შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

secret santa


29-12-2016, 17:38
ავტორი teddy))
ნანახია 4 658

Secret santa

ახალი წლის წინა დღე იყო, 2016 წლის ბოლო დღე... ჟღალთმიანი გოგონა კი თავის ადრესატის მონაცემებს ეცნობოდა. უცნობის საყვარელი საქმიანობა წაიკითხა და ხმამაღლა გაიმეორე მისი საყვარელი ჯგუფის სახელი : ,, Depeche Mode”. არ ეცნო, გადაწყვიტა ინტერნეტში მოეძებნა. ერთ-ერთი სიმღერა ჩართო და მაშინვე ხმახმაღლა წარმოთვა:
-მართალია, ახალ წელს, ეს ჯგუფი არ უხდება, მაგრამ... -მხრები სასაცილოდ აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა. წითელი კაშნე მჭიდროდ მოიხვია ყელზე და სახლიდან გავიდა. გაჩერებასთან დგომა დიდხანს არ მოუწია, ტრანსპორტიც მალევე გამოჩნდა და გაყინული ხელით კარები გააღო. ადგილი არ იყო, ყველა პარკებით დამდგარიყო, ზოგს ბოსტნეულით სავსე ჩანთა დაეჭირა, ზოგს შოკოლადებით და მალულად იღებდნენ ერთ შოკოლადს, ვაითუ ვიღაცამ გამომიჭიროსო... დანიშნულ ადგილას დროულად მივიდა და მძღოლს ხურდები მიაწოდა. სასწრაფოდ ჩამოხტა ტრანპორტიდან და ფერადი ნათურებით მორთულ მაღაზიაში შევიდა. სალაროსთან მდგომ გოგონას დამდეგი ახალი წელი მოუწია და მისთვის სასურველი ალბომი ჰკითხა, ქონდათ თუ არა. ქერათმიანმა გოგონამაც, ხელი მარჯვნივ გაიშვირა და ჩვენი თბილად მომღიმარი გოგონაც, იქითკენ გაემართა. ალბომი ხელში აიღო და დაკვირვებით შეათვალეირა, ნივთი.
-რა ღირს?
-14 ლარი.-უპასუხა მოლარემ. საფულიდან ქაღალდის კუპიურები ამოიღო და მიაწოდა. გამოვიდა თუ არა, კოკა-კოლის მანქანებმა ჩამოიქროლეს. ეს ის მომენტია, ეს ის გრძნობაა, ეს ის სიმღერაა, რომელიც გაგრძნობინებს რომ ახალი წელი მოვიდა, კარს მოგვადგა ის სასურველი წუთები, რომელსაც დიდი თუ პატარა სულმოუთმელად ელის. გათოშილი ფეხები დააბაკუნა და სუპერმარკეტში შევიდა. გადაწყვიტა უცნობისთვის შოკოლადიც ეჩუქებინა, ტკბილეული, რომელიც ყველას გვახარებს. მაშინვე კარლსონი გაახსენდა და მისი სიტყვები:
,,-როგორ უნდა გააბედნიერო ადამიანები?
-უნდა აჩუქო მათ სიხარული, სიყვარული და ცოტა მურაბა!“
ყოველთვის სურდა, კარლსონი მისი მეგობარი ყოფილიყო, ყოველ დილით გამოჩენილიყო მის ფანჯარასთან და გაუთავებლად ელაპარაკათ ყველაფერზე.
ორი ფილა შოკოლადი აიღო, ერთი მისთვის, მეორე კი თავისთვის. გამოვიდა თუ არა, ფეხით გაეშურა სახლისკენ, თან შოკოლადს მწვანე შეფუთვა შემოახია და გემრიელად ჩაკბიჭა რძიანი შოკოლადი.
თოვდა, ციდან ლამაზად ეშვებოდნენ მოფარფატე ფიფქები, გეგონებოდათ ჰარეში ცეკვავენ საახალწლო ცეკვასო, ჩენ კი მათ ისე შევცქეროდით, თითქოს სცენაზე ყოფილიყვნენ და სულ მალე ტაშიც კი უნდა დავუკრათო.
სახლში მისულმა, კარადა გამოაღო და შესაფუთი ქაღალდები გამოიღო. მწვანე ამოარჩია, ბიჭისთვის შესაფერესი... ფურცელზე თავისი ნომერი დაწერა და საჩუქარიც ლენტით მორთო. ძალიან ეზარებოდა, ამ სიცივეში გარეთ გასვლა, მაგრამ ფეხზე მაინც წამოდგა, იმ იმედით, რომ უცნობს ცოტათი მაინც გაახარებდა. ნეტავ, თვითონ რას აჩუქებდა ,, Depeche Mode-ს” ფანი? დაწერა, ხელნაკეთი ნივთი მსურსო, საინტერესოა რას გაუკეთებს. ბედნიერმა გაიღიმა და ხალხმრავალ ფოსტაში შევიდა. უმრავლესობას ლამაზად შეფუთული საჩუქრები ეჭირათ და ელოდებოდნენ თავიანთ რიგს. ლილემაც რიგი დაიკავა და დაღლილმა ხალხის თვალიერება დაიწყო. ერთს საახალწო სვიტრი ეცვა, ირმების ცეკვა. ძალიან მოეწონა და გაეცინა. მას ხომ ყველაფერი საახალწლო განწყობას უქმნიდა.
-ბოლო ხართ?-შეეკითხა, მასზე ორითავით მაღალმა ბიჭმა.
-დიახ!-მორცხვად გაუღიმა და შეტრილდა.
-თქვენც საჩუქარს აგზავნით?
- ხო, იმედია გაეხარდება!
-secret santa ვარ, ხელნაკეთი ნივთი გავუკეთე, არ ვიცი, რა გამომივიდა, მაგრამ...-გაეცინა ბიჭს.
-მართლა?-გაეღიმა, ლილეს, მასაც ხომ იგივე სურვილი ქონდა. ცოტახანში საჩუქარიც გააგზავა და გახარებული გამოვიდა გარეთ, რომ სულ მალე უცნობი მის საჩუქარს ნახავდა.

secret santa

***
31 დეკემბერი იყო, ძველი წლის, ბოლო საათები... ლილე კი სამზარეულოში ფუსფუსებდა და მის მიერ გამომცხვარ ნამცხვარს კრემს უსვამდა. კარებზე ზარის ხმა გაისმა, მანაც სწრაფად შეიწმინდა ხელები და კარის გასაღებად გაემართა.
-გისმენთ!-ფოსტის მოკლე სახელოებიან ქურთუკში გამოწყობილ ბიჭს, იმედიანად გაუღიმა.
-ლილე ხურციძე აქ ცხოვრობს?
-დიახ, მე გახლავართ!-უპასუხა გოგონამ.
-თქვენი საჩუქარი...-გაუწოდა პარკში შეფუთული საჩუქარი და ხელი მოაწერინა. ღიმილიანმა დაკეტა კარი და საჩქაროდ გახნა პატარა ყუთი. თვალები სიხარულისგან გაუფართოვდა, ყველაზე მეტად რა გაუხარდა იცით? ის რომ ხელნაკეთი იყო და როგორც შეძლო ისე გააკეთა უცნობმა... ნათურა იყო, თოვლის პაპის... მთავარია გულით ჩუქნიდე, თორემ რა იქნება ამას ხომ აზრი არ აქვს? რა თქმა უნდა, არა! იქვე წაწერილი ნომერი დაინახა და მობილური მოიმარჯვა, სამწუხაროდ დაკავება აღმოჩნდა, თვითონაც ხომ თავისი ნომერი დაუწერა... ათ წუთში მობილურის სიმღერა გაისმა და ლილემაც პასუხი არ დააყოვნა:
-გისმენთ!
-გამარჯობა!-მორიდებული ბიჭის ხმა ისმოდა, ყურმილს იქით.-თქვენი საჩუქარი მივიღე...
-ჩემი საჩუქარი? მე კი თქვენი...-აღტაცებულმა ჩასძახა ბიჭს.-იცი, ამ ახალ წელს, მინდოდა გარეთ გავსულიყავი, მაგრამ ჩემთან გელოდებით, მისამართს მობილურზე მოგწერთ. -უცნობს თანხმობაც კი არ დააცადა ისე გათიშა ყურმილი და მაგიდას წითელი, ოქროსფერ ორნამენტებიანი სუფრა გადააფარა, შამპანიურის ჭიქები დაალაგა და ორი ფერადი სანთელიც დააწყო.
ნახევარი საათიღა იყო დარჩენილი. ლილემ წითელი კაბა მოირგო, ოქროსფერი, ბრჭყვიალა საყურეებიც გაიკეთა და მისაღებ ოთახში ხილით სავსე ვაზით დაბრუნდა. ნაძვის ხეს შეხედა, ფერად-ფერადი ნათურებიც ჩართო და წითელ ტანსაცმელში გამოწყობილი თოვლის პაპაც აამღერა.
გოგონა, ტელევიზორში გამოსულ წამყვანთან ერთად ითვლიდა ახალი წლის მოახლოებას, როდესაც კარზე კაკუნი გაისმა. არ უკითხვას თუ ვინ იყო, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის ხომ მეკვლე იყო.
-მობრძანდი!-გოგონამ მაშნვე იცნო საქართველოს ფოსტაში მოსაუბრე ბიჭი.-ნუთუ თქვენ იყავით?-სასიამოვნოდ აღტაცებული დარჩა. ბიჭმაც ტრადიცისამებრ ტკბილეულის სავსე პარკი გაუწოდა, თან სიტყვები დააყოლა: ,,შემოვდგი ფეხი გწყალობდეს ფეხი.“

***
ფოიერვეკს ერთად შეჰყურებდნენ ლილე და ანდრო. ცა ლურჯი აღარ იყო, როგორც უწინ, ათასფრად ანათებდა. ამ დღეს ხომ ყველა ბედნიერია, თუნდაც გულში სიხარულის ნაპერწკალი ხომ მაინც არსებობს.
შამპანიურის ჭიქები მიუჭახუნეს, ოთახში კი ,, Depeche Mode-ს“ სიმღერა გაისმოდა. მართალია, ახალი წელი და ეს ჯგუფი ერთმანეთს არ შეესაბამებოდა, მაგრამ მათთვის, იმ წუთას ამაზე საუკეთესო სიმღერა არ მოიძებნებოდა.
------------------------------------------
secret santa


იმედია, ცოტათი მაინც შეგიქმნით საახალწლო განწყობას... ყველას ბედნიერი წელი გქონოდეთ, უფალი გფარავდეთ! ძალიან მიყვარხართ!



№1  offline მოდერი sopiko

ეს იყო ყველაზე საახალწლო ისტორია, რაც წამიკითხავს heart_eyes
არ ვიცოდი, ასეთ რამეს თუ გეგმავდი, მაგრამ ასე, სპონტანურად უფრო მომიტანა თოვლის სურნელი და სანტას მარხილის ხმა...
გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს, თედუნია!

 


№2  offline წევრი teddy))

sopiko
ეს იყო ყველაზე საახალწლო ისტორია, რაც წამიკითხავს heart_eyes
არ ვიცოდი, ასეთ რამეს თუ გეგმავდი, მაგრამ ასე, სპონტანურად უფრო მომიტანა თოვლის სურნელი და სანტას მარხილის ხმა...
გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს, თედუნია!

გმადლობ, ჩემო სნეგურაჩკა! <3 <3 <3 შენც ასევე!

 


№3  offline წევრი mimimimo

ანიტა, როგორ გამახარე.
არ მოველოდი.
იმდენად თბილი და პატარა იყო - შენსავით.
მთლიანად შევისუნთქე.
ანიტა, გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს!

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძაან მმეწონაა
მაგარი იყოო
გული გამითბა რაღაცნაირად

 


№5 სტუმარი Shore shore

busuna cknapuna rogorc yoveltvis sasuamovno da tkbili casakitxi iko chemo pacacuna miyvarxar

 


№6  offline წევრი teddy))

mimimimo
ანიტა, როგორ გამახარე.
არ მოველოდი.
იმდენად თბილი და პატარა იყო - შენსავით.
მთლიანად შევისუნთქე.
ანიტა, გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს!

nawkas12345
ძაან მმეწონაა
მაგარი იყოო
გული გამითბა რაღაცნაირად

Shore shore
busuna cknapuna rogorc yoveltvis sasuamovno da tkbili casakitxi iko chemo pacacuna miyvarxar

ძალიან დიდი მადლობა! ძალიან მიყვარხართ! თქვენც ასევე ილოცავთ! innocent heart_eyes kissing_heart

 


№7 სტუმარი გვანცა))

მართლა რა კარგი იყო❤
გილოცავთ ყველას დამდეგს ❤

 


№8  offline წევრი teddy))

გვანცა))
მართლა რა კარგი იყო❤
გილოცავთ ყველას დამდეგს ❤

უღრმესი მადლობა! innocent

 


№9  offline წევრი Lindemann

DEPECHE MODE ლაავ
--------------------
Aus den Augen, aus dem Sinn.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent