შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ შურისძიება?(მეექვსე თავი)


30-04-2016, 19:38
ავტორი Shorena Quqchishvili
ნანახია 2 649

ის ბიჭი სულ სისხლინი დაეცა მიწაზე, მე კი ხმას ვეღარ ვიღებდი და გამოშტერებული ვუყურებდი. არ ვიცოდი რა მექნა. ვგრძნობდი რომ ვიღაც მანჯღრევდა და რაღაცეებს მეკითხებოდა, მაგრამ არაფერი მესმოდა. მხოლოდ სისხლს ვუყურებდი, რომელიც წარსულს მახსენებდა. გამახსენდა დედაჩემის სიკვდილი და მუხლებზე დავეცი. ვერ ვიტყვი,რომ ვიტირე რადგან მე დიდი ხანია აღარ ვტიროდი. თუმცა ცაბაძეს შევხედე და მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა შევძელი:
- ცოცხალია?
- დამშვიდდი ლიზი, ყველაფერი კარგად იქნება.
ამ დროს ნიკა წამოდგა და იმ ბიჭს მივარდა. შემდეგ ჩემკენ წამოვიდა და თან ენას არ აჩუმებდა.
- გოგო გაფრთხილბ, ლუკას რომ რამე მოუვიდეს ვერ გადამირჩები!
მე ისევ ჩუმად ვიჯექი მაგრამ ცაბაძემ დაუყვირა.
- ენის ტლიკინს გირჩევნია მაგას მიხედო, მე კი სასწრაფოში დავრეკავ.
ნიკა ლუკასკენ გაემართა, ცაბაძემ კი ტელეფონი ამოიღო და თან წინ და უკან დადიოდა. მალე ტელეფონი გათიშა და ჩემთან მოვიდა.
- ლიზ, დამშვიდდი მალე მოვლენ, არაფერი მოხდება.
- რამე რომ მოუვიდეს?
- არაფერი მოუვა.
ეს მითხრა და ჩამეხუტა ასე ვიყავით კარგა ხანს. მერე სასწრაფო მოვიდა და ლუკა წაიყვანეს, ნიკაც სასწრაფოს გაჰყვა. ცაბაძემ წამომაყენა და სახლამდე მიმიყვანა. სახლში არავინ იყო, როგორც ჩანს ყველა სამსახურში იყო წასული. არც ჩემი ძმა იყო. მაშინვე სააბაზანოში შევედი და ხელების დაბანა დავიწყე. რომ მოვრჩი და გამოვედი ცაბაძე მისაღებში იჯდა ისევ და ჩემი დანახვისას წამოდგა.
- როგორ ხარ?
- რომ მოკვდეს?
- არაფერი მოუვა ლიზი, შენ მკვლელი არ ხარ.
- მეშინია, არ მინდა რომ მოკვდეს. მე..მე არ მინდოდა ასე მომხდარიყო.
- ვიცი ლიზ, არაფერი მოხდება.
შემდეგ წყლის დალევას ვაპირებდი და სამზარეულოში შევედი ჭიქის ასაღებად, მაგრამ მომეჩვენა, რომ ხელები სისხლიანი მქონდა. შიშისგან დავიყვირე და ჭიქა ხელიდან გამივარდა. ცაბაძე მაშინვე შემოვარდა
- რა მოხდა ლიზ?
- ხელები.. ხელები.. სისხლი..
ენა დამება და უაზროდ დავიწყე ბოდიალი.
- არაფერია ლიზი, დამშვიდდი.
- სისხლიანი მაქვს ხელები შეხედე.
- ლიზი, გეჩვენება არაფერი გჭირს.
- წამოდი საავადმყოფოში წავიდეთ. უნდა გავიგო როგორ არის.
- ლიზ, მოიცადე მეც მოვდივარ.
ცაბაძემ თავისი მანქანა გამოიყავანა, ორივე ჩავსხედით და საავადმყოფოსკენ გავემართეთ. გზაში ხმას არ ვიღებდით. მაგრამ მოულოდნელად ცაბაძემ მკითხა.
- ლიზ?
- ხო რა იყო?
- ეს რატომ გააკეთე?
- რააა?
- იმ ბიჭს რატომ ჩაარტყი?
- არ ვიცი დავინახე რომ...
- რომ ჩემთვის აპირებდა დარტყმას ხომ ასეა?
- არაა ასე არაა...
- კაი რა ლიზ, შენც კარგად იცი რომ ეგ ეგრეა.
- არაა ეგრე, უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა.
- ლიზ გიყვარვარ მაგრამ არ აღიარებ. რატომ?
- ეგრე არაა და მორჩი რა ამ თემაზე საუაბრს.
- კაი ლიზ. მაგრამ მაგას აუცილებლად აღიარებ.
ხმა აღარ ამოგვიღია არცერთს. საავადმყოფოში მივედი, მისი პალატა ვიკითხე და იქ ავვარდი. ნიკა პალატის კართან იდგა. მე რომ დამინახა, ჩემსკენ წამოვიდა და ხელი აწია დარტყმას აპირებდა. მაგრამ ცაბაძემ დაუჭირა.
- შენ ბიჭო *** ხო არ გაქ?
- აუ დავაი რაა. ჩემი ძმაკაცი ცუდადა და აქეთ მელაპარაკებით კიდე?
- ყველაფერი შენი ბრალია, ელიზაბედს თავს შენ დაესხი და პასუხს სხვას ნუ სთხოვ მაგაზე.
- ჯერ სად არის ვანანებ მაგ ****** ყველაფერს.
გაბრაზბეულმა ცაბაძემ სახეში შემოსცხო და ზევიდან შესდგა. გამეტებით ურტყავდა, მაგრამ როგორც იქნა გავაშველე და დავწყნარე ცაბაძე.
- გაფრთხილებ, ლიზიზე ეგეთი რამ კიდევ რომ თქვა, ვერ გადამირჩები.
ნიკამ სისხლი მოიწმინდა და ექმის მიუბრუნდა, რომელიც იმ წამს გამოვდა პალატიდან.
- როგორ არის?
- თავის დაზიანება ჰქონდა, მაგრამ ახლა კარგადაა, არ ინერვიულოთ.
ექიმი წავიდა. მე თითქოს შვებით ამოვისუნთქე და სიხარულისგან ცაბაძეს ჩავეხუტე. მოულოდნელობისგან არ იცოდა რა ექნა. არ ელოდა ამას, მერე თვითონაც მომხვია ხელები და ყურში ჩამჩურჩულა:
- არაჩვეულბრივი სურნელი გაქვს.
მე უცებ მოვშორდი, რადგან ვერც მე მივხვდი ეს როგორ გავაკეთე.
- მაპტიე, მე... მე უბრალოდ ძაალიან გამეხარდა.
ენა დამება, არ ვიცოდი რა მეთქვა. ცაბაძემ ამაზე გაიღიმა.
- გიხდება ღიმილი, ლამაზო!
შემდეგ ნიკა მოგვიახლოვდა და კვლავ ირონიულად გვითხრა
- ეგ შენი სიხარული დიდხანს არ გასტანს, ელიზაბედ ზედგინიძე!
- ახლა რაღა გინდა?
- ხმა არ გესმის?
- რა ხმა?
- უკან მიიხედე...
მოულოდნელად უკან გავიხედე და დავინახე რომ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent