შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების თეორია {ნაწილი მეორე}


7-01-2017, 12:53
ავტორი sopiko
ნანახია 1 771

''ცხოვრების თეორია''
{მეორე ნაწილი სრულად}

[i][/i]ავტორისაგან: სანამ წაიკითხავთ, მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ამ ნაწილის წაკითხვით ვერ გაიგებთ ყველაფერს და რაღაც-რაღაცები ბუნდოვნად დარჩება, ამიტომ შეგიძლიათ ნახოთ ძველ სიახლეებში თავებად დადებული პირველი ნაწილი და მხოლოდ მის შემდეგ წაიკითხოთ ეს!
სასიამოვნო კითხვის პროცესს გისურვებთ!
გილოცავთ შობას!

–დედა! დედიკო!–პატარა გოგონამ სამზარეულოში შეირბინა და დიდის ამბით გაშალა მაგიდაზე ფურცელი, რომელზეც მისი დედიკო, მამიკო და თვითონ იყვნენ გამოსახულნი.
''ნეტავ, მოეწონება?''–გაიფიქრა მან და თვალები შიშისგან აუწყლიანდა. ბოლოს მაინც თავი დაიმშვიდა, ყელი ჩაიწმინდა და ისევ ქრისტინეს უხმო.
წყლის ხმა შეწყდა და საკუჭნაოდან ახალგაზრდა ქალი წინსაფარის წმენდით გამოვიდა. ქალიშვილის დანახვაზე კეთილმა ღიმილმა გაუპო სახე. ხელები გაშალა, თუმცა ლიზიკო ჩვეულად არ გამოექანა მისკენ. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა დედას და ქვემოდან ახედა.
–ძალიან მიყვარხარ, დე...–ჩაილუღლუღა მან და მის სიტყვებზე ქრისტინეს ბედნიერებისგან გააკანკალა. მისი შვილი, ყველაზე დიდი ბედნიერება, რომელიც მას ეკუთვნოდა, ლიზიკო იყო. მისი ქონება და თეთრი ანგელოზი... თაფლისფერთვალება გოგონა, ოთხი წლისა რომ წამოიყვანა ბავშვთა სახლიდან. მისით ცოცხლობდა და არსებობდა!
–ჩემი ტკბილი... როგორი კარგი ხარ, შვილო...–ის ლაჟვარდისფერი ლოყები, ასე მიმზიდველად რომ გამოიყურებოდა, გემრიელად ჩაუკოცნა და ეშმაკური სიცილით აათვალ–ჩაათვალიერა. მიხვდა ლიზიკო რაღაცის გამო რომ ღელავდა და სცადა დაენახა, რას მალავდა პატარა ქალბატონი უკან. ლიზი უხერხულად შეიშმუშნა და უკან დაიხია.
–აბა, ქაბატო! დედიკოს არ გაუმხელ შენ საიდუმლოს?–იკითხა დაეჭვებით ელიავამ და სკამზე ჩამოჯდა. ლიზისაც ანიშნა, ჩემთან მოდიო.
–დამ, დაამ!–წამოიძახა დედიკოს პრინცესამ და თაბახი გაშალა. თვალებიც კი დაეხუჭა მოუთმენლობისგან, აფრთხიალებულ გულს ვერაფრით აწყნარებდა და ხელებს მთელი ძალით უჭერდა ნახატს.
–ლიზიკო...–ქრისტინემ თავი ვეღარ შეიკავა და იატაკზე ჩაიჩოქა. არავინ იცოდა, როგორ გაახარა ამ პატარა საჩუქარმა. ქრისტინეს და ლიზიკოს ნახატზე ხელები ჩაეკიდებინათ ერთმანეთისთვის და თვალები უბრწყინავდათ.
–მადლობა ყველაფრისთვის, დე...–ჩაიჩურჩულა გოგონამ და სუსტი ხელები კისერზე შემოხვია ქალს. მან იცოდა... იცოდა, რომ ქრისტინემ იშვილა... ხო, მართალია ამ სიტყვას ვერ იტანდა, მაგრამ სიმართლეს სად გაექცეოდა. ხვდებოდა რაც იყო შვილობილი, თუმცა ცდილობდა დედისთვის ისე შეეყვარებინა თავი, რომ ''ნამდვილ'' შვილად მიეღო. ოთხი წლის იყო, თუმცა ასი წლის მოხუცივით ფიქრობდა. რა ექნა... მისმა ცხოვრებამ ასწავლა ამდენი. ბუნდოვნად ახსოვს როგორ დატოვა სამი წლისამ დედამ იმ შენობაში. კალთიდან ძვლივს აიგლიჯა ლიზიკო, მაგრამ მაინც წავიდა... ერთის მხრივ უხაროდა კიდეც, ასე რომ მოხდა, ახლა ხომ ავალიანი იყო, მამიკო და დედიკო თავს დასტრიალებდნენ და მეტი რა უნდოდა..
–მადლობა მე უნდა გადაგიხადო, ლიზი!–ტკივილნარევად გაიღიმა ქრისტინემ, რადგან მიხვდა ლიზიკომ რაც იგულისხმა. სევდა ხანდახან შემოერეოდა ხოლმე, ლიზის მშობელი რომ გამოჩენილიყო, ბავშვის დაბრუნება რომ მოეთხოვა, მერე... მერე რა იქნებოდა...–ყველაზე დიდი პრიზი და სასწაული ხარ, გესმის? მეტად აღარ თქვა, რომ შენ...
კინაღამ წამოსცდა... მაშინვე პირზე ხელი აიფარა და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, გაზქურისკენ გაეშურა.
–კინაღამ შენი საყვარელი ღვეზელი დამეწვა...–საყვარლად გაბუშტა ტუჩები ელიავამ.–ხედავ, რა მოუხერხებელი ვარ?
ვითომ და საკუთარ თავზე გაბრაზებულმა თვალებიდან ცეცხლები გადმოყარა და შემდეგ ისევ გადაიკისკისა. ტაფა თაროზე გადმოდო და მაცივრიდან შოკო–კრემიც გამოიღო, დილის მთავარი ინგრედიენტი. პურზე თხლად გადაუსვა და დიდ ლანგარზე ყველაფერი ერთად დაალაგა.
–ოოო, დილის საუზმეც მზად არისო...–მისაღებში ღვეზელები და ჩაის ფინჯნები გაიტანა და შემწვარი კარტოფილის შემოსატანად ისევ უკან შებრუნდა.
–მამას ნოზი სად არის?–მოესმა გეგას ძილისგან დაბოხებული ხმა და ბედნიერებისგან სახე გაებადრა.
–აქ ვარ, აქ!–ზურგზე შეახტა ლიზიკო და ''აჩუ-აჩუს'' ძახილით მთელი დარბაზი შემოარბენინა.–დაიღალე! ვიცი, რომ დაიღალე!
–არა! არ დავღლილვარ, ჩემო კუდრაჭა!–იუარა გეგამ, თუმცა ისე ქოშინებდა ყველა შეატყობდა, დასვენება რომ ესაჭიროებოდა.
–მატყუებ! არ გინდა, რომ მაწყენინო... ის კი არ გახსოვს, რომ უკვე ხუთი წლის ვარ და მავნე ჩვევები დავიწყებას მიეცა...–დიდი ქალივით თქვა გოგონამ და ხელები გულზე გადაიჯვარედინა.
გეგამ მოფუსფუსე ქრისტინეს მოჰკრა თვალი და სამყაროს გამოეთიშა. ისეთი ლამაზი იყო მისი მეორე ნახევარი, რომ ყოველდღე ერთი და იგივე ემართებოდა. თითქოს მის გარშემო ყველაფერი ბნელდებოდა და მხოლოდ ქრისტინე ანათებდა მაცოცხლებელი მზესავით. ამიტომაც შეარქვა მათრობელა საყვარელ არსებას. მონატრება კლავდა მუდამ... მაშინაც კი, როცა ქრისტინე მის გვერდით იყო, ეფერებოდა და ეალერსებოდა. სიყვარულით ავსებდა მთელ სახლს ელიავა და ერთი წლის განმავლობაში თვით დაუმორჩილებელი ლელას გულიც კი მოეგო. ლადო ხომ საერთოდ ჭკუას კარგავდა რძალზე და შვილს გადაწყვეტილებას ყოველ წუთს უწონებდა.
–დიდი სახლის პატარა დიახახლისი! როგორ არის ჩემი მათრობელა?–გვერდიდან მოეხვია ქრისტინეს და ყელზე სველი კოცნა დაუტოვა. ქალი შეცბა, მაგრამ მეუღლე ამოიცნო თუ არა, მისკენ შეტრიალდა და ალერსში აყვა ავალიანს.
–უკვე მშვენივრად!–როგორც იქნა მოახერხა და ქმრის მკლავებს დაუძვრა. გეგამ ნაწყენმა გადააქნია თავი და მიუხედავად იმისა, რომ ქრისტინემ იცოდა რამდენიმე წამში ისევ მის სიახლოვეს იტრიალებდა, მაინც სცადა გაბუსხულის შემორიგება.
–მოთმინების უნარი იქონიე, ძვირფასო!–ირონიით გაჟღენთილი ხმით მიუგო და თმა სასაცილოდ აუჩეჩა მამაკაცს. ეჰ, არ გინდა იცადო, სანამ ყველა სადღაც გაიკრიფება და მარტო დარჩე ამ მიმზიდველ და მშვენიერ ქალთან? ნამდვილად რთულია თავის მოთოკვა მაშინ, როცა ასე გიყვარს...
ლადო და ლელა უკვე სუფრას მისხდომოდნენ. ლიზიკო, რა თქმა უნდა, პაპას კალთაში იყო გამოჭიმული. ქრისტინე შენიშვნასაც აღარ აძლევდა, რადგან თავადაც ტკბებოდა, მათ ასეთ ბედნიერებს რომ ხედავდა. სიმორცხვეს და გაუბედავობას მაინც ვერ ძლევდა, ძველი ტკივილი ხშირად წამოყოფდა ხოლმე თავს. აი, გეგას კი მისი ჩახშობა არ უჭირდა.
–მე ბანკში წავალ, გადასახადებია გადასახდელი.–უფროსი ავალიანი ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა, ლელა და ლიზიკოც უკან მიყვნენ.
–მეც რომ სამსახურში უნდა წავიდე, არავინ არაფრით არ დამასაჩუქრებს?–ქრისტინეს გასაგონად ჩაილაპარაკა გეგამ, ელიავამ ლოყაზე ნაზად აკოცა და ისევ თავისი ადგილი დაიკავა.
–ეს რა იყო, გამაგებინე!–მკაცრი იერი მიიღო მამაკაცმა.
–საჩუქარი ჩემგან!–გაიცინა ქრისტინემ და ქმარს მხარში უჯიკა.–ადექი, თორემ დაგაგვიანდება!
გეგამ ბევრი იბუზღუნა, მაგრამ მეტი მაინც ვერაფერი მიიღო, თანაც კარგად იცნობდა ქრისტინეს და მის ჯიუტ ხასიათს, ამიტომ ბედს შეეგუა და თავი იმით დაიიმედა, რომ შინ დაბრუნებულს ქალი ვერსად გაექცეოდა.
–შენ და ლიზიკოს საბავშვო ბაღში გაგიყვანთ, არ მოდიხართ?–მეორე ოთახიდან გამოსძახა გეგამ ცოლ–შვილს და ფეხსაცმელი ჩაიცვა.
–უკვე მზად ვართ!–წინ გადაუდგა ორივე და ყველამ ერთად დატოვა სახლი. მხოლოდ ლელა დარჩა შემოსასვლელში. ჯერ კიდევ ვერ მოეშორებინა კარებისთვის თვალი... რამხელა ბედნიერება შემოიტანა ამ პატარა გოგომ მათ ოჯახში... ახლაც ვერ ხვდებოდა, როგორ შეძლო ქრისტინემ ლელას ძველი ტკივილისგან განკურნება...

-მოვედი!-შემოსული არ იყო ქრისტინე, წკრიალა ხმით რომ შესძახა და ლელას ყურადღება დაიმსახურა.
-მოდი დედი! აბა, ჩახოხბილი გამისინჯე, ხომ ისეთია, შენ რომ გიყვარს ხოლმე...-ქალს დასვრილი ხელები ისე გაეშვირა, თითქოს ფრჩხილის ლაქი ახალი წასმული ჰქონდა და იშრობდა.
ქრისტინე სასიამოვნო ჟრჟოლამ აიტანა. დედაც და მამაც ამ ოჯახში იპოვა. გეგამ ის ბედნიერება უსახსოვრა, აქამდე რომ არ ღირსებია. იმ ფაქტმა, რომ ლელა მასზე ზრუნავდა, ყურებამდე გააღიმა. მაშინვე პირისკენ გაიქანა კოვზი და უცნაური ხმები გამოსცა.
-რა იყო, შვილო, არ მოგეწონა?-შემცბარმა ჰკითხა დედამთილმა.
ელიავამ ლუკმა გადაყლაპა და ცერა თითი ასწია.
-რას ამბობთ, ლელა დეიდა, ასეთი გემრიელი ჩახოხბილი მხოლოდ თქვენ გამოგდით!
ლელამ კომპლიმენტი შეიფერა და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა. ქრისტინე კი კიბეებს აუყვა და საძინებელში შევიდა. არეული საწოლის დანახვაზე ლოყები აუწითლდა. დაბლა დაგდებული, დაგორგოლავებული ადიელა ხელში აიღო და ბალიში ააფუმფულა. სანამ ყველაფერი წესრიგში არ მოიყვანა, არ გაჩერებულა. თან "ნწ, ნწ"-ს გაიძახოდა და აქეთ-იქით მიყრილ ნივთებს ადგილს უჩენდა. სავარცხელს ლიზიკოს წითური თმა შერჩენოდა. ქრისტინემ მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა და დილანდელ საუბარს უფრო მეტად ჩაუღრმავდა. იცოდა, რამხელა გასაჭირი დაადგებოდა, ოთხი წლის გოგონას აყვანა რომ დააპირა. ლიზის მშვენივრად ახსოვდა ბიოლოგიური დედა და მის მიმართ საშინელ სიძულვილს გრძნობდა. როცა ბავშვი ამ თემაზე ალაპარაკდებოდა ქრისტინე ან მის გადარწმუნებას ცდილობდა, ანდაც დუმდებოდა და მალულად ტიროდა. ჯერ კიდევ ვერ შეჩვეოდა იმ აზრს, რომ ბავშვს უფლება ჰქონდა იმ ქალზე ეფიქრა, ვინც ამ ქვეყანაზე მოავლინა, მაგრამ შემდეგ მიატოვა... ლიზიკოს განცდები ელიავასთვის უცნობი არ იყო, ამიტომ არ უჭირდა ახალბედა დედას შვილისთვის გაგება და მისთვის რჩევის მიცემა.
გეგას ნაჩუქარი სუნამო მიიპკურა და თმაში ხელოვნური ნარცისის ყვავილი გაირჭო. მის თმას ეს სარჭი ძალიან უხდებოდა. ლადოს ლექსიკონი რომ გამოვიყენოთ, ყვავილების დედოფლამდე არაფერი აკლდა. ყვითელი ფერი ქრისტინეს თვალებზეც ახდენდა გავლენას და ულამაზეს ელფერს ქმნიდა.
-ერთი წლის წინ განა ვიცოდი ასეთი მომავალი თუ მელოდა?!-ჩაიჩურჩულა ქრისტინემ და ტანსაცმელი სარკის წინ შეისწორა. ალბათ ძველმა ნაცნობმა რომ ნახოს, ვერც კი მიხვდება, რომ ეს ის მოჟღამული ხასიათის ქალიშვილია, მის სახეზე ღიმილი რომ არ დაუნახავთ. უფრო გახალისდა, სახლის დალაგების დროს ღიღინიც დასჩემდა, ეს ყოველივე კი ავალიანების ოჯახის დამსახურებაა. რომ არა გეგა, განა ოდესმე დედა გახდებოდა?! არც არასდროს! მან კი სწორი გზა აჩვენა, ხელი ძლიერ ჩასჭიდა და ჩქარ მდინარეში ჩასაძირად არ გაიმეტა ოცნების ქალი. იბრძოლა და გაიმარჯვა! უკან დახევა არც უფიქრია, სწორედ ეს მეამბოხე სული ხიბლავდა ქრისტინეს ყველაზე მეტად მასში.... არაფრის დაწუნება არ შეუძლია, მაგრამ უპირატესობას მაინც ამ თვისებას ანიჭებს.
მოულოდნელად შებარბაცდა და მასთან ახლოს მდგარი ტრილიაჟი რომ არა, იატაკზე გაიბოტებოდა.
"ამ ბოლო დროს რა მჭირს?"-საკუთარ თავს დაბნეულმა დაუსვა კითხვა და ფერწასული სააბაზანოში შევიდა. გარეგნულად ისეთი არაფერი ეტყობოდა, მაგრამ შინაგანად თითქოს რაღაც შეიცვალა მასში. დამფრთხალი იქვე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. სუნთავა მალე დაურეგულირდა და გულმაც ჩვეულებრივ განაგრძო მუშაობა.
-ეტყობა რაღაც მომეჩვენა!-დააწყნარა აფორიაქებული შინაგანი ხმა, თუმცა ხვდებოდა, რომ რაღაც ახალი ხანა იწყებოდა...
-დედიკო, ახლა მაინც მომეცი რჩევა...-ცას ახედა და ღმერთს სთხოვა ისევ შეძლებოდა დედასთან გულწრფელი საუბარი. არაფერი რომ არ გამოუვიდა, პირველ სართულზე ჩავიდა და ქმარ-შვილის დასახვედრად საგანგებოდ დაიწყო მომზადება. გადაღლილს ისევ დაეხვა თავბრუ და ბოდიშის მოხდით წამოწვა დივანზე. ლელას ნერვიულობა და რაღაცის მოლოდინი დაეტყო.
-რა გჭირს, ქრისტინე?-იკითხა მოუთმენლად და შუბლზე ხელი დაადო ქრისტინეს.
-არ ვიცი, ლელა დეიდა, უკვე ორი დღეა მსგავსი სიმპტომები მაწუხებს და... მოიცა, მოიცა, თქვენ ფიქრობთ, რომ...-მთლად აირია ის და წინადადებაც ვეღარ დაასრულა. ისე ჰქონდა იმედი გადაწურული, ეჭვიც არ შეუტანია იმაში, რომ შეიძლებოდა ორსულად ყოფილიყო. უმალ ფეხზე წამოხტა. სულ გადაავიწყდა ცუდად ყოფნა. ოპტიმიზმმა დარია ხელი, ქურთუკი მოიცვა და ქუჩაში გავიდა. ლელამ ღიმილით გააყოლა თვალი და პირჯვარი გადაიწერა.
- ნუთუ ფეხმძიმედაა...-ჩაიბუტბუტა მან და ხელები ზეცისკენ აღმართა.-ღმერთო, დაილოცოს შენი სამართალი!
დარწმუნებული იყო და სულ არ სჭირდებოდა წინ დადებული საბუთი, რომელიც დაადასტურებდა იმ მოსაზრებას, რომ მალე მეორე შვილიშვილს ჩაიხუტებდა გულში.

–ექიმო, რას მეტყვით?–წამოიძახა მოუთმენლად და ვარდისფერ პერანგს ლამის ღილები დააწყვიტა, ისე უჭერდა თითებს. გეგამ არაფერი იცოდა, მაგრამ ლელას ეჭვის საფუძველი ჰქონდა. ორსულად რომ არ ყოფილიყო... ეს საბედისწერო შეცდომა რომ ყოფილიყო... თავიდან დაენგრეოდა თავზე ძვლივს აშენებული ხუხულა...
–მალე მეორე შვილიც შეგეძინებათ! გილოცავთ!–ამ სიტყვებმა მასში აღუწერელი სიხარული გამოიწვია. ოჯახის ექიმმა დაწვრილებით იცოდა ქრისტინეს ისტორია, რადგან მათ მეტად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ელიავას ხელიდან ჩანთა გაუვარდა. დაუფიქრებლად წამოიყვირა და კარისკენ გაიქცა:
–რა ბედნიერებაა! რა კარგია! უფალო, დიდი მადლობა! ღმერთო, რა ბედნიერებაა... სასწაულია! ნამდვილი სასწაული!–იმეორებდა ერთი და იგივეს და რომ შეგეხედათ, პატარა ბავშვს მოგაგონებდათ.–კიდევ ერთი პატარა... კიდევ ერთი საჩუქარი!
ექიმიც მასთან ერთად იცინოდა. სწრაფად გამოემშვიდობნენ ერთმანეთს და ქრისტინეც სახლისაკენ მიმავალ გზას დაადგა.
მოდიოდა და სულელივით იღიმოდა... ამ ასფალტზე მხოლოდ ერთი ადამიანი არ მოაბიჯებდა, ქრისტინე მის ორგანიზმში კიდევ ერთი სიცოცხლის არსებობას გრძნობდა... იცოდა, რომ ტესტი ხშირად ცდება ხოლმე. ამიტომაც ექიმთან წავიდა და პასუხმა უდიდესი ბედნიერება მიანიჭა. მართლაც, რომ საოცრება მომხდარიყო... ორსული ქრისტინე? ამაზე ოცნებასაც ვეღარ ბედავდა და ახლა... ახლა ილუზია რეალობად ქცეულიყო... მეორედ გამოსცადა ის შეგრძნება, როდესაც ორი გული ფეთქავს შენ სხეულში... უკვე მეორედ გაუღიმა ახალ ჰორიზონტს! ახალ მომავალს! გულში ლოცულობდა, უფალს სთხოვდა კიდევ ერთი იმედგაცრუება არ გამოეცა... კიდევ ერთხელ არ გამქრალიყო მისი ოცნებები...
–მამიკოს ძალიან გაუხარდება! დაიკოს ძალიან გაუხარდება! ბებია და ბაბუა... ხო, ეს სულ სხვა თემაა! ისინი ბევრს მოგეფერებიან, ჩაგკოცნიან, სასეირნოდ წაგიყვანენ, საქანელები ხომ არის ჩვენ ეზოში, ხოდა იქაც ყოველ საღამოს გაგასეირნებენ. დედიკო და მამიკო ერთად გაბანავებენ პატარა, მწვანე აბაზანაში და შენ და ლიზიკო ერთად იჭყუმპალავებთ_ხოლმე. ჩვენი სითბო არასდროს მოგაკლდება, საყვარელო. იცი, არ გელოდი და ეს მოულოდნელი ბედნიერება ისეთი გემრიელი ყოფილა...–ხმამაღლა ელაპარაკებოდა შვილს და ვერც კი ხედავდა, როგორი გაკვირვებულები უყურებდნენ გამვლელები და საფეთქელზე თითს იტრიალებდნენ. მართლაც შეშლილი იყო მაშინ ელიავა. ისევ იგივეს გრძნობდა, რასაც მაშინ... ერთი წლის წინ. ახლა არც გეგაზე იყო ნაწყენი და არც ლელასთან და ლადოსთან ჰქოდა პრობლემები. ყველაფერი კარგად იყო და სჯეროდა, რომ მუდამ ასე იქნებოდა.
–ალბათ ამის თქმა გინდოდა დილით ჩემთვის, დედი!–გაახსენდა დილა და ასკინკილით შევიდა სახლში.
–ვაიმე, ასე როგორ შეიძლება!–მიხვდა, რომ შეიძლებოდა ასე ბავშვისთვის ევნო და მაშინვე შეწყვიტა ხტუნვა. სამზარეულოში ქურდივით შეიპარა და ლელას ყურში ცელქად ჩაჰყვირა:
–ბებია!
ლელას სახეზე ფერებმა გადაუარა, მერე გულში ჩაიკრა საამაყო რძალი და ჩურჩულით უთხრა:
–ჩვენი საუნჯე და განძი ხარ, შვილო!
–ლელა დეიდა, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს...–მორცხვად ჩაილაპარაკა და ლოყები უმალ აუწითლდა.
–რა იყო, ქრისტინე? ბავშვს რამე პრობლემა ხომ არ აქვს?–აღშფოთდა ლელა.
–არა, რას ამბობთ! უბრალოდ მინდა ლიზიკოსა და გეგას განსხვავებულად შევაპარო ეს ამბავი. გეგმა კი მაქვს, მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება.–გეგმა დედამთილს გაანდო და ცოტა ხანში ორივემ შეთქმულივით ჩაიხითხითა.
–ამაზე უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებდი!–უთხრა ლელამ და მხარზე ხელი მოუთათუნა.–ჩვენ უკვე ერთი გუნდი ვართ!
ქრისტინეს ეს ოცნებაც აუსრულადა. უწინ გეგასთვის სურპრიზის მოწყობა არც უფიქრია, ეს ხომ სასაცილოც იყო მის მდგომარეობაში. ახლა კი საყვარელი ადამიანები გვერდით ედგა და არაფერი არ უშლიდა ხელს.

ავალიანების ოჯახი ვახშმობდა. ლელასა და ქრისტინეს საეჭვოდ უციმციმებდათ თვალები, რაც მამა–შვილს არ გამორჩენია.
–რამე ხდება და ჩვენ არ ვიცით?–მხრები აიჩეჩა გეგამ და ლადოს გადახედა.
–აბა! აბა! ნახე როგორ გვჩაგრავენ!–აყვა მამამისიც.
ლიზიკომ იფიქრა, იფიქრა და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ხმამაღლა აღრიალდა.
–მე და შენ ხომ მეგობრები ვართ, დედიკო.... რატომ არ მითხარი, რამე თუ მოხდა?–სლუკუნით თქვა მან.
ქრისტინემ საყვარელი გოგონა მტირალი რომ დაინახა, მაშინვე ფეხზე წამოხტა და შვილს გვერდით მიუსკუპდა.
–ლიზიკო, თუ ჩემი მეგობარი ხარ, არ იტირო...–მისი დაწყნარება ამ გზით სცადა უკვე გამოცდილმა, თუმცა ამჯერად არ გაუმართლა.
–აღარ წავალ ბაღში! მერე მატყუებთ...–ფეხებს ჭირვეულად იქნევდა ლიზიკო. ქრისტინეს გაეცინა. შვილს ხელები მოხვია და სთხოვა:
–ახლა ვინერვიულებ! გთხოვ არ მანერვიულო რა...–ამან კი გაჭრა! ლიზიკოს ძალიან უყვარდა დედიკო, ამიტომ სხვა გზა არ დარჩა.
–კარგი, ოღონდ ყველაფერს მეტყვი!–პირობა წამოაყენა უმცროსმა ავალიანმა. ქრისტინემ საყვედურით გადახედა გეგას, მას რომ ვითომ ხუმრობით, ეს საუბარი არ წამოეწყო, ყველაფერი ისე ჩაივლიდა, როგორც ჩაფიქრებული იყო. მამაკაცმა კი არეულობა გამოიწვია.
–მმმ, თანახმა ვარ!–ჭოჭმანით დათანხმდა და ჯიბიდან რაღაც ამოიღო. ლიზიკომ ბევრი იწვალა, მაგრამ ვერ დაინახა, რა იყო.
–ახლა მე ამას რომელიმე ხელში დავმალავ. შენ და მამიკომ კი უნცა გამოიცნოთ, რომელში იქნება! შევთანხმდით?
–შევთანხმდით!–ერთხმად წამოიძახეს გეგამ და ლიზიმ.
ქრისტინემ ხელები ზურგსუკან წაიღო და დიდხანს ათამაშა თეთრი, ლიზიკოს ნაქონი წინდა. ნერვიულობდა კიდეც, არ იცოდა, რა რეაქცია ექნებოდათ მომლოდინეებს.
–მოდი, ვნახოთ! შენ რომელს ირჩევ?–ჰკითხა ქალიშვილს. გეგამაც მორჩილად დაუთმო რიგი უმცროსს.
ლიზიკომ თითი ტუჩზე მიიდო და თვალებით მარჯვენა ხელზე მიანიშნა დედას. გეგამაც ზუსტად ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
–მამიკო, რატომ მძაბავ?–უკმაყოფილება გამოთქვა ლიზიკომ.
–ალბათ გინდოდა გეთქვა, მბაძავ!–შეუსწორა პაპამ. მანაც თავი დაუქნია.
–მეც ასე მგონია!–გაჯიუტდა გეგა, თუმცა ქრისტინეს გაშლილ ხელში წინდა რომ დაინახა, მაშინვე მისკენ გაეშურა.–ეს...ეს...
–ნახე!–ცრემლმორეულმა მიუგო ქრისტინემ. გეგამ წინდაში ჩადებული ფურცელი ამოიღო და ხმამაღლა წაიკითხა.
–მოგესალმებით, მამიკო, დაიკო, ბებია და პაპა!
მთელმა განვლილმა ცხოვრებამ თვალწინ ნაჩქარევი ფილმივით ჩაუარა ავალიანს. კიდევ ერთხელ გაუხარდა ის, რომ ქრისტინე არსებობდა! მხოლოდ მისთვის გაჩნდა! მხოლოდ მის გასაბედნიერებლად! იმ წუთას ქრისტინეს თვალით ხედავდა სამყაროს, თითქოს მის სულში ჩამძვრალიყო... უყურებდა ქალს და მისით ივსებოდა... მერე ყურადღება მის მუცელზე გადაიტანა და ყურებამდე გაიკრიჭა. მათი შვილი... ქრისტინესა და გეგას ანგელოზი... ეს ხომ საოცრება იყო!
–მამა! მამა! მეც მანახე!–ფეხის წვერებზე აიწია ლიზი და კინაღამ სკამიდან გადმოვარდა.
–ლიზიკო!–ხელში აიტაცა გოგონა გეგამ.–ეს იმას ნიშნავს, რომ მალე შენ დაიკო გეყოლება... ჰმ, ან ძამიკო!
–ეს რა გავიგე! გილოცავთ, შვილებო!–ცოლ–ქმარს ლადო მიუახლოვდა და ორივეს გადაეხვია.
–გამიშვით! მე არ მინდა ძამიკო ან დაიკო, გესმით? თავი გამანებეთ!–მოულოდნელად დაიყვირა ლიზიკომ და გეგას მკლავებში აფართხალდა. ყველას გაოგნება გამოესახა სახეზე.
–რას ამბობ, ლიზი...–აღმოხდა ქრისტინეს. თვალები ნაცრისოდენა გახდომოდა. ასეთ დასასრულს ვერ წარმოიდგენდა. როგორ, ნუთუ ასეთი ეგოისტი იყო მისი ქალიშვილი... გული შეეკუმშა და არა იმიტომ, რომ გოგონა ცდებოდა. არა! ალბათ ისე ვერ აღზარდა ლიზიკო, როგორც საჭირო იყო... ალბათ ისევ რაღაც შეცდომა დაუშვა... ეგონა ყელში ვიღაც უჭერდა ხელს... იხრჩობოდა და შველასაც ვერ ითხოვდა.
–არ მინდა, დედა! მე ხომ გყავართ, რა საჭიროა კიდევ ერთი შვილი. თუ ასე ძალიან გინდათ, ისიც ისევე ბავშვთა სახლიდან წამოიყვანეთ, როგორც მე...–სახე ცრემლებისგან დასველებოდა პატარას. ახლაც შეძლო მის ფიქრებში ჩაძრომა ქრისტინემ. ამას ეგოისტობას ნამდვილად ვერ უწოდებდა! ლიზიკოს ეგონა, რომ დედიკო დაივიწყებდა, თავს მიანებებდა და დიდ ყურადღებას ახალ ოჯახის წევრზე გადაიტანდა. მის ბავშვურ ტვინს ჯერ სწორად აზროვნება არ შეეძლო. იმ მულტფილმებით ცხოვრობდა, რომლებსაც უყურებდა.
''მე ხომ ეს ყოველივე არ განმიცდია, რა ვიცი... იქნებ მეც ასე მოვქცეულიყავი...''–გაიფიქრა ქრისტინემ და შვილისკენ გაიწია.
–დე, ხომ იცი, რა დიდი ადგილი გიკავია ჩემს ცხოვრებაში. ეს გული–თითი მკერდზე მიიდო ქალმა–შენ გეკუთვნის! ...როგორ შეიძლება ასე ილაპარაკო შენს დედმამიშვილზე...
გეგა ადგილზე გაშეშებულიყო და ვერაფერს ამბობდა. ლელა კი ტუჩს იკვნეტდა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.
–მერე ეს ადამიანი დაიკავებს ჩემს ადგილს. განა არ მინდა... განა არ მინდა, მაგრამ...–წამოცდა ლიზის, თუმცა მაშინვე უკან დაიხია და თავის ოთახში შურდულივით შევარდა.
ქრისტინე სკამზე მოწყვეტით დაეცა. არც ამას გამოუფხიზლებია გეგა. ლელამ უხერხულად გაიღიმა და თქვა:
–პატარაა... გავუგოთ!
მერე ისიც ლიზიკოს ოთახში შევიდა.

ლიზიკო საწოლზე იწვა და ქვითინებდა. ნეტავ, რა მოხდებოდა შემდეგ? ნანობდა... ნანობდა იმ საშინელ სიტყვებს, მაგრამ ახლა უკან დაბრუნება ესირცხვილებოდა. ნამდვილად შეიძულებს დედა... არავინ აპატიებს ასე მოქცევას. არადა ყოველთვის უნდოდა უფროსი ყოფილიყო, ხოლო უმცროსი დისთვის ან ძმისთვის თმა დაევარცხნა და ზღაპრები ეამბო.
''ძალიან, ძალიან ცუდი გოგო ვარ!''
ალბათ სხვებიც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ მამამ ისეთი სიყვარულით მოიხსენია მუცელში მყოფი არსება, რომ იეჭვიანა. ახლა გული სიხარულისგან უფრთხიალებდა, ცრემლებს კი მაინც ვერ იკავებდა.
–ლიზიკო...–ფიქრებში გართულს ჩაესმა ბებიას ხმა და მაშინვე მუხლებზე წამოდგა.
–ბები, ბები, ჩემზე გაბრაზებული ხარ, არა?–იმედით ჰკითხა ლელას და თავი ბეჭებზე მიადო.
–არა, რა თქმა უნდა! მესმის შენი, მაგრამ შენი ძამიკო თუ დაიკო ნამდვილად ნაწყენი იქნება...–შეპარვით უთხრა შვილიშვილს, თან ტუჩები სასაცილოდ გადმოაბრუნა.
–ვიცი...–თავი ჩაქინდრა გოგონამ.–ბოდიში რომ მოვუხადო, მაპატიებს?
–გაპატიებს! გაპატიებს, აბა რა!–მიზნის მიღწევამ ისე გაახარა, რომ ხელები გაშალა და აღტაცებულმა ჰაერში დაატრიალა ლიზიკო. ბავშვმაც არ დაახანა და მშიბლების საძინებლისკენ გაექანა.
ქრისტინე სავარძელზე იჯდა. გეგა მის დამშვიდებას არც კი ცდილობდა იმიტომ, რომ დედაშვილობა სულ სხვა ცნება აღმოჩნდა და ემოციურად მზად არ იყო, მათ ურთიერთობებში გასარკვევად. ვერასდროს იტანდა ქრისტინეს დამწუხრებულ სახეს და საშინლად იტანჯებოდა. ვერც კი მიხვდნენ, ისე გაჩნდა მათ წინ ლიზიკო და ქრისტინეს მუცელზე ხელი მოუსვა.
–მაპატიე, დაიკო თუ ძამიკო... ცუდად მოვიქეცი...–ცივი, აკანკალებული ტუჩებით შეეხო ქრისტინეს სხეულს და დედიკოს ახედა.–შენც მაპატიე... და შენც, მამიკო...
სამივე ერთმანეთს ეკვროდა. სიხარულის ცრემლები სდიოდათ, მარგალიტებივით. თითქოს სამი სხეული ერთმანეთთან შერწყმულიყო და ერთ, დიდ მთლიანობად ქცეულიყო. გეგა თმაზე ეფერებოდა მისთვის ძვირფას საკუთრებებს, რომლებსაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნდა მოფრთხილდებოდა. ბედნიერი იყო, რომ იმ მშვენიერ დღეს მიატოვეს... განგებას ემადლიერებოდა, რომ ქრისტინეს შეხვდა, მან კი ჯერ საჩუქრებით აავსო, შემდეგ კი სწორ გზაზე დააყენა და ცხოვრების თეორია ღრმად შეასწავლა.
და საერთოდ, რა არის ბედნიერება? ამ სიტყვის ზუსტი განმარტება შეუძლებელია ლექსიკონში მოძებნოთ. უბრალოდ გავიღიმოთ და სამყაროც ფერადი საღებავებით შეიღებება, შეიძლება ზოგი რამ არარეალურად მოგეჩვენოს, მაგრამ ცხოვრება ასეთია... არც მისი განსაზღვრაა ადვილი. ბედნიერება ილუზიაა, რომელსაც სიყვარული და საყვარელი ადამიანების ერთობლიობა ქმნის. ეს სამი ერთიმეორეზე გადაჯაჭვული სხეულიც ამის დასტურია!

დ ა ს ა ს რ უ ლ ი!

^^^
იმდენად მომენატრა სიახლის დადება და თქვენი შეფასებების წაკითხვა, რომ გადავწყვიტე ''ცხოვრების თეორიის'' მეორე ნაწილი დამედო, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ დავწერე, მაგრამ აქ დადებისგან თავი შევიკავე. იქნება რაღაც შეცდომები, მაგრამ იმედია მაინც მოგეწონებათ!
ეს ის ისტორიაა, რომელსაც ჩემს პირველ შედარებით სერიზულ ნაწერად ვთვლი.
უყვარხართ სოფიკოს!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent