შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კარგი" გოგოს დღიურები (თავი 18)


31-12-2016, 22:15
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 410

მხოლოდ შვიდი საათია დარჩენილი და 2017 წელიც მოვა. ახალი წელიმოგვცემს ახალ იმედებს, მიზნებს და ოცნებებს. გამოჩნდებიან ახალი ადამიანები, ძველებს კი წარსულში ჩავტოვებთ. მეც მასე ვაპირებ. მინდა რომ უამრავი ადამიანი დავტოვო წარსულში, რომ ცხოვრების ახლიდან დაწყება შევძლო.
-მარი, მზად ხარ? -ნატა ოთახში შემოდის და ისევ პიჟამოში რომ მხედავს სახე ეშლება. -მარი! -გამწარებული მეძახის და კარადისკენ გარბის. -ოთახი დალაგებულიც კი არ გაქვს!- ამას ისე ამბობს თითქოს ოდნავ მაინც ვფიქრობდე ამაზე.
-ნატა მაცადე რა. -ვდუდღუნებ და საბანს თავზე ვიხურებ. -მეძინება. -თავს ბალიშზე ვდებ და ვემზადები იმისთვის რომ ცხოვრება შევცვალო.
ვიცი რომ 2017 წელი დიდ ცვლილებებს მომიტანს, ამას ვგრძნობ, მაგრამა არ ვიცი ეს ცვლილებები გამიხარდება თუ არა.
ნატა ოთახიდან გადის და ზურგს უკან კარებს იბრახუნებს.


ნ ა ტ ა

იმედია ყველაფერი კარგად იქნება. როცა ანამ დამირეკა და გეგმა გამანდო თავიდან გამიხარდა, მერე დავეჭვდი, ახლა კიდევ არ ვიცი რას უნდა ვგრძნობდე. უნდა მიხაროდეს თუ არა. ვიცი რომ მარის ნიკა კიდევ უყვარს, მაგრამ არ ვიცი რამდენად იქნება მასთან ყოფნაზე თანახმა.
>>>>>>>>>>.მოგონება>>>>>>>>>>>>>>
-დარწმუნებული ხარ? -ანას შეცბუნებული ხმით ვეკითხები. მინდა რომ ნიკას დავეხმარო და მინდა რომ ერთად იყვნენ, მაგრამ ისიც ვიცი რომ ეს შეიძლება მარის აღარ უნდოდეს. სიმართლე რომ ვთქვათ მარის ეს არც არასდროს არ უნდოდა. არ უნდოდა მასთან ყოფნა, რადგან იცოდა რომ ადრე თუ გვიან ის ნიკას მობეზრებოდა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი.
-კი, დარწმუნებული ვარ. -ანა მხიარულად მპასუხობს. -თან ვიცი რომ მარის ეს გაუხარდება. ერთადერთი რაც შენ გევალება არის ის რომ მარი სახლიდან გამოიყვანო, კარგი?
-კარგი. -ჩუმად ვპასუხობ არ ვიცი რამდენად გამომივა ამის გაკეთება, მაგრამ იმედებს ვერ გავუცრუვებ. -რომელზე?
-პირდაპირ თორმეტზე თვითონ არ გამოვა. -იძახის ანა დაფიქრებული ხმით. -ნინის ვუთხარი და ასე პირველისთვის ორის ნახევრისთვის გამოიყვანე, კაი?
-კაი. -ტელეგფონს ვთიშავს და ეკრანს ვუყურებ, საიდანაც ჩემი გამოსახულება მიყურებს.
'იმედია სწორად ვიქცევი'
<<<<<<<<<,მოგონების დასასრული<<<<<<<<<<
არ ვიცი რა გავაკეთო, თითქოს შუაზე ვიხლიჩები. ჩემ ნახევარს უნდა რომ მარის ყველაფერი უთხრას, დაფიქრებისთვის დრო რომ მიცეს, მაგრამ ჩემ მეორე ნახევარს არ უნდა რომ რამე გააფუჭოს. ღმერთო, როგორი ძნელია როცა გოგო ხარ და ასეთი რთული არჩევნის წინაშე დგახარ. მაგრამ მგონი მაინც ჯობია ხმა არ ამოვიღო, იმედია მარი არ გაბრაზდება.
'ამას, შენთვის ვაკეთებ მახინჯო'

ნ ი კ ა

ყველაზე ძნელი გასაკეთებელი ეკაკოსთან დაშორება იყო. არა იმიტომ რომ ის ისევ მომწონს ან რაიმე მასეთი, უბრალოდ ის არ მიშვებდა და არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ დამეტოვებინა. ჯერ იტირა, შემდეგ კოცნა ცადა, ბოლოს კი ლანძღვა დამიწყო. ვიცი რომ როგორც მოვიქეცი არ იყო საუკეთესო, მაგრამ ჩემი გული მარის ეკუთვნის.
მარი... იმედია ყველაფერი გამოვა და არ ჩავფლავდებით. არ მინდა რომ რაიმე არასწორად წავიდეს, ან ის რომ მარიმ უარი მითხრას. დღეს შანსი მაქვს დავუმტკიცო თუ როგორ მიყვარს და ამ შანს გამოვიყენებ.
საბასთან მივდივარ, სულ რამდენიმე საათიღა დაგვრჩა და არ ვარ დარწმუნებული რომ ყველაფერს მოვასწრებთ.
-მზად ხარ? -როგორც კი კარებს აღებს მაშინვე მეკითხება. თავს ვუქნევ და ღია ცისფერ ოთახში მივყვები.
-მოვასწრებთ? -ვეკითები და ვცდილობ ნერვიულობა არ შემატყოს. -ბიჭები მზად არიან? რამე ხო არ დარჩა ისე?
-დაწყნარდი. -საბა იღიმის და სიგარეტს იღებს. -გინდა? -ერთ ღერს მიწვდის და მეც ვართმევ. მოწევას ვიწყებ და ვცდილობ ბოლს გავატანო ჩემი ნერვიულობა.
სიგარეტის მოწევა რაღაცნაირად მშველის და მამშვიდებს.
-დაწყნარდი?
-კი. -ვპასუხობ და კიდევ ერთ ნაპასს ვურყამ. -მარის გამოყვანაზე რას შვები?
-ანას და ლიზას ველაპარაკე. -თავს ვუქნევ და ვანიშნებ რომ გააგრძელოს. -მაგათმა მითხრეს რომ ნინის და ნატას ეტყვიან და მარის გარეთ გამოიყვანენ. -ნინი ვიცი ვინცაა, ადრე ჩვენ სკოლაში იყო, მგონი წელს გადავიდა, მაგრამ აი ნატას სახელი პირველად მესმის.
-ნატა ვინაა? -ვკითხულობ მე და ამ დროს ოთახში ლუკა, გიგი, ალექსი, "გოჩა", გიო და ბიჭები შემოდიან.
-ნატა მარის დაქალია. -საბას მაგივრად მპასუხობს გიგი. -რამდენჯერმე მყავს ნანახი, კრგი გოგოა.
-თან მარი ნატას თავის თავზე მეტად ენდობა. -ალექსი ამატებს. -მითხრა კიდევაც, თან სულ რომ ვერცხლისფერი სამაჯური უკეთია მისი ნაჩუქარია, თვითონაც მიცა მასეთი.
თავს ვუქნევ.
-სანდოა? -ჩემ მაგივრად ეკითხება აკა. -მეც ვიცნობ, ოღონდ ზერელედ. გამარჯობა-გაგიმარჯოთი მარტო, მაგრამ ის ვიცი ეგ და მარი გადამკვდარი მეგობრები რომ არიან.
-სანდოა. -"გოჩა" ამატებს. რომ ვუფიქრდები, სხვა სახელი ამაზე მეტად ვერც მოუხდებოდა. -ვიცი რომ მარისთვის ყველაფერს გააკეთებს. თან ანაც და ლიზაც არ ეტყოდნენ სანდო რომ არ ყოფილიყო.
-კაი. -თავს ვუქნევ და მოწევას ვაგრძელებ.
'იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის.'


ა ნ დ რ ე ა

ისევ მარიზე და ნიკაზე ვფიქრობ. მინდა რომ ისინი დავივიწყო და გონება სხვა რამეზე გადავიტანო, მაგრამ არ შემიძლია. იმაზე ფიქრი სწორად ვიქცევი თუ არა არ მასვენებს. იქნებ მარის სულაც აღარ უყვარს ნიკა? იქნებ შევუყვარდი? მაგრამ მეეჭვება მასე იყოს, რადგან გამოხედვა რომლითაც ნიკას აჯილდოებს მუდამ სავსეა სიყვარულით. ასეთი გამოხედვით ჩემთვის არასდროს არ შემოუხედავს.
ვიცი რომ ვუყვარვარ, ოღონდ როგორც მეგობარია, მაქსიმუმ ძმა. ვიცი რომ სხვანაირად ვერასდროს ვერ შემომხედავს. მე მას ნიკას ვერ ჩავუნაცვლებ.
-----მოგონება------------
-მარუს. -ჩემი მხრებიდან თავს წევს და მიყურებს, ისე რომ ცალი თვალი ისევ ფილმისკენ გაურბის. მის მისაღებ ოთახში ვართ და რატომღაც მაიძულებს მონსტრების კორპორაციას ვუყურო. არ მესმის მისი, ამხელა გოგოა და ისევ მულტფილმებს უყურებს.
-რა მოხდა? -მეკითხება და ცდილობს მზერა ფილმისკენ არ გაექცეს. -იცოდე შენ გამო ყველაზე საინტერესო მომენტს ვტოვებ.
-რომელია ნეტა საინტერესო. -ჩემთვის ვბუზღუნებ, მაგრამ მაინც ესმის.
-ყველა! -იძახის გაბრაზებული და ისევ ფილმის ყურებას აგრძელებს. -რა მოხდა?
-როდესმე ნიკას დავიწყებას შეძლებ? -ვეკითხები ჩუმი ხმით, რადგან ვიცი რომ შეიძლება პასუხმა გული მატკინოს. მარი ჩუმდება და ხმას არ იღებს, ვფიქრობ რომ პასუხის გაცემას არც აპირებს, ამიტომ იმედგაცრუებული ფილმის ყურებას ვაგრძელებ.
-არ ვიცი. -მპასუხობს მოულოდნელად და გაკვირვებული ვუყურებ. -მართლა არ ვიცი. უბრალოდ ყოველ ჯერზე როდესაც დარწმუნებული ვარ რომ ის აღარ მაინტერესებს, რომ დავივიწყე და რომ აღარც კი მომწონს ვიღაცა მის სახელს ახსენებს თუ არა იმწამსვე ვწითლდები და თვალები მენთება. როდესაც დარწმუნებული ვარ რომ აღარ მომწონს, მას ვხედავ და მთელი მსოფლიო თავდაყირა დგება.
თავს ვუქნევ, ვცდილობ რამე ვთქვა, მაგრამ ხმა ყელიდან არ ამომდის. პირველად ჩემ ცხოვრებაში ტირილი მინდება, მაგრამ ვიცი რომ ამის უფლება არ მაქვს. თავიდანვე ვიცოდი რომ ეს ასე იქნებოდა, რომ მარიამს ნიკა მართლა უყვარდა და ჩემი ვერასდროს ვერ იქნებოდა. მაგრამ ამის მოსმენა, მოსმენა იმის რომ მას ნიკას ისევ უყვარს, რომ ის მას ვერ ივიწყებს და რომ მე შანსი არ მაქვს მაინც მტკივნეულია.
დაბლა ვიყურები რომ მის სახეს შევხედო, მაგრამ იმ წამსვე ვნანობ ამას. მის მომწოვანო-მოყავისფრო თვალებში ერთდროულად რამდენიმე ემოციაა: სევდა, სინანული, ტკივილი და სიყვარული. ყველაზე დიდი ადგილი მაინც ამ გრძნობას უკავია. მის თვალებში კი ცრემლებს ვხედავ. ცდილობს შეიკავოს, მაგრამ ეული წვეთი მაინც მოგორავს მის აწილებულ ლოყაზე, მაგრამ იმ წამსვე იშორებ ს და ისევ ღიმილს იკერავს სახეზე. მეც არ ვიმჩნევ რომ დავინახე, რადგან ვიცი რომ ეს არ გაუხარდება. ის ყოველთვის ცდილობს ძლიერი გამოჩნდეს, მაგრამ მას ავიწყდება რომ ისიც ჩვენნაირი ადამიანია და ტირილი ხანდახან უკეთესიც კია.
______მოგონების დასასრული_______

სწრაფი ნაბიჯებით ვიწყებ სიარულს და საბას სახლამდე მივდივარ. არ ვიცი ღირს თუ არა შესვლა, რადგან არ ვიცი ჩემი იქ ყოფნა რამდენად გაუხარდებათ. მაგრამ სხვაგან წასასვლელი აღარსად არ დამრჩა, ამიტომ კარზე გაუბედავად ვაკაკუნებ და ველოდები კარების გაღებას.


ს ა ბ ა

კარზე ზარის ხმას ყველა გამოვყავართ ჩვენ-ჩვენი ფიქრებიდან. ვდგები და კარის გასაღებად მივიდივარ, იქ კი მორცხვად მდგარი ანდრეა მხვდება, რომელმაც არ იცის შემოვიდეს თუ არა.
-შემო რას დგახარ. -ვეუბნები და ვეხვევი. ჩანს რომ ასეთი მიღებით გახარებულია. როცა ოთახში შედის ყველა ესალმება და ეხვევა, თვით ნიკაც კი, მაგრამ ანდრეას დიდსულოვანი საქციელის მერე ეს აღარ მიკვირს.
შეიძლება ბევრი ვერ ხვდება ამას მაგრამ ვიცი რომ ანდრეას მარი უყვარს. რომ არ უყვარდეს ამას არ გააკეთებდა. თავის ბედნიერებას სხვის გამო ნაგავში არ მოისვრიდა. ჩემი აზრით მისი ეს საქციელი დასაფასებელია, რადგან ბევრი სეყვარებული ამაზე არც კი გაიფიქრებდა და საყვარელ ადამიანს თავისთან დაიტოვებდნენ, ეს მათ უბედობასაც რო ნიშნავდეს. მაგრამ ანდრეა მასეთი არ არის.
-ყველაფერი მზად გაქვთ? -ანდრეა გვეკითხება და თავს ვუქნევთ.
-თითქმის. -პასუხობს ანერვიულებული ნიკა და ყველანი მისკენ ვიხედებით. ახლა რაღა გააფუჭა ამ დეგენერატმა?!
-რა მოხდა? -კითხულობს გაღზიანებული ლუკა. -რა აურიე?
-ყვავილები დამავიწყდა. -იძახის და ფეხზე დგება. -ყვავილები უნდა ვიშოვოთ.
საათს ვუყურებ, ცხრა საათია, იქნება კი სადმე 31 დეკემბერს საღამოს ცხრა საათზე სადმე ყვავილები? როგორი დებილი უნდა იყოს ადამიანი რომ ყვავილები დაავიწყდეს?
-ადექით ყველა. -იძახის გაღიზიანებული გიო. -ყვავილების საძებნად უნდა წავიდეთ. -თავს ვუქნევთ და გარეთ გავდივართ. ყველანი ორ- ორად ვიყოფით და მითითებებს ველოდებით.
გიო და აკა ერთად არიან. ლუკა და გიგი ერთად, 'გოჩა' და ალექსი ერთად, მე და ანდრეა ერთად, ნიკა და გივიკო ერთად.
-კაი დავიშალეთ, ვინც ყვავილებს იშოვის სხვებთან რეკავს. -გიო გაყვირის და ყველანი თავს ვუქნევთ.
'იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ამ დებილს ისევ რამე თუ არ დაავიწყდა!'


მ ა რ ი

სამ საათში ახალი წელი დადგება. უკვე ყველაფერი მზად არის, მეც ჩაცმული ვარ და ველოდები თორმეტ საათს.
-ნატა. -ვეძახი მეასედ გაღიზიანებული ხმით. ჩემკენ იხედება უცოდველი თვალებით და დიდხანს მიყურებს. -სად უნდა წავიდეთ?! -ლამის ყვირილი დავიწყო ისე ვარ. არადა ხო იცის რომ სურპრიზები მეზიზღება?
-ანასთან. -მპასუხობს და მხრებს იჩეჩს. -ხო გითხარი უკვე? -გაკვირვებული ვუყურებ, როდის მითხრა?
-ანასთან რა ხდება? -ვეკითები და გვერდზე ვუჯდები მეტი ინფორმაციისთვის.
-გოგოები ბიკრიბებით, ნინიც იქნება და ლიზაც. -მპასუხობს და იღრიჭება. ეჭვი მაქვს რაღაცას მიმალავს.
-მარტო გოგოები? -ვეკითხები და ვაკვირდები რომ არ მომატყუოს რამე.
-არა. -მპასუხობს. -ლუკა, გიგი, გოჩა და ალექსი ამოვლენ მოგვიანებით. რატო მეკითხები? -მისმა პასუხმა ერთდროულად გამახარა და დამაღონა. -უი, და კიდევ შეიძლება ანდრეაც ამოვიდეს, ეგ ზუსტად არ ვიცი. -ამაზე მეღიმება. ანდრეა მართლა კარგი მეგობარია. შემიძლია ვთქვა რომ ის საუკეთესოა, საუკეთესოებს შორის.
-არა, არაფერი. -ვიღიმი. თან მიხარია, თან არა. მინდოდა ახალ წელს ისინიც მენახა. მაგრამ არ ვიცი რატომ. უბრალოდ მინდოდა მენახა ნიკა, ჩამეხედა მის დიდ, ცისფერ დანისლულ თვალებში და ახალი წელი მიმელოცა. ახალ წელს ხომ ყველა ოცნება ხდება? მაგრამ ვიცი რომ ეს ისეთი ოცნებაა ახდენა რომ არ უწერია.
-ყველაფერი რიგზეა მარი? -მეკითხება ნატა და დაკვირვებით მიყურებს, მე კი მხოლოდ თავს ვუქნევ. -უცნაურად, სევდიანად გამოიყურები. -ახლოს მოდის და ძალით მაღიმებს. -ახალი წელია ბოლოს და ბოლოს. -იცინის. -ახალ წელს ხომ ყველა ოცნება ხდება? -იღიმის და მეც მაღიმებს. -რა იცი? იქნებ შენი ოცნებაც ახდეს? -იცინის და სანამ რამის კითხვას მოვასწრებდე ოთახიდან გადის.
'რას გულისხმობ ნატა? რა იცი რომ ჩემ ოცნებას ახდენა უწერია?'



№1  offline წევრი Gimilis gogo

მალე დადე შემდეგი.. კარგი გოგო ხაარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent