შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი (თავი 1)


29-12-2016, 21:38
ავტორი Salivan
ნანახია 4 374

- მთავარია შენ არ დაიბნე და ყველაფერზე ინდაურივით არ აიფოფრო. კითხვებზე მშვიდად და თავდაჯერებულად უპასუხე. ვითომ მთელი ცხოვრება მდივნობის მეტი არაფერი გიკეთებია. - "თავისი ჭკუით ახლა ეს მე დამცინის თუ რა ხდება?" დაეჭვებული სახით შევყურებ ნანუკას და მარჯვენა წარბს ვუქაჩავ ზემოთ.
- მასე შენს მოღალატე ქმარს უბღვირე! მე კიდევ გირჩევნია ყურადღებით მომისმინო და ყველაფერი დაიმახსოვროს.- დაუფიქრებლად მლანძღავს ნანუკა და მეც წამში მახსენდება ჩემი ცხოვრების საშინელი მომენტი. სახე მთლიანად მერევა და ყელში მომდგარი ცრემლის დასამალად დასჯილი ბავშვივით ვხრი თავს და ხელებზე ვიწყებ თამაშს.
- ვაიმე თეო! - იცხადებს ჩემს სახეზე ნანუკა და თავში ირტყამს ხელს. - დებილი ვარ! დებილი და ენაგრძელი წერო. მაპატიე გთხოვ. ოღონდ არ იტირო რა.- უკვე ატირებულს ყელზე მეხვევა და სახეს მიკოცნის. - მისი ბრალია ყველაფერი! საზიზღარი ის. საზიზღარი და უნამუსო. არ ეღირსოს იმას მეტად ქალის სითბო და ალერსი. შენნაირ ქალს რომ კაცი უღალატებს, გულს ატკენს და მოატყუებს სასიცოცხლოა ის? - ჩემს დასამშვიდებლად აშკარად იჭრება როლში და მთელ ბრაზს ანთხევს, რასაც მთელი თვის განმავლობაში მალავდა.
- გადაწყვეტილია თეო! შენს გვერდით ვარ! გინდა განშორება და უნდა გაშორდე! ეგეთი უგულო არ იმსახურებს შენნაირ ცოლს და არც ამ ანგელოზების მამობის ღირსია. კაცს სახლში ამისთანა ქალი გელოდებოდეს ოთხ შვილთან ერთად და შენ ბოზ ეთოსთან ერთობოდე?!
- აი, გეყოფა რა! - იმ ალქაჯის სახელის გაგონებისთანავე სპაზმებს ვგრძნობ ყელში და თავის დასაღწევად აივანზე გავდივარ.
- რა მეყოს? შენ გეკითხები აპირებ ალექსანდრეს აპატიო და შეურიგდე?- მთელი თვის განმავლობაში პირველად მისვამს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას და მეც უკვე მაქვს პასუხი ამ კითხვაზე.
- არა ნანუკა. იმანაც იცის რომ განქორწინება მინდა- ზედმეტად მშვიდად ვპასუხობ და ეს ძალიან მაშფოთებს. ცუდადაა ჩემი ნერვების საქმე. - ნანუკა მოდი ხვალ გავაგრძელოთ კარგი? უნდა მოვწესრიგდე, ბავშვებსაც მივხედო და დავაძინო.
- კარგი თეკო. ისე შენ ბინაში ვერ წარმომედგინა თუ გაძლებდი. მაგრამ არაუშავს, უფრო მეტი მოთხოვე და წაართვი იმ მოღალატეს. - ქოთქოთით ხეკს თავის ნივთებს და ჰაეროვანი კოცნით მემშვიდობება. - საღამოს ლენა გამოგივლის და ის დეტალურად აგიხსნის ყველაფერს. ბოლო-ბოლო მისი სამსახურია.
- კარგი ნან. მადლობა სიცოცხლე და გაკოცე. კარს ვკეტავ და ჩემს მწარე რეალობასთან მარტო ვრჩები. მთელი თვეა მარტო ვარ. მის გარეშე და ძალიან მიჭირს. მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ მე მაწევს ზურგზე და ლამისაა ორად მოვიკეცო. ძალიან ძნელი ყოფილა მარტო ცხოვრება თან 4 შვილთან ერთად. მართალია ჩემი ჯერ კიდევ ქმარი არაფერს აკლებს შვილებს. მაგრამ მისგან თავის საბოლოოდ დასაღწევად სამსახური მჭირდება. ხოდა მეც დავიწყე ძებნა. ის ჩემი შვილების მამაა და შვილებზე ზრუნვას ვერასდროს დავუშლი, მაგრამ მე ნამდვილად აღარ მინდა მისგან ერთი თეთრიც კი. როგორც მამა ის ძალიან კარგი და მისაბაძი ადამიანია. მაგრამ იმის იქით თავისი ღალატით ყველაფერა გადაუსვა ხაზი. თურმე მთელი ორი წელი თვალს მიხვევდა და მატყუებდა. რაღაცას გული მიგრძნობდა და ჩვენც უფრო და უფრო გვეძაბებოდა ურთიერთობა. ინტუიცია მკარნახობდა ხოდა მთელი ეს შავბნელი ორი წელი ჩხუბსა და დავაში გავატარეთ. და ყველაზე სასაცილო იცით რა იყო? ზუსტად იმ დროს დამეწყო ეჭვიანობა როცა მიღალადა. უფრო ზუსტადაც გეტყვით ღალატის მეორე დღეს საშინელმა სიზმარმა გამაღვიძა და ავდექი იმ შეგრძნებით რომ ალექსანდრესა და ჩემს შორის რაღაც ცუდი მოხდა. როგორ მივხვდი როდის მიღალატა? ახლავე გეტყვით მისმა ნაშოჩკამ მითხრა. აი ასე, სახლში მომადგა როცა მარტო ვიყავი და ყველაფერი ჩამიკაკლა ბოლო ორი წლის შესახებ. ბოლოს კი სრული ბედნიერებისთვის ისიც დამიმატა " აქალექსანდრეს გაუფრთხილებლად არ მოვსულვარ. ყველაფერი მასთან შევათანხმეო". რა უნდა მექნა? კისრისტეხვით გავაგდე სახლიდან და სასწრაფოდ მოვკრიფე ჩემი და ბავშვების ნივთები. ტაქსში ჩავჯექი და ბავშვებს ჩამოვუარე სკოლასა და ბაღში. მათი კითხვით სავსე თვალები კოცნით დავამშვიდე და ჩემს მეჯვარეა მივუვარდი სახლში. ისიც სამსახურიდან სასწრაფოდ გამოქანდა და მთელი კვირა შეგვიკედლა. მანამდე კი ამ საშინელი ამბით დაშოკილმა მთელი დღე ვაძებნინე ალექსანდრეს ჩვენი თავი. არავინ ვპასუხობდით მის ზარებს. ბავშვებსაც კი ავუკრძალე. შუაღამით კი როცა ჩავთვალე რომ საკმარისად გადასული იქნებოდა ჭკუიდან მის მომდევნო 150 ზარს ვუპასუხე და მშვიდად ჩავახედე საქმის კურსში.
- თეონა სად ხართ? რა ჯანდაბა ხდება? გამეცი პასუხი სად ხართ, ახლავე!- ჩვეულ ფორმაში იყო ჩემი ქმარი და მეც სურვილი გამიჩნდა რომ ზუსტად ისე ჩამოქცეოდა თავზე ცა და მიწა როგორც მე ჩამომექცა იმ დილით. ამიტომ პირდაპირ მივახალე პირში რისი თქმაც მინდოდა და თითქოს მომეშვა კიდეც გულზე.
- ვითომ არ იცი?! დავიჯერო ეთუნას დაავიწყდა საღამოს აჩოტების ჩაბარება? დავიჯერო დაგავიწყდა შენი და ეთოს შეთანხმება? დაუკითხავად ხომ ვერ გაბედავდა სახლში მოსვლას და თქვენი ორწლიანი რომანის შესახებ ჩემს ინფორმირებას?! არა ნამდვილად ვერ გაბედავდა, ბოლო-ბოლო თავად ალექსანდრე გავაშელის საყვარელია. მე, საკუთარ ცოლს გარეთ გასვლის უფლებას არ მაძლევდი. არც მუშაობის, არც მეგობრებთან შეხვედრის. არც მოკლეს, ვიწროს, ამოღებულის ან გამჭირვალის ჩაცმის უფლებას. არც სამსახურებრივ წვეულებებზე დაგყავდი და საერთოდ კინოს გარდა არსად დავდიოდით ერთად. აარა!... აქედან დასკვნა - არც შენს საყვარელს მისცემდი დაუკითხავად ჩემს სახლში მოსვლის უფლებას და თქვენი ბინძური ურთიერთობის შესახებ მოყოლის პერპექტივას. რაო ალექსანდრე? ენა ხომ არ გადაყლაპე? ხუთი წუთია მალაპარაკებ და არც კი გაგიჩუმებივარ. მიდი უარყავი იქნება და გიჯერებ ბიჭო. როგორც ადრე მეჩხუბე და გამაჩუმე. მთელი ორი წელი მკავდა ამის ეჭვი და მილიონჯერ მიკითხავს შენთვის რამე ხომ არ ხდებათქო. ამის გამო მილიონჯერ გიჩხუბია ჩემთან და თურმე სად ხარ თეონა. არაფერიც არ გეჩვენება და არაფერშიც არ ხარ დამნაშავე. ალბათ გაინტერესებს სად ვართ. გეტყვი აბა რას ვიზამ. შენგან წავედი სამუდამოდ. შვილებიც თან წავიყვანე. იმიტომ რომ შენს გვერდით ჩემს შვილებს ვერ ვაცხოვრებ და მეც აღარაფერი მაკავებს შენთან!- მშვიდად დავასრულე მაში მონოლოგი და ტელეც გავთიშე. მომდევნო დღეს ერთი მესიჯი მივწერე შინაარსით "საცხოვრებელი გვჭირდება" და მორჩა. მას შემდეგ აღარ ვიკარებ. მიწერიდან მეორე დღეს ბინის გასაღები გადასცა ნანუკას და ასე გადმოვსახლდით ახალ ბინაში მე და ჩემი შვილები.
ალბათ გაინტწრესებთ როგორ იმართლა თავი და რა თქვა მის სასარგებლოდ. გეტყვით - არ მომისმენია. მთელი თვეა სიახლოვეს არ მომიკარებია. არც მის ზარზე მიპასუხია და არც მესიჯზე. არც ჩემი ახლობლები აძლევდნენ ჩემთან მოახლოვების უფლებას.
ერთ კვირაში ყველა ჩვენი ნივთი გავაქრე ძველ სახლში და ჩვენი იქ ცხოვრების ყველანაირი კვალი გავაქრე. სატანჯველად ესეც გამოდგება! ეგდოს ახლა თავის ნაშასთან მარტო! ვიმხნევებდი თავს და საბოლოოდ ვიკეტებოდი ბინაში.
ბინაში მშვენივრად მოვეწყვეთ და მთელი თვეც მშვიდად გავატარეთ. მაგრამ ეს კარჩაკეტილობა დეპრესიაში გადამეზარდა და გოგონებმაც საშველად სამსახურის იდეა მომაწოდეს. დამიჯერებთ? მთელი თვეა გარეთ არ გავსულვარ. სკოლისა და ბაღის სიახლოვის გამო უფროსებს ტყუპები ჩავაბარე და ისინიც ერთად მიდიან და მოდიან სახლში. პროდუქტება ლენა და ნანუკა ეზიდებიან. ამიტომ ჩემი გარეთ გასვლაც არ გახდა საჭირო. შედეგად კი ბოლო კვირის განმავლობაში ჩემი მოღალატე ქმარი სამჯერ მომივარდა ბინაში და ლამის კარი ჩამოიღო. მთელი ოთხი საათი გაატარა კარებთან ჩამომჯდარმა. მთელი ოთხი საათი ერთ მესიჯს მწერდა და მელოდა. მე კი არც მიფიქრია წამითაც კი დავნახვოდი და მისთვის როგორმე შემემსუბუქებინა მდგომარეობა.
კიდევ დიდხანს არ გავიხესავდი გარეთ, მაგრამ საერთო უბედურების ფონზე ტირილები დამმეწყო და გულის ფრიალები. გოგოებმა შენ ექიმი კი არა სამსახური გჭირდებაო. ხოდა ლენამ თავის კომპანიაში ვაკანსიის შესახებ გამაგებინა და ჩემი სივი გააგზავნა. მართალია არსად მიმუშავია და არანაირი გამოცდილება არ გამაჩნია, მაგრამ მაინც იმედი მქონდა რომ როგორმე რამეს ვიპოვიდი. ხოდა საღამოს როცა ლენა მესტუმრა დეტალურად გამოვკითხე ინფორმაცია კადრების განყოფილების უფროსზე- ის ვინც გასაუბრებას ატარებდა. კომპანიის ინტერესებზე და მეპატრონეებზე. როცა ჩემს დამოძღვრას მორჩა, მერე გარდერობში შემივარდა და თავდაყირა დამიყენა იქაურობა. ლენა ქარიშხალივითაა ჩვენს სამეგობროში. ფეთქებადი და მწველი ცეცხლივით.
- მაღლები ჩაიცვი გოგო, ამოღებული და მოკლე. გაიგე? ისე უნდა დაიკლო წონაში თეო. თორე სამსახურში მაღლებზე ძაან გაგიჭირდება. რა? ნუ მიყურებ ეგრე. ლამაზი ქალი ხარ და ეგ ფერ-ხორცი ძაან გიხდება, მაგრამ სამსახურში ძაან გაგიჭირდება. შენ არ იცი რამდენს დავრბივარ ცხენივით წინ და უკან.
- იქნება არ მიყვანენ სამსახურში, რომ გადამიწურე წყალი.- დაბღვერილი ვპასუხობ ქალბატონს.
- თეოო ათი კილო მაინც უნდა დაიკლო. მეტიც კი არადა. შენც იცი. თუნდაც ტყუპების გაჩენამდე რომ იყავი იმ წონაზე რომ დადგე უფრო მსუბუქად იგრძნობ თავს. თან რა გოგო იქნები?!
- ლენ საშინლად გამოვიიყურები?- ვეკითხები დათრგუნული.
- არა თეო, კარგი რა. შენ მაინც იცი რა ლამაზი ხარ. სავსე და მიმზიდველი. მე რო ქალი ვარ მე გაყოლებ თავლს რო მოძრაობ. შენთვის გეუბნები თეო. ცოდო იქნები სამსახურში. თან არ გინდა ძველ ტანსაცმელებში ჩაეტიო? უფფ თეოო ისეთი გემრიელი გოგო ხარ ვერ მოიცილებ კაცებს და მერე თავში საცემი გაგიხდება სამსახურიც და ხელფასიც. დაიკელი გოგო ცოტა. ეგ აფუებული მკერდიც ჩაგიდგება და ეგ სექ*ი თეძოებიც. აუუუ მეკეტება შენს უკანალზე. აი პროსტა რა დგომი აქვა რააა.
- ლენააა- ჩაბჟირებული ვასკდები დაქალს და მის კაკანა სიცილზე ახალი ძალებით კიტევა ხარხარი.
- კაი...გნახავ...ხვალ...იქ- ძლივს უყრის სიტყვეს თავს და თითით რატომღაც ზემოთ მიმითითებს. ჰაეროვან კოცნას მიგზავნის და კაკანით გადის ბინიდან.
- დავეყარეთ!- გავყვირი კარების გადაკეტვის შემდეგ და რომ არა სამი წლის ანდრია და დარია ალბათ ვერავინ მომასწრებდა დაძინებას.
დიმიტრის და სალომეს საბნებს ვუკეცავ და ბურხულა ტყუპებს შორის მოუხერხებლად ვეკვეხები. ერთი მარჯვნიდან მეკვრის, მეორე მარცხნიდან. ამათზე დიდი ბედნიერება თუ არსებობს ნეტა? ვეხუტები ბუთქუჩებს და ვცდილობ ფიქრის გარეშე დავიძინო. არ გამომდის. მაინც იმ მოღალატეზე მეფიქრება. განა ასე ადვილია მისი დავიწყება? როგორ გინდა 10 წლიან თანაცხოვრებას ერთ წამში გადაუსვა ხაზი და გონებიდან ამოშალო? თანაც ისეთი სიყვარული დაივიწყო რომელმაც ოთხი ბედნიერება მაჩუქა. არსებები რომლებიც ყოველ დღე მახსენებენ თუ ვინ ვარ და ვისთვის ვარსებობ.



№1 სტუმარი nini28

როგორ მიხარია შენი დაბრუნება სალომეეე. Mოუთბენლად ველი შემდეგ თავს. Mომეწონა ეს ისტორია, როგორც ყოველთვის განსხვავებულია და ემოციური. Gელიიიი

 


№2 სტუმარი Ana

ასე მგონია თეო ბოლოს ქმარს დაუბრუნდება, ვიცი მე შენი პატიოსანი ცოლების ამბავი. სწორედ ეს მომწონს შენში რომ არ გყავს გათქვეფილი ქალები.

 


№3  offline წევრი შამხათი

საინტერესოდ დაიწყო და ვნახოთ, როგორ განაგრძობ. იმედი მაქვს, მოღალატე ქმარი საკადრისად დაისჯება და ბევრს ინანებს.

 


№4  offline წევრი Salivan

nini28
როგორ მიხარია შენი დაბრუნება სალომეეე. Mოუთბენლად ველი შემდეგ თავს. Mომეწონა ეს ისტორია, როგორც ყოველთვის განსხვავებულია და ემოციური. Gელიიიი

მადლობა ნინი. ეს ჩემი ჟანრია. მსგავსი ისტორიების წერა მსიამოვნებს. გპირდები რომ წინ ლამაზი და მხიარული თავგადასავალი გელით.

Ana
ასე მგონია თეო ბოლოს ქმარს დაუბრუნდება, ვიცი მე შენი პატიოსანი ცოლების ამბავი. სწორედ ეს მომწონს შენში რომ არ გყავს გათქვეფილი ქალები.

ანაა მეც ყოველთვის მსიამოვნებს თქვენი კომენტარის წაკითხვა. ამ ჯერად საქმე უფრო ჩახლართულად იქნება :)

შამხათი
საინტერესოდ დაიწყო და ვნახოთ, როგორ განაგრძობ. იმედი მაქვს, მოღალატე ქმარი საკადრისად დაისჯება და ბევრს ინანებს.

მთავარია მხარში მედგეთ და ყველაფერს ისე განვავითარებ როგორც სწორია. ან ჩემთვის როგორც იქნება მისაღები. სამაგიეროდ განსხვავებულ და მხიარულ ისტორიას გპირდები.

მადლობა ჩემო კარგებო თანადგომისთვის. თქვენი ერთი სიტყვა თუ ისტორიის წაკითხვა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. გავმეორდები და გეტყვით რომ ნუ დაიშურებთ ნურც რჩევას და ნურც კრიტიკას. ჩემთვის ორივე უმნიშვნელოვანესია. მადლობა
პატივისცემით სალი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent