მეგობრები?
20:45 უცნაურ განწყობაზე მყოფი მივაბიჯებ ქალაქში. უკვე შეთანხმებული ვარ მეგობართაბ, რომ საღამოს ვაკის პარკში უნდა ვნახო. უხმოდ მივსეირნობ. ჯერ აბაშიძიდან ფალიაშვილზე ვჭრი, იქიდან ჭავჭავაძეზე. სმარტის განათებას თვალს ვავლებ, სიგარეტს ვუკიდებ და პარკამდე ფეხით გავდივარ. ვაკის პარკის კიბეებზე ჩასვლამდე ბიჩოკს ნაგვის ურნაში ვტენი და კიბეების ბოლოს მდგარ ჩემს მეგობარს ფართოდ გაშლილი ხელებით ვეხუტები, ლოყაზე მკოცნის და პარკის ცენტრალურ ადგილს ერთმანეთის მოკითხვის ფონზე ვუახლოვდებით. მოდით ამ შემთხვევაში ჩემს მეგობარს დემედ მოვიხსენიებ, რადგან ეს რეალური ამბავი შემდეგში სადავო არ გახდეს. ესეც ასე, მივაბიჯებთ პარკის ღია შინდისფერ მიწაყრილზე, ვიცინით, მე ისევ ვეწევი. ის არ ეწევა, სპორტსმენია, შედეგად არც სვავს. დიდხნიანი სეირნობის შემდეგ ადგილს მთავარი ღირსშესანიშნაობის წინ არსებული კიბეების პირველივე პლათფორმაზე ვიკავებთ, ქვის მოაჯირს იდაყვებით ვეყრდნობი, დემე გვერდით მიდგას. ნახევარი საათის წინ დალეული არყიანი მარტინი ჯერ ისევ არ აძლევს ჩემს გონებას საშუალებას რაციონალურად იმუშაოს. დემე კი ამით დიდად კმაყოფილი ჩანს. თუ ფხიზელ მდგომარეობაში გაწონასწორებული და ცივი ვარ, დალევის შემდეგ ორივე მათგანი სადღაც შორს ქრება ხოლმე, შედეგად თბილი, მოსიყვარულე და ძალიან მხიარული ვარ. არ მადარდებს, რომ სიარულისას ვბარბაცებ და მარტო მყოფიც კო უაზროდ ვიცინი. სწორედ ასე ხდება ახლაც. ჩემს მარცხნივ მდგარი დემე ხელს წელზე მიცურებს და თავისკენ მაჩოჩებს, მის ნებას ვყვები, მხარს თავზე ვადებ ისე რომ ლაპარაკიც შევძლო და მოწევაც. მისი თითები კი ჩემს წელზე რიტმულად მოძრაობენ, მთვრალზე საკმაოდ სასიამოვნოდ მეჩვენება ეს ყველაფერი. ლაპარაკს განვაგრძობთ, შიგადაშიგ თავს ატრიალებს და შუბლის მარცხენა კუთხეში მკოცნის. აი აქ უკვე არარაციონალური ვხდები, რადგან მისი შეხება ფხიზელზეც კი მთიშავს ახლა კი მითუმეტეს. უაზროდ, მაგრამ ლოგიკურად ვმსჯელობ პარკში შემოსულ წყვილებზე, ზოგი ჩვენს ზევით არსებულ კიბეებს რომ მიუყვება, ზოგიც კი მოურიდებლად შედის ხეების რიგში, რა თქმა უნდა ადვილი წარმოსადგენია რისთვისაც. შემდეგ ის მიყვება თუ როგორ ცდილობდნენ რამდენიმე დღის წინ ის და მისი ნათესავი ამავე პარკში გოგონების დაკერვას და მე როგორც ბაბნიკი ძმაკაცებიდან გამომდინარე კარგად ვარ გარკვეული ამ საქმეში რჩევას ვაძლევ. პარკის ცენტრალურ ზოლში ისინი სხდებიან ვისაც სელფების გადაღება და სხვების გაჭორვა უნდათ ამიტომ მათთან გასაცნობად მისულ ბიჭს არაფრად ჩააგდებენ. პარკის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მსხდომნი უფრო ადვილად ასაღებნი არიან. მარჯვენა ნაწილში უკვე 'დათრეულ ბიჭიანი' ხალხია, თავის საქმეში გართულან და შენ არ აინტერესებ თუ ჯონი დეპი არ ხარ. აი რაც შეეხება მარცხენა მხარეს აქ განუკითხაობაა, რასაც გინდა ვისაც გინდა იმას ეტყვი და ტავში ან ჩანთას ჩაგარტყავს ან იმას მიიღებ რისთვისაც მოხვედი. ჩემს ლოგიკაზე იცინის და თავისუფალი მეორე ხელით თმას მიწევს ყურს უკან, ტუჩებს ნაზად მახებს ლოყაზე და მისი დაბალი წვერი ოდნავ მსუსხავს. ჩემ მობილურს, რომელსაც ისე ვიქნევ ხელში რომ დიდი ალბათობით მალე გამივარდება, თავის ჯიბეში იდებს და უფრო ახლოს მაჩოჩებს თავისთან. კიდრვ ერთხელ მკოცნის შუბლზე და რადგან ეს სიტუაცია მხუთავს, თვალდახუჭული ვეუბნები ამას ნუღარ აკეთებს თორემ გავითიშები. - ვბრუვდები, მაგას რომ აკეთებ. - პირდაპირ ვეუბნები და ისიც ეშმაკურად იცინის. - მცივა. - ღიმილითვე მპასუხობს და არც კი ვიცი როგორ მაგრამ მალე ორივენი მოაჯირს მოშორებულნი, ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ და მას ორივე ხელი ჩემს წელზე აქვს შემოწყობილი, თბილი მოსაცმელის შიგნით მისი თითების მოძრაობას ვგრძნობ და თვალების გახელის თავი აღარ მაქვს. ჩვენი სხეულების შორის ადგილის არარსებიბა დისკომფორტს არ მიქმნის, პირიქით მსიამოვნებს კიდეც. თავს ჩემს თმებში რგავს, ჯერ ყურის ძირში მკოცნის, შემდეგ ისევ შუბლზე, შემდეგ ჯერი თვალებზე დგება, თანდათან ვგრძნობ როგორ ვხურდები, ტუჩებს ცხვირზე მახებს. ვიცი რომ ამ ყველაფრის ბოლო ეღება ჩვებს მეგობრობას მაგრამ ადგილიდან ვერ ვინძრევი. ტუჩის კუთხეში მკოცნის. თავს ოდნავ შორს წევს და კიდევ ერთი შეტევისთვის ემზადება. ორივე ხელი მის სპორტულე მაქვს მოხვეული და ჩვენი ტუჩების შეხებისას ვგრძნობ როგორ იძაბება მისი ხელები ჩემს წელზე და ჩემი თითები მის სპორტულზე. კოცნაში აყოლას არ ვაპირებ, რომც მინდოდეს ამის ძალა არ მაქვს, რადგან სრულიად მოწყვეტილი ვარ სამყაროს, სასმელისგან გაბრუებული ვერც ვხვდები რა ხდება. ის კი ისევ ცდილობს დახურული ტუჩები როგორმე გამახსნევინოს, თავს გვერდით ვწევ, რომ მომშორდეს და სრული სერიოზულობით მივმართავ: - ნუ მეზასავები... - თვალები ოდნავ მაქ გახელილი და მის მოციმციმე თვალებს და ოდნავ გახსნილ ბაგეებს ვხედავ. კიდევ უფრო მიკრავს სხეულზე, მეხუტება, ხელებს კისერზე ვხვევ მეც ვეხუტები, არ ვიცი რას გრძნობს რადგან მე უამრავ რამეს ვგრძნობ. ვიცი რომ კარგს არაფერს ვაკეთებ, მინდა ვუთხრა რომ ამ საქმეში არ გამოვადგები, რომ პარკში ბიჭებს არ ვკოცნი და საერთოდაც, არავუს არ ვკოცნი, და მისი ეს გაბრძოლება ჩემთვის პირველია, მაგრამ ვერ ვახერხებ, ენა იმდენად მაქვს ალკოჯოლისგან დაბრუშებული ვერ ვლაპარაკობ, ის კი კვლავ აწებებს თავის ბაგეებს ჩემს ტუჩებს და ვნებიანად მეწაფება. მე ისევ პასიური ვარ. თითქოს მსურს რაიმე მეც მოვიმოქმედო, ბაგეებს და კბილებს ოდნავ ვაშორებ ერთმანეთს და როგორც კი მის ენას ჩემს პირში აღვიქვამ, ვხვდები რომ ამ წამს არაფრით განვსხვავდები იმ გოგოებისგან წამის წინ აქ ბიჭებთან ერთად რომ გამოიარეს, სიბრაზეს შრვიგრძნობ, დემეს ხელებით ვაწვები და ვიშორებ. - მივდივარ. - მტკიცედ ჩამბობ, თვალებში არც ვუყურებ ისე ვიღებ მოაჯირზე ჩამოდებულ ჩემს ჩანთას, მხარზე ვიკიდებ. გაკვირვებული მიყურებს, ალბათ ჰგონია რომ რამე ცუდად გააკეთა და ნაწყენი ვარ. მე კი საკუთარ თავზე ვბრაზობ, გული მერევა საკუთარ თავზე, რომ მსგავს რამეს ვაკეთებ, შეიძლება სხვისთვის არაფერია მაგრამ ჩემთვის მიუღებელია. დემე მაჩერებს, კიდევ ერთხელ მეხუტება, მსიამოვნებს, მაგრამ ამით ტკბობის უფლება არ მაქვს, არ მიყვარს ეს ადამიანი, მეგობრად ვთვლი, ძმაკაცთან ასეთი საქციელი კი ყოვლად შემარცხვენელია ჩემთვის. მის სხეულს ვშორდები, აჩქარებული და არეული ნაბიჯით ჩავდივარ კიბეებზე, გვერდით მომყვება. ვჩერდები, ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და მიხარია, რომ დილით აღარაფერი მემახსოვრება. ღიმილით მიყურებს. არაფერს ვიმჩნევ. მეჩქარებათქო ვეუბნები და სადაცაა წავიქცე ალკოჰოლი თავბრუს ისე მახვევას, იდაყვში მექაჩება და ნელა ვტოვებთ პარკს. ტროტუარზე ვდგებით და მარშუტს ველი. რაღაცაზე ვსაუბრობთ, არც კი მახსოვს რაზე, სასურველი ტრანსპორტის დანახვისთანავე ხელს ვწევ, დასამშვიდობებლად კიდევ ერთხელ ვეხვევი, ის კი კიდევ ერთხელ იწევს ჩემი ტუჩებისკენ, თავს ვარიდებ, ნახვამდიზე მოძახებულ 'ჭკუითს' სიცილით ვპასუხობ, მარშუტში ავდივარ, ადგილს ვიკავებ, თვალებს ვხუჭავ, ჯიბიდან რამდენიმე წუთით ადრე დემესგან დაბრუნებულ მობილურს ვიღებ, ყურსასმენებს ვუერთებ, მუსიკას ვრთავ, თვალებს ვხუჭავ და სიძულვილს ვგრძნობ საკუთარი თავისადმი. სადაცაა გული ამერიოს, ასე არ შემიძლია. ძლივს მივდივარ საწოლამდე, დემეს მონაწერს ვპასუხობ და იმ იმედით ვცდილობ დაძინებას, რომ დილით აღარაფერი მემახსოვრება, დემეს შეხებას რეალურად აღვიქვამ და ეს კიდევ უფრო მაგიჟებს. დემე ჩემი ძმაკაცია. მე და დემე მეგობრები ვართ. დემეს მეგობარი ვარ. -- გონებაში ვიმეორებ. ვიცი რომ არ მიყვარს, მინდა ვიცოდე რომ არც მას ვუყვარვარ, დარწმუნებული ვარ არ ვუყვარვარ, ზუსტად ვიცი, ვერ ვეყვარები. ეს უაზრობაა. ამ ფიქრებით ვითიშები და რეალობა მთელი სიმძაფრით მაშინ მეჯახება როდესაც დილით გაღვიძებულს ეს ყველაფერი ისევ მახსოვს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.