შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ნაძვის ხე გაგიმხელთ, რა გელით 2017 წელს


30-12-2016, 21:37
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 777

ახალი წელი კარს მოგვადგა და ჯადოსნურმა ნაძვის ხეებმა ახალი წლის წინასწარმატყველება უნდა გვამცნონ. აირჩიეთ ის ნაძვის ხე, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და გაეცანით, რა გელით ცეცხლოვანი მამლის წელიწადში.

პირველი ნაძვის ხე

2017 წელს ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. ვარცხნილობის შეცვლა გსურთ? თამამად იმოქმედეთ! ქალაქიდან გაქცევა და 2 კვირით შუა ტყეში ცხოვრება? თამამად! აისრულეთ სურვილები, მოსაწყენად ვერ მოიცლით.
მეორე ნაძვის ხე
გისურვებთ, რომ მირბოდეთ, მირბოდეთ საყვარელ ადამიანებთან, საყვარელ სამსახურში, მდიდრულ წვეულებაზე... არ გამოტოვოთ არც ერთი სიამოვნების მომტანი მომენტი, დატკბით ცხოვრებით.
მესამე ნაძვის ხე
იპოვით იმას, რაც მართლაც მნიშვნელოვანია თქვენთვის. ეს შეიძლება იყოს ჰობი ან ახალი სიყვარული. შეიყვარეთ, ისიამოვნეთ დადებითი გრძნობებით და დატკბით ბედნიერებით.
მეოთხე ნაძვის ხე
თოვლის ბაბუა უკვე მოდის თქვენკენ საჩუქრებით დატვირთული. ახალ წელს სასიამოვნო შეხვედრები გელით. გაუღეთ კარი ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს.
მეხუთე ნაძვის ხე
თქვენ გყავთ ცხოვრებაში ყველაზე საყვარელი ადამიანი, რომელიც მთელი გულით უნდა შეიყვაროთ და გაანებივროთ. ეს თქვენ ხართ. იყავით მადლიერი ბედის
და ამ წელს მარტოობა არ გაგტანჯავთ.
მეექვსე ნაძვის ხე
საყვარელი ადამიანი გააბედნიერეთ ჩახუტებით, მოფერებით, უთხარით მეტი თბილი და ტკბილი სიტყვა. ერთად უამრავ დაბრკოლებას გადალახავთ.
მეშვიდე ნაძვის ხე
იყავით ისეთი, როგორიც ხართ და გარშემო მყოფებსაც მიეცით უფლება, იყვნენ ბუნებრივები. ნუ ეცდებით, მათ მოახვიოთ საკუთარი აზრი; მოაწონოთ ის, რაც თქვენ მოგწონთ. თქვენ ხართ განსხვავებულები და ესაა საინტერესო.
მერვე ნაძვის ხე
თქვენ გარშემო უამრავი კეთილი ადამიანი ცხოვრობს, გაუღიმეთ მათ. მოეფერეთ, გაამხნევეთ და ნახავთ, რომ სამყარო თქვენ გარშემო უკეთესობისკენ შეიცვლება.
მეცხრე ნაძვის ხე
ის, რაც იყო წარსულში, წარსულში დატოვეთ. თამამად იყურეთ მომავალში. სასიამოვნო მომენტებით დატვირთული წელი გელით. იყავით მზად ცვლილებებისთვის.
მეათე ნაძვის ხე
გჯეროდეთ სასწაულების! მთელი წლის განმავლობაში ბედნიერება გელით. მიიღეთ ის და იყავით მადლიერი.



№1  offline ადმინი მწარე

რაკარგიი სიახლეეა
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ერთი არ მიმიღია საჩუქარი ვაი შეეენ... kissing_heart kissing_heart

 


№3 სტუმარი Sosovaradashvili

Sashinelebaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent