მე და კარლი
მე მოგიყვებით ამბავს, რომელიც ალბათ საუკუნეს დარჩება. იმ შემთხვევაში, თუ ბედი გაუღიმებს. თუ არა და დაიკარგება, ქარი წაიღებს და სადღაც გააფრიალებს. სადღაც სადაც უსასრულობის მორევი შთანთქავს. და გაქრება .. გაქრება როგორც ის უკანასკნელი ზამთარი და დრო, დრო რომელიც აღარ დაბრუნდება. თებერვალი იყო. ფანჯარასთან ვიჯექი, ჩაის ვსვამდი და ქუჩას გავყურებდი. ვუყურებდი გაღატაკებულ ხეებს, თითქოს დაბერებულ, სიცივისგან გატეხილ სახლებს. მათ სახურავებს, საიდანაც კვამლი ამოდიოდა და მხოლოდ ეს იყო ის სიცოცხლის ზმანება, რომელიც სამარედ ქცეულ არემარეში ფეთქავდა. გავყურებდი ყოველივე ამას და ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად შეიცვლებოდა. რომ ტკივილს დრო წაიღებდა, რომ სიცივეს აუცილებლად მზის სხივები შეცვლიდნენ და იმედს, რომელიც ძალიან ცოტაღა იყო შემორჩენილი და ძლივსღა სუნთქავდა სიცოცხლე შეეტყობოდა, მზე გაათბობდა და ისევ გამოიდარებდა.. ვიცოდი და ამიტომაც ვიჯექი ასე მშვიდად. ჩემი ცხოვრებით უკმაყოფილო არასდროს ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა, რომ არც არასდროს მქონია საუეთესო მომენტები, რომელიც მოგონებებად დარჩებოდა ჩემს გონებაში, მაინც ბევრი რამ მახსოვს. მახსოვს მამა როგრო გვიკითხავდა მე და ნიკას ზღაპრებს. ისიც მახსოვს პირველად ველოსიპედი როგორ გავატარე. ნიკამ რომ მანქანა პირველად დაძრა მამას გარეშე, ისიც მახსოვს. შემდეგ მამა რომ ძალიან გაუბრაზდა და ერთი თვე დასჯილი იყო. მერე მამას სიკვდილი... ეს ყველაზე კარგად მახსოვს. შავი, ბნელი კადრები. ქარი თოვლი. ყველაფერი ნაცრისფერ სუდარას გადაეფარა. მაგრამ მერე ისევ მზე, მოწმენდილი ცა და ზაფხული.. კიდევ იცით რამახსოვს კარგაად? პირველად რომ მანქანა ვატარე . მაშინ მხოლოდ 9 წლის ვიყავი. მას მერე ჩემი ცხოვრების არცერთი დღე არყოფილა მანქანის გარეშე. მამამ რომ დაგვტვა ნიკა მხოლოდ 15 წლის იყო მე 10ის. მაგრამ ამისმიუხედავად არასდროს მიგრძვნია გაჭირვება. არასდროს არაფერი მაკლდა. ნიკას ბევრჯერ მშიერს დაუძინია მაგრამ მე ყოველთვის ახალი ტანსაცმლით და წიგნებით დავდიოდი სკოლაში. ახლა 18ის ვარ და ვიცი რომ ამყველაფერს ნიკა მხოლოდ ჩემთვის აკეთებდა და მეც ვალდებული ვიყავი რომ ეს დამეფასებინა და როცა დრო მოვიდოდა გადამეხადა. ჩვენი სახელოსნო გვქონდა ნიკა მანქანებს აკეთებდა. მე სკოლის მერე მასთან ერთად ვმუშაობდი და ასე თუ ისე სამყოფ ფულს ვშოულობდით. როცა მუშაობას მოვრჩებოდი ვმეცადნეობდი. მერე ჩემი მეგობრები მირეკავდნენ და ღამის რბოლებზე გავდიოდი. აქ უფრო მეტ ფულს ვაკეთებდი ვიდრე სახელოსნოში მედა ნიკა ერთად. ნიკა არასდროს რბოლობდა. მეც მიშლიდა ხოლმე. ვიპარებოდი ღამით.ნაშოვნ ფულს ვაგროვებდი. უნივერისტეტში მინდოდა სწავლლის გაგრძელება. ექიმობაზე ვოცნებობდი.. ღამის 12 საათი იყო. ფანჯარასთან ვიჯექი და გავყურებდი ლამპიონებით განათებულ ქუჩებს. ტელეფონმა დარეკა. -ლიზა მზად ხარ? -15 წუთში ჩემი ოთახის ფანჯარასთან. - კარგი. გავთიშე ჟაკეტი ჩავიცვი ჩანთა ავიღე და უფრო გულმოდგინედ დავიწყე გარეთ ყურება ცოტახანში მანქანა გამოჩდა ჩემი ოთახის ფანჯარასთან გაჩერდა. მოვტრიალდი, საწოლზე მიგდებულ გასაღებს დავწვდი ფანჯარა ფრთხილად გავაღე და გადავხტი. მანქანას გვერდი ავუარე და სახელოსნოს წინ გაჩერებულ მეორე მანქანასთან მივედი. ეს ჩემი კარლი იყო. ჰო კარლი. ასე ვეძახდით. რომელიღაც წინში წავიკითხე პატარა რომ ვიყავი და მას მერე სულ ასე ვეძახი. ის უბრალოდ მანქანა არ იყო, კარლი ყვველაფერი იყო. შემეძლო დამექოქა, უსასრულოდ მებოდიალა და მომეყოლა მისთვის ყველაფერი. თითქოს ესმოდა მას ჩემი. არასდროს მარტო არ დავუტოვებივარ. სწორედ მაშინ, როცა ყველა მტოვებდა. მხოლოდ ის იყო ჩემს გვერდით. დავქოქე და წავედით. ნელა გავუყევით ქუჩას. ლამპიონების შუქი ანათებდა გზას. ხეების ჩრდილები მოჩანდა უსაშველო, ვეებერთელა სივრციდან. სადაც მხოლოდ სიჩუმე და უაზრო მარტოობა იმალებოდა, მარტოობა იმ წამებისა რომლებიც შეუმჩნევლად მიფრინავდნენ და სადღაც იკარგებოდნენ. სიმყუდროვის შეგრძნება მალე დავკარგე. ხალხმრავლობაში შევედით მანქანები იდგა, მხოლოდ მე მელოდებოდნენ, თორემ აქამდე დამთავრებულიც ექნებოდათ რბოლა. მივედი ჩემს ადგილას დავდექი და მანქანიდან გადმოვედი. ჩემს მეგობარ სებასტიანთან მივედი -ლევანი სადაა? ვკითხე ოდნავ დაღლილი ხმით. ლევანი მისი ძმა იყო. ბოლოს ორი დღის წინ ვნახე, რომ მემშვიდობებოდა ასე მითხრა ას დოლარზე სათითაოდ დავდგეთ ორ დღეშიო, მაგრამ არსად ჩანდა -დასასვენებლად წავიდა. - მითხრა არც თუ ისე გულწრფელი ტონით და მეც მაშინვე ყველაფერს მივხვდი -დღეს მხოლოდ ეს სამნი ვეჯიბრებით? -ჰო.. 300 დოლარზე -მისმინე მხოლოდ 70 მაქვს დამიმატე 30 და ხვალ გამოგიტან -რა პრობლემაა .. მითხრა და რაღაც ცივად გაიღიმა. მის ღიმილში იმდენი რამის ამოკითხვა შემეძო ხოლმე, მაგრამ დღეს, დღეს არვიცი რაღაც სჭირდა. გაუცხოვებული იყო, სადღაც შორს იყო ჩვენგან -ბას ყველაფერი რიგზეა? -რბოლის მერე სადმე დავლიოთ? -კარგი -ხოდა მოგიყვები... გავუღიმე და წამოვედი. დავდექით. სამი დათვლა, ერთი გასროლა და მანქანები ღმუილით დაიძვრნენ. ირგვლივ ყველაფერი გაქრა მხოლოდ მე და კარლი ვიყავით. მე და კარლი. მესმოდა ძრავაში სიჩქარეების შეცვლისას გამოწვეული ხმა. მესმოდა და ტანში ჟრუანტელი მივლიდა, მივქროდით მე და კარლი და სხვა არაფერი გაგვაჩნდა მხოლოდ ერთმანედ. მაშინ გამოვერკვიე როდესაც საბოლოოდ ვიგრძენი ბორბლები ჩემს ფეხებ ქვეშ. ვიგრძენი მიწა, მასზე შეხება, და მაშინ მედა კარლი გავერთიანდით. ახლა ერთი მთელი ნაწილი ვიყავით, მე და კარლის ნაცვლად ჩვენ ვიყავით და მივქროდით, მივქროდით ვეებერთელა ტრასაზე. ვგრძნობდით რომ გამარჯვება ახლოს იყო მაგრამ რაღაც გვაკლად, რაღაც და ვერ ვხვდებოდით რა. მოსახვევი გავიარეთ მეორე მოსახვევს მივუახლოვდით. დავიბენი. სიჩქარის დაგდება ნამდვილად სისულელე იქნებოდა ასე საერთოდ დავკარგავდი მოგების შანსს. საჭე მოვუმარჯვე სიჩქარე შევუცვალე ხელის მუხრუჭი მივაშველე, შემდეგ ისევ გავასწორე და ახლა უკვე მეორე მივდიოდი. სულ რაღაც სამი მოსახვევი დაგვრჩენოდა. არა ამ ბრძოლას ვერ წავაგებდით. პირველ მოსახვევს გავცდი, მეორეს მივუახლოვდით. ეს ის შემთხვევა იყო ან სიჩქარეს დავაგდებდი და გადავრჩებოდი სამაგიეროდ წავაგებდი, ან არ დავაგდებდი და გადარჩენის შანსი მხოლოდ 10% მექნებოდა. -კარლ რავქნათ? უნდა გავიმარჯვოთ! კარლმაც თანხმობის ნიშნად დაიღმუვლა და შევვარით მოსახვევში ხელის მუხრუჭით. და აი შედეგიც ახლა უკვე პირველ ადგილზე ვიყავით. ბოლო მოსახვევიც და ირგვლივ ყველაფერი გაჩერდა. მხოლოდ იმას ვგრძნობდი როგორ მოძრაობდა ვენებში სისხლი. სითბოს ვგრძნობდი და აი ისევ.. -ჰო კარლ, ჩვენ ისევ მოვიგეთ. ყოჩაღ კარგი ბიჭი ხარ. -შევაქე და მანქანიდან გადმოვედი. მილოცავდნენ. ტაშს მიკრავდნენ. მეკი მხოლოდ კარლს ვაბრალებდი ყველაფერს. მერე ბასი მოვძებნე -წავიდეთ? ვკითხე და გვერდით მივუჯექი -ჰო.. საით? -არვიცი შენ გადაწყვიტე.. -წამო მე შენ და კარლი ჩვენს ფიქრის ლოდთან წავიდეთ გინდა? -რამდენი ხანია არვყოფილვართ - ვუთხარი სახე გაბრწინებულმა და შევნიშნე რომ მის მდუმარე სახეს ოდნავ ბედნიერების სინათლე დასთამაშებდა. ფიქრის ლოდი.. ეს სამი დიდი ქვა იყო მდინარის თავზე. პირდაპირ ხევს გადაჰყურებდა და მთელი ხეობა ჩანდა. აქ ყოფნა ნამდვილად დიდი ბედნიერება იყო. ბავშვობაში როცა ცუდ ხასიათზე ვიყავით ან ვინმე გაგვაბრაზებდა აქ ვხვდებოდი ხოლმე ერთმანეთს ვუყვებოდით და აქვე ვტოვებდით. გვეგონა რომ ამყველაფერს ქვებიც ისმენდნენ და იტევდნენ. სწორედ ამიტომ იყვნენ ამხელები. მაშინ ძალიან ბავშვური და უბრალო, ხშირად სახალისო პრობლემები გვქონდა. ახლა რომ ვიხსენებთ ამიტომაა სასაცილო თორემ მაშინ სულ არ გვეცინებოდა. ბასმა მომიყვა რომ მისი დედა ძალიან ცუდად იყო, ლევანი კი ფულს კაზიოში ხარჯავდა. ახლაც ითამაშა 20000-ის ვალი დაიდო და ქვეყნიდან გაიქცა. ახლა ეს ფული ბასმა უნდა გადაიხადოს თორემ სახლს წაართმევენ. ამ ამბავმა ძალიან ცუდად იმოქმედა -ბას არვიცი რით დაგეხმარო... შემიძლია ჩემი დაგროვილი ფული მოგცე 2000ამდე მაინც მექნება. -არა ლიზა რა სისულელეა მაგ ფულს ხო სასწავლებლისთვის აგროვებდი -შენ მაგაზე არიდარდო მე კიდევ შევაგროვებ. ვერნახე დღეს 300 დოლარი მოვიგე. ხვალაც კიდევ მოვიგებ... -მადლობა მაგრამ არშემიძლია.. გთხოვ.. -კარგი მაგრამ იცოდე თუ გაგიჭირდება მე შემიძლია დაგეხმარო.. ნიკასაც ვთხოვ მასაც ექნება ... ჩემი იმედი გქონდეს -ვიცივიცი... შენი იმედი სულ მაქვს ლიზა ცოტახანს კიდევ ვილაპარაკეთ და წამოვედით მანქანა თავის ადგილას გავაჩერე. ისევ ფანჯრიდან შევედი სახლში. ფული შევინახე მერე საათს დავხედე 5ის ნახევარი იყო. დაძინება დავაპირე, მაგრამ არ დამეძინა. ფიქრებმა არ დამაძიეს. უამრავი რამ მიტრიალებდა თავში. მომავალზე ვფიქრობდი, რაიქნებოდა ‘მერე’. იქნებ ეს ‘მერე’ სულა არ ყოფილიყო... მზის ამოსვლას ვუყურე. მიკვირდა ამ სილამაზის. მიკვირდა რომ ამ სილამაზეს ისე ვერასდროს ვაფასებთ როგორც საჭიროა. ვეძებთ, ვეძებთ მას, მაგრამ ვერ ვხვდებით რომ ის ჩვენს წინაა. რომ სწორედ მისი ნაწილები ვართ ჩვენ, რომ სილამაზე სწორედ სამყაროა. ამფიქრებში ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.