საჩუქრები (სრულად)
-მაკა, მიდი რა ჩამოდი საგურამოში, გეხვეწები. -აუ, მარიამ მაგრად მეზარება. დაღლილი ვარ -აუ გთხოვ რა, თორნიკი თავის დედიაშვილთან ერთადა, და მაყვალა ბებიასთან ხომ ვერ ვიჭორავებ ეს 2 დღე. ჩამო რა თუ გიყვარვარ. -აუ ძაან ატრაკებ რა. მაგრად მეზარება. მანქან მაინც მყავდეს.ორშაბათს დილის 9 საათზე სამსახურში უნდა ვიყო და ანუ კვირას უნდა წამოვიდე საღამოს. მარიამ, გამიგე რა მაგრად მეზარება. -კაი, გოგო რა რამდენს წუწუნებ. თუ გიყვარვარ ჩამო რაა. შენც არ მომიშალო ნერვები ჩემმა დედამთილმა და მამათილმა კინაღამ მატირეს ისეთი რაღაცები გვითხრეს და მჭირდები რა. -აუ მარიამ -გთხოვ რაა. თან თორნიკეს დეიდაშვილიც კვირას ბრუნდება თბილისში და შენც გაგაყოლებს. -აუ რამდენს მელაპარაკები ხო წამოვალ. მარიამი ჩემი დაქალია, ბავშობიდან ერთად მოვდივართ. ერთი წელი არცაა რაც ოჯახი შექმნა და იმდენი პრობლემები აქვთ რომ რავიცი. დედამთილ მამათილს სხვა გოგო მოსწონდათ სარძლოდ, თორნიკეს და მარიამს კი მართლა სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი. მართლა არ მინდა იქ წავლა, შინაგანი ხმა მეუბნება რომ არ წავიდე, მაგრამ რა ვუყო მე ამ ჩემ დაქალს, ძალინ მეცოდება, ვგრძნობ როგორ ვჭირდები, როგრო ჭირდება ჩემთან ლაპარაკი. ჩავაბარგე ჩემი ბარგი და საგურამოსკენ ავიღე გეზი. 2 დრე კარგად დავისვენებთ, გულს გადავაყოლებთ. -ო, ჩვენი მაკრინე მოსულა- ეზოში შესვლისთანავე მომეგება სიძე. -ბიჭო, შენ რატომ გინდა რომ მაინცდამაინც ჩემი ხელით მოკვდე. ნუ მეძახი მაკრინეს რამდენჯერ უნდა გაგფრთხილო. -მარიამ, შენი გიჟი დაქლი მოვიდა მოხედე. მარიამი გიჟივით გამოიქცა და ჩამეხუტა. მაყვალა ბებიაც მოვიკითხე. ჰამაკში კი ჩემტვის უცნობი ბიჭი იჯდა და ამ სიტუაციას თვალს ადევნებდა. -ეს ალბათ თოკოს დეიდაშვილია, არა?- გადავუჩურჩულე მარიამს -კი წამო გაგაცნო. ჰამაკს მივუახლოვდით და როგრც იქნა წამოდგომა იკადრა. -ლევან, გაიცანი ეს ჩემი ბავშობის მეგობარი და ჩემი მეჯვარე მაკა, ქორწილისთვის რომ ჩამობრძანებულიყავი გაგაცნობდი მაშინ -სასიამოვნო მაკა, გადამკოცნა და დიდი ხნის ნაცნობებივით ხელიხელ გადახვეულები ვიდექით.ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა. იმ საღამოს იყო ცხვორების ყველაზე დიდი შეცდომა. 24 წლის განმავლობაში ესე არ დამთვრალვარ და როგორც აღმოჩნდა ესეთი სისულელე არც გამიკეტებია. იმ საგამოს მოგენებები ნაწყვეტ ნაწყვეტ მახოსვ. როგორ დავიწყეთ დალევა, როგორ ვეფლირტავებოდით ერთმანეთს მე და ლევანი, როგორ მეჩიჩინებოდა მარიამი გაჩერდი ძალიან მთვრალი ხარ ნუღარ სვავო.უნდა დამეჯერებინა. ბოლო მომენტი საგურამო მახსოვს. დილიტ კი უკვე შეცვლილ რეალობაში გავიღვიძე დილით გაღვიძებისთანავე ვიგრძენი სხეულის უმოწყალო ტკივილი, თავი მისკდებოდა და ჩემდა გასაკვირად ვგრძნობდი რომ შიშველი ვიწექი. თავი მისკდება, გავიფიქრე და მარჯვენა ხელი საფეთქელთან მივიტანე და ხელზე კალიცო დამხვდა.დანახვისთანავე წამოვხტი ლოგინიდა. გავაანალიზე რომ მარტო არ ვიყავი ოთახში და ვიღაც შიშველი მამაკაცი ზურგით იჯდა და სიგარეტს ეწოდა -ღმერთო ჩემო, ეს ხომ ლევანია. და მასაც კალიცო უკეთია. -ლევან?! საწყლად ამოვიკნავლე- აქ რა გვინდა? -მაკა , არ ვიცი არ მახსოვს საერთოდ არაფერი.ან აქ როგორ აღმოვჩნდით, ან რატომ გვიკეთია კალიცოები და რას ნიშნავს ჩვენი ქორწინების და ჯვრისწერის მოწმობები. -რა ჯვრისწერის და ქორწინების მოწმობები, რაზე ლაპარაკობ? -აი შეხედე.- ორი ქაღალდი მომაწოდა. რომელიც მიდასტურებდა რომ ჩვენ ქორწინებაში ვიმყოფებოდით.ტირილი დავიწყე. 24 წლის განმავლობაში ბიჭისთვის არ მიკოცნია, არანაირი ურტიერთობა არ მქონია და ერთ დილას ვირვიძებ და არმოვაჩენ რომ წიან დღეს გაცნობილი მამაკაცი ჩემი „ქმარია“. ლევანმა გვიან გაანალიზა რომ ვტიროდი, მომიახლოვდა ჩამეხუტა და დამშვიდება დამიწყო. - კაი რა გთხოვ ნუ ტირი. ყველაფერი კარგად იქნება.ხომ კარგად ხარ, ხომ არაფერი გტკივა? მივხვდი რასაც გულისხმობდა და სისხლიან ზეწარს გავხედე და თავი გავიქნიე უარყოფის ნიშნად. -იმედია არავისთვის გვითქვამს და ისევე მალე გავშორდებით როგორც დავქორწინდით- ამოვსლუკუნე. სადაა ჩემი ტელეფონი. ლევანმა ტელეფონი მომაწოდა. გამორთული იყო, ნეტა რატომ? მაგდენი გონება კი გვქონია რომ ტელეფონები გაგვეთიშა. ტელეფონი ჩავრთე და 200 მდე გამოტოვებული ზარი რომ დავინახე მივხვდი ყველაფერი კარგად არ იყო. გამოტოვებულ ზარებს სემესებიც მოყვა. მარიამი მწერდა „ გოგო, არ გამაგიჟოთ თქვენ, სად ხართ? ეს რა სტატუსი გაქვთ ან რა ვიდეო ატვირთეთ?“ -ლევან სად ვართ? იჯდა და ისევ სიგარეტს ეწეოდა. -ჩემთან ვართ სახლში. -შეგიძლია კომპიუტერი ჩართო და შენს ფეისბუქში შეხვიდე? მარიამმა მომწერა ეს რა ვიდეო ატვირთეთო ლევანი ჩქარა ადგა საწოლიდან, ტრუსებში იყო მხოლოდ, და მის სხეულის დანახვაზე ჩემდაუნებურად ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. მანამ ლეავნი კომპიუტერს მოიტანდა მივხვდი რომ მე ისევ ზეწარ შემოხვეული ვიყავი. საჩქაროდ ავდექი და იქვე დაგდებული სარაფან გადავიცვი. ოთახს თვალი შევავლე და ყველაფერი არეული იყო, როგორც ჩანს ვნებიანი ღამე გვქონდა მაგრამ ემ არაფერი არ მახსოვდა. -აი, კომპიუტერი შედი შენთან და ნახე. ლევანს კომპიუტერი გამოვართვი და ცემი სოციალური ქსელი გავხსენი. სურათები ვიდეოები, სატუსი ქორწინების შესახებ, მილოცვები გაკვირვება. -მეთელმა მსოფლიომ გაიგო რომ ვიქორწინეთ,მოდი ნახე ჩვენი ვიდეოები. ლევანი მძიმე ნაბიჯებით მომიახლოვდა და გვერდზე მომიჯადა. ვიდეოებში ყვეალფერი იყო, როგორ ვიწერდიტ ჯვარს, როგორ მოვაწერეთ ხელი, როგორი აღფრთოვანებულები ვლაპარაკობდით ჩვენს სიყვარულზე. ქორწინების სატსუსი, კოცნები და უამრავი გაღიმებული სურათები. ამ ყველაფრის გააზრებისას ტირილი დავიწყე. მტელმა ქვეყანამ იცოდა რომ დავქორწინდი, და ახალ მეორე დღეს ჩვენ როცა გავიღვიძეთ და გავაანალიზეთ რეალობა, ჩვენ როცა გამოფხიზლებულებს გვინოდა განქორწინება ჩუმად, აღარ გამოდიოდა. -კაი რა მაკა, დაწყნარდი გთხოვ.ყველაფერი კარგად იქნება. შენთვითონაც ხომ ხვდები ხვალვე განქორწინება რომ არ გამოვა. როგორ ავხსნათ ამ ვიდეოების შემდეგ ჩვენი საქციელი. ვიყოტ ცოტახანი ერთად, თუ შევეწყობით ერთამენთს შევეწყობით, თუ არა და რამდენიმე თვეში გავეყრებით ერთამენთს, გეხვეწები რა ნუ ნერვოულობ ამდენს. მე ვარ სულელი. რამ გამომაშტერა ამხელა კაცი -კაი, რა შენი ბრალია, მე ვარ მოსაკლავი ამხელა გოგო რამ ამაცუნდრუკა- ამოვიტირე და ლევანს სხეულზე მაგრად მივეკარი. გააზრებაც კი ვერ მოვასწარი როგორ აღმოვჩნდით ერთამენითის ვნებების ქარცეცხლში. რეალობაში დაბრუნების შემდეგ, ლევანმა მაკოცა -მიდი ეხლა მოწესრიგდი და წავიდეთ საგურამოში, მარიამი ფხიზელი იყო და ემახსოვრება რა ჩავიდინეთ. აბაზანიდან გამოსულს ლევანი უკვე მოწერიგებული დამხვდა. მანქანაში ჩავსხედით და საგურამოს გზას დავადექით. ცემ თავზე მებრაზებოდა. რამ გამასულელა ამხელა გოგო. კაი ის სიმთვრალეში მქონდა სექსი ,მაგრამ ეხლა რაღა დამემართა, მერე გონებაში გამეცინე. კაი მაინც ცოლქმარი გვქია და რატომ უნდა გავუშვა ეს სიამოვნება ხელიდან. მარიამის დანახვისთანავე ტირილი ამივარდა და ცავეხუტე. ლევანი და თორნიკე ცალკე გავიდნენ, მე მარიამს ვეკროდი და რამდენიმე საატის განმავლობაში გაუჩერებლად ვტიროდი. -დაწყნარდი ეხლა, კაი გეყოს. გუშინ უნდა დაგეჯერებინა ჩემთვის, მაგრამ რომ აიტეხეთ მოგვწონს ერთამენეთი და ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ვიპოვეო ვეღარ გაჩერდით.თავიდან ჩევნც გეხუმრებოდიტ მაგრამ როდმ ადექიტ და ლევანმა ხელი ცაგკიდა წამოდი ჯვარი დავიწეროთო და შენც ცხვარივით უკან გაყევი, მაშინ შემოვკარი განგაშის ზარესბ მაგრამ უკვე გვიანი იყო. არ გვჯეროდა ამას რომ გააკეთებდიტ, ტორნიკემ გაუშვი მაინც არ გაცერდებიან, გავლენ ქუჩაში და მოვლენო. მერე ვიდეოები და სურათები რომ ვნახე და გირეკავდი და რ მაპსუხობდი მანდ გავგჟიდი მაგრამ აზრი? -მარიამ გეცემე, დაგები რამეგექნა. რა გავაკეთეთ. ეხლა იმაზე ვნერვილობ კაი გუშინ მთვარლი ვიყავი და ისე ვიწექით დილას რაღა დამემართა? -ოჰო,თქვენ აღარ ხუმრობთ? -კაი, მარიამ რა რას დამცინი, იმას ვნერვიულობ თავი არ დაგვიცავს და კიდე ზედმეტი პრობლემა არ დაგვემატოს -კაი რა მაკა, ბავში არა პრობლემა-მოწყენილმა გამომხედა. თორნიკე და მარიამი 1 წელია ცდილობენ მიზანს მიარწიონ და ბავშვი ყავდეთ, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემა ხელს უშლით. მაგრად ჩავეხუტე და კიდევ ერთხელ ავტირდი. შემდეგ იყო ჩევნი ცოლქმრობის თამაში მშობლების წინაშე, ერთამანეთი როგრო სიგიჟემდე გვიყვარდა. ყოველდღიურად ერთმანეთის გაცნობა, მის თვალებში მხოლოდ ვნებას ვხედავდი და მე სულელს კი დღითიდღე მიყვარდებოდა. ლევანის სახლში გადავედით საცხოვრებლად. ჩევნი შეცდომით ქორწინების ამბავი მხოლოდ ჩვენ და მარიამმა და თორნიკემ იცოდნე. ყველა სხვას სჯეროდა რომ ერთამნეთი მართლა გვიყვარდა. დღეები ჩვეულებრივად გადიდოა. პირველი ორი თვის განმავლობაში იმდები მიწვევები გვქონდა ნათესავებში რომ ფაქტობრივად სარამოს გვიან მოვდიოდით სახლში. 3 თვის შემდეგ კი ლევანმა სახლში დაგვიანებები დაიწყო, ის ვენაბც გაქრა რასაც მის თვალებში ვხედავდი ცემს მიმართ, მე კი ამ დებილს გოგოს ყოველდღე უფრო მიყვარდებოდა და ვოცნებოდბი მის სითბოზე. ლევანს არ ერიდებოდა ჩემი თანდასწრებით სხვა ქალებთან ფლირტაობა, ტელეფონზე მიმოწერა თუ დარეკვა. იმდენად უფლებო ურთიერთობა გვქონდა ვერაფერს ვერ ვეუბნებოდი. მე ხან ვინ მწერდა დღეს შენი ქმარი ვირაც ქალთან ერტად დავინახეტ კოცნიდა, ეფერებოდა.კეთილის მსურველი არასოდეს გაქრება. პიკი კი სურათი იყო. ლეავნსი და ვიღაც ქერათმიანი გოგოს, ჩემ ქმარს კალტაში ეჯდა და კოცნიდა, თან სად ჩევანს სახლთან ახლოს კაფეში. ჩემს თავმოყვარეობას ქონდა საზღვარი. -ლევან მალე მოხვალ? აშკარად იგრძნობოდა ჩემი გაბრაზება ხმაში -კი ერთ საათში მოხდა რამე? -რომ მოხვალ მერე ვილაპარაკოთ. რაღაცას მეუბენებოდა მაგრამ არ ვაცადე დამთავრება. ლევანი მალე მოვიდა სახლში, მე ტახტზე ვიჯექი და სიგარეტს ვეწოდი. გაოცებულმა შემომხედა -მაკა, რას აკეთებ? -დაჯექი და ამ სურათს შეხედე.- სიგარეტი ხელიდან ამაცალა და საფერფლეში ჩააგდო. -შევხედე და მერე? -და ყველაფერი ნორმალურია შენი აზრით? -მაკა, რას ითხოვ ჩემგან? -ოდნავ პატივისცემას, ნუთუ ასე ძნელი? რომ მირეკავდნენ და მეუბნებოდნე, არაფერი, სურათებს რომ მიგზავნიდნე კიდე ჩუმად ვიყავი და ჩემ თავს გადავუარე, მაგრამ ეს ნამეტანი. სოციალურ ქსელში ვიღაც მიპოსტავს ჩემი ქმრის და მისი საყვარელის სურათს თუ როგორ ზასაობენ -მაკა, მორჩი ისტერიკებს? რას ითხოვ ჩემგან? დაგავიწყდა ჩვენი დაოჯახების ამბავი, არ გვიყვარს ერთმანეთი ორივეს საკუთრი პირადი ცხოვრება გვაქვს, არ ვართ ნამდვილი ცოლქმარი არა. -გავშორდეთ, მე მინდა რომ განვქორწინდეთ და შენ დედაჩემს ჯერ ვერ ვეტყვიო. მე მეორე დღესვე მინდოდა განქორწინება გახსოოვს? მაგრამ არა ბატონ ლევანზე მთელი თბილისი ილაპარაკებდა სიმთვრალეში ცოლი როგორ მოიყვანო, ბატონ ლევანს ეს როგორ ეკადრებოდა. -ნუ გავიწყდება რომ შენც ხარ დამნაშავე, არც ერთს არ გვახსოვს რა მოხდა რეალურად.ალბათ მე შენთან სექსი მინდოდა და შენ როგორც ქალიშვილმა ქორწინების გერეშე ვერ ვიზავო ცოლად მოგიყვანე. ბოლო სიტყვები ეს იყო რაც გავიგე, შემდეგ იყო ისტერიკა. მე მეობნებოდა „ჩემი ქმარი“ ამ სიტყვებს, არ ვიცი ჩემს ხელში როგრ ან საიდან აღმოჩნდა ჭიქა, ან როგორ შემომეტვრა. მახოსვ ლევანი კიდევ ყვიროდა და მეჩხუბებოდა რომ მარტო მე ვიყავი ამ ქორწინებაში დამნაშავე, მე კი ჩუმად ვტიროდი და ხელში ჩამტვრეული ჭიქის გამო სისხლი მდიოდა, მე კი ურეაქციოდ ვიყავი და ხმას არ ვიღებდი. ლევანმა გვიან შემაჩნია ხელებიდან სისხლი რომ მდიოდ, ლევანი მიახლოვდებოდა, როგორ მჭირდებოდა მისი სითბო, მე კი სადღაც სიცივისკენ მივექანებოდი. გონზე საავადმყოფოში მოვედი.თავზე მარიამი მედგა და მეფერებოდა -მარიამ რა მოხდა? -სულელო გოგო, მეტჯერ აღარ შემაშინო რა. ამ დროს ლევანი შემოვიდა პალატაში. მისი შემოსვლა და ჩემი ისტერიკის დაწყება ერთი იყო -მარიამ უთხარი გავიდეს აქედან. გავიდეს მარიამ, გავიდეს. მარიამა ლევანი ოთახიდან გაიყვანა გასვლისა ჩევნი მზერა ერთმანეთს შეეჩეხა და დავინახე მის თვალებში ნაღველი. მძულდა და ამავე დროს სიგიჟემდე მიყვარდა, მიუხედავად ამდენი დამცირებისა, მიუხედავად ამდენი უბედურების მე მაინც მახსოვდა მასთან გატარებული ბედნიერი დღეები, მან მაგრძნობინა თავისდაუნებურად სიყვარული. საავადმყოფოდან რომ გამომწერეს მარიამთან და თორნიკესთან წავედი, ხელებ გადახვეული ცემებს ვერ მივადგებოდი. ისედაც ამჩნევდნე რომ ბედნიერი არ ვიყავი და არ მინდოა უარესად შემეშინებინა. სამი დღის განმავლობაში ჩემტან დალაპარაკებას ცდილობდა, მირეკავდა , სახლში ამოდიოდა მაგრამ მე არ მინდოდა. მინდოა ყველაფერზე მეფიქრა და საბოლოო გადაწყვეტილება მიმეღო. აღარ შეიძლებოდა ამდენი უთავმოყვარეობა, მნიშვნელობა არ ქონდა ამის მიზეზი სიყვარული იყო თუ არა.სამი დღის შემდეგ გადავწყვიტე რომ სამუდამოდ დავამთავრებდი ჩემი ცხოვრების ამ შეცდომას. „ჩვენს“ სახლში წავედი ჩემი ნივთების ასაღებად, ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე მე დავამთავრებდი ამ უაზრო ურთიერთობას.სახლში შესვლისთანავე ნაცნობი სურნელი ვიგრძენი, არ მოველოდი, ვფიქრობდი ან სამსახურში იქნებოდა ან თავის რომელიმე საყვარელთან. კარების ხმაზე გამოიხედა. მე რომ დამინახა უბრალოდ მოვიდა და ჩამეხუტა, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ნახევარი საათი ჩახუტებულები უხმოდ ვიდექით -ლევან განქორწინება მინდა, სანამ ერთამენით სასიკვდილოდ არ დაგვიზიანებია, ამოვიჩურჩულე მის ყელთან -მაპატიე რა ყველაფერი, გთხოვ მაპატიე. ამხელა კაცი პატარა ბავშვივით არ უნდა მოვქცეულიყავი. ყველაფერი ისე იქნება შენ როგროც გინდა, მაგრამ გთხოვ ახალ წლამდე დავიცადოთ, ნელნეალ შევაპაროთ ჩვენს მშობლებს -ლევან, დავიღალე ყოველდღიური იმედგაცრუებით,ჩემ სიამაყესაც აქვს საზღვარი. -გთხოვ, მხოლოდ ერთი თვე. გპირდები აღარ გატკენ, შევეცდები მაინც -დაპირებით მაინც ამიგე ოცნების კოშკები. გამეღიმა და ყელში ვაკოცე. ვიგრძენი როგორ დაურა ტანში ჟრუანტელმა, ისევ იმ ვნებით შემომანათა და ვერც კი გავიაზრე როგორ დამაცხრა ტუჩებზე, ხელში ამიყვანა და ჩევნი საძინებლისკენ წამიყვანა. ვიცოიდ შეცდომას რომ ვუშვებდი, მაგრამ ზოგჯერშეცდომაც სასიამოვნოა და არ შეგვიძლია მასზე უარის თქმა. ვნებისგან გამოფხიზლებულები რეალობაში დავბრუნდით -ლევან, ახლა რა იქნება, როდემდე გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა? -დედაჩემს დაბადების დღე აქვს 25 დეკემბერს და იქ ვთქვათ ჩვენი განქორწინების შესახებ, იქამდე კი ერთ თვეზე მეტი დრო გვაქვს ერთმანეთის სხეულის ტკობისთვის -რა გარყვნილი ბიჭი ხარ, გამეცინა და ტუჩებზე დავაკვდი. -კიდე მე ვარ გარყვნილი ხო. სანამ ქმარი გყავს შეგიძლია დატკბე ვნებებით -და შენ გგონია შენს მერე ვერავის ვიშოვი? -შენს სხეულზე უარს არავინ იტყვის, მაგრამ არ მინდა. -ოპა, უკვე ზედმეტები მოგდის -კაი გოგო ვხუმრობ, დამოუკიდბელი ქალი ხარ შენ და რასაც გინდა იმას გააკეთებ. ამდენ ლაპარაკს ერთმენეთის ფერებით დავტკბეთ არ ჯობია. პასუხს არც დალოდებია ისე ცამიტრია ვნების მორევში. შემდეგ იყო მოლოდინის რეჟიმი, ოდნავ შეცვლილი ურთიერთობა, კვლავ არ ერიდებოდა ჩემი თანდასწრებით ფლირტაობა, საყვარლებთან ლაპარაკი, ცვენ ხომ უბრალოდ ვნება გვაკავშირებდა. ეს მისთვის იყო ესე. მე იმდღიდან მოყოლებული რაც გამოთვერი და ლევანის ცოლი გავხდი დღითიდღე მიძლიერდებოდა მის მიმართ გრძნობები. არ ვიცი რატომ, ალბათ სიყვარული მართლაც ბრმაა და უთავმოყვარეო. მიძნელდებოდა ფიქრი ჩემს ცხოვრებაზე ლევანის გარეშე.მაგრამ ვხვდებოდი ასე იყო საჭირო, აღარ შემძლო და არ ვიმსახურებდი ამდენ დამცირებას. 25 დეკემბერი, ჩემი ცხოვრების ცვლილების დღე.გავიფიქრე და კალენდარზე 25 მოვნიშნე. -მაკა მზად ხარ? ერთ საათსი სახლში ვიქნები და ჩემებთან გავდივართ. მომივიდა ლევანის მესიჯი. რა ადვილია წახვიდე საღამოზე სადაც იცი რომ შენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება.გავემზადე და ფსიქოლოგიური მზადება დავიწყე სარამოსთვის, უბრალო შავი კაბა და კოსად შეკრული თმა მქონდა, მინდოდა კაბით გამომეხატა ჩემი მწუხარება. ჩემი მეორე მე მეუბნებოდა რომ ის იყო მწუხარება სად ეხლა ვცხოვრობდი, მაგრამ სიყვარულს ეგოისტურად არ უნდოდა ამ ბიჭის დათმობა. ლევანიმ გამომიყვანა ფიქრებიდან -მაკა, სად დაფრინავ რამდენიხანია გეძახი, წავიდეთ. შემომხედა და გაიღიმა. ისე სხვათაშორის კარგად გამოიყურები პასუხის დაბრუნების თავიც არ მოქნდა. მთელი საღამო ხმის ამოუღებლად ვიჯექი. ლევანიც დაძაბული იყო, თან ცემი დაძაბულობაც გადაედო. ჩემებიც იქ იყვნენ და ყველას ერთად „ ვახარებდით“ ჩვენი განქორწინების ამბავს -წყალს დავლევ და მოვალ და დროზე ვთქვათ სათქმელი. უკვე აღარ შემიძლია რა. გადავუჩურჩულე ლევანს. თვალებით მანიშნა კარგიო. ავდექი და სამზარეულოში გავედი, იქიდან დაბრინებისას ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა მიწა... შემდეგ ტახტზე გაღვიღვიძე, სასწრაფოს ექიმი რაღაცას მიკეთებდა. ვერ გავიაზრე რა მოხდა, თავთან დედაჩემი დამტიროდა, იქით ლევანი იჯდა გაფითრებული -მაკა, გესმის ჩემი? მე ექიმი ირაკლი ვარ -კი კარგად ვარ ექიმო რა ხდება? -20 წუთის განმავლობაში გონება გქონდა დაკარგული, ეხლა თავს როგორ გრძნობთ -კარგად ვარ, არ არის ამხელა პანიკა საჭირო. ექიმმა არ დამიჯერა და საავადმყოფოში გადამიყვან.ანალიზებს აგიღებთ სრულფასოვნად გაგსინჯავთ და გამოგიშვებთო.ჩემი დედამთილის დაბადების დღე საავადმყოფოში გადავიტანე. -მარტო მეუღლე შემოყვეს. ლევანს ვანიშნე არა საჭიროთქო, მაგრამ არ დამიჯერა - გოგონა, რას ფიქრობთ რატომ გახდით ცუდა? ვერ არის ეს ქეიმი გავიფიქრე ჩემთვის, თუ მეცოდინება რატომ გავხდი ცუდად აქ არ წამომიყვანდნე -არ ვიცი ალბათ სტრესის ბრალია, ამ ბოლო დროს ბევრი სანერვიულო მომიწია, ვთქვი და ლევანის თვალი ავარიდე - მენსტრუაცია ბოლოს როდის გქონდათ? -ნომბრის დასწყისში -იმის შემდეგ? -ხომ გითხარით სტრესში ვარ და ალბათ ამის გამო მენსტრუაციაც შემიწყდა/ -ორსულად ხომ არ ხართ? ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე წყვილი ხართ. ამ კითხვაზე არასოდეს მიფიქრია -არა. ეს შეუძლებელია. ჩვენ თავს ვიცავდით, მორცხვად ამოვილაპარაკე. ლევანს გავხედე და მივხვდი ჩვენი შერიგების საღამო გაახსენდა. -კარგი ანალიზის პასუხებს დაველოდოთ და გინეკოლოგთან გაგიშვებთ გადავამოწმოთ. ლევანს ვერ ვუყურებდი, ვიცოდი რაზეც ფიქრობდა. შვილი? ნუთუ იმ ერთი ღამის შედეგად ჩვენ შესაძლო საერთო შვილი გვყოლოდა. არა, არა ეს შეუძლებელი ! ყვიროდა ჩემი გონება, გული კი სიხარულისგან დაფრინავდა. გინეკოლოგის კაბინეტში ლევანიც გამომყვა. ექთანმა ექიმს დადებითია უთხრა და გავიდა. -კარგით ბავშვებო მოდით აბა ვნახოთ თქვენი პატარა. ვერ გავიაზრე ისე სწრფად შემეხო ეხოსკოპიის აპარატი მუცელზე და ექიმის სიტყვები -დედიკო და მამიკო, გაიცანით ეს თქვენი პატარა. მე ჩემდაუნებურად ცრემლები წამომივიდა, გამიხარდა ჩავთვალე რომ ეს ჩემი ცხოვრების სასწაული იყო. ლევანს შევხედე მინდოდა გამეზიარებინა ეს სიხარული, ან მის სახეზეც ამომეკითხა ბედნიერება, მაგრამ შევცდი, შევცდი როგორც მთლიანად ლევანთან დაკავშირებით. მის სახეზე მწუხარების და დარდის მეტი ვერაფერი ამოვიკითხე. ამდენი ემოცია იმ ერთი დღისთვის მეტისმეტი იყო და გავითიშე. მეორე დღეს არ დამხვდა ლევანი პალატაში. მაგრამ ყველამ იცოდა ჩემი ორუსლობის შესახებ, არც დამირეკა არც მოვიდა ისე გამომწერეს 2 დღის შემდეგ საავადმყოფოდა. მაშინ მივხვდი მე უყვე მყავდა ის არსება რომელიც ყველაფერს მერჩივნე. მე არ მქონდა უფლება მენერვიულო და თავი დამემცირებიან. საავადმყოფოდან ჩემ დასთან წავედი. მარიამ ჩემი საცმელები და პირადი ნივთები გადმოვატანინე სახლიდან. სამი დღე უემოციოდ, ლევანის გარეშე გავიდა. უკვე აღარ მადარდება რას ან ვისთან ერთად გააკეთებდა. მე მან სიყვარული და სიცოცხლის არსი მაჩუქა. მესამე დღეს სარამოს ლევანის ნომერი რომ დავინახე ჩემს ტელეფონზე გულმა მაინც შემახსენა თავი. არ ავპირებდი მასთან ლაპარაკს მაგრამ რომ არ გაცერდა ავიღე -მაკა, გთხოვ არ გამითიშო -რა გინდა? - გთხოვ ჩამოდი დაბლა და ვილაპარაკოთ - ლევან, რა გავქვს სალაპარაკო? -გთხოვ, მაკა ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასარკვევი. ვყოყმანოდბი ჩავსულიყავი თუ არა, მაგრამ ოდესმე ხომ მომიწევდა მასთან საუბარი -კარგი ჩამოვალ. მანქნაში იჯდა, მისალმების გარეშე მეც ჩავჯექი, ხმა არ ამოუღია მანქანა დაქოქა. ველოდებოდი როდის დაიწყებდა საუბარს, იმისაც კი არ მეშინოდა ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით რომ მიდიდოა. ბოლოს დავიღალე ლოდინით -ლევან, შენ სალაპარაკოდ დამირეკე, სასერნოდ შესაფერისი არც დროა და არც მე ვარ ამის ხასიათზე. -წყნეთში ავალთ და იქ ვილაპრაკოთ, მუდარის ხმა იგრძნობოდა მის ხმაში. მანქანა ჭიშკართან გააჩერა, უხმოდ გადავედი და სახლში შევედი. ბუხარი დაანთო -ხომ არ გცივა? უარყოფისნიშნად თვაი გავიქნიე. -ვიცი არასწორად მოვიქეცი და ახლაც არასწორად ვიქცევი, ვიცი არაფრის უფლება არ მაქვს შენთან მიმართებაში... ვერ მივხვდი რის თქმას ცდილობდა თავში მხოლოდ ერთი სიტყვა „აბორტი“ ამომიტივტივდა არ ვაცადე აზრის დამთავრება - მე აბორტს არ გავიკეთებ! - ამის დედას შე222. ეგ როგორ იფიქრე რომ გეტყოდი აბორტი გაიკეთეთქო, ასეთი არაკაცი გგონივარ რომ ჩევენი შვილის მოკლვლას გთხოვდი? - არ ვიცი შეიძლება. ურეაქციოდ ვუსმენდი მის მონოლოგს და ჩემი თავის მიკვირდა. - მაკა, გთხოვ მაპატიე. არასოდეს არ გეტყვი რომ აბორტი გაიკეთო. გესმის ეს ჩვენი პატრა, ჩემი და შენი ნაწილი. -მოვიდა და ჩემს მუცელს შეეხო. გულმა თავი გამახსენა მაგრამ გონებამ ურეაქციობისკენ გადამწონა- როგორ იფიქრე რომ ამ სიბოროტეს გეტყოდი. არა პირიქით, მინდა ჩმს თვალწინ იზრდებოდეს აქ მუცელშიც და მერეც, გთხოვ არ წახვიდე, გთხოვ კიდე 9 თვე მოვიცადოთ, ბავშვი დაბადების შემდეგ გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი. არ მინდა რამე მოგინდეთ და მე ვერ შეგისრულოთ. მაკა გთხოვ- უკვე ვედრებაზე გადავიდა. მე კი საერთოდ არ მაინტერესებდა როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. მუცელი ლევანთან ერთად გამეზრდებოდა ტუ მის გარეშე. მე ჩემი პატარა მჱვდა ჩემს სხეულში, ის ლევანზეც და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ლევანი კვლავ განაგრძობდა მუდარას - კარგი. უბრალოდ ვთქვი დიახ, უკვე აღარ მაინტერესებდა ლევანის საქციელი. თუ უნდა საყვარლები სახლში მოეყვან, ეს უკვე ჩემთვის სულ ერთი იყო - ანუ თანახმა ხარ? გპირდები შევიცვლები, შენ გპირდები ჩემო პატარა, მუცელზე ტუჩები მომაწება და მკოცნიდა. მე კი ურეაქციოდ ვიდექი. მიყვარდა ლევანი, მაგრამ ახლა ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტები გამაჩნდა, მე მუცლიტ იმ პატარას ვატარებდი რომელიც ჩემზე იყო დამოკიდებული. მემგონი ორსულობამ ჩემი გრძნობები დააქვეითა. ლევანი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა ამ უაზრო ქორწინებამ. 28 წლის ასაკში ასე არასდროს დავმთვრალვარ, არ ვიცი რა მომივიდა, როგორ გადავწყვიტე ქორწინება. მე ადამიანმა რომელიც ამბობდა რომ არასოდეს არ დაქორწინდებოდა. ერთი თვე დაქორწინებული კაცის სტატუსით პატიოსნად ვიცხოვრე, მაგრამ მაკას თვალებში სიყვარულის ნაპერწკლები რომ დავინახე, შემეშინდა, ამ გრძნობის შემეშინდა, ამ პასუხისმგებლობის და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შევცვალე. აღარ მერიდებოდა ძველი საყვარლების ნახვა, ქალებთან ფლირტი მაკას თანდასწრებით, მინდოდა სიყვარულის ნაპერწკალი სიძულვილით შემეცვალა, მაგრამ არ გამოდიოდა. პირველად მაშინ გავიაზრე თუ როგორ ვტკენდი სისხლიანი მაკა რომ დავინახე, უემოციოდ მხოლოდ ცრემლები ცვიოდა და ხელები სისხლით ქონდა დასვრილი. მერე იყო შერიგება პირობით რომ 2 თვეში დავშორდებოდით, ვგრძნობდი ვხვდებოდი როგორ უჯირდა მაკას, მაგრამ არ შემეძლო მის გვერდძე დგომა, მერე უფრო გაუჭირდებოდა. როცა მეგონა რომ საერთო ცხოვრებას დავამთავრებდით, მაშინ გამოჩნდა სიუპრიზი. ექიმმა რომ კითხა ორულად ხომ არ ხარო, ორივეს შერიგების სარამო გაგვახსენდა, იმდენად ბედნიერები ვიყავით არ გვიფიქრია თავის დაცვაზე. პირველად რომ მოგვმართეს დედიკო და მამიკო მოდით თქვნი პატარა ვნახოთო, მაშინ მე მოვკვდი და ახლიდან დავიბადე. მე მამიკო უნდა გავმხდარიყავი, ადამიანი რომელიც ამობდა რომ შვილი არასოდეს ეყოლებოდა. გაურკვეველ სიხარულის და ტკივილის ქარცეცხლში ვიწვოდი მაკამ გონება რომ დაკარგა. კიდევ ერთხელ გავიაზრე თუ როგორ ძალიან ვატკინე და როგორ ძალიან ვტკენდი. პალატაში გადაიყვანეს, მე ყველას ვახარე ეს ამბავი და წყნეთში წავედი. არ მინდოდა, არ შემეძლო მაკას თვალების ყურება, ამხელა ტკივილის დანახვა რომლის მიზეზიც მე ვიყავი. როცა ჩემი ცხოვრება გადავხარშე და ყოველივე ეს ღმერთის საჩუქრად მივირე მაკასთან პატიების სათხოვნელად წავედი. სამ დღეში შეცვლილი მაკა ვნახე, უემოციო, მნიშვენლობა არ ქონდა მისთვის ჩემთნ ერთად იქნებოდა თუ მარტო, მისი უემოციო თანხმობაც კი ჩემთვის სასწაული იყო, ცხოვრების მეორე შანსი, მე მეძლეოდა შესაძლებლობა პატიება დამემსახურებინა. რადიკალურად შევცვალე ჩემი ცხოვრება, ყველა ქალს დავშორდი, მიუხედავად იმისა რომ მე და მაკა ცალცალკე ოთახებში ვიწექით. მითხრა მხოლოდ ბავშივს გამო ვარ აქ, რომ დაიბადება წავალთ, არ მინდა მთელი ცხოვრება მშობლების კამათს უყუროს. მაშინ მივხვდი რა არაკაცად მთვილად მაკა როცა ეგონა რომ მე აბორტის გაკეთებას ვთოვდი. სამსახურიდან ჩევულებრივზეე ადრე ვბრუნდებოდი, არაფერი განსაკუთრებული არ უნდებოდა, მხოლოდ სუსტად იყო და ყოველ საათში ვურეკავდი, ვამოწმებდი რომ ცუდა არ იყო, ვაიძულებდი ჩემთან ერთდ ესეირნა სუფთა ჰაერზე. თვეები გადიოდა, ჩვენი ბავშვი იზრდებოდა და და მე მეშინოდა დასასრულის, დასარულის რომელიც შვილთან და საყვარელ ქალთან დაშორებას მიწინასწარმეტყველებდა. მაკა ვხედავ როგორ შეიცვალა ლევანი, ცდილობს პატიება დაიმსახუროს, მაგრამ არ ვიცი არ მაინტერესებს. მარიამი ფიქრობს რომ ორსულობის თანმდევი დეპრესია მაქვს, უემიციო ვარ, რეაქცი მხოლოდ ბავშვზე მაქვს. ჩევნ შევთანხმდით რომ ბავშვის დაბადების შემდეგ საბოლოოდ დავუსვავდით ამ უაზრო ურთიერთობას , უაზრო ოჯახს წერტილს. მივეჩვიე ყოველ საათში მისი ხმის გაგონებას, მის მზრუნველობას, მაგრამ ეს მხოლოდ მოვალეობააა და არა სიყვარული. ბავში ნაადრევად დაიბადა, ლევანი ქალაქში არ იმყოფებოდა. გულზე რომ დამაწვინეს ჩვენი პატარა მაშინ ვიგრძენი როგორ არ შემეძლო არ მყრებოდა ლევანი, ამ პატრა ანგელოზის მამა -დე, რა პატარა ხარ დე, მამიკოსნაირი ცხვირი გაქვს და მამიკოსნაირი ლამაზი ტუჩები, დე, მამიკოს არ დაემსგავსო რა, არ შეაყვარო გოგოს თავი და მერე ცხოვრება არ დაუნგრიო. მაგრამ არაუშავრს დე, მამას შენ მაინც ეყვარები, სულ შენზე ზრუნავდა როცა მუცელში იყავი. შენ მაინც იქნები ბედნიერი მამასთან დე, მე თქვენი ბედნიერებით გავიხარებ. ასეთი ყოფილა დე ჩემი ბედი, მე მამშენი სიგიჟემდე უნდა მიყვარდეს მას კი ვნებაც აღარ აქვს ჩემს მიმართ არა თუ სიყვარული ლევანი რომ დამირეკს მაკას მშობიარობა დაეწყოო, შეხვედრიდან ისე გამოვვარდი არავისთვის ყურადღება არ მიიმიქცევია. ისევ უჩემოდ გადაიტანს მაკა ტკივილს რომლის მიზეზი მეც ვარ, კი ვიცი შემდეგ სასიამოვნო ტკივილი იქნება მაგრამ რატომ უჩემოდ.ცემ თავზ ვბრაზობდი პალატის კარი რომ შევაღე და ჩემი ორი უსაყვარლესი არსება დავინახე. მაკა ჩემზე ელაპარაკებოდა, რატომ ფიქრობდა დღემდე რომ არ მიყვარდა, რა სულელი გოგოა ღმერთო ჩემო. ბავშვთან ერთად ემოციებიც დაიბადა კვლავ, ისევ ის მაკა იყო მე რომ გავიცანი. ვუსმენდი მის საიდუმლო სიყვარულს როგორ ანდობდა ჩვენს შვილს -ღმერთო, რა საყვარლები ხართ- აღარ შემძლო შორიდან ცქერა, მე უკვე ყველაფერი ვციოდი -დიდი ხანია აქ ხარ? მაკა შეშინდა საიდუმლოს გამჟღავნების გამო -იმდენად იდი ხანი რომ რაც მჭირდებოდა გავიგე. გთხოვ ნუ დაიყებ, მომისმინე. ამბობენ სიმთვრალეში ადმაიანი ყველაზე გულწრფელიაო.28 წლის განმავლობაში ისეთი მთვრალი არ ვყოფილვარ ჩემი საქციელი მეორე დღეს რომ აღარ მახსოვდეს. არც ერთს არ გვახსოვს რატომ გადავწყვიტეთ დაქორწინება, ღმერთის გარდა ეს ამბავი არავინ იცის და მიზეზს ვერ გავიგებთ, ხოდა მოიდ ღმერთის ნებად მივიჩნიოდ. მე კაცი რომელიც ვიძახდი რომ ცოლს არადროს მოვიყვანდი დავქორწინდი, როცა დაშორება გადავწყვიტეთ ღმერთმა კიდევ მეორე მინიშნება გამოგვიგზავნა. ეს პატარ სასწაული, რომელიც ეხლა გულზე გიწევს და შენს სიყვარულს უზირებ. მთელი ამ თვეების განმავლობაში შენი და ჩვენი პატარის დაკარგვის მეშინოდ. შენი უოემცოობა მკლავდა, ვფიქრობდი რომ იმდენად გატკინე რომ მთლიანდ ჩავაქრე სიყვარული შენში. მაგრამ დღეს მე ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ მოსფლიოში. დღეს მე მამა გავხდი და მოვისმინე ჩემი საყვარელი ქალის სიტყვები თუ როგორ ვუყვარვარ. მაკა, ცხოვრებაზე მეტად მიყვარხარ. შენ ჩემი ნიშანი ჩემი ცხოვრების შესაცვლელად. გთხოვ გამომყევი ცოლად? მაკამ ცრემლები მოიწმინდა და ამომხედა -რა იდოტი ბიჭი ხარ ლევან, ჩვენ უკვე ცოლ-ქმარი ვართ. -მინდა გააზრებული ქორწინება გვქონდეს, რომელიც გვემახსოვრება. მიყვარხარ. მივუახლოვდი, ჩვენს პატარას თავზე ვაკოცე და მაკას მონატრებულ ტუჩებს დავეწაფე -ლევან, ჩვენ შენი ცხოვრების საჩუქრები ვართ, არ გაგვიშვა. კოცნებს შორის ამოიჩურჩულა მაკამ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.