შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმპათიური სტუმარი ( 10 თავი)


3-01-2017, 21:40
ავტორი CRAZY GIRL 2
ნანახია 3 059

ერთი კვირა გავიდა ჩვენი შეკრების შემდეგ. უფრო სწორად რომ ვთქვათ, მას შემდეგ რაც გაბროს მისამართი გავიგე.მთელ დღეებსა და ღამეებს საავადმყოფოში ვატარებდი. ეს არის ადგილი, სადაც ყველა ჩემი საფიქრალი მავიწყდება და მთლიანად, სხვა ადამიანების დახმარებაზე ვარ კონცენტრირებული.მხოლოდ ღამით, დასაძინებლად მომზადებულს მახსენებდა თავს ჩემი ფიქრები.ვფიქრობდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი.მე მიყვარდა გაბრო, მიყვარდა და მიყვარს, მაგრამ არ ვიცოდი და არ ვიცი ის რას გრძნობს ჩემს მიმართ, ან საერთოდ გრძნობს რამეს. არ ვიცოდი და არ ვიცი შევძლებ თუ არა მის დახმარებას, მაგრამ გადავწყვიტე მივიდე მასთან.არ ვიცი რა რექცია ექნება, რას იფიქრებს. არაფერი მაინტერესებს, მხოლოდ მისი ნახვა მინდა.მინდა ვიცოდე რომ კარგადაა. მაგრამ უკვე ვიცი რომ ეს ასე არაა.მხოლოდ მისი ნახვა მინდა, მხოლოდ ნახვა...
მოტოციკლი ორსართულიან,უზარმაზარ თეთრი სახლის წინ გავაჩერე.ნუთუ აქ მარტო ცხოვრობს?! ამხელა სახლში...
ზარი დავრეკე და გაღებას დაველოდე. როგორც მივხვდი მოახლემ გააღო. შუა ხნის ქალი იყო.
- რა გნებავთ შვილო?- ძალიან ტკბილი და თბილი ხმა ჰქონდა.
- გაბროს ნახვა მინდა, როგორც ვიცი აქ ცხოვრობს- ქალმა ინტერესიანი მზერა მომაპყრო- მე მისი შორეული მეგობარი ვარ.
- აჰ, შემოდით. ბოდიშით კარში რომ დაგაყუდეთ. გაბრო ოთახშია,ახლავე დავუძახებ.
- არ არის საჭირო, მე ავაკითხავ.
- კარგი შვილო, კიბეებზე რომ ახვალ, მარცნივ პირველი კარები. - თავი დავუკარი და კიბეებზე სვლა დავიწყე. გული ამოვარდნაზე მქონდა. მისი კარების წინ შევყონდი, მაგრამ მაინც შესვლა გადავწყვიტე.კარებზე დავაკაკუნე, მაგრამ პასუხი არ მომიბრუნდა.ისევ დავაკაკუნე... ისევ უპასუხოდ. კარები ღია აღმოჩნდა. ნელა შევაღე და ოთახს მოვავლე თვალი.არავინ იყო. ბალიშები იატაკზე ეყარა. სამუშაო მაგიდა არეული იყო.სააბაზანოს კარი ოდნავ ღია იყო, რაღაც ხმა ისმოდა.ის იყო, მის შიშველ ზურგს ვხედავდი, გული საგულეში ვეღარ ეტეოდა.კარი ნელა შევაღე, ვერ შეამჩნია. რაღაცას მთელი გულით ცდილობდა, მისი წამოძახილების მიხედვით ვერ ახერხებდა. მის ხელებს ვერ ვხედავდი, მაგრამ როცა მივუახლოვდი დავინახე ის რისიც მთელი კვირა მეშინოდა. მკლავზე ზოლტი ჰქონდა მოჭერილი, მეორე ხელში კი ნემსი ეჭირა. დამინახა... გაფართოებული თვალებით მიყურებდა. გული მეტკინა... მეტკინა მისი ჩასისხლიანებული თვალების დანახვისას.უცბად მივუახლოვდი, ნემსი გამოვართვი, უნიტაზში ჩავაგდე და ჩავრეცხე.მეშინოდა... მეშინოდა რომ ამაზე დამოკიდებული იქნებოდა, მიყვირებდა, დამარტყამდა.კარგად ვიცოდი ნარკოდამოკიდებულების ქცევები.მეშინოდა, მაგრამ ვიცოდი რომ ეს მისთვის უკეთესი იყო ამოტომ გავბედე.
- სესილი...- ჩაიჩურჩულა და ჩემსკენ გამოემართა. ადგილზე ვიყავი მიწებებული, არაფერი შემეძლო. მომიახლოვდა და ჩამეხუტა. ვგრძნობდი მისი გულის გამოტოვებულ ფეთქვას, მის ღრმა და ნერვიულ სუნთქვას. მეც შემოვხვიე ხელები და სახე მის ყელში ჩავრგე. მონატრებული სურნელი... გრილი და ამავდროულად ტკბილი სურნელი. ნელ-ნელა ჩავიკეცეთ. მის გვერდით ჩამოვჯექი, მიმიხუტა და თმებზე მოფერება დაიწყო.
- აქ არ უნდა მოსულიყავი- მითხრა და თავზე მაკოცა.
- მეც არ ვიცი ღირდა თუ არა აქ მოსვლა- ჩავიჩურჩულე და თვალები დავხუჭე
- როდის დაიწყე?
- ეს პირველი იყო.- გახარებულმა და ამავდროულად ეჭვშეპარულმა შევხედე თვალებში- მართლა. დიდი ხანია მაქვს. თავს ვიკავებდი, მაგრამ დღეს რთული დღე მქონდა და ვეღარ მოვითმინე.ღმერთმა შენი თავი გამომიგზავნა- ისევ თავზე მაკოცა.
- გაბრო... 8 წლის წინ...
- ჩშშ... არ გვინდა ამაზე ლაპარაკი
-მე მინდა!
- სესილი... გთხოვ მხოლოდ ჩამეხუტე. ოდესღაც მიხვდები ასე რატომ მოვიქეცი. ახლაც არ შეიძლება შენი ჩემთან ყოფნა, მაგრამ არ შემიძლია, ვერ გაგიშვებ, როცა ასე ახლოს ხარ. - ხელი მომკიდა და მის კალთაში მომათავსა. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. მისი თვალები ისევ ისეთი ღრმა იყო როგორც მაშინ, უფრო მეტადაც. უფრო მუქიც კი მომეჩვენა. ლოყაზე მომეფერა, ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადამატარა და ჩემსკენ გამოიწია. ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ძალიან ნაზად შეეხო. რამოდენიმე წამი ვერაფერს ვაკეთებდი, მაგრამ მალე გამოვფხიზლდი. მისი ბაგეების მოძრაობას ჩემიც შევუხამე. თმებში თითები შემიცურა და მომეფერა. ღრმად ვსუნთქავდით. რამოდენი წუთის შემდეგ უბრალოდ ერთმანეთს ჩავეხუტეთ. უბრალოდ?.. არა ეს ჩემთვის საუკეთესო წამები იყო. მთელი ღამე არცერთს მოგვეკარა ძილი. მთელი ღამე ვიჯექით და ერთმანეთს ნაზად ვეფერებოდით.



№1  offline წევრი anuki15

ძალიან პატარა თავი იყო :/ მაგრამ ძალიან კარგი <3

 


№2  offline წევრი CRAZY GIRL 2

anuki15
ძალიან პატარა თავი იყო :/ მაგრამ ძალიან კარგი <3

პრობლემები მაქ კომპიუტერთან დაკავშირებით და ვერ მოვახეხე დიდის დადება. შემდეგს როდის დავდებ ისიც არ ვიცი. მადლობა რომ კითხულობ heart_eyes

 


№3  offline წევრი anuki15

არაუშავს მთავარია ესეთი საყვარელი თავი იყო და ძალიან გამახარე <3
CRAZY GIRL 2
anuki15
ძალიან პატარა თავი იყო :/ მაგრამ ძალიან კარგი <3

პრობლემები მაქ კომპიუტერთან დაკავშირებით და ვერ მოვახეხე დიდის დადება. შემდეგს როდის დავდებ ისიც არ ვიცი. მადლობა რომ კითხულობ heart_eyes

 


№4  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Au ra kargi tavi iyo dzalian daigviane magram araushavs dzalian miyvars gabro miyvars dzalian da minda yvela dzvel megobari ertad shekribo da ise gaaxaliso mati cxovreba miyvarxar da gilocav axal wels bednierebas gisurveb
--------------------
M.D

 


№5 სტუმარი mtvaro svani

vaime guliii

 


№6  offline წევრი isterichka123

ვაუ დზან მაგარიაააა

 


№7 სტუმარი Mariami

ძალიან კარგი ისტორიაა, მომწონს მოვლენების განვითარება. გთხოვ მალე დადე, ძალიან არ გვალოდინო შენი ერთგული მკითხველები ❤

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

სიმართლე გითხრა უფრო მეტს ველოდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent