შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრალდებულო! თავი 7.


6-01-2017, 21:18
ავტორი Supreme
ნანახია 1 817

  დანიელს მჭიდროდ ვეჭირე. მისი მკლავებიდან გამოთავისუფლება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ.
-გამიშვი.
-რომ გაგიშვა, შეიძლება აღარ დაბრუნდე.
-სად წავალ, აქ ვცხოვრობ.-ჩამეცინა.
-მე ჩემთან დაბრუნება ვიგულისხმე.
-დანიელ...-ხელზე ნაზად შევეხე.
-ვიცი რომ წახვალ...
-კი, წავალ.
-და არ დაბრუნდები...
  ხმა არ ამომიღია. დანიელს ხელები მოუდუნდა, მეც ვისარგებლე შემთხვევით და მისი მკლავებიდან გამოვძვერი. დანიელს არაფერი უთქვამს. არცერთი სიტყვა არ წამოსცდენიათ მის ტუჩებს. არცერთი ჩურჩული. უკან არ მიმიხედავს, ისე წავედი იქ, სადაც უკვე მაგვიანდებოდა. პატარა ლეკვი დავტოვე.
  მანქანაში ჩავჯექი და ძალიან მალე უკვე ალექსანდრეს ვართმევდი ხელს.
-როგორ ბრძანდებით?-გამიღიმა.
-კარგად, თავად?
-ასევე.-ოდნავ შეიშმუშნა.
  შეკვეთილ მაგიდასთან დავსხედით.
-რას მიირთმევთ თქვენ და თქვენი ქალბატონი?-ჰკითხა ოფიციანტმა ალექსანდრეს და შემდეგ მე გამომხედა.
  "თქვენი ქალბატონი". რა სასაცილოდ ჟღერს. ასე მგონია დანიელი უნდა მოვიდეს და შეებრძოლოს. ორი რაინდი ერთი ქალის გულისთვის იბრძვის. რაღაც ძალიან გავიჭერი ოცნებებში. იქნებ ალექსანდრეს საერთოდაც არ მოვწონვარ, ან კიდევ, ვის ვატყუებ. მეც ვიცი, რომ ჩემით დაინტერესდა და სიამოვნებით გააგრძელებდა ურთიერთობას.
-წითელ ღვინოს დავლევდი.-გავუღიმე ოფიციანტს.
-არაფერს მიირთმევთ?
-არა, გმადლობთ.
-თქვენ?-ალექსანდრეს მიუბრუნდა.
-როგორც ქალბატონმა თქვა, ერთი ბოთლი წითელი ღვინო.-გამომხედა და გამიღიმა.
-რომელს მიირთმევთ?
-თქვენს გემოვნებას მივენდობი.
-კარგით, ახლავე მოგართმევთ.
  ოფიციანტი გაგვეცალა. ალექსანდრეს ავხედე და მეგობრულად გავუღიმე.
-რაღაც თხოვნა მაქვს.-უცნაურად შემომხედა.
-გისმენთ.
-ზედმეტ თავხედობად არ ჩამითვალოთ, უბრალოდ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, შენობით მოგმართავთ.
-რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ მაქვს.
-ძალიან მიხარია. მადლობა, სოფო.
-სამადლობელო არაფერია.
-რატომღაც მგონია, რომ რესტორანში დაპატიჟებამ დიდად არ გაგახარა.
-უბრალოდ ასეთი სიტუაციები დიდად არ მიზიდავს.
-ნამუსზე მაგდებ?
-როგორც შენ, არც მე ვარ ბოლომდე კარგი ადამიანი.-ჩავიცინე.
-რაღაც მეეჭვება.-ამყვა.
  ღვინო მოგვიტანეს. ალექსანდრემ დამისხა.
-რა კარგი ღვინოა.-ოფიციანტს არჩევანი შევუქე.
-გეთანხმები. ნამდვილად იღბლიანად მივანდე არჩევა.
-როგორც ვხვდები, ხანდახან მხოლოდ იღბლის იმედზე ხარ.
-მართალი ხარ. იცი რა, ვფიქრობ რომ ასეთი დამოკიდებულება ამართლებს. ჩემს იმედებს იღბალს ვანდობ ხოლმე და ხშირ შემთხვევაში, მიმართლდება კიდეც.
-მართლა? საოცარია.-გავუღიმე.
  ამ მომენტში დანიელი გამახსენდა. "იმედებს გამართლება სჭირდება". სიმართლე ვთქვა, ამ ლეკვს უფრო ვეთანხმები, ვიდრე ალექსანდრეს. დანიელი ყოველთვის იბრძვის თავისი მიზნის მისაღწევად და მოლოდინის გასამართლებლად. ახლაც იბრძოდა, სანამ წამოვიდოდი. საინტერესოა, ახლა რას შვება? უკვე დაწვა? ჯერ ადრეა. არ მგონია. იქნებ, ისევ სახლთან მელოდება? მაგრამ სიცივეა, იმედია გარეთ არ ზის და არ იყინება. თან რომ ვნახე, თხლად ეცვა. მაგის გაციება არ მჭირდება, კარგი ასისტენტია, მშვენივრად ართმევს ყველაფერს თავს. ავად რომ გახდეს...უკვე რაზე ვფიქრობ...
-და შენ რას იტყოდით ამაზე?-ფიქრებიდან ალექსანდრეს ხმამ გამომაფხიზლა.
-უკაცრავად?-კითხვით სავსე თვალები მივაპყრე.-ფიქრებში წავედი, ვეღარ მოგისმინე, ბოდიში.-დარცხვენილმა გავუღიმე.
-რაზე ჩაფიქრდი?-გამომცდელად შემომხედა.
-ერთ სულელ ლეკვზე.-ჩავიცინე.
-ლეკვზე? სახლში გყავთ?-გაკვირვებულმა მკითხა.
-არა, არა, ხშირად დაძვრება ხოლმე ჩემთან.-გამეღიმა.
-რა უცნაური ხარ.-გაეცინა.
-რას ვიზამთ, ასეთი ვარ.-ღიმილი უკვე ყურებამდე მქონდა ასული.
-კარგად ხარ?
-ამაზე კარგად არასდროს ვყოფილვარ.
-მიხარია.-ჩაიცინა და ღვინო მოსვა.-არ გინდა შენზე მომიყვე?
-საინტერესო ცხოვრებით ვერ დავიკვეხნი.-ჩამეცინა.
-მართლა? მე კიდევ მგონია რომ პირიქით, ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვს.
-ადვოკატის სამსახურს გულისხმობ?
-ეგეც.-გაეცინა.
-ანუ?
-ის ბიჭი, მაშინ ყავა რომ მიეცი, შენი ვინაა?
-ასისტენტი.
-მეტი არაფერი?
-ჩაძიებას ნუ ცდილობ.-ზრდილობიანად გავუღიმე.
-კონკურენტად უნდა ჩავთვალო?
-ჩემი გულის მოგებას ცდილობ?
-რატომაც არა?-ჩაეცინა.
-საკმაოდ ძნელი საქმეა.
-ხო გითხარი, იღბალს ვენდობი-მეთქი. ჩვენი შეხვედრა ალბათ ბედი იყო.
-ბედის არ მჯერა.
-რატომ?-გაიკვირვა.
-უბრალოდ, არ მჯერა.
-ანუ, არც ჩემს იღბალზე ფიქრობ სერიოზულად.
-სიმართლე რომ გითხრა, არა.-თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე.
-არ მოველოდი. ყოველთვის ასეთი იყავი?
-როგორი ასეთი?
-არაფრის რომ არ გჯერა, აი ეგეთი.
-საიდან მოიტანე რომ არაფრის მჯერა?-სახე მომეღრიცა.
-ეგრე დავასკვენი უბრალოდ.
-მინდა გითხრა რომ არასწორია.-გავუღიმე.
-ასე მგონია ჩვენ კამათამდეც მივალთ.
-არ გამიკვირდება.
-რაღაც ჩხუბის ხასიათზე არ ვარ.
-შენ წარმოიდგინე, არც მე.
  სასიამოვნო მუსიკა ჩაირთო. ალექსანდრე წამოდგა.
-იქნებ გვეცეკვა?-ხელი გამომიწოდა.
  ნაზად წამოვდექი და როცა მის თითებს შევეხე, რაღაც საშინლად ჩამწყდა გულში. მაშინვე დანიელის ხელები გამახსენდა, მათი სითბო და სინაზე, მათი სიყვარული და სიძლიერე. მე და ალექსანდრე ვცეკვავდით, მაგრამ თითოეული ჩემი ნაბინი უგულოდ იყო გადადგმული. იმდენად გამიტაცეს დანიელზე ფიქრებმა, რომ მუსიკის მშვენიერებასაც ვეღარ ვგრძნობდი. რას ვფიქრობ? უკვე მეც არ ვიცი...
  ხანდახან ცხოვრება სიგიჟედ გვეჩვენება. უმიზეზოდ. უბრალოდ უყურებ ცას და უცებ იღრუბლება, უყურებ ადამიანს და უცებ ხასიათი ეცვლება...ხანდახან ყველაფერი გიჟდება. მეც, შენც...ნებისმიერი ადამიანი...ერთხელ მაინც...ეს რაღაც აუცილებელი პირობაა, თუ გინდა თავის გატანა და ცხოვრება, თუ გინდა რომ არ დაიჩაგრო. ხანდახან უნდა შეიშალო, რომ გახდე ნორმალური, იპოვო საკუთარი "მე". ასე შევიშალე მეც...
-ბოდიში.-ხელი გავუშვი და ჩემი ჩანთისა და მანტოს ასაღევად წავედი.
-სად მიდიხარ?-მკითხა ალექსანდრემ გაკვირვებით.
-ალბათ ის ლეკვი მელოდება, ვერ დავაღალატებ.-გავუღიმე.-ბოდიში კიდევ ერთხელ და მადლობა სასიამოვნო საღამოსთვის.
  რესტორნის დარბაზიდან ჩქარა გავვარდი და თითქმის სირბილით მივედი მანქანამდე. დავქოქე და სახლში წავედი. როგორც კი ჩემს სართულზე ავედი, ზუსტად ის სურათი დამხვდა, რასაც ველოდებოდი. დანიელი ჩემს კარებთან ჩაკეციკი იჯდა, თავი მუხლებზე ედო და ერთ ადგილს უაზროდ მიშტერებოდა. მივუახლოვდი და ხელზე ნაზად შევეხე. გაყინული იყო. ამომხედა და გამიღიმა.
-რაც წავედი, მას შემდეგ აქ ხარ?-ვკითხე ოდნავ გაბრაზებულმა.
-გელოდებოდი.
-არანორმალური ხარ. რომ გაცივდე?
-ზრუნავ?
-რა თქმა უნდა, ვზრუნავ! ნამდვილად არ მაწყობს ახლა ასისტენტის გაციება.
-მხოლოდ ეგ...არაფერი პირადული.-ჩაიცინა.
  სახე ამიხურდა.
-წამოდი, ჩაის დაგალევინებ და ცოტა გათბები.
-იყოს.-წამოდგა და სახლისკენ დააპირა წასვლა.
-როცა გეუბნები წამოდი, ესე იგი, მოდიხარ.-ხელი საყელოში წავავლე და ჩემკენ გამოვწიე.
-რა ძალის პატრონი მყოლიხარ.-ხელი გადამხვია.
  მინდოდა ჩემებური პასუხი გამეცა, მაგრამ თავი შევიკავე. შემეძლო, მაგრამ არ გავაკეთე.
-როგორ თბილა.-დანიელი მაშინვე მიითიშა.
  მაგიდასთან მომიჯდა და უაზროდ მოცინარი თვალებით დამიწყო ყურება, სანამ მე ჩაის ვადუღებდი.
-დანიელ, ერთი კითხვა მაქვს.
-გისმენ.
-რატომ შეგიყვარდი მაინცდამაინც მე, როცა ათასი ჩემზე უკეთესი გოგოა, თან ჩემზე ახალგაზრდა.
-გარეგნობას ან ასაკს რამე მნიშვნელობა აქვს?-ჩაიცინა.-თან, ეგრეც რომ იყოს, გეტყვი რომ უზომოდ ლამაზი ხარ და 29 წელი ახალგაზრდაა.
-მითხრა 25 წლის ლეკვმა.
-ჩემი ასაკიც გამოგიქექავს.-ჩაიცინა.
-იცი რას ვფუქრობ? ეგეთი დამოკიდებულება რაღაც თავის დამშვიდებას გავს, რომ სხვებმა არ გაგაკრიტიკონ უფროსი ქალის შეყვარებისთვის.
-შენი აზრით ეგ მადარდებს?-ხმამაღლა გაიცინა და ჩემი მირთმეული ჩაი მოსვა.
-ძალიან მარტივად იკიდებ ყველაფერს.
-ალბათ ალექსანდრეს უფრო შესაფერისად თვლი შენთვის. ერთნაირი თავშეკავება, სერიოზული ხასიათი...ალბათ ბევრი საერთო გამონახეთ საუბრისას.
-ძალიან გაინტერესებს რა მოხდა?
-ასე მეტყობა?-ჩაიცინა.
-ეჭვიანობა სახეზე გაწერია.
-ნუ...
-ძალიან კარგი საღამო იყო და მშვენივრად გავატარე დრო.
-გასაგებია.-თავი ჩახარა და ჩუმად განაგრძო ჩაის სმა.
  ჩემთვის ჩამეცინა. მის გამო დავბრუნდი და ამ დროს რაებს ვეუბნები. მგონი არანორმალური ვარ, ცოტა...
  უკვე 11 საათი იყო დაწყებული. მე სასტუმრო ოთახში ვიჯექი და ფანჯრიდან ქალაქს გადავყურებდი.
-რა ლამაზი ხედი გაქვს.-დანილი მომიახლოვდა და მხარზე ჩამომადო თავი.
-მეორე სავარძელიცაა.
-ასე უფრო კარგად ვარ.-გამიღიმა.
-სამაგიეროდ, მე ვგრძნობ თავს არაკომფორტულად.
-მაშინ...-წამოდგა.
  უცებ ხელში ამიყვანა, სავარძელში თვითონ ჩაჯდა, მე კი პატარა ბავშვივით კალთაში ჩავისვა, თან მაგრად ჩამეხუტა.
-რას მეხუმრები?-გამოთავისუფლება ვცადე.
-მცივა.
-ნუ მატყუებ. უკვე საკმარისად გათბი.-მის ძლიერ მკლავებს ვერაფერს ვაკლებდი.
-ტყუილა ცდილობ, შენც იცი, თუ მე არ გაგიშვი, ვერ გამოძვრები.-ჩაიცინა.-უბრალოდ დამშვიდდი და ჩამეხუტე.
-როგორ ვერ გიტან, ნეტა იცოდე.-მხარზე დავადე თავი.
-ვიცი.-ჩაიცინა.
  საოცარი სიმშვიდე იყო...ისეთი, რომელიც მიგიზიდავს და გაგაგიჟებს. დანიელის სურნელი ვიგრძენი. კარგი სუნამო, სითბო და სიმყუდროვე. ყველაფერს იტევდა ეს ბიჭი. ავხედე და გული ამიჩქარდა. როგორ მსიამოვნევს...ცუდია, რომ ხანდახან არ მინდა სიმართლის აღიარება. ახლაც არ მინდა ვთქვა, რომ მომწონს და არა მიზიდავს, მიყვარდება და არ ვყვები ვნებებს. კი, ჩემთვის ამას ვფიქრობ, მაგრამ რეალურად? საპირისპიროს ვეუბნები და ვუფრთხი ჩემივე გრძნობებს. არ მეშინია, თუ გულს მატკენს, არც იმის, რომ წავა...არა, ვიტყუები. არც ეგეთი ძლიერი ვარ, რომ საყვარელი ადამიანი ისევ გავუშვა. ყველას აქვს ლიმიტი. ერთხელ გადავიტანე, მეორეჯერ? ეს უკვე მეტისმეტია, ჩემთვისაც კი.
-რაზე ფიქრობ?-ნიკაპი თავზე დამადო.
-არაფერზე.
-ვიცი, რომ ჩემზე.
-საიდან მოიტან ხოლმე.-ჩავილაპარაკე უკმაყოფილომ.
-რა ვქნა, ყოველთვის ვხვდები, როცა გოგო ჩემზე ფიქრობს.
-რა სასაცილო ხარ მომენტებში.-ჩამეცინა.
-ტყუილა ცდილობ გამოძრომას, მაინც გამოგიჭირე.
-რომელი სიტყვით, საინტერესოა?
-ირონიით.
-ეგრე კარგად მიცნობ?
-იმაზე კარგად, ვიდრე წარმოგიდგენია.
-მაშინ, მითხარი როგორი ადამიანი ვარ.
-ჩემი აზრი გაინტერესებს?
-რატომაც არა.-ჩავიცინე.
-ძლიერი ხარ, მაგრამ არა საკმარისად, რომ ყველაფერი აიტანო. ისეთი ხასიათი გაქვს, ადამიანი ვერასდროს იფიქრებს, რომ ოდესღაც მაინც გიტირია, მაგრამ ეგრე არაა. გიტირია, თან არაერთხელ.
-შენ საიდან იცი?-გამეცინა.
-აივნები გვერდიგვერდ გვაქვს.-თმები ამიჩეჩა.
-საინტერესოა, რამდენჯერ გავიფაქტე?
-არც ისე ბევრჯერ.-ჩაიცინა.-უბრალოდ, როცა ტიროდი, მინდოდა ჩაგხუტებოდი და არასდროს გამეშვი, მაგრამ ამის მაგივრად უბრალოდ ჩუმად ვიდექი კარებთან და გისმენდი...გისმენდი და გული მტკიოდა.
-რატომ არ მოდიოდი?
-ვერ ვბედავდი. გათხოვილ ქალს ვერ ავეკიდებოდი მომაბეზრებელი ლეკვივით.
-გავშორდი და ახლა აღარ გაქვს პრობლემა?-გამეცინა.
-უბრალოდ გაშორების მერე ძალიან გაცივდი, ამიტომ გადავწყვიტე შენს ცხოვრებაში გამოჩენა.
-სამსახურიც ეგრე ჰო არ შეარჩიე?
-მანიაკს ვგავარ?-გაეცინა.
-ცოტა წაუმანიაკებ.-მეც ავყევი.
-მეწყინა.-დაიბღვირა.
-არაუშავს.
-ნამუსი არც კი გაწუხებს?
-შენი აზრით?
-კი.
-როგორი იმედიანი ყოფილხარ.-ჩამეცინა.
  მყუდრო გარემო, სიმშვიდე და კომფორტი. სრული იდილია და ბედნიერება.
  ტელეფონის ზარი. ნაცნობი ნომერი. ყურმილი ავიღე.
-გისმენ, დედა.



№1  offline წევრი SillyGirl

შენს წინა ისტორიასაც ვკითულობდი
და ჩენი ნაცნობი ავტორი რომ დავინახე
ყველა თავი ერთად წავიკითხე.
ნამდვილად არ მინანია რომ წავიკითხე , წინა ისტორიისგან სრულიად განსხვავებული ისტორიაა , წერის სტილიც სხვაა რაც ძალიან მომწონს
მთლიანობაში ისტორია ძალიან კარგია
მეცოდება დანიელი ზედმეტად მიწამებს სოფი <3
ჩემი სახით ერთგული მკითხველი გაიჩინე <3
ველოდები შემდეგ თავს <3
წარმატებევი <3

 


№2  offline წევრი Supreme

SillyGirl
შენს წინა ისტორიასაც ვკითულობდი
და ჩენი ნაცნობი ავტორი რომ დავინახე
ყველა თავი ერთად წავიკითხე.
ნამდვილად არ მინანია რომ წავიკითხე , წინა ისტორიისგან სრულიად განსხვავებული ისტორიაა , წერის სტილიც სხვაა რაც ძალიან მომწონს
მთლიანობაში ისტორია ძალიან კარგია
მეცოდება დანიელი ზედმეტად მიწამებს სოფი <3
ჩემი სახით ერთგული მკითხველი გაიჩინე <3
ველოდები შემდეგ თავს <3
წარმატებევი <3

უღრმესი მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის, ჩემო საყვარელო. მიხარია, რომ შენნაირი ერთგული მკითხველი გავიჩინე. შობასაც გილოცავ უკვე <3

 


№3  offline წევრი Firefly

დანიელს მოვტაცებ სოფოს :დდდდდ
გასაპუტია ეს გოგო, თუმცა თავში იგრძნობოდა მეტი ინტერესი და ცოტა მოლბა კიდეც მგონი.
კარგი ხარ♥
--------------------
M.T

 


№4  offline წევრი Supreme

Firefly
დანიელს მოვტაცებ სოფოს :დდდდდ
გასაპუტია ეს გოგო, თუმცა თავში იგრძნობოდა მეტი ინტერესი და ცოტა მოლბა კიდეც მგონი.
კარგი ხარ♥

მმ^^ დანიელი იწეწება:დ მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent