შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის 13 (თავი 3)


6-01-2017, 13:50
ავტორი ნანიკო_ნანო
ნანახია 1 936

"ცოლი არ მყავს და არც უნდა მყოლოდა!" -ფრაზა რომელმაც იმაზე უფრო მეტად დამაბნია ვიდრე წარმოვიდგენდი. ჩემი არეულ-დარეული ფიქრები კიდევ უფრო ამირია.. თითქოს ჩაახშო და ზემოდან რაღაც შავი ფარდა გადააკრა, რომელსაც ვერ ვწვდები. უფროსწორად დემეტრე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ მივწვდე..
***
რა უაზროა ეს ცხოვრება არაა?! ცხოვრება და საერთოდ სიცოცხლეც.. წამიერად რაღაც კარგს გავიგებთ. გაგვიხარდება! მეორე წუთს კიდე ყველა და ყველაფერი ერთიანად გვძულს! მეც ზუსტად ასე ვარ ახლა..
ზოგიერთი ადამიანი ვიღაც კონკრეტული პიროვნების გამო ცოცხლობს. ჩემთვის ვინ ცხოვრობს? არც არავინ... ან მე ვისთვის ვცხოვრობ?! არც არავისთვის... ადრე ვინმეს ეს შეკითხვა ჩემთვის რომ დაესვა შეიძლებოდა დემეტრე დამესახელებინა პასუხად. მაგრამ ახლა? ახლა უბრალოდ ვხვდები რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო.
***
-რას ნიშნავს ცოლი აღარ გყავს დემეტრე? -ინტერესით ვკითხე მაგრამ ვეცადე გაკვირვება დამემალა.
-იმას, რომ აღარც ცოლი მყავს და აღარც შვილი... -სახე მოეღუშა და მეგონა მალე პატარა ბავშვივით აქვითინდებოდა.
-შვილი?! -ამჯერად ნამდვილად გავიკვირვე რადგან ის არ იყო საკმარისი როცა გავიგე დემეტრე მაჩაბელმა ცოლი მოიყვანაო ახლა ამას ბავშვიც დაემატა.
-ჰოო შვილი...
-რა მოხდა?! -ცუდი პასუხის მოლოდინი მქონდა მაგრამ არ მინდოდა კიდევ რაიმე კატასტროფის შესახებ შემეტყო
-ყველაფერი ერთად... -საუბარს წელავდა ოღონდ ამის მიზეზი არ ვიცი. უნდოდა მისთვის რაც შეიძლება ბევრი შეკითხვა დამესვა და საუბარი გამეგრძელებინა თუ უბრალოდ სათქმელს თავს ვერ აბამდა.
-მაინც?! -მისთვის არც შემიხედავს ისე ჩავაცივდი.
-ორი წლის წინ.. -დაიწყო სინანულით. -მოკლედ ერთი გოგო იყო რა...
-ფაქტია! -რაც შეიძლებოდა სწრაფად შევაწყვეტინე.
-ლანა ვაშაკიძე.. გერმანიაში ცხოვრობდა. იქ რომ ვიყავი საქმეზე 1 დღით რაღაც უაზრო ურთიერთობა გვქონდა რა.. ხომ ხვდები..
-კი ვხვდები! -შეკითხვა არ დაუსვამს თუმცა მაინც ჩავთვალე საჭიროდ, რომ მეპასუხა. -თანაც ზუსტად მაშინ როცა მე და შენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით... -კბილებში გამოვცერი და გამომეტყველებას მცირე ირონიაც შევმატე.
-ჰო! ძალიან უაზროდ და უმნიშვნელოდ მივიჩნევ ამ ურთიერთობას და ასე იმიტომაც ვამბობ. -ხმაც და ტონიც ნამდვილად ამაზე მიუთითებდა
-საინტერესოა.. -დიახ! ასეთი ვარ. არ არსებობს ვინმეს ელაპარაკა და თითოეული წინადადების შემდეგ ჩემი უაზრო მოსაზრება არ დამეფიქსირებინა.
-როცა ერთმანეთს ჩამოვშორდით ყველაფერი ჩვეულებრივად იყო -საუბარს ისე განაგრძობდა თითქოს ჩემს ნათქვამს ყურადღებასაც არ ააქცევდა და არც საჭიროდ მიიჩნევდა რომ მოესმინა. -მანამდე სანამ ლანას სამი თვის ფეხმძიმობის შესახებ არ გავიგე...
-მშვენიერია.. -ისევ და ისევ ვაწყვეტინებდი.
-უბადლოდ...
-შემდეგ?! -თითქოს ვუბრძანე რომ გაეგრძელებინა
-შემდეგ ის, რომ მე, როგორც ვალდებულმა მამამ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე და გერმანიაში მათთან გავემგზავრე, ლანა კი ცოლად მოვიყვანე! გადავწყვიტე დანარჩენი 6 თვის მანძილზე ჩემს შვილსა და შვილის დედაზე კარგად მეზრუნა. მოვალეობა სიყვარულში გადაიზარდა.. ოღონდ ლანასი კი არა, ბავშვის სიყვარულში! ყველაფრის ხარჯს მე ვფარავდი, ვუზრუნველვყოფდი, რომ ისინი ბედნიერები ყოფილიყვნენ. ყველაფერს ვაკეთებდი. არაფერს ვაკლებდი მათ.. როგორც იქნა გავიდა დანარჩენი 6 თვე და გაჩნდა ლუკა მაჩაბელი! ლუკა იმდენად შემიყვარდა რომ.. ის დავგეგმე რაც ნამდვილად მინდოდა.. მისი წარმატებული მომავალი! უნდა აღმეზარდა და მასზე მეზრუნა. მთელი ერთი წელი და 6 თვე ვზრდიდი მას. რას აღარ ვაპირებდი მისი მომავლისთვის... პატივს ვცემდი შვილსაც და ცოლსაც. ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო მანამ, სანამ არ გავიგე რომ ლუკა ჩემი შვილი არ იყო.. -ამის ხსენებაზე ღრმად ჩაისუნთქა. თითქოს ცუდად გახდა.
-დღეს ჩამოხვედი? -ჩემდაუნებურად სითბო გამოვხატე.
-არა! გუშინ ჩამოვედი... გუშინწინ გავიგე ყველაფერი და სასწრაფოდ ბარგი ჩავალაგე, ბავშვს, რომელსაც საკუთარ შვილად ვთვლიდი დავემშვიდობე, რეისს დაველოდე და გუშინ ღამე უკვე საქართველოში ვიყავი.. გეძებდი და ვერ გიპოვე. გავიგე საცხოვრებელი შეგიცვლია... -წარბები აზიდა
-ჰოო... -მშვიდად ვუთხარი და თან მოკლედ მოვუჭერი, რადგან ამ მომენტში ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს პრობლემებზე საუბარი არ იყო საჭირო.
-შენს ძველ სახლში რომ მივედი შენმა მეზობელმა, ნანამ მითხრა 1 წელია რაც ქეთევანი აქედან გადავიდაო -თქვა და უცბად მკვეთრად ჩაეცინა. მერ მივხვდი ეს ისტერიული სიცილი იყო თუ შეგნებული
-რა გაცინებს? -ცივი ტონი გვერდით გადავდე და თბილი გამოვიყენე
-ნანა დღემდე ქეთევანს გეძახის! -არ ცდილობდა სიცილისგან თავი შეეკავებინა.
-ჰოო. იცის რომ ქეთი მქვია, უბრალოდ არ აღიარებს ამას. რა სახელიც მოსწონს იმას ამბობს და არ ცდილობს დაიმახსოვროს რომ ქეთევანი კი არა ქეთი მქვია! -მშვიდად ჩამეღიმა მეც..
-ძველმოდური, მაგრამ კარგი ქალია ნანა! -სითბოს ამჟღავნებდა ის. ცოტა არ იყოს მიკვირდა მთავარი თემიდან ასე უცბად როგორ გადავერთეთ.
-ჰო.. იმდღეს ვიყავი მასთან სტუმრად. მოვინახულე.
-როცა მითხრა იქ აღარ ცხოვრობდი გავიკითხე, გამოვიკითხე და გავიგე რომ აქ იქნებოდი.. -ფრთხილად მითხრა მან.
-ანუ ყველაფერი გაიგე იმ საუბარში რომელიც ჩემსა და ჩიქოვანს შორის წარიმართა?
-თითოეული სიტყვა...
-მშვენიერია! -ირონიულად ვთქვი და თან მიკვირდა როგორ შემეძლო ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც არასდროს ვყოფილვარ. ცხოვრებამ შემცვალა!
-ვსუხვარ... -სახე ისევ მოეღუშა მას.
-რაზე? -ისე ვკითხე თითქოს ვერ ვხვდებოდი
-გიორგიზეც და მშობლებზეც... -კიდევ უფრო დამწუხრდა
-მშობლები... -სინანულით წარმოვთქვი მაგრამ არ ვიცოდი რას ავღნიშნავდი ამით.
-მართლა ძალიან მეწყინა ეს რომ გავიგე..- თითქოს ამაში მარწმუნებდა.
-როდის გაიგე? -ჩავაცივდი მის ნათქვამს
-იმ დღესვე, როცა გარდაიცვალნენ.. -თვალებში დაჟინებით ჩამაცქერდა. მაგრამ მზერა მალევე ამარიდა. ვფიქრობ რაღაცის რცხვენოდა.
-ჰაჰ.. -ჩავიბურტყუნე მაგრამ არც მიცდია ეს მხოლოდ ჩემთვის ყოფილიყო. მასაც გავაგონე.
-რა მოხდა?! -სულაც არ ვუყურებდი მას მაგრამ დანამდვილებით ვიცოდი რომ შეშინებული თვალები ჰქონდა.
-არც კი ჩამოსულხარ დემეტრე... -ჩემდაუნებურად გამეღიმა. თანაც ისე ვთქვი თითქოს ფაქტი აღვნიშნე.
-ქეთი... -სათქმელის დასრულებას არც აპირებდა. უბრალოდ ისევ ჩემი სახელი წარმოთქვა.
-დემეტრე! -წარბები ავზიდე და თავი მშვიდად და ფრთხილად გავაქნიე.
-რა უაზროა ეს ცხოვრება არა?! მთლიანად ტყუილისგან შედგება. -თემას მიუბრუნდა -წარმოგიდგენია?! -ეს კითხვა არ იყო. უბრალოდ რაღაცაზე ბრაზდებოდა -ვიღაც ლანა ვაშაკიძის გამო ისეთი ადამიანები დავტოვე ვინც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდნენ... -კბილებში გამოსცრა საკუთარ თავზე გაღიზიანებულმა.
-მაპატიე! -იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო.
-რა გაპატიო?! -ამჯერად ნამდვილად ვერ ვხვდებოდი რა უნდა მეპატიებინა მისთვის
-ყველაფერი...
-კონკრეტულად? -ეს ჩაციება არ იყო. უბრალოდ მინდოდა ნამდვილი სათქმელი ეთქვა.
-ის რომ დაგტოვე! -თავი ასწია, ღრმად ჩაისუნთქა და ცრემლმორეული თვალებით მომაშტერდა.
-გაპატიო? -რისთვის ვსვამდი ამ შეკითხვას არ ვიცოდი.
-გთხოვ... -თვალები დახუჭა კარგი პასუხის მოლოდინში.
-სათქმელად და სათხოვნელად ადვილია დემეტრე! გახსოვს?! -რათქმაუნდა ახსოვდა უბრალოდ ასე ავღნიშნავდი ორი წლის წინანდელ მდგომარეობასა და სიტუაციას. -ჩვენი მეგობრის, ცოტნე ნაკაშიძის ქორწილი იყო. წინა დღისით მითხარი ხვალ გამოგივლილო. დიდხანს გელოდე. მაგრამ არ მოხვედი. გადავწყვიტე მარტო წავსულიყავი... თავს იმით ვიმშვიდებდი რომ უბრალოდ დაგავიწყდა. ხედავ? ამის პატიებასაც ჩვეულებრივ ვაპირებდი. გარეთ გამოვედი და ფრთხილად მივაბიჯებდი. უცბად ვიღაც ორი ადამიანის დიალოგი ყურში ისე სასტიკად ჩამესმა, მეგონა მაშინ დადგებოდა ჩემი სიკვდილის წამი! "იცი?! დემეტრე მაჩაბელს ცოლი მოუყვანია!"-აი ეს იყო ის ფრაზა რომელმაც უბრალოდ გამანადგურა. ფრაზა, რომელიც სიკვდილის ტოლფასი იყო.. და ფრაზა, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა! შეცვალა სამუდამოდ... -ვერაფერს ვაკონტროლებდი გარდა ცრემლების შეკავებისა. -მინდოდა დამეჯერებინა რომ ყველაფერი შენი ხუმრობა იყო.. აი ისეთი ხუმრობა, პატარა ბავშვივით რომ მხიარულობდი ხოლმე და მაბრაზებდი! წარმოგიდგენია?! შენთან დაკავშირება არც მიცდია... მაშინაც კი სანამ ამ ყველაფერს გავიგებდი, როცა 3 საათზე მეტხანს გელოდებოდი. არ მინდოდა დავფიქრებულიყავი იმაზე, თუ რა იყო სიმართლე. თავს არ ვაძლევდი ამის საშუალებას. უბრალოდ არ შემეძლო! არც შეგნებულად და არც შეუგნებლად... ერთხელაც არ ამიკრეფია იმ დღის შემდეგ შენი ახალი ნომერი, მიუხედავად იმისა რომ ზეპირად ვიცოდი. ერთხელად არ მომიწერია ელ-ფოსტაზე მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი გაუქმებული არ გქონდა. და რატომ იცი? იმიტომ რომ იმ დღიდანვე ჩემს გულსა და გონებაში მაინც დარჩა რაღაც უაზრო იმედის ნაპერწკალი, რომელსაც შეეძლო ჩემი ცხოვრება ისევ ბედნიერებისაკენ დაეტრიალებინა. დღემდე მქონდა იმედი, რომელიც მკვდარი იყო.. არადა სულ მალე დაქორწინებას ვგეგმავდი იმ ადამიანზე, რომელმაც სწორედ დღეს, აი აქ... ამ ადგილას მიმატოვა. ზუსტად იქ სადაც ამდენი ხნის შემდეგ პირველად გნახე! ზუსტად მაგ იმედით ვცოცხლობდი რომელიც შენ გეკუთვნოდა, მაგრამ ახლა გგონია რადგანაც გნახე ეს იმედი სიცოცხლით აღივსო? გაცოცხლდა და აზრი შეემატა? არანაირად!... მეგონა ახალი ცხოვრება დავიწყე მაგრამ თურმე ეს ახალი ცხოვრებაც უბედურებით აღსავსე იყო. წარსულიც, აწყმოც და მომავალიც უბედურებისაგან შედგებოდა. და აი შენც გამოჩნდი! გამოჩნდი მაგრამ რა... სიმართლე გითხრა არანაირად არ გსაყვედურობ იმას რომ წახვედი ცოლ-შვილთან. არც მაქვს ამის უფლება -ნამდვილად არ მქონდა. -უბრალოდ ის, რომ ეს ყველაფერი გავიგე ვიღაც უცხო ადამიანისგან და არა შენგან, ნამდვილი სისულელეა... მე ნამდვილად არ მაქვს უფლება განვსაჯო შენი საქციელი. მე ვინ ვარ, რომ შენ არ გაპატიო ის, რომ ნამდვილი ქმრისა და მამის მოვალეობას პირნათლად ასრულებდი. უბრალოდ მინდა იცოდე რომ ის რაც მე გამიკეთე, არ უნდა გაგეკეთებინა! -სათქმელი ჩამოვუყალიბე და მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ ის ჩემს გვერდით იჯდა, როცა მისკენ გავიხედე. მანამდე ისე აღვიქვამდი სიტუაციას თითქოს სარკესთან ვიდექი და საკუთარ თავთან ვრეპეტიციობდი... მიკვირდა ჩემი თავის ასე როგორ ვთქვი ზუსტად, ის რისი თქმაც მინდოდა. როცა შევხედე დავინახე როგორ ჩამოგორდა მის ლოყაზე დიდი მარილიანი ბურთი და გული მთლიანად ჩამწყდა. სისხლი ძარღვებზე მიმეყინა და თვალები ამეწვა.
-მაპატიე... -თვალები სიმწრისგან ძლიერ დაახამხამა, ცრემლების ნაკადი აწვებოდა და სახეს ასველებდა, ხელები ჩაწითლებულ თვალებზე მძიმედ აიფარა და კინაღამ სახე დაიკაწრა... -ნამდვილად მაშინებდა ის ფაქტი, რომ შესაძლებელი იყო საკუთარი თავისთვის რამე დაეშავებინა. მის სახეს ვერ ვხედავდი მაგრამ ყურში მძიმედ ჩამესმოდა ის ხმა რომელიც მისი ტირილისაგან იყო გამოწვეული
-მოკლედ დემეტრე... -საბოლოო დასკვნის გამოტნა გადავწყვიტე და ოქროსფერი, გაშლილი თმა ზურგზე ფრთხილად გადავფანტე. -შეიძლება ის, რასაც ახლა მე ვიტყვი ორივესთვის ძალიან რთული მოსასმენი და ძნელად გასაცნობიერებელი იყოს მაგრამ ვფიქრობ ამაზე დაფიქრება ადრე თუ გვიან ნამდვილად საჭირო და აუცილებელია! ის რომ დაბრუნდი სიტუაციას არ ცვლის. ვერ გამოასწორებს ეს დაბრუნება იმას, რაც ნამდვილად მოხდა... და ალბათ ეს სამუდამო იქნება. ნახვამდის დემეტრე! -ვთქვი და სკამიდან წამოვდექი. თან ეს ყველაფერი ისე ვთქვი რომ მისთვის ერთხელაც არ შემიხედავს. არ მინდოდა მისი დამწუხრებული სახის გამო საუბარი შემეწყვიტა.
მშვიდად და აუჩქარებლად მივაბიჯებდი გასასვლელისკენ, უკან არ გამიხედავს მაგრამ მივხვდი რომ ისიც ადგა.
-ქეთი!... -ხმა რომელიც ჩემს ფიქრებს, გულსა და სულს ღრმად ჩასწვდა ზურგს უკან მომესმა, მაგრამ ესეც არაფერს ცვლიდა.
როცა ზღურბლს მივუახლოვდი მხოლოდ მაშინ გავაანალიზე, რომ შებინდებულიყო და ლამპიონებიც ანთებულიყო. მთელი დღე აქ დავკარგე მაგრამ ნამდვილად მივხვდი რომ ამ დროის დაკარგვა გიორგისთვის კი არა, დემეტრესთვის ღირდა!
მინდოდა ფიქრი შემეწყვიტა იმაზე რომ დემეტრე ამ წამს ჩემს უკან იდგა და მელოდებოდა როდის შევტრიალდებოდი. ჩემკენ მომართული მზერა გულს მიკლავდა. მთელ საუბარს ვამჯობინებდი ბოლო ორი წელი ყოველი წამის ჩათვლით დამევიწყებინა და უბრალოდ ჩავხუტებოდი მას... მთელი სხეულით მივკრობოდი და მისი სურნელი შემეგრძნო!
მანქანაში ჩავჯექი და ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე მშვიდად გავიარე... წინა საქარე მინის ქვემოდან გავყურებდი ვარსკვლავებსა და მთვარეს, რომლებიც გასულ წამებს მახსენებდნენ. მთელი გზის განმავლობაში მხოლოდ ერთი რამ გავაცნობიერე...
დემეტრე მაჩაბელი დაბრუნდა!



№1 სტუმარი Guest ინგა

კარგი ისტორიაა,მაგრამ წინასავით ცუდად არ დაამთავროო რაა :-(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent