შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრალდებულო! თავი 2.


31-12-2016, 00:22
ავტორი Supreme
ნანახია 1 847

  ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. ამაში ყოველდღე ვრწმუნდები.
  არაპუნქტუალური დანიელი საკმაოდ კარგი მომუშავე აღმოჩნდა. პირველივე დღეს უზომოდ დიდი რაოდენობის საქმე დავავალე და მშვენივრად გაართვა თავი. სიმართლე ვთქვა, არც გამკვირვებია. ჩვენი უფროსის არჩევანში ეჭვი არასდროს მეპარებოდა. ყველაფერი კარგად დაიწყო, მომავალში კი...ვნახავთ.
  მძიმე დღე მქონდა. ვარჩევდი საქმეს, სასამართლო პროცესი კი ჯერ შორს იყო.
  უკვე მოსაღამოვდა. ისევ გარეთ გავიხედე. ახალი წელიც მოახლოვდა და მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ სახლი ჯერ არც მომირთავს. 9 საათზე მთელი ჯგუფი დავიშალეთ. ხვალ დასვენება იყო, ამიტომ კარგად გამოვიძინებდი.
  გოგოებსა და დანიელს დავემშვიდობე, ფარეხისკენ წავედი და ის-ისაა მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი, რომ ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო და გამაჩერა. გამიკვირდა, როცა შემობრუნებულს ხელში დანიელი შემრჩა.
-გისმენთ.-ვუთხარი მკაცრი ტონით.
-სახლამდე ვერ მიმიყვანთ?-ჩაეცინა.
-უკაცრავად?
-ჩემი მანქანა გაფუჭდა და კარტით ტაქსისტს ვერ გადავუხდი.-უხერხულად შეიშმუშნა.-მიმიყვანთ?
-ასე როდის გავშინაურდით?-გამომცდელად შევხედე.
-მაშინ, როდესაც მივხვდი, რომ შემიყვარდით.-გამიღიმა.
  არც გამკვირვებია, არც შემიმჩნევია რამე, უბრალოდ გავხსენი ჩანთა და ფული გავუწოდე.
-ნამდვილად არ მცალია შენი ბავშვურობებისთვის, ამიტომ აიღე ფული, გააჩერე ტაქსი და წადი.
-ანუ არ მიმიყვანთ?
-არ ვაპირებ ზედმეტი ტვირთის აკიდებას.
-კარგით, გასაგებია. უკაცრავად, ქალბატონო სოფო.-თავი ოდნავ დახარა და ისე, რომ ფული არც გამოურთმევია, სასწრაფოდ გამეცალა.
  შევუყვარდი თურმე. რა სასაცილოა. ჯგუფში ახალი ხუმარა გვყავს.
  მანქანაში ჩავჯექი და სწრაფად ამოვიგდე არასაჭირო ფიქრები თავიდან. ფარეხიდან გავედი თუ არა, თავაწეულ, ცასმიშტერებულ, ფეხით მიმავალ დანიელს მოვკარი თვალი. არც ერთი წამით არ დავფიქრებულვარ მანქანის გაჩერებაზე, ისე ჩავუქროლე. სარკეში მისი მზერა დავინახე, თითქოს სევდიანი...
  სახლში მივედი თუ არა, კომფორტული ტანსაცმელი ჩავიცვი, მაკიაჟი მოვიშორე, და მოკლე თმა შეძლებისდაგვარად შევიკარი. ვივახშმე და ისევ ბოლო ხმაზე ჩავრთე მუსიკა. დიდი ნაძვის ხის აწყობას შევუდექი. მალე კარებზე ზარი გაისმა. ვიფიქრე, რომელიმე ჩემი დაქალი იქნება-მეთქი და ისე გავაღე კარი, რომ არც მინახავს ვინ მოვიდა.
-უკაცრავად, მაგრამ შეგიძლიათ მუსიკას დაუწიოთ? თქვენ გამო დღეს სამსახურში დავაგვიანე.-გაბრაზებული ტონით მითხრა დანიელმა, მე კი სახტად დავრჩი.
-აქ რა გინდა?-ვკითხე ხმაჩაწყვეტილმა.
  ბედის ირონიაა, მეტი არაფერი. დანიელის სახიდან სიბრაზე გადავიდა.
  მისი თვალები ნელ-ნელა აცოცდნენ ჩემს სხეულზე და ბოლოს სახეს მიაშტერდნენ. დანიელს ჯერ ტუჩის კუთხეში გაეღიმა, მერე უფრო თამამად გააპო ბაგეები და ყურებამდე მიაწვდინა, ბოლოს კი ხარხარი დაიწყო. თავი ვერ შევიკავე და ჩამეცინა, მისმა სიცილმა კი, რაღაც არაამქვეყნიური მაგრძნობინა, თუმცა ამ ბურუსიდან მალე გამოვეხვიე და ისევ მკაცრი სახე დავიყენე.
-ბოდიში, მაგრამ არ შემიძლია სერიოზულად გიყურო და შენში უფროსი დავინახო, როცა კურდღლიანი, თან ყურებგადმოგდებული ჯემპრი მიყურებს, შარვლიდან კი კატები მიკნავიან.
-რა?-მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ ზედმეტად შინაურულ ფორმაში ვიყავი.-კარგად მეყოლე!-კარების დახურვას ვაპირებდი, მაგრამ ხელით გააჩერა.
-ღამე არ დამაძინე, სამსახურში საქმეებით დამახრჩე, სახლამხე არ მომიყვანე და ამ ყინვაში ფეხით მაბოდიალე, ყავას არ ვიმსახურებ?-გამიღიმა.
-ფულს გაძლევდი.
-ეგ ვითარებას არ ცვლის. დანარჩენებიც გამოსასწორებელია.
-დამნაშავესავით ნუ მელაპარაკები.
-მე მხოლოდ სამართალს მოვითხოვ.-გაეცინა.
-გამასწარი.-უკვე გამწარება დავიწყე და მუდამ გაწონასწორებული სახეც ოდნავ ამემღვრა.
-გაბრაზებულიც საყვარელი ყოფილხარ.-ლოყაზე მიჩქმიტა და სახლში დაუკითხავად შემოვიდა.
-მგონი არ მომიცია უფლება ზღურბლს გადმოსცდენოდი.
-ვისი ბრალიცაა, ის იხდის საფასურს. ყავა გაასწორებდა.
-გაგასწორებ ახლა მე შენ მიწასთან, თუ არ წახვალ. ძალიან გინდა სამსახურის დაკარგვა?
-შანტაჟი დასჯადია.-ჩემკენ წამოიწია.
-ვიცი, რამენაირად.-"გავიოცე".
-ერთი ჭიქა ყავით არაფერი დაშავდება.-ნაძვის ხისკენ გაიხედა.-თან დაგეხმარები.
-არ მჭირდება.-ჩაიდანი დავადგი.-ისე, სახლში რომ შემომეჭერი, ამის რა უფლება გქონდა?
-არანაირი.-გაეცინა.
-საერთოდ არ გაწუხებს ხო სინდისი?
-შენ არ გაწუხებდა მაშინ, გაღუღუნებული პორშეთი რომ ჩამიქროლე?
  ღრმად ჩავისუნთქე და ნერვები მოვთოკე. ეს პატარა ლეკვიღა მაკლდა. ჩაიდანი მალე ადუღდა.
-შაქარი?-გავხედე.
-ორი.
  ყავა გავუკეთე და მეც დავისხი. ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით სამზარეულოს ბარის მაგიდის ორივე მხარეს, ერთმანეთის პირისპირ. თაღიდან გავიხედე და დაუმთავრებელ ნაძვის ხეს უაზროდ მივაშტერდი.
როგორ მოვიშორო? ავხედე და მისი სახე შევათვალიერე. მართლა ლეკვს ჰგავდა. საწყალ, მიგდებულ ლეკვს, თან უზომოდ საყვარელს. რატომღაც ჩამეცინა. რა უცნაური ვარ. ან დანიელია უცნაური. შეიძლება ორივეც. ვინ იცის...
-ბოდიში.-ჩაილაპარაკა ჩუმად და თითქოს თავისთვის.
-მე მითხარი?
-ა...ჰო...ბოდიში რომ შემოგეჭერი, უბრალოდ მართლა...ანდა არაფერი, დაიკიდე...
-თქვი.-ახლა უკვე მეც ვიგრძენი რაღაც, რაც ალბათ არ უნდა მეგრძნო.
  ჩუმად იყო, თან ქვევიდან მიყურებდა. აშკარად ვხედავდი მის თითქოსდა ჩუმ, მაგრამ მეტყველ თვალებში, რომ ორჭოფობდა. არ იცოდა, ეთქვა თუ არა ჩემთვის ის, რასაც ფიქრობდა. ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და საუბრის დაწყება დააპირა.
-იცი რა...-გაჩუმდა.
-გისმენ.
  ისევ ჩაისუნთქა.
-არაამქვეყნიური სილამაზის პატრონი, მუდამ ჩაფიქრებული, ოდნავ შეწუხებული. მძიმე ტრავმა და ტყუილა დაკარგული წლები, ახალგაზრდა, მაგრამ თან ასაკოვანი. ასეთი გახდი ცხოვრების გამო, თუმცა ჯერ 30 წლისაც კი არ ხარ.
-საიდან იცი?-გამიკვირდა.
-იცი რამდენი წელია, რაც შენი მეზობელი ვარ?
-საერთოდ არ ვიცოდი, თუ ჩემი მეზობელი იყავი.
-იცი, რამდენი წელი მესმოდა შენი და შენი ქმრის კონფლიქტები?
-ეგეც იცი?-ახლა უკვე დავინტერესდი.
-კი, ვიცი, იმიტომ რომ გუშინ, შენს დაბადების დღეზე, 4 წელი შესრულდა, რაც აქ ვცხოვრობ.
-წარმოდგენა არ მქონდა.-ჩამეცინა და თავი ჩავხარე, თითქოს დამნაშავე ვიყავი.
-არაუშავს. უბრალოდ, არ მინდა ასეთ გარობოტებულს გხედავდე.
-ეგეთი საერთოდ არ ვარ.
-ცდები. დილით შენს კარებთან ვარდები დაინახე?
-რა?
-აი ზუსტად ეგაა, ეგ დამოკიდებულება. კარიერის იქით აღარაფერს უყურებ.
-პირადში ნუ ერევი.
-არ ფიქრობ რომ საჭიროა?
-არა.
-გამწარდი?
-არანაირად, უბრალოდ არასასიამოვნოა.
-იმიტომ რომ სიმართლეა?-ჩაეცინა.
  გავჩუმდი. მეც არ ვიცი რატომ. ეს ლეკვი თითქოს მაღიზიანებდა, მაგრამ თან მამშვიდებდა. ეს ჩემი კონტრასტული გრძნობები უკვე მღლიან.
-წამოდი, თორემ ნაძვის ხე მოურთველი დაგრჩება.-გამიღიმა და წამოდგა.
  უცნაურია, მაგრამ ბედს დავემორჩილე და ოდნავ გახარებული ნაძვის ხისკენ წავედი. გახარებული? არ მესმის ჩემი თავის..."ყველას გულში ხდება გარდატეხა, არა?"-ვკითხე ჩემს თავს გულის სიღრმეში და ჩამეცინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent