მკვდარი ისტორიამშვიდობით არა, მომავალ შეხვედრამდე! * * * ც _დიახ, გისმენთ…_უღიმღამოდ მიპასუხა ოპერატორმა. _აღმაშენებლის 23, მესამე სადარბაზო!_იმის გათალისწინებით რომ კბილებს გახეხვის პროცესში ვიყავი, შეძლებისდაგვარად, საკმაოდ გარკვევით ჩავძახე ტელეფონში. _5 წუთში ტაქსი ადგილზე იქნება…_ისევ უღიმღამოდ მითხრა და ყურმილი დაკიდა. ჰმ… ვინ იღებდა ასეთებს ნეტა სამსახურში?! მაგრამ საქართველოში ყველა ასეთია. პირიქით, მხიარული ხმით რომ მოგემსახურონ მაშინვე ეჭვი უნდა შეგეპაროს რომ ან ფარული კამერაა ან კიდევ გესიზმრება. ჩანთაში სასწრაფო წესით ჩავყარე მობილური, სატენი, საფულე, ყურსასმენები და კოსმეტიკის პატარა ჩანთა, ფეხზე ჩავიცვი, კურტკა შემოვიცვი, კაშნე გავიკეთე, ქერა, ხვეულ თმაზე ქუდი დავიხურე, გასაღებს ხელი დავავლე და კარი გამოვაღე. ის იყო ზღურბლზე უნდა გადამებიჯებინა რომ დავინახე როგორ ამორბოდა კიბეებზე, გულამოვარდნით ახალგაზრდა ბიჭი. _გამარჯობა!_ღიმილით მომახალა, თაფლისფერი თვალები შემომანათა და მოკლედ შეჭრილ, შავ თმაზე ხელი ნერვულად გადაისვა. მერე მეორე ხელი მკლავში მსტაცა და სახლში დაუპატიჟებლად შემოვარდა. _უკაცრავად?!_წარბები შევკარი და მისი ხელიდან უხეშად გავითავისუფელ თავი. _აივანი გაქვს?_ისე იკითხა ჩემთვის არც შემოუხედავს და პარალელურად კარი შიგნიდან რამდენჯერმე გადაკეტა. _რა აივანი? ახლავე მი…_სიტყვის დასრულება არ მაცადა და პირზე ხელი ამაფარა. _ნუ ყვირი, გთხოვ…_ჩურჩულით მითხრა და ჯიბიდან პატარა ჯაყვა ამოიღო._აივანი გაქვს?_ჩურჩულითვე იკითხა და ამჯერად ჯაყვა სახესთან ახლოს მოიტანა. მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და აკანკალებული ხელით საძინებლის კარისკენ მივანიშნე. _არ იყვირო, გთხოვ._მითრა და პირიდან ნელ-ნელა ჩამომაშორა ხელი._მანახე სად არის? ხმის ამოუღებლად გამოვაღე საძინებლის კარი, შემდეგ კი აივნის და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. _აბა, მშვიდობით!_ომახიანად წარმოთქვა, გამეკრიჭა და აივანზე გავიდა. ერთი წამიც არ იყო გასული, ისევ შემობრუნდა და დაკვირვებული თვალებით შემათალიერე. _რა გქვია?_მკითხა ისე თითქოს წამის წინ ყაჩაღურად არ შემოჭრილიყო ჩემს სახლში. _მეგი. _მეგი…_უცნაურად აუციმციმდა თვალები და ცალყბად გაეცინა._მომავალ შეხვედრამდე მეგი!_თვალი ჩამიკრა და ამჯერად საბოლოოდ გავიდა აივანზე. ცნობისმოყვარეობამ მძლია და ჩუმად მივუახლოვდი ცივი სიოსგან აცეკვებულ ფარდებს. დეკემბრის სუსხმა დაუბერა და ნესტოები გამიყინა. თვალი მოვკარი როგორ ისკუპა უცნობმა მესამე სართულიდან. ინსტიქტურად გული ამიჩქარდა და გარეთ გავვარდი. გაუმართლა იმ უბედურს რომ წინა ღამით დიდი თოვლი დაედო… ისე გაწოლილიყო თოვლზე თითქოს რბილ საწოლში იწვაო. მალევე წამოხტა ფეხზე, თოვლი ტანიდან ჩამოიფრთხა, კიდევ ერთხელ ამომხედა, ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და თავქუდმოგლეჯილი გაუჩინარდა ბინებს შორის. სახლში გაყინული და განრისხებული შემოვედი. აივნის კარი დავხურე თუ არა კარზე კაკუნი და ჩანთაში ტელეფონის ხმა ერთდროულად გაისმა. _ჯანდაბა!_ჩავილაპარაკე ჩემთვის. ტელეფონი ამოვიღე და კარისკენ გავემართე._გისმენთ!_ვუპასუხე ტელეფონს. _თქვენი ტაქსი ადგილზეა…_ისევ ის უღიმღამო ხმა. _გასაგებია…_მეც იმავე ტონით ვუპასუხე და ტელეფონი გავთიშე. კაკუნი არ წყდებოდა და უფრო და უფრო ძლიერდებოდა. _ვინ არის?_გავძახე და კარი გამოვაღე. _გამარჯობათ გოგონა, აქ ვინ… _გაგისხლტდათ!_წარბაწევით ვუთხარი და სადარბაზოში გავედი._შემოვარდა, დანით დამემუქრა და მერე აივნიდან გადახტა…_მშვიდად ავუხსენი წამის წინ მომხდარი და კარი ჩავკეტე. _საით წავიდა? _მეოცე კორპუსის უკან გავიდა, მერე აღარ ვიცი…_მხრები ავიჩეჩე და კიბეებს დავუყევი. კიბეები მძიმედ ჩავიარე, უკვე ვიცოდი რა დღეც დამადგებოდა სამსახურში და წინასწარ წამიხდა ხასიათი. ყველაფერი კი იმ იდიოტი უცნობის გამო… _________ თუ მოგწონთ გავაგრძელებ და შესაბამისად თავებიც უფრო დიდი იქნება. ასე ვთქვათ, ეს საცდელი თავია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.