ყველაფერი ისევ შენთვის (4)
-დროზე! სასწრაფო გამოიძახე, მე ვეცდები დავედევნო!-იარაღი დამიტოვა და გაიქცა, რას აკეთებს! მაშინვე დავრეკე სასწრაფოში, 5წუთში მოვიდნენ და გიორგი წაიყვანეს, მე თან გავყევი. ტელეფონი და არაფერი თან არ მქონდა, ღმერთო მერამდენეჯერ უნდა მოუვიდეს ამას ბარბარეს გამო რამე, ან ირაკლი სად გაეჩხირა ეხლა, რამე რო მოუვიდეს? ექიმებიდან ერთ-ერთს ვთხოვე ტელეფონი რომ მოეცა და დამერეკა. პირველი ვინც თავში მომაფიქრდა მიშკა იყო, აღრიალებულმა დავურეკე, დარწმუნებული არ ვიყავი რომ ყველაფერი გაიგო მაგრამ საავადმყოფოში მოვიდა. გიორგის პალატასთან ატირებული ვიჯექი და ვკანკალებდი, ირაკლიზე ვნერვიულობდი, რამე რომ მოსვლოდა... ჩემი ხელით მოვიკლავდი თავს. არცერთი არ წაიყვანო ვევედრებოდი ღმერთს, მე წამიყვანე, მე და მხოლოდ მე. ისინი დატოვე, ორივე თავისი სიყვარულისთვის იბრძვის, არ წაიყვანო. მიშკა მოვიდა, მისი ქურთუკი მომახვია და გვერდით დამიჯდა, ჩამეხუტა და აღარ მიშვებდა. მალე ლეო, ანდრო და თემოც მოვიდნენ. ყველაზე ახლოს მაინც მიშკასთან ვიყავი და მის გვერდით ვიჯექი. ექიმებს უთხრეს ჩემი მდგომარეობა და პალატა გამომიყვეს, ჩემი ექიმი გამოაგზავნეს ჩემთან და მან მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა დამამშვიდებელი გამიკეთა. შუა ღამეს გამეღვიძა, გვერდით კოტე მეჯდა, ჩაძინებოდა, ჩემი ხელი ეკავა. ნელა წამოვდექი არ მინდოდა გაღვიძებოდა მაგრამ ამაოდ, მაშინვე შეფართხალდა. -როგორ ხარ? -არ ვიცი.. ირაკლი მოვიდა? -არა. -დავიღუპე.. აღარ მოვა, უეჭველი ესროლეს და სადმე დატოვეს... -ნუ ლაპარაკობ ეგრე, შენთვის ნერვიულობა არ შეილება. -და ყველაფერი ამ ყ*** სანდრო და ლუკას გამო!!! ამათი დედა შ****!! -შშშ, მაშ ხალხს გააღვიძებ. არ ინერვიულო, გამოჩნდება. -გიორგი როგორაა? -გიოს 2ოპერაცია ჩაუტარეს, ორივე ტყვია ისეთ ადგილას იყო რომ ადვილად ამოუღეს, ეხლა სტაბილურადაა, უბრალოდ ექიმები ამბობენ რომ კიდე ერთი ასეთი შემთხვევა და გიორგი გავლას ვეღარ შეძლებს. -ჯანდაბა, რატო იტანჯება ესე ამ გოგოს გამო. კიდევ კარგი ირმამ არ იცის თორე იმ გოგოს მისი ხელით მოკლავდა. კოტე კარგად ვარ მე, წადი სახლში ევასთან. -არა, მე შენ წასაყვანად მოვედი. -რა? -ხო აბა საავადმყოფოში კი არ ვაპირებ შენ დატოვებას. ხვალ დილით მიმყავხარ სახლში, იქ მოგივლი. -სად დავეტევი ხო არ გააფრინე? -დედას და მამას მეორე სახლში გადავედით. ის დიდია და გვითხრეს მაინც აღარ ჩამოვალთო და თქვენი იყოსო, პირველს შენ და ირაკლის გჩუქნიან. -ეხლა არაფერზე ფიქრის თავი არ მაქვს, პოლიციაში წავიდეთ და განვაცხადოთ. -იყვნენ მოსულები, უბრალოდ გიო გათიშული იყო და შენთან შენმა ექიმმა არ შემოუშვა, იქით ეჩხუბა ესეთ მდგომარეობაში რა დაკითხვაზეა საუბარიო. -გასაგებია. -დაიძინე ცოტახანი, ხვალ დილით დასვენებულზე, დამშვიდებულზე ერთად გადავწყვიტავთ რა გავაკეთოთ. -არა... თუ ირაკლი არ დაბრუნდება მე აბორტს გავიკეთებ. -რააა? შენ თავი რას მიარტყი? -აბორტს გავიკეთებ. ბავშვს ირაკლის გარეშე ვერ გავძლებ. -გოგო გონზე მოდი რა აბორტი? ჯერ არ ვიცით რა და როგორ მოხდება. დაწყნარდი და ცხელ გულზე ნურაფერს ნუ გადაწყვეტ. დაიძინე რა გთხოვ მაშ, რატო ვარდები პანიკაში, იქნება და საერთოდ ხვალ გამოჩნდეს, ეხლა ვერ გპოულობთ, დაისვენებს და ხვალ გნახავთ. -ეგრე გგონია? -კი. დავუჯერე და ძილი ვცადე, მაგრამ ამაოდ. დილით მუმიას ვგავდი, თვალები ჩაშავებული მქონდა, სახე სულ აწითლებული, ცხვირთან ერთად. კოტე უკვე ამდგარი იყო და ოთახში ჩემი ტანსაცმელები ქონდა მოტანილი ირაკლის სახლიდან. -ჰმ...-გავიზმორე და წამოვდექი-მივდივართ? -რას იზმორები, არც გძინებია. -შენ დაიძინებდი ვაფშე ევა რო არ გცოდნოდა სადაა? -ვეცდებოდი თუ ეს საჭირო იქნებოდა, მე ორსულად არ ვარ. შენ ექიმს ველაპარაკე, ესე თუ გააგრძელებს მუცელი სულ მოეშლებაო. დღეიდან ოდნავაც არასწორად რო გაფართხალდე ბავშვს დაკარგავ. რაღაც ვიტამინები დაგინიშნა, წამლები რომლებიც მოგაძლიერებენ. -დამეხმარე ადგომაში. -არ ჩაიცვამ? გუშინდელი ტანსაცმელები გაცვია, გავალ თუ გინდა. -არა, გული მერევა საავადმყოფოებისგან, როდის მორჩება ეს ყველაფერი. -კარგი-მოვიდა, ხელში ამიყვანა და ეტლში ჩამსვა-დედამ არაფერი იცის და არც უთხრა. -როგორც მეტყვი. -სწორია, სახლში რო მოხვალ აბა გაბედე და შემეწინააღმდეგე, შენ ხო იცი რო მე ირაკლიზე უარესები ვიცი. -ვიცი, ვიცი. არც გავბედავ. -ხოდა ეგრე-მითხრა და პალატიდან გამიყვანა, იქ ლეო, ნიკა, თემო, ანდრო, მიშკა, ოთო და საბა იყვნენ. -როგორ ხარ?-პირველი მიშკა მოვიდა. -რავი. -მიშა, სახლში მიმყავს მერე ნახეთ გთხოვ რა. -კაი. აბა შენ იცი მაშ. ყველამ გზა დამითმო გეგონებათ სირცხვილის კარიდორიაო. რა სასაცილოები არიან როდესაც არ იციან როგორ მოიქცნენ, გაგამხიარულონ თუ შენთან ერთად იწუწუნონ. ცოტახანში სახლში მიმიყვანა, იქ ისეთი სიჩუმე იყო გამიკვირდა. ახალდაბადებული და 4წლის ბავშვი ყავდათ, ესეთი სიწყნარე როგორ არის.პირდაპირ ოთახში შემიყვანა და დამაწვინა. -ევას ძინავს, რო გაიღვიძებს შემოვა. ეხავე მოგიტან სუპს და წვენს. -აუ სუპი არ მინდა პური და კარაქი ან რამე ეგეთი მოიტანე. -სუპი და წვენი-კბილებში გამოცრა და მერე გამიღიმა, მეც დავთანხმდი, ამასთან წინააღმდეგობის გაწევა ძვირი ჯდება.ცოტახანში ვისაუზმე და ამჯერად დამეძინა. 1საათში მათეს ტირილმა გამაღვიძა. ამის გამო ლუკასაც გაეღვიძა და მანაც ტირილი დაიწყო. -დეე! დედაა-ყვიროდა ოთახიდან. კოტე შევიდა და დააწყნარა, ცოტახანში მათეც გაჩუმდა. რა ადვილად ამშვიდებენ ბავშვებს, ნეტა მე და ირაკლიც ამათნაირი მშობლები ვიყოთ. გადიოდა დღეები, ირაკლის შესახებ არაფერი არ ისმოდა,პოლიცია ეძებდა მაგრამ სულ ამაოდ. გიორგიც ჩემ დღეში იყო,ყველგან ეძებდა ირაკლისაც და ბარბარესაც, გიჟივით დადიოდა, საქართველოს ყველა კუთხე მოიარა, ყველა ადგილი, მაგრამ თითქოს მიწას ჩაეყლაპა ისინი. მე აბორტის გაკეთება ვცადე, მაგრამ ისევ გიორგიმ დამიჭირა, თან ორჯერ. შემდეგ უკვე სულ მაკონტროლებდნენ და დროც გავიდა, მუცელი გამეზარდა. რამდენჯერაც პოლიციაში ვრეკავდით ერთიდაიგივეს იმეორებდნენ, გინდა თუ არა ვეძებთ და კვალს მივადექითო. ბავშვი გავაჩინე, უკვე წლინახევრის იყო. ირაკლის ამბავი აღარავის ახსოვდა. მარტო მე და გიორგი ვიყავით საშინელ დღეში, ბავშვი ბიჭი დაიბადა. ლაშა დავარქვით. ირაკლის გავდა, თვალებით, სახის ნაკვთებით, თმის ფერით, მემგონი მარტო იკას შვილი იყო. ძალიან მიჭირდა მისი მარტო აღზრდა. ბავშვმა არ იცოდა მამა ვინ იყო. ირაკლიმ ყველაფერი გამოტოვა... მაგრამ მე იმედი მქონდა რომ მის ბაღში შესვლას, სკოლაში სწავლის დაწყებას ვერ გამოტოვებდა. ვიმედოვნებდი რომ ის ცოცხალი იყო, პოლიციამ საქმე დახურა და გამოაცხადეს რომ ისინი მკვდრები იქნებოდნენ. გიო სად არ იყო წასული, ყველაზე მივარდნილი ადგილებიც მოინახულა მაგრამ ვერაფერი. გიორგი ყველანაირად მეხმარებოდა ლაშას აღზრდაში, მე ჩემ ძველ ბინაში ვცხოვრობდი, სახლში ვმუშაობდი და თან ლაშას ვუვლიდი. დილით ისევ ჩემმა ცხოვრებამ გამაღვიძა, სახეზე მისი პატარა ხელები დამადო და დაიჭყავლა. -დეე -მ... დე ადრეა ჯერ. -დეეე-არ ცხრებოდა ლაშა. -შენც რა მამაშენისნაირი ხასიათი გაქვს. -დეეეეე!!! -ვაიმეე... კარგი ვდგები ხო-წამოვდექი, ბავშვმა რატომღაც სიცილი დაიწყო, ვერ მიხვდი რა აცინებდა. სარკეში რომ ჩავიხედე სახეზე ულვაშები მქონდა მიხატული-გიორგია დე ააქ? გიორგი ჯაფარიძე სადაც არ უნდა იყო დაგბრიდავ!!-ავდექი და გიოს გავეკიდე, ლაშაც გამოგვეკიდა უკან. მთელ სახლში დავსდევდი და დამიჯერეთ როცა დავიჭირე კარგი არაფერი დაემართა. შემდეგ ყველა მაგიდის გარშემო დავჯექით. ალბატ იკითხავთ რატომ იყო გიორგი დილით ჩემ სახლში, ესე იცოდა ხოლმე, მოვიდოდა ნერვებს ამიშლიდა და წავიდოდა, თან ლაშას მამამისზე უყვებოდა. -გინდა წავიყვანო ლაშა სადმე? -არა, პირიქით, მიყვარს როცა ჩემთანაა. -აბრაზებ დედას? -არა-ისე გააქნია თავი კინაღამ დაეცა. -თუ აბრაზებ იცოდე ახალ წელს საჩუქარს ვერ მიიღებ თოვლისბაბუისგან. -არ ვაბაზებ. -კარგი. -გიო, ვერაფერი? -შენ როგორ ფიქრობ. -სანდრო და ლუკა ისევ არ ჩანან? -არა, რათქმაუნდა მაგათმა გააკეთეს. სად ყავთ? რა წამებას გადაიტანდნენ ბარბარე და ირკალი. წარმოდგენაც არ მინდა. -ცოლად ხო არ შეირთეს? -არ გამოუვიდოდათ, ჩვენ ხელი გვაქ მოწერილი, მერე ჯვარი უნდა დაგვეწერა. ვერაფერს უზამენ. -იმედი მაქვს. -ეხა ირაკლის ნამდვილად ვერ შეირთავდნენ ცოლად და სხვას რას უზამდნენ-რატომღაც გამეცინა, ამდენი ხნის მერე. -კაი ნუ მაცინებ. ლაშა დე ჭამე. -მე რო აღარ მინდა? -იცი დე მამა რას მეუბნებოდა როცა ვეუბნებოდი აღარ მინდა თქო? -რას? -... არ შეჭამ და მოგხვდებაო. -მომხვდება? -კი და თოვლის ბაბუ საჩუქარს არ მოგიტანს-მაშინვე თქვლეფით დაიწყო ჭამა. -მისმინე, სანდროს და ლუკას მემგონი აქვთ რაღაც დაჩაა -კახეთში, ვიცი. ვიყავი. არავინაა, სახლიც მთლიანად ავუოხრე.მაშ, 2წელზე მეტი გავიდა, შენ კიდევ გაქვს იმედი რომ? -ბავშვთან გიორგი. მაქვს იმედი და შენც გაქვს. ვიპოვით. -და რომ ვიპოვოთ? 2წელია და კიდე უფრო მეტი რაც არ გვინახავს არცერთი, ზუსტად ისეთები ჩამოვლენ? როგორ გგონია? -რას გულისხმობ? -სულ შეცვლილები დაგხვდებიან, შეილება ვერც გავუგოთ. -რეებს ბოდავ, ირაკლის არაფერი შეცვლის და არც ბარბარეს. მერე რა რომ ორი წელი გავიდა, ის ცოცხალია! მე ვიცი. -დედა რატო ყვირიხარ?-ახლა გამახსენდა რომ ლაშა მეჯდა გვერდით, რომ გავხედე თვალები სულ ცრემლიანი ჰქონდა. -არა დეე, არ იტირო. კაი აღარ ჭამო თუ გინდა, მიდი ითამაშე-ლაშა ჩამოფოფხდა სკამიდან და მის ოთახში გაიქცა. -კაცურად ირბინე ბიჭო!-გასძახა გიორგიმ-კარგი რა მაშა, გოგოსავით დარბის რა არის ეს. ფეხბურთზე უნდა წავიყვანო. -კიი, ბურთის ხელაა, ვიღაცას ბურთი ეგონება და გაიტანენ კარში. -რო გაიზრდება. -რო გაიზრდება ირაკლიც კარგად წაიყვანს-ვუთხარი და თეფში ავაცალე-ბატონო გიორგი სამსახურში არ გეჩქარება? -მივდივარ. ფული ხო არ გინდა? -რას მკადრებ, როდის მითხოვია ფული. -არასდროს და ზუსტად მაგიტომ გიტოვებ ხოლმე-უცებ დააგდო მაგიდაზე ფული, ლაშას აკოცა და გაიქცა. -მოგკლავ გიორგი!-ოთახში შევედი და ლაშა ხელში ავიყვანე-დე აბა მამას რა ქვია? -ირაკლი-სურათი ავიღე და მას დავანახე, სურათზე მე ლეო, მიშკა, ოთო, ნიკა, საბა და ირაკლი ვიყავით ჩვენ ქორწილში-აბა რომელია აქედან მამა? -ეს-ზუსტად ირაკლის დაადო ხელი. -ყოჩაღ დე-შუბლზე ვაკოცე და საწოლზე დავსვი, ტანსაცმელი ჩავაცვი, მეთითონაც გამოვიცვალე და მისაღებში გავიყვანე. -დე ეხლა ჩვენ გავისეირნებთ კოტე ბიძიასთან ხო? მათეს და ლუკას ეთამაშე და მერე მოვალ მე. -სად მიდიხარ? -მალე მოვალ. -კაი. ჩანთა გადავიკიდე ზურგზე, გავედი და კარი ჩავკეტე. კოტესთან მივედი, იქ როგორც ყოველთვის სისუფთავე იყო. ლუკა და მათე ზალაში თამაშობდნენ, მეც იქვე დავსვი ლაშა. -მისმინე ვიცი ძაან დაღლილები ხართ მარა 1-2საათით დაიტოვე რა. -რა დაღლილები მაშ, რამდენჯერ დაგვიტოვებია შენთან მათე და ლუკა. რათქმაუნდა დავიტოვებთ. სად მიდიხარ? -რაღაც საქმე მაქვს, ძილის დრო როცა ექნება მოვალ, ძნელად იძინებს ეგ, 2საათი უნდა სანამ დაიღლება ტირილისგან. -კაი, მიდი მაშ. ნაჭამია? -კი, რო რამე უბრალოდ ფაფა გაუკეთეთ, გიჟდება. -კაი. გადავკოცნე ლაშას და გავედი. -სულ ჩვენთან უნდა დატოვოს ხოლმე?-გამოვიდა ევა სამზარეულოდან. -ევა, გაჩუმდი. მაშა მარტო ზრდის ლაშას, შენ კიდე მე გყავარ. ისედაც იშვიათად მოყავს. -და სულ მარტო იქნება ამიტომ სულ დახმარება უნდა ითხოვოს? კოტე უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებელ ცხოვრებას. -მიეჩვევა! და მეორეჯერ ჩემ დაზე არ გაბედო ეგრე ლაპარაკი. -მაშა შენზე არანაკლებად მიყვარს მაგრამ უნდა მიხვდეს რას ნიშნავს მარტო ცხოვრება. -იცის, 2წელია მარტოა. *** გადავწყვიტე პირველად ამდენი ხნის განმალობაში მივსულიყავი ირმასთან და ლადოსთან. მათთან ერთადვე ცხოვრობდა ანი, რომელიც მალე გათხოვებას აპირებდა... რაღა მალე... უკვე 27ის იყო. კარზე რომ დავაკაკუნე ჯერ არავინ არ გამიღო, მერე ლამის ჩამოვიღე კარი და ანიმ გამიღო. -ვა.. მაშა? როგორ ხარ? ბავშვი როდესაც დაიბადა, მე და ირმას დიდი კონფლიქტი მოგვივიდა, მისი აზრით ბავშვს მის სახლში უნდა ეცხოვრა, მას გაეზარდა და მე ,,დავხმარებოდი’’. ბავშვი უნდა გამოსულიყო ბიზნესმენი და ა.შ. მე მინდოდა ამერიდებინა ლაშა ირმას გამოხტომებს, ამიტომ ლაშა არ გავაცანი ირმას და თავის დროზე გადავმალე ჩემებთან კახეთში. მხოლოდ გიორგიმ იცოდა ჩემი ადგილსამყოფელი, შემდეგ კი ანისაც გავაცანი ლაშა. იმის შემდეგ ირმასთან არ მისაუბრია. ანიმ შიგნით შემიპატიჟა, მითხრა რომ ირმა სახლში არ იყო. ანიმ მთხოვა დავრჩენილიყავი რადგან გამოყრუებული იყო სახლშ. -რაც ირაკლი.. წავიდა იმის შემდეგ ოჯახმა დაშლა დაიწყო. გიორგი ან სულ მეგობრებთანაა, ან სამსახურში ან ლაშას ნახულობს. -ხო.. ვიცი. ძალიან უყვარდა ბარბარე. -შენ რას შვები? -რავი.. ონლაინ სამსახური მაქვს, ასე ვთქვათ. სასტუმროს მენეჯერი ვარ, მისვლა არ მჭირდება, ან თუ დამიძახებენ ისიც კვირაში 3-4ჯერ და ცოტახნით, მთელი დღით არა. -ბევრს გიხდიან? -საკმარისს რომ მე და ლაშას სახლი გვქონდეს, საჭმელი და ტანსაცმელი. -გიო ხო გეხმარება? -როდესაც სამზარეულოში ტოვებს ფულს და მირბის მაშინ კი და ისე არ ვართმევ. -კარგი რა მაშა, ლაშა ხო ჩვენი ირაკლის შვილია, მე მისი მამიდა ვარ გიორგი კი ბიძა. ორივე უნდა დაგეხმაროთ. -ხო რავი... იცი დღე-დღეზე იმედი მაქვს რომ ირაკლი გამოჩნდება. -მეც. ველოდები რომ ამ კარიდან ღრიალით შემოვარდება და მიაჯახუნებს, მერე კი ჩხუბს დამიწყებს შენ ს*** შეყვარებული სადააო-გაეცინა ანის. -გეჩხუბებოდა? -სუ მი****აკებდა ყველაფერს ვფიცავარ ესე მეგონა ჩემზე ბევრად უფროსი ადამიანი მელაპარაკებოდა. ვერ ვეწინააღმდეგებოდი ვერაფერში, რაღაცნაირად მაჩმორებდა. 1-2საათის შემდეგ ისევ კოტესთან მივედი. ლაშას უკვე ეძინა ისე წამოვიყვანე. სახლში ავიყვანე და ლოგინში ჩავაწვინე. შემდეგ სამზარელოში გავედი და ტელეფონი ავიღე. უცხო ნომრიდან მესიჯი დამხვდა. ,,დღეს... არ ინერვიულო... მიყვარხარ, უნდა წავიდე. -ირაკლი’’ არ არსებობს, ეს რა ნომერია? დავრეკო.. უნდა დავრეკო... არ არსებობს ეს ირაკლია? მაგრამ.. როგორ... ის? გამოიქცევა? ახლავე პოლიციაში უნდა დავრეკო.. ჯერ გიოსთან. სიხარულისგან ჭკუაზე არ ვიყავი. გიო მაშინვე მოვიდა, ყველაფერი მოვუყევი და მასაც უხაროდა ეს ყველაფერი. -უნდა დავრეკოთ პოლიციაში. -არა, არ დაგვიჯერებენ, იტყვიან რომ ვიღაც გვეხუმრა, რადგან ისინი დიდიხნის უკან გარდაიცვალნენ ან კიდე იმიტომ რომ ყველანაირად სცადეს მათი ძებნა. -აბა რა ვქნათ? ესე ვიჯდეთ? -არა, იდეა მაქვს. მომეცი შენი ტელეფონი და წავიღებ ჩემ ერთ მეგობართან, ის ეცდება გაიგოს საიდან გამოგიგზავნეს ეს მესიჯი, უბრალოდ 5-6საათი იქნება საჭირო. -მოიცა იქნებ რამე მოუვიდეს. -ამდენი ხანი არაფერი მოუვიდათ 6საათიც როგორმე გასტანენ, მისმინე მეც შენნაირად მინდა რომ ირაკლი და ბარბარე ვიპოვოთ მაგრამ პოლიცია ვერანაირად დაგვეხმარება. შენ დარჩი სახლში, მიხედე ლაშას, მე საღამოს მოვალ. სხვა გზა არ მქონდა, გიორგის უნდა დავთანხმებულიყავი. წავიდა გიორგი და მეც მისი ლოდინი გადავწყვიტე. ლიკას დავურეკე და ისიც მაშინვე მოვიდა. მას ყველაფერი მოვუყევი და ისიც ჩემსავით გახარებული იყო. -მაგრამ წინასწარ არ გაგიხარდეს არაფერი, მერე გაგიტყდება სიმართლე რო არ აღმოჩნდეს ეს. -არა, ვიცი გული მიგრძნობს რომ ეს ირაკლია. ვიცი რომ ცოცხალია,ვიცი რომ კარგად არის. -დამშვიდდი მაშა. რაო გიომ? -არ ვიცი, ვნახავ რისი გაკეთება შემილიაო და თუ რამე გამოვა ირაკლის და ბარბარეს მაშინვე ვიპოვით. -როგორ მოახერხა ეხლა და აქამდე რატომ ვერ მოიფიქრა ამდენი? -არ ვიცი, ეტყობა ადრე სცადა მაგრამ არ გამოუვიდა. -მაინც უცნაურად მეჩვენება ეს ყველაფერი. -მეც, მაგრამ რას ვიზამთ. თუ გამოვა, ვიპოვი და თუ არა გავაგრძელებ ძებნას. -როგორ შეხვდება ამ ყველაფერს ლაშა? -ჯერ რათქმაუნდა არაფერს არ ვეტყვი. მერე ვნახოთ. -იცნობს მამამისს? -სურათებზე იცის, ცნობს და აი სიმართლეში მერე ვნახოთ. ლიკაც მალევე წავიდა, ძალიან დაღლილი ვიავი და დასაძინებლად წავედი. როდესაც გავიღვიძე საღამოს 8საათი იყო, ამ დროს ლაშა უკე ფხიზლად უნდა ყოფილიყო თუ არადა დაერღვეოდა რეჟიმი. წამოვჯექი და ხალათი შემოვიცვი. მერე ნელა დავიხარე და ლაშას თავზე გადავუსვი ხელი. -ლაშა, დე. -მმმ... -დეე, მიდი ადექი და ფაფას გაგიკეთებ. ლაშამ საბანი თავზე გადაიფარა, რა ვქნა უნდა გამეღვიძებინა თუ არადა ღამით მერე ვერ დაიძინებდა და რეჟიმიც აერეოდა. ნელა დგადავხადე საბანი და ხლში ავიყვანე, ჩემ საწოლზე დავაწვინე და ტანსაცმელი გამოვუცვალე. შემდეგ სამზარეულოში გავიყვანე და მის სკამში ჩავსვი. მისი სკამი ჰქონდა, სადაც ვსვამდი და იკეტებოდა, რომ არ გადავარდნილიყო. ფაფა დავადგი გაზზე და ლაშას წინ დავჯექი. -მეძინება. -დე მერე დაიძინებ, ეხა უნდა ივახშმო. -აუუუ. ლაშა ცუდ ხასიათზე იყო რადგან ძილი არ იყო, ჩვეულებრივად კიდე მის ძილზე უდიდეს პრობლემა. ცოტახანში გიორგი მოვიდა და კარი თავისი გასაღებით გააღო. -აბა რა ქენი? -ვიპოვეთ, გუდაურში არიან ეგ სი*ები. მე, ლეო და დანარჩენები მივდივართ. პოლიციას უკვე იქ გამოვუძახებთ. -მოიცა, მეც მოვდივარ. -არსად არ მოდიხარ, ლაშას ვისთან ტოვებ? -გთხოვ. -არა, მეთქი. ირაკლი როგორც კი გნახავს დამბრიდავს რო წამოგიყვანე. -მაშინ მეთითონ წამოვალ. გიომ ირაკლისავით დამიბრიალა თვალები და გაბრაზდა. -შენ ერთხელ არ გესმის? არ მოდიხარ და მორჩა-დაიღრიალა და სახლიდან წავიდა. ლაშა გამოფხიზლდა და ტირილი დაიწყო. გონზე მოვედი და ლაშა ხელში ავიყვანე. -არ იტირო დე, ყველაფერი კარგად იქნება-ვავახშმე და მერე მისაღებში მასთან ერთად გავედი-დე გინდა ვითამაშოთ? -მამა-გავშეშდი, მეგონა მომესმა და ყურადღება არ მივაქციე-მამა-იმეორებდა, აი აქ უკვე სერიოზულად შემეშინდა, უკან გავიხედე მარა არავინ არ აიდგა. რატომ იძახდა მამას? -დედა რა იყო? -მამა. -ლაშა, არ არის აქ მამა. -მამი. ლაშას ხმა აღარ ამოუღია და აგრძელებდა თამაშს. რატო იმეორებდა მამას? -დე მამა გინდა ნახო? ლაშა აღარ მპასუხობდა და მეც აღარ ჩავაცივდი. ალბათ მოენატრა. ერთი სული მქონდა თუ როდის დაბრუნდებოდა გიორგი კარი ამბით.კოტემ დამირეკა და მთხოვა მათე დამეტოვებინა ცოტახნით, რადგან ლუკას სიცხე ჰქონდა და არ უნდოდათ გადადებოდა. ცოტახანში მათეც მომიყვანეს და ორივე გამიხდა მოსავლელი.მათე უკვე 3წლის იყო და კარგად ლაპარაკობდა. სულ ლაშას ეთამაშებოდა ხოლმე. -მათე, ხო არ გშია? -არა. -რამე გინდა? -არა. -კაი-სამზარეულოში გავედი, ტელეფონი ამოვიღე და იმ ნომრის მესენჯერში ძებნა დავიწყე, ეს ლუკას ძმაკაცის ნომერი იყო, რათქმაუნდა. ხომ ვიცოდი რომ იმათმა მოიტაცეს ბარბარე, ღმერთო რა გოგოა ესეთი რომ მის გამო ამხელა უბედურება დამატყდა, ოჯახი დამენგრა. 2წელი ქმარი ვერ ვნახე, შვილი მარტო გავზარდე... რატომ? რატომ გამოჩნდა ირაკლი ჯაფარიძე მეორეჯერ ჩემს ცხოვრებაში? თუ ბედი იყო რატომ არ არის ჩემ გვერდით და არ მეხმარება ლაშას აღზრდაში? თუ ბედია მე რატომ არ ვარ მის გვერდით იქ გამომწყვდეული? აღარ მინდა ამდენი ფიქრი, დავიღალე... მხოლოდ ჩემი ქმარი მინდა და გიორგის და ბარბარეს მართლა ბედნიერებას ვუსურვებ, ოღონდ დამიბრუნონ ის რაც მე მეკუთვნის, რაც ჩემი სულის და გულის ნაწილია. მის გარეშე სიცარიელეს ვგრძნობ, მხოლოდ ის თუ შემივსებს იმ გამოტოვებულ ადგილს გულში და მხოლოდ მაშინ ვიცხოვრებ ბედნიერად. ახლა მხოლოდ ლაშას გამო ვცხოვრობ, მაშინ ლაშა რომ არა ალბათ გავგიჟდებოდი და თავს მოვიკლავდი. ცოტახანში ოთახიდან ტირილის ხმა შემომესმა, შემეშინდა და მისაღებში გავედი, ლაშა დაცემულიყო და ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა. მათე კი მსი აყენებას ცდილობდა, გული კინაღამ გადამიტრიალდა, ლაშა მაშინვე ხელში ავიყვანე და აბაზანაში გავაქანე, პირი მოვბანე და მთელი ძალით ჩავიხუტე, მათე ადგილიდან ვერ ინძრეოდა ისეთი შეშინებული იყო, ეტყობა რამე სათამაშო მოუხვდა რის გამოც დაეცა ლაშა. -ყველაფერი კარგადაა დე, არ იტირო. მემგონი თქვენი ძილის დროა-მათეს ხელი მოვკიდე და ჩემ ოთახში შევიყვანე. გავხადე და ლაშას საწოლში ჩავაწვინე, ლაშა კი ჩემ ლოგინში დავაწვინე. შემდეგ გავედი ისევ სამზარეულოში და მთელი ღამე არ მიძინია, ველოდებოდი გიორგის დარეკილს, მაგრამ არაფერი. მის ნომერზე გადარეკვა ვცადე მაგრამ გათიშული დამხვდა. ძალიან შემეშინდა, ამდენი ხანი არ დაბრუნდა, პოლიციის გამოძახებაც სარისკო იყო. ბავშვები ანის დავუტოვე და მეთითონ გუდაურში წავედი. ზუსტად იმ ადგილას მივედი სადაც ბარბარე და ირაკლი ყავდათ გამომწყვდეული, ეს იყო საადღაც უდაბურ ტყეში, ერთსართულიან ხის სახლში. ჯერ პოლიციას დავურეკე და ყველაფერი ავუხსენი შემდეგ ფანჯარაში რომ შევიხედე დავინახე ირაკლი, ბარბარე, გიორგი და დანარჩენები ხელ-ფეხ შეკრულები იჯდნენ იატაკზე. სანდრო და ლუკა კი იარაღებს ატრიალებდნენ ხელებში და იცინოდნენ. მე ირაკლის იარაღის გარეშე სასაკლაოზე ნამდვილად არ წავიდოდი, იარაღი ხომ დამიტოვა მაშინ, იმის მერე სულ ვინახავდი. ეს დიდ ავტომატს უფრო გავდა ვიდრე პისტოლეტს. ახლა მხოლოდ და მხოლოდ გეგმა მჭირდებოდაა... უცებ უკნიდან ვიღაცამ წამავლო ხელი ყელში და მე გავისროლე, ჩემ უკან ლუკას ერთ-ერთი ძმაკაცი იდგა. გული ამიფანცქალდა, უცებ შევხედე და ფეხში იყო დაჭრილი, ცოტათი ამოვისუნთქე, მეგონა მოვკალი. უცებ სახლიდან 4კაცი გამოვიდა. მე სახლს უკნიდან მივეფარე, ირაკლიმ დამინახა და ხელებით მანიშნებდა რაღაცას, მე ვერაფერს ვერ მივხვდი და ისევ ვიღცამ ხელი დამავლო და შიგნით შემათრია. -ნახე ვინ ვიპოვე?-ლუკამ შემიყვანა შიგნით და ძირს დამაგდო რაზეც ირაკლი გადაირია, მაგრამ პირი ჰქონდა აკრული და ვერაფერს ვერ იტყოდა. -უუუ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო სახალისო ხდება, მთლიანი ოჯახი შეიკრიბა-დაიწყო სანდრომ-ისე სიმართლე გითხრა მაშა, ესე არ მინდოდა ყველაფერი დასრულებულიყო, თავის დროზე რომ გეფიქრა, მე და შენ ახლა ერთად ვიქნებოდით, ირაკლი არ დაშავდებოდა, ლაშას ავღზრდიდი ისევე როგორ საკუთარს. ირაკლიმ როგორც იქნა მოიხსნა პირიდან სკოჩი და გინება დაუწყო. -შენი კარგი მ***ან აბა ამიხსენი ხელები და ვნახოთ იარაღის გარეშე რომელი უფრო ძლიერია!! შე ნაბო*არო! -მე ისედაც ვიცი რო ძლიერი ვარ!-დაიყვირა სანდრომ რაზეც ყველას გაეცინა-მოდი! გაუხსენით ხელები ამ ჩმორს, რა ძალა უნდა ქონდეს ამდენი ხანი არ უჭამია. უცებ გაუხსნეს ხელები, მე მივხვდი რა ჰქონდა ჩაფიქრებული, უცებ ვესროლე იარაღი და მან სანდრო და ლუკას ესროლა, შემდეგ დანარჩენებს უცებ გაუხსნეს ხელ-ფეხი,მაგრამ უცებ სანდრო წამოდგა და ირაკლის ეცა. სანდრო კარგად ვერ დადიოდა ამიტომ იკამ ზუსტად იმ წერტილში დაარტყა ფეხი და წააქცია, ოთახში 7კაცი შემოვარდა, იქიდან 2-ს იარაღი ჰქონდა, დანარჩენებს არაფერი. ჩვენებიც არ იყვნენ ცოტანი, უბრალოდ ერთი იარაღი გვქონდა და არ გვინდოდა დაგვეჭრა ბევრი ადამიანი.მე და ბარბარე გარეთ გაგვაქცი საბამ. მან უცებ მანქანაში ჩაგვსვა და ჩაგვკეტა. ჩვენ ვუყურებდით რა ხდებოდა შიგნით, ნერვიულობისგან ვკვდებოდი, იქიდან საზარელი ყვირილის ხმები გამოდიოდა. თან უკვე ბნელოდა, მანქანის კარის გაღება ვცადე მაგრამ არაფერი არ გამომივიდა. -ბარბარე რამე უნდა გავაკეთოთ, ესე ვერ დავტოვებთ. -ვერაფერს ვერ იზამ, იარაღი არ გაქვს... -პოლიციას უკვე დავურეკე, უბრალოდ ჯერ ეტყობა ვერ მოაგნეს, სანამ პოლიცია არ მოვა დრო უნდა გავწელოთ, ისე რომ არავინ დაშავდეს. ბარბარემ უცებ ფანჯარა ჩაამთვრია და გადაძვრა, მეც გადავყევი მაგრამ გადაძრომის დროს ხელი გამეჭრა, მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციე და შიგნით შევედით. -გნებდებით!-დავიყვირე მე, რაზეც ყველა გაჩუმდა. ირაკლი ჩემკენ გამოიქცა. -რას აკეთებ გოგო? -გამანებე ირაკლი, მე ვნებდები. გამოდის რომ სანდრო ჩემი ბედია,რადაგნ ამდენი ხანია გეძებ და ვერ გიპოვე, ახლაც როდესაც გნახე მაინც ვერ მივდივართ წყნარად, ესე იგი ეს არის ის ვისთანაც უნდა გავატარო მთელი ჩემი ცხოვრება. -მაშა, რა მოწიე გოგო?!!-იღრიალა ირაკლიმ. -მაშა, სერიოზულად ამბობ ამას?-მომიახლოვდა სანდრო რაზეც ირაკლიმ სილით უპასუხა. ისეთი გააწნა რომ ის ძირს დაეცა, იმ ორმა ავტომატები ირაკლის დაუმიზნეს. -ჩაწიეთ! დროზე!-რატომღაც ყველამ მომისმინა-მორჩა მე სანდროს მივყვები. -მე კიდე ლუკას-თქვა ბარბარემ. -რაღაცას გვაღადავებენ ტო-ლუკა ბარბარეს მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა-რა მოწიეთ ოღონდ მართლა? რატომ დაგარტყათ თავში უცებ ამ იდეამ? -ესენი რომ გვიყვარს მაგიტომ ვაკეთებთ ამას, არ გვინდა დაშავდნენ-დაუყონებლად გასცა პასუხი ბარბარემ. გიორგიმ მისკენ სცადა წასვლა მაგრამ ავტომატიანი გადაეღობა. -მოიცა, მოიცა-წამოდგა სანდრო-ხო არ გვატყუებთ? რაღაც ჩაიფიქრეს, მაშას რომელსაც მე ვიცნობ ესე ადვილად არასდროს დანებდება. -მართალი ხარ მაგიტომ ვიბრძოლე ორი წელი და რომ მივხვდი რომ ამ ყველაფერს აზრი აღარ აქვს დავნებდი. -მეც-მხარი ამიბა ბარბარემ. -მაშინ, გაუშვით-თქვა სანდრომ-ჩვენ მოვიგეთ, ხედავ ირაკლი? შენი ცოლი მისივე ფეხით მოვიდა ჩემთან და მეხვეწება მასთან ყოფნას. სადამდე დაეცი! ირაკლიმ კიდევ ერთხელ გაარტყა, სანდრომაც შეუტრიალა და ის იყო ჩხუბი უნდა გაჩაღებულიყო რომ პოლიციის სირენების ხმა გაისმა, ვერავინ ვერ მოასწრო თვალის დახამხამება რომ ატყდა სროლა, სპეცრაზმელები შემოვარდნენ ოთახში, ყვიროდნენ დაწექითო. ცოტახანში გარეთ გაგვვიყვანეს და მაშინვე ამოიცნეს ვინ იყო დამნაშავე და ვინ მსხვერპლი. ისინი მანქანაში ჩასვეს და ჩვენ დაკითხვაზე დაგვიბარეს. როგორც კი წავიდნენ, მე ირაკლისკენ გავიქეცი და მთელი ძალით ჩავიხცუტე, მთელი სახე ჩავუკოცნე და კინაღამ გავჭყლიტე. -ჩემი ჭკვიანი, მამაცი, ულამაზესი ცოლი. როგორ მოახერხე შე სულელო... აუ როგორ მომენატრე მაშააა!!!-მანაც ლამის გამჭყლიტა, შემდეგ თვალებში ჩამხედა და თითი დამიქნია-მეორეჯერ ესეთ რაღაცას აღარ იზამ თორემ მიგასიკვდილებ, გაიგე? -გავიგე-ისევ ჩავეხუტე და ჩავკოცნე. შემდეგ ბარბარე და გიორგი მოგვიახლოვდნენ. -მაშა, მოგკლავ, მე რა გაგაფრთხილე?-თვალები დამიბრიალა გიორგიმ. -ჩემი ქმარი გახარებულია, რა გინდა შენ-დავეჯღანე გიოს. -უვლიდი ამას?-ირაკლი გიოს მიუბრუნდა. -კი, მარა ხო იცი რა ჯიუტია. -კაი, აბა წავედით რა, დავიღალე, მშია, ბანაობა მინდა, მორჩა რა. ყველა მანქანაში ჩავჯექით, სახლში რომ მივედი ჩემი ბიძაშვილები გავუშვი. ირაკლი ჩუმად შევიდა ლაშას ოთახში და მის საწოლთან დადგა. მეც შევეყევი. -სიმპატიურია, შენ გგავს. ირაკლიმ ჩუმად აიყვანა ხელში და ჩაიხუტა. -რომ გაიღვიძებს გიცნობს, სულ შენ სურათებს ვაჩვენებდი. ცოტახანი ესე ყავდა შემდეგ ისევ ლოგინში დააწვინა და სამზარეულოში გავიდა, უცებ გავუკეთე რაც უყვარდა და დავუდე მაგიდაზე. -გაგიჭირდა? -ცოტა, გიო მეხმარებოდა. -ჩემ გარეშე ყოფნა? -მაგაში ვერავინ მეხმარებოდა. -ავანაზღაურებთ მაგას, სანდროს ციხეში ამოვალპობ. -იქ რას გიკეთებდნენ? -კარგს არაფერს. -ირაკლი, ძაან მომენატრე, მეორეჯერ ეგეთი რაღაც აღარ გააკეთო. -კარგი. -ძაან გამხდარი ხარ. -არა, საიდან მოიტანე. -გეტობა, იქ არ ჭამდი? -აუ რავი აბა. -იმიტო რო არ მოგწონდა რასაც გაძლევდნენ თუ უჯიუტდებოდი? -მე შენ არ ვარ, მაშ მეც ძაან მომენატრე მაგრამ ორი წუთი მაჭამე და გპირდები ეს ღამე არ დაგავიწყდება-გამიღიმა და ჭამა განაგრძო. მე გავწითლდი და ოთახში შევედი. ცოტახანში ირაკლიც შემოვიდა, მე საწოლზე ვიჯექი, მან ნიკაპზე მომკიდა ხელი და ნელა ამაყენა, შემდეგ მაკოცა... *** დილით ძალიან ადრე სახლში გადავბარგდით, შემდეგ დავიძინეთ და ისევ დილით ლაშას ბღავილმა გამაღვიძა. ირაკლი ადგა და ლაშას ოთახში გავიდა, ლაშამ მაშინვე შეწყვიტა ტირილი, მეც თან გავყევი. ირაკლის ლაშა ხელში ყავდა აყვანილი და ისიც განაბული უყურებდა მამამისს, გაშტერებული იყო. გამიკვირდა ესე ადვილად რომ გაჩუმდა, შეილება შეეშინდა კიდეც უცხო ადამიანის დანახვა მაგრამ არა, არასწორი აღმოვჩნდი. -მამა-დაიძახა ლაშამ. მომესმა? მამაო? ესე მალე? როგორ... იცნო? ირაკლის ღიმილი ყურებამდე წვდებოდა. -მა, გაბრაზებდა დედა? ლაშამ არაფერი უპასუხა სულ მამა, მამას იმეორებდა. შემდეგ ირაკლიმ ჩააცვა და სამზარეულოში გამოიყვანა. სკამში ჩასვა და თვითონ ფაფის მომზადება დაუწყო. -არ გეზარება? მეთითონაც კარგად ვიზამ. -არა, დაისვენე შენ. -კარგი.. ლაშა დე, არ ქნა ეგ!-ლაშა კოვზს ათამაშებდა და კინაღამ თავი გამიპო როდესაც უცებ ხელიდან გაუსხლტა და თავი რომ არ დამეხარა მომხვდებოდა შუბლში. -მა, რას აკეთებ-გაბრაზდა იკა. ლაშამ ირაკლის ესეთი რეაქციის გამო ტირილი დაიწყო. -კაი, რატო აატირე ეხლა. -ლაშა, მომხედე, არ შეილება ესე, კოვზით არ თამაშობენ-თითი დაუქნია ირაკლიმ. ლაშა განაბული უცქერდა ირაკლის და არაფერს ამბობდა. -როგორ ახერხებ? -მამა-შვილი სულ სხვა თემაა მაშინკა. -არა, რაღაცნაირად მოქრთამე ხო? -წლინახევრის ბავშვი? ისე ახალწელს ერთად ვხვდებით, წინა გამოვტოვე მაგრამ ეხლა არ გამოვტოვებ. -ხო. -ნაძვის ხე რატომ არ გიდგას გოგო? დღეს ხომ 30ია! -წინა ახალი წელი გავატარეთ კოტესთან და ევასთან ერთად და მაშინაც არ დამიდგამს ნაძვის ხე. -ხოდა, როგორც კი ლაშა მორჩება საუზმეს ვაწყობთ ნაძვის ხეს. -როგორც გინდა. -ხო გინდა შენ მა? ლაშა ვერ ხვდებოდა რაზე იყო ლაპარაკი და უბრალოდ დაუქნია თავი. -არ მჯერა, მემგონი სიზმარში ვარ. ესე ადვილად ეს ყველაფერი არ დამთავრდებოდა. -ადვილად? 2წელია არ მინახიხარ მაშ. -მაინც მე მგონია რომ კიდევ რაღაც საშინელება მოხდება, შენ აღარ დაბრუნდები, ვეღარ გნახავ და..-მომიახლოვდა და მხრებზე მომკიდა ხელი და ოდნავ შემანჯღრია რომ გავჩუმებულიყავი. -აღარაფერი არ მოხდება, მე და შენ ერთად ვიქნებით, ლაშასთან ერთად. ლაშამ ტირილი დაიწყო რადგან შიოდა. -ირაკლი ფაფა!-ირაკლიმ მაშინვე გამორთო გაზი-ნუ ოდნავ დამწვარია, არ გინდა მა? ლაშამ თავი გააქნია. -ჯანდაბა, ეხლა თავიდან უნდა გავუკეთო-გაზთან მივედი და ფაფა გადმოვიღე. -მოიცა რა მაინც და მაინც ფაფა უნდა ხეთქოს, რამე სხვა არ შეილება? -არა, დილას საღამოს მაგას ჭამს. -რა ფაფა, მა კაცი არ ხარ? აი კარაქიანი პური აჭამე. -გაგიჟდი? პურს როგორ შეჭამს კბილები ბოლომდე არ ამოსვლია ჯერ. -ხო... კაი, გაუკეთე. ნუ ტირიხარ მა-ირაკლიმ ლაშა ხელში აიყვანა. -ხედავ რა რთულია მამობა? -შენ გაჩუმდი ეხლა. მე გადასარევი მამა ვარ, ხო მა?-ლაშას უნიჭოდ არწევდა ირაკლი. -ხედავ? ლაშაც არ გეთანხმება. -ჩემ შვილს ნუ განაწყობ ჩემ წინააღმდეგ!-როგორც იქნა გავუკეთე ფაფა და ლაშაც გაჩუმდა. შემდეგ საბანაოდ შევედი, მე დიდიხანი ვბანაობ ხოლმე, როდესაც გამოვედი, ხალათი შმოვიცვი და ზალაში გავედი. იქ ირაკლი და ლშა ნაძვის ხეს აწყობდნენ, თითქმის დამთავრებული ჰქონდათ აწყობა. -ჩემ გარეშე რატო დაიწყეთ? -ყველაზე მთავარი არ გაგვიკეთებია, ვარსკვლავი არ დაგვიდია ნაძვის ხის თავზე. -მადლობა. -კაი ნუ იბუტები, ლაშას ვერ ვაწყნარებდი-ლაშა სათამაშოებით ხელში დარბოდა აქეთ-იქით. -არა დე! დაეცემი! ირაკლი მიხედე ბავშვს-ლაშასკენ წავედი როცა ირაკლი მომიახლოვდა და წელზე ხელი შემომხვია. -რატო ხარ დაძაბული? ნერვებ აშლილი? რამე მოხდა? -არ...არაფერი, ბევრი რამ მოხდა ამ ერთ დღეში და უბრალოდ დრო მინდა რომ გადავიტანო. -სხვა ნაღდად არაფერი არ გაწუხებს? -არა. -ხო გიცნობ? -რა მოხდება სანდრო და ლუკა დამნაშავეებად რომ არ ცნონ? -გაგიჟდი გოგო? ჩემო ცხოვრება ადამიანები გაიტაცეს და 2წელი სახლში არ დააბრუნეს, მაგის გამო არავინ რა ჩასვამს? ადგილიც იციან და ჩვენც აქ ვართ და ყველაფერს მოვუყვებით. -უბრალოდ სულ რაღაც ცუდს ველოდები, გიორგი ორჯერ მოხვდა საავდმყოფოში ბარბარეს გამო, ზუსტად მაგ გოგოს გამო დაგკარგე 2წლით. მე... -ნუღა ფიქრობ მაგაზე, დანარჩენს მე მოვაგვარებ კაი? -კაი-მაკოცა და ლაშა აიყვანა ხელში, ორივემ ერთად მოვკიდეთ ხელი და ვარსკვლავი დავადგმევინეთ ნაძვის ხეზე, რის შემდეგაც მან ტაში დაუკრა. -რას ვაკეთებთ ხვალ? -კაროჩე, ჯერ 12ზე მე, შენ და ლაშა შევხვდებით ახალ წელს, მერე დედაჩემს ვუტოვებთ ლაშას, მაინც უნდა ეძინოს და დავაწვებით ვინმესთან ფართიზე რა. -და მოიცა რა ლაშა მარტო დავტოვოთ? -დედაჩემთან. -არა, იყოს. შენ თუ გინდა სადმე წადი. -რა მოხდა? შენ და დედაჩემი რაღაც ვერ ეწყობით. რა მოხდა? -არაფერი, მას თავისი გეგმები აქვს ლაშაზე და მე ჩემი. მას უნდა ლაშა ბიზნესმენად აქციოს, ლაშას კი აქვს არჩევანი. არ მინდა პატარაობიდან რაღაცას უნერგავდნენ. -მე დაველაპარაკები დედაჩემს, ეხა დაწყნარდი? -არ ვიცი.. -მაშ, რამდენი ხანია არ მინახიხარ, არ გინდა ერთად გავერთოთ სადმე? -კაი, წავალ რამეს გავაკეთებ სადილად-მაცივარი გამოვაღე და სადილის კეთება დავიწყე. 1საათში ირაკლი გამოვიდა. -აუ ლაშა უნდა დავაძინო. -დავაძინე. -რა? როგორ? ტირილის ხმა რომ არ გამიგია? -მაშ, მამის და ვაჟის ურთიერთობა... -ვიცი სულ სხვაა, კაი. გავიგე. -არ მომწონს შენი ხასიათი. -გადაიტან. -მაააშ, უკვე ნერვებს მიშლი. ბავშვი მშობლებს რო აბრაზებს რას უკეთებენ? ა ხო, მაშა, დაისჯები. -რას ქვია დავისჯები? -დაისჯები-უცებ წელზე შემომხვია ხელები და ისე ამიყვანა, აბაზანაში შემიყვანა, წყალი მოუშვა და შიგნით ჩამაგდო. -ირაკლი მოგკლავ!!!-კიდევ კარგი ირაკლიმ კარი დახურა თორემ ლაშა გაიღვიძებდა. -ჩუმად თორე უარესი მოგივა. ამოსვლა ვცადე მაგრამ ირაკლიმ ისევ შიგნით ჩამაწვინა, ვეღარ მივხვდი რა ჯანდაბა უნდოდა და გავბრაზდი. -რა გინდა რაა!!! -ჩემი ცოლი ხასიათზე რომ მოვიდეს-კართან მიყუდებული იდგა და იხრჩობოდა სიცილისგნა. -ჯანდაბა და ოხრობა, სულ დავსველდი ირაკლი!-ისევ ადგომა დავაპირე მაგრამ ამჯერად მეთითონ დავეცი და მეც სიცილი ამივარდა, შემდეგ ირაკლიმ ამომიყვანა იქიდან და პირსახოცი შემომახვია. -აი ზუსტადაც რომ ეს მინდოდა. -იკა, გადი ორი წუთით, გამოვიცვლი და გამოვალ. -და ჩემ თვალწინ ვერ გამოიცვლი? -ბანაობას ვაპირებ და უნდა მიმზერო? -რო შემოგიერთდე? -ლაშას ვინ მიხედავს? -ძილის ფერია. -ძილის ფერია ვერ აიყვანს ხელში როცა ის გაიღვიძებს. -მაშინ ღვიძილის ფერია დაეხმარება. -ირაკლი. -კარგიი-გაბუსხული ირაკლი გავიდა აბაზანიდან და მეც ბანაობა დავიწყე. საღამომ ჩვეულებრივად ყველანაირი გართულების გარეშე ჩაიარა, ირაკლიმ თითქმის მთელი სანათესაო მოინახულა და გვიან მოვიდა სახლში გადაღლილი. მე ყველაფერი მზად მქონდა შემდეგი დღისთვის, კამფეტებიც ნაყიდი გვქონდა. ღამე დავწექი თუ არა ჩემმა ძმაკაცმა დამირეკა. ავდექი და სამზარეულოში გავედი. -ხო ალექს? -მაშ, მისმინე ხვალ ვიკრიბებით ჩემთან, მე, მიშკა, შენი დაქალები და ვიღაც-ვიღაცეები რა... ამოხვალ? -ახალწელს? -ხო. -აუ რავი, ჩემ ქმარს ვკითხავ და. -ისა... იკას? -ხო, რა იყო? -არა, არაფერი. სულ დამავიწყდა რომ ამათ ირაკლი არ ევასებოდათ, მიშკას ხო ვაფშე ნერვებს უშლიდა. მე არ მინდოდა იმ ხალხთან ყოფნა ვისაც არ ევასებოდა ჩემი ქმარი. -მოვიფიქრებ რამეს, კაი მიდი ალექს. -კაი მაშ-და გათიშა. -ვინაა ალექსი?-კართან მიყუდებული დამხვდა ირაკლი და გული გამიხეთქა. -ჩემი ძმაკაცია, რატო არ გძინავს? -ღვიძილის ფერიამ მომაკითხა. რა უნდოდა? -არაფერი, ფართიზე დამპატიჟა. -რა ფართიზე? -ვიკრიბებითო, მე, მიშკა და შენი დაქალებიო და მოდიო რა. მამამისი რედისონ ბლუს მენეჯერი თუ რაღაც ეგეთია მანდ და ყველაფრის უფლება აქვს. -მერე? -არ მივდივარ. -რატო? -პროსტა. -წადი. ჯერ ლაშასთან შევხვდეთ, მერე სადაც გინდა გავიდეთ, ცოტახანში გადი თუ გინდა მაგათთან და აბრატნა 1საათში. -მადლობა რო გამიშვი. -ვერ გავიგე? -არაფერი, დაიძინე. *** ვიცი მაგვიანდება, ბოდიშს გიხდით.შეილება ცოტა აბდაუბდას გავდა მაგრამ გპირდებით შემდეგი თავი უკეთესი იქნება. ყველას გილოცავთ ახალ წელს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.