შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

forever (I/1)


4-01-2017, 19:29
ავტორი ki si
ნანახია 1 516

პროლოგი
ადრე არასოდეს მიფიქრია რომ ზღაპრებს შეეძლოთ სინამდვილეში გადმოსვლა და ისე არევა მასში რომ ვეღარ გამერჩია რა იყო ნამდვილი და რა არარეალური, ამაზე მხოლოდ მაშინ დავფიქრდი როცა დეივიდი დავინახე ჩემს მიერ გადმოტრიალებული კარადის ქვეშ მოქცეული და დასისხლიანებული მაშინ დავფიქრდი-შევძლებდი კი მე ადამეიანებთან ერთად თანაცხოვრებას?
თავი პირველი (სიახლეები)
-როგორცკი ჩახვალ მაშინვე დამირეკე საყვარელო. ოოჰ, ღმერთო როგორ მომენატრები,-ჰანამ სიყვარულით შემომხედა და ჩემზე ჩაბღუჯული ხელით გადაჭრა აეროპორტის დიდი შენობა
-კარგი ჰანა ასე ნუ ღელავ ხშირად დაგირეკავ გპირდები,-ცრემლები მომეძალა და ჩავეხუტე,-ძალიან მომენატრები ჰანა
-აქ ხელი უნდა მოაწეროთ,-შეგვაწყვეტინა მინიატურული ზომის გოგონამ რომელსაც წკრიალა ხმა ჰქონდა.
მე ხელი მოვაწერე საბუთებს და ჩემი ბილეთები გამოვართვი მერე ისევ მივუბრუნდი ჰანას და მის შოკოლადისფერ ხელებს ვაკოცე რომელსაც სახეზე მისვამდა.
-5 წუთში მიფრინავს თქვენი თვითმფრინავი,-შემახსენა გოგონამ
-ჰანა ბავშვები მომეიკითხე
-აუცილებლად ჩემო სიცოცხლევ
ჰანას დავემშვიდობე და გასასვლელისკენ წავედი სანამ თვალს მივეფარებოდი კიდევ ერთხელ გავხედე ჰანას და ხელი დავუქნიე. ჰანა მე 17 წლის განმავლობაში მზრდიდა და ჰო, ის დედასავით იყო ჩემთვის ახლაც ფანაჯრაზე თავმიყრდნობილი ვფიქრობდი მასზე, ჩემს ოდნავ ამაყ დედაზე და მამაზე რომლებიც ახლა აფრიკაში ეხმარებოდნენ ხალხს. ისე ვამაყობდი მე ამით მაგრამ მაინც მტკიოდა გული რომ ამის გამო ოქსფორდის მიტოვება და მამაიდასთან ამერიკის წვიმიან შტატში მიწევდა გადასვლა იქ ყველაფერი დამხვდებოდა რაც მე მომწონს ინდიელები, ლეგენდები და საშიში ზღაპრები მაგრამ იქ არ იქნება დედა და მამა ამიტომ თავს ალბათ მარტო ვიგრძნობ.
თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედი გარეთ ქარი ქროდა. ოოჰ, ღმერთო როგორ მიყვარს ქარი. დერეფანს სწრაფად გავუყევი და მობილური მოვქექე ჩანთაში რომ მამიდასათვის მისამართი ზუსტად მეკითხა მაგრამ ამ დროს დავინახე იქვე მჯდარი ბიჭი, მას ფურცელი ეჭირა ჩემი სახელით გამიკვირდა მაგრამ ისვევ შევინახე მობილური, შარფი მოვიხსენი და მისკენ წავედი.
-გამარჯობა მგონი მე მელოდები,-ვუთხარი დაბნეულმა რადგან ამომხედა და უცნაურად მომაჩერდა
-ეს იმაზეა დამოკიდებული ხარ თუ არა შენ ელისონ გარსია,-ჯიბიდან ჩემი ბავშვობის სურათი ამოიღო და გვერდით დაიჭირა რომ შეედარებინა ჩემთვის
-მანდ პატარა ვარ ეს დაგარწმუნებს,-პირადობის მოწმობა რომელიც ჯერ კიდევ ხელში მეჭირა მივაწოდე. ბიჭს ლოყა დსაეჩხვლიტა და თავისი შავი თვალებით შემომხედა
-ანდრესი. ვერამ გამომგზავნა შენს წასაყვანად
-მადლობა,-გავყევი და მანქანაში სანამ ჩავჯდებოდი დიდიზე ამოვისუნთქე რადგან ღრუბლები უკვე სულს მიხუთავდა.
ირგვლივ მხოლოდ ხეები იყო კიდევ მინდვრის ყვავილები. ახლა ხომ მარტია გავიფიქრე და ფეხები სკამზე შემოვაწყვე რომ ჩავხუტებოდი საკუთარ თავს. ვერცკი გავიგე როგორ გავიარეთ ქალაქი და მის განაპირას პატარა სახლთან გავჩერდით და ანდრესს მანქანა რომ არ გაეჩერებინა ალბათ ვერცკი გავიგებდი რომ საერთოდ შენობა იყო სადმე რადგან მხოლოს ხეებს ვხედავდი ირგვლივ. აქ უხვად იყო ისეთივე პატარა სახლები როგორიც მამიდასი.
მამიდაჩემი სახლის წინ იდგა და მელოდა ანდრესმა კარი გამიღო და მეც მისკენ გავყევი ქვებით მოკიტზ....ლ ბილიკს. სახლი ისევ ისეთი იყო როგორც ადრე მამიდაც თითქოს არ შეცვლილიყო ის ისევ ტანმორჩილი შავგვრემალი ქალი იყო გულჩათხრობილი სახით და არაფრის მთქმელი ღიმილით
-მამიდა ვერა როგორ ხარ?-მამიდაჩემს ჩავეხუტე
-როგორ გაზრდილხარ ჩემო პატარავ,-მითხრა და გაიფიქრა "რა დავუშავე ჩემს ძმას მე ხომ არ შემიძლია თინეიჯერის გაგება"
-წამოდი ძვირფასო ოთახს გიჩვენებ მე უკვე შევიტანე იქ საჭმელი
-მადლობა,-მამიდას გავყევი და ის მომცრო ოთახში შემიძღვა რომელიც თავისი გემოვნებით გამოეცოცხლებინა კედლებზე ფერადი შპალერი გაეკრა, საწოლს მწვანე თეთრეული ეკრა და ფარდებიც რაღაც უცნაური მაგრამ მხიარული ფერის იყო
-იმედი მაქვს მოგეწინება
-ლამაზია მამიდა მადლობა,-ვუთხარი ღიმილით
ამოლაგება და თან ჭამა დავიწყე მამიდასთან ჩამოსვლას სწორედ ამიტომ დავთანხმდი ის არაა მომაბეზრებელი ქალი. ვიცოდი მკითახავდა როგორ ვარ და მორჩა გაიხურავდა კარს არავინ მიყვაებოდა მაგრამ ვიცოდი მას არც ისე დალხენილი ცხოვრება გამოევლო.
პირველი ღამე ჩემს ახლა სახლში მშვიდი აღმოჩნდა მაგრამ ამაინც მწყინდა მამიდას თავლებში წაკითხული, რადგან მე არ ვიყავი ტიპიური ტინეიჯერი და მას თავს არ მოვაბეზრებდი. მე ეს დავინახე-დავინახე რას ფიქრობდა მამიდა ჩემზე რადგან ეს იყო ჩემი უნარი რომელსაც ვერ ვხსნიდი და რომლის შესახებაც არავინ იცოდა რადგან არ მინდოდა ვინმეს გიჟი ვგონებოდი, თანაც არ მიყვარს ამ უნარის გამოყენება და სწორეედ ამიტომ არ ვუყურებ ხოლმე თვალებში არავის.
დილით რომ გავიღვიძე სახლში არავინ არ დამხვდა ვისაუზმე და სკოლისკენ წავედი. ფეხით მივუყვებოდი გზას და თან სული მეხუთებოდა. არა იმიტომ რომ მოვიწყინე არამედ იმიტომ რომ მარტო ვგრძნობდი თავს. სკოლის გზა არ ვიცოდი მაგრამ მივყვებოდი გზას იქეთ საითაც მანქანების უმეტესობა, ბოლოს როგორც იქნა მივაგენი სკოლას და ადმინისტრაციის შენობაში შევედი რომელიც გარეთ იდგა.
-გამარჯობა ძვირფასო,-ქალმა გულრწფელად გამიღიმა და ყველაფერი გამომკითხა რაც აინტერესებდა მერე ცხრილი და რაღაც ქაღალდები გადმომცა და წარმატება მისურვა.
პირველი ინგლისური მქონდა და გოგონა რომელიც დერეფანში შემხვდა და რომელსაც შარლოტა ერქვა ძალიან დამეხმარა. კლასში რომ შევედი ყველამ ყურადღებით ამათვალიერა მასწავლებელმა წიგნი გადმომცა და ჩემი ადგილი მიჩვენა თვითონ კი გაკვეთილის განხილვა განაგრძო მას ბავშვები თითქმის არ უსმენდა და ჩემს ჩხოვრებაშიც საკმაოდ ბევრი სიახლე იყო რომ ესეც ამეტანა.
-შენ ვერას ძმისწული ხარ?-მკითხა მაღალმა შავგვრემანმა ბიჭმა და ხელი გამომიწოდა,-ჩარლი ჰილი ვარ სასიამოვნოა
-ჩემთვისაც სასიამოვნოა ჩარლი
-რა გაკვეთილი გაქვს?
-ისტორია
-გინდა გაგაცილო?
-რათქმაუნდა მადლობა დახმარებისათავის
ჩარლი ბევს ლაპარაკობდა მაგრამ კარგი ადამიანი იყო მეც გულითადი მადლობა გადავუხადე და კლასში შევედი
-მის გარსია სადახართ აქამდე რახანია გელოდებით,-მასწავლებელი საყვედურით შემხვდა და წიგნი გამომიწოდა,-ბავშვებო ეს მის ელისონ გარსიაა გაიცანით,-ყველამ ხელი დამიქნია,-გვითხარი რამდენიმე სიტყვა შენს შესხებ
-კარგი მე,-დავიწყე ენის ბორძიკით,-როგორც თქვით ელისონი მქვია და აქ ოქსფორდიდან გადმოვედი ახლა კი იმედი მაქვს რომ დაჯდომის უფლებას მომცემთ სერ,-იშვიათად ვწითლდებოდი მაგრამ ახლა ლოყები საშინლად მიხურდა
-კარგი დაჯექი გვისმიენ და მალე დაგვეწევი,-თავისუფალი ადგილისკენ წავედი და დავჯექი
-კარგით 213-ე გვერდი გადაშალეთ,- მისტერ ერნსი ბავშვებს თავს უჭედავდა რაღაც ლეგენდებით მიუხედავად იმისა რომ მე მიყვარს ლეგენდები ეს მეტის მეტი იყო და "რა სისულელეა" მეთქი ჩავიბუტბუტე
-მისტერ ერნს მის გომესი ფიქრობს რომ რასაც გვიყუვებით სისულელეა,-თქვა ჩემს უკან მჯდომმა ბიჭმა მე გავხედე და ისევ გავწითლდი
-მართლა მის გარსია?-მკითხა მასწავლებელმა და ისე შემომხედა მეგონა თმებს დამაგლეჯდა,-მაშინ იქნებ თქვენ გვიამბოთ რაიმე ისეთი რაც სისულელე არაა
-მე ეს არ მითქვამს სერ. არა როგორ არა ვთქვი მაგრამ,-საშინლად დავიბენი და ანაზდად გავხედე მაბეზღარას რომელიც ისეთი ზიზღით მიყურებდა მეგონა დამგლეჯდა
-იცით რას გეტყვი შენ საერთოდ არ უნდა იყო აქ დაბრუნდი უკან შენს ოქსფოდში და ისინი გაანადგურე კარგი?-მკითხა და დაელვებული თვალები რომ ამარიდა გარეთ გაიქცა
ჩემს სკამზე დავჯექი და ცრემლები ჩუმად მოვიწმინდე ზარის ლოდინში გავირინდე და სანამ ოთახიდან ყველა არ გავიდა არ ავმდარვარ
-ელის წამოდი ლამჩზე მივდივართ,-ჩარლი და შარლოტა მადგა თავზე მათ ამაყენეს და თავისთან წამიყვანეს.
ლანჩის რიგი მალე მიიწევდა წინ და ჩვენი რიგიც მალე დადგა არ მშიოდა ამიტომ წყალი ავიღე და მაგიდისკენ წავედი. მათ მაგიდაზე კიდევ რამდენიმე ბავშვი იჯდა ლეა, სემი და ბენი რომლებმაც სიამოვნებით გასწიეს თავიანთი სკამები რომ მეც დავმჯდარიყავი.
ვცდილობდი მომესმინა საუბრისთავის რომელიც ჩემი მაგისიდ წევრებს ჰქონდათ გამართული მაგრამ თავს ვერ ვატანდი ძალას მოულოდნელად ლანჩის რიგში ის ბიჭი დავინახე რომელზეც ვბრაზობდი. ის თავის გიგანტ მეგობრებთან ერთად მიდიოდა მაგიდისკენ მის თანმხლებ ორ ბიჭს კისერზე გოგონები ჩამოეკიდნენ და დასხდნენ
-ესენი ვინ არაიან?-ვიკითხე და ჩემს უკვე მტერს თვალი თავლეში გავუყარე ის წარმოუდგენელი ზიზიღით შემომცქეროდა
-ესენი კალათბურთის გუნდის ყოფილი წევრები არაინ მარჯვნივ კალენი შუაში დეივიდ მარკესი და მარცხნივ რიკ მონტანა მათი გოგონები გულშემატკივართა გუნდში არაინ მარტოხელა ბიჭისთავის კი როგორც ჩანს არ მოიძებნა შესაფერისი გოგო. მას არ მოსწონს არც ჩვნსავით უსისცოცხლო თეთრი არსებები და არც გარუჯული გოგონები როგორც მის მეგობრებს,-შარლოტმა ჩვენსა და იმ გოოგნებს შორის სხვაობას ზუსტად გაუსვა ხაზი და ამაზე ცოტათი გამეცინა
-ჰო დეივიდ მარკესს მგონი ინდიელი ოგონები უფრო მოსწონს მსმენია ადრე ინდიელი გოგონა უყვარდა და მერე რაღაც გაურკვევული მოხდაო,-დაამატა ლეამ როოლელიც თავადაც ინდიელი იყო და ის ისეთი შენასნიშნავი რომ ყველა მამაკაცის იბრწინებდა მის გვერდით.
ბოლო გაკვეთილი ფიზკულტურა მქონდა და მის შემდეგ ისევ სწარფად წამოვედი სახლში მაგრამ გზაში შარლოტა და სემი დამეწია და მათ მიმიყვანეს.
სახლშI რომ მივედი ვერა ისევ სამსახურში იყო ამიტომ სკოლის ფორმა გამოვიცვალე ჯინსები ჩავიცვი და სასეირნოდ წავდი ტყეში. მე მალე ვიპოვე არაჩვეულებრივი ადგილი ტყის შუაგულში და მივწექი, ძილისპირული რომელიც ყოველ ღამით მაძინებდა ჩაირთო ჩემს გონებაში და მეც დამეძინა მაგრამ რატომღაც გონებაში ჩამრჩა დიდი ბეწვიანი ცხოველი რომელიც არ ვიცი რა იყო მაგრამ ამის დანახვის შემდეგ გონება ისევ დავკარგე. ახლა არ ვიცოდი მეძინა თუ გონი მქოონადა დაკარგული მაგრამა ყველაფერი საშინლად მტკიოდა.
..........
რაღაც ახალი მინდა რომ ვცადო მაინტერესებს თქვენი აზრი გავაგძელო? <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent