შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრალდებულო! თავი 6.


4-01-2017, 17:07
ავტორი Supreme
ნანახია 1 736

  ალექსანდრე...რა უცნაური შეხვედრაა. თუმცა რაღა უცნაური. აუდიტის სამსახურის თანამშრომელი აღმოჩნდა. ხარჯთაღრიცხვას შესამოწმებლად მოვიდა.
  მხოლოდ ერთხელ შევამჩნიე დანიელის მზერა. უკვე არც სევდიანი, არც ცარიელი...უბრალოდ გამჭირვალე. მისმა თვალებმა რაღაცნაირად შემიკუმშეს სული და ჩამხუთეს. თითქოს...მართლა დამნაშავე ვიყავი. ბრალი მის გულის ტკენაში მედებოდა. მართალი იყო ალექსანდრე, როდესაც ბრალდებული დამიძახა. ადვოკატისთვის მართლა უცნაური ზედმეტსახელია, რადგან ყველა ადვოკატი ბრალდებულია. ამ სიტყვას ჩემთვის სხვა მნიშვნელობა აქვს.
  შემოსული და გასული ხარჯების აღრიცხვასა და შემოწმებას მორჩა და მეც ჩემს საქმეზე წასასვლელად გავემზადე. პატიმრის მონახულება, ვიზიტი ახლობლებთან...სასიარული ბევრი, სალაპარაკო და გასარკვევი ბევრი...
  გასასვლელთან მისულს ალექსანდრემ არ მაცადა და თვითონ გამიღო კარები.
-თქვენს შემდეგ, ბრალდებულო.-გამიღიმა, საკმაოდ თვალისმომჭრელად.
-გმადლობთ.-საპასუხოდ იგივეთი ვერ ვუპასუხე.
  ფარეხში ჩავედით.
-სად მიდიხართ?-მკითხა, როცა მანქანას მიუახლოვდა.
-საქმეებზე.-ვთქვი სხვათაშორის და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ.
-გაგიყვანთ.
-მეც მანქანით ვარ.
-მეშინია, ისევ არ გაგეფანტოთ ყურადღება.-ჩაეცინა.
-მაგაზე არ იდარდოთ.-გავუღიმე შეძლებისდაგვარად და მანქანაში ჩავჯექი.-კარგად იყავით.
-ნახვამდის, ქალბატონო სოფო.-რაღაცნაირად შემომხედა, არა ჩვეულებრივად.
  10 საათისთვის ციხეში მივედი. უკვე მერამდენედ ვიყავი ამ შენობაში არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის ერთი და იგივე გრძნობა მეუფლება. თითქოს სული მეხუთება. რატომ არ ვიცი. კი, ძალიან ბევრი დამნაშავეა აქ, თუმცა ბევრი უდანაშაულოც, მაგალითად, როგორც ის ბიჭი, რომლის დაცვაც მე მხვდა წილად. მკვლელობის ადგილას შემთხვევით აღმოჩენილი, უბრალო უზუსტობა და ცივ იარაღზე, რომლითაც ჩაიდინეს მკლველობა, მისი თითის ანაბეჭდები. ზოგს მართლა არ უმართლებს ცხოვრებაში.
  4 საათი ველოდებოდი, სანამ მის სანახავად შემიშვებდნენ. აქეთ-იქით დავდიოდი. მოუსვენრად და არეულად. მერე ვჯდებოდი, თითქოს ვისვენებდი, მაგრამ როგორც კი ოდნავ მოვდუნდებოდი, რაღაც დეტალი მახსენებდა, რომ ციხეში ვიყავი და მოსვენებაც მშხამდებოდა. 10 საათზე მისული პატიმარს 2-ზე ძლივს შევხვდი.
~დიალოგი პატიმართან~
  ციხიდან 5-ის წუთებზე გამოვედი და გადავწყვიტე დანაშაულის ადგილას ახლომახლო ტერიტორიაზე მოწმეების ნახვა. არც ესაა მალე გასაკეთებელი საქმე, თუმცა რას ვიზამ. სულ რომ ხოხვა მომიწიოს, ყველაფერს ბოლომდე მივიყვან. კორპუსები დავიარე და ძლივს გამოვნახე რამდენიმე.
~საუბარი მოწმეებთან~
  როცა სახლისკენ წავედი, უკვე 10 საათი ხდებოდა. გუშინდელივით გვიანობამდე მინდოდა გავჩერებულიყავი, დანიელთან შეხვედრა რომ ამერიდებინა თავიდან, მაგრამ, იმდენად გავითიშე და ისე მეძინებოდა, რომ გვაინობამდე ლოგინიდან შორს ვეღარ გავძლებდი.
  ჩემს სართულზე ავედი თუ არა, საკმაოდ უცნაური სურათი დამხვდა. დანიელი ჩემს კარებთან იჯდა და მელოდებოდა.
-ძალიან დაიღალე?-გამიღიმა.
-რა მნიშვნელობა აქვს.
-რადგან გეკითხები, ესე იგი, აქვს.
-თუ გგონია, რომ სადმე წამოვალ, ძალიან ცდები.-ხმას ოდნავ ავუწიე.
-არც გპატიჟებდი არსად.
-ძალიან კარგი.
  კარები გავაღე და შევედი თუ არა სახლში, დანიელიც კუდივით შემომყვა.
-შენი თავი არ მაქვს.-ვუთხარი უემოციოდ.-წადი.
-არა.-ჩაიცინა.
  პატარა, მომაბეზრებელი ლეკვი.
-შენთან თამაშის სურვილი არ მაქვს. გუშინ მითხარი, რომ აღარ შემაწუხებდი. რაღაც ვერ ვხედავ, რომ ამ პირობას ასრულებდე.
-უბრალოდ არ შემიძლია.-თავი მხარზე ჩამომადო.
-ნუ მებავშვები-მეთქი.
  თავი აწია და სავსე თვალებით შემომხედა.
-ჰო, პატარასავით ვიქცევი, შეიძლება თავსაც გაბეზრებ, მაგრამ...უბრალოდ არ მინდა რომ 29 წლის, უკვე ბებერი იყო. მინდა რომ ოდნავ გახალისდე. საინტერესო სამუშაო გაქვს, ბევრ რაღაცას აკეთებ კარიერისთვის, მაგრამ შენს თავს ყურადღებას არ აქცევ. საერთოდ დაიკიდე, რომ ჯერ ახალგაზრდა ხარ და სიყვარულზე ხელი აიღე. არა...ასეთი დამოკიდებულება არ უნდა გქონდეს. ოდნავ მაინც უნდა გამხიარულდე, ცოტა უნდა გაგიჟდე...ყველაფერი უნდა გამოცადოს ადიანმა. კი, გაშორება ძნელია, მაგრამ ეს დასასრული არაა.
-გასაგებია. ვიცი. ახლა კიდე წადი.-ვუთხარი ჩემი ცნობილი უემოციო ტონით.
  სიმართლე რომ ვთქვა, გული ამიჩქარდა. ტაქიკარდია არ მაქვს, ანუ დანიელის ბრალია. რა მარტივად ვაღიარე, ჩემი თავისგან მიკვირს.
-არც გასაგებია და არც იცი. საერთოდ არ მისმენდი. არ ფიქრობდი.
  შეცდა. ვუსმენდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. რაღაც მემართება დანიელთან...
-დაღლილი ვარ, თან ძალიან.-ვუთხარი ოდნავ გაღიზიანებულმა.
  სასტუმროსკენ წავედი, თან ქუსლიანები გავიძრე და უაზროდ მივაგდე. ფეხები საშინლად მტკიოდა. სავარძლისკენ წავედი და უსულოდ ჩავესვენე. დანიელი მომიახლოვდა და ჩემს წინ ჩაიცუცქა. ქვევიდან ამომხედა. არც წეღან, არც ახლა...თვალები აღარ ჰქონდა ცარიელი. ისევ სიყვარული ანათებდა თითოეულ ნაცრისფერ წერტილში, თუმცა ამ სიყვარულთან ერთად სხვა გრძნობაც შევამჩნიე.
-ალექსანდრე მოგეწონა?-აი, ეს გრძნობაც გამომჟღავნდა.
  ეჭვიანობს.
  მის კითხვაზე გამეცინა.
-არაა სასაცილო.
-ძალიან ცდები, თუ ეგრე გგონია.-უფრო ხმამაღლა დავიწყე სიცილი.
-გეყო.-ტერფზე ნაზად მომკიდა ხელი და დამიზილა.
  ისე მესიამოვნა, ხმა ვეღარ ამოვიღე. გადაღლილი ფეხებისთვის საუკეთესო გამოსავალი ორია. კარგი მასაჟი ან ცხელი წყალი. დანიელს ხმა აღარ ამოუღია. ვერც მე ვლაპარაკობდი, მთელი დღით გადაღლილი და ახლა ნეტარებას მიცემული. თვალები ნელ-ნელა დავხუჭე და გავითიშე.
  დილით, როცა მაღვიძარამ დარეკა, უკვე ჩემს ლოგინში გავიღვიძე. იგივე ტანსაცმელი მეცვა.
-პატიოსანი.-ჩავიცინე ჩემთვის.
  სამზარეულოში გასულს გემრიელი ტოსტი და ჯერ კიდევ ცხელი ყავა დამხვდა. სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში და საუზმეს გემრიელად შევექეცი. პატარა ლეკვი...
  მოვწესრიგდი, გამოვეწყვე და სახლიდან გავედი. პირდაპირ დანიელი შემომეჩეხა.
-როგორ გეძინა?-მომღიმარი სახით მიყურებდა.
-კარგად.-ვუპასუხე ძველებური ცივი ტონით.-გემრიელი იყო.
  წინ წავედი, უკნიდან კი გახარებული "არის" მომესმა და ჩამეცინა. რა უცნაური ბავშვია. თან, თითქოს ბავშვსაც ვერ უწოდებ. დამოუკიდებელია, მარტო ცხოვრობს, მუშაობს, წვერს იპარსავს, მაგრამ მაინც ბავშვია. მომაბეზრებელი პატარა ლეკვი.
-ისე, არ მეგონა თუ გოგოს ასე ხვრინვა შეეძლო.-მითხრა უცებ, როცა ფარეხში ჩავედით.
-რა?-გავიკვირვე და ავხურდი.
-ჰო, და კიდე, ასეთი საოცარი სახით ძილი.-ფოტო მანახა.
-წაშალე.-შევუღრინე.
-არა.-გამიცინა.-ერთხელ შენ დამაშანტაჟე, ახლა ჩემი ჯერია.-ეშმაკური მზერით შემომხედა.
-შანტაჟი? რა შანტაჟი?
-ან ყოველ დილით წამიყვან ხოლმე სამსახურში, ან ამ ფოტოს ჯერ განყოფილებაში, მერე კი, მთელ სამსახურში გავავრცელებ.
-შენ ხო არ გაგიჟდი! რას მაშანტაჟებ.-ფოტოსკენ წავიწიე.-ეგღა მაკლია, ჭორები ამიგორონ, არარსებულ რომანზე.
-რაო, გაბრაზდი?-გამიცინა.
-საერთოდ არა.-დავიბღვირე.
  მანქანა გავაღე და ჩავჯექი. დანიელმაც, ვითომც არაფერი, ჩემს მაგალითზე, ჩემგან მარჯვნივ დაიკავა ადგილი.
-გზაში ყავაზეც შევჩერდეთ, თან სენდვიჩიც მინდა.
-ძალიან ხო არ გათამამდი?-გაღიზიანებულმა ძლივს გავუღიმე.
-ფოტო.-ტელეფონი ხელში აათამაშა.
-ძალიან გეშინია, ჩვენი ურთიერთობის შესახებ რომ გაიგონ?-ხელზე შემეხო და ჩაიცინა.
-რა ურთიერთობაზე?-ავხურდი.-საერთოდ გაუტიე. დაგიკიდებ ახლა და გადაგაგდებ მანქანიდან.-გავუბრაზდი.
-ძლივს.-სიცილი აუტყდა.
-რა ძლივს? ნერვებს ნუ მიშლი!
-მუდამ წყნარი სოფოც გავაგიჟე, გავაბრაზე. ხასიათის რაღაც თვისებას გამოვკარი ხელი.-იცინოდა გაუჩერებლად.-მიხარია.-ჩაიღიმა.
  ნევროზულად ჩავისუნთქე და ჩუმად განვაგრძე მანქანის ტარება. მალე სამსახურს მივუახლოვდით.
-ყავა?-ლეკვის თვალებით შემომხედა.-კარგი, ვიცი რომ არ მიყიდი.-ღვედი გაიხსნა.
-რომელი?-ვკითხე მობეზრებულმა და მანქანის კარების გასაღებად წავიწიე.-დროზე, თორემ არ გიყიდი.
  დანიელს გაოცებული სახე უცებ დაულაგდა.
-ამერიკანო, უშაქრო.-გამიღიმა.
  ჩამეცინა. ჩვენი სამსახურის გვერდზე კაფე იყო. იქ შევედი.
-2 უშაქრო ამერიკანო, თუ შეიძლება.
-ახლავე მოგართმევთ.
  მხარზე შეხება ვიგრძენი.
-ქალბატონო სოფო.-ბოხი ხმა, ალექსანდრე.-როგორ ბრძანდებით?
-კარგად, თქვენ?-ვუთხარი ისე, რომ მხოლოდ ოდნავ შევბრუნდი მისკენ.
-ასევე.-გამიღიმა.-სამსახურში მიდიხართ?
-დიახ, თქვენ?
-მეც, საქმეებზე დავბრივარ.
  ყავა მომიტანეს.
-მე გადავიხდი.-გამიღიმა.
-არ შეწუხდეთ.
-ბრალდებულო, კიდევ უფრო უნდა აგაგდოთ ნამუსზე.-ჩაიცინა.
-არც ისეთი კარგი ადამიანი ყოფილხართ, როგორადაც წარმომედგინეთ.
-ეს არც ისე კარგი ადამიანი დღეს ვახშამზე გპატიჟებთ, რესტორანში.
-თუ დროს გამოვნახავ, სიამოვნებით.-გავუღიმე.
  ტელეფონის ნომერი გამომართვა.
-მადლობა ყავისთვის.-ვუთხარი და კაფედან გავედი.
  დანიელი უკვე მანქანას აყუდებული მელოდებოდა.
-წამოდი.-უკან გავიხედე და ალექსანდრეს სახეს შევეჩეხე.
-მადლობა, სოფ.-თავზე დამადო ხელი.
  სამსახურში შევედი და მაშინვე დაქალების გაკვირვებული გამომეტყველება შემომეგება.
-თქვენ ერთად საიდან?-მკითხა გაკვირვებულმა ნინიმ.
-გადავეყარეთ.-ისეთმა მობეზრებულმა ვუთხარი, რომ არ დაეჯერებინა, შეუძლებელი იყო.
-გოგოებს ბიჭებზე მაგარი ხვრინვა რატომ გახასიათებთ?-ჩაიცინა დანიელმა, მე კი შეუმჩნევლად დავაბიჯე ფეხზე.-მტკივნეულია.-ჩაილაპარაკა ჩუმად.
-საიდან მოიტანე?-ნინი შემობრუნდა.
-არსაიდან.-გამიღიმა.-ისე, უბრალოდ, კითხვა გამიჩნდა.
-რა კითხვებით მოძრაობ.-ნინიმ ჩაიცინა და საქმეს შეუდგა.
  კაბინეტისკენ წავედი.
-ქალბატონო სოფო,-დანიელმა გამაჩერა.-თქვენი ნომერი ჩამაწერინეთ.-გამიღიმა.
-რაში გჭირდება?
-იქნებ ლაპარაკი მომინდეს.-ჩაიცინა.
-ოუ, დანიელ, სოფო რთულად მისაღწევი მიზანია.-ეკამ გამომცდელად შეხედა.
-სიმარტივე ისედაც არასდროს მიზიდავდა.-ცალყბად გაიღიმა და მე შემომხედა.
-საქმეს შეუდექით.-ვთქვი ოდნავ დაბნეულმა, მაგრამ ისევ მკაცრი ტონით.
  დანიელს აღარ შევუწუხებივარ. ამას ფიზიკურად ვერ გააკეთებდა, რადგან მთელი დღე ისევ გასული ვიყავი. დანაშაულის ადგილი, შეხვედრა ახლობლებთან...არაფერი ხდება მალე და ადვილად.
~საუბარი ახლობლებთან~
  მოსაღამოვდა. ტელეფონზე უცხო ნომრიდან ზარი შემოვიდა.
-გისმენთ?
-ვახშამი იმედია არ დაგვიწყებიათ.-ალექსანდრეს ბოხი ხმა და ჩაცინება მაშინვე ვიცანი.
-არა, რა თქმა უნდა.
-8 საათზე გელოდებით.
  მისამართი მითხრა. სახლში ავედი. კაბა ჩავიცვი, მოხდენილი შავი. მაღალქუსლიანები...მოკლედ, კარგად გამოვეწყვე. 8-ის ნახევარზე უკვე სახლიდან გასვლას ვაპირებდი, როცა კარებზე ვირაცამ დარეკა. რა თქმა უნდა, დანიელი იყო.
-რა კარგად გამოიყურები.-გამიღიმა.-რამე ხდება?
-სავახშმოდ მივდივარ.
-ვისთან ერთად?-გაიკვირვა.
-ეგ უკვე შენი საქმე არაა.-სახლიდან გამოვედი.
-ალექსანდრე?
-დიახ.
  სახე აელეწა. კარები ჩავკეტე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ. დანიელმა გამაჩერა.
-გამიშვი.
-სოფო...
-კარგად.-მისგან გამოთავისუფლება ვცადე, მაგრამ არ გამიშვა და უკნიდან ჩამეხუტა.
-არ წახვიდე...

მკითხველებო, სამართლის საქმეებში ვერ ვერკვევი, მომავალი ექიმი გახლავართ, ამიტომ თუ ვინმე ამ საქმეში ერკვევა, მაპატიოს, შეიძლება ბევრი უზუსტობა დავუშვა:დ მადლობა და მიყვარხართ. <3



№1  offline წევრი ბლუ

ძალიან მაგარიაა გააგრზელე :*
--------------------
დ.ხუჯაძე

 


№2  offline წევრი Supreme

ბლუ
ძალიან მაგარიაა გააგრზელე :*

მადლობა <3 აუცილებლად <3

 


№3  offline წევრი davinna

dzalian momwons.. danieli mecodeba :( patara lekvi ara ise patara lekvs ratom edzaxis ramdeniaaa batoni danieli? sular momwons me is aleqsandre nu michagrav lekvs :d maledade shemdegi veelii

 


№4  offline წევრი Supreme

davinna
dzalian momwons.. danieli mecodeba :( patara lekvi ara ise patara lekvs ratom edzaxis ramdeniaaa batoni danieli? sular momwons me is aleqsandre nu michagrav lekvs :d maledade shemdegi veelii

პატარა ლეკვივით ეკიდება და უღრღნის ნერვებს და იმიტომ:დდ შევეცდები <3 მადლობა რომ კითხულობ <3

 


№5 სტუმარი darkblue

ძალიან მიმწონს.ადაეთ რა დღეს პლზ.

 


№6  offline წევრი Supreme

darkblue
ძალიან მიმწონს.ადაეთ რა დღეს პლზ.

მიხარია რომ მოგწონს <3 შევეცდები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent