მუდმივი თამაში
ელენეს არც თუ ისე კარგი ბავშვობა ჰქონდა(ჩემი აზრით),შეიძლება თქვენი აზრი ორად გაიყოს ჩემს მოსაზრებაზე ამიტომ დავიწყებ მოყოლას და თავს აღარ შეგაწყენთ ჩემი შეხედულებებით. ელენე დაიბადა ერთ ჩვეულებრივ ოჯახში,ის მეორე სიხარული იყო რადგან ძმა,სახელად გიორგი ყავდა 1 წლით უფროსი,ელენე ბებოსთან(დედის დედასთან)ცხოვრობდა მისი ძმა კი მშობლებთან და ბებიასთან(მამის დედასთან) ერთად.. დავიწყოთ იქიდან რომ ელენეს დედას, მაკას მეუღლეში და დედამთილში არ გაუმართლა სიგიჟემდე შეყვარებული ქმარი აფხაზეთის ომიდან სრულიად შეცვლილი დაბრუნდა,კანტუზიით და უამრავი ფსიქოლოგიური პრობლემით,ადრე თუ მაკას თვალებში შესციცინებდა და მის საყვარელ წითელ ვაშლებს სიხარულით მოარბენინებდა, ომის შემდეგ სამსახურის დაწყებაც კი არ უნდოდა მიუხედავად იმისა,რომ თვეების ბავშვი(ელენეს ძმა)ჰყავდა შინ.გაუშვებდა მაიკოს(დედამისს) და ეტყოდა მოიტანე საჭმლის ფული საიდანაც გინდა,ისიც ხან რას მოახერხებდა ხან რას რომ ელემენტარული საჭმელი ჰქონოდათ.. მაიკო იყო ერთი ჩვეულებრივი მარტოხელა დედა რომელმაც მარტომ გაზარდა შვილი,მეუღლეს გაშორებული იყო,მისი ქმარი რუსეთში გადაიხიზნა და საერთოდ არ კითხულობდა ერთადერთი ვაჟის ბედს,ამიტომ მოვალეობის გრძნობა მაშინაც გამჯდარი ქონდა როცა მის შვილს უკვე საკუთარი ოჯახი ჰქონდა,სახლის საქმეებში საშინლად მოუწესრიგებელი ქალი იყო,პატარას აღზრდა და სახლის საქმეები ყველაფერი მაკას ევალებოდა,ცხოვრობდენ ისე როგორც მოგიყევით სანამ მაკა მეორე არ დაორსულდა... -მე აბორტს გავიკეთებ! ერთი ვერ გამიზრდია თან ესეთი ცელქი,ამ ნაომარ ქვეყანაში ორი შვილის მოვლა და პატრონობა არ გინდა?! მაკას დედა კატო: -მაკა შვილო გაიგე ჯერ სქესი თუ გოგოა გპირდები სამსახურს თავს დავანებებ და ისე გაგიზრდი ვერ გაიგებ,უმეტესად ჩემთან მეყოლება... -არ ვიცი დედა ხომ მიყურებ ეს სად მოვხვდი რა ოჯახში,სად ვცხოვრობ?! არავინ მიდგას გვერდით,თან შენ ხო მაინც იცი საკუთარი თეფში არ გამირეცხავს არასდროს.... კატო-ვიცი დედა ვიცი,მე ყველაფერი ვცადე ერთადერთი შვილისთვის,ხომ მოგაწყვე იურიდიულზე,მეგონა კარგი შემდგარი ქალი დადგებოდი,საკუთარ ნოტარიუსს გახსნიდი და ქალი გერქმეოდა,რა გინდოდა ხო იგიჟებდი თავს ამას თუ არ გამაყოლებთ თავს მოვიკლავო? მაგრამ ეხლა რა აზრი აქვს ძალიან გვანია..მოკლედ მოდი დე სქესი გავიგოთ ჯერ არ იჩქარო გთხოვ! მაკა-კარგი გავიგოთ... -სქესი გაინტერესებთ? -დიახ ექიმო - გოგოა! სქესის გაგების შემდეგ კატო სიხარულით მეცხრე ცაზე იყო,დათოც ძალიან გახარებული იყო ორგზის მამა ვიქნები მალე! თან გამიგია "გოგო მამასია"-ო.. ზაფხულის ცხელი დღე იყო 13 ივნისი, ამ დღეს მაკა და დათო ქორწილში მიდიოდნენ,უეცრად მაკას ტკივულები დაეწყო,წაიყვანეს ჩაჩავაში 2 საათის შემდეგ გამოდის ექიმი -პგილოცავთ! გოგოა გოგოო! თან რა ლამაზი, დავბანთ ჩავაცმევთ და გამოგიყვანთ.. სახელი შეურჩია უკვე მაიკომ,ელენე უნდა დავარქვათ აუცილებლად ხომ არხართ ვინმე წინააღმდეგი? ირგვლივ პროტესტის გრძნობა არავიზე შეუმჩნევია რითაც ძალიან კმაყოფილი იყო.. და აი დათო ჩამოდის: - უი ნუთუ ეს ჩემი შვილია?! ესეთი შავი,თმიანი, ტუჩები კი აქვს ბანტივით თორემ ეჭვს შევიტანდი ნამდვილად,ესაა ლამაზია ლამაზიო რო აიკლეს მთელი ეზო? უკბილოდ ხუმრობდა დათო, იქვე შორიახლოს ექთანი იდგა მოუბრუნდა და უთხრა: - უკაცრავად ბოდიშით რომ გეჭრებით, მაგრამ მინდა გითხრათ,რომ მარლაც ლამაზი გოგონა შეგეძინათ ღმერთმა არ გიწყინოთ.. ეს სილურჯე სიშავეში გარდამავალი იმიტომ აქვს,რომ ბავშვს ორჯერადი ჭიპლარის შემოხვევა ჰქონდა,ძალიან მალე აულაგდება ეს სიშავეც და სილურჯეც მერე კი გამიხსენებთ ალბათ,ახლა კი დროებით და კიდევ ერთხელ გილოცავთ! მართლაც, ელენე უკვე 5 თვის ძალიან ლამაზი გოგო იყო, არც ძალიან თეთრი,არც შავგრემანი სადღაც ამ ორს შუაში კანის ფერი ქონდა,ყავისფერი თვალები,პატარა ცხვირი,წითელი ბუთქუნა ბანტიკი ტუჩებით და ძალიან მშვიდი ხასიათით.. თავიდან ეხმარებოდა კატო,მაკას ჰყავდა ორივე შვილი,მაგრამ 2 წლიდან როგორც უკვე მოგახსენეთ გიორგი აუტანლად ცელქი იყო,მაკასაც დამხარე არავინ ყავდა ამიტომ ელენე კატო ბებოსთან გადაცხოვრდა და მხოლოდ შაბათობით გადიოდნენ დასარჩენად დედასთან და მამასთან ის და კატო ბებო კვირას კი სახლში ბრუნდებოდნენ... - [ ] |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.