შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

forever (I/2)


5-01-2017, 01:21
ავტორი ki si
ნანახია 1 401

თავი მეორე (დეივიდი)
ის რაც ბოლოს დამამახსოვრდა იყო ჰაერის ნაკადი რომელმაც თავზე გადამიქროლა შემდეგ ის ცხოველი და მისი მეტყველი თითქოს ადამიანური თვალები და გონება დავკარგე. არ ვიცოდი ღამე იყო თუ არა მაგრამ ცხადია ამ ძილის დროს პირვილეად დამესიზმრა სიზმარი რომელიც მტანჯავდა მაგრამ ამავედროს ისიეთი სასიამოვნო იყო რომ თვალის გახელა არ მინდოდა. მესიზმრა ის მინდორი რომელიც ვნახე: ზაფხულის ღამე იყო თანაც ისეთი მშვიდი რომ გარეთ სასიამოვნო სიოც უბერავდა მე ვიდექი იმ ცხოველის წინ და თითქოს მონადირეს რომელიც არ ჩანდა წინ ვეღობებოდი რომ ვერაფერი დაეშავებინა მისთვის.
თვალებში სინათლე ჩამეღვარა და გამეღვიძა აშკარა იყო რომ საავადმყოფოში ვიყავი მშვენიერია მე ხომ მხოლოდ გუშინ ჩამოვედი აქ და აი უკვე საავადმყოფოშიც მოვხვდი მამიდა მომკლავს
-უკვე გაიღვიძე,-მკითხა მედდამ სახელად როუზი და გამიღიმა
-ჰო, რამოხდა?
-არაფერი ძვირფასო რაღაც ცხოველმა შეგაშინა და გული წაგივიდა, სიცხე გაქვს ალბათ იმიტომ რომ მიწაზე იწექი ანდრესმა მოგიყვანა ცოტახნის წინ
-იცით მე უბრალოდ ჩამეძინა ცხოველი კარგად ვერც დავინახე. რა ცხოველი იყო?
-არვიცი ძვირფასო ანდრესმა ესროლა და თუ გაგვიმართლა აღარავის შეაწუხებს
-მაპატიეთ ისევ უნდა დავიძინო
-რათქმაუნდა დაისვენე,-სინამდვილეში სულაც არ მეძინებოდა მაგრამ ეს ქალი ზედმეტად მზრუნველი იყო და თანაც გამუდმებით თვალებში მიყურებდა რაც არ მსიამოვნებდა რადგან უკვე გავიგე მისი ქმრის, ნათესავების, შვეილების სახელები და ისიც რომ მის დსედამთილს დიდად არ მოსწონდა. ყველაფრის მიუხედავად ბურანში ვიყავი და ამიტომ თავიდანვე კარგად ვერ დავინახე ვიღაც ვინც თავზე მადგა და მაკვირდებოდა თველები დავახამხამე და ნელ-ნელა ისევ დამიბრუნდა მხედველობა
-შენ?-თავთან დეივიდ მარკესი მედგა და დამყურებდა
-გაგიმარჯოს,-იდიოტი, ხეპრე ნეტავ შემეძლოს კარგად გავლანძღო-გავიფიქრე და ისე მივაშტერდი წესით უნდა შერცხვენოდა მაგრამ სულაც არა და კიდევ ერთი უცნაურობა მე ვერ ვხედავდი მის ფიქრებს არადა ეს ძალიან მინდოდა
-აქ რაგინდა? ისევ უნდა დამამაცირო?
-არა ბოდიშის მოსახდელად მოვედი ცუდი დილა მქონდა
-იმედია ცუდი დილა აღარ გექნება მისტერ ერნსის გაკვეთილის დღეებში,-მართალაი ჩემს სახეს ვერ ვხდედავდი მაგრამ ვიცოდი რომ უკმაყოფილო ბუზს ვგავდი
-მისმინე მე რაღაც ვერ გავიგე კარგად და ამიტომ მოვიქეცი ასე საერთოდ ასე არ ვიქცევი ხოლმე
-ჰოო, აბა როგორ იქცევი?
-მისმინე უბრალოდ მაპატიე კარგი?-სახე დაეკრუნჩხა და მუცელზე დაიდო ხელი
-რა გჭირს?-ვკითხე მაგრამ მაინც ვბრაზობდი მასზე
-არაფერია დამჭრეს
-რაა მერე აქ რას აკეთებ? გინდა ესეც მე დამბრალდეს? არა გაეთრიე აქედან,-გაეცინა და ხელით მანიშნა გავწეულიყავი მერე ჩემს საწოლზე ჩამოჯდა
-უბრალოდ მინდოდა მეკითხა როგორ ხარ
-დაჭრილი შენ ხარ,-რაღაც მიზეზით მასზე ვერ ვბრაზდებოდი თანაც მისი ხელი რომელიც წამით მომედო ისეთი ცხელი იყო რომ მარტის ცივ დღეს ძალიან მესიამოვნა
-მალე გამივლის აი ნახავ ორ დღეში სახლში ვიქნები,- პერანგი გასწია და მე დავინხე ნახევრად შეხორცებული ჭრილობა რომელიც მუცელზე ჰქონდა
-ეს შესაძლებელია?-ვკითხე დაეჭვებულმა
-ახლა ასე მოვიქცეთ ლისი დაიძინე კარგი?
-ლისი?-წარბი ავწიე და მივაშტერდი ჩემთვის არასოდეს არავის დაუძახია ასე უცნაურად ნუ ეს არც ისე უცნაური იყო მაგრამ ჩვენს ოჯახში ყველა ცდილობდა დედას წესებს დამორჩილებოდა და დარბაისლურად მოქცეულიყო
-ჰო შენი სახელი ცოტა არი იყოს ძველმოდურია
-მართლა? და შენი მეგობრების სახელი მოდაშია არა?-ისევ გაიცინა
-დაიძინე,-ჩემი ძილისპირული ეთანხმებოდა მას და მომენტალურად გაისმა ჩემს ყურებში და ისევ ჩამეძინა.
-რა დავუშავე ასეთი ჩემს ძმას?-მამიდა თავთან მეჯდა და შეწუხებული დამყურებდა
-მამიდა მაპატიე მე..
-გეყოფა საყვარელო არ ვბრაზობ,-შემაწყვეტინა მან მაგრამ ვაი რომ ეს ტყუილი იყო ის ნილოსში მახრჩრობდა
-კარიგი ვერა იქნებ სჯობს სახლში წავიყვანოთ რას იტყვი?-მამიდამ ანდრესს თავი დაუქნი და წამოდგა ანდრესმა მე თვალი ჩამიკრა და წამოდგომაში მომეხმარა.
საღამოს საკმაოდ ციოდა მე საწოლში მოვიკალათე და ფანჯარა ოდნავ გამოვაღე რომ ოთახში საღამოს სასიამოვნ სუსხი შემოსულიყო არ მეძინებოდა. მე ხშირად მაწუხებს უძილობა მაგრამ ეს პრობლემა არაა დილით სულაც არ ვგავარ ლოთს.
-გამარჯობა,-დეივიდ მარკესი ჩემს ოთახში ოდნავ ხმაურით შემოხტა და ყურებამდე გამიღიმა
-შენ რა გაგიჟდი?
-არა ჩემი შეცდომის გამოსწორება მინდა ამიტომ მოსაკითხად შემოგიარე.
-კარგად ვარ,-ძალიან შემაშინა მისმა სტუმრობამ რადგან ანდრესი მამიდას სახლის უკან ტყეში ცხოვრობდა და მეშინოდა რომ მას დაინახავდა
-კარგი მე წავალ მაგრამ მინდა ვიცოდე რომ ჩემზე აღარ ბრაზობ,-თითქოს მიმიხვდა რასაც ვფიქრობდი და ისევ ფანჯარაში გადაჯდა
-მინდა ვიცოდე რატომ გააკეთე იმ დღეს ეს რატომ უთხარი ერნსს ჩემი სისულელე?
-იმედი მაქვს ერთ დღეს მოგიყვები მაგრამ ახლა ამის საჭიროება არაა მინდა იცოდე რომ... ნახვამდის,-ისევ გაიღიმა და გადახტა.
რა არის ეს? მე მშვიდად ვცხოვრობდი ოქსფორდში იქ არ იყო ამდენი ჩემით დაინტერესებული ხალხი და შეუმჩნევლად თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობდი ამის გამო.
მომდევნო ერთი კვირა საკმაოდ მშვიდი იყო ჩემს ახალ სახლში და ცოტათი მსიამოვნებდა ეს არა ვის ვატყუებ ეს ძალიან მსიამოვნებდა მაგრამ ყველაფერი სასიამოვნო ოდესღაც მთავრდება ან უფრო სასიამოვნო ხდება ხოლმე.
-საით გაგიწევია ლისი?-შემოვბრუნდი და მარკესი დავინახე ცხენით ეს ცოტათი სასაცილოა მაგრაამ ის ჰგავდა კარლოსს "თეთრი ბელაიდიდან"
-ისტორიის კლასში,-ვთქვი გესლიანად-თვალები გადაატრიალა
-მეგონა შევთანხმდით თანაც ჯერ ძალიან ადრეა
-ვიცი მაგრამ სახლში ვერ გავჩერდი,-ვაღიარე
-კარგი წამოდი გამოვიცვლი და მე წაგიყვან სკოლაში ამით იქნებ დანაშაულიც გამოვისყიდო რას იტყვი?-გამომცდელად შევხედე სახეზე კეთილი ღიმილი დასთამაშებდა თანაც გზიდან ვერას მანქანის ხმა ისმოდა და დავთანხმდი. ის გადმოიხარა
-ხელებზე მომკიდე ხელი,-მითხრა და წელით დამიჭირა შევასრულე მისი ბრძანება და ორ წუთში ტყეში აღმოვჩნდი დეივიდის მშვიდი და თანაბარი სუნთქვა მესმოდა და ამის გამო კიდევ უფრო ძლიერად მიცემდა გული
-საოცარია,-ვთქვი ჩემთვის მაგრამ რა საკვირველია მან მაინც გაიგონა,-აქ ყველაფერი პიველად ხდება
-რას გულისხმობ?
-მე არასოდეს ამჩქარებია გული, არ გავწითლებულვარ და არ მინახავს სიზმარი
-ვფიქტრობ რამდენიმე მათგანში დამნაშავე ვარ
-ნამდვილად.
-კარგი ესეც ჩემი სახლი,- ბილიკის ბოლოს მოჩანდა მომცრო სახლი რომლის წინაც მართლაც რომ მშვენიერი ქალი იდგა. აქაც ისევე როგორც მამიდას სახლის ირგვლივ უხვად იყო მსგავსი სახლები აქ ყველაზე მეტად ის მომწონდა რომ არავინ იყო განსხვავებული ფინანსური თვალსაზრისით და ზოგჯერ მეგონა რომ ეს არც აწუხებდა მათ.
მე გავიცანი დეივიდის მამა ბილი და დედა კეიტი. კეიტი სასიამოვნო ქალი აღმოჩნდა და თავისთან კიდევ მიმიპატიჟა რაც შეეხება ბილის იყო მასში რაღაც დეივიდის მსგავსი ისიც ზუსტად ისე მიყურებდა როგორც მისი შვილი ადრე.
-მე მზად ვარ,-კარში დეივიდი გამოჩნდა და მეც მანქანისკენ გავწიე
-შენი მეგობრები?-ვიკითხე როცა დავინახე რომ ისინი უცნაურად მიყურებდნენ კიდევ მანამდე შევამჩნიე რომ ისინიც იმ ჯიპით დადიოდნენ ხოლმე რომელშიც ახლა მე ვიჯექი
-კალენს მოუწევს თავისი მერსედესის გამოყვანა ფარეხიდან,-დეივიდმა ჩემს მზერას გააყოლა თვალი და თვითონაც შეხვდა თავისი მეგობრბის არამეგობრულ მზერას
-მათზე არ იდარდო იდიოტები არიან
-რატომ ვერ მიტანენ?-ამ კითხვამ ცოტათი გააბრაზა მაგრამ არ შეიმჩნია
-არ ვიცი ისინი ვერ ხედავენ იმას რასაც მე,-ჩაილაპარაკა
-და რას ხედავ შენ?
-უბრალო, დაბნეულ და მარტო დარჩენილ გოგონას რომელსაც უჭირს,-გვერდულად გავუღიმე და ფანჯარაში გავიხედე არ იყო იმის დამალვა საჭირო რომ მარკესს უკვე ვაპატიე და ახლა ახალ ეტაპზე გადავდიოდი.
ერთი თვის შემდეგ ჩვენ ისევ ვისხედით მის მანქანაში და მე ისევ იმაზე ვწუწუნებდი რომ მის მეგობრებს არ მოვწონდი რადგან ეს ჩემთვის უსიამოვნო იყო
-ლისი შემომხედე,-ბრძანა მან. მეც შევხედე მე არ ვიყავი მიჩვეული იმათთან ურჩობას ვინც მიყვარდა,-მე შენ მიყვარხარ უნდა ეს ჩემს მეგობრებს თუ არა. ეს ასეა და შეეგუეა ამას მე მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში იყო და სანამ ეს შენც გინდა მე არსად არ წავალ და კალენის გაუტეხავი მზერა ვერაფერს ვერ შეცვლის.
-ჩვენ ერთად მოვერევით არა?-ვკითხე ღიმილით
-რათქმაუნდა,-მანაც გამიღიმა სახეზე ხელი გადამისვა და ისევ საქარე მინაში გაიხედა.
დეივიდმა რამდენიმე კვირით ადრე სწორედ ასე უცერემონიოდ მითხრა რომ ვუყუვარდი. მოკლედ ეს ასე მოხდა მე დავიჩემე რომ მინდოდა ჯირითი მესწავლა და დავპირდი, სანაცვლოდ გეოგრაფიაში დაგეხმარები მეთქი მაშინ ჩვენ უკვე კარგი მეგობრები ვიყავით. გათამამებულმა იმით რომ ჰიუბერტმა არ გადმომაგდო მესამე გაკვეთილზე დაგავწყვიტე ცოტათი ამეჩქარებინა ცხენი მაგრამ მოულოდნელად ის რაღაცამ დააფრთხო უკანა ფეხებზე შედგა და ქვეშ მომიქცია, სასწრაფოდ გავუშვი ხელები და ცალი ფეხიც ამოვწიე უზანგიდან მაგრამ მეორე ჩამრჩა უზანგში და შეშინებულმა ცხენმა გამათრია, მერე ისევ დამეცა ზედ და ლამის გამსრისა. დეივიდი სწრაფად მოვიდა ცხენი ააყენა და დამაცქერდა მიუხედავად იმისა რომ გონება არ დამიკარგავს ვერც ვსუნთქავდი და ვერც ვაზროვნებდი
-ლისი კარგად ხარ?-მკითხა ძალიან შეშინებული სახე ჰქონდა მე პასუხის გაცემა ვერ მოვახერხე
-ლისი,- ამჯერად ამიყვანა და შემანჯღრია
-კარგად ვარ,-ამოვთქვი ძლივს ეს რომ არ გამეკეთებინა მთლად დავკარგავდი აზრს
-ღმერთო როგორ შემაშინე აღარ გაბედო ასე მოქცევა მიყავრხარ სულელო
-ბოლო სიტყვები მომესმა?
-არა არ მოგესმა,-თავი მომაშორებინა თავისი მკერდიდან და თავლებში ჩამაცქერდა
-მეც მიყვარხარ დეივიდ,-ვუთხარი და ბავშვურად დავიმალე ისევ მის მკერდში.

-ლისი რაზე ფიქრობ?-ფიქრებიდან რომ გამოვერკვიე უკვე სკოლის წინ ვიდექით
-არაფერზე რაღაც მომაგონდა
-კარგი წავედით თორემ დავიგვიანებთ,- მანქანიდან გადმოვედით და ხელიხელჩაკიდებულები წავედით შენობისკენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent