შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი ( თავი 3)


3-01-2017, 13:01
ავტორი Salivan
ნანახია 3 092

მთელი ხმით ვიწყებ კისკისს და ხან საკუთარ მუხლებს ვაწყდები და ხანას სავარძლის საზურგეს. ჩემს კისკისზე ისიც იღიმის, მართალია დაბნეული და ჩემს ნორმალურობაში დაეჭვებული, მაგრამ მაინც იცინის. წინ იხრება და მუხლებს იდაყვებით ეყრდნობა, ინტერესით მაკვირდება და თან სახეს ისრესს.
ძლივს-ძლივობით ვმშვიდდები და ვიღდგენ სუნთქვას.
-წყალი მოგართვათ?- მთავაზობს გაღიმებული და მე უარის ნიშნად თავს ვაქნევ. გაღიმებული ვუყურებ და ვფიქრობ რომ სულაც არაა უყურაფღებო ან უხეში. პირიქით ძალიან კარგი, მზრუნველი და დადებითი პიროვნებაა. ფეხზე ვდგები და ხელს ვუწვდი. გაკვირვებული იმართება ისიც ფეხზე და ძლიერად მჭიდებს ხელზე ხელს.
- ვიცნობდეთ ერთმანეთს. თეონა ყანჩაველი. 30 წლის- მოკლე პაუზას ვაკეთებ და რახან ჯერ არ გავქორწინებულვარ ვამატებ - დაოჯახებული და ოთხიშვილის დედა.- მის მოღრეცილ სახეზე ისევ მეღიმება და ხელს უკან ვართმევ- პროფესიით ფსიქოლოგი.
- ერთი წუთით? ერთი წუთით- გაკვირვებული ხელებს აქნევს ჰაერში და მიახლოვდება- ეს რაღაც ხუმრობაა ხომ? თქვენ 30 წლის და ოთხი შვილის დედა? ნუ გამაგიჟებთ ახლა- გაოგნებული თავს უარყოფის ნიშნად აქნევს და სწრაფად ბრუნდება მაგიდისკენ "დამელოდეთ" მაყრის სწრაფად და ნოუთბუქს შლის. "ახლა ჩავბჟირდები" სახეზე ხელს ვიფარებ და მორიგი ხარხარის ჩახშობას ვცდილობ."უეჭველი ჩემს სივს ეძებს" ვასკვნი გონებაში და მის სერიოზულ გამომეტყველრბას გაღიმებული ვაკვირდები. ჩანთას ვიღებ იატაკიდან და ქურთუკსა და შარფს ხელში ვბღუჯავ. სავარაუდოდ გასაუბრება დასრულებულია.
- ანუ წეღან რომ ახსენეთ ოთხი უმნიშვნელოვანესი მიზეზი შვილები იგულისხმეთ.- კომპიუტერს მიჩერებული ხმამაღლა ფიქრობს და აღფრთოვანებული შემომყურებს. ვერ ვხვდები რატომ მაგრამ ეს მზერა მაფორიაქება. თბილად მიღიმის და მზერა მხარზე გადაკიდებულ ჩანთასა და ქურთუკზე გადააქვს.- საით? ჯერ არ დაგვისრულებია დაბრძანდით გთხოვთ.- მაგიდის წინ მდგარ სავარძლისკენ მიმითითებს და მეც მორჩილად ვჯდები. -ერთი გრაფა არ შეგივსიათ, რატომღაც- მეუბნება გაღიმებული და თვალებით ნოუთბუქისკენ მიმითითებს. სახე მეძაბება და ჩემდაუნებურად მარჯვენა წარბი ზემოთ გამირბის. ჩემი სახის შესწავლით გართულს არც ეს რჩება ყურადღების მიღმა და ძლივს შეკავებული სიცილით მაკვირდება წარბებზე. ძალიან უხდება ეს ჩატეხილი ღიმილიბმის მრგვალ და სავსე ტუჩებს. არაა ამ კაცთან მუშაობა არ შეიძლება. ზედმეტად სიმპატიურია.
- რომელი?- სიტყვებიათ ვხსნი ჩემს მიმიკას და მის გამომეტყველებაზე ვცდილობ ხელის აფარებით დავმალო ღიმილით ბოლომდე გაწელილი ტუჩები. "რა უბედურებაა, გასაუბრებაა ეს?" ვფიქრობ გაოცებული და ჩემს მხიარულ განწყობას თვალებს ვუბრიალებ.
-არ გაქვთ მითითებული ხართ თუ არა დაოჯახებული- მეუბნება დინჯად და სავარძლის საზურგეს ეყრდნობა.
- ა...ეგ?- მახსენდება რომ გაბრაზებულ გულზე არ ჩავწერე.თითქოს შური ვიძიე.- გამომრჩა ალბათ- ვამატებ უდარდელად და მხრებს ვიჩეჩ.
- ანუ მივუთითო დაოჯახებული?- მეკითხება დაჟინებით.
-თქვენ როგორ შეგაწუხებთ ბატონო თორნიკე- პირველად მივმართავ სახელით და მისი ნასიამოვნები ღიმილის შემყურეს სურვილი მიჩნდება სასამართლოში ვუჩივლო და ღიმილი სამუდამოდ ავუკრძალო. - მე თვითონ ჩავამატებ- ძლივს ვამთავრებ წინადადებას და ჩანთაში აზუზუნებულ ტელეფონს ხელს ვაფარებ რომ ხმამ არ გამოაღწიოს.
-უპასუხეთ, ნუ მოგერიდებათ. არ არის პრობლემა- მშვიდად მეუბნება და ხელით ჩანთაზე მიმითითრბს. უხმაუროდ ვხსნი ჩანთას, საშინლად მეუხერხულება. "ნეტა ვინაა?" ინტერესით დავყურებ ტელეფონს და საშინლად ვბრაზდები "მოღალატეს" ამოკითხვისას. უგრძნო ალბათ გულმა ან ტანმა- თეონას ვიღაც სხვა ელაპარაკება, უღიმის და ყურადღებას აქცევს. ავადმყოფი!!! ვამკობ გულში "რეკე რამდენიც გინდა, ოღონდ ეთოსთან" ვფიქრობ გაბოროტებული და სწრაფად ვუთიშავ ტელეფონს. მერე ხმასაც ვწევ და განერვიულებული ვილოკავ ტუჩებს. სად შემიძლია ამდენი ნერვიულობა. გამიხმა უკვე ნერვები.
ბატონ თორნიკეს ვუბრუნდები და მის პირღია გამომეტყველებას გაკვირვებული შევყურებ. "რა ჭირს ამ კაცს?" ვეკითხები თავს და ვცდილობ არ გამეცინოს.
-ახხ- ოხრავს ჩუმად და ორივე ხელს თმებში იტარებს.
- ბატონო თორნიკე მაინტერესებს პირობები. თუ ამიყვანთ ამ თანამდებობაზე წინასწარ რომ ვიცოდე სამუშაო ადგილი, დრო, მოვალეობა, ვალდებულება და თანხაც რათქმაუნდა. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი რომ მსგავს საკითხებზე თქვენთან თუ მომიწევდა საუბარი. მაგრამ რახან თქვენ მართავთ გასაუბრებას ალბათ თავხედობაში არ ჩამომართმევთ ჩემს ინტერესს და ამდენ კითხვას. - ვცდილობ ლენას დარიგებისამებრ მშვიდად ვისაუბრო.
-რათქმაუნდა მესმის თქვენი. ნუ იძაბებით. თავისუფალი დილა მქონდა და რადგან ჩემი თანაშემწე ირჩეოდა თავად გადავწყვიტე გასაუბრების ჩატარება. თქვენი სამუშაო ადგილი ჩემი კაბინეტის გვერდით ოთახში იქნება. რაც შეეხება დროს სამუშაო საათები ჩვეულებრივ 9 საათზე იწყება.- საუბრობს დინჯად და ბოლო ინფორმაციაზე ხასიათი მიხდება. ამ დროს ბავშვები ახალი გაშვებული მყავს სკოლაში და რა ვქნა ნახევარ საათში როგორ ჩამოვფრინდე აქ? "ჯერ აგიყვანონ" ვუბრაზდები თავს და ვცდილობ სახე დავაწყო.
- მაგრამ თქვენ როგორ მრავალშვილიან დედას შეგიძლიათ 10 გამოცხადდეთ სამუშაო ადგილზე. როგორც წესი ადრიანად არ ვნიშნავ ხოლმე შეხვედრებსა და საუბრებს.- ოჰოოო, ეს ახლა დათმობაზე წამოვიდა?!" გაოცებული შევყურებ და თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. ლენა ცხრას რომ თხუტმეტი აკლია დარჭობილია ხოლმე სამსახურში. თორნიკე რჩეულიშვილის შიშით პორველი კვირა მახაოვს არც იძინებდა არ დამაგვიანდესო. - თქვენა მოვალეობებს რაც შეეხება ამას მუშაობის დაწყების შემდეგ გაეცნობით. დაახლოებით ზარებზე პასუხი. შეხვედრების ჩანიშვნა, დანიშვნა.დაჯავშნა და ა.შ. სხა მრავალი საორგანიზაციო საკითხები და რათქმაუნდა ჩემი მითითრბების შესრულებები. - ბოლო წინადადება დიდად სასიამოვნოდ არ ხვდება ჩემს სმენას და მეც შესაბამისად სწრაფად ამირბის წარბი ზემოთ.ჩემს ამ რეაქციაზე ისევ ეღიმება და გამხიარულებულუ ატარებს ოთახს მზერას. აი მე კი საერთოდ არ მეღიმება. ვბრაზობ კიდეც. " რა მითითებები მოუნდა?" შევყურებ და ძაბული და ველოდები პასუხს.
- ვიგულისხმე ისევ შეხვედრების დანიშვნა ჩვენი მხრიდან. საბუთების დახარისხება, დღის პროგრამის გაცნობა და ხანდახან ყავის მოდუღებაც- უცებ დასერიოზულებული სახით ასრულებს ახსნა-განმარტებას და მეც პასუხით დამშვიდებული თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.
- წინა თანაშემწე რა მიზეზით გაანთავისუფლეთ?- ვეკითხები ინტერესით.- მინდა ვიცოდე რომ მსგავის შეცდომა მეც არ დავუშვა, იმ შემთხვევისთვის თუ ამიყვანთ. ძალიან მჭირდება ეს სამსახური და ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს ვიზავ მის მოსაპოვებლად- ვაყრანტალებ მთელ სიმართლეს და შეშინებული თითების მტვრწვას ვიწყებ." რა მსიგრძე ენა გაქვს თეონა" ვლანძღავ საკუთარ თავს და ბატ.თორნიკეს ინტერესიან მზერას ოსტატურად ვარიდებ თავს.
- დაგვიანებებისა და სამსახურიდან ადრიანად გაპარვების გამო- დინჯად განაგრძობს საუბარს და მოსმენილი მიზეების გამო საერთოდ ვკარგავ იმედს რომ ამ სამსახურს ვეღირსები. "ჯანდაბა! ბავშვები ექვსის ნახევარზე მოდიან სახლში და ვინ მიხედავს მათ?! მთელი ორი საათი?!" მარტოები ხომ არ იქნებიან. შეწუხებული თმებს ვყრი უკან და წასვლაზე ვფიქრობ.
-იქნებ თქვენც გაქვთ რაიმე შემხვედრი წინადადება ან ასე ვთქვათ ერთგვარი პირობა თუ თხოვნა. მე მზად ვარ მოგისმინოთ.- არაა მგონი ვიღაც ფარული კამერით გვიღებს და რომელიმე გრანდიოზული და უკელთიშობილესი საახალწლო შოუს სტუმარი ვარ. ეს კაცი თავად კეთილშობილებაა! და ზედმეტად სიმპატიური. არაა არ შეიძლება მასთან მუშაობა! უფრთო, შავგვრემანი ანგელოზია. ამდენს ჩემი გული ვერ გაუძლებს.
- არაა- უხერხულად ვწელავ პასუხს და ჩანთას ვწვდები. ამით ვანიშნებ რომ პირობებს ვერ ვთანხმდები და გასაუბრებაც დასრულებულია.
-ერთი წუთით მე მგონია რომ გინდათ რაღაცის თქმა და თავს იკავებთ- აშკარად ბევრ დათმობაზე მიდის.- გისმენთ თეონა- პირველად მომმართავს სახელით და მეც ჩემდაუნებურად მორჩილი ბავშვივით ვიმართები წელში და ვპასუხობ.
- ვერ წამოვაყენებ ჩემს თხოვნას.იმიტომ რომ იმ მიზეზით უკვე დაითხოვეთ წინა თანაშემწე. ასე რომ მე არ გამოვდგები ამ სამსახურისთვის.- ვაყრი სწრაფად და ფეხზე ვდგები.
- დაგვიანებას გულისხმობთ თუ ადრე წასვლას?- მეკითხება გაღიმებული და ისიც დგება.
-მეორეს- ვბურდღუნებ თავდახრილი.
-ვის გამო?- მისვამს მოულოდნელ შეკითხვას და მეც გაკვირვებული ვპასუხობ.
- რა თქმაუნდა ბავშვების.
- ბაღიდან გყავთ გამოსაყვანი?- მეკითხება გაღიმებული.
- და სკოლიდანაც- ვპასუხობ დაძაბული. ეს საუბარი ძალიან გაიწელა, თანაც სულ ტყუილად.
- რომელი საათისთვის დაგჭირდებათ სამსახურიდან გასვლა?- მეკითხება და მაგიდაზე შემოვლით წინ მიდგება. ჩემს გაოცებულ სახეზე კი სასწრაფოდ ამატებს- თუ აგიყვანთ სამსახურში რომ ვიცოდე წინასწარ.
- ექვსის ნახევარზე უმათავრდებათ ოთხივეს სკოლაცა და ბაღიც.- ვპასუხობ შეწუხებული. მისი ეს ყურადღება მძაბავს.
-ანუ ხუთზე მოგიწევთ წასვლა ხომ?- აზუსტებს ის.
- დიახ.- ვპასუხობ და მზერას უაზროდ დავატარებ ოთახში.
- კარგით მოვიფიქრებ, გადავწყვეტ და ყველა შემთხვევაში შეგატყობინებთ პასუხს პარასკევამდე.- მპასუხობს მტკიცედ და დასამშვიდობებლად ხელს მიწვდის. მომკლავს მე ამ კაცის ღიმილი. საწყალი სახით შევყურებ და ხელს ვწევ რომ ამ დროს ჩემს უკან კარი ხმაურით იღება და ვიღაცის ხმა გრიგალივით ედება კაბინეტის კედლებს.



№1  offline წევრი Salivan

ე.ი. რისი თქმა მინდა. დავფიქრდი და რატომღაც ეჭვი მეპარება რომ ეს ისტორია მოგწონდეთ. ამიტომ მის გაგრძელებას თქვენ მოგანდობთ. სიმართლე გითხრათ სპონტანურად რაც მომდის თავში იმას ვწერ. ახლა კი მის მსვლელობას თქვენ მოგანდობთ თუ რათქმაუნდა მომაწოდებთ კარგ იდეებს და საერთოდ დაინტერესდებით ამ ისტორიით. თუ არადა ჩემთვის გავაგრძელებ ვორდში. მადლობა ლამაზებო, თაფლებო და თაფლაკვერებო

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ვფიქრობ შენეული განვითარება ყველაზე სწორი იქნება. მოთხტობას იმიტომ ვკითხულობ გვსინტერესებს ავტორის შეხედულება,აღქმა მოვლენების. ამითააა თითოეული ისტორია საინტერესო.ამიტომ ვფიქრობ შენ უნდა მოგვაწოდო მოთხრობის შენეული ვარიანტი და ჩვენ უნდა ვისისმოვნოთ წაკიპხვით ;)

 


№3  offline წევრი Salivan

ablabudaa
ვფიქრობ შენეული განვითარება ყველაზე სწორი იქნება. მოთხტობას იმიტომ ვკითხულობ გვსინტერესებს ავტორის შეხედულება,აღქმა მოვლენების. ამითააა თითოეული ისტორია საინტერესო.ამიტომ ვფიქრობ შენ უნდა მოგვაწოდო მოთხრობის შენეული ვარიანტი და ჩვენ უნდა ვისისმოვნოთ წაკიპხვით ;)

რა თქმა უნდა სწორია რასაც მწერთ. მაგრამ რატომღაც ჩავთვალე რომ ჩემეული ვარიანტი ამ ისტორიის არც ისე გსიამოვნებდათ. და ზოგადად არც სიმპატიები დაუმსახურებია ისტორიას. ამიტომ შემოგთავაზეთ ეს ვარიანტი. მე ვიცი რა რთულ თემასაც ვეჭიდები და როცა ინტერესს ვერ ვხედავ აზარტიც მიქრება.

 


№4 სტუმარი Guest ნატა

რას ქვია შენთვის გააგრძელებ? ველოდები მოუთმენლად. ისე განავითარე როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ, ავტორი შენ ხარ. ეხლა არ მითხრა, რომ კაბინეტში ქმარი მიუვარდათ?! :D :D

 


№5 სტუმარი Guest Kiki

Chemi saxit ertguli mkitxveli gyavs. Me velodebi istoriis ganvitarebis shen archeul gzas. Magram dzalian momwons batoni tornike dzalian!!! Au, ici rogor velodebi xolme. Sheni "gamocda" ubralod saswauli iyoo :* :*

 


№6 სტუმარი nini28

ახლა ავიჭრები და გავიჭრები. პირველ რიგში გააგრძელე. მეორე რიგში ესენი ერთად დამიტოვე და მესამე რიგში დაათბე ცოტა ეს გოგო. რა კომპლექსიანი ვინმეა. მიყვარს მე ეს ისტორია

 


№7  offline წევრი Salivan

Guest ნატა
რას ქვია შენთვის გააგრძელებ? ველოდები მოუთმენლად. ისე განავითარე როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ, ავტორი შენ ხარ. ეხლა არ მითხრა, რომ კაბინეტში ქმარი მიუვარდათ?! :D :D

ჰა ჰა ნატა რა საყვარელო ხარ. მადლობა მხარდაჭერისთვის. ნახავთ, ნახავთ ვინ იქნება. :*

Guest Kiki
Chemi saxit ertguli mkitxveli gyavs. Me velodebi istoriis ganvitarebis shen archeul gzas. Magram dzalian momwons batoni tornike dzalian!!! Au, ici rogor velodebi xolme. Sheni "gamocda" ubralod saswauli iyoo :* :*

ძალიან დიდი მადლობა კიკი. მეც ძალიან მიყვარს შენი კომენტარები. მადლობა რომ ყველა ისტორიაზე მხარში მედექი. იმედი მაქვს ამ ისტორიითაც გასიამოვნებ.

nini28
ახლა ავიჭრები და გავიჭრები. პირველ რიგში გააგრძელე. მეორე რიგში ესენი ერთად დამიტოვე და მესამე რიგში დაათბე ცოტა ეს გოგო. რა კომპლექსიანი ვინმეა. მიყვარს მე ეს ისტორია

ნინი :))) არის მემ. შევასრულებ ჩემებურად :)))

მინდა ფეისბუქიდან მკითხველებს ბოდიში მოვუხადო რომ მათ კომენტარებს ვერ ვპასუხობ. ამ ფორმით გიპასუხებთ. მადლობა დიდი და გელოდებით შემდეგ თავებზეც.

 


№8  offline წევრი tamuna.s

aucileblad gaagrdzele, me dzalian momwons tornike. sheidzleba adamians ertjeradi "ganavardeba" rogorgac apatio, magram kaci romelic ori weli ggalatobs da gatyuebs, me mgoni mas agar undixar, agar moswonxar xa agar izidav rogorc qali da romel siyvarulzea laparaki. qmars tu upro axlos gagvacnob kargi ikneba. ikneb ise cudatac ar aris saqme rogorc exla mgonis. tumca isic meechveba rom otxi shvilis dedastan ucolo kasma momavali dagegmos da misi colad shertva moindomos.

 


№9  offline წევრი Salivan

tamuna lobjaidze
aucileblad gaagrdzele, me dzalian momwons tornike. sheidzleba adamians ertjeradi "ganavardeba" rogorgac apatio, magram kaci romelic ori weli ggalatobs da gatyuebs, me mgoni mas agar undixar, agar moswonxar xa agar izidav rogorc qali da romel siyvarulzea laparaki. qmars tu upro axlos gagvacnob kargi ikneba. ikneb ise cudatac ar aris saqme rogorc exla mgonis. tumca isic meechveba rom otxi shvilis dedastan ucolo kasma momavali dagegmos da misi colad shertva moindomos.

მადლობა თამუნა. გავაგრძელებ აუცილებლად. შენმა კომენტარმა ახალი იდეა მომაწოდა. უკვე ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები. მადლობა და გელით შემდეგ თავზე.

 


№10 სტუმარი Ana

ჩემი სათქმელი tamuna lobjaidze-ის კომენტარში ამოვიკითხე. რა თქმა უნდა, გააგრძელე და როგორც შენ გინდა ისე წარმართე. ჩვენ კი დაგელოდებით და ვისიამოვნებთ თუ ნერვები დაგვაგჯება ამასაც შეგატყობინებთ.

ისე "არჩევანი" მართლა კარგი იყო. ერთი კიდევ უნდა ჩავუჯდე მოცლილზე.

 


№11  offline წევრი Salivan

Ana
ჩემი სათქმელი tamuna lobjaidze-ის კომენტარში ამოვიკითხე. რა თქმა უნდა, გააგრძელე და როგორც შენ გინდა ისე წარმართე. ჩვენ კი დაგელოდებით და ვისიამოვნებთ თუ ნერვები დაგვაგჯება ამასაც შეგატყობინებთ.

ვახ ცუდად გავხდიიი:)))) ამდენი საუკუნეა არ მიცინია. აუცილებლად გამაგრბინე ბოლო განსაკუთრებით :))) ანა მადლობა არაჩვეულებრივი ხარ :*

 


№12 სტუმარი Taso

Rodistvis gelodot?

 


№13  offline წევრი Salivan

Ana
ჩემი სათქმელი tamuna lobjaidze-ის კომენტარში ამოვიკითხე. რა თქმა უნდა, გააგრძელე და როგორც შენ გინდა ისე წარმართე. ჩვენ კი დაგელოდებით და ვისიამოვნებთ თუ ნერვები დაგვაგჯება ამასაც შეგატყობინებთ.

ისე "არჩევანი" მართლა კარგი იყო. ერთი კიდევ უნდა ჩავუჯდე მოცლილზე.

ძალიან მიხარია ამის წაკითხვა. არაჩვეულებრივები ხართ. მადლობა რომ არსებობთ.:*

Taso
Rodistvis gelodot?

უკვე გამოვაქვეყნე მეოთხე თავი. ახლა ადმინისტრაციას ველოდები რომ საიტზე დაიდოს. მადლობა რომ კითხულობთ:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent