შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი (თავი 4)


5-01-2017, 14:59
ავტორი Salivan
ნანახია 3 103

- ბატონ თორნიკეს ვახლავარ- გაყვირის თეატრალურად და ქარიშხალივით დაქრის ოთახში.- როგორ მომნატრებიხარ ბიჭოოო, რომ დაგინახე მერე მივხვდი- როხროხებს ხმამაღლა და ჩვენს შორის ეკვეხება. მე ხელის ჩამოურთმევლად ვიხევ უკან და საკუთარ ნივთებს ვკრებ.- შეცვლილხარ თოკუნაა, დაკაცებულხარ და გასიმპატიურებულხარ. ამხელა დაგტოვე ბიჭოოო- ხელით მხრებამდე აჩვენებს- და კაცი დამხვდი. გენაცვალოს ლევანი ბიძია. - ორივე ხელა შლის და გულში იხუტებს ბატ.თორნიკეს. აშკარაა დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. თორნიკე დინჯად ურტყამს ხელს ბეჭზე და ნელა შორდება. თვალებში მიყურებს და უხერხულად იღიმის. " რა კარგი პიროვნებაა, თვალებითაც მიხვდები" აღფრთოვანებული შევყურებ მას. ამ დროს კი აროხროხებული სტუმარი თორნიკეს მზერას აყოლებს თვალს და ჩემსკენ ბრუნდება. წამით იოცებს მერე კი მე ვრჩები გაოცებული. საშინლად მეცნობა, აი ისე ძალიან რომ მისი სახელი ენაზე მადგას მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ ვინ შეიძლება იყოს ან სად გავიცანი. სახეზე უფრო თვალები მეცნობა. ულამაზესი და ცბიერი თვალები აქვს. თითქოს მელას უგავს. რაღაც არასასიამოვნო შეგრძნება მიპყრობს და გონრბა წამში მიგზავნის გამაფრთხილებელ სიგნალებს. ეს კაცი არ მომწონს, კი არადა მაშინებს. - ოჰოო, ეს ულამაზესი გოგონა ვინ არის?- ეკითხება თორნიკეს და მთელი ტანით ბრუნდება ჩემსკენ. ესენი რა შეთანხმდნენ თუ რა უბედურებაა ეს გოგონა?! ვღიზიანდები და არც ვმალავ.- არაა, ულამაზესი კი არა დამამუნჯებელი და თავბრუდამხვევი- ნაბიჯს დგამს ჩემსკენ და თორნიკეც ცოცხლდება.
- ლევან ეს ქა...- ხელის აწევით აჩუმებს ლევანი მას.
- თუ შეიძლება მადროვეთ ბატ.თორნიკე. თავად დავდებ ამ პატივს საკუთარ თავს და წარგიდგებით თქვენო მშვენიერებავ და ქალურობავ.- თავს მიკრავს და ქვემოდან ღიმილით შემომყურებს."ჯამბაზი" ვნათლავ გინებაში და წასასვლელად ვემზადები. არ მომწონს ეს ადამიანი.
- თქვენი მონა-მორჩილი ლევან ბახტაძე- ხელა მიწვდის და ცბიერად მიღიმის.
-თეონა ყანჩაველი- ვეუბნები მშვიდად და ხელზე მხოლოდ თითებს ვახებ. ის კი სწრაფად მწვდება მტევანზე და ორივე ხელში იქცევს.
- უბედნიერესი ვარ თქვენი გაცნობით და ხილვით - ისევ- ამატებს ჩურჩულით და წარბებს მითამაშებს. "ე.ი.არ შევმცდარვარ და ნამდვილად ვიცნობ.ნეტა საიდან?" სწრაფად ვართმევ ხელს და მკაცრი სახით ვპასუხობ.
- ვერ ვხვდები რას გულისხმობთ. პირველად შეგხვდით და ამაში დარწმუნებული ვარ. არაჩვეულებრივი მახსოვრობა მაქვს და ნაცნობ სახეებს ფაქტიურად ვერ ვივიწყებ.- მკაცრაი ხმით ვსაუბრობ და ამრეზით ვათვალიერებ. მერე ბატონ თორნიკეს ვუბრუნდები და სახედამშვიდებული ვემშვიდობები.
-სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო თორნიკე- მის შეკრულ შუბლს ყურადღებას არ ვაქცევ და კაბინეტიდან ნელა გამოვდივარ. "ეს რაღას მიბღვერდა?" ვეკითხები თავს და გზადაგზა ვიცვამ ქურთუკსა და შარფს. ლიფტთან მისული ხმაურზე უკან ვბრუნდები და კაბინეტიდან გამომავალ ლევანსა და თორნიკეს ვხედავ. სწრაფად ვაჭერ ღილაკს ხელს და გაღებულ კარებში ფლეშივით ვვარდები. ვხედავ როგორ მოიწევს ლევანი კაბინისკენ და მეც შეუმჩნევლად ხელს ვაჭერ კარრბის სწრაფად დახურვის ღილაკს.
-ლევან ერთი წუთით-უკვე კართან მოსულს უკან აბრუნებს თორნიკე და მეც შვებით ვუშვებ ფილტვებში შეკავებულ ჰაერს. კარებიც იხურება და დახურვამდე საინტერესო ხედს ვაწყდები. კაბინაში ლამის თვალებით შემომხტარი ლევანი და მის უკან სწრაფი ნაბიჯებით მომავალი თითქოს გაბრაზებული თორნიკე რჩეულიშვილი. "ოჰოო, სრული ბედნიერებისთვის კარგი იქნებოდა პირველ სართულზე ალექსანდრე რომ დამხვდეს" მასხრად ვიგდებ საკუთარ ბედს და პირველ სართულზე ჩასული მართლა შეშინებული ვათვალიერებ მიმღებს. სადმე მართლა არ იდგეს მოღალატეთქო.


- თეო რა გადაწყვიტე საახალწლოდ? აქ ხვდები თუ ბაკურიანში?- მეკითხება ნანუკა და "ცეზარის"რეცეპტს იწერს.
-არ ვიცი ჯერ ნან. პასუხი გავიგო. იქნებ არ მიყვანენ. დაფიქრება მჭირდება და კიდევ ხელმომჭირნეობა. აღარ შემიძლია მეტი, ჯერ კიდევ ალექსანდრეს ხარჯზე ვცხოვრობ.
- რა ისმის მაგისგან?- სახელს არ იმეორებს ნანუკა და თვალებს მიქაჩავს.
-ორშაბათსაც იყო მოსული, სამშაბათსაც, გუშინაც.
-რას შვება მერე რომ მოდის?- მეკითხება დაინტერესებული და კალამსა და ფურცელს გვერდით აჩოჩებს.
- არ ვიცი. მომწერს გამოდიო და მერე ალბათ ელოდება როდის გავალ.- ერთი წამით დამენახეო მთხოვს. ეგეც მეყოფაო- ჩურჩულით ვუყვები მესიჯების შინაარსს და დამშრალ ტუჩებს ვისველებ.
-რა?- იცხადებს ნანუკა და სახეზე ხელს იფრიალებს.- გავნერვიულდი. მგონი ცხელება დამემართა. ალექსანდრე გავაშელი ჰეხვეწება დამენახეო? საერთოდ და ეგ ვინმეს რამეს თხოვს?- კედლებს ეკითხება ნანუკა და მთელ ჭიქა წყალს ცლის.
-და მერე რომ არ წერ რას შვება?
-არ ვიცი ნანუ, არა. არც ფანჯრიდან ვუყურებ და არც ჭუჭრუტანადან ვუჭყიტინებ. აღარ მინდა მისი ნახვა და არც მისი ხმის გაგონება. გამანადგურა და ამას არასოდეს არ ვაპატიებ.
-დღესაც მოვა?- მეკითხება აზარტში შესული მოთამაშესავით.
- რა ვიცი მე?!
-არ გენატრება?- მეკითხება თანაგრძნობით.
-არა- ვპასუხობ სწრაფად და გაუაზრებლად. მომკლავს ნანუკას კითხვები. ზედმეტად რომანტიკული გვყავს სამეგობროში. მგრძნობიარე და გულუბრყვილო.
-მოგესმინა მაინც, იქნებ რას გეუბნება.- ამატებს მოწყენილი და ხელზე მეფერება.
-არა ნანუკა. რატომ მოვუსმინო ან რას? რომ დავურეკე და ჩვენი წასვლის მიზეზი ვუთხარი რამე უარყო? ტყუილია და მიგონებენო თქვა? უკან დასაბრუნებელი ერთი ვიწრო ბილიკი მაინც დამიტოვა? ჩემთან თუ არა ვინმესთან მაინც უარყო? არა,არადა არა. მოვუსმინო კი არა ნომერს გამოვცვლი საერთოდ- ვიღებ გადაწყვეტილებას ცხელ გულზე და აწრიპინებულ ტელეფონს დავყურებ.
-ლენკაა, ამოვდივარ და კარი გამიღეოოო- ხმამაღლა ვკითხულობ მესიჯს.
- უფფ მოდის გველგესლა?- სასაცილო მიმიკით იცხადებს ნანუკა და მეც ვკისკისებ.
-ჩხუბი არ იყოს- თითის ქნევით ვაფრთხილებ და შემოსასვლელში გავდივარ. კარს ვაღებ მაგრამ გარე მათურა არ ინთება. სიბნელეს შევყურებ და შიში მიპყრობს. "გადაიწვა ალბათ" ვასკვნი გონებაში და ჩემს შემოსასვლელში ვანთებ შუქს. ბნელი სადარბაზოდან რაღაც ხმაური აღწევს და შეშინებული გავყურებ ბნელ კედლებს. ზედა სართულის კიბეებზე მოძრავ სიბნელეს ვამჩნევ და შეშინებული კარებს ვეჭიდები.
-ლენა შენ ხარ?- ვეკითხები სიბნელეს. შიშისგან ხმაც კი გამპარვია.
ვიღაც ნაბიჯს დგამს საფეხურიდან და სიბნელიდან-სინათლეში გამოდის. ფეხსაცმელიდან თვალს ვაყოლებ ზედმეტად ნაცნობ სხეულს და ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ. "მომნატრებია" ახლა ვპასუხობ გულახდილად ნანუკას კითხვას. სახეზე შევყურებ და გული მეწურება. "როგორ გამხდარა" მიელვებს პირველი აზრი. "რამხელა წვერი აქვს" ნელ-ნელა ვამჩნევ ცვლილებებს. "თმები როგორ გაზრდია ან ეს თვალები რას უგავს" საშინლად მეცოდება უკვე. ყველაფერზე ეტყობა უჩემობა. "მკვდრის ფერი ადევს, რა ჭირს? ხომ ჯანმრთელადაა?" მაწუხებს დაუპატიჟებელი აზრები. ის კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ჩემსკენ და ახლა უფრო გარკვევით ვხედავ მის სახეს. "ეს კაცი ნამდვილად არ არის ჩემი ქმარი" მის სევდიან და დამნაშავის გამომეტყველებაზე სულ ვიბნევი და რა ვქნა აღარ ვიცი. წინ ჩამოშლილ თმას უკან ვიწევ და მის მხრებში მოხრილ სილუეტს კიდევ ერთხელ ვაყოლებ მზერას. ხარბად შემომყურებს. თვალებს მთელს სხეულზე დაატარებს გამხეცებული მზერით და კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. "ზედმეტად ახლოსაა" მოქმედებაში მოდის ტვინი და მეც ნაბიჯით უკან ვიხევ. წამში ეცლება სახე. ყბას-ყბაზე აჭერს და შუბლშეკრული შემომყურებს. პირს აღებს და რაღაცის თქმას ცდილობს. მერე ტყჩებს ისველებს და დაძახების მაგიერ უცნაურ ხმებს უშვებს პირიდან
- თეონა - სულ ჩახლეჩია ხმა. აღრენილი შევყურებ და საკუთარ თავზე ბრაზი მიპყრობს. შემეცოდა კიდეც. ეს მოღალატე და ორგული. ამ დროს სამზარეულოდან gnash - I hate U, I love U- ს ხმა აღწევს ჩვენამდე. ალბათ ნანუკა საზეიმო დახვედრას უწყობს ლენას. მე კი სიმღერის სიტყვებზე ს8აერათოდ ვირევი და მკვლელი თვალებით შევყურებ ჩემს მოღალატე ქმარს."იმაზე მეტად უნდა გეტკინოს, ვიდრე მე მტკივა" ვემუქრები გონებაში და კარებს ცხვირის წინ ვუხურავ.
მიჯახუნების ხმაზე ნანუკა გამოდის gnash- ის მელოდიაზე ტანის რხევით. ხომ გითხარით ლენას უწყობსთქო.
- სადაა ის?- ჩემს უკან ცარიელ სივრცეს ათვალიერებს და მერე შემომყურებს მე- რა გჭირს თეო? რა სახე გაქვს?- ხელიდან აგდებს ტელეფონს ჩემსკენ გამორბის.
- იქ...- თავს ვერ ვუყრი სიტყვებს და კარებზეც კაკუნის ხმა ისმის- შენ ნახე რა ვინაა- ნანუკას ვუბიძგებ კარებისკენ და თვითონ სამზარეულოში შევრბივარ.
- ვინ არის?- ხმამაღლა კითხულობს ნანუკა.
- მე ვარ, ვინ იქნება სხვა- გაკივის ლენა და შვებით ვვოხრავ მეც.- სადაა ის ბოთე? გოგო სად ხარ? ხომ მოგწერე ამოვდივართქო?- დერეფნიდან მიკიბის და გახდილი შემოდის სამზარეულოში- დაგეძ...თეოო რა დაგემართა?- გვერდით მიჯდება და სახეს მისკენ მაბრუნებინებს.- გაყინულია სულ და ოფლიც ასხამს. რა მოუვიდა ამას ნანუკა? რა სახე გაქვს გოგო მოჩვენება ხომ არ გინახავს?- მეკითხება გაკვირვებული და ხელებს მისრესს.
- შენი მესიჯი რომ წავიკითხე ვიფიქრე ამოსული იყავი უკვე და კარები გავაღე.
- მერე?- ინტერესით მეკითხება ორივე.
-მერე ნათურა გადამწვარი იყო და შემოსასვლელში ავანთე შუქი.
- მერე- ლამის თავზე მაზის უკბე ორივე.
- მერე იქ სიბნელეში რაღაც გამოძრავდა და ძალიან შემეშინდა. თავიდან ვერ მივხვდი ვინ იყო, შენ მეგონე ლენ.
- ხო ვთქვი მოჩვენება ნახათქო- მაწყვეტინებს სიცილით ლენა.
- აცადე გოგო- თვალებს უქაჩავს ნანუკა და ისევ მე მიბრუნდება - მერე?
- მერე ბუო- გაყვირის ლენა და იცინის. ასკარად კარგ ხასიათზეა და მეც პირდაპირ ვეუბნები.
- იქ ალექსანდრე იყო, სიბნელეში იჯდა და მელოდა.
- რაა?- ახლა გაოცებული გაკივის ლენა და ფეხზე იჭრება. - არ გადამრიო ახლა გოგო. როგორ გაბედა და კიდევ აქ მოვიდა. ეგ მოღალატე ეგა.- გაყვირის ხმამაღლა და სადარბაზოსკენ გარბის. მესმის როგორ აღებს კარებს და სიბნელეში გაყვირის.
- სად ხარ ალექსანდრე? აქ ხარ კიდევ? გამოდი მიდი. გამოდი თუ კარგი კაცი ხარ. გამოდი და დამელაპარაკე. თავი მაინც იმართლე ბიჭო. ჩემთან მაინც უარყავი ბიჭო. მოგისმენ გპირდები. დაგიჯერებ გეფიცები. მომატყუე მაინც ადამიანო. მოგწონს რა დღეშიც ხარ? მოგეწონა რაც ნახე წეღან? ხედავ რას დაამგვანე შენი შვილების დედა? გამეცი პასუხი მოგწონს ამ კიბეებზე ღამის თენება? გამოდი მეთქი ალექსანდრე და მიპასუხე.- წამით სიჩუმე ისადგურებს და მეც ვხვდები რაც ხდება. ის იქაა. ნანუკას ხელს ვეჭიდები და შეშინებული შევყურებ სამზარეულოს კარებს.
- რაო ალექსანდრე- ისმის ლენას შედარებით მორიდებული ხმა და ადგილზე ვკვდები.- არაფერი გაქვს სათქმელი? რას გავხარ ის მაინც თუ იცი ბიჭო?- გაბზარული ხმით ეჩხუბება ლენა და ახლაც კი ვგრძნობ მის ხმაში პატივისცემას.- ასეთი ლამაზი ოჯახი და ამხელა სიყვარული ასე როგორ განაადგურე, როგორ?- ლენას მოგუდული ხმა მესმის და მეც ვგრძნობ როგორ მისველებს ლოყებს ცრემლი.
- ლენა გაჩუმდი - მესმის ალექსანდრეს ხმა- თეონას დაუძახე გთხოვ. თეონა მჭირდება- ამატებს ხმაგაბზარული და შიშისგან ლამისაა სკამს შევეზარდო.
- ჰაჰ გინდა კარგია ალექსანდრე. ახლა მოდი თეონას ვკითხოთ მას უნდიხარ ან ჭირდები? არა და ამაში 100% ვარ დარწმუნებული. შენ ყველანაირი უფლება დაკარგე მასზე და მეტად აღარ გაბედო და აქ არ მოხვიდე. ეს ბავაშვური დადარაჯებები და ჩასაფრებები მე რომ ვიცნობდი იმ ალექსანდრეს არ ეკადრებოდა. გყავდა სახლში ეს გოგო წლები და არ დააფასე. ახლა შეეშვი გირჩევნია. მაინც უარყოფილი დარჩები - მწარედ ახლის ლენა და საბავშვო ოთახიდან გამომავალ ხმებს ვარჩევ.
დედა რა ხმაურია?- მესმის დიმიტრის ხმა და სასწრაფოდ გავრბივარ სამზარეულოდან. დერეფანში გასული შემოსასვლელის კარებისკენ ვბრუნდები და ლენას თავით ვანიშნებ
- კარები ლენა!- ვხედავ როგორ იხურება კარები და მის მიღმა როგორ ქრება ალექსანდრწს ფერკმრთალი და სასოწარკვეთილი სახე. დასრულდა, როგორც იქნა დასრულდა. ვფიქრობ და გოგონებთან ერთად მოთამაშე ბავშვებს ვუერთდები. სასახლეს ვაშენწბთ ბალიშებითა და სკამებით. პარალელურად თავზე შემომჯდარ ტყუპებს ვუღიტინებ და დროს მხიარულად ვატარებთ.
-თეო- ხელის კვრა მაბრუნებს რეალობაში და ნანუკას დაჭყანული შევყურებ- გასკდა გოგო ტელეფონი. ახლაღა აღწევს ზარის ხმა ჩემს ყურთასმენამდე. მეც სასწრაფოდ გავრბივარ სამზარეულოში და უცხო ნომერს გულამოვარდნილი ვპასუხობ.
- ალო- ვპასუხობ და თან სუნთქვას ვიკრავ. არ მინდა ჩემი ქშინვის ხმა ვასმენინო ვინმეს.
- თეონა ბრძანდებით?- მეკითხება ნაცნობი ხმა.
- დიახ- ვპასუხობ და ვცდილობ გავიხსენო ვინაა.
- თორნიკე გახლავართ, თორნიკე რჩეულიშვილი- აზუსტებს და მეც ტუჩზე კბენით ვახშობ სიცილს. ჩემს ცხოვრებაში ზედმეტად ბევრი სასწაული ხდება.
- დიახ ბატ.თორნიკე გისმენთ- ვეკითხები დამშვიდებული.
- სამსახურთან დაკავშირებით გირეკავთ- ისევ აგრძელებს ახსნას.
- დიახ მივხვდი- ვპასუხობ გაღიმებული.
- მინდა გითხრათ რომ თქვენი კანდიდატურა ყველაზე კისაღები აღმოჩნდა და აყვანილი ხართ სამსახურში.
- რაა?- გავკივი ხმამაღლა- მართლა?- ვიცხადებ გაბედნიერებული და "იეს" "იეს" ძახილით დავხტივარ სამზარეულოში. მალევე მახსენდება რომ ბატონი თორნიკე ჯერ კიდევ ხაზზეა და გულამოვარდნილი ვაჩუმებ ჩემთან ერთად აკისკისებულ გოგოებს.
- ბატონო თორნიკე, ალოო, აქ ხართ?- ჩავძახი ტელეფონში.
- დიახ, დიახ აქ ვარ- მესმის მისი გამხიარულებული ხმა და სირცხვილით ვიწვი.
ბოდიშით ემოციები ვერ მოვთოკე. ძალიან გამიხარდა და... ძალიან დიდი მადლიბა- ბედნიერი სახით შევყურებ გოგონებს და მათ განსახიერებულ ჩემს თავზე კინაღამ მეორე წრეზე მივდივარ.
- მიხარია თუ რამით შევძელი თქვენი გახარება- კმაყოფილი მპასუხობს უკვე ბოსი.
- როდიდან ვიწყებ?
- ხვალ მობრძანდით კონტრაქტის გასაფორმებლად და ორშაბათიდან დაიწყებთ.
-შეიძლება პირობები კიდევ ერთხელ რომ ჩამოვაყალიბოთ?- ვეკითხები მორიდებით. მეშინია რომ დაავიწყდება ის რაც ორშაბათს მითხრა მისვლა-წასვლაზე.
- ჰა ჰა ჰა- მესმის მისი ზედმეტად ხავრედოვანი სიცილის ხმა- არ დამვიწყებია ქალბატონო თეონა. 10 იწყებთ და 5 ზე გიშვებთ- მიზუსტებს გამხიატულებული და მე ისევ სირცხვილით ვიწვი.
- ბოდიშით- ვბურდღუნებ მოწყენილი და გაოცებულ გოგოებს თვალს ვარიდებ.
-რა ბოდიში თეონა. რა მოგივიდათ? არაფერი მწყენია, პირიქით. იმდენად დადებითი პიროვნება ხართ რომ თქვენს ირგვლივ ყველას აბედნიერებთ.- მპასუხობს დინჯი ხმით."ამან ახლა კომპლიმენტი მითხრა" გათიშული ვეკითხები საკუთარ თავს.
- მადლობა- ვპასუხობ მორიდებით.- ხვალამდე ბატონო თორნიკე.
-ხვალამდე ქალბატონო თეონა- მემშვიდობება საოცრად ხავერდოვანი ხმით.
ყურმილით ხელში გათიშული შევყურებ კედელს და ვერ აღვიქვამ რა ხდება ჩემს ირგვლივ.


ესეც მეოთხე თავი. იმედი მაქვს მოგეწონებათ და უკეთ გაგაცნობთ ჩემს გმირებს. მადლობა მხარდაჭერისთვის და რაც მთავარია იდეების მოწოდებისთვის. მართლა ძალიან დამეხმარეთ. გკოცნით და გელით ახალი ემოციებითა და შეფასებებით.



№1 სტუმარი Guest kiki

რა კარგი გოგო ხარ!! იმედია ხვალაც დადებ heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი თუთა პირველი

ალექსანდრესა და თეონას დალოგი მინდა რომ შედგეს, ასე მგონია ალექსანდრესაც აქვს თავისი სიმართლე, შეიძლება ბევრისთვის და მათ შორის თეონასთვისაც მიუღებელი ან უპატიებელი, მაგრამ მოსასმენად და დაფიქრებად რომ გამოდგება ისეთი მაინც. ❤️

 


№3 სტუმარი natali7777

კომენტარს პირველად ვწერ და მაინტერესებს ეს ისტორია ძალიან ...ვფიქრობ მართლაც აქვს მიზეზი ან გასამართლებელი.. საერთო ჯამში კარგია

 


№4 სტუმარი ^_^

ცხოვრებაში პირველად მოღალატეს მხარეს ვარ. ალექსანდრეს მიმართ დადებითად ვარ განწყობილი, მეცოდება და ვფიქრობ მასაც აქვს თავის სიმართლე. ღალატს გამართლება არ აქვს და მაინც არ მემეტება ალექსანდრე განადგურებისთვის, მაგრამ არც ის მესმის როგორ უნდა აპატიო საყვარელ ადამიანს წლების განმავლობაში სხვისი ალერსი.. არ ვიცი რა ((

 


№5  offline წევრი Salivan

Guest kiki
რა კარგი გოგო ხარ!! იმედია ხვალაც დადებ heart_eyes heart_eyes

ვეცდები რომ დავდო. მთავარია თქვენ ჩემს გვერდით იყოთ :*

თუთა პირველი
ალექსანდრესა და თეონას დალოგი მინდა რომ შედგეს, ასე მგონია ალექსანდრესაც აქვს თავისი სიმართლე, შეიძლება ბევრისთვის და მათ შორის თეონასთვისაც მიუღებელი ან უპატიებელი, მაგრამ მოსასმენად და დაფიქრებად რომ გამოდგება ისეთი მაინც. ❤️

მალე, ძალიან მალე შედგება ეგ დილოგი. ჯერ კიდევ ვმუშაობ მაგათ შეხვედრაზე. იმედი მაქვს ეფექტური და რაც მთავარია რეალობასთან ახლოს მდგომი გამოვა. მინდა რომ ამ შეხვედრაზე ყველაფერი გამოაშკარავდეს. ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. მადლობა რომ კითხულობ და მერე აფასებ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

natali7777
კომენტარს პირველად ვწერ და მაინტერესებს ეს ისტორია ძალიან ...ვფიქრობ მართლაც აქვს მიზეზი ან გასამართლებელი.. საერთო ჯამში კარგია

მადლობა ნატალია. ვეცდები ყველაფერი მლე გამოვააშკარავო. მიხარია რომ კითხულობ და აკომენტარებ.

^_^
ცხოვრებაში პირველად მოღალატეს მხარეს ვარ. ალექსანდრეს მიმართ დადებითად ვარ განწყობილი, მეცოდება და ვფიქრობ მასაც აქვს თავის სიმართლე. ღალატს გამართლება არ აქვს და მაინც არ მემეტება ალექსანდრე განადგურებისთვის, მაგრამ არც ის მესმის როგორ უნდა აპატიო საყვარელ ადამიანს წლების განმავლობაში სხვისი ალერსი.. არ ვიცი რა ((

მომეწონა რომ ალექსანდრემ მიუხედავად ყველაფრისა მაინც დაიმსახურა მხარდაჭერა. მადლობა დიდი რომ ასე სწორად გესმის ამ ისტორიის მიზანი. ამ შემთხვევაში ალექსანდრეც ცოდვაა, თუმცა დაიმსახურა. მადლობა რომ ჩემა გვერდით ხარ.

 


№6 სტუმარი natali7777

მადლობა რომ ასე კარგად წერ გამოცდა იყო ძალიან კარგი
.
იმედია ეს წყვილიც გადალახავს მაგრამ სერიოზული დანაკარგის საშიშროება უნდა იგრძნოს...ადვილად არ უნდა აპატიოს

 


№7 სტუმარი Ana

გამიხარდა რამდენი თანამოაზრე მყოლია შენს მკითხველთა შორის. მოდი მოვისმინოთ ალექსანდრეს. კარგი ბიჭი ჩანს თორნიკე, მაგრამ ქმარი მაინც ქმარია. ასე იოლი არაა ოჯახის დანგრევა. რა თქმა უნდა, ღალატი მწარეა და დიდი დაღია ოჯახურ ცხოვრებაში, მაგრამ რა ვქნა არ მჯერა რომ ოთხი შვილის დედას თავის შვილებიანად სხვა მამაკაცი მიიღებს და შეიყვარებს.

 


№8  offline წევრი tamuna.s

ალექსანდრეს და თეონას საუბარი ძალიან მაინტერესებს, ამის მერე გავიგებთ არის ღირსი მეორე შანსის თუ არა. ალექსანდრეს ამ მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, მგონია რომ იმ ქალმა გააბუქა და მთლად ისე არაა საქმე როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუნდაც იმას თუ გავიხსენებთ რაც იმ ქალმა უთხრა, რომ ალექსანდრემ იცის ჩემი აქ მოსვლის შესახებო. ამ კაცს თუ შევხედავთ ადვილი მისახვედრია რომ ის მას არასდროს მისცემდა ცოლთან მისვლის უფლებას. ოჯახის დანგრევა რომ სდომოდა ეხლა ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა. თუმცა როგორც არ უნდა იყოს საქმე თუ მართლა ორი წელი დადიოდა იმ ქალთან და ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა ახია მაგაზე, იმიტომ რომ ამხელა კაცს უნდა სცოდნოდა რომ ადრე თუ გვიან თეონა გაიგებდა და რა შედეგი მოყვებოდა ამას, ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო. ვნახოთ პატიებისთვის და სიყვარულის დასამტკიცებლად რას გააკეტებს და თუ იბრძოლებს. შენი წერის სტილი ძალიან მომწეონს. "გამოცდა" არაერთხელ გადავიკითხე და იმედი მაქვს რომ ეს ოჯახი ცხოვრებისეულ ამ გამოცდას გაუძლებს და გადალახავს. თორნიკე რაც არ უნდა კარგი იყოს ოთხ შვილიან ქალთან ოჯახის შექმნა ძალიან ძნელი იქნება. რამდენი მილაპარაკია smiley

 


№9  offline წევრი Salivan

Ana
გამიხარდა რამდენი თანამოაზრე მყოლია შენს მკითხველთა შორის. მოდი მოვისმინოთ ალექსანდრეს. კარგი ბიჭი ჩანს თორნიკე, მაგრამ ქმარი მაინც ქმარია. ასე იოლი არაა ოჯახის დანგრევა. რა თქმა უნდა, ღალატი მწარეა და დიდი დაღია ოჯახურ ცხოვრებაში, მაგრამ რა ვქნა არ მჯერა რომ ოთხი შვილის დედას თავის შვილებიანად სხვა მამაკაცი მიიღებს და შეიყვარებს.

თქვენი კომენტარი რომ არ დამხვედროდა დღეს არ დავდებდი ახალ თავს. აიი სულში მიზიხართ თითქოს. მადლობა რომ ასე სწორად აზროვნებთ. არაც შეეხება თორნიკეს თემას იქაც ბევრი საკითხია რომელიც გამოსააშკარავებელია და გასაგები. იმედი მაქვს საერთო ჯამში კარგი ისტორია გამოვა. მადლობა კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის.

tamuna lobjaidze
ალექსანდრეს და თეონას საუბარი ძალიან მაინტერესებს, ამის მერე გავიგებთ არის ღირსი მეორე შანსის თუ არა. ალექსანდრეს ამ მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, მგონია რომ იმ ქალმა გააბუქა და მთლად ისე არაა საქმე როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუნდაც იმას თუ გავიხსენებთ რაც იმ ქალმა უთხრა, რომ ალექსანდრემ იცის ჩემი აქ მოსვლის შესახებო. ამ კაცს თუ შევხედავთ ადვილი მისახვედრია რომ ის მას არასდროს მისცემდა ცოლთან მისვლის უფლებას. ოჯახის დანგრევა რომ სდომოდა ეხლა ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა. თუმცა როგორც არ უნდა იყოს საქმე თუ მართლა ორი წელი დადიოდა იმ ქალთან და ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა ახია მაგაზე, იმიტომ რომ ამხელა კაცს უნდა სცოდნოდა რომ ადრე თუ გვიან თეონა გაიგებდა და რა შედეგი მოყვებოდა ამას, ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო. ვნახოთ პატიებისთვის და სიყვარულის დასამტკიცებლად რას გააკეტებს და თუ იბრძოლებს. შენი წერის სტილი ძალიან მომწეონს. "გამოცდა" არაერთხელ გადავიკითხე და იმედი მაქვს რომ ეს ოჯახი ცხოვრებისეულ ამ გამოცდას გაუძლებს და გადალახავს. თორნიკე რაც არ უნდა კარგი იყოს ოთხ შვილიან ქალთან ოჯახის შექმნა ძალიან ძნელი იქნება. რამდენი მილაპარაკია smiley

თამუნა თქვენს კომენტარს რომ ვკითხულობ მგონია რომ კარგად მიცნობ და ჩემს შესახებ ბევრი იცი. მათშორის ასე მგონია ისტორიას სანამ დავდებ შენ გაკითხებ. ძალიან სწორად მიყვები შენს აზრს და ეს აზრი ძალიან ახლოსაა ისტორიასთან. დღეს ვეცდები დავდო ახალი თავი და ვნახოთ რა ემოციებს გამოიწვევს შენში. მადლობა რომ მეხმარები:*

tamuna lobjaidze
ალექსანდრეს და თეონას საუბარი ძალიან მაინტერესებს, ამის მერე გავიგებთ არის ღირსი მეორე შანსის თუ არა. ალექსანდრეს ამ მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, მგონია რომ იმ ქალმა გააბუქა და მთლად ისე არაა საქმე როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუნდაც იმას თუ გავიხსენებთ რაც იმ ქალმა უთხრა, რომ ალექსანდრემ იცის ჩემი აქ მოსვლის შესახებო. ამ კაცს თუ შევხედავთ ადვილი მისახვედრია რომ ის მას არასდროს მისცემდა ცოლთან მისვლის უფლებას. ოჯახის დანგრევა რომ სდომოდა ეხლა ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა. თუმცა როგორც არ უნდა იყოს საქმე თუ მართლა ორი წელი დადიოდა იმ ქალთან და ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა ახია მაგაზე, იმიტომ რომ ამხელა კაცს უნდა სცოდნოდა რომ ადრე თუ გვიან თეონა გაიგებდა და რა შედეგი მოყვებოდა ამას, ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო. ვნახოთ პატიებისთვის და სიყვარულის დასამტკიცებლად რას გააკეტებს და თუ იბრძოლებს. შენი წერის სტილი ძალიან მომწეონს. "გამოცდა" არაერთხელ გადავიკითხე და იმედი მაქვს რომ ეს ოჯახი ცხოვრებისეულ ამ გამოცდას გაუძლებს და გადალახავს. თორნიკე რაც არ უნდა კარგი იყოს ოთხ შვილიან ქალთან ოჯახის შექმნა ძალიან ძნელი იქნება. რამდენი მილაპარაკია smiley

აიი თქვენს კომენტარს რომ ვკითხულობ ასე მგონია ერთად ვწერთ ამ ისტორიას. ზუსტად ხვდებით ყველაფერს. მიყვარს ასეთი მიხვედრილი და შეგნებული ხალხი. მადლობა რომ კითხულობ და შენს აზრებს მიზიარებ. ვეცდები დღეს დავდო შემდეგი თავი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent