ანდრო, ყაზბეგი და ორი ქეთა.. (ნაწილი მეორე)
ანდრო, ყაზბეგი და ორი ქეთა.. ნაწილი მეორე. *** ერთი კვირით ადრე: -აუ დედა! ოთახის კარებს ვაღებ და დედაჩემს თავზე ვახტები. -ხო იცი, როგორც მიყვარხარ! მთელი ძალით ვეხუტები და ვცდილობ, მართლა არ გავგუდო. -მაგიდაზე დევს ქეთა ფული, მეუბნება და თავიდან სიცილით მიშორებს. -ვნახე რო დევს, მაგრამ ეგ რას მეყოფა! ვზუზუნებ მე. -ხო იცი, მსოფლიოში ყველაზე მაგარი დედა ხარ შენ! დოინჯშემორტყმული ვდგავარ და ველოდები, როდის იგდებს ყურთ ჩემს ხმას. -შარვლის ჯიბეში ნახე და აიღე, ოღონდ მთლად არ გამაღარიბო,იცოდე. მეუბნება და საბანს თავზე იფარებს. ფრთხილად მივდივარ და ლოყებს ვუკოცნი, შემდეგ კმაყოფილი გამოვდივარ სამზარეულოში და ლიზას ვურეკავ. -ხო,ქეთ.. ნამძინარევი ხმით მეუბნება. -ხო ქეთ კი არა, ჩაიცვი დროზე და ელენესთან გავიდეთ, მერე გავიაროთ სადმე და საახალწლოდ ვიყიდოთ რაღაცეები.. -აუ, ფული არ მაქვს მე, გუშინ დავხარჯე რაც მქონდა, გამაგიჟებს ეს გოგო, სულ როგორ ბუზღუნებს. -მე მაქვს და ჩაიცვი-მეთქი, მალე! ტელეფონს ვუთიშავ და ოთხში გავდივარ. მალე ახალი წელია. თუ არ გავიხალისე თავი, ალბათ ვერც ვიგრძნობ ისე მოვა და წავა. უჩემოდ. ზუსტად ნახევარ საათში გავდივარ სახლიდან, სანამ გავალ - დედაჩემს წერილს ვუტოვებ, საყიდლებზე მივდივართ მე და გოგოები-მეთქი და თუ რამე გინდა, დამირეკე და გამაგებინე-თქო. *** -კაი რა,-მეუბნება ელენე-ეს რათ გინდა, რას გავს! ტუჩებს იკვნეტს და ხელიდან მაგდებინებს. -აბა, ეს?! ვეუბნები და ცალი თვალით ვიყურები გასახდელიდან. -არა,აი ის კრემისფერი არის ლამაზი, მაგრამ ეგ მე მიხდება! ხელს სტაცებს კაბას და ისე გარბის, ალბათ ცხენიც ვერ დაეწევა. მერე, ვიღაცას ისეთი ძალით ეჯახება, ის კაბა სულ ნაწილებად იხევა. ლიზა ბჟირდება. მე ცალი თვალით ვიყურები, მხოლოდ ისე, რომ მარტო ელენეს გაბრაზებულ სახეს ვხედავ, მეორე ობიექტს-ვერა. -აუ, სიმპატიური რო არ ყოფილიყო, ავახევდი იმ სახეს! ამბობს გაბრაზებული ელენე და კაბას ნაწყენი დასცქერის. -ვინ იყო? -კალათბურთელი როა, ნიკუშა.. დამავიწყდა გვარი.. -რა გემახსოვრებოდა, ელენ, თუ ესეთი სიმპატიური იყო,როგორც შენ იძახი! ვეუბნები მე, და გასახდელიდან ხელდამძიმებული გამოვდივარ. *** ანდრო სიხარულიძე - ოცდაექვსი წლის. ბიზნესმენი. მუშაობს საკუთარი მშობლების კომპანიაში, დირექტორად. ყავს სამი უახლოესი ძმაკაცი:ნიკუშა ლატარია, თორნიკე ამაღლობელი და გიროგი ზედგინიძე. ბავშვობიდან უყვარს ქეთა გაჩეჩილაძე. რაც საკუთარი თავი ახსოვს, იქიდან ახსოვს ქეთაც. ოღონდ მეგობრობით. არის მაღალი, შავგვრემანი. მუქი თაფლისფერი თვალებით და სწორი, გამოყვანილი ცხვირით. დიდი, გაბუშტული ტუჩებით და საუცხოო ღიმილით. ისეთია, ყველას უყვარს და ყველა აფანატებს ანდროზე. მაგრამ ანდრო არ ჩქარობს. ამბობს, თუ ოდესმე ცოლს მოვიყვან, ქეთა გაჩეჩილაძე იქნება და დაიმახსოვრეთო. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ ვერ მიაღწია ქეთამდე იმ ხმამ, რომ ანდრო გიჟდება მასზე. ან ანდრომდე - რომ ქეთაც გიჟდება ანდროზე, მაგრამ ვერ ამხელს. მაგრამ ალბათ ასეა საჭირო, და იმიტომ. მეგობრობის ხაზი არ უნდა დაირღვეს. *** კარზე ფრთხილად აკაკუნებს საშუალო სიმაღლის, გამხდარი ქალი და როგორც კი თანხმობას იღებს შესასვლელად, უმალვე აღებს კარს და ოთახში თამამად შეაბიჯებს. -ბატონო ანდრო, ეს საბუთები მამათქვენმა გამომატანა-გამომცდელი ღიმილით ამბობს ქალი-გუშინწინ, მანქანების კომპანიასთან რომ გავაფორმეთ კონტრაქტი, იმის დოკუმენტებია და გადახედოს, რამე შეცდომა ხომ არ გაეპარა ბუღალტერსო.. -გმადლობ ანა-თავაზიანად ეუბნება ანდრო,-ნახევარ საათში შემოდი და გაგატან. -ანუ, ნახევარ საათში შემოვიდე? გამომცდელი ღიმილით კითხულობს ქალი, და დეკოლტის ღილს იხსნის.. -დღეს არა ანა!-ფეხზე დგება ანდროც და ღილს ისევ თავის ადგილზე აბრუნებს.-სხვა დროს იყოს.. ქალიც იმედგაცრუებული ტოვებს კაბინეტს და ცდილობს არ შეემჩნიოს. როგორც კი ანა გადის, ოთახში სამი ბიჭი შემოდის და ანდროც მაშინვე ღიმილით დგება ფეხზე. -ხვალ ჩვენი დღეა, სიცილით უთხრა გიორგიმ და სკამში თავისუფლად ჩაეშვა. -იმედია ქეთას არ მოუნდება დაბრუნება, მაგრამ რომც მოუნდეს, ვერ დაბრუნდება, ეგ იასნია. თქვა ანდრომ და სამ ჭიქაში ვისკი გაანაწილა. -რომ გაგეცნო აქამდე, გეტყოდი მოუნდებოდა თუ არა, მაგრამ არ ვიცნობთ და აბა ჰა!-სიცილით თქვა ლატარიამ. -კაი რა ნიკუშ, ის გოგო კი არა, მე რო მომიტაცოს ამან, არც მე წამოვალ იქიდან! ამაღლობელი ხუმრობის ჩვეულ ამპლუაშია. -ხა-ხა-ხა, რა იყო ამაღლობელი, გუშინ კარგად გაერთე და დღეს ბევრი ლაპარაკის თავი გაქვს? -არა რაა, უნდა წაგიყვანო იმ ჩემს ნანკასთან და მერე ვნახოთ როგორ ილაპაკებ! -არამგონია ეგ ნანკა, ჩემს ანასტასიას სჯობდეს! სიცილით თქვა ანდრომ და ფეხები მაგიდაზე შემოლაგა. -უი, ანაზე გამახსენდა, ეგეთი "არშემეხოთ" სახე რატო ქონდა, შენგან რო გამოვიდა? სიცილით ლამის გაეპარა ზედგინიძეს. -უარი ვუთხარი, მხრები აიჩეჩა ანდრომ. -რატო შვილო,რატო!-სახე ჩამოიხოკა ამაღლობელმა.-ეგეთ გოგოს უარი რატო უნდა უთხრა?! -დაანებე, შეყვარებულია ტიპი, რა გჭირს.. ლატარია ანდროს უბავდა მხარს. -შეყვარებული კია, მაგრამ ხვალიდან მართლა მოუწევს "ანასტასიების" და "ჟენიების" დავიწყება.. -ნუ მიშინებთ ბიჭს!-ფეხზე წამოდგა ნიკუშა.-შეშინება იმისიც ეყოფა! სიცილით თქვა და ანდროსგან კინაღამ კარგი პანღურიც მიიღო. -თქვენ საქმე არ გაქვთ? გაბრაზდა ანდრო. -კი ანდრუშ, თან როგორი. დღესვე ჩადი ყაზბეგში, მოაგვარე ყველაფერი.-სკამიდან წამოდგა თორნიკე.-და ბარემ ქალთანაც წადი რაა, თორე ხო იცი, ხვალიდან დაგერხევა-მეთქი იცოდე! სიცილით მოიხურეს კარები და დატოვეს მარტო ანდრო სიხარულიძე.. ქეთას მიწერა. "ras shvebi ketush?" ტუჩი მოიკვნიტა და პასუხს დაელოდა. წამებში მოუვიდა. "ravi andr, exla vukurebdi zustad chvens photoebs, momenatre dzaan" "txutmet cutshi kvemot ikavi,cotaxnit gnaxav" მისწერა და ადგილიდან გავარდა. გზაში ლუტეციაში შეიარა და ქეთას საყვარელი სუნამო უყიდა. ალბათ არ იყო მეგობრობა, მაგრამ არც მეტიც არ უნდა ყოფილიყო.. *** არ ვიცი, როგორ ან რანაირად, მაგრამ თვალს როცა ვახელ უკვე საღამოა. ჩემს გვერდით მჯდომი ბიჭი, მობილურში რაღაცას გამწარებული ჩასცქერებია. თვალს გარემოს ვავლებ და ვხვდები, რომ ქალაქიდან უკვე ძალიან შორს ვართ. მთაში. ისეთი თოვლია, გეგონება ფიფქები ჩვენზე ჯავრს იყრიან და არა - პირიქით. ბავშვობიდან ვგიჟდები თოვლზე. ზუსტად სამი წელია ველოდები ასეთ თოვლს, მაგრამ ბედიც ასეთი უნდა.. სწორედ მაშინ მოვიდა, როცა მისი დრო არ არის.. -გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო? მომღიმარი სახით მაკვირდება ერთ-ერთი. "აუფ, ქეთ, რა შარში ხარ",ვამხნევებ ჩემს თავს. თვალებს ვჭუტავ და ვაცნობიერებ, რომ ისევ მოტაცებულის ამპლუაში ვარ და ეს ყველაფერი ნაღდად რეალობაა. -გამიშვით რა, გთხოვთ!ისიც არ ვიცი ვინ ხართ, ან რა გინდათ.-დავიწყე ზუზუნი მე. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია. მითუმეტეს ისეთი, რომ ვინმეს ჩემი მოტაცება გაებედა. -აზრი არ აქვს მაგას, დამიჯერე. თან რომ გაიგებ, ვინც მოგიტაცა, დამიჯერე უკან დაბრუნება აღარ მოგინდება. უი, ისე ჩვენ შენი მომავალი ქმრის ძმაკაცები ვართ! -სიცილით გაიჯგიმა წინ მჯდომი-მე ნიკუშა მქვია, ეს თორნიკეა-ხელით მის გვერდით მჯდომ ბიჭზე მიმანიშნა, -შენს გვერდით რომ ზის, გიორგია. -ქმრის ძმაკაცები არა ის,-გავბრაზდი მე-დროზე დამაბრუნეთ სახლში, თორემ გიჩივლებთ! -მიდი აბა, რო ჩახვალ დაგვირეკე- სიცილით თქვა თორნიკემ და მანქანა გააჩერა. -სიგარეტებს და საჭმელს ვიყიდი. გინდათ რამე? -აუ მე ის ჟურნალი წამომიღე რა, ახალი სერია უნდა გამოსულიყო დღეს.. ეშმაკური ღიმილით გააქნია თავი ზედგინიძემ. -იცოდე, მაგ პორნო ჟურნალს ანდრო სულ თავში გირტყამს! -მიდი კაცო შენ, მიდი! -ქეთა, შენ რა წამოგიღო? თავი ოდნავ დახარა თორნიკემ და სახეზე მომაშტერდა. -ჩემი სახელი საიდან იცით? უკვე მართლა შემეშინდა მე. სამივეს გულიანად გაეცინა.. -გოგოს ვიტაცებთ და სახელი არ ვიცით, ტო? მერე მივხვდი, რომ სისულელე ვთქვი და ვამჯობინე გავჩუმებულიყავი. უკვე მართლა ძალიან მეშინოდა. თან საღამო იყო, უკვე ღამდებოდა და ისიც კი არ ვიცოდი, სად ვიყავი, ან სად მივდიოდით. ალბათ ნინო და გია ძალიან ნერვიულობენ, ამდენი ხანი რომ არ დავურეკე. უცებ გონება გამეხსნა, და დარეკვაზე ჩემი მობილური გამახსენდა, რომელიც შარვლის უკანა ჯიბეში მედო. სწრაფად დავზვერე გარემო:ნიკა ფანჯარაში უყურებდა ვიღაც გოგოებს როგორ დაგორავდნენ თოვლში და იმხელაზე ჭიხვინებდნენ,შევწუხდი. გიორგი თუ ვიღაც, ტელეფონში იყო სულ მთლად ჩამძვრალი. ხელი ჯიბეში ჩავიყავი, და ტელეფონი ამოვიღე. გული გამინათდა. ის ის იყო, ლიზასთვის უნდა მიმეწერა, რომ გიორგიმ ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა. -ნტ, ნტ! ეგ არ გამოვა!-თავი გააქნია. და ჩემმა ტელეფონმა, მის ჯიბეში ამოყო თავი. გაბრაზებულმა მივადე თავი საქარე მინას. კარები ჩაკეტილი იყო, სულ რომ ფეხსაცმელი გამეხადა და მინა ჩამემტვრია, მაინც ვერ შევძლებდი გაქცევას. ნეტა ახლა ჩემები რას შვებოდნენ. ზუსტად ვიცი, ელენე და ლიზა ალბათ ჩემს რომელიმე თაყვანისმცემელს მიუვარდებოდნენ და ჩივილით დაემუქრებოდნენ. არადა ხომ ვიცი, ვერცერთი გაბედავდა მაგას, ვისაც ვიცნობ. "ღმერთო, ოღონდაც ეხლა მიშველე და ყველაფერს გავაკეთებ" ვლოცულობდი მე. იქნებ მანიაკებიც არიან?! აბა,რომელი ნორმალური ადამიანი მოიტაცებს გოგოს? მითუმეტეს ბიჭის ძმაკაცები.. ამასობაში თორნიკეც დაბრუნდა. -ამერიკანო და სენდვიჩი წამოგიღე-მითხრა და სავდე პარკი მომაწოდა.-ვიცი, რომ გიყვარს. -არ მითხრათ, რომ მითვალთვალებდით კიდეც.. სახე მოვჭმუხნე მე. წამში გონება გამინათდა. გამახსენდა ჯერ კაფის ამბავი, მერე საყიდლებზე რომ ვიყავით წასული და ბოლოს უნივერსიტეტთან. ლიზა რომ მტენიდა, მაგარი ბიჭები არიანო, აი მაგრები. -კაი, არ გეტყვი!-გაიკრიჭა ნიკუშა-თუ არ გინდა, რა თქმა უნდა..ისე, იმერელის კვალობაზე, ცოტა ჯიუტი კი ხარ! რაო? იმერელიო? დავიჯერო მომესმა?! -იმერელი არა ის,-ვეუბნები მე-სვანი ვარ! როგორც კი ბოლო სიტყვა ვთქვი, ამაღლობელმა მანქანა ისე დაამუხრუჭა, "კალოდკების" ჭრიალმა კინაღამ ყური გამიხვრიტა. ნიკუშა და ზედგინიძე ერთმანეთს გამოშტერებულები უყურებდნენ. -შეგვეშალა, ტო? *** როცა დავიბადე, დედაჩემი და მამაჩემი უკვე გაშორებულები იყვნენ. მამაჩემი მოსკოვში ცხოვრობდა თურმე, ჩვენ - თბილისში. როგორც კი გაიგო, დავიბადე, მაშინვე ჩამოვიდა. თან, მაშინ ძალიან ცუდი პერიოდი იყო და ძნელად თუ იშოვიდი ბილეთებს. უკან ვეღარ დაბრუნდა. ისე მოხდა, რამდენიმე თვის ოჯახთან ერთად გატარება მოუხდა. ასე იყო თუ ისე, დედაჩემიც ადგა და შეურიგდა. ზუსტად მაშინ დაიწყო მამაჩემის კარიერული წინსვლა და მწვერვალები. იმდენი ფული იშოვა, საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და როცა უკვე კარგი შემოსავალიც ნახა, გაფართოვდა და მოსკოვში გადავიდა. ისევ დაშორდნენ. თუმცა დღე არ იყო, არ მოვეკითხეთ და არ შეგვხმიანებოდა. ყოველ თვე ფულს გვიგზავნიდა და ალბათ ამაყობდა კიდეც, ოჯახს ვარჩენო. დედაჩემი ცუდად იყო, ალბათ ენატრებოდა გია, ან სულაც გული სტკიოდა იმაზე,რომ ოჯახი დაენგრა. გიასთან ცუდი ურთიერთობა არასდროს მქონია. მაგრამ არც ისეთი, როგორც მამა-შვილს შეეფერებოდა. თითქმის წელიწადში ერთხელ ვნახულობდი და ისიც, ვალდებულების გამო. სულ მთხოვდა, ჩემთან ჩამოდი, აქ მოგაწყობ, ისწავლი გაერკვევი და მერე ყველგან გაგეხსნება გზაო. მეც, ავდექი და წავედი. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ მამაჩემს უნდოდა, ან მე მჭირდებოდა.. ასე აწყობდა სიტუაციას და იმიტომ. ასე გვაწყობდა ჩვენც, ცოტახნით აქაურობას უნდა მოვწყვეტილიყავი. ან სამუდამოდ. *** -არ მაინტერესებს-გავცეცხლდი მე-როგორც შეგეშალეთ, ისე დამაბრუნეთ უკან! ან საერთოდ, როგორ შეიძლება გოგოს იტაცებდე და შეგეშალოს, ღმერთო ჩემო! მითუმეტეს გოგოს, რომელსაც თითქმის კვირაზე მეტია, უთვალთვალებ.. -აუ რა ვიცი ტოო, შენც ქეთა გქვია და იმასაც. შენც ქერა ხარ და ისიც, ძაან გავხართ და რა ჩვენი ბრალია,რა! თან არ ვიცნობდით იმ გოგოს, ფოტო გვქონდა ნანახი რა, ხო ხვდები. მაგ უნივერსიტეტში სწავლობს ეგეც,თან. ფუ ამის.. მანქანა ტროტუარზე იყო გაჩერებული. ოთხნი ვიჯექით და ამ ოთხიდან, ოთხივე თუ არა სამნი ბოლო ხმაზე ვარჩევდით სიტუაციას. გიორგი ზედგინიძე უხმოდ იჯდა და ტელეფონში რაღაცას ქექავდა. -ბიჭო შენ შ-ი-გ ხო არ გაქვს?-მოტრიალდა ნიკუშა-გოგო აგვერია. ისეთი თოვლია გზები ჩაკეტილია, ვერ ვაბრუნებთ და საერთოდ, თუ აზრზე ხარ, რა მოხდება ამას ანდრო რო გაიგებს? შენ კიდე ზიხარ და რაღაც დედა აფეთქებულ ტელეფონში იქექები.. -კაი რა ნიკუშ,-როგორც იქნა ხმა ამოიღო ზედგინიძემ.-ეხლა რაღა აზრი აქვს წუწუნს. მოსახდენი მოხდა. ავიდეთ, ავუხსნათ ანდროს და გზები რო გაიხსენა დავაბრუნოთ ეს გოგოც, ვა.. ისეთი თოვლი იყო, და ისე ბარდნიდა, თითქოს ფიფქები განგებ ცვიოდა ციდან, რომ ჩვენი ხმა გადაეფარა. -რა ადვილად ლაპარაკობს!-ავზუზუნდი ისევ-ის მაინც მითხარით, სად ვართ? -ყაზბეგში, მოტრიალდა ამაღლობელიც. ნერვიულობისგან დამცხა. -გზები რამდენ ხანში გაიხსნებაო, რას ამბობენ? -მინიმუმ სამ დღეშიო, ისეთი თოვლია.. *** ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის,მართლა. ასეთი შეფასებისთვის და იმისთვის, რომ სტიმულს მაძლევთ. წინა სიახლეში დამავიწყდა მეთქვა, შეგიძლიათ ფეისბუქზე დამამატოთ:"Nia Mshvidobadze". |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.