შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 14


5-01-2017, 20:50
ავტორი katiusha
ნანახია 3 839

თამუნა სამზარეულოში მაროს ეხმარებოდა საჭმელების მომზადებაში, როცა ეზოდან მანქანის ხმა მოესმა. იფიქრა სოფო დაბრუნდაო და გარეთ არ გამოსულა. მეგობარს ელოდა. ისედაც შემოვიდოდა სოფო მათთან. რატომ დაეკარგა დრო. საქმიანოდა განაგრძო და თან ღიღინებდა. მაგრამ ეს რა არის? უცებ ყურს მამაკაცის ხმა მისწვდა, თან ერთდროულად ორის. წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ უნდა ყოფილიყო. ჩაფიქრდა და ისე გაერთო მიყურადებაში რომ კინაღამ თითი მოიჭრა .ჩუმად დაიკივლა რომ მათ არ გაეგოთ.მარტო იყო ისედაც მარო მაშინვე გარეთ გავიდა როგორც კი ხმაური შემოესმა. ნელ-ნელა ხმა ახლოვდებოდა და უფრო მეტად ესმოდა მათი საუბარი და სიცილი. უცებ იცნო. ნამდვილად ისინი იყვნენ და არ ეჩვენებოდა, კარგად გაარკვია რეზოს და დათას ხმა. სოფოს საუბარიც გაიგონა.
-ბებო თამუნა სადაა?-მოესმა სოფოს ხმა.
-სამზარეულოშია, ვახშმის მოზადებაში მეხმარებოდა, ალბათ ისიც გამოვა.
-რაო?მაგან საჭმელების გაკეთებაც იცის?მე აღარ მშია, ნამდვილად საწამლავს ჩაყრიდა. -ჩაურთო კომენტარი დათამ და ხმამაღლა გადაიხარხარა რომ მისი ხმა გაეგო გოგოს.
-სირცხვილია ბიჭო. საწამლავს სად იშოვიდა აქ.-დაურთო რეზომ
-წესით უნდა მოგვეპოვებოდეს სახლში.-ისე უპასუხა სოფომაც რომ გარკვევით გაეგო თამუნას. მიხვდა ფანჯარა ღია იყო და ის იქიდან მოისმენდა. აივანზე მყოფები სიცილისგან ვეღარ სუნთქავდნენ, თამუნა კი ბრაზისგან ალბათ სადაცაა აფეთქდებოდა. არადა დღეს გადაწყვიტა მეგობრის ხათრით საღამოს მშვიდად დავასრულებ და დათას არ გამოვიწვევო, მაგრამ სხვა გზა არ დუტოვა. რამდენიმე წუთის უკან იმაზე დარდობდა ასე ჩაცმული როგორ დავენახო ამ მოკლე შორტით და ტოპი მაისურითო, გამოცვლასაც კი გეგმავდა. და უცებ ერთმა აზრმა გაუელვა თავში. მაშინვე საძინებელში გავარდა, ისე რომ არ შეემჩნიათ და საგულდაგულოდ გარეცხილ და გაუთოვებულ თეთრ პერანგ დასწვდა. მაისური გადაიძრო და ის ჩაიცვა. ორი ზომით დიდი იყო მაგრამ რას დაეძებდა. რამდენიმე ღილი შეიკრა. მერე კი ბოლოებს ხელი მოჰკიდა და ჭიპთან ლამაზად განასკვა. წელი ისევ გამოიჩინა. ცოტა მკერდთანაც დატოვა შეხსნილი ღილები და საკუთარი თავი სარკეში შეათვალიერა.
-დამაცადე დათავ ბატონო, მე შენ გაჩვენებ სეირს. გაგამწარებ, ისე რომ ამ პერანგთან ერთად მეც მოგინდე და დაგტოვებ გაღიმებულს, ვერც ერთს ვერ ეღირსები.
სამზარეულოში აღრ დაბრუნებულა. ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას იქით სადაც ისინი შეკრებილიყვნენ. სუფრას მისხდომოდნენ სამივე. მარო ალბათ სამზარეულოში იყო. შორიდანვე მოჰკრა დათას თვალი. პირდაპირ იჯდა და მის შესვლას პირველი ის შეამჩნევდა. საბოლოოდ შეისწორა ყველაფერი და გარეთ გავიდა.
-საღამო მშვიდობის ყველას.
მაშინვე დაინახა როგორ გადაუარა დათას სახეზე გაოცებამ და თვალები გაუფრთოვდა. დანარჩენებიმა კი მის ჩაცმულობას ყურადღება არ მიაქციეს და უბრალოდ მიესალმენ. რეზო წამოდგა, გადაკოცნა და თბილად მოკითხა.
-იმ დღევანდელს არ გაპატიებ იცოდე. თითი დაუქნია ბავშვურად და გადაიკისკისა.
-სოფოსთან მარტო დარჩენა მინდოდა და სხვა ვერაფერი მოვიფიქრეთ.-უპასუხა რეზომ
-მერე ამისთვის ამ გორილასთან უნდა დაგეტოვებინეთ მარტო. ანიშნა დათაზე.
-მოიცა მოიცა შეურაცყოფის გარეშე კარგი. ჩაერთო მაშინვე ისიც
-შენ საერთოდ გაჩუმდი. არავის მოუცია ლაპარაკის უფლება.
-მე მაჩუმებ? წამოდგა ბიჭი.-ღმერთო ეს ვის გადავეყარე. -მიკვირს შენ და ეს ანჩხლი ქალბატონი მეგობრები როგორ ხართ.-მიუბრუნდა სოფოს.
-რას ვიზავთ კარგად ვუგებთ ერთმანეთს, მე არ მერჩის.-ღიმილით უპასუხა მანაც
-მეც მიკვირს შენ და რეზოც როგორ ხართ ძმაკაცები, როცა ის ისეთი მშვიდი და გაწინასწორებულია, შენ კი ასეთი უტვინო და ხეპრე.
-ეხლა უკვე ვეღარ გადამირჩები. მაშინვე მისკენ წამოვიდა დათა, მაგიდას შემოუარა. მაგრამ მარო გამოჩნდა თეფშებით ხელში და შეჩერდა, მისი მოერიდა.
-რა ხდება შვილო ხომ მშვიდობაა? რა გაჩხუბებთ?-იკითხა მანაც და სუფრის გაშლა დაიწყო.
-კი ბებო მშვიდობაა. დასხედით თქვენ და ჩვენ უცებ მოვიტანთ ყველაფერს.
-იყავი სოფო, შენ მათ მიხედე, მე წავალ სამზარეულოში, თორემ აქ ჰაერი არ მყოფნის ვიხრჩობი. აი ნახე.. თამუნამ ყელში წაიჭირა ხელები და ისეთი იმიტაცია გააკეთა ვითომ მართლა იხრჩობოდა.
-პატარა ბავშვივით ხარ ამხელა გოგო. წადი წადი სამზარეულოში. ღირსი ხარ იქიდან არ გამოგიშვას ადამიანმა. ხელი აუქნია დათამ და ისევ თავის ადგილზე დაბრუნდა
-ახლავე დავბრუნდები მეც. თქვა სოფომ და უკან აედევნა.
-ღმერთო ამათ ვის გადავეყარე. ერთამენთზე უარესები არიან ერთად როცა არიან, ჩაილაპარაკა მოხუცმა და ბიჭებს შუაში ჩაუჯდა.
-მაგრამ არაუშავს, ჯობია ასე იყვნენ, ვიდრე სოფოს ისეთ საშინელ დღეში ვხედავდე.
-ძალიან ცუდად იყო ბებო?-დაინტერესდა რეზო . მოკლედ იცოდა სოფოს ამბავი. ალბათ გოგომ ის უთხრა რაც ყველაზე მნიშვნელოვნად ჩათვალა, მაგრამ მაინც აინტერესებდა ყველაფერი
-არ თქვა ბებია ეგ რომ იყო ისე ჩემი მტერი იყოს.ადამიანი ასეთ მდგომარეობაში არასოდეს რ მინახავს. ცოცხალმკვდარი იყო. სულ ტიროდა. საჭმელს ძალით ვაჭმევდი. სიკვდილი უნდოდა და მიხარია რომ ახლა ასეთს ვხედავ, სიცოცხლხის სურვილი დაუბრუნდა. არ ვიცი რამ იმოქმედა მასზე ასე. მაგრამ ეს გოგო ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას.-მარო მიხვდა რომ შეიძლებოდა ზედმეტი წამოსცდენოდა, ამიტომ მოკლედ დაასრულა თავის სათქმელი.
-ბებო შენ იცი ხომ მისი ამბავი?-ჰკითხა რეზომ ჩუმად.
ქალმა ეჭვით შეხედა, მაგრამ ვერ გებედა ხმა ამოერო.
-მეც ვიცი, მომიყვა რაც შეემთხვა,- როცა მიხვდა რომ ქალი აღარაფერს ეტყოდა.
-კი ვიცი. ესეგი შენც გითხრა.
- მეც მითხრა. ოღონდ ყველაფერი არა.
-არ დააძალო შვილო არაფერის მოყოლა. დამიჯერე რაც გითხრა ეგ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იქნებოდა . არც გაამტყუნო არაფერში. სიყვარულში დაშვებული შეცდომების პატიება შეიძლება ბებია. მთავარია რომ ბედნიერი იყო. როცა გიყვარს მაშინ დააფასე ადამიანი სანამ შენს გვერითაა. თორემ როცა დაკარგავ მერე უკვე გვიანი იქნება. აი მეც ბებია ადრეულ ასაკში დავკარგე ქმარი და ერთადერთი შვილი, მას მერე აღარც მიფიქრია მეორე ოჯახის შექმნაზე რასაც ახალ ძალიან ვნანობ. სოფო რომ არ ჩამოსულიყო ასე მარტო მოვკვდებოდი ალბათ სიბერეში და ჩემი პატრონი არავინ იქნებოდა.
-მოიცა თქვენ რაზე ლაპარაკობთ? სოფო თქვენი შვილიშვილი არ არის?-დაიბნა დათა.
-არა შვილო. -გაცინა ქალს.-ერთ დღეს ასე დაბნეული და ნამტირალევი მომადგა ერთი პატარა ჩემოდნით, სახლი მომაქირავე და მიწებიო და მას შემდეგ ჩემთან ცხოვრობს. ან როგორ მიმექირავებინა ეს ყველაფერი. ოღონდაც ვინმე გამოსჩენოდა პატრონი და ამას დავეძებდი.
-ძალიან ცუდია ბებო მარტო რომ დარჩით. -მოიწყინა რეზომ
-მოიწიე აქეთ ბებია. ხელი მოჰკიდა ქალმა მკლავში და თავისკენ მიისწია რეზო.-შენ ნუ გგონია რომ მე რამეს გამომაპარებთ. მე კარგად ვიცი რომ მოგწონს ის და რადგან სოფომ თავის ამბავი გითხრა ესეგი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ და დააფასე ის. დამიჯერე მასზე კარგ გოგოს შეიძლება ვერც შეხვდე მთელი ცხოვრების მანძილზე. ნუ განსჯი ადამინს წარსულში დაშვებული შეცდომების გამო. არავინ ვიცით რა გველოდება მომავალში და არც ჩვენ ვართ უცოდველები.
-მართალი ხართ. უცოდველი არავინაა ამ ქვეყანაზე. დაეთანხმა რეზო.
-ახლა წავალ ერთი იმათ დავხედავ, აქამდე სად არიან იმედია არ დახოცეს ერთმანეთი. სულ ჩხუბობენ და მაინც სულ ერთად არიან.-გაეცინა ქალს და ისინიც აიყოლია....

სოფო უკან მიჰყვა თამუნას და კარი მიხურა.
-აბა ახლა მომიყევი რას ერჩი იმ ბიჭს.
-არაფერს.-გაეცინა მას.
-შენ ჯერ კიდევ არ მოგიყოლია იმ ღამეს როგორ დასრულდა ყველაფერი. რამე მოხდა და მე არ ვიცი.-ეჭვით ჰკითხა სოფომ
-არაფერი არ მომხდარა. უბრალოდ სახლში მომიყვანა და ეგ იყო.
-უბრალოდ არ მოგიყვანდა, იმიტომ რომ კარგად გიცნობ და რაღაცას ისეთს გააკეთებდი რომ ასე მარტივად არ დასრულდებოდა ყველაფერი.
-ამჯერად დასრულდა. მ,აგრამ ჯერ კიდევ დამრჩა ამისთვის დრო რომ გავამწარო.
-მაინც ვერ გამიგია რაღა მაინცდამაინც მაგ ბიჭს ერჩი ასე.-სოფო ხაჭაპურის დაჭრას შეუდგა და დიდ თეფშზე ლამაზად დააწყო.
-რას ვერჩი და იმას რომ მითხრა ჩემი გემოვნების გოგო არ ხარო,აქეთ დამდევენ გოგოები და კისერზე მეკიდებიანო. თვითონაც ვერ მიხვდა როგორ აუწია ხმას თამუნამ და დანა მაგიდაზე დაახეთქა გაბრაზებულმა. სოფო შეკრთა, არ მოელოდა მის ასეთ რეაქციას და დაბნეულმა შეხედა.
-შენ გააფრინე ხომ?-მოეგო გონს.
-ვაიმე მეც არ ვიცი რა მემართება. პირველად მითხრა ასეთი რამე ბიჭმა და თან ისე რომ ყურადღებას არ მაქცევს. საერთოდ ფეხებზე ვკიდივარ.
-მოგწონს.- გადაიხარხარა სოფოს, -როგორც იქნა ვიღაცით სერიოზულად დაინტერესდი.
-არა არ მომწონს. უბრალოდ მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა ჩემი გამწარება.
-ესეგი იმ ღამეს ეს გითხრა და ამიტომ ექცევი ასე.
-ნერვები მეშლება რომ ნახევარი ევროპა შემოვიარე. თითქმის მთელი საქართევლო და მაინცდამაინც ამ გადაკარგულში შევხვდი ბიჭს,რომელიც მომეწონა და მას ფეხებზე ვკიდივარ. არ ვაინტერესებ.
-ასე არაა, მასაც მოსწონხარ დამიჯერე. ისიც ამიტომ გექცევა ასე, სპეციალურად აკეთებს ამას დამიჯერე.აი ნახავ თუ ასე არ იყოს. ახალ მოდი გავიდეთ და სუფრა გავშალოთ, თორემ ძალიან დავაგვიანეთ გასვლა და უხერულია
-წადი და მეც გამოვალ. ცოტა დავწყნარდები.
-ხო მართლა ეგ პერანგი გაიხადე. შენ გგონია ვერ მოვხვდი რომ სპეციალურად ჩაიცვი?ისიც მიხვდა და გამოგივიდა კიდეც მისი გაოცება.
-არა ჯერ არ დამისრულებია მისი გამწარება,ვიცი რომ ეს მისი საყვარელი პერანგია და ახლა დამაცადე ნახავ რაც მოუვა ამას.-.გაეცინა თამუნას. სოფოსაც გაეცინა. მერე ხაჭაპურით სავსე თეფს დასწვდა და სამზარეულოდან გავიდა. თამუნამ ერთი ღრმად ამოიოხრა და ჩაქაფულით სავსე თეფში აიღო და უკან გაჰყვა მეგობარს.სუფრას უახლოვდებოდა, როცა დაინახა როგორ გაუგზავნა ჰაეროვანი კოცნა სხვებისგან შეუმჩნევლად დათამ და თან ტელეფონი მოიმარჯვა მისთვის სურათის გადასაღებად. ისე დაიბნა ვერ დაინახა როგორ წამოჰკრა ფეხი იატაკს, შებორძიკდა და ცხელი წვნიანი ზედ გადაისხვა პერანგზე. ყველას სიცილი აუტყდა,დათამ ძლივს შეიკავა სიმწრისგან თავი. გოგომ თეფშს ხელი გაუშვა, იატაკზე ხმაურით დაეცა და მისი მტვრევის ხმა თამუნას კივილმა გადაფარა. იმხელაზე იკივლა ყველამ შეწყვიტა სიცილი. მან სწრაფად შეიხსნა ღილები, თითქმის შემოიგლიჯა და თითქმის დამწვარ ტანს ინიავებდა. ვერც გაიაზრა რომ მათ წინაშე თითქმის შიშველი დარჩა.
-ვაიმე შვილო. ხელები აიფარა სახეზე მარომ.
სოფო და რეზო დაიბნენ დათას კი თვალები შუბლზე აუვიდა. მერე გონს მოეგო წყლით სავსე ჭურჭელს დასწვდა და ტანზე შეასხა გაყინული წყალი.
-ვაიმე რა ცივია, ახლა ამაზე აყვირდა თამუნა.
-მშვენიერი ტანი კი გაქვს გოგონა. მეჯიბრები გაშიშვლებაში? გაეცინა დათას და გოგომ რომ გაიაზრა რაც ხდებოდა შერცხვა და ის დასვრილი პერანგი აფარა ტანზე. უკან დაიხია და ისევ ოთახში გაუჩინარდა.
-თქვენ აქ დამელოდეთ არ წამოხვიდეთ.-შეეხვეწა დათა და უკან გაჰყვა. რეზომ სოფო შეაჩერა რომელიც ის იყო წამოდგა და მეგობრის დასახმარებლად მიდიოდა .
-დააცადე ახლა ნახე შენ იქ რა მოხდება.
-მოკლავენ ერთმანეთს.-გაეცინა სოფოს.
-არაფერი არ მოხდება, დამიჯერე.
-რა ხდება ბებო??რატომ წავიდა ის ბიჭი თამუნასთან?
-დაანებე ბებო თავი. თვითონ გაერკვევიან. მე ახლავე მოვალ ყველაფერს მოვიტან და მათ მოსვლამდე სადღეგრძელო ვთქვათ.
-მიდი ბებია მიდი. მაინც რა უცნაურები ხართ დღევანდელი ახალგაზრები.-ჩაილაპარაკა ქალმა და თავი გააქნია...

თამუნა სააბაზანოში შევარდა და მაშინვე ონკანი მოუშვა რომ საჭმელი ჩამოერეცხა ტანიდან. პერანგი გვერდით დადო. მაგრამ სარკეში უცებ ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი და ისევ ხელი დაავლო უკან აიფარა. სწრაფად მოტრიალდა მისკენ. დათა კარის ჩარჩოს მიყრდნობოდა. გულზე ხელები დაეკრიფა და იღიმოდა.
-შენ ნორმალური ხარ საერთოდ?გადი აქედან. თითქმის უყვირა გოგომ
-სავსებით ნორმალური ვარ.-ისე უპასუხა არც განძრეულა ადგილიდან.
-გადი აქედან-თქო, ერთხელ უკვე გითხარი.
-შენი მშვენიერი სხეულის ყურებით ვტკბები.
-შენ ხომ ჩემნაირი ქალები არ მოგწონს?მე ხომ არ ვჯდები შენს გემოვნებაში.ირონია გაურია გოგომ
-სხეულს ვერ დაგიწუნებ.მშვენიერი ტანი გაქვს.
-ნუ მიყურებ ასე. თამუნამ გაუაზრებლად ესროლა პერანგი.დათამ დაიჭირა და ხმამაღლა გაეცინა.
-ახლა რაღას იზავ?
-დამიბრუნე.
-შენ თვითონ მომეცი.
-ნუ მაღიზიანებ, დამიბრუნე.
-მოკლედ ეტყობა ამ პერანგს დაცდილი აქვს დასვრა და მერე მისი მეპატრონის შიშველი დატოვება.
-თითქმის შიშველი.
-მომეცი-თქო. არ ნებდებოდა თამუნა
-მოდი და წაიღე
-იდიოტი ხარ.
-მადლობა.
-ნერვებს მიშლი.
-სრულებითაც არა საყვარელო.
-მე შენი საყვარელი არ ვარ.
-ძალიან დაგეწვა?-საუბარი გადაიტანა დათამ
-შენი საქმე არაა.
-ვაიმე ვეღარ გავიგე რა გავაკეთო. შენი დახმარება მინდა,შენ კი არ მაცდი.
-თავი დამანებე რაა. იიოტი ხარ, გქონდეს ეგ პერანგი და იყავი მასე. თამუნა მოტრიალდა და წყალს შეუშვირა ხელები. ისე ჩამოიბანა ტანი რომ აღარ უყურებდა დათას, ეგონა წავიდა. მაგრამ შიშველ მუცელზე ხელების შემოხვევა რომ იგრძნო. მთლიანად დაეხორკლა კანი და გააჟრჟოლა. ბიჭი ძლიერად აეკრო და მის თმაში ჩარგო თავი. მერე კისრისკენ ჩაუყვა. თამუნა ისე დაიბნა რომ ხმა ვეღარ ამოიღო და ვერც ის მოფიქრა რომ წინააღმდეგობა გაეწია. თვალები დახუჭა და მის ხელებს თავისი პატარა ხელები მოხვია.
-რა საოცარი სურნელი გაქვს .ჩასჩურჩულა ყურში,გოგოს უფრო მეტად იპყრობდა ვნება და სიამოვნებას განიციდდა,მაგრამ უცებ გონს მოეგო. ხელები გააშვებინა და მისი მოშორება სცადა მისკენ შემობრუნდა. ბიჭმა ხელები ნიჟარას დააყრდნო და ორივე მხარეს გასასვლელი ჩაუკეტა, უფრო მეტად მიიწია მისკენ. თამუნა უკან გადაიხარა. ისიც მიჰყვა.
-რა გინდა თავი დამანებე?მე ხომ არ ვარ შენი გემოვნების გოგო?არ მოგცემ გართობ უფლებას. დაისლუკუნა გოგომ.
-იქნებ პირიქითაა.-თვალი თავლში გაუყარა ბიჭმა.
-პირიქით არ იქნება.
-მე რაც მინდა და როგორც მინდა ისე იქნება.
-არ იქნება.
-იქნება თქო,- უთხრა და სანამ თამუნა რამის თქმას მოასწრებდა მანამდე დააცხრა ტუჩებზე. გოგო უფრო დაიბნა, მაგრამ არ აჰყოლია კოცნაში. მალევე მოიშორა.
-რა იყო შენთვის არასოდეს არავის უკოცნია?-გაუკვირდა ბიჭს.
-არა-თავი დახარა გოგომ
-მეხუმრები?ახლა დათა დაიბნა.-მთელი ოცდაცხრა წლის ისე გახდი რომ არავის უკოცნია შენთვის? ასეთი აუტანელი ხარ ვითომ რომ კოცნაც არ უნდათ შენთან?-თვითონაც ვერ მიხვდა რატომ გაურია ასეთი მწარე სიტყვები . გოგოს თვალები აუცრემლიანდა.
-აქედან გაეთრიე.-უკივლა .
ბიჭმა ხელები მოაშორა და გაიწია. უკან-უკან წავიდა.
-გამოიცვალე და გამოდი. მე წავალ. მშვიდად ივახშმე.ხო აი ეგ.-თითით ანიშნა პერანგზე.-ბოლოჯერ გაფრთხილებ გარეცხე და სუფთა დამიბრუნე. მკაცრად უთხრა და სააბაზანდოან გავიდა....

ვერანდაზე რომ დაბრუნდა იქ მსხდომთ უკვე დაეწყოთ ვახშმობა და პირველი სადღეგრძელოც უკვე ეთქვათ. დათა რომ დაინახა რეზომ ჭიქა დადგა და მას მიაჩერდა.
-მოდი დაჯექი. ამდენ ხანს რას აკეთებდით?
-არა სოფო მე წავალ. საქმე გამომიჩდა.-მოიმიზეზა დათამ
-არ გამაბრაზო ეხლა. ვიცი რომ ისევ იჩხუბებდით. მაგრამ ეს მე არ მაინტერესებს. თქვენ ყველა ჩემი სტუმრები ხართ და მოვითხოვ რომ აქ დარჩე .თორემ ხმას არ გაცემ იცოდე.-გაუბრაზდა სოფო.
-მხოლოდ შენს გამო. დათანხმდა დათა და თავის ადგილს დაუბრუნდა, ისე რომ მთელი საღამო ხმა თითქმის აღარ ამოუღია. უხმოდ იჯდა და უსმენდა მათ ხუმრობებს. თამუნაც დაბრუნდა სუფთა ტანსაცმლით.დათას მის გასაბრაზებლად ისიც მთელი საღამო იცინოდა და მხიარულობდა. თავს აჩვენებდა რომ კარგად იყო თორემ ისიც საშინლად იყო ნერვებმოშლილი და განიცდიდა ყველაფერს...
მოგვიანებით ჯერ მარო ბებო დაემშვოდობა ახალგაზრდებს და დასაძინებლად წავიდა. მერე თამუნამ დატოვა ისინი, ბოლოს კი დათა და რეზო წავიდნენ. რეზოს ცოტა დაელია და ნასვამი იყო. საჭესთან დათა დაჯდა, რომელიც ფხიზელი იყო. თამუანასთან ჩხუბის შემდეგ არ ჰქონია სურვილი დაალევის. მანქანაში ჩაჯდა და იქ ელოდა რეზოს, ის სოფოს ემშვიდობებოდა აგერ უკვე მერამდენედ და მაინც ვერ ელეოდა მას.
-ეტყობა ძალიან იჩხუბეს. რადგან ეს ასეთი არასოდეს მინახავს. ანიშნა დათაზე რომელიც საჭესთან იჯდა და ნერვიულად აბოლებდა სიგარეტს სიგარეტზე,
-ეტყობა,- გაეცინა სოფოს.
-ამას უკვე ვატყობ რომ მოსწონს.
-მეც ვიცი რომ თამუნასაც მოსწონს.
-ერთი იდეა მაქვს. ოღონდ ახლა არა. მოდი ხვალ დილით დაგირეკავ და შევთანხმდეთყველაფერზე. ერთ ძალიან კარგ ადგილზე წავიდეთ. იქ სახლი მაქვს და კარგად გავერთობით. ოღონდ თქვენ ჩემთან ერთად წამოხვალთ. დათას კი მერე დავურეკავ და მარტო მოვა, თორემ რომ გაიგონ ისე არც ერთი არ წამოვა.
-გადარეული ხარ იცი.
-ვიცი. უთხრა რეზომ და გოგოს მოეხვია. მერე შუბლზე აკოცა და დაემშვიდობა, მანქანაში ჩაჯდა. დათამ დაქოქა და სწრაფდ დაძრა ადგილიდან. სოფო მანამდე უყურებდა გაღიმებული სახით სანამ თვალს არ მიეფარნენ. მერე უკან შემობრუნდა, მაგრამ მაშინვე შეტყობინება მოუვიდა ტელეფონში. "-ერთი რამის თქმა დამავიწყდა.საოცარი ადამიანი ხარ და მაბედნიერებს შენს გვერდით ყოფნა." სწერდა რეზო. გოგოს ჩაეღიმა და პასუხი დაუბრუნა :"-ეს მე ვარ ბედნიერი იმით რომ შენ გაგიცანი"
მომდევნო შეტყობინების მოლოდინში სუფრის ალაგებას შეუდგა და მალევე დაასრულა. მერე საზინებელში შევიდა. თამუნას უკვე ეძინა. ტელეფონს ხმა გაუთიშა და მომდევნო შეტყობინება გახსნა. სახე ღიმილმა გაუპო და ტელფონი გულში ჩაიხუტა.....


*****************
მეორე დღეს ქალაქში გამოემგზავრა და ბანკში მივიდა. საკუთარი ანგარიშების გადახედვა მოინდომა და იმის გაგება მისცემდნენ თუ არა სესხს მას .პასუხი იმაზე კარგი მიიღო ვიდრე მოელოდა. მერე ადვოკატს შეხვდა. მამამისის ძველი მეგობარი იყო ბატონი გივი, მანაც საკუთარი შვილივით მიიღო გოგო.
-აბა სად დაიკარგე? სად ხარ?რას მოღვაწეობ?
-ისეთს არაფერს გივი ბიძია. უბრალოდ სოფელში წავედი და ახლა სოფლის მეუნეობას მივსდევ. საკმოდ წამატებულადაც.
-შენგან ამას არ მოველოდი. არც კი ვიცი ასე რატომ მიატოვე ყველაფერი და რატომ წახვედი აქედან.
-მაგას უკვე აღარ აქვს აზრი. ასე იყო საჭირო გივი ბიძია. მოკლედ მე ის მაინტერესებს თუ იცით რა დაემართა ჩემს ოჯახს?
-კი სვილო როგორ არ ვიცი.
-გაქვთ მათთან კავშირი?
-ისე ხშირად ვეღარ ვნახულობ, როგორც ადრე, მაგრამ მაინც გვიწევს ერთმანეთის ნახვა.
-რატომ მოხდა ეს ან როგორ? როგორ მამაჩემი გაკოტრდა?
-ეს მისი ძმაკაცის გამსახურებით მოხდა. ყველაფერი ხელში ჩაიგო და იძულებული გახადა რომ მერე მამაშენს თავისი წილი მისთვის მიეყიდა. სახლიც მის გამო ჩადო მამაშენმა ბანკში.
-ანუ შენ გინდა მითხრა რომ მამაჩემმა მის გამო დაკარგა ყველაფერი?
-დიახ ასე მოხდა. .. გივიმ დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი სოფოს. გოგო გოაგნებული უსმენდა მას და შოკიდან ვერ გამოდიოდა. ასეთი ახლო მეგობრისგან ღალატს ვერ გადაიტანდა მამამისი და არც არასოდეს აპატიებდა მას მისი ოჯახი რომ თითქმის ქუჩაში დარჩა.
-მოკლედ ასე გივი ბიძია მამაჩემის ბიზნესიც უნდა დავიბრუნო და ის სახლიც სადაც ბავშვობა გავატარეთ მე და ჩემ ძმამ.
-ეს ძნელი იქნება შვილო.
-ფული პრობლემა არ არის.ყველანაირი ინფორმაცია მჭირდება მასზე, მის ბიზნესებზე. იმაზე თუ სად დადის?რას ჭამს. რას აკეთებს? ვისთან დადის და ასე შემდეგ. გასაგებია გივი ბიძია?
-რაც შემეძლება ყველანაირად დაგეხმარები.
-მოკლედ ეს ჩემი ნომერია. როგორც კი ყვლაფერს გაიგებ დამირეკეთ დაჩამოვალ.
-კარგი შვილო.
-შეგიძლიათ კიდევ ერთ რამეში დამეხმაროთ, იქ მიმიყვანეთ სადაც ისინი ცხვრობენ.
-კი ბატონო.
ერთ საათში სოფომ თავის მანქანა ქალაქის გარეუბნში პატარა ღარიბულ სახლთან გააჩერა. ოდნავ მოპორებით რომ არავის შეემჩნია. ეზო კარგად მოჩანდა. ეზოში პატარა გოგონა თამაშობდა. მისნაირი შავი კულულები ჰქონდა,თვალებში ეფხატებოდა და ხშირად ისწორებდა. თან თოჯინას რაღაცას ეტიკტიკებოდა. თვალზე ცრემლი მოადგა. მერე დედა დაინახა, ბავშვისკენ წავიდა და რაღაც გადაულაპარაკა. თან გაუცინა. მისი ბავშვობა გაახსნდა ყოველთვის ასე იყო. დედას საოცარი ღიმილი ჰქონდა, უხდებოდა.ბავშვს ხელი ჩაჰკიდა და სახლისკენ წაიყვანა. იქ ახალგაზრდა გოგო ელოდა. ბავშვი მისკენ გაიქცა და ხელში აიყვანა. ჩაეხუტა და ლოყები დაუკოცნა. როგორ უნდოდა ახლა სოფოსაც ჩაეხუტებინა პატარა. მისი არ იყო მაგრამ მისი სისხლი და ხორცი იყო. ბავშვი რომელიც ახლა მასაც უნდა ჰყოლოდა. ასე ხუთი წლის იქნებოდა ახლა. ერთად ითამაშებდნენ. ცრემლი მოიწმინდა ისე რომ გივის არ შეემჩნია.
-წავიდეთ უკვე გვიანია. უკან უნდა დვბრუნდე გივი ბიძია. ჯერ თქვენ მიგიყვანთ სახლში.
უკან რომ ბრუნდებოდა უკვე საღამო იყო. რეზომ დაურეკა გზაში იყო. აღელვებული ლაპარაკობდა.
შეუთამხმდა რომ დაახლოებით ერთ საათში მისი სასტუმროს რესტორანში დაელოდებოდა. უფრო მოუმატა სიჩქარეს..
რეზოს უკვე შეეკვეთა საჭმელი და მას ელოდებოდა. სოფო რომ დაინახა შეეცოდა გოგო, ისეთი გადაღლილი სახე ჰქონდა. მიხვდა რომ ენერვიულა კიდეც. გადაკოცნა და გვერდით მოისვა.
-აბა მეტყვი რა ხდება?სად იყავი?ისე რომ მთელი დღე მხოლოდ ერთი შეტყობინება გამომიგზავნე.
-საქმეებზე ვიყავი თბილისში წასული.
-მერე მე რატომ არ მითხრი წამოვიდოდი და დაგეხმარებოდი.
-არ მინდოდა შენი შეწუხება.
-სოოოფ რაღაც მოწყენილი მეჩვენები და განერვიულებული. იქნებ მომიყვე ყველაფერი და მოგეშვება.
-იცი რეზი დღეს ჩემების სახლში ვიყავი. უფრ სწორად სახლთან. ვერ გავბედე შესვლა. გავიგე რომ მამაჩემს თავის მეგობარმა მთელი ბიზნესი წაართვა. სახლიც თვითონ გადაიფორმა და ახლა ისინი თავს ძლივს ირჩენენ, სადღაც ქალაქგარეთ მიწურში ცხოვრობენ ატირდა სოფო.
-კარგი დამსვიდდი ნუ ტირიხარ. ნუ ნერვიულობ. მოვაგვარებთ ყველაფერს.
-იცი ძმისშვილი მყოლია პატარა გოგონა სამი წლის იქნება ალბათ ან ორის. მე მგავს ჩემი სახელი ჰქვია. ისეთ საყვარელია. მინდოდა მივსულიყავი და გულში ჩამეხუტებინა მაგრამ ვერ გავბედე. ახლა ჩემი პატარაც ცოცხალი რომ ყოფილიყო მასზე ცოტა უფროსი იქნებოდა და ერთად ითამაშებდნენ.
-არ იდარდო. ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. რაც გვიწერია ის არ აგცდება. დამიჯერე ისევ გეყოლება პატარა თან ერთი კი არა ბევრი.იმდენი რამდენსაც მოინდომებ.
-მე იმედი აღარ მაქვს. ყოველთვის, ყოველ საღამოს ჩამესმის ყურში ექიმის სიტყვები. რაც მაშინ მითხრა. ყოველ წუთს მტანჯავს ეს კოშმარი.
-მომისმინე და დაიმახსოვრე კარგი. შენ იქნები ბედნიერი, შენ იმსახურებ ამას და აუცილებლად გახდები დედა. შენ იქნები ყველაზე ბედნიერი ქალი საქართველოში კი არა მსოფლიოში. რეზომ სახე დაუჭირა თავლებში ჩააცქერდა და გაუღიმა.
-შენ ჩემი ოცნების ქალი ხარ სოფო. ვგიჯდები შენზე. გოგოს აცრემლებულ თვალებში ბედნიერიების და სიხარულის სხივი გაკრთა და ბიჭს აკოცა.მერე ხელები მოხვია და გულში ძლიერად ჩაეხუტა და უთხრა.
-ალბათ ყველა ტანჯვა ღირდა იმად რომ შენ შეგხვედროდი ჩემი ცხოვრების გზაზე...
-



№1 სტუმარი makukuna

ოჰო, გამოჩნდი მონატრებულო. დათაზე და თამუნაზე ძალიან ვიხალისე. ამწარონ ერთმანეთი და იყონ. მაგრამ რეზო რომ მომწონს ძალიან, რა ვქნააა heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი katiusha

ხო ახალმა წელმა მომწყვიტა ამ ყველაფერს :) :) მაგრამ აწი აღარ დავაგვიანებ.. :)
აი რეზოსნაირები ბევრნი რომ იყვნენ ცუდი არ იქნება. გულის სიღრმეში ყველა გოგო მისნირ ბიჭზე ვოცნებობთ :D

 


№3 სტუმარი DALDONI

მაგარიაააა

 


№4 სტუმარი patrick

მოუთმენელ მომენტში ვერასდროს დავივიწყებ
მხოლოდ პაულ ALLEN სესხის ფირმის ნდობა.
ჩემი სახელია პატრიკ დებორა, მე ირლანდიაში ლიმერიკისგან ვარ.
ჯერჯერობით არ დაქორწინდა გულის შეტევით, მე ეძებდა ჭეშმარიტ სესხს
კომპანია გასული თვის განმავლობაში, გაზრდის ჩემი ბიზნესის, ასე რომ იღბლიანი მე
სესხი PAUL ALLEN სესხი კომპანია, ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთი
2%, ეს არის ჩემი Testimony, მე, როგორც ჩანს, scammed ორივე აქ და
ინტერნეტში, რომლებიც აცხადებენ, რომ საიმედოდ დასასრულს ისინი ყველა scam me ერთად
ბევრი ფული, ეს იყო ინტერნეტში, მე იგივე ჩვენება და მე
სცადეს საუკეთესო ყველაფერი, როგორც ოცნება
ელფოსტა: ([email protected])
და მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ მსგავსი სესხი ასეთია
ეს თაღლითები მთელს ადგილებში, გთხოვთ, ყველას ვურჩევ ყველას, ვინც არის
საჭიროა სესხის გატანა ([email protected])
არასოდეს დამარცხდება და შენი ცხოვრება შეცვლილია როგორც ჩემი
პოლ ალენი სესხის კომპანია. დღეს და მიიღეთ სესხი მათგან. ღმერთმა დაგლოცოს
პოლ ალენი სესხის კომპანია. მათი ნამდვილი სესხის შეთავაზება.
 დარწმუნდით, რომ სცადეთ თქვენი საუკეთესოდ და დაუკავშირდეთ მათ და მივაღწიოთ რა
გისურვებთ წარმატებას ამ კომპანიისგან სტრესის გარეშე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent