#არსება
#არსება გავიღვიძე ჩვეულებრივი დილაა, სუსხით, სუსტი ფიფქებითა და ამ ფიფქებთან ბრძოლით დაღლილი მზის სხივებით. ასეთი ამინდი მეხამუშება და გადავწყვიტე სახლში დავრჩენილიყავი. ფილმების ყურება და ლოგინში წოლა დავგეგმე მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ მანამდე ჩვეულებრივსამებრ ყავა დავადგი ქურაზე და მოუთმენლად მოვუკუდე სიგარეტს, რომელიც ერთადერთი ღერი იყო კოლოფში, რა თქმა უნდა ამან გამაბრაზა, ჩემი დაგეგმილი დღე უკვე ნახევრად ჩაშალა და იძულებული ვიყავი გარეთ სიგარეტზე გავსულიყავი. პიჟამაზე მანტო მოვიცვი და სასწრაფო წესით გავეშურე მაღაზიისკენ, შევედი და როგორც აღმოჩნდა სიგარეტის გარდა კოკაკოლაც მომინდა, სწორედ აქ დაიწყო ის რაც დაიწყო. სასმელების სექციაში შევედი და სულ წვენები იყო კოკაკოლა არსად ჩანდა ვიფიქრე სხვა სექციაში გადაიტანეს ალბათ მეთქი და დავიწყე ძებნა, როგორც იქნა მივაგენი ავიღე და სალაროსთან დილის რიგში მდგომს გამახსენდა, რომ მომშოვდებოდა და უკან მივბრუნდი საჭმლის საყიდლად. ძეხვეულის სექციაში ჩემს თავს ვებრძვი და ვეკითხები რა უნდა ვჭამო და ამ დროს მესმის ხმა: მე თქვენს ადგილას აი ამ ძეხვს ავიღებდი და მისი ნაზი, ლამაზ კანიანი გრძელი თითებით მიმითითა. სწორედ ის მომენტი იყო ფილმებში, რომ არის ფეხებიდან რომ იწყება და ბოლოს რომ სახეზე ადის ხოლმე კადრი. ზუსტად ეგრე დავიწყე, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს ხელებიდან მოხდა. და აი ეს მომენტიც დადგა მე მას სახეზე შევხედე, და პირველი რაც გავიფიქრე: აი ერთი ნახვით სიყვარული! ზღვა ხომ გინახავთ? ხომ იცით რა უკიდეგანოა? რა ღრმაა ეგეც ხომ იცით? და ისიც ხომ გახსოვთ, როცა მშვიდია რა ცისფერია? ხო და ეს ყველაფერი თუ იცით მისი თვალები ზუსტად ასეთი იყო. არცერთი სიტყვით მეტი და არც ნაკლები ზუსტად ასეთი არაფრის მთქმელი უკიდეგანო ღრმა და მშვიდი ზღვის ფერი. ალბათ 10 წამში გავიფიქრე და გავაანალიზე ეს ყველაფერი და აკანკალებული ხმით ვუთხარი: მადლობა რჩევისთვის. სახლში წამოვედი და სანამ სახლამდე მივედი ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა ალბათ იმ მომენტში, მაგრამ რა იყო ბედნიერების მიზეზი, ვერც ვხვდებოდი. სახლის კარი გავაღე და ბედნიერება უბედურებაში გადამეზარდა, საშინლად შემზარავი და ცუდი, რამ მოხდა ყავა ქურაზე დამრჩა დადგმული და ალბათ თქვენჩ გზარავთ იმის წარმოდგენა სამზარეულოში რა ხდებოდა.... ტანჯული დალაგებისას მაინც მასზე ვფიქრობდი, მისი თვალები მისი სახე ისევ ჩემს წინ იდგა, და მიმსუბუქებდა მიმხმარი ყავების გაზიდან მოშორებას. როგორ იქნა გავწმინდე და აი დადგა ის ნანატრი მომენტი, რაც დილიდან დავგეგმე წოლა და ფილმების ყურება. ლოგინში ჩავწექი თბილად დავიფარე და ლეპტოპი ჩავრთე. სანამ ჩაირტვირთა ისევ ფიქრებში წავედი, ამჯერად ფიქრებში სადაც ჩემი მთავარი მიზანი იყო ისევ შევხვედროდი მას კიდევ ერთხელ მენახა მისი სახე, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ არც სახელი ვიცოდი არც გვარი, არც მისამართი მხოლოდ იმაზე ოცნება დამრჩენოდა, რომ მას ისევ შემთხვევით ვნახავდი. ნიცშემ თქვა: “როდესაც იყურები უფსკრულში უნდა იცოდე, რომ უფსკრულიც შემოგყურებს შენ.” 31.12.1996 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.