შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაწუნებული სარძლო (თავი 3)


6-01-2017, 20:15
ავტორი qetusia
ნანახია 2 825

დემეს ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა, მაგრამ ზარებს ვინ პასუხობდა...
-დემე უპასუხე...
-არა, არ მინდა...
-ვინაა?
-ისეთი არავინ.
-კარგი, მოდი სახლში წავიდეთ გვიანია.
-კარგი, ისედაც წესიერი გოგოს კვალობაზე 12 საათამდე იყავი გარეთ.
-ეგ რა შუაშია?
-არაფერი, ისე უღიმღამო ცხოვრებით ცხოვრობ, დიდად არ ერთობი და არც მეგობრები გყავს.
-შენ ჩემი ცხოვრება არ იცი, არ იცი რა არის ჩემთვის საინტერესო, ჩემი დღიურები მთელი ჩემი ცხოვრებაა.
-მგონი გიჟი ხარ, რა დღოურები 18 წლის გოგოსთვის რა დღიურები უნდა იყოს საინტერესო.
-ჩემი დღიურებითქო! ისინი ჩემთვის ყველაფერია, ისინი მაცოცხლებენ და მაძლებინებენ, მაგრამ ამას შენნაირი ბიჭები ვერ გაიგებენ. კარგი მივედით უკვე კარგად.
-დროიბით ქალბატონო მარია.
-დროებით.

მარია სახლში ავიდა, თიკა ჯერ კიდევ არ მოსულიყო და გაუხარდა კიდეც ახლა შესანიშნავი დროა აივანზე ჯდომის და დღიურის წერის: ,, დღეს იმდენი საინტერესო რამ მოხდა არ ვიცი საიდან დავიწყო, დღეს დემეტრეს შევხვდი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაფერი მომიყვა ჩვენს ბავშვობაზე და როგორც ამბობს კიდევ ბევრი რამ აქვს მოსაყოლი, ისე უნდა ვაღიარო რაღაცეები მეც მახსოვდა მაგრამ შემრრცხვა და თქმა ვერ გავბედე, მხოლო ჩახუტების მახსოვრობა ვერ ვუარყავი. იცი დღეს პირველად ჩამკიდეს ხელი და არ მიფიქრი, რომ მომეშორებინა, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს თან ის საძულველი მწვალებელი არ მოვიშორე, არ ვიცი საუბრისას შევატყვე რომ ბევრ რამეს მალავს. არ ვიცი დაბნეული ვარ, სულ დემეზე მეფიქრება, თან არ მინდა თიკას მოვუყვე მაშინვე სხვანაირად გადათარგმნის მეკი უბრალოდ ინტერესეით ვკვდები დემეზე ყველაფერი ვიცოდე. აი ხომ არაფერი უთქვამს ისეთი, მაგრამ ასე მგონია ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია ექნება მოსაყოლი. უნდა ვაღიარო ისევ მინდა დემეს ნახვა და ამავე დროს არ მინდა, გაორება მჭირს, ასე მგონია ჩემში 2 ადამიანი ჩასახლდა და ერთმანეთს გამუდმებით ეჩხუბებიან, ერთადერთი რაც გამუდმებით მაწამებს ცნობისმოყვარეობაა და ახლა არ ვიცი რატომ ,,ვიტანჯები’’ ასე დემეს მიმართ ცნობისმოყვარეობით.’’
კარის ხმა გაისმა, მარიამ წერა შეწყვიტა და დაბლა ჩავიდა თუმცა იქ არამარტო თიკა ვიღაც უცხო მამაკაციც დახვდა.

მარია გაიცანი ეს გეგაა დემეს ძმაკაცი, დემეც მალე მოვა.
-სასიამოვნოა გეგა , მაპატიეთ მაგრამ უნდა დავიძინო, დაღლილი ვარ.
-კაიი ახლა მარია არავინ არ დაიძინებს დემე მეოდის თან ლუდები მოაქვს და გავერთოთ.
-თიკ....
(ვაა ბავშვებო აი მეც მოვედი ლუდებით ხელდამშვენებული გაისმა დემეს ხმა.)
აბა ვინ აცდიდა მარიას ან დაძინებას, ან მარტო ყოფნას?! დაახლოებით 2 საათამდე სვამდნენ და კიდევ დიდხანს გააგრძელებდნენ რომ არა დემეს ტელეფონი.
-გისმენ
-..........
-უი სულ დამავიწყდა მოვდივარ.
დემე სრული სიმშვიდით დაემშვიდობა გოგოებს და ისე წავიდა თითქოს იმ დღეს მარიასთან ერთად არ ყოფილიყო, თითქოს მარიასთვის ბავშვობა არ გაეხსენებინოს, ისე წავიდა თითქოს მარია არც არსებობდა, ასე ადგა და ერთ დანარეკზე გაიქცა.
ცნობისმოყვარეობბა ტანჯავდა მარიას... სად წავიდა დემე? რატო წავიდა? რატო არაფრად ჩააგდო? წესიერად არცკი დაელაპარაკა.
მარია დასაძინებლად წავიდა გეგამ და თიკამ დალევა განაგრძეს.
კი გითხარით დასაძინებლად წავიდათქო, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ დღიურებზე შეყვარებულ გოგოს რა დააძინებდა?!
,,რა უცნაურია ცხოვრება, ვერაფერი გავუგე, საერთოდ ვერაფერი, თითქოს ახლა დავიწყე ცხოვრება და ახლავე ავირიე... დემეტრე... რა უცნაურია ისევ რომ დემეტრეზე ვწერ. აზრი არ აქვს ახლა მაგაზე ფიქრს, ნუ დიდი შანსია 2 დღეში ერთმანეთი სულ დაგვავიწყდეს, აი ხომ ხედავ, რომ მოვიდა, ისე მოიქცა, არც შეგიმჩნია, თან ისე გავარდა არაფერი თქვა. გეყოფა მარია თავის მოსულელება, შენ ხომ კარგად იცი, რომ ყველა ადამიანი გარკვეული დრო, გარკვეულ როლს თამაშობს, საკუთარი ინეტერსებიდან გამომდინარე, დემეტრემაც რაღაც უცნაური როლი მოირგო, თითქოს ბაღში ბორშდასხმული გოგო აინტერესებდა და ახლა ისე გავარდა წესიერად არცკი დაგემშვიდობა.’’
და აი აქ აი ამ მომენტში ყველაზე დიდი ტკივილი ამოუტივტივდა გონებაში, ვინ იცოდა რომ ამ უჟმურ გოგოს ერთ დროს დიდი სამეგობრო ყავდა და ახლა ყველა დაფანტულია, ცხოვრებამ პირველი სიმწარე მაშინ არგუნდა, როცა ეს დიდი სამეგობრო წაართვა, როცა პირველად შეეჯახა ცხოვრების სიმწარეებს და დღემდე ირჩენს იარებს, ჰო ერთი შეხედვით მუდამ უჟმურ გოგოს, ერთ დროს საკმაოდ დიდი და ხმაურიანი სამეგობრო ყავდა, თუმცა ახლა, ეჰ ახლა..... ახლა მხოლოდ ლენკა შემოღცა იმ დიდი სამეგობროდან.
,,არ შემიძლია, არ შემიძლია ამ ამბების გახსენება, არ შემიძლია კიდე ვინმეს ვენდო, არ შემიძლია არა!’’
დაბლიდან ხმაური შემოესმა და მაშინვე ქვემოთ ჩავიდა, ნანახმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ძირს დამტვრეული ჭიქები ეყარა, თიკაც უემოციოდ იჯდა იატაკზე და ხმას არ იღებდა, გეგა ნერვიულად ეწეოდა.
სამარისებული სიჩუმე ჩამოწოლილიყო ოთახში, მძიმე სუნი იდგა, იმდენად მძიმე რომ სუნთქვა გაგიჭირდებოდა... ტკივილის და რაღაც ცუდის მომასწავლებელი სუნი ტრიალებდა ჰაერში, მარიას სხეულის თითოული ნაწილი გრძნობდა საფრთხეს, გრძნობდა რაღაც ცუდი მომხდარიყო, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, გახევებული იდგა შესასვლელში და რამდენჯერაც პირი გააღო იმდენჯერ ხმა არ ამოუვიდა. ცხოვრებას ახალი სიმწარე მოევლინა, რაღაც ახალი და ცუდი ხდებოდა ყველა გრძნობდა და ხმას არავინ იღებდა, სამივე ხვდებოდა რომ არაფერი აღარ იქნებოდა კარგად.
რის ვაი-ვაგლახით იკითხა მარიამ რა ხდებოდა და მაშინ პირველად მიაპყრო თვალი ტელევიზორს, რომლის ხმაც თითქოს აქამდე დახშულიყო და არ ესმოდა, მხოლოდ თიკას უყურებდა და ახლოსაც ვერ მიდიოდა ასაყენებლად, არა განა მისვლა არ უნდოდა, უბრალოდ ნაბიჯს ვერ დგამდა, სხეული ერთმეოდა.
-ბათუმის საავადმყოფოსთან მანქანა აფეთქდა არის 10-მდე დაღუპული და 30-მდე დაშავებული, მიმდინარეობს გამოძიება.
-გეგა დემეტერე სადაა?
-არ ვიცი.
-როგორ თუ არ იცი? დაურეკე!
-დაწყნარდი თიკა, ვრეკავ მაგრამ ზარი არ გადის.
-მიდი რა გეგა კიდევ სცადე, ისე გავარდა დემეტრე არაფერი უთქვამს, ისიც არ ვიცით სად წავიდა.
-ნუ გეშინია მარია გეგა ანისთან წავიდა, სახლში უნდა ასულიყო, მისი სახლი საავადმყოფოსგან შორსაა.
-რა?
-ჰო არ იცოდი? დემე და ანა 2 წელია ერთად არიან.
-არ ვიცოდი.
-მოიცათ ტელევიზორს აუწიეთ იქნებ რამე გავიგოთ.
გეგამ ტელევიზორს აუწია, თიკაც ძლივს ადგა და აცახცახებული ჩამოჯდა სკამზე. კვლავ სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა ოთახში რომ არა, ერთი კადრი, რამაც სამივეში აღშფოთება გამოწვია.
ეს ხომ დემეტრეა იკივლა თიკამ, სისხლიანი დემეტრე რომელიც ვიღაც შუახნის ქალზე სისხლდენის შეჩერებას ცდილობდა, ხელები სულ სისხლით ქონდა მოთხვრილი და აი აქ, კიდევ ერთი ჭიქა გატყდა, ხმამაღლა დაიყვირა გეგამ და სახლიდან გავარდა.
-გიორგიიი.... თიკას კივილმა მთელი სახლი შეძრა.
-რა გიორგი თიკა? ვინ გიორგი?
-იქ, იქ ახლოს გიორგი ცხოვრობდა.
-რა?
-ხო იქ გიორგი ცხოვრობდა და ის ქალი, ის ქალი დედამისია.
-რომელი ქალი?
-აი ის დემეტრე რომ უვლიდა.
თიკა ტელეფონს ეცა, ზარი არ გადიოდა, კველავ სცადა, კვალავ არ გავიდა ზარი...
მარიას ტელეფონიც აწრიალდა, ლენკა რეკავდა შეშინებული ხმით, თუმცა მარიამ სწრაფად აუხსნა რომ კარგად იყო და გათიშა.
-თიკა მგონი დროა წავიდეთ.
-სად გოგო? გარბიხარ? გეშინია? და ასე დავტოვო ჩემი ბავშვობის მეგობრები აქ?
-არა გოგო სად გავრბივარ? იქ წავიდეთ სადაც აფეთქება მოხდა, მე მართალია მაგ ბიჭებს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ ვალდებული ვარ ახლა არა მარტო იმათ შენც დაგიდგე გვერდით და ზოგადად წავიდეთ, იქნებ ვინმეს რამე დაჭირდეს. ოღონდ გაფრთხილებ ჩვენი იქ წასვლა არავინ უნდა გაიგოს.
სწრაფად ჩაიცვა ორივემ და სახლიდან გავიდა. ვერავინ გაიგებდა რას აკეთებდნენ, ან სად მიდიოდნენ თუმცა ორივემ დანამდვილებით იცოდა რომ ახლა იქ უნდა ყოფილიყვნენ.
შიში შიშს ვერცერთი გრძნობდა, მაგრამ თიკას საშინლად აკანკალებდა, არა ეს იარაღის შიში არ გეგონოთ, ეს საყვარელი ადამიანების დაკარგვის საფრთხით გამოწვეული შიში იყო, ეს შიში აკანკალებდა მხოლოდ, თორემ, ისე გაბედულად მიდიოდა, ისე გაბედულად მიაბიჯებდა როგორც არასდროს.
მარია პირველად მიხვდა რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ახლა თიკას გვერდით დგომა, საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ბავშვობის მეგობრების დაკარგვა და ახლა თიკა იდგა იმავე და უფრო უარესი საფრთხის წინაშე, მარიაც გაბედულად მიაბიჯებდა.
ერთი შეხედვით ორივე თავგადასავლების მაძიებელს გავდა თუმცა, ეს არც თავგადასავალი იყო და არ ფილმი...
ადგილზე მისვლა და გაშეშება ერთი იყო ორვესთვის.
ნანახმა ყოველგავრ მოლოდინს გადააჭარბა და პირველად შემოიჭრა ორივეს სხეულში შიში, თუმცა არც ეს იყო სიკვდილის შიში, ეს უფრო საყვარელი ადამიანების დაკარგვის საფრთხის შიში იყო...
დემეტრე... გეგა.... გიორგიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!
-თიკა ნუკივი!
-ეე თიკა რაგაკივლებს არაჩვეულებრივად ვარ, უბრალო ნაკაწრია და დედაჩემიც კარგადაა...
მარიას კვლავ ფიქრები აერია, გიოს და დედამისის გადარჩენამ მართლაც გაახარა მაგრამ იმ დანაშაულო ადამიანებმაა რა ქნან ვინც ასე უსამართლოდ დაიღუპა? ვინ არიან ის ადამიანები? კვლავ შიშმა შეიპყრო იქნებ ნაცნობია ვინმე? რა საჭიროა ეს აფეთქებები? რა ჭირთ ადამიანებს? რატომ ხოცავენ ასე უმოწყალოდე ერთმანეთს? 18 წლის გოგოს კვალობაზე ზედმეტად ბევრს ფიქრობდა ცხოვრებაზე და ცოტა ეშინოდა კიდეც ამდენ ფიქრს არ გაეგიჟებინა, ფიქრო კვლავ მწვალებელმა შეაწყვეტინა:
არ ვიცი აქ თქვენ რა გინდათ მაგრამ მოვითხოვ დროზე წახვიდეთ, გეგა სახლში წაგიყვანთ და მეც მალე მოვალ.
-და რატომ უნდა წავიდეთ? იქნებ ჩვენც გვინდა სხვებს დავეხმაროთ?
-წიწილ, როგორ უნდა დაეხმარო? შენი დღიურებით?
-მეზიზღები!
-წადი მეთქი აქედან ვერ გაიგე? საქმე მაქვს და მოვალ მეც.
-არ მოხვდიე ჯობს და მე უკეთ ვიცი როდის სად წავიდე.
-მომიწევს წაგათრიო თუარ წახვალ.
-შემეშვი იდიოტო, არავინ გეკითხება მე სად ვიქნები და როგორ.
-კი ბატონო შენი ნებაა მომიწევს ძალით წაგიღო აქედან.
-ხელი დაავლო, მანქანაში ჩატენა და სახლში ისე წაიყვანა გეგა თიკა და გიო არც გახსენებია.
-მარია გაფთხილებ თუ გამოხვალ ვერ გადამირჩები.
-შენ ვინ გეკითხება იდიოტო?!
-აი ბავშვებიც მოვიდნენ მე და გეგა უნდა წავიდეთ გიო და დედამისი დარჩებიან თქვენთან!
-ცხოველი ხარ შენ მე ვერ ამიკრძალავ ვერსად წასვლას.
დემეტრემ ისეთი სახით გახედა თითქოს ყოვილისშემძლე იყო და სახლიდან სწრაფი ნაბიჯით გავარდა.
-გეგა, გეგა არვიცი რა ვქნა, დღეს ანამ ბავშვი მოიშორა, სიმართლე გითხა დიდად არც ანა მანაღვლებს და არც ის ბავშვი მაგრამ...
-რა მაგრამ ბიჭო, რა მაგრამ? მკვლელი გახდი ხო? მოკალი ხო შენი შვილი მოკალი? და იმ უტვინომაც აღელვებლად მოიშორა?
-გეგა მორჩი ღრიალს, შენც იცი რომ მე ახლა არც შვილი მჭირდება და არც ცოლი.
-აბა რა ჯანდაბა გინდა დემეტრე? მკვლელი ხარ, მკვლელი!
-ანა ჩვეულებრივი ა რომელთანაც კარგად გავერთე, ნუ ღელავ მალე იპოვის ახალს.
-ანუ უკვე დაშორებაც მოასწარი? ბიჭო 2 წელი შენი შეყვარებული იყო და...
-უფ შეყვარებული ერქვა ხოარ მიყვარდა?!
-შენ სულ გაუბერე ხო?
-არაა! ახლა მარიაა ჩემი ახალი პროექტი.
-რა პროექტი ნუ აფრენ შენ, გგონია მაგ გოგოს ეგრე ადვილად შეითრევ ლოგინში?!
-მარიასთან განსაკუთღებული იარაღი მაქვს მისი ბავშვობა, რომელშიც მეც ვიყავი დიდი დოზით მაგრამ ამაყი წიწილა იყო და არც ვახსოვდი, ახლა კიდე ადვილად ვიმორჩილებ ბავშვობის ამბების მოყოლით, გიოსაც ვუთხარი და შენც გეუბნები მე არ ვიყო დემე გიგაური ეგ გოგო თუ ჩემზე არ გადავრიო.
-შეშლილი ხარ, თიკა ხომ მოგკლავს და ეგ გოგო ცოცხლად დაგმარხავს. ასე როდემდე უნდა იყო? არაკაცობაში ნუ გადაგდის შენი ბაბნიკობა თორე ერთ დღესაც მწარედ ინანებ, შენ თუ გგონია რომ მაგ ბავშვის მოკვლა ასე შეგრჩება მწარდ ცდები, ერთ დღეს ცხოვრება ბუმერანგივით დაგიბრუნებს ყველაფერს. რაც შეეხება მარიას თავად ვნახავთ ვინ გამოვა კისერ მოღრეცილი, მომავალ იურისტს აფერისტის ამოცნობა არ გაუჭირდება.
-მიუწვდომლებზე ვგიჟდები გეგა! მაგ გოგოს გულს მოვიგებ!
-ისეთ შარში ეხვევი რომ 1000 ძმაკაციც ვერ გიშველის და რომც შეეძლოს არ გიშველიან.
დემეტრეს გულში ეს სიტყვები ისარივით ესობოდა, თითქოს მოსალოდნელ საფრთხეს გრძნობდა, ან იქნებ მასში მამობრივმა ინსტიქტმა გაიღვიძა და სულ ოდნავ მაინც შერცხვა გულის სიღრმეში მკვლელობის გამო, ყოველი არაკაცული საქციელის გამო, იქნებ გრძნობდა რომ მარიასთან დიდი ბრძოლა ელოდა, ან იქნებ ხვდებოდა, რომ ცხოვრება, რაღაც დიდს უმზადებდა და რომ აქ დასრულდა მისი უდარდელი ახალგაზრდობა.
,,დღეს დემეტრე ისევ ცხოველივით მიქცა, საშინელი დღე იყო, ამდენი დაჭრილი ადამიანი პირველად ვნახე, ამდენი კი არა ერთიც არ მყავდა ნანახი დემეტრემ კი ისე გამომათრია თითქოს ზედმეტი ბარგი ვყოფილიყავი, არადა ისე ვინერვიულე, ისე შემეშინდა დემტერეს არაფერი მოსვლოდა ის კი ნამდვილი ცხოველია! როგორ გამომათრია იქედან, ახლაც ნერვები მეშლება. არა ამას კი არ შევარჩენ, მორჩა დღეიდან დემეტრეს თვალით აღარ ვნახავ.
ჰო შევცდი, იმ დღეს კაფეში მეგონა, კარგი ადამიანი იყო და წამით ვინანე კიდეც, რომ ბავშვობაში ასეთი უხეში ვიყავი, მაგრამ ახლა ვხვდები რომ სულაც არ შევმცდარვარ!’’
ოთახში ამ დროს თიკა ამოვიდა მარიას ჩაეხუტა და ატირდა.....

ბავშვებო აბა როგორ მოგწონთ? ღირს გაგრძელება? ცოტა კი დაიძაბა, მაგრამ რას ვიზამთ ვაღიაროთ რამდენი დემეტრეა ჩვენს ირგვლივ?! ცოტა სევდიანი თავი კი გამოვიდა, მაგრამ მომდევნო თავებში მხიარულება გელოდებათ და ნამდვილად არ იქნება ეს ისტორია მუდამ სევდიანი... არც სულ ცუდი ამბები მოხდება.... აქ ისეთი ამბები დატრიალდება... საკმაოდ დიდი ისტორია გამომივა ვხვდები თუმცა მინდა გითხრათ რომ სათაური აცდენილი არ არის და ალბათ მესამე ნაწილში პასუხს მიიღებთ სათაურზე, წინ გრძელი და მხიარულ-სევდიანი ამბები გელით, აბა თქვენ იცით არ დაიშუროთ შეფასებები!
წინასწარ გილოცავთ შობას ყველას! <3



№1  offline წევრი aNuGi

ხოო... რავიცი...
აქ უკვე გავიჭედე, აქამდე ასე თუ ისე მომწონდა დემეტრე, მაგრამ ახლა ზიზღს ვგრძნობ, უცოდველი ბავშვი ასე მოიშორო და ასე ილაპარაკო არაკაცულია.
ისტორია კარგია, კარგად წერ, გააგრძელე ვნახოთ რა იქნება, იმედი მაქვს მარიასაც ეგრე არ მოექცევა!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№2  offline წევრი qetusia

aNuGi
ხოო... რავიცი...
აქ უკვე გავიჭედე, აქამდე ასე თუ ისე მომწონდა დემეტრე, მაგრამ ახლა ზიზღს ვგრძნობ, უცოდველი ბავშვი ასე მოიშორო და ასე ილაპარაკო არაკაცულია.
ისტორია კარგია, კარგად წერ, გააგრძელე ვნახოთ რა იქნება, იმედი მაქვს მარიასაც ეგრე არ მოექცევა!

ვერ წარმოიდგენ რამდენი რამ მოხდება ^_^ როგორც ყველას დემეტრესაც უარყოფითთან ერთად ბევრი დადებითი თვისება აქვს ძალიან ბევრი რაღაც გამოიკვეთება და საკმაოდ ვერცელი ისტორიაა. მადლობ რომ კითხულობ <3

 


არმეყო.
მეტი მინდა!!! :დ ძალიან კარგი ხარ.გააგრძელე...მომწონხართ შენ და შენი ისტორიაა :დ წარმატებები,ველი შემდეგს.ლავ იუ

 


№4  offline წევრი qetusia

დალტონიკი მხატვარი
არმეყო.
მეტი მინდა!!! :დ ძალიან კარგი ხარ.გააგრძელე...მომწონხართ შენ და შენი ისტორიაა :დ წარმატებები,ველი შემდეგს.ლავ იუ

გმადლობ! <3 მეტი და მეტი იქნებაა ^_^

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა ძალიან საინტერესოა მაგრამ ეს დემეტრე არ მომეწონა თავისუფალი და ბაბნიკი ბიჭი ჩანს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent