შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების თეორია 6 (დასასრული)


19-10-2015, 21:58
ავტორი sopiko
ნანახია 3 666

ახალგაზრდა, გამოუცდელი ექიმი კართან იდგა და ცრემლებს მუჭებით იწმენდდა. მისთვის რთული იყო, პროფელიული გულგრილობას ამოფარებოდა. რამხელა ტკივილი იმალებოდა ამ ორი ადამიანის სულში, გოგონას ამის წარმოდგენაც არ უნდოდა. ძალიან დაამძიმა სიტუაციამ , რომელიც დაბინდული მინიდან ჩანდა. როგორც იქნა დამშვიდდა, კარზე დააკაკუნა და ისე შევიდა შიგნით. არ იცოდა, როგორ წარმოეთქვა ის სიტყვები, რომლებიც გულში უტრიალებდა. ენას სალაპარაკოდ ვერ იბრუნებდა. ქალ-ვაჟს მისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია,.ექიმმა ხმადაბლა ჩაახველა და ლოყები აეწვა, როცა პაციენტმა მზერა გაუსწორა.
-მე... მინდოდა მეთქვა, რომ...-უხერხულად ისწორებდა სახელოს გოგონა.-თქვენი მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შემდეგ შეუძლებელია, რომ... რომ თქვენ შვილი გეყოლოთ.
ქრისტინე არ შერყეულა. სამყარომ მის გარშემო ბრუნვა შეწყვიტა. დამთავრდა! ამჯერად ყველაფერი დამთავრდა! აღარ არსებობდა გეგასა და ქრისტინეს შეერთებული გულები... აღარც მათი სიყვარულის ნაყოფი. არასროს! ვერასდროს! ვერ შეძლებდა დაორსულებას. ზურგზე გადაწვა და შეშლილი თვალებით შეხედა ავალიანს.
-გადით!-ჩაიჩურჩულა ძვლივსგასაგონად.
-ქრისტინე დამშვიდდი...-შუბლზე ხელი გადაუსვა გეგამ და ლამის ხმამაღლა აბღავლდა, საყვარელი ადამიანი ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა.
-გადით!
-ყველაფერი კარგად იქნება...
-გადით!
-ცხოვრება წინ გაქვს...
-გადით!
-მე შენ მიყვარხარ!
-გად...-ქრისტინე ვერც კი მიხვდა რა უთხრა გეგამ, მისმა გონებამ ეს მოგვიანებით აღიქვა. გაეღიმა? მტკივნეულად, მწარედ გაეღიმა... მერე გაიცინა... ისტერიკული სიცილი ტირილში გადაუვიდა. იცლებოდა ამ საშინელი ემოციებისგან... ჩანჩქერს ცეცლის ალებად მოჰყვებოდა, ამ უბედურებით გამოწვეული გრძნობები... მას უყვარდა! ქრისტინესაც უყვარდა! ... მაგრამ ახლა აღარაფერს ჰქონდა აზრი... მან ვერ ააყოლა ფეხი ხალხის ზღვას... ჩაიძირა... ისე ღრმად ჩაეფლო მიწაში, რომ ვერ ამოდიოდა.
-მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ...-ხელები უღონოდ მოხვია ავალიანს და მისი გულისცემა ლამაზ მელოდიად მოეფინა გულზე.
''სადაც სიყვარულია, იქ შეუძლებელი არაფერია...''-გაიფიქრა ექიმმა და ფეხაკრეფით გავიდა გარეთ.

გეგა თავისი ხელით უკრავდა ქალს პერანგის ღილებს. ვერც მის სიშიშვლეს ხედავდა, რაღაც არარსებულ ატმოსფეროს უმზერდა. მასაც ძალიან სტკიოდა, მაგრამ ეს რა იყო ქრისტინეს ტკივილთან შედარებით. ამიტომ თავს უფლებას არ აძლევდა დამწუხრებულიყო, ხელი ჩაექნია, უკან დაეხია... მისი ქრისტინე ახლა ავად იყო... მას უნდა განეკურნა.
ფეხზე წამოდგა და ელიავაც მექანიკური მოძრაობით გაყვა უკან.
კართან ასაკოვან მამაკაცს შეეჩეხნენ. ქრისტინე ისევ ერთ წერტილს მიშტერებოდა, ვიღაცის ხმა რომ მისწვდა მის ყურთასმენას.
-ქრისტინე... შვილო...-რომ არა ეს ბოლო სიტყვა, ქრისტინეს ეგონებოდა რომ სხვას მიმართავდნენ. როგორ თუ შვილო? იმაში დსარწმუნებლად, რომ არ ეჩვენებოდა, ხელი უხეშად ჰკრა გეგას და თვალებმოჭუტული დააკვირდა უცნობს.
-მე მამაშენი ვარ...
მამა! მამა, რომელიც შვილებს ძალიან უყვართ! ისინი პატარა, კუდრაჭა ანგელოზებს კალთაში ისვამენ და ზღაპრებს უყვებიან. ღამით ტკბილ სიზმრებს უსურვებენ და კიდევ რა არ გაუგია ქრისტინეს მამებზე. მხოლოდ გაუგია სხვა ბავშვებისგან, თორემ თავად.., თავად არავისთვის არ დაუძახებია მამა.
-მე მამა არ მყავს!-კბილებში გამოცრა და გზა გააგრძელა. ავალიანი განაპირად იდგა და ვითარებაში ვერ გარკვეულიყო.
-ეს მართლაც მე ვარ!-განცვიფრებულმა გაასავსავა კაცმა ხელები.
-შენ?-რაღაც არაბუნებრივად იკივლა ქრისტინემ.-და განა მე გიცნობ შენ? ან გინახივარ ოდესმე?
ალბათ ინანა... თვალები ვეღარ გაუსწორა შვილს გიამ. ქრისტინე მხოლოდ სამი წლის იყო, მოსკოვში რომ წავიდა და იქიდან აღარ დაბრუნებულა. ეს იყო და ეს! მას მერე ოჯახთან დაკავშირება არ უცდია.
-არასწორად მოვიქეცი, მაგრამ მე ყველაფერი ვიცი. წამოდი, გთხოვ ვილაპარაკოთ...-დამნაშავედ ჩაიბუტბუტა და მკლავზე ხელი შეახო ქრისტინეს. ქალმა სწრაფად გამოგლიჯა ხელი და მაგიდიდან გამწარებულმა გადმოყარა წამლის კოლოფები.
-ქრისტინეს თქვენთან საუბარი არ სურს, ხომ ხედავთ რა დღეშია...-მათი დაშოშმინება სცადა ავალიანმა და კუთხეში ჩაჩოქილ ქრისტინეს წამოდგომაში დაეხმარა. დერეფნიდან გასვლას აპურებდნენ, გიამ ერთადერთი გოგონა რომ არ დაინდო და წამოაძახა:
-სად მიდიხარ? ერთი დღეც იქნება და ეგ ბიჭი მიგაგდებს. მაშინ ვინ გეყოლება გვერდით? შენ ხომ უშვილო ხარ! გეგა, მგონი ლადოს და ლელას ძალიან უნდათ შვილიშვილი ჩაიგორონ კალთაში.
ეს ბოლო წვეთი იყო. ამ კაცმა ყველაფერი იცოდა. შეურაწმყოფის გადაყლაპვა ძალიან გაუჭირდა გეგას, მაგრამ ქრისტინეს გამო თავი შეიკავა.
-ეს დღე არასდროს დადგება ბატონო!-მტკიცედ განაცხადა და მძიმე ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ.

ქრისტინე იატაკზე ჩაკეცილიყო და საკუთარ ცრემლებს ითვლიდა. წესით უკვე წამოზრდილი მუცელი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ასე არაა... ''მამის'' სიტყვებზე ფიქრობდა და ხვდებოდა, რომ ის სიმართლეს ამბობდა. რატომ უნდა დაეტანჯა მამაკაცი, როცა არაფერ შუაში არ იყო. მოულოდნელად საძინებელში გეგა შემოვიდა და ძლიერად შეანჯღრია ქრისტინე.
-მორჩა! საკმარისია! ასე ნუ იქცევი! გინდა?-კარისკენ წაათრია ელიავა და თხელი სარაფანით ქუჩაში გაიყვანა. წვიმდა, მაგრამ ამას ვერც ერთი ვერ გრძნობდა...
-სად მიგყავარ? რის მიღწევას ცდილობ?-თავის განთავისუფლებას ცდილობდა ქრისტინე, მაგრამ ავალიანმა ძალით ჩააგდო ავტომობილში. საგანგებოდ ჩაკეტა და ძრავა დაქოქა. ხან ერთ ფანჯარას ეცა ქალი, ხან მეორეს, თუმცა ვერაფერს გახდა.
შენობაში ერთად შევიდნენ. თითქოს ეცნო ქრისტინეს, მაგრამ ვერა და ვერ მიხვდა სად იმყოფებოდა.
-ეს რა ადგილია?- განუწყვეტლივ ეკითხებოდა მამაკაცს, ის კი საეჭვოდ დუმდა.
გეგამ ერთ-ერთი კარი შეაღო და ქალმა პატარა გოგო-ბიჭები დაინახა. ეს უპატრონოთა თავშესაფარი იყო. ბავშვები... ბავშვები... ბავშვები, რომლებზეც მშობლებმა უარი თქვეს. ... და აი ეს იყო დასაწყისი. ქრისტინემ ღიმილით გადაავლო მათ თვალი. მერე გეგას მადლიერი მზერა სტყორცნა, ხელი ჩაჰკიდა და მოთამაშეებისკენ წაიყვანა.
-შენ რა გქვია?-შეეკითხა გოგონას, რომელსაც კიკინებიანი თოჯინა ეჭირა ხელში.
-ლიზიკო.-მორცხვად უპასუხა ბავშვმა.
-და შენ?-ახლა მეორეს მიუბრუნდა.
-ლუკა.
-შენ საუკეთესო ხარ!-ბედნიერმა გადაიკისკისა ქალმა და გეგას გულზე მიეხუტა. ხო, დღეს 13 ივლისი იყო, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა. ყველაფერი უფლის ნებით ხდებოდა. აღმართს კი ყოველთვის დაღმართი მოსდევდა.
ამ ყიჟინში და ჟრიამულში მაინც გაიგონა დედის ხმა:
-ცხოვრება მშვენიერია...

.........................................................
დამ დაამ!
ესეც დასასრული ჩემო ძვირფასებო. მეტად ვეღარ გავწელავდი...
იმედია კმაყოფილები დარჩით და მეც გამახარებთ წრფელი შეფასებებით...
ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით!
სიყვარულით სოფიკო <3



№1  offline მოდერი ლილიანა

რაღაც ტრაგიკული მაგრამ მაინც ნათელი დასასრული იყო,ვისიამოვნე,კარგი გოგო ხარ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline მოდერი sopiko

ლილიანა
რაღაც ტრაგიკული მაგრამ მაინც ნათელი დასასრული იყო,ვისიამოვნე,კარგი გოგო ხარ

მადლობა საყვარელო ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent