჭყიტავს ნატალია
-არა, ვინ ჩამოვიდა?
-ოთო-თვითკმაყოფილმა გადმოგვხედა ნატალიამ ორივეს
-ჩემი ოთო?-გაოცებას ვერ ვმალავ და გული მიჩქარდება
-დიახ, შენი ოთო.
-არ არსებობს, მართლა?-გაკვირვებული ტასო გვიყურებს ორივეს
-პრინციპში რაღა ჩემი, სხვა ეყოლება უკვე-იძულებით ვიღიმი მე და გოგოებს ვუყურებ
-რას იზავ, ნახავ?-მეკითხება ნატალია და ტასოს უყურებს
-არა რათქმაუნდა, მის გამო ძალიან ბევრის გადატანა მომიხდა, თანაც რამდენი წლის წინ იყო ყველაფერი, ალბათ აღარც კი ვახსოვარ
-კაი რაა, რა სისულელეა, არ გახსოვს რაებს გეუბნებოდა? უეჭველი ვიცი, რო ახსოვხარ კი არა, შეგეხმიანება და გნახავს მალე-ნიშნის მოგებით მეუბნება ტასო
-თუ არც ვახსოვარ, გაბრაზებული ვარ ოთოზე, ისე წავიდა არც არაფერი მითხრა და მითუმეტეს არც დამემეშვიდობა, ასე რომ არ მაინტერესებს, რაც უნდა ის უქნია-თავს ვიწყნარებ და ახლად მოტანილ პიცას ვაგემოვნებ.
-ჩვენ მაინც ნუ გვატყუებ კატო-მეუბნება ნატალია და თბილად მიყურებს
-არ გიცნობდეთ მაინც
-კარგით, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, თქვენ რას შვებით ის მოყევით-საუბრის თემას ვცვლი, მაგრამ ფიქრებით ოთოსთან ვარ, არაფერი მესმის და ვერაფერზე ვფიქრობ, ოთოსა და მისი ჩამოსვლის გარდა.
მალევე დავიშალეთ, რადგან უზომოდ დაღლილი ვიყავი, როგორც იქნა სახლში მივედი, სადაცაა აბაზანაში უნდა შევიდე, როცა ჩემმა მობილურმა რეკვა დაიწო, უცხო ნომერი იყო, გამიკვირდა და უცებ ვუპასუხე.
-გისმენთ
-გახსოვარ?-მონატრებული ხმის გაგონებისთანავე გული ამიჩქარდა
-უკაცრავად, რომელი ხართ?-თავს ვიტყუებ და მასაც ვატყუებ
-კარგი რა, ხო იცი რო ვერ მომატყუებ, კარგად იცი ვინც ვარ-ისევ ის თავდაჯერებულობა
-აჰ, ოთო... გამარჯობა-დავნებდი
-როგორ ხარ კატო? საქმეები როგორ მიდის სასამართლოში-ისევ ისე გამოთქმით ამბობს ჩემს სახელს და ჟრუანტელი მივლის
-ნორმალურად.-მოკლე პასუხებს ვცემ და ვაგრძნობინებ რომ გაბრაზებული ვარ
-ნუ მიბრაზდები, ჩამოვედი და შენი ნახვა მინდა-და აი, ის პირველი ნაბიჯი, რომელიც არასდროს გადაუდგამს
-ვითომ რატომ უნდა დაგთანხმდე?-მგონია რო ჩავჭრი, მაგრამ ოთოს? ჰაჰ, ვერასდროს!
-იმიტო რო მოგენატრე, კითხვები გაქვს და პასუხს ელი, ჩემს ხმაზე ისევ გული გიჩქარდება და უბრალოდ იმიტომ, რომ ძალიან გინდა ჩემი ნახვა-როგორ მიყვარს ასეთი თავდაჯერებული რომ არის, მაგრამ არა! არ დავნებდები ასე მარტივად-მეც მომენატრე-მეუბნება მოკლე პაუზის შემდეგ
-საიდან მოიტანე, რომ მომენატრე, ან გული მიჩქარდება, ან თუნდაც ის რომ შენი ნახვა მინდა?-არ ვნებდები მაინც
-კატო, ჩემზე კარგად არავინ გიცნობს, ზუსტად ვიცი რომ მასეა და არ დაიწყო თავის მართლებები და ტყუილების უაზრო მტკიცებები... სასამართლოში არ ვართ
-საერთოდ არაა მასე-იხტიბარს არ ვიტეხ
-ანუ არ შემხვდები?-მთავარ კითხვას მისვამს ოთო
-არა!-მკაცრად ვპასუხობ
-კარგი, მაშინ მე მოვალ შენთან და მე გნახავ
-დაუპატიჟებელი სტუმრები არ მიყვარს ოთო
-შენს სახლში დაპატიჟება არასდროს მჭირდებოდა და არც არასდროს დამჭირდება კატო-ხმა დაუთბა, ცოტაც და დავდნები, მაგრამ თავს არ გავცემ, ჯერ მაინც
-მგონი ზედმეტ უფლებებს აძლევ შენ თავს
-არანაირად, გირჩევნია კარები გააღო, გავიყინე-მეუბნება და კარზე ზარია
ტელეფონს ვთიშავ და გული უფრო მიჩქარდება, სარკეში ვიხედები და კარს მხოლოდ მაშინ ვაღებ, როცა ვრწმუნდები რომ კარგად გამოვიყურები. კარს მიღმა ოთო დგას, ჯინსებში და თეთრს პერანგში გამოწყობილი, თვალს თვალში ვუყრი და უცებ მიღიმის. (ღმერთო, როგორ მომენატრა მისი ღიმილი) ხმას ვერ ვიღებ, დუმილს ოთო არღვევს...
-არ შემომიშვებ?-წარბები ზემოთ აზიდა და თბილად გამიღიმა
-არა, უბრალო ნაცნობებს სახლში არ ვუშვებ-ისევ ირონიული ღიმილი
-კატო, ვიცი რა მდგომარეობაშიც ხარ ახლა, ვიცი რო გაწყენინე და ძალიან ვნანობ ამ 6 წელს, მაგრამ გთხოვ, გამიგე, არც ჩემთვის იყო ადვილი, ვნანობ ცხელ გულზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ გითხარი ჩემი წასვლის შესახებ და არ დაგემშვიდობე, სამაგიეროდ ახლა აქ ვარ, შენს სახლთან, გაყინული და აღარსად წავალ, გპირდები.
ხმას ვერ ვიღებდი, მინდოდა მაშინვე ჩავხუტებოდი და მეთქვა როგორ მომენატრა თვითონ, როგორ მომენატრა მასთან ლაპარაკში გათენებული ღამეები და მასთან ერთად სიცილი, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ძალიან მეამიტი ვარ და ყოველთვის ვთბები ასეთ საუბრებზე, რათქმაუნდა ძალიან კარგად იცოდა ოთომ ეს ყველაფერი და ჩემს „საწინააღმდეგოდ“ გამოიყენა, მაგრამ კმაყოფილი ვარ, მას ხომ ჩემთან შერიგება უნდა... როგორ ვაპატიო ტირილში გათენებული ღამეები, გაუსაძლისი მონატრებები, იმედგაცრუება, ტკივილი...
-კარგია თუ ხვდები შენს დანაშაულს და ნანობ, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ არ მითხარი? ვიცი, რომ მაშინ ნაჩხუბრები ვიყავით, დაძაბული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ რატომ? ხომ შეგეძლო უბრალოდ გეთქვა და ეს ყველაფერი შენი ძმისგან შემთხვევით არ გამეგო?
-ყველაფერი ისე უცბად მოხდა, ოჯახის გარდა არავინ იცოდა, თან მაშინ გახსოვს შენ როგორი გაბრაზებული ვიყავი, ცხელ გულზე მომივიდა ყველაფერი, ახლა ვხვდები, ვაანალიზებ და ძალიან ვნანობ, გთხოვ დამიბრუნდი...
-მას შემდეგ 6 წელი გავიდა ოთო, შეყვარებული მყავს და მასთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რაც მთავარია ვიცი რომ არაფერს მიმალავს-უცბად ვიგონებ ტყუილს და ისე ვამბობ, მეც კი მჯერა ჩემი ტყუილის
-ნუ მატყუებ, შენი ყოველი დღე და ნაბიჯი ვიცი, გერმანიიდან ვადევნებდი თვალყურს შენს ცხოვრებას, ვიცი რომ ოცნება აისრულე და ძალიან წარმატებული პროკურორი ხარ, ასევე ისიც ზუსტად ვიცი, რომ შეყვარებული არ გყავს და უბრალოდ ჩემს მოსაშორებლად იგონებ მაგ ტყუილს, მაგრამ არაფერი გამოგივა, როგორც უკვე გითხარი, ჩემზე უკეთესად არავინ გიცნობს და კარგად ვიცი, როდის იტყუები და როდის არა
ღმერთო, როგორი მიმზიდველი, სექსუალური, თავდაჭერილი და დამაჯერებელია ლაპარაკის დროს, ამდენს ჩემი გული ვეღარ გაუძლებს, არ ვიცი... უნდა ვაპატიო, სხვისთვის ვერ გავიმეტებ, ზედმეტად კარგია ამისთვის და ზედმეტად ეგოისტი ვარ მე მისი გაშვებისთვის. არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად, უბრალოდ მთელი გრძნობით ვეხუტები მას და გახშირებულად ვსუნთქავ.
-მიყვარხარ კატუსია-მთელი გრძნობით მეუბნება ამ სიტყვებს და უფრო ძლიერად მხვევს ხელებს
-მეც ოთი-ღიმილით ვპასუხობ და მონატრებულ ბაგეებს ვეხები
-ჯერ შემომიშვი და ეგ მერე-ეშმაკურად მეუბნება ოთო, სახლში კოცნით შემომყავს და კარებს ფეხით ვხურავ.
მერე იყო ყველაფერი, ყველა გრძნობა და ემოცია, იყვნენ ბავშვები, ვიყავით ჩვენ, იყო ბედნიერება და იყო ცრემლი, მაგრამ იყო ერთგულება და გვერდში დგომა.


ასე რომ, მეგობრებო, ნამდვილი სიყვარული არ ქრება, შეიძლება უხერხული პაუზა აიღოს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ არ ქრება, არ მიდის და არ გვტოვებს მარტო. ყოველთვის გქონდეთ იმედი! იმედი იმისა, რომ დაბრუნდება, აპატიებთ, ახლიდან შეგიყვარებთ და ახლიდან შეიყვარებთ.


ამ პატარა ისტორიით გისურვებთ ისეთ წრფელ, უკვდავ, ნამდვილ და რეალურ გრძნობას, რომელიც კატოს და ოთოს გააჩნიათ ერთმანეთისადმი, შეიყვარეთ, ეს ნამდვილად მშვენიერი გრძნობაა. ამ დროს ყველა ემოცია ერთადაა თქვენში და ეს სიცოცხლის სურვილს გმატებთ, იმატებს ენდორფინებისა და ადრენალინის რაოდენობა სხეულში და უბრალოდ, ხდებით ბედნიერი.

დიდი სიყვარულით, გამოუსწორებელი რომანტიკოსი.



№1 სტუმარი A

Vau magaria mokle da lamazi. Vagiareb gamatbo am istoriam.... warmatebebi....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent