ნოემბრის 13 (თავი 2)
მშობელი... დედა და მამა! ეს ხომ ის ორი ანგელოზია რომელიც გვინდა მთელი ცხოვრება გვერდით გვყავდეს.. თუმცა რას ვაკეთებთ ამისთვის? თავის დროზე არ ვაფასებთ მათ... მერე კი ვნანობთ ამ ყველაფერს. სასახელო შვილები უნდა ვიზრდებოდეთ თუმცა ამის მაგივრად?! უბრალოდ ისე მიდიან ამ ქვეყნიდან რომ ვერ ასწრებენ ჩვენი ბედნიერების ყურებას. ყველაფერს აკეთებენ რომ უზრუნველყოფილი და ბედნიერი ცხოვრება გვქონდეს... უნდათ ვიყოთ წარმატებული ადამიანები. დედაჩემსაც და მამაჩემსაც ეს უნდოდათ. 23 წელი მზრდიდნენ და გვერდში მედგნენ თუმცა ამ 23 წლის განმავლობაში უბედურების მეტი არაფერი დაუნახავთ ჩემში... ხან რა ხდებოდა, ხან კი რა! ავარიამ კი საბოლოოდ გაგვანადგურა მეც.. და ისინიც! ზუსტად ერთი წლის წინ მოხდა ის კატასტროფა, რომელმაც შეიწირა ჩემი მშობლები... ქორწილში იყვნენ და როცა სახლში უნდა დაბრუნებულიყვნენ მამა საჭესთან არ დაჯდა იქიდან გამომდინარე, რომ დალია.. ზომიერად, მაგრამ მაინც დალია! ტაქსით წამოვიდნენ თუმცა.. მაინც მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო... დედა 43 ხოლო მამა 44 წლის იყო.. სიკვდილისთვის ეს ხომ მცირე ასაკია?! თუმცა ვფიქრობ სიკვდილისთვის ყველა პატარაა! 23 წლის განმავლობაში გვერდში მედგნენ და თვალებში შემომცქეროდნენ ახლა კი უბრალოდ ზეციდან დამყურებენ!.. ეს ის დრო იყო როცა ქალაქში ერთდროულად ორი ხმა ავარდა... 1. "ქეთი ახვლედიანს მშობლები გარდაეცვალა!" და... 2. "დემეტრე მაჩაბელმა ცოლი მოიყვანა!" მეზიზღებოდა ის დრო, ის წუთები და წამები.. რომლებიც უბედურების მოტანის გარდა არაფერს აკეთებდნენ ჩემთვის. წამიერადაც კი არ ვყოფილვარ ბედნიერი. იმის მერე ალბათ რამოდენიმეჯერ თუ გავიღიმე. მაშინ როცა გავიგე, რომ ჩემი დაქალი, მარიამ ბურდული გათხოვებას აპირებდა... როცა გიორგი ჩიქოვანმა სიყვარული ამიხსნა და ახლა... როცა გავაცნობიერე, რომ დემეტრე მაჩაბელი ჩემს გვერდით იჯდა! ბოლო ორი წელი იყო იმაზე საშინელება, ვიდრე შეიძლებოდა რომ ყოფილიყო... ც კი მინდოდა. თუმცა ამით რა... რას გამოვასწორებდი იმის გარდა რომ თბილისში კიდევ ერთი ამბავი გავრცელდებოდა - "მოცეკვავე ქეთი ახვლედიანი გარდაიცვალა!".. 19 წელია ვცეკვავ! ამით ვირჩენ თავს.. კიდევ იმით ვარ ბედნიერი რომ გვერდით მარიამი მყავს.. აქამდე იმითაც უნდა ვყოფილიყავი ბედნიერი რომ გიორგის ვუყვარდი, მაგრამ დღეს გავიგე რომ ეს ტყუილი ცხოვრება იყო.. მთელი ცხოვრება ხომ ილუზიაა.. ის წამებიც რომლებიც მგონია რომ ბედნიერებისაგან შედგება, სინამდვილეში უბრალოდ წარმოსახვის ნაწილია! ჩემთვის არ არსებობს არც ოცნების ასრულება, არც ბედნიერება, არც სიმართლე და უკვე აღარც სიცოცხლე! სიცოცხლე, რომელიც მიწაზე იწყება და ზეცაში გრძელდება... ჩემთვის ყოველი წამი, რომელსაც ღიმილი ალამაზებს, უბრალოდ უბედურების გვერდით დგას, რომელიც ცრემლებისა და ტკივილისაგან შედგება! -გამარჯობა! -უამრავი წუთის გასვლის შემდეგ წარმოვთქვი ისე, რომ ყველანაირად ვეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა და ისევ მიმართულების განუსაზღვრელად წარვმართე ჩემი მზერა. -ქეთი... -ვერ ვიგებდი რა უნდოდა.. არ იცოდა რა უნდა ეთქვა თუ უბრალოდ ჩემი სახელის რამოდენიმეჯერ განმეორება სიმშვიდეს ჰგვრიდა? -დემეტრე! -მე კი ნამდვილად ვიცოდი რომ ამის თქმა ისევ ორი წლის წინანდელ წამებში მაბრუნებდა... -რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს... -კითხვას მისვამ?! -მშვიდად შევაწყვეტინე მას და ვეცადე ყველანაირ სიტუაციაში უცბად გავრკვეულიყავი, თუმცა უშედეგოდ... -არანაირად! -დაასკვნა მან და წინ წაიწია, თავი ჩემკენ შემოატრიალა და დაჟინებით და თითქოს თავისდაუნებურად მომაცქერდა... -აბა რა ხდება?! -ჩემს ტონში უბრალოდ სიცივე იგრძნობოდა. ოღონდ ეს შეგნებულად არ ხდებოდა. უბრალოდ ახლა, ამ მომენტში ვერაფერს ვაკონტროლებდი გარდა ცრემლების შეკავებისა.. -თბილისს დაუბრუნდი?! -ახალი შეკითხვა დავუმატე პასუხგაუცემელი კითხვების კორიანტელს ჩემს გონებაში. თან არ ვიცი რას ველოდი ამ კითხვის პასუხში. ნუთუ უბრალოდ ის მინდოდა რომ სხვა ვარიანტი შემოეთავაზებინა?! ველოდი რომ ეთქვა შენ დაგიბრუნდიო?! ჩემი ფიქრების გაცნობიერებაზე ჩემდაუნებურად ირონიულად გამეღიმა... -რა გაცინებს?! -ღიმილითვე გაიკვირვა მან. თუმცა დარწმუნებული ვიყავი რომ ამ ღიმილის მნიშვნელობას ვერც კი ხვდებოდა, ან უბრალოდ არ უნდოდა რომ მიმხვდარიყო. კიდევ ერთხელ დავუშვი რომ მარცხნივ გამეხედა.. ზუსტად ის წამი წარმომიდგა თვალწინ, ორი წლის წინ ტბასთან ასე გვერდიგვერდ რომ ვისხედით და ვლაპარაკობდით. მშვიდად.. ძალიან მშვიდად! მისი ღიმილი აღვიქვი და დავდნი ისე, როგორც მაშინ ვდნებოდი... ნამდვილად დავუშვი დავრწმუნებულიყავი რომ დემეტრე მაჩაბელი მომენატრა!.. მომენატრა და არც ვფიქრობ რომ ეს არასწორია.. -არ ვიცინი -ვუთხარი ისე თითქოს ჩემი სათქმელი არ დამისრულებია.. -ვნანობ! -იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო. ნერვიულად ისწორებდა თმას. -მეც.. თან იცი რამდენ რამეს?! -არ ვიცი ამით რას ვცდილობდი. ნუთუ დიალოგი ჩემს პრობლემებზე გადამყავდა?! -მაინც რას.. -არც თუ ისე მნიშვნელოვნად ჩამაცივდა ის.. -თითოეულ ნაბიჯს, რაც კი ოდესმე გადამიდგამს.. -სწრაფად ვუპასუხე. -არ მინდოდა ამ კითხვის დასმა აუცილებელი ყოფილიყო.. ჩემს გაცნობასაც?! -კარგი პასუხის მოლოდინში შემომხედა მან და პასუხს დაელოდა. -არ მინდა ასე იყოს მაგრამ ვფიქრობ საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ ამაზე დაფიქრება. კი.. ვნანობ! -ყველანაირად ვეცადე ჩემი ნათქვამი არ მენანა. -ვწუხვარ.. -არ ვუყურებდი მაგრამ მაინც შევნიშნე თავი როგორ დახარა. -რაზე წუხარ დემეტრე?! -ამჯერად ნერვები ვერ მოვთოკე. საყვედურით და ოდნავ ხმამაღალი ტონით წამოვროშე. -ყველაფერზე.. -ფეხს ნერვიულად ათამაშებდა.. -და რას ნანობ?! -ერთი წუთის წინ ნათქვამ წინადადებას მივუბრუნდი. -ყველაფერს.. -შენც?! -ისევ გამეღიმა. -მეც! -მაშინ ისე არ უნდა მოქცეულიყავი რომ მერე გენანა.. -აქედან წასვლასაც ვნანობ! -დამწუხრებული სახე მიიღო. -აქედან?! -წარბების აზიდვით მივმართე. -ჰოო შენგან.. -უცბად გამომხედა და მისი მზერა ჩემს თვალებს მიეყინა! მეც გავიყინე და ჩემი სხეულიც.. -ვფიქრობ უკვე გვიანია ამ თემაზე ლაპარაკი... -რამოდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ვეცადე ეს დიალოგი დამესრულებინა, თუმცა ყველაზე ნაკლებად ეს მინდოდა. -რატომ?! -ხმაში ეტყობოდა რომ თავის თავზე იყო გაბრაზებული.. -შენ ცოლი გყავს!.. -მის თითზე ბეჭედს დავხედე. -აღარ მყავს! -ეს თქვა, ბეჭედი სწრაფად მოიხსნა და ჯიბეში უმნიშვნელოდ მოათავსა.. -და არც უნდა მყოლოდა! -სწრაფად დაასრულა თავისი სათქმელი, საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო და ჩემკენ უფრო ახლოს მოიწია... ნაცნობმა სურნელმა უსასრულობაში ჩამძირა! ვცდილობ კარგი იყოს და მთელ გულსა და სულს ვდებ ამის წერაში მინდა რომ მოგწონდეთ ეს ისტორია და მისი კითხვა გსიამოვნებდეთ. ჯერჯერობით 21 თავი მაქვს დაწერილი და ნელ-ნელა დავწერ დანარჩენ თავებსაც. ყოველდღე დავდებ ხოლმე მმაგრამ მინდა რომ შეაფასოთ. გავაგრძელო დადება საერთოდ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.